შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (12 თავი)


11-01-2016, 16:21
ავტორი murachashvili
ნანახია 3 106

მეთორმეტე თავი
თვალებს არ უჯერებდა თეკლე. მისი ოცნების მანქანა უკვე მისი იყო. „ტესტ- დრაივის“ ჩატარების სურვილით იწვოდა, ერთი სული ჰქონდა როდის შეძლებდა ავტომობილის მართვას.
- ეს რას ნიშნავს? - ერთ-ერთ ღილაკს უტრიალებდა თათია.
- მოიცადე ზედ რაღაც ძახილის ნიშანი აწერია. თითი არ დააჭირო, რამე არ დავბლოკოთ.
- აკას ეცოდინება რას ნიშნავს. - თვალებით ბავშვობის მეგობარს დაუწყო ძებნა, თუმცა ვეღარ დაინახა.
- სახლშია? დავიჯერო არ გამოვიდა?!.. - გაუკვირდა თეკლეს.
- წეღან დავინახე, აკა უკვე წავიდა... - ავტომობილის სავარძელთან დამონტაჟებულ დივიდის უტრიალებდა გოგა.
- როგორ თუ წავიდა? ასე დაუმშვიდობებლად, რამე ხომ არ აწყენინეთ?! - გაუკვირდა ეკას.
- არა მგონია... უბრალოდ ცოტა უცნაური ბიჭია.... - აშკარად არ ესიამოვნა მისი წასვლა თეკლეს, თუმცა ცდილობდა ემოციები არ გამოეხატა.
- აკას უყურადღებობა არ სჩვევია, ალბათ ჰქონდა წასვლის მიზეზი...- ნიკამ ბავშვობის მეგობრის დაცვა სცადა.
- ალბათ, აგვიხსნის როცა შევხვდებით... - გოგონაზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა ვაჟის უცაბედმა წასვლამ, რომ მანქანის მიღების სიხარულიც კი გადაფარა. - შიგნით შევიდეთ, ავტომობილის ნახვას ხვალაც შევძლებთ. - ხმამაღლა გამოაცხადა თეკლემ და ხელოვნური მხიარულებით შეუძღვა სტუმრებს მისაღებში.
სუფრასთან არავინ დამჯდარა, ცეკვავდნენ, მხიარულობდენ. გოგა იმდენად იყო როლებში შეჭრილი, რომ საკუთარ გრძობებს უკვე აღარ მალავდა. აშკარად არც თათია იყო წინააღმდეგი. ერთად- ერთი მოწყენილი სახით თეკლე იჯდა.
- მამიკოს სიხარულო, არ გინდა ვიცეკვოთ? - ღიმილით მიადგა მირიანი.
- არ გეწყინოს, მა... ცოტა დავიღალე...
- ჩვენი გოგო აშკარად შეყვარებულია, მგონი... - ეშმაკურად გაუღიმა მეუღლეს ეკამ.
- რა სისულელეა... - შეიცხადა და სწრაფად უარყო მშობლების ვერსია.
- რა ვიცი, მე ასე მომეჩვენა... - არ დათმო პოზიცია ეკამ.
- კარგი რა, დე... არ არის ჩვენს შორის არაფერი... - გაღიზიანდა თეკლე.
- თქვენი ცეკვის შემხედვარე, მაგას ნამდვილად ვერ იტყოდი...- არ ჩამორჩა ეკას მირიანიც. - მართალია ჩემთვის ძნელი საღიარებელია, მაგრამ ცუდი ბიჭი ნამდვილად არ ჩანს...
- რადგან თქვენ იტყვით... - ამოიღრინა გოგონამ.
- ძალიან გთხოვ, მასზე გაბრაზებული ჩვენზე ნუ იყრი ჯავრს.... - შვილის განწყობაზე აშკარად ერთობოდა ეკა. - ისე საინტერესოა საიდან იცნობ მაგ ბიჭს?
- თათიას კლასელია.
- ანუ, თათიამ გაგაცნო? - ისევ ჩაერთო საუბარში მირიანი.
- არა, მეტროში გავიცანი. - გაეღიმა მათი შეხვედრის გახსენებაზე.
- ანუ, ეგაა პრინცი მეტროდან?! - გაოცება ვერ დამალა ეკამ.
- პრინცი მეტროდან არ არსებობს. ეგ გოგას მოგონილი ზღაპარია... - ისევ ამოიღრინა მან.
- როგორც ვატყობ, ჩვენი ბიჭიც შეყვარებულია, ოღონდ ერთი არსებისგან განსხვავებით ამას აღიარებს... - ეკამ საყვედურით გახედა თეკლეს.
- მაგ ეტაპამდე თუ მივალ, მეც აუცილებლად ვაღიარებ...
- ისეთი ჯიუტი ხარ, ალბათ ქორწილის დღესაც არ იტყვი შეყვარებული ვარო... - დანებების ნისნად ხელი ჩაიქნია მირიანმა. - რადგან ჩემმა ქალიუშვილმა უარი მითხრა, იმედია შენ მაინც არ მეტყვი უარს და მეცეკვები... - ამჯერად მეუღლეს მოუბრუნდა ის.
- იცოდე საუბარი არ დაგვისრულებია, აუცილებლად მოგვიყვები, როგორ გაიცანი შენი პრინცი. - თითი დაუქნია დედამ.

ახალი ავტომობილით უნივერსიტეტში „გამარიაჟება“ მეორე დღესვე მოახერხეს გოგოებმა. ავტოსადგომზე გაჩერდენ თუ არა, გარშემო ცნობისმოყვარე სტუდეტებიც შემოეხვივნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ყურადღება დიდად არ უყვარდა თეკლეს, უნდა ეღიარებინა, რომ ამ შემთხვევაში სიამოვნებით იფერებდა და მილოცვებსაც კმაყოფილი სახით იღებდა. ბედნიერი იყო და უნდოდა მისი სიხარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა. გოგოების ახალი ავტომობილით გამოცხადება არც ადამიას და მარკოზაშვილს გამოპარვიათ.
- რაო, მამიკოს გოგოვ, ახალი სათამაშო იშოვე?! - ირონიულად ჰკითხეს მას.
- ძალიან რომ არ მომწონდეს, როცა მომბეზრდებოდა გაჩუქებდით... მაგრამ თქვენისთანა ნაგვებისთვის ამ ავტომობილს ვერ გავიმეტებ.... - არ ჩამორჩა სარკაზმში თეკლეც.
- ერთხელაც იქნება მაგ გრძელ ენას ძირში ამოგაგლეჯ... - უცბად აპილპილდა მარკოზაშვილი.
- რაო, მაგარო ბიჭო, ასათიანისგან საუბრის ნებართვა აღებული გაქვს?!
- აბა, ვიღაც ჩემ გვარს ახსენებს? - ოდნავ მოშორებით გამოჩნდა გიორგის ყურებამდე გაკრეჭილი თავიც. ჯერ თეკლეს შეხედა გამომცდელად, შემდეგ მარკოზაშვილსა და ადამიას - შეიძლება სულ თქვენს გაშველებაში ვიყო? არ მოგბეზრდათ?! - ღრენით გახედა ბიჭებს. - ვაუ, თეკლე, აღარ ხუმრობ ხომ იცი.... რა მაგარია... - ავტომობილს გარშემო უვლიდა ის. თვალები მოწონების ნიშნად უციმციმებდა. ესიამოვნა ქალს გულწრფელი მოლოცვა. - ძრავი რამდენიანი აქვს? ..... ბენზინზეა?.... ავტომომატიკაა თუ კვადრო? - მიაყარა კითხვები, თეკლეც კმაყოფილი, მხიარულად პასუხობდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საკმაოდ კარგად ერკვეოდა ავტომობილებში.
- მართლა მაგარია, ყოჩაღ... არ გინდა რალში გამოვცადოთ, შემეჯიბრები?! - იქვე ახლოს გაჩერებულ საკუთარ ჰონდას ჯიპს გახედა და თავმომწონედ, ეშმაკურად გამოხედა ასათიანმა.
გაეცინა თეკლეს, სულელი არ იყო და მშვენივრად ხვდებოდა რა რისკიც ახლდა რალში მონაწილეობას. სიჩქარის ნამდვილად არ ეშინოდა, თავის იმედიც ჰქონდა, თუმცა სრულიად ახალ ავტომობილს დასამტვრევად ვერ გაიმეტებდა.
- მაპატიე, გიო, მაგრამ ჩემი საჩუქარი მართლა ძალიან მიყვარს... თუ შენი უპირატესობის დამტკიცება გსურს, ამას ისედაც ვაღიარებ, რალის გარეშე.... - მისი სიტყვები აშკარად დამარცხებად ჩათვალა ბიჭმა და გაეცინა. - ჩემს ძმას ჰყავს ანალოგიური ჰონდა და თუ გინდა იმით შეგეჯიბრები, ძალებიც თანაბარი გვექნება ... - ღიმილით გახედა ქალმა.
- მართლა შემეჯიბრები?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა გიორგის.
- რამდენადაც მე ვიცი, მოყვარულებისთვის რალი კვირას თორმეტ საათზე იმართება რუსთავში. თორმეტის ნახევრისთვის მარჯვენა შესასვლელთან დაგელოდები. - საქმიანად გამოუცახდა გოგონამ.
- კარგი, თორმეტის ნახევარზე იქ ვიქნებით, ხომ წამოხვალთ?! - მარკოზაშვილსა და ადამიას გადახედა მან.
- შენს ადგილზე მაგ ორს არ წამოვიყვანდი, აშკარად თარსები არიან.... - ბოლოს მაინც წაკბინა თეკლემ ბიჭებს. - ლექციებზე გნახავთ, აბა თქვენ იცით, ივარჯიშე გიო... - სიცილით დაუქნია ხელი და უნივერსიტეტის კიბეებისკენ წავიდა.
- გეუბნებით, რა მაგარი ნაგლი გოგოა... - სიბრაზე ვერ დამალა ადამიამ.
- ნაგლი კი არა, ძალია მაგარი ტიპია... - აშკარად ართობდა ასათიანს თეკლესთან დაგეგმილი შეჯიბრი - იმედია წაგების გამო არ ატირდება...
- თუ ატირდება იქ არ ვიქნებით?! როგორმე დავამშვიდებთ... - ჩაერთო მარკოზაშვილიც.
- არ ჩანს ეგ ცუდი გოგო... - თვალები დაუბრიალა გიორგიმ.
- ცუდიაო არც მითქვამს, მაგრამ კარგი გოგოების დამშვიდება ორმაგად სასიამოვნოა... - ისევ ანგლობდა ბიჭი.
- შენი საქმის შენ იცი, მაშინდელი შარიც შენს სულელურ გამოხტომას მოჰყვა... იცოდე, თუ ისევ შარში გაჰყავი თავი ჩემი იმედი არ გქონდეს... - გააფრთხილა ასათიანმა.

გოგონები აუდიტორიაში შევიდნენ, ტატოს და ფარნას სწრაფად მონახეს და მათთან დასხდნენ.
- როგორი ცუდი გოგო ხარ, - სიცილს ვერ იკავებდა თათია - რატომ არ უთხარი შენთან მოგების შანსი რომ არ აქვს?
- რა ჩემი ბრალია, თვითონ თუ არ მიცნობს? მაინც არ დამიჯერებდა, არა უშავს, მისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება, სწრაფად შევუცვლი ქალებზე წარმოდგენას...
- მაგ სიამოვნებას ვერ დავაკლდები… მეც უნდა წამოვიდე, გავაფრთხილოთ ჩვეი ბიჭებიც, გულშემატკივრებად ისინიც წამოვლენ, რევაშიც დრო დგება გოგოებო... - წინადადება წამოაყენა ლიკამ.
- ჩვენი გამოტოვება არც იფიქროთ... - თავი წამოყო ფარნამაც. - მაგარი „პრიკოლები“ გველოდება აშკარად... ასათიანის გაოგნებული სახე უნდა ვნახო როცა წააგებს... - სიამოვნებისგან წინასწარ იფშვეტდა ხელებს ბიჭი.
- მე აკასაც გავაფრთხილებ, იქნებ ისიც წამოვიდეს... - ფრთხილად შეაპარა თათიამ და მეგობარს გვერდულად გახედა.
- აბა, რა... აკასაც ენდომება ასათიანის დამხობის ნახვა... - უცებ აიტაცა ტატომ.
აკას ხსენებაზე ოდნავ შეკრთა თეკლე, უნდოდა ეთქვა, არ გინდა ნუ გააგებინებო, ჯერ კიდევ ნაწყენი იყო დაუმშვიდობებლად წასვლის გამო, მართალია უჭირდა აღიარება, მაგრამ ორმაგად მოუნდა რალზე გამარჯვებით აკასთან თავის მოწონება. - - კარგი, იყოს თქვენებურად... მოკლედ კვირას ჯერ რალზე ვიმარჯვებთ, შემდეგ კი ჩემთან ვერთობით ....
- აბა რა, გამარჯვებას ყველა ერთად ავღნიშნავთ... ეს მყრალი ასათიანიც თუ დაგვეთანხმება ეგეც დავპატიჟოთ, ცხელ გულზე გაგრილება მოუხდება...

საღამოს გვიან დაბრუნებულ გოგას გოგოები მის ოთახში დახვდნენ.
- გოგოებო, მშვიდობაა? - გაუკვირდა მათი დანახვა.
- შენთან სერიოზული საქმე გვაქვს და იმედია უარს არ გვეტყვი.... - შესავლის გარეშე დაიწყო თეკლემ - შენი მანქანა უნდა მათხოვო კვირას...
- კარგი რა.... ეხლა მაინც ხომ გყავს საკუთარი... - აჯიჯღინდა გოგა.
- არ იცი რაში გვჭირდება, თორემ უარს არ გვეტყოდი... - მეგობარს მიეხმარა თათიაც - ასათიანს ვეჯიბრებით, ხომ დაგწყდა გული შენ რომ ვერ ჩაერიე მასთან საქმის გარჩევაში, ჰოდა გვათხოვე მანქანა, რალზე ვხვდებით...
- რა რევანში, გაგიჟდით? - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან - იცის შენი ჩემპიონობის შესახებ?!
- არა..... - კმაყოფილი იცინოდა თეკლე - გემუდარები, უარი არ მითხრა, გპირდები ეს უკანასკნელი იქნება, როცა რალზე შენი მანქანით გავალ. ამ სიამოვნებას ვერ დავიკლებ, გთხოვ...
- გოგო, ორგზის ჩემპიონი ხარ. შეიცოდე მაინც, კისერი არ მოატეხინო... - დამრიგებლური ტონით მოუჩეჩა დას თმები.
- ანუ თანახმა ხარ?! საგულშემატკივროდ ხომ წამოხვალ?
- მე დილიდან ისედაც იქ უნდა ვიყო, ორგანიზატორებმა მიმიწვიეს, თუ ჭკვიანად იქნები პრიზსაც კი გადმოგცემ, ოღონდ ამ ბოლო დროს მანქანის ხმა არ მომწონს, უნდა შევამოწმებინოთ, უდროო დროს არ გვიმტყუნოს... - თვალებმოწკუტული უყურებდა გოგოებს.
- აკასთან მივიყვანოთ, საგულდაგულოდ შეამოწმებენ... - თვალი ჩაუკრა გოგას თათიამ, აქაოდა განზრახვას მიგიხვდიო.
- მე ხომ არ ვივლი ხელოსნებთან? წაიყვანე და აჩვენე... - უკმაყოფილოდ აჯიჯღინდა თეკლე.
- ბოდიში დაიკო, ამ კვირაში სამწუხაროდ ვერ მოვიცლი. რალში მონაწილეობა თუ გსურს შენ უნდა წაიყვანო... - ეშმაკურად იცინოდა ის.
- თქვენ ორნი მაიმუნობთ რაღაცას... - გაბრაზდა გოგო - პროფილაქტიკებში ქალის სიარული შეიძლება?
- რა ვქნა დაიკო?! შეჯიბრი შენ გაქვს მოსაგები...
- იმედია ერთი დღით ავტომობილის თხოვების გამო, კაპიტალურ რემონტს არ ჩამატარებინებ...
- მე არაფერს გაკეთებინებ, ეგ შენს პრინცს უთხარი...
- შენი აგორებულია ეს პრინცის თემა და მთელი ოჯახი გადარიე... ჩვენს შორის არაფერი ხდება... - საბოლოოდ გაღიზიანდა თეკლე.
- რა ვიცი, იმ დღეს ცოტა სხვაგვარად მოგვეჩვენა... - აშკარად გოგას აზრს იზიარებდა თათიაც.
- შენ არ ამბობდი, ვიკა უყვარსო?! -თვალები დაუბრიალა დაქალს.
- კი, ვამბობდი... მაგრამ აშკარად შევცდი.. ან უკვე დაივიწყა...
- მაგარი სიყვარული სცოდნია შენს ძმაკაცს, ორ თვეში თუ სხვა შეიყვარა....
- ჩვენ არც გვითქვამს, რომ უყვარხარ... ამას შენ იმეორებ... რამდენიც არ უნდა იჯიჯღინო, მაინც არ აგცდება მასთან მისვლა. დანარჩენი თვენით გაარკვიეთ. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა გოგამ.
- ვეღარ გავიგე რას ცდილობთ, ჩემი ძმა ხარ თუ მისი?! - თვალები დააკვესა თეკლემ.
- დათვის... - გაეცინა გოგას. გასაღები მიაწოდა დას - აბა თქვენ იცით, როგორ კარგად მოიქცევით..
სხვა გზა არ ჰქონდა თეკლეს. ავტომობილის შემოწმების გარეშე შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, არა და აკასთან მისვლაც ესიკვდილებოდა, ბიჭმა მის დაბადების დღეზე კინაღამ აკოცა, შემდეგ კი სიტყვის უთქმელად წავიდა. არც დაურეკავს, არც მოუკითხავს, ბოდიშიც კი არ მოიხადა ასეთი ქცევის გამო. ნაწყენი იყო და არ უნდოდა სიამაყისთვის გადაბიჯება.
თავისთავად ცხადია მასთან დაკავშირება არც კი უფიქრია. ისევ ძველ ნაცნობ, ხელოსნებთან დარეკა და მეორე დღეს შეხვედრაზე შეუთანხმდა. ლექციების შემდეგ მიიყვანდა ავტომობილს.
მეორე დღეს დასრულდა თუ არა ლექციები, პირდაპირ ავტოსერვისში წავიდა.
- ალექსეი მოვედი... - მხიარული სახით გასძახა მაღალ, ასე ორმოც წლამდე ხელოსანს.
- ოჰო, ჩვენი პრინცესაც მოსულა. როგორ მოხდა რომ გვესტუმრე? - შინაურულად მოიკითხა მამაკაცმა - სად არის შენი ძმა?
- ვერ მოიცალა, ხომ იცი მაგის ამბავი... არადა კვირას მჭირდება „ჩვენი კვიცი“... - სიყვარულით გადახედა ჯიპს.
- ისევ რალი?- გაეცინა მას- მამაშენმა იცის?
- არა რა თქმა უნდა, პრიზს რომ მივიტან მაშინ გაიგებს... - ეშმაკურად ეცინებოდა ქალს.
- მომისმინე, თეკლე, ცოტა პრეტენზიული კლიენტი მოგვივიდა და ნახევარ საათში მანქანა უნდა ჩავაბარო. გეხვეწები, თუ არ გეწყინება, ახალი ბიჭი გვყავს, ძალიან კარგად ერკვევა ყველაფერში და იმას შევამოწმებინებ... - მუდარით შეხედა ალექსეიმ.
- არა გრცხვენია?! რადგან ამბობ რომ კარგად ერკვევა, ესე იგი მართლა კარგია.
- მაშინ გვერდით ბოქსში შედი და ეხლავე ვეტყვი ჩამოვიდეს.
გოგონა სწრაფად შევიდა მეზობელ ბოქსში. ვიდრე ხელოსანს ელოდებოდა, ავტომობილის „ბარდაჩოკში“ სასურველ დისკს ეძებდა.
- გისმენთ ქალბატონო, რამ შეგაწუხათ? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე, ტანში გააჟრჟოლა. - შეუძლებელია.- გაოცება ვერ დამალა - ნაბიჯი ვერ გადავდგი, შენ რომ არ შეგხვდე! - ოდნავ გაეღიმა გაღიზიანების დასამალად.
- თეკლე?! - ქალზე არანაკლებ გაოცებული უმზერდა სამუშაო კომბინიზონში გამოწყობილი აკა და უხერხულად იშმუშებოდა - მითხრეს რალზე გასასვლელად მანქანის შემოწმება უნდათო, შენ ნამდვილად არ გელოდი...
- რალზე მე გავდივარ... დარწმუნებული ვარ, რომ გცოდნოდა მე ვიყავი, მანქანის შემოწმებაზე არც დამთანხმდებოდი... - მსუბუქად უსაყვედურა მან.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ.. რატომ უნდა მეთქვა უარი?!
- ისე მოულოდნელად წამოხვედი, ვიფიქრე რაღაც გაწყენინე...
- რას ამბობ? შენ რა შუაში ხარ? - სიცილი ვერ შეიკავა, თეკლეს გაბუტული სახის დანახვაზე - უბრალოდ კარგად არ ვიყავი. იმ წუთებში ისე იყავი დაკავებული საჩუქრით, რომ ვეღარ დაგემშვიდობე. თან სიმართლე გითხრა, მეგონა ჩემს წასვლას ვერც შეამჩნევდი. ალბათ ცუდად გამომივიდა, შენი წყენინება არ მინდოდა... - მის ცისფერ თვალებს ისე მიაჩერდა, რომ ქალმა უხერხულად იგრძნო თავი და თვალი აარიდა.
- არ დავმალავ, ცოტა არ იყოს, მართლა მეწყინა. ალბათ სულელურად გამომივიდა. - თბილად გაუღიმა თეკლემ.
- მართლა არ მინდოდა.... - ისევ ბოდიშს იხდიდა ბიჭი.
- აბა, გაიცანი ჩვენი ჩემპიონი? - ბოქსში შემოვიდა ალექსეიც.
- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, საერთო სამეგობრო გვყავს.. თუმცა აქ თუ მუშაობდა ნამდვილად არ ვიცოდი... - გვერდულად გახედა თეკლემ ავტომობილის კაპოტში ჩაყუდებულ ვაჟს.
- გაგვიმართლა ჩვენთან რომ მოვიდა, ისეთ დიზაინებს იგონებს... ცოტა ხანში ავაწყობთ და შენი თვალით ნახავ ავტომობილს „მადეინ აკას“, თუ გამოფენაზეც გავუშვით მერე ნახე შენ.... - თავს იწონებდა ალექსეი.
- თქვენ დიდი გეგმები გქონიათ, აღარ ხუმრობთ ხომ იცი.. რომ ააწყობთ მეც მაჩვენებთ? - ეშმაკურად გახედა ბიჭს.
- აუცილებლად. თხოვნაც არ გჭირდება, პირველი მნახველი შენ იქნები, ჩემპიონზე უკეთ ვინ შეაფასებს?... - შესცინა აკამ და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
- კარგით მეგობრებო, მე აღარ მოგაცდენთ, თუ რამე გვერდზე ვარ და დამიძახეთ..
- კარგი, წასვლისას გნახავ ალექსეი... - დაემშვიდობა გოგო.
- ავტომობილი სრულიად გამართულია... - რამდენიმე წუთში მანქანის ქვემოდან სანახავად თხრილში ჩამძვრალმა აკამ ამოსძახა და მაღლა ამოვიდა.
- მშვენიერია. იცი რას ვფიქრობდი, ასათიანს ვხვდები კვირას რალში. არ გინდა დაესწრო? - მუდარით შეხედა ბიჭს.
- გიორგის?! არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა... - აშკარად ყოყმანობდა ის.
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს თავს არიდებდა, რაღაც ძალიან ეტკინა.
- რა ვიცი, თათიასთვის რომ გეკითხა, ასათიანის დამარცხების ნახვაზე უარს არ იტყვისო, საგულშემატკივროდ ყველანი მოდიან. - აშკარად წყენა დაეტყო ხმაში.
- თეკლე მომისმინე, ძალია გთხოვ, უნდა გამიგო... იმ დღეს, შენს დაბადების დღეზე აშკარად დავინახე რამხელა განსხვავებაა ჩვენს შორის. შენ ოჯახი გყავს, ბედნიერი, ხალისიანი, ერთმანეთზე გიჟდებიან. შენ ამ ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად იღებ, შენი ერთი სიტყვაც კი საკმარისია და შენი მშობლები ყველაფრს იღონებენ შენი სურვილისა თუ ნებისმიერი კაპრიზის შესასრულებლად. მე კი.... მე ვიბრძვი, თვით გადარჩენისთვის, საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად. მომწონხარ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ვისურვებდი, იმ დღეს ნათლად ვიგრძენი, რომ სულ ცოტაც და შენგან ვეღარ წამოვიდოდი, ვეღარ შევძლებდი, მაგრამ.... - ხმა უთრთოდა ბიჭს.
- ვერ გავიგე, რის თქმას ცდილობ? შენი აზრით მე ერთი განებივრებული და ჭირვეული გოგო ვარ?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა თეკლეს.
- მე ეგ არ მითქვამს, უბრალოდ...
- რა უბრალოდ?! - გაღიზიანდა ქალი.
-უკვე გითხარი, მომწონხარ, ძალიან მიზიდავ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ვისურვებდი, შენი დავიწყება ძალიან მტკივნეული ინება ჩემთვის...
- დღემდე ასე უცნაურად არავის უთქვამს მომწონხარო. - ღიმილი ვერ შეიკავა მან - შეიძლება გავიგო, რატომ მივიწყებ?
- ჩვენს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?! - გაღიზიანდა აკა - მე ავტომობილების ხელოსანი ვარ. არ მაქვს სახლი, არ მაქვს პროფესია, არაფერი...
- შეგახსენებ, რომ შენ სტუდენტი ხარ. მალე პროფესიაც გექნება. ბიჭებთან ერთად ააწყობ შენი ოცნების მანქანას, გაგზავნით გამოფენაზე და გექნება შენი საქმე... თუ ავტომობილების ხელოსნობა არ მოგწონს, არც ეგაა პრობლემა. სხვა სფეროში დაკავდები ...
- რეალობის დანახვა არ გსურს... მოვლენებს შენი გადმოსახედიდან ხედავ. ეს შენ შეგიძლია შენთვის სასურველი საქმე ეძიო, ამაში შენი ოჯახიც შეგიწყობს ხელს. მე კი ასეთი არჩევანი არ მაქვს და არც მექნება... - ხმა გაუმკაცრდა აკას.
- შეურაწყოფას მაყენებ და ვგრძნობ რომ ამას შეგნებულად აკეთებ. რატომღაც დამნაშავედ გინდა თავი მარძნობინო... ვერ ვხვდები რატომ.. - თვალები ცრემლებით აევსო თეკლეს.
- არ იტირო, გთხოვ...- ხმა გაებზარა ვაჟს, მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. - ჩემზე უცნაურად მოქმედებ, როცა გხედავ მინდა ვიგრძნო როგორ გითრთის სხეული ჩემი შეხებისგან, შენი ტუჩების გემო გავიგო, მინდა შენს ცისფერ თვალებში საკუთარ სახეს ვხედავდე, მინდა გიყვარდე.... ჩემით ამაყობდე... - ისეთი ვნებით, ისეთი გრძნობით უმზერდა, რომ ტანში გააჟრჟოლა. თვალი ვაჟის მწველ მზერას, აარიდა, იგრძნო როგორ გაწითლდა. მისი რეაქცია არ გამოპარვია აკას, უნდოდა მოჰხვეოდა, გულში ჩაეკრა, მაგრამ თავი შეიკავა. - რალი რომელ საათზეა? - თემის შეცვლა სცადა მან.
- თორმეტზე, ჩვენ თორმეტის ნახევარზე ვიკრიბებით, მარჯვენა შესასვლელთან. - ჩაარაკრაკა თეკლემ - წამოხვალ?!
ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ვიცოდი უარს რომ არ მეტყოდი! - გახარებული თვითონ მოეხვია ბიჭს, მის საქციელზე გაეცინა აკას და ძლიერად ჩაიკრა გულში.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! - და უფრო ძლიერად ჩაიკრა ქალი.
- ვიცი! - ჩუმად ჩაიჩურჩულა თეკლემ და მის მკერდში დამალა აწითლებული სახე.



№1 სტუმარი ემი

ვააა, მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას არ ველოდი...

რა კარგი ოჯახი ყავს თეკლას, მეც კი შემშურდა...

ბაკურიანი არ ვიცი მე, გელოდებით მალეე love

 


№2  offline წევრი aneta

თეკლა რა გოგოაა love

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ რა სიამოვნება გველის შემდეგ თავში. ცოტა სწრაფად განვითარდა ყველაფერი, მაგრამ მომწონს კარგია.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
ვააა, მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას არ ველოდი...

რა კარგი ოჯახი ყავს თეკლას, მეც კი შემშურდა...

ბაკურიანი არ ვიცი მე, გელოდებით მალეე love


მაქსიმალურად ვეცდები wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent