ჯარში ნაპოვნი სიყვარული (სრულად)
ეს ისტორია ადრე თავებად მედო <33 დადება გადავწყვიტე სრულად ❤ იმედია ისიამოვნებთ 2014წელი. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდევლობის დღე..ქალაქში დიდი აჟიოტაჟი იყო, ხალხი ირეოდა. ტასოს დიდი თხოვნით გამოვედი, ამ დღეს ქალაქში არასდროს გამოვსულვარ, მხოლოდ ტასუნას თხოვნით, ის ხომ ჩემი ძვირფასი მამიდაშვილია. დავდიოდი ქალაქში და ვათვალიერებდი სხვადასხვა იარაღებს, ტანკებს, გადამცემ აპარატებს, იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რომ ტასომ ძლივს მომაშორა -შენ თუ ასე მოგეწონებოდა რას ვიფიქრებდი-სიცილს არ წყვეტდა ტასო -გასაოცარია ტას, ძალიან მაგარია-ემოციებს ვერ ვმალავდი, ალბათ აქედან დაიწყო ყოველივე, პირველი შეხება სამხედროსთან ძალიან მაგარი აღმპჩნდა ჩემთვის, უზომოდ აღფრთოვამებული ვიყავი. საღამოს ,,ჩვენ" კაფეში გავედით - ელისაბედ რა ბედნიერი ხარ აბა თქვი -წავიდეთ! -სად? -ჯარში -რას ამბობ გოგო-სიცილით მითხრა, მე კი სერიოზულ სახეს არ ვიშორებდი -სიმართლეს, წავიდეთ, ვემსახუროთ ქვეყანას -სერიოზულად ამბობ?-ისევ ირონიულად მიყურებდა -რა შემატყვე ღადავის -წარმომიდგენია მამაჩვენები რას იტყვის -არც არაფერს გავაგებიებთ, ავუხსნით -მაგარი ხარ რა ელისაბედ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯარში წასვლას მოითხოვდი. -ჰო არც მე მიფიქრია აქამდე, წავიდეთ ეხლა და ჯერ ბებიებს და ბაბუებს ვახაროთ, დარწმუნებული ვარ გაგვიგებენ, განსაკუთრებით ბებიები -ჰო-დამეთანხმა და კაფიდან გამოვედით *** -რა? თქვენ სულ გაგიჟდით?-ქოთქოთებდა ნატალია ბებო-რას ამბობ გოგო გინდა სწავლა მიატოვოთ? ხომ არ გადაირიეთ თქვენ-კაპლებით დადიოდა სკამებს შორის -კარგი რა ბებო 1წელი არაფერია-ვუხსნიდი ნატალია ბებოს -რას ამბო შვილო ხომ არ გაგიჟდით, არა ტასო მე არ გიშვებ-გასცა ბრძანება სოფი ბებომ -მე მამაჩემს ავუხსნი და გავაგებიებ-თქვა ტასომ -მამაშენიც ეგეთი ცანცარაა-თქვა სოფიმ და წნევის გასინჯვას შეუდგა, თვალები დემეტრესა და ლუკასკენ გავაპარე, რომლებიც ცოლებს ირონიულად უყურებდნე და თავს აქნევდნენ -ბაბუა-ვუთხარი დემეტრე ბაბუს-შენ რას ფიქრობ? მე ვთვლი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას უნდა იღებდეთ ყველა და პატივს სცემდეთ მას -შენი საქმის შენ იცი ბაბუ, მაგრამ სწავლა? -რომ ჩამოვალ მერე გავაგრძელებ -რომ ჩამოხვალ 21 იქნები, ტასო კიდევ 20-თქვა ლუკა ბაბუმ -კარგით რაა-თქვა ტასომ და კარებისკენ დაიძრა, გააღო და სახლში ნიკა და გეგა შემოვიდნენ -მამა-მივახალე კარებში მდგარ გეგას-მგონი ჩემ გადაწყვეტილებას პატივს უნდა სცემდეთ ყველა -რა ხდება მამი გათხოვება გინდა? -მამა კარგი რა -რა ხდება?-სერიოზული სახით შემომხედა და სკამზე ჩამოჯდა -ჯარში მივდივართ მე და ტასო -რა?-ერთად შეიცხადა ორივე მამამ -დიახ-დააზუსტა ტასომ -აი ხედავ ნიკა, არ გაგვიჩენია ბიჭები,მაგრამ ჩვენი ქალიშვილები ჯარში მიდიან, გენაცვალოთ მამა-თქვა გეგამ -მამა სერიოზულად ვამბობ -მამა-ტასომ უთხრა ნიკას-მე და ელისი მივდივართ ჯარში-სიცილი შეერია ხმაში -ჩვენგან კი-თქვა ნიკამ -ამათ რა ჭირთ?-ხელით გვანიშნა, თავწაკრულ სოფი ბებოზე და კაპლებიან ნატალი ბებოზე -ჯარის ამბავია რა-თქვა ლუკა ბაბუმ -აუჰ, კაით ახლა, ემსახურებიან გოგოები და მოვლენ -ვის გაუგია ქალი ჯარში, ქალი ვიცი მე კუხნაში-თქვა ნატალი ბებომ -და სამზარეულოში-თქვა სოფიმ -ო მამა მია-ვთქვი და ოთახში ავედი. სტუმრები მალე წავიდნენ ოთახში კი მამა შემოვიდა -მამი, მართლა გინდა ჯარში თუ იხუმრე? -მართლა მინდა -რატომ? -მინდა შენნაირი ძლიერი ვიყო და გავუმკლავდე ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს, მინდა გავხდე ნამდვილი ადამიანი, მინდა ძლიერად დავხვდე ყოველ ტკივილს, აი ისე შენ, რომ შეხვდი, როცა დედა დაიღუპა, მე პატარა ვიყავი მამა, მაგრამ ყველაფერს ვხვდებოდი მაშინაც, შენ არასდროს ტიროდი სხვებთან ერთად, ოთახში შეიკეტებოდი დედას ფოტოს უყურებდი და ყველაფერს უყვებოდი -ჩემო სიცოცხლევ, მინდა ბედნიერი იყო -მიყვარხარ მამა -მეც ელისაბედ *** -ტასო, რამ გადაგაწყვეტიათ ჯარში წასვლა?-ჰკითხა მანქანაში ახლად ჩამჯდარ ტასოს -ელისაბედმა და ჩემმა თავმა -რატომ გინდათ წასვლა? -პირველ რიგში მინდა ძლიერი ვიყო, არა ფიზიკურად არამედ სულიერად, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მასში არსებულ ტკივილს ძლიერად შევხვდე, როგორც შენ და გიგა ბიძია, როცა დედა დაიღუპა -ოჰ ჩემო პატარავ-მითხრა ნიკამ და ძლიერად მომიჭირა ხელი -მიყვარხარ მამა -მეც ძვირფასო-მითხრა და მანქანა დაქოქა *** -მოვედი-შემოვარდა ოთახში ტასო -ასე ადრე, რომ არ მოსულიყავი არა?-წამოვყავი თავი საწოლიდან და თავზე საბანი გადავიფარე -ჰე ახტი ეხლა, დღესაა ჩაწერა ჯარზე -რა?-დენდარტყმულივით წამოვვარდი-ჩქარა გოგო, ჩქარა-ვეძახდი მომღიმარ ტასოს, ის კი გაღიმებული უყურებდა თითოეულ ჩემ ქცევას. როგორც კი მოვემზადე, მაშინვე ჩავირბინე ქვემოთ, მამას ვაკოცე და ვუთხარი -მა დღესაა მიღება და წავედი მე, უნდა ჩავეწერო -კარგი ჭკვიანად, მანქანა გინდა? -კი აბა, გამატანე შენი X5 და მოგიყვან მერე -კაი ჭკვიანად იარეთ. -მიყვარხარ მა -მეც -ნახვამდის გიგა ბიძია-დაემშვიდობა ტასო და სახლიდან გიჟივით გავვარდი. *** -რამდენი ხალხია-შეიცხადა ტასომ-ხალხი რა, ბიჭები, გოგოები აქ არ არიან -გოგოები როგორ იქნებიან, ყველა გოგო კი არ მიდის ჯარში-ვთქვი მე და გზა გადავკვეთე -ჰო წამო, წავიდეთ -გამარჯობათ თქვენი სახელი და გვარი-თავის აუწევლად მკითხა, მაგიდასთან მჯდომმა ქალმა -ელისაბედი, ელისაბედ დადიანი ქალმა გაოცებული ამომხედა და მითხრა -უკაცრავად გეთაყვა, მგონი შეგეშალათ,აქ ჯა.. -დიახ ვიცი-გავაწყვეტინე ლაპარაკი-მე ჯარში მინდა და მივდივარ -იცით ეს რა რთულია? -დიახ ვიცი -მერე ვეღარ წამოხვალთ სანამ არ ამოიწურება დრო -დიახ ვიცი ქალბატონო -კარგი, დრო გაქვთ რომ გადაიფიქროთ -არა! ჩამწერეთ, და აი ეს გოგონაც ჩაწერეთ-მივანიშნე უკან მდგომ ტასოზე, ქალმა გაოცებული შემოგვხედა, იცოდა, რომ ვერაფერს გააწყობდა და იკითხა -რამდენი ხნით? -1 წელი-უთხრა ტასომ-მე ანასტასია ამაშუკელი -კარგით, 3დღეში გამოცხადდით ისევ ამ ადგილას, დილით 8საათზე -კარგით -თავისუფლები ხართ-გვითხრა და ჩვენც წამოვედით *** -ესეიგი შენ და მამაშენს ჩემი არ გესმით ჰო?-გამიწყრა ნატალია ბებო -კარგი რა ბებო-მობეზრებული ჩავილაპარაკე -დაანებე ახლა ნატაშა ამ ბავშვებს თავი, უნდათ და მიდიან, ჩამოვლენ მერე-აწყნარებდა დემეტრე ბაბუ ცოლს -ვაიჰ ჩემი ცოდვა-მთელი ძალით შემოირტყა სახეში ხელები ნატალია ბებომ და ქოთქოთს მოჰყვა მე და დემეტრე ბაბუმ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეღიმა -მოდი ჩემთან-დამიძახა მან მივედი და კალთაში ჩამიჯინა -ბაბუ, აბა ჭჯუით იყავი იქ, შენ იცი როგორი გოგო ჩამოხვალ, ბიჭები არ გააგიჟო ახლა -ბიჭებს რაც უნდათ ის უქნიათ, მთავარია მე ვიყო კარგად -შე ეშმაკო შენა-თითი დამიქნია და გულში მიმიხუტა *** -აბა ბებია, თავს მოუარე იცოდე, ძლიერად, თბილდ ჩაიცვი არ გაცივდე, -ვის გაუგია თბილად ბებო ჯარში, სვიტერს ჰო არ ჩავიცმევ-სიცილით ვუთხარი -თავს მიხედე იცოდე-განაგრძობდა ნატალია ბებო -მიყვარხარ-ვუთხარი და გულში მივიკარი -ბაბუ-დავუძახე და გადავეხვიე დემეტრეს -ბოლოს ტკბილი ლუკმა-ვთქვი და მამისკენ გავემართე-ძლიერად მოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე, ცრემლები წამსკდა, სახეზე გზა გაიკაფეს ცრემლებმა, არ მინდოდა მამის დატოვება, მაგრამ მე ჯარში მივდივარ, ეს ხომ მინდოდა და აი! -მიყვარხარ მამა -მეც ჩემო პრინცესა-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ თქვა-პრინცესა არა ჯარისქალო! გამეცინა და უფრო მოვეხვიე *** -ოჰ ანასტასია რა ჯიუტი ხარ გოგო-ქოთქოთებდა სოფი ბებო -ბებო ნუ იდარდებ იცოდე, არ გინდა ეს დარდი, ჩამოვალ მალე, თავს მიხედეთ სამივემ-არიგებდა ტასო ჭკუას ბებოს და ბაბუს -ბა, აბა ჰე -მივიდა და ძლიერად ჩაიკრა გულში-მიყვარხართ -ჩვენც ძალიან -მამა, კარგად მა-მაგრად ჩაეხუტა-მიყვარხარ მა, თავს მიხედე, მალე გნახავთ -მიყვარხარ მამას პატარა ქალო *** -წავედით ტასო? -კი წავედით-მითხრა და ხელები ჩავკიდეთ, შევაბიჯეთ შენობაში, ქალის მაგივრად კაცი დაგვხვდა, რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა, ხელში ტანისამოსი კი გაშეშებული ეჭირა, მივედი და გამოვართვი -გასაკვირი არაფერია აქ-ვთქვი და გავეცალეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ კაცს ჩვენი ჩანთები უნდა შეემოწმებინა -ღმერთო, ახლა რა ვქნათ?-ნერვიულად ვკითხე ტასოს -არ ვიცი, რომ გაგვიჩხრიკოს -სხვას არც არაფერს აკეთებს,კარგი რაცაა ესაა-ვთქვი და ჩანთა მივაწოდე, გახსნა და თვალები შუბლზე აუვარდა, ასეცაა ნებისმიერი კაცი, ასე გააფართოვებდა თვალებს ჩვენს ჩანთებში, რომ ჩაეხედა -ეს რა არის?-იკითხა დაეჭვებული თვალით გამეცინა და ვუთხარი -საცვლები -არა აი ეს-მიმითითა შეკვრაზე, მე კი გაღიმებული მივუახლოვდი მას და ყურში ჩავჩურჩულე -ქალური პრობლემები-თვალები შუბლს იქეთ გადაუვიდა, უცებ უშვა ხელი და ჩანთა დაკეტა, ტასო სიცილისგან ძლივს იკავებდა თავს და კაცს ჰკითხა, როცა მის ჩანთას დაწვდა -იგივე სიამოვნების მიღება გინდა ჩემს ჩანთაშიც? კაცი გაოცებისგან სიტყვას ვერ ამბობდა და ჩანთა ხელში მიაჩეჩა, ჩვენ კი სიცილით დავიძარით გასასვლელისკენ, სადაც მანქანა გველოდებოდა, სავარაუდოდ მივყავდით იქეთ, სადაც მოგვიწევდა, ამ დროის განმავლობაში დარჩენა. ავედით და მანქანაში ადგილი დავიკავეთ, ყველა ბიჭი გაკვირვებული გვიყურებდა, ამ უხერხული მომენტისგან კი დაახლოებით 1 საათში დავიღწიეთ თავი და ბედნიერი გადმოვედი მანქანიდან. წინ უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე მიგვიძღვოდა, შეგვიყვანა ერთ დიდ შენობაში, სავარაუდოდ ადგილი სადაც ვიცხოვრებდით. უამრავი საწოლი იყო რიგში, ერთ-ერთს მივუახლოვდი და ჩანთა დავადე, დაჯდომას ვაპირებდი, როცა ზურგს უკან საშინელი ბოხი ხმა მომესმა -ეს ჩემი საწოლია-გავბრუნდი და მაღალ ბიჭს წავაწყდი, რომელიც კუშტად მიყურებდა, თვალი გავაპარე ტასოსკენ, რომელიც შეშინებული იყურებოდა, ბიჭები, რომლებიც ჩემს პასუხს ელოდნენ. -ყველა ადამიანს ამ ხერხით იცნობ? -ეს ჩემი საწოლია გიმეორებ და გაიარე -მე ელისაბედი მქვია ცნობისთვის -ნუ ცდილობ მწყობრიდან გამომიყვანო -თუ ასეთი ნერვიული ხარ აქ რაღა გინდა? -ნუ მეთამაშები ლაწირაკო-განაგრძობდა, არა ეს უკვე ზედმეტია -მისმინე შე ბინძურო, თუ არ გინდა რამე დაგიშავო აჯობებს აქედან დაახვიო და შენი ბარგიც თან გაიყოლო, რადგან ეს საწოლი ავირჩიე, ესეიგი ეს მინდა და მე ჩემ სიტყვას არ გადავახტები-საშინლად გაბრაზდა ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა, მთელი სიძლიერით დავეხეთქე ძირს, თავი მაღლა ავწიე და დავინახე, ერთ-ერთი ბიჭი სწვდა საყელოში და ეჩხუბებოდა, ტასო მომვარდა და მწყნარებდა -დამშვიდდი ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა, არ უნდა დაგეწყო ასე ლაპარაკი, აქ ყველა გაწრთვნილი და ტყიურია..-ტასო განაგრძობდა, მაგრამ მე ვუყურებდი ბიჭს, რომელიც გამეტებით ეჩხუბებოდა მას, მერე მომიბრუნდა ადგომაში დამეხმარა და მკითხა -კარგად ხარ? -უკეთესად ვერ ვიქნები -კარგი, ცოტა შესიებული გაქ, ყინულს მოგიტან და დაგადებ-მითხრა და ფეხზე წამოდგა, მერე იქ მყოფებს უთხრა-სპექტაკლი დამთავრდა დაიშალეთ ეხლა -იცოდე მეტჯერ ვეღარ გადამირჩები-მითხრა ეგრეთწოდებულმა ,,დევილმა". ყინულებით ხელში შემოვიდა ჩემი გადამრჩენი და ყინული სახეზე მიმადო -ელისაბედ კარგად ხარ?-მკითხა ტასომ -კი ტას-მერე ჩემ გადამრჩენს გავხედე და ვუთხარი-მადლობ, რომ მისგან დამიცავი -ერეკლე უკვე აქ 4წელია რაცაა, უბრძოლია ავღანეთში, დიდი წვლილი შეიტანა, ძლიერია და გულქვა, რაც აქ ჩამოვიდა სულ ასე იქცევა, ლეიტენანტობაც შესთავაზა ჩვენი დანაყოფის კაპიტანმა, მაგრამ იუარა -შენ დიდი ხანია აქ ხარ? -მე 17 ვიყავი აქ რომ მოვედი, დაახლოებით 5წელია აქ ვარ -ვაუ -თქვენ ეხლა მოდით ჰო? -ჰო-თქვა ტასომ -სულ დამავიწყდა მე საბა -ტასო-ჩამოართვა ხელი ბიჭს.. გარედან სიცილის ხმა შემოდიოდა, კარებისკენ გავიხედეთ სადაც 3ბიჭი ხარხარით შემოვიდა, ჩვენი დანახვისას გაღიმებული სახე გაუშეშდათ. -ეი, ბიჭებო გაიცანით, ელისაბედი, ტასო -მე დათო -ვატო -გიორგი -სასიამოვნოა-ერთად ვთქვით მე და ტასომ -რა დაგემართა ელისა?-მკითხა გიორგიმ -ერეკლეს ნამოქმედარია-კბილებში გამოსცრა საბამ და დაბღვერილ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა, მერე გადმოგვხედა და გვითხრა -კარგით გოგოებო, დღეიდან თქვენ ჩვენთან ერთად ივლით, მე, დათო, ვატო და გიო დაგიცავთ -რას ამბობ საბა გაგიჟდი? ეს ჯარია, იმითვის მოვედი, რომ ცხოვრება ვისწავლო და შენ აქეთ მიცავ? -არ გინდა? კარგი მაშინ აღარ მითხრა რამე აწი-გაბრაზებული ადგა და გარეთ გავიდა, მეც გავეკიდე -საბუნა-მისი სახელის ასე ხსენებას არ ელოდა, უცებ შეცბა და გაჩერდა, მე მივუახლოვდი და წინ დავუდექი-საბ, ასე არ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ თქვენ ოთხივეს ჩემ მეგობრებად გთვლით და შენ დიდი მადლობა დახმარებისთვის, მინდა ძლიერი ვიყო და დაბრკოლებას გავუმკლავდე-ჩემ სიტყვებზე გაეღიმა -კარგი ჩემო გოგო, ჩვენ 6 სულ ერთად ვიქნებით დღეიდან -კარგი-ვუთხარი და მაგრად ჩამეხუტა როცა ოთახში შევედი ტასო გაღიმებული მიყურებდა, -რა?-გაკვირვებული გავხედე -მას შენ მოწონხარ -სულაც არა, მეგობარია -ჰო ერთი საათის-სიცილით მითხრა -შენც მაგარი ხარ რა, რაო შენმა პრინცმა? -რომელმა? -ა დაჟე რომელმა? -რომელი მყავს რო -რომელი და გიორგი -ოჰ, გოგო მაგან მარტო არ დამტოვა უბრალოდ -ჰო უბრალოდ-გამოვაჯავრე და სიცილით ვკარი მხარი..უეცრად ოთახში გიჟივით შემოვარდა ვატო და თქვა -კიდევ ერთი გოგო -რა?-თვალები ლამის გადმოგვცვივდა მე და ტასოს-სად არის? -გარეთაა და შემოვა-გვითხრა ვატომ და ახლად შემოსული გოგოსკენ გაიხედა. ისიც ჩვენნაირად იყო, არ ელოდა თუ ვინმე დახვდებოდა გოგო, თვალები გაუბრწყინდა და მოგვესალმა -მე ანა მქვია -სასიამოვნოა, მე ელისაბედი, ეს ტასო -გამიხარდა, რომ გოგოები არიან აქ ჩემს გარდა -ჩვენც არ ველოდებოდით ვინმე გოგოს გამოჩენას.. სიცილ-ხარხარში გართულებს მოგვესმა ხმა, თუ როგორ გვეძახდა ყველას უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე, სასწრაფოდ წამოვხტით ფეხზე და მითითებულ ადგილას დავდექით მწკრივში. ჩემს ერთ მხარეს ანა იდგა, მეორე მხარეს ტასო. გოგოები ბოლოში ვიდექით, ნელ-ნელა წამოყვა ხაზს, ერთი უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე, ხოლო მეორე მაღალი, მხარბეჭიანი, კუშტად შეკრული თვალებით უყურებდა ყველას, იმ ,,დევილს" ძალიან გავს, ნუთუ ძმა არის? ათას კითხვას ვუსვამდი თავს, დაიძრა ჩვენსკენ, თვალები მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორი შავი თვალებით მიყურებდა, ცოტა დავიძაბე, მაგრამ არ დავიბენი და ისევ ძლიერად ვიდექი, ველოდი მისგან რაიმე შეურაწყოფის მოსმენას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დამიშავებია, ან დავაშავე და მე არ ვიცი, რადგან მისი თვალები სხვას არაფერს მეტყველებენ. -გოგოები ჯარში?-ბოხი სასიამოვნო ბარიტონით დაიწყო საუბარი, მაგრამ მის ნათქვამში სიმკაცრე ჩანდა-გოგოს ჯარში რა უნდა? აქ რატომ გამოცხადდით? რის მიღწევას ცდილობთ?-კითხულობს და თვალებს არ მაცილებს-გისმენთ, ამოიღე ხმა-დაიწყო ყვირილი, ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და ვთქვი -მე მინდა, რომ ვემსახურო სამშობლოს, მინდა ვისწავლო ადამიანობა, გავიგო როგორ აღვუდგე ტკივილს და როგორ გავუძლო მას -კარგი, შენ რას მეტყვი?-მიუბრუნდა ტასოს და მკაცრად ჩაილაპარაკა -მეც იგივე-თქვა ტასომ -იგივე როგორ? გინდა გამასულელოთ?-ყვიროდა მთელი ძალით -დაწყნარდი მინესოტელი, შეეშვი გოგოებს, თუ უნდათ ისწავლონ როგორ აღუდგნენ ტკივილს, დაე ვასწავლოთ-მოგვესმა ასევე მკაცრი ხმა, თვალი გავაპარე და დავინახე ასევე მხარბეჭიანი, მაღალი ბიჭი, აშკარად ორივე უფროსი ლეიტენანტები არიან, ღმერთო, ეს მინესოტელი იმ დევილის რა არის? აშკარად ძმა, ვფიქრობდი ჩემთვის, უეცრად გონს მინესოტელის ხმამ მომიყვანა -მართალი ხარ-სიცილით ჩაილაპარაკა-მართალი ბრძანდები ჯაფარიძე, თუ უნდათ ისწავლონ მაშინ დავეხმაროთ-ბოროტული სახით გამომხედა, ოჰ როგორ მინდა მიგილამაზო ეგ სიმპატიური სახე, მერე იმ დევილსაც მივაყოლებ და ამოგბუგავთ აქ ყველა ერთნაირს, ოჰ რა აზრებია, ამას ასრულება არ უნდა? გავიფიქრე და უცებ შემაკანკალა, ამას რომ ვერ ვიზავ? თვალი ჯაფარიძისკენ გავაპარე, დავინახე რა დაჟინებით უყურებდა ტასოს, მერე ტასოს გავხედე და უკმაყოფილება დაეტყო სახეზე,აშკარადიგრძნო ამ ხისთავას მზერა და არ ესიამოვნა, უჰ როგორ გავტყიპავდი ამათ, ლეიტენანტები რომ არ იყვნენ, თან უფროსები, თუ მოინდომებენ მთელი ცხოვრება ჩამაყუდებენ ციხეში ან აქ ამომალპობენ. მტრისას, მაგრამ ამათ ვუჩვენებ..უცებ ამ ფიქრებიდან ჯაფარიძის ხმამ გამომიყვანა -ახლა წადით და საჭმელი ჭამეთ, ხვალ დილით 6საათზე გელოდებით მავთულებთან -სადო?-კითხვისნიშნიანი თვალებით გავხედე საბას, მანაც მითხრა -ყველაფერს აგიხსნი დავიშალეთ და ჩვენი ოთახისკენ დავიძარით, მე დათო, ვატო, გიორგი, ანა, საბა და ტასო.შევიკრიბეთ ერთი სამეგობრო -ახლა გამაგებინეთ ალექსანდრე ერეკლესი ვინაა -ძმა-მითხრა გიორგიმ -ასეც ვიცოდი-მოჭუტული თვალებით ვთქვი-მისნაირი კრეტინია -ეგ არ გაგიგოს თორე..-არ დააბოლოვა დათომ და ვატოს მკლავი გაკრა -გამოცდილი მაქ-თქვა ვატომ და მკლავზე ხელი დაისვა -მოგტეხა?-დავმანჭე სახე -უარესი-მთელი ერთი კვირა დამლაგებლის როლს ვასრულებდი, საჭმელს დღეში ერთხელ მაძლევდა და სულ მარბენიებდა -ეგ როგორ გაგიბედა,კრეტინი, ელის მე და შენ უნდა ვუჩვენოთ სეირი ამ ხისთავიანებს-თქვა ტასომ და მუშტები მაგრად მიარტყა ერთმანეთს -დაიცა მაგათ მიეზღვებათ, წამოდით ახლა ვჭამოთ-საბა წამოდგა და კარისკენ მიგვითითა ჩვენც ყველა ავდექით და საერთო სასადილოსკენ დავიძარით, თუმცა ტასო შეყოვნდა, ჩვენ აღარ დავუცადეთ და ადგილი დავიკავეთ * * * უკან მივყვებოდი ჩემს მეგობრებს, მაგრამ ისეთი ამბავი იყო ჩამოვრჩი და გვიან შევაღწიე სასადილომდე, შევამჩნიე საითაც იჯდნენ და მეც იქეთ დავიძარი, მთელი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას და მთელი საჭმელი გადამესხა თავზე. -იდიოტო ვერ იყურები?-ვქოთქოთებდი, თავი მივაბრუნე და აი სიურპრიზიც! ვინ იფიქრებდა, რომ ეს არსება, თვით მისტერ უპირატესობა ლეიტენანტი ანჯაფარიძე იქნებოდა, არ დავიბენი და განვაგრძე -ვა, თქვენ სასადილოში დადიხართ? მეგონა თქვენს კაბინეტში გემრიელად შეექცეოდით ვახშამს -ასეც იქნებოდა ვიღაც არსება, რომ არ დამტაკებოდა, გამეცალე-კბილებში გამოცრა, შემაკანკალა, მაგრამ მე რის ტასო ვარ -გამიკვირდა ვინმე, რომ არ გამოგზავნეთ და ამ ,,საღორეში" ფეხი შემოდგით, თვით უფროსმა ლეიტენანტმა -ვინ მოგცა მაგდენის ლაპარაკის უფლება?-ჰორიზონზე გამოჩნა მაშველი სუპერ მენი, მინესოტელი! -მისმა თავმა-ჩაერია ელისი და ფეხზე წამოიჭრა, სიჩუმე იდგა სასადილოში და შიში მატულობდა, ასობით წყვილი თვალი გვიყურებდა 4 ადამიანს და არ იცოდნენ თუ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს, მაგრამ არცერთი ვთმობდით ჩვენს რეპუტაციებს, ვაჯობებდით და გავიზიარებდით ვატოს ბედს, წავაგებდით და იგივე გველოდა, აზრი?! -სასწრაფოდ, ორივე ჩვენს კაბინეტში-გასცა განკარგულება ლეიტენანტმა ჯაფარიძემ -რატომ ამდენი ხალხის წინაშე ვერ იტყვით?-ცალყბად გავხედე ჯაფარიძეს და მის საშინლად ახურებულ სახეს წავაწყდი, აშკარად გამგლეჯს.. -სასწრაფოდ, ახლავე გალიებთან!-გასცა განკარგულება მინესოტელმა და უეცრად ყველას შეშფოთებული ხმა ამოუვიდა პირიდან -ამის უფლება არ გაქვთ-წამოდგა საბა -რატო ლეიტენანტი არ ვარ თუ არ წერია კანონში?-ცინიზმით ლაპარაკობდა მინესოტელი-ვიღაცა ამ ქალბატონების ბედს ეწევა -თქვენ გამოსავალს ასე ნახულობთ? რომელი საუკუნეა? სად ვართ? ჯარია თუ ციხე?-არ ჩერდებოდა ელისაბედი-თქვენ ყველაზე მდაბიო ლეიტენანტები ხართ-გამოსცრა კბილებში, აი აქ აენთო ელისაბედს წითელი, მთელი ძალით დაეტაკა მინესოტელი, საბა მივარდა და ძლივს გააშველა, ერეკლე ჩემსკენ წამოვიდა და ხელი უნდა მოექნია, რომ დათომ დაიკავა, ჯაფარიძე მომვარდა და მკლავში მტაცა, გამათრია გარეთ და კედელს მიმახეთქა, თავის დაღწევის მიზნით ერთ ხერხს მივმართე, უადგილო ადგილას ფეხი მთელი ძალით ავკარი, სასადილოში შევვარდი, ერეკლე და საბა გამალებით ჩხუბობდნენ, ყველა ერთმანეთს ურტყამდა, ის-ის იყო მინესოტელს ელისაბედისთვის სახეში უნდა გაერტყა, რომ ყველა ერთმა საზარელმა ხმამ გააჩერა, უფრო გააშეშა, ასე ვიტყოდით -რა ამბავია-მეხისგავარდნასავით გაისმა ჩვენი ქვედანაყოფის მაიორის ხმა,ყველამ მისკენ გავიხედეთ, დავინახეთ წელში მოხრილი, მოხუცი კაცი, მაგრამ არა ბებერი, მას ისეთი ახალგაზრდა შესახედაობა ქონდა, ისეთი ძლიერი ჩანდა, მისი თვალები ცეცხლს ყრიდა, ჩუმად შემოიძურწა ოთახში ჯაფარიძე და მაიორს ამოუდგა -ვიმეორებ რა ამბავია-კიდევ ერთხელ დაიქუხა მაიორმა მარშანიამ -ბატონო მაიორო-ხმა გაეპარა მინესოტელს -არა! გაჩუმდი! მეტი არ თქვა არაფერი! რას გავს ეს! -განაგრძობდა ყვირილს მარშანია -ამ ორი მილედის ბრალია-ხმა ამოიღო ჯაფარიძემ, ყველამ მკვლელი მზერა ესროლა მე და ელისაბედის გარდა, მაიორმა ჩვენსკენ გამოიხედა, თავი არცერთს არ დაგვიხრია, ისევ ძლიერად ვიდექით -ჩემთან, ორთავე ქალბატონი-გაბრუნდა ისე, რომ არავის ნათქვამს არ უსმენდა, საბა ცდილობდა დავეხსენით ამ განსაცდელიდან, მაგრამ ელისაბედმა შეაჩერა -არ გინდა საბა, ჩვენი ბრალია და ჩვენვე მოვაგვარებთ-უთხრა და ზურგს უკან ამომიდგა, შორს ვიყავით, მაგრამ ჩვენს ყურთასმენას მაინც მოწვდა ერეკლეს ხმა, როგორ ეუბნებოდა საბას გოგომ გაჯობაო, ერთი ამოიზმუვლა, მისახვედრია რაც დაემართა, გავიღიმე და ოთახის კარები შევაღე * * * -დაიწყეთ რა მოხდა-გასცა ბრძანება მაიორმა მარშანიამ და სკამზე მოკალათდა, ტასოს გავხედე და დაიწყო -ბატონო მაიორო, არ ვაპირებ თავის მართლებას, არც დამნაშავე ვარ, ყოველივე ეს ლეიტენანტ ჯაფარიძეს მოკითხეთ, გზაზე ჩემთვის მივდიოდი და დამეტაკა, გადამასხა საჭმელი, ფაქტი სახეზეა-მიითითა ტანისამოსზე და გააგრძელა-იცოდა, რომ მისი ბრალი იყო და უცებ შემაწმინდა მისი უსინდისო საქციელი, ამას არავის ვაპატიებ, კიდევ დგება მინესოტელი და აცხადებს, რომ გვიბარებენ ორივეს გალიებთან-კაცი გულდასმით უსმენდა ტასოს, ოდნავ ტუჩის კუთხეში გაეღიმა და მე გადმომხედა -თქვენ რას იტყვით? -სათქმელი ერთი ის არის, რომ თუ მომინდება ნაკუწებად ვაქცევ მინესოტელს და მის დევილ ძმას, ხელის გარტყმას უპირებდა გოგოს, რა დონეზე უნდა დაეცეს კაცი, რომ გოგოზე ხელი აღმართოს -ტყუილად არ იზავდა, რა დააშავე? -შევაფურთხე, ყელში წამიჭირა-შევამჩნიე, როგორ განცვიფრებული გვისმენდა მე და ტასოს, მაიორი მარშანია, ბოლოს თქვა -თქვენ იცით, რომ აქ მყოფებს ვერავის გაუბედია რომელიმესთვის ესე მოქცევა? ის იცით, რომ უბრალო რაღაცაზე როგორ აწამებენ აქ ბიჭებს? ის იცით, როგორ ცოფდებიან, როცა შეურაწყოფას აყენებენ? ეს არავინ იცის, იცით რატომ? რადგან არავის და ვერავის გაუბედავს ეს მათთვის, მათი შიშით, თქვენ კი 2დღის მოსულებმა მათ შეაფურთხეთ, წიხლები ურტყით, დაამცირეთ ყველას თვალში, ეს იცი რას ნიშნავს? იმას, რომ თქვენ აქ ყველა გაგაღმერთებთ, მათ პატივს არავინ სცემს და უარესი, ყველა დაიკიდებს აქ დიმიტრის და ალექსანდრეს-შეშფოთებული ვუსმენდი მარშანიას, ალექსანდრე და დიმიტრი? ეს რა მათი სახელია? ღმერთო, მიჭირს გაფიქრება, რომ სახელი აქვთ, მაიორი განაგრძობდა-გოგოებო, გილოცავთ-თქვა უეცრად, ერთმანეთს გადავხედეთ განცვიფრებულებმა-რა გაგიკვირდათ? თქვენ აქ რეპუტაცია გაქვთ, ყველა გაღმერთებთ, ფაქტი სახეზეა, ამიტომ, გადავწყვიტე დაგნიშნოთ მომავალ ლეიტენანტებად, რათქმაუნდა ბიჭების თანაშემწედ, მაგრამ სანამ არ გაივლით სრულ მომზადებას, არაფერი გამოვა, 2კვირა გაივლით მომზადებას, მომავალში თქვენ ოთხის დავა, რომ არ მოხდეს, ამიტომ ისინი მოგამზადებენ მთელი ორი კვირა, ტასო შენ დიმიტრი ჯაფარიძე, ელისაბედ შენ ალექსანდრე მინესოტელი -რა?-ორივემ შევიცხადეთ -დიახ, მეტი არ გავიგონო არაფერი, დავუძახებ ბიჭებს და ხვალიდან შეუდგებით, ყოჩაღ გოგოებო, პირველები ხართ ჩვენს დანაყოფში და ასეთები თუ შეგვხვდებოდნენ არ გვეგონა-გაგვიღიმა მაიორმა და ოთახი დატოვა, რამოდენიმე წუთში გაისმა ყვირილი, მისახვედრია ეს ვინებიც იქნებოდნენ, უეცრად ძლიერად შემოგლიჯეს კარები ორივემ და თვალი თვალში გაგვიყარეს, მინსოტელმა ტუჩი ოდნავ ჩატეხა და ფაქტიურად თვალებით ამკუწა, მომიახლოვდა და შუბლი შუბლთან მომიტანა * * * ორივემ შემოგლიჯა კარები, თუმცა იმ მომენტში ჩემს წინ მდგარ დიმიტრის ვუყურებდი, ერთიანად ამათვალიერა, თვალი თვალში გამიყარა, მომიახლოვდა ხელში წამავლო და გარეთ გამიყვანა, მომიახლოვდა, სუნთქვა მეფრქვეოდა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და..მეუბნება -იცოდე, შენ ამ საქციელს არ გაპატიებ, ფრთხილად იყავი გაიგე? არ გამითამამდე და ჩემი შეიგნე შენს პატარა ტვინში, თორემ ნახავ რაც დაგემართება, ხვალ დილით 6-ზე მოედნის უკან იყავი-უთხრა და გაშორდა..დავუბრუნდეთ ელისაბედს და ალექსანდრესთა * * * შუბლი შუბლზე მომადო,ოდნავ მომაფრქვია მისი ცხელი ჰაერი, გამაჟრჟოლა, ხორკლებმა დამაყარა, ბიჭთან ასე ახლოს არ ვმდგარვარ, ჩემს ამ მოქმედებაზე ოდნავ გაეღიმა და მითხრა -ენას ამოგაძრობ, კიდევ ერთხელ თუ გავიგებ, რომ ჩემზე რამე თქვი-მითხრა და გამშორდა, კარში თავი შემოყო და მითხრა-ხვალ 6-ზე მოედნის უკან იყავით, არ დააგვიანო თორემ შენს კისერზე გადაივლის-თვალი ჩამიკრა და გამეცალა, ოჰ რა , ვითომ მაგარ ტიპობს? იდიოტი, ვთქვი და გარეთ გავედი ოთახში შესულებს ანა მოგვეგება და გვითხრა -გილოცავთ უმცროსო ლეიტენანტებო -ჯერ არა-ვთქვი და გავუღიმე -ესეიგი გვივიწყებთ?-სახე მოეღუშა საბას -არასდროს, არ მივცემ იმის უფლებას იმ ორ ხოსთავას, რომ თქვენ შეურაწყოფა მოგაყენონ, მაგათ ვუჩვენებ სეირს, ეგ პრისტუბნიკი ხალხი, დავაჭკვიანებთ მე და ტასასო მაგათ-სიცილით გავკარი მხარი ტასოს -ჰო, დაიცა მაგათ ცოტახანში ადგილებს წავართმევთ -ნელა ქენით-ოთახში ერეკლე შემოვიდა და ალმაცერად გადმოგვხედა -დაიცადე და მიგაბუნძულებ-ვუთხარი და გავიცინე -არ ავღნიშნოთ?-წამოაყენა აზრი გიორგიმ -რითი ჩაით და კარაქიანი პურით?-წარმოთქვა შეცბუნებულმა ვატომ -თუნდაც-გვერდულად ჩაეღიმა დათოს -ვერ ხართ რა-შუბლში ითხლიშა ხელი საბამ, ტკვილისგან სახე დამანჭა და ხელი ჩაიქნია -სხვა რამე არა?-ტუჩები მობრიცა ტასომ და ყველა შეგვათვალიერა -იდეა მაქ-ჰაერში აწია ხელი ვატომ ყველამ გაკვირვებული მზერა ვესროლეთ და დაიწყო -ბიჭებო, ჩვენს მაიორს აქვს ვისკი, ღამე 12-სკენ ჩვენ გავიდეთ, მე ჩუმად ავიღებ და გოგოებო თქვენ, დამხმარე ცენტრის უკან დაგვხვდით, იქ არავინ მიდის და ვიქეიფოთ, ჰა რას იტყვით?-ყველამ დავბრიცეთ ტუჩები, მაიორს რომ გაეგო ჩვენ ვართ, ალბათ შავ დღეს დაგვაყრის, საბოლოოდ მაინც დაგვითანხმა და ზუსტად 12-ზე ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილას ვიყავით, პირველის წუთებზე კი ბიჭები ვისკით ხელში დაგვადგნენ, დავლიეთ, მაგრამ არა ბევრი, ყველამ თითო-თითო ჭიქა, საბოლოოდ ვისკი მოგვრჩა და ბოლოს საბამ თქვა -მოდით, ეს ვისკი აქ დავმარხოთ, როცა ამის ამოღების დრო მოვა ამოვიღოთ და ერთი გემრიელად დავლიოთ, გაგვახსენდება ეს დღე-ყველას გაგვეღიმა. ჩუმად , მაგრამ სიცილ-კისკისით გავიარეთ გზა, ჩვენს ოთახამდე და ბრახ! ყველას ერთიანად მიგვეყინა სიცილი, როცა წავაწყდით სამ წყვილ თვალს, რომელიც კარებთან იდგა და ცოფებს ყრიდა -თქვენ!-ყვირილით წამოვიდა მაიორი-მოიპარეთ ჩემი ვისკი! როგორ გაბედეთ-ხმას ვერცერთი ვიღებდით, მინესოტელს და ჯაფარიძეს ბედნიერი სახეები აეკრათ, ოჰ ეს მათი გაკეთებულია, დაიცათ თქვენ გიჩვენებთ სეირს, ცოფებს ვყრიდი გონებაში -ელისაბედ და ტასო, მთელი ორი დღე გალიაში, წაიყვანეთ ბიჭებო-წაგვავლო ხელი ალექსანდრემ და დიმიტრიმ და მიგვათრევდნენ-მეტის ღირსები ხართ-ბოროტულად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ -შენც შენი ძმის ნაირი გველი ხარ-ვუთხარი და ჩემი ხელითვე მივიჯახუნე კარები-ჰო გინდოდა, ჰოდა მიიღე, გარყვნილო-ვუთხარი და დავჯექი, ტასო გვერდით საკანში შეიყვანეს * * * -ბედნიერი ხარ? ყოჩაღ ვამაყობ შენით ჯაფარიძე-ვთქვი და ცინიზმით ტაში შემოვკარი -იდიოტურ რეპლიკებზე არ ვპასუხობ -ჰო ვერც უპასუხებ თვითონ ხარ იდიოტი-ალმაცერად გახედა ტასო -გოგო წყობილებიდან ნუ გამოგყავარ-ყელში მწვდა და გისოსებს მიმანარცხა-მთელი ზურგი ამეწვა, ასე არავინ მომქცევია არასდროს, ეს მან, როგორ, რანაირად, ეს როგორ გამიბედა, ყელში ძლიერას მიჭერდა, ხველა ამივარდა, უეცრად ხელი მიშვა და მთელი ძალით დავენარცხე იატაკს, არ მინდოდა, მაგრამ ძალა უნებურად გადმომცვივდა ცრემლი, თავი დავხარე და საკანში შევბობღდი, მესმოდა როგორ ჩხუბობდა ელისაბედი, კარების დაკეტვის ხმა გავიგონე, მერე ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა და თავი იატაკს დავადე.. * * * -ტასო-ვეძახდი, მაგრამ ხმას არ იღებდა-გოგო, ტასუ კარგად ხარ? ისევ არ მცემდა პასუხს, შემეშინდა ასე არ იცის მან, რამე ხომ არ ჭირს? -ტასო-განვაგრძობდი ყვირილს, მერე დავიძახე -ეი, მინესოტელი! ჯაფარიძე! -ვყვიროდი, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, ხან ტასოს გავძახებდი, შემეშინდა, თან ძალიან, ასე ბოლოს დიდი ხანია აღარ მინერვიულებია, ბოლოს გავიგონე ძახილი, ჩუმად -ელის! -საბა? -ჰო მე ვარ, ჩუუ!-მესმოდა სიბნელიდან, მაგრამ ვერ ვარჩევდი -სად ხარ? -დამაცადე, გამოგიყვანთ -ტასოსთან მიდი, რაღაც ჭირს ხმას არ იღებს, ნახე გთხოვ -ტასო!-პასუხი არ არის-ტასო!-ისევ განაგრძობდა საბა-ღმერთო გული წაუვიდა, სახეზე ფერი არ ადევს, -რა დაემართა? ვაიმე დავუძახოთ გთხოვ -ეხლავე გავალ ზუსტად 5წუთში შემოვარდა დიმიტრი და ალექსანდრე, დიმიტრის ფერი აღარ ედო, თვალები ოდნავ მოვჭუტე, რაღაცაშია საქმე, აშკარად ჯაფარიძის ნახელავია, მიგახრჩობ ჩემი ხელით -რა დაემართა?-იძახდა დიმიტრი და თან ექიმს უყურებდა -მაგას მე უნდა მეკითხებოდე? შენ მიაგდე ბოლოს და შენი ბრალია, იცოდე რამე, რომ დაემართოს კისერს გამოგჭრი, ხელი არ ამიკანკალდება -დაწყნარდი, გოგო!-დამიყვირა ალექსანდრემ -შენ ნუ ერევი მინესოტელი, შენი ადგილი იცოდე-ვთქვი და ცინიზმით გავხედე, ცოტა ხანში მაიორი მარშანია მოვიდა, მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ესეც ასე 1 გასროლით ორი ჩიტი მოვკალი, ახლა თავისუფლები ვართ, პლუს ჩვენ დავიკავებთ სათანადო ადგილს, საქმე მხოლოდ ისაა, რომ ტასოს სიცხე აქვს და მე მარტო მომიწევს მინესოტელის ატანა, როცა ტასო გამოჯანმრთელდება, ის შემდეგ დაიწყებს მომზადებას, ესეც ასე, ეს უბედურებაა, რა გაუძლებს ამას, რას დამავალებს, რას მომთხოვს, ოჰ ღმერთო..ტასო გადაიყვანეს ამავე ჯარის პირველადი დახმარების ცენტრში, არ შემიშვეს, ახლა მომიწევს, რომ ოთახში დავბრუნდე, ნეტავ როდის გამოჯანმრთელდება, ღამე შევიპარები, ასე აჯობებს. ღამის 4საათი იქნებოდა, როცა ყველგან შუქები ჩაქვრა, ჩუმად ამოვიცვი დიდი ბათინკები ფეხზე და უკანა მხრიდან მივადექი ცენტრს, ტასოს ოთახთან ოდნავ ბჟუტავდა სანთელი, დავინახე, როგორ ეჯდა თავთან ვიღაც, ოდნავ ავწიე კარვის თავი და შიგნით ჩუმად შევბობღდი, ღმერთო რას ხედავს ჩემი თვალი, ამ პრისტუბნიკს აქ რა უნდა? -მაპატიე-მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა * * * თავბრუ მეხვეოდა, ოდნავ, რომ გავახილე თვალები, დავინახე საწოლზე ვიწექი, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, თვალებს მივეცი უფლება ,ისევ მიწებულიყვნენ ერთმანეთს, ვიღაც შემოვიდა ოთახში, საწოლზე ჩამოჯდა, რაღაცას გაურკვევლად ჩუმად ბუტბუტებდა, მე ვიცი ვინც არის, მისი ერთი სიტყვა: -მაპატიე-ყველა გრძნობა ჩაატია მასში, დიდი ემოციით წარმოთქვა, მაგრამ შუბლი მაშინ ამეწვა, როცა ვიგრძენი ცხელი, დიდი ტუჩების შეხება ჩემს შუბლზე, ნაზად შემეხო ხელზე, და მოიქცია მის დიდ ხელებში, ჰო! ის ისეთი თბილი იყო, ამ სითბომ ბედნიერება მომგვარა და ტკბილად გადავაბრუნე თავი * * * პირველად ვნახე დიმიტრი ასეთი, იმდენად შეწუხდა ტასოს მდგომარეობით, რომ პატიება სთხოვა, არა ამ მომენტს არ გავაფუჭებ, უხმოდ გავყავი თავი გარეთ და შევბრუნდი ჩემს ოთახში. დილით ყურში მთელი სიძლიერით ჩამესმოდა წრიპინის ხმა, დენდარტყმულივით წამოვვარდი, ოჰ ეს მინესოტელი -სწრაფად ჩაიცვი 5წუთში გელოდები-თქვა და გიჟივით მოწყდა ადგილს, სწრაფად ჩავიცვი და გავვარდი მოედნის უკან, რა? მეხუმრებით? რას მიპირებთ? დავმანჭე სახე და მინესოტელის განკარგულებას დავყევი..მივხოხავდი ტალახში, მთელი სახე მომეთხვარა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, გავიქეცი და საბურავებს შორის დავიწყე სირბილი, მერე კლდესავით აღმართულ კედელზე ავცოცდი და იქედან სიმწრით ჩამოვედი, მთელი დღე ასე დავრბოდი, შესვენებით მხოლოდ 2 წუთს მასვენებდა,რომ ვკითხე ეს რა შუაშიათქო, ასე მიპასუხა უნდა იცოდე, რას აკეთებენ აქ მყოფი ჯარისკაცებიო, ომში რომ მოგვიწიოს წასვლა, ეს დაგეხმარება, რომ დაძლიო ბარიერიო, აი რა წვალებაა, მაგრამ ყველაზე მაგარია, როცა ამას შენთვის და შენი ქვეყნისთვის აკეთებ..საღამოს დაღლილი შევედი არა უფრო მივფორთხდი ოთახამდე და დავესვენე საწოლზე, ათას კითხვას მისვამდა ვატო და დათო, მაგრამ ისე ვიყავი მაშინვე ჩამეძინა. * * * დილით თვალები, რომ გავახილე, გამახსენდა გუშინდელი ამბავი, თან ვფიქრობდი, არამგონია აქ შემოსულიყო, თვით უზენაესობა დიმიტრი ჯაფარიძე, ალბათ უეჭველი მომეჩვენა, მაგრამ შუბლზე ტუჩები? ხელებზე სითბო? მესიზმრა? აშკარად მესიზმრა, რადგან ეს შეუძლებელია მოხდეს, ვფიქრობდი გულში, ჩემთან ექთანი შემოვიდა გამისინჯა სიცხე, ოდნავ დაწეული მქონდა,მაგრამ ფილტვების ანთებამ იჩინა თავი, ამიტომ გადაწყვიტეს კიდევ ერთი კვირა მომიწევდა აქ გამოკეტვა, საშინელებაა, ნეტა ელისი რას შვება? ალბათ დაიწყო ვარჯიში..საღამოს ალექსანდრე მოვიდა, მომიკითხა და გავიდა.. * * * დილით ისევ იგივე საშინელმა ხმამ გამაღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა, დაიწყო იგივე, ეს უბედურებაა, ღმერთო, ასე გაგრძელდება მთელი 2კვირა? არა ამას ვერ გავუძლებ, ვფიქრობდი და განვაგრძე ცოცვა, დაღლილი 10 კრუგის შემდეგ, ბოთლით მივიყუდეწყალი და დავლიე, ალექსანდრე ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა, ოჰ ამას ახლა მოვკლავ, ვფიქრობდი ჩემთვის, -დაისვენე?-ავხედე წარბაწეული-ჰოდა გააგრძელე -ეს როდემდე გაგრძელდება? -1 კვირა -მადლობა ღმერთს, დანარჩენი 1კვირა? -ეგ უკვე უფრო რთულია, მოგიწევს ჩემთან ერთად იარო ყველგან, მთელ ტყეში ვივლით და დავზვერავთ არემარეს, მერე თან გასწავლი რაც გევალება, მერე გაივლი პრაქტიკასაც და შეუდგები შენ საქმეს, მაგრამ გიკრძალავ ჩემს შეწინააღმდეგებას -უჰ, რას ბრძანებ დიდო მეფეო-ვთქვი და ქედი მოვიხარე მის წინაშე, დაცინვის მიზნით.. მთელი 1 კვირა, ერთიდაიგივეს ვაკეთებდი, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, 2წუთით შესვენება, მერე ისევ იგივე, ტასო მთელი 1 კვირა ვერ ვნახე, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ისიც დღეს გამოვიდა ალბათ, მაგრამ მე ჯერ ვერ მივაღწიე იქამდე, კიდევ 3 საათი მომიწევს სირბილი, შევიშმუშნე, გადავატრიალე თავი უხერხულად და სირბილი გავაგრძელე.. * * * მთელი 1კვირა ელისაბედის ნახვა ვერაფრით მოვახერხე, დიმიტრი რამდენჯერმე იყო შემოსული, სულ ცივად მელაპარაკებოდა, -როგორ ხარ? -არამიშავს -რამდენიმე დღეში შენც ისე ირბენ, როგორც ელისაბედი -უკვე დაიწყო? -კი, მინესოტელი ამეცადინებს, დილიდან შუაღამემდე ვარჯიშობს -აი, თურმე რატომ ვერ მოდის -ჰო-თქვა და გავიდა, რას მესწერვება ვერ გავიგე, ფუ კრეტინი ძლივს დავაღწიე თავი, შევედი ოთახში და ჩემი გიჟი ბავშვები იქ დამხვდნენ ელისაბედის გარდა, ამიხსნეს სიტუაცია და მეც დაველოდე ჩემს გოგოს როდის ვნახავდი, საწოლზე ვიწექი, როცა ვიღაც მომიახლოვდა, სწრაფად წამოვხტი ფეხზე -ერეკლე? -როგორ ხარ? -მადლობა კარგად -როგორც ვხედავ თავს მშვენივრად გრძნობ-განაგრძობდა უემოციოდ ლაპარაკს -ჰო, არამიშავს -კაია-თქვა და გამშორდა, ეს რა იყო? ან რა უნდა ყოფილიყო, გავიფიქრე და ისევ წამოვწექი * * * -ტას-ყვირილით შევვარდი ოთახში და ჩემს გოგოს თავზე დავახტი, ისიც ბედნიერი ჩამეხუტა -ელის, როგორ მომენატრე გოგო 1კვირაა არ მინახიხარ -ჰო, ხვალიდან უკვე დაზვერვებზე ვიწყებთ სიარულს, შენ როდის იწყებ ვარჯიშს? -ხვალიდან, ჯაფარიძე და მე -საშინელებაა დამიჯერე, მთელი დღე მოგიწევს სირბილი -მართლა? -ჰო -კაი რაცაა ავიტან,მთავარია ავადმყოფობა არ მომიბრუნდეს -ჰო, ეგ მთავარია, კაი გენაცვალე საშინლად დავიღალე გავედი, გაკოცე-ვუთხარი და ჩემს საწოლზე დავემხე. გაისმა წრიპინი, მაგრამ მოიცა, ჩემ ყურთან არა, თვალი ოდნავ ვჭყიტე, ჰოო, ტასოს დიმიტრი დაჭყივის თავზე, მაგრამ მე? ნუთუ არ მაღვიძებენ? წამოვწიე თავი, ცოტა ხანი დავიცადე ველოდი,რომ მოვიდოდა მინესოტელი, მაგრამ არა! არამც და არამც! არ მოვიდა! ავდექი და მინესოტელის მოძებნა დავიწყე, გავედი მოედნის უკან, ტასო ჩემს დღეში იყო, მაგრამ იქ მხოლოდ ჯაფარიძე და ტასუნა აღმოჩნდა, ყველგან მოვიარე, ბოლოს ლეიტენანტების ოთახს მივადექი, კარებზე დავაკაკუნე,კარს არავინ აღებს, კიდევ დავაკაკუნე და გაიღო, კარებში იდგა ნახევრად, წელსზემოთ შიშველი მინესოტელი, დიდი კუნთები, ძლიერი მხარ-ბეჭი, ერთიანად ავათვალიერე, მინესოტელს ფორმაში კუნთები ეტყობოდა, მაგრამ ასეთი დიდიც თუ ქონდა არ ვიცოდი, მთელს ტანზე შემახურა, გავწითლდი! სახეზე ავხედე, ოდნავ ტუჩის კუთხეში იღიმოდა, უცებ დაიმკაცრა ხმა და მითხრა -რა გინდა? -გამიკვირდა დღეს რომ არ გამაღვიძე-თავდახრილი ვიდექი და ხელებს ვათამაშებდი -დღეს ისვენებ -ვაა მაგარია-შევკივლე და სირბილით გავიქეცი, რა მაგარია, აუ ტასო ვარჯიშობს წავალ ჩემს ანას და ბიჭებს ვნახავ, გავვარდი მოედნისკენ, ისინი რიგში იდგნენ და ჩემი მომავალი კოლეგა ავარჯიშებდა, მეც მივედი და გვერდით ამოვუდექი ანას, დავიწყე მეც აზიდვების კეთება.. * * * ყურში საშინელი ხმა ჩამესმა, სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე, დიმიტრი სასტვენით იდგა და უყურებდა ჩემს ქცევებს, აქეთ-იქეთ დავბორიალებდი, როცა შევამჩნიე როგორი მონდომებით მაკვირდებოდა, გავჩერდი და ალმაცერად ავხედე, მან კი მითხრა -5წუთში მოედნის უკან-თქვა და გავიდა ელისაბედისკენ გავაპარე თვალი, დავინახე როგორ ჩაეცინა, მივახრჩობ ახლა, რომ არ მაგვიანებდეს, ისე ამ გოგოსთან ჰო ვერ ვიჭორავე რა, დაიცა გავხდეთ უმცროსი ლეიტენანტები, ვიჭორავებთ მერე, სწრაფად ჩავიცვი და გავვარდი გარეთ.. მახოხებდა, მარბენიებდა, ტალახებში მაცურავრბდა, ვაიმე ეს რა გამოუვლია ელისაბედს, რა დღეში ყოფილა, უჰ...უკვე 18 კრუგს მაკეთებიებს, ეს უკვე ზედმეტია, ვეღარ მოვითმინე და მივვარდი -კიდევ რამდენი კრუგი უნდა გავაკეთო? მე ღორი კი არ ვარ ტალახში, რომ მაბანავებ, ვინ გგონია შენი თავი? -გოგო ზედმეტები ჰო არ მოგდის? -არა, ეს მემგონი შენ მოგდის ზედმეტი, რადგანაც უფროსი ლეიტენანტი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქ, ერთი გაუთლელი ხეპრე ხარ, რომელმაც არ იცის ადამიანის პატივისცემა, დეგენერატო, მე აღარ ვიბანავებ ამ ტალახში-ვთქვი და გამოვბრუნდი ისე, რომ არ შემიხედავს სახეზე, ოთახში შევედი, სადაც დავინახე, თუ როგორ იდგა მარტო ანა და ერეკლე და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, უცებ უკან დავიხიე და ყური დავუგდე მათ ლაპარაკს, -რატომ? -ეს მარტივია, მე მყავს შეყვარებული -რომელიც გულს გტკენს და კაცმა არ იცის რას აკეთებს, ჩავდებ ქვესკნელში რამე რომ დაგემართოს -რა უნდა დამემართოს მე ხომ აქ ვარ -შენ ჰომ მის გამო წამოდი ჯარში?-დააწყო ხელები ლოგინზე ერეკლემ და თავი ჩამოადო მკლავს -ჰო, მაგრამ ახლა აქ ვარ -მის გამო ხარ აქ და მის გამო იტან ამდენ ტკივილს, მაგრამ ახლა მე გაგიცანი და მე დაგიცავ, გვერდიდან არ მოგშორდები, აქედან ერთად წავალთ, როცა გავალთ ცოლად მოგიყვან-ჩაეხუტა ანას. ღმერთო საბამ ჰო თქვა 4წელია აქ არის და არ წასულაო, ესეიგი სერიოზულადაა საქმეზ ნუთუ უყვარს? -არა!-მოიშორა ერეკლე -ამის დედაც..არ ვაპირებ იმ ნაძირალასთან გაგიშვა-მთელი ძალით მიარტყა კედელს ხელი და გასასვლელისკენ წამოვიდა, უცებ დავიხიე უკან და კარებში გადავდგი ფეხი -ტასო?-დაბღვერილი გამომხედა ერეკლემ -ბატონო -ახლა არ უნდა ვარჯიშობდე? -იდიოტი ლეიტენანტი ჯაფარიძე, თავისი თავი მაგარი გონია -ნუ ღელავ კარგად იქნება ყველაფერი-შესამჩნევად გამიღიმა და გავიდა, შიგნით შევედი და ანას ჩამოვუჯექი -აბა დაიწყე -რა?-მორცხვად ამომხედა -ყველაფერი, შენი შეყვარებული და მერე ერეკლეზე-ავუთამაშე წარბები, სიცილით შემოვიდა ოთახში ელისაბედი -ტას და ანა რას შვებით?-შემოვიდა ელისი -შენ გელოდებოდით-თქვა ანამ და გადაკოცნა -მართლა? რა ხდება?-დაეჭვებით გამოგვხედა -ანა მოყვება მის ისტორიას -დაიწყე-თქვა ელისაბედმა და საწოლზე გემრიელად მოკალათდა -მყავს შეყვარებული, ერთად 4წელი ვიყავით, მერე წავუსწარი ვიღაც ქალთან, რომ არ დავშორებოდი მცემდა, ჩემთან იყავი, თორემ მოგკლავო, სულ მცემდა, მერე გამოვიქეცი და ჯარში წამოვედი, ერეკლეს ვუყვარვარ, მეც შემიყვარდა, თან ძალიან, მითხრა, ეომ ჩემთან ცხოვრება უნდა და ცოლად მოყვანა უნდა, მაგრამ მეშინია იმ ნაგავმა რამე არ მოიმოქმედოს და რამე არ დაუშავოს -არ მეგონა ერეკლეს სიყვარული თუ შეეძლო-ხელებით დაეყრდნო ფეხებს ელისაბედი და მომაშტერდა მე -ზოგჯერ ასეც ხდება-ვთქვი და გოგოებს კარებში მდგარი ერეკლესკენ მოვუთითე, ერეკლე გაშტერებული გვიყურებდა, ანა მიუახლოვდა, მაგრამ მოიშორა და ჩვენკენ წამოვიდა, დავიბენი, უცებ მოგვიახლოვდა და სიცილი დაიწყო -რა, რაგაცინებს?-გაკვირვებული ახედა ელისაბედმა -თქვენ რა მართლა უჟმური გეგონეთ? ეს ჯარში თორე, სიყვარულში აბა მკითხეთ-ხორხოცობდა ერეკლე -ესეიგი შენც ჩვენ სასტავში ხარ?-სიცილით ვუთხარი -კი აბა, ჩემს გოგოს ვერ დავტოვებ-თქვა და თავზე აკოცა, თან შემოვიდა ოთახში საბა, დათო, ვატო და გიორგი -ამას აქ რა უნდა?-თქვა დათომ -ანას მოშორდი-ხელში წაავლო საბამ -შეეშვი-დაუძახა ელისმა-ანა და ერეკლე ერთად არიან, არც ისე ცუდი ბიჭია ერეკლე როგორიც ჩვენ გვეგონა, ის ჩვენ სასტავშია, დამიჯერეთ-განაგრძობდა ელისი -ჰო, მართალია, ერეკლე კარგი ადამიანია-გამოვესარჩლე მეც -აბა მის დეგენერატ ძმას კი არ გავს-ხელები გადააჯვარედინა ელისმა და თავი გვერდზე მიაბრუნა -ჰო მართლა, რაო ალექსმა? -რაზე? -როდის იწყებ დაზვერვებზე წასვლას? -არ ვიცი დღეს დამასვენა -მაშინ ხვალ დილით დაგადგება 4-ზე -რა?-შეჰკივლა -ჰო, დამიჯერე დაიძინე, თორე გაგიჭირდება-უთხრა და უბიძგა საწოლისკენ -ვაიმე დავიძინე მე-შემოირტყა თავში ხელი და საწოლზე დაემხო, ჩვენ გარეთ გავედით და სასადილოში შევედით, ელისაბედი კი ოთახში დავტოვეთ. სასადილოში დიდი ხორხოცი იყო, აქვე იყო მინესოტელიც და ჯაფარიძეც, დიმიტრიმ მამისმკვლელი სახით გამომხედა, მაგრამ მე გვერდი გავუარე და მივაძახე -იდიოტი! აშკარად გაიგონა და მომაძახა -თავხედი! რა? უზრდელი, როგორ მითხრა ეს? დეგენერატი, არავის უკადრებია, ოჰ! ნერვები მომეშალა და გავბრუნდი -გოგოს პატივისცემა ისწავლე-ვუთხარი და გამოვბრუნდი, ვახშამი შევჭამეთ და ოთახში დავბრუნდი, საწოლზე დავწექი და დავიწყე ფიქრი,დაახლოებით 2თვეა უკვე რაც აქ ვართ და რა რამდენი რამე მოხდა, ერეკლე და ანა ერთად არიან, მე და ელისი მალე უმცროსი ლეიტენანტები გავხდებით, ვაჟბატონი ჯაფარიძე მჭამს, ყველანაირად ცდილობს გამამწაროს, თუმცა გავიცანი მაგარი ადამიანები, ახალი მეგობრები, მინდა, რომ არ ვინანო აქ ჩამოსვლა, ეჰ, როგორ მომენატრა მამაჩემი, ლუკა ბაბუ და სოფი ბებო, ეჰ! * * * დილით ოთხ საათზე ჩამესმა სასტვენის ხმა, ერეკლეს მადლობა გაფრთხილებისთვის, თორე რა ადგებოდა, მაიკაზე მოვიცვი საროჩკა, ჩავიცვი ბათინკები, დავიხურე ქუდი, და გავვარდი გარეთ დიდი ზურგჩანთა მოკიდებული, უკან ავედევნე მინესოტელს.. -დაახლოებით რამდენი ხანია რაც ტყეში დავბორიალობთ?-ვთქვი დიდი სიარულის შემდეგ -2 საათი, წუწუნი არ გამაგონო-მკაცრად ჩაილაპარაკა -შევისვენოთ რა -მალე მივალთ, მოისვენე-ისე მიპასუხა, არც გამოუხედავს ჩემკენ. უკვე ბინდდებოდა, ჩვენ კი უგზო-უკვლოდ მივდიოდით სადღაც, ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, მინესოტელი კი წინ შეუპოვრად მიიწევდა. -უკვე ღამდება, დინუშნულებამდე ჯერ კიდევ შორია, მოგვიწევს აქ გავჩერდეთ, მე წავალ ფიჩხს მოვძებნი ცეცხლის დასანთებად, შენ აქ იყავი არსად არ წახვიდე-დამიბარა და ბუჩქებში გაუჩინარდა, ყრუდ მესმოდა ხმა, საღაციდან მოდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი საიდან, დიდი ხანი ველოდე ალექსანდრეს, მაგრამ არადა არ ჩანდა, ძალიან შემეშინდა, ავფორიაქდი, იქვე ხის ძირში ჩავიმუხლე და თავი მიხლება დავადე, ცოტაც და ალბათ ვიტირებდი, მგლების ყმუილი მესმოდა, არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა, მაგრამ ახლა რას ვფიქრობ? გამოფხიზლდი ელისაბეს!-შემოვუძახე საკუთარ თავს, საბოლოოდ შენ ჯარისქალი ხდები, უნდა დაძლიო ყოველგვარი შიში, წამოვდექი, აქეთ-იქეთ ყურება დავიწყე, ხმა მიახლოვდებოდა, დავიხარე ჯოხი ავიღე, უნდა მომექნია, რომ მინესოტელის ხმამ გამაშეშა -რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა -მე..მე..-სიტყვებს თავს ვერ ვაბავდი -რა შენ? ჩემი მოკვლა გინდოდა? -რა სისულელეა, მეგონა მგელი იყო, მითუმეტეს, როცა მისი ყმუილი მესმოდა -კარგი არ გამაცინო-გულიანად გაიცინა, ღმერო რა კარგი სიცილი აქვს ამ ბიჭს, ნამდვილად მომაჯადოვებელი, მეც გამეღიმა და ტოტები ხელიდან გამოვართვი. კოცონი დავანთეთ, ცოტა ვივახშმეთ, ძალიან გვიანი იყო, კოცონი ანთებული დავტოვეთ, პლედი გადავიფარე და ძილს მივეცი! შუაღამეს ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე წყლის წვეთები, თვალები ვჭყიტე, კოცონი ჩაქვრა, ერთი გაიელვა ზეცაში და ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა -ფუ ამის!-ხმამაღლა შეიკურთხა ალექსანდრემ და პლედი თავზე წამოიხურა, ძლიერად დაუშვა წვიმამ, მე ჩემი გადავიფარე თავზე -ელისაბედ!-მეძახდა მინესოტელი-ელისაბედ! -ჰო -როგორ ხარ? -ცუდად -გეშინია? -ცოტა -კარგი-თქვა და ჩემთან მოვიდა, გვერდით დამიჯდა და ხეს მიეყუდა-კარგად ხარ? -კი -გცივა? კანკალებ-ხელი ჩამავლო მკლავში, მე ხმას ვერ ვიღებდი-მოდი ჩემთან-მითხრა და მიმიხუტა ძლიერად, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა ტანში, ნუთუ მესიამოვნა? რატომ გამაჟრჟოლა? ეს რა არის?-ჩემ თავს 1000 კითხვას ვუსვამდი, თუმცა რა აზრი აქ? მთავარია ახლა ასეთ სიტუაციაში ვარ, ბედნიერს გამეღიმა და მაგრად ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა -ელისაბედ -ჰო -ტკბილიძილი -მადლობა, შენც -მიხარიხარ -გიჟი ხარ -შენ გამაგიჟე-მითხრა, სწრაფად წამოდგა ფეხზე, ხელები ჩამავლო და დამატრიალა, იცინოდა, მეც მეცინებოდა -გაგიჟდი? -შენ გამაგიჟე -აბა დამიჭირე-ვუთხარი და ხეებს შორის წვიმაში დავიწყე სირბილი, დავრბოდით, უკან მომზდევდა,, უეცრად ძლიერი ხელი ვიგრძენი წელზე, დავტრიალდი და გორიალით დავეშვი ტყის პატარა გორაკზე, რომ არა ხე აშკარად გავაგრძელებდით პატარა ხევებისკენ სვლას, ალექსანდრე ჩემზე იყო გადმოწოლილი, სწრაფად წამოდგა,ამაყენა და ხელი მაგრად მომხვია * * * საწოლზე ვიწექი, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, გადავტრიალდი და წავაწყდი ჯაფარიძის სახეს -რა ხდება? -წამოდი -სად?-გაკვირვებას ვერ ვმალავდი -დახმარება მჭირდება-მითხრა და მკლავში ჩამავლო ხელი, უკან მივყევი, თავის ოთახში შემიყვანა, ქურთუკის გაძრობა დაიწყო -რას შვები? -ნუ გეშინია, განსაკუთრებულს არაფერს-ცინიზმით ჩაილაპარაკა, მაიკაც გადაიძრო და დავინახე, ბინტით შეხვეული წელი, საიდანაც სისხლი ჟონავდა -ღმერთო ჩემო, ეს როგორ სად დაგემართა? -უბრალოდ შეგიძლია დამიმუშავო? დავშავდი ჰო, არ არიან დღეს მედდები და შენ გთხოვე დახმარება -კარგი, ეხლავე-მიუახლოვდა და ფრთხილად მოხსნა ბინტი, სპირტით დაასველა ბამბა და ფრთხილად მოუსვა ჭრილობაზე, უყურებდა დიმიტრის სხეულს, როგორი დაკუნთული იყო ფრთხილად დაუსვა მისი ნატიფი თითები სხეულზე და გააჟრჟოლა, იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ ჯაფარიძესაც და გაეღიმა, შეუხვია ჭრილობა და ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა ზურგს უკან ხმა მოესმა -ტასო -ჰო-გაბრუნდა -არა, არაფერი ღამემშვიდობის -შენც ასევე-გაუღიმა და ოთახი დატოვა, გარეთ გაელვა და საშინლად დაიწყო წვიმამ, ხელები გავშალე და სახე წვიმას მივუშვირე, სახეზე მეცემოდა წვიმის წვეთები და მიხაროდა, ვტრიალებდი წვიმაში, დავიწყე ცეკვა, ნელა ვტრიალებდი, მიხაროდა, წვიმაში პირველად ვცეკვავ, მაგარია, ხელები ჩემს წარმოსახვით ადამიანს დავადე და ცეკვა დავიწყე, ვტრიალებდი და ვიცინოდი -გიჟი ხარ-მომესმა ნაცნობი და საკმაოდ თბილი ხმა, რომელიც წვიმაში იდგა და მიყურებდა -ჰო, გავგიჟდი-ვიცინოდი და ცეკვას განვაგრძობდი -შემოგიერთდებით-მითხრა და ხელები წარმოსახვით ქალს შემოხვია და მანაც დაიწყო ცეკვა, ორივე ჩვენს წარმოსახვით პარტნიორს ვეცეკვებოდით და კრუგზე ვტრიალებდით -პარტნიორები გავცვალოთ-უთხრა ჩემს წარმოსახვით ბიჭს და ხელები მე შემომხვია -გაგიჟდი ჰო?-სიცილს განვაგრძობდი და ცეკვაში ავყევი -კი, შენ გამაგიჟე-ხელები ძლიერად მომიჭირა წელზე, ჰაერში ამწია და დამატრიალა, ხელები გავშალე და სახე ცას მივუშვირე, ჩამომსვა და ვალსის ცეკვა განვაგრძეთ.. * * * დილით ალექსიზე ჩახუტებულს გამეღვიძა, მეამა, ის ისეთი საყვარელი იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკვთს, უცებ გაეღიმა და დარცხვენილმა თავი ძირა დავხარე -გეღვიძა და მატყუებდი -ისე საყვარლად მათვალიერებდი შეუძლებელი იყო არ გავჩერებულიყავი, კარგი ადექი წავედით-ბოლოს მკაცრად თქვა და გზას გაუყვა -რატო მექცევი ასე? -ასე როგორ?-დაეჭვებით გადმომხედა -ისე თითქოს რამე დაგიშავე -მაპატიე-თქვა და წინ გაუყვა გზას-მალე მივალთ უკვე * * * დილით ბედნიერს გამეღვიძა..რატო? ჩემს გვერდით იყო..გვერდით იწვა, ხელები მოხვეული ქონდა, ჟრუანტელმა დამიარა, არც კი ვიცი დიმიტრისთან რა მემართება, რაღაცნაირად ვხდები, ახლაც! გვერდით მიწევს და ჩემი გული ლამია საგულედან ამოხტეს.. თვალები გაახილა და როცა დამინახა სწრაფად წამოდგა -დღეს გელოდები 6-ზე სტადიონთან, უნდა ივარჯიშო, ხვალ დაზვერვაზე გავდივართ და შენს ელისაბედს ნახავ-მკაცრად თქვა -რატომ მეუხეშები?-შეცბა არ ელოდა ჩემს ასეთ კითხვას -ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია-თავისივე ოთახიდან გავიდა და დამტოვა გაშტერებული სწარაფად ავდექი ფეხზე და სტადიონთან გავედი, ბიჭებს უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე ავარჯიშებდათ..მე გავუყევი გზას სტადიონისკენ სადაც მელოდა ხოხვა, ცოცვა და ასე შემდეგ.. მთელი დღე ვვარჯიშობდი, შუადღეს ჩვენი მაიორი მოვიდა -როგორც ვხედავ გაუგეთ ერთმანეთს-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა -ნუ იტყვით-ირონიით ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ -დაზვერვაზე როდის მიგყავს? -ხვალ -მინესოტელი და მისი გოგო სად არიან? -ისინი უკვე 2 დღეა წასულები არიან დაზვერვაზე -გასაგებია, ალბათ ჩვენს სამალავში მიყავს, დამატებითი აღჭურვილობა სადაცაა -ჰო იქ მიყავს და იქედან ჩვენი დანაყოფის საზღვრამდე მიიყვანს, მოავლებიებს მთელ კრიგს და მოიყვანს -ძალიან კარგი, შენც ასე მოგიწევს-მომიბრუნდა მეც, თავი უხერხულად გადავატრიალე და წავედი სავარჯიშოდ * * * -რა მაგარია-ემოციებს ვერ ვმალავდი, უამრავი იარაღები, დურბინდები, რაციები, ყუმბარები -მოგეწონა? -მაგარია ძალიან -წამოდი რა განახო-გამიყვანა უკან, ხელი ღილაკს დააჭირა და გაიღო მცენარეებით შემოსილი კარები, სადაც გამოჩნდა ტანკი, უახლესი, თავისი სასროლით, -ვაუ-თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა-უმაგრესია -ეს უახლესი მძიმე ტექნიკაა რაც გვაქვს, ვინახაბთ, ჯერ არ გამოგვიყენებია, ახლა წამოდი და დავიავენოთ, დავუკავშირდები ჯაფარიძეს აქ იქნება ტელეფონი -კარგი -აქ შედი და დაისვენე, მე შევეცდები დავუკავშირდე ჩვენებს -კარგი-გვერდით ოთახში გავედი, ზურგჩანთა დავაგდე პატარა საწოლზე და გამოსვლას ვაპირებდი, როცა მომესმა მინესოტელის და ჯაფარიძის ლაპარაკი -მერე? -ახლა აქ ვართ -ვა მაგარია, მე და ტასოც წვიმაში ვცეკვავდით, მერე ჩემთან ერთად ეძინა -მაგარია, ბიჯო ასე ვაბშე არავის გამოვუშტერებივარ, თავიდან მეგონა როგორი გოგო იცი? აი სპეციალურად რომ მოდიან, აი რომ იბლატაონ მერე ეგეთი და ვაბშე არაა ეგეთი -ჰო ალექსანდრე მეც ეგეთი მეგონა ორივე, ჩვენ ხვალ მოვდივართ დილით და დაგველოდეთ და ერთად დავბრუნდეთ -კაი ბრატ -კაი გავედი აბა -უი ერეკლე რას შვება მართლა? -ჰო იცი ბიჭო ეგ და ანა.. -რა? სერიოზულად? -ნუ რავიცი რასაც ვხედავ ახლა ეგრე გამოდის -ვა, ვა მაგარია, კაი გავედი აბა -კარგად-გათიშა აპარატი და გამობრუნდა, დამინახა და.გაოცებულმა მკითხა -შენ..მე...მისმენდი? -არა..ვის ელაპარაკებოდი? -დიმიტრის, ხვალ წამოვლენ ტასო და ჯაფარიძე და ჩვენთან ერთად წამოვლენ შემოვლაზე - რამაგარია-სიხარულისგან კინაღამ გავიქეცი და ჩავეხუტე -ჰო, ჩვენ დაველოდოთ, ხვალ საღამოს აქ იქნებიან, ახლა ძილის დროა, აჯობებს დავიძინოთ -ჰო, კარგი, გავალ მე მაშინ ჩემს ოთახში -კარგი შედი-ნელი სიარულით ავუყევი გზას კიბეებზე, ვიგრძენი მწველი მზერა ზურგსუკან და უხერხულად შევიშმუშნე..ოთახში შესულმა ვერანაირას ვერ დავიძინე, დავიწყე ბორიალი აქეთ-იქეთ, ძალიან მინდოდა ახლა ვინმეს დავლაპარაკებულიყავი, არც ტელეფონი მქონდა, არაფერი! როგორ მინდოდა ახლა ჩემი მამა, ბებო და ბაბუ მენახა, უზომოდ მომენატრნენ, ცრემლებმა დაიწყეს ნაკადულივით სახეზე სვლა, მუჭით მოვიწმინდე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, ვუყურებდი მთვარეს და მენატრებოდა დედაჩემი, ჩემი დიდი ტკივილი, რომელიც ავარიაში დაიღუპა -ეჰ, ჩემო დედა, როგორ მენატრები, უზომოდ მენატრები, ახლაც მტკივა, ისევ მტკივა, იმის მაგივრად,რომ განელდეს, პირიქით უფრო ღვივდება-ცრემლებმა ნელნელა დაიწყეს თავიდან დენა... -ჩემი ლამაზი გოგო სად არის?-თვალებზე აფარებული ხელი ფრთხილად ჩამოიღო წითურმა ქალმა და პატარა ელისაბედის ძებნა დაიწყო -აქ ვარ დე-თავი ამოყო მაგიდის ქვეშ შემძვრალმა 4 წლის ელისმა -მოდი ჩემო წითურო, მოდი დედასთან-ხელები გაშალა შვილის მოლოდინში, პატარამაც არ დააყოვნა და სირბილით გაიქცა დედასთან, ხელები მაგრად მოხვია და დედის სურნელი შეისუნთქა -დედა მე იცი შენი სუნი მიყვარს -მე კიდევ შენ მიყვარხარ-მაგრად ჩაეხუტა გოგონას და ფერება დაუწყო -ახლაც მახსოვს შენი სუნი-დაიწყო ქვითინი ელისაბედმა, ოთახში გიჟივით შევარდა ალექსანდრე -რა..რა მოხდა? გამეცი ხმა ელისაბედ რა გჭირს-გოგოს მივარდა და მის მკლავებში მოიქცია -მითხარი რა დაგემართა? რამე იტკინე? აქ რატო ზიხარ? ჩამოდი-ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე ფრთხილად დასვა-მითხარი ელის, რა დაგემართა? -მენატრება, ჩემი დიდი ტკივილი, იცი როგორ მენატრება? იცი მაინც როგორ მტკივა? მიყვარს.?ისევ მიყვარს-ალექსანდრე გაგიჟებული უსმენდა, ვერ ხვდებოდა ვიზე იყო ლაპარაკი -ვინ გიყვარს? ან რა ხდება?-ნერვებს ვეღარ თოკავდა ალექსანდრე -ჩემი დიდი ტკივილი, რომელმაც დამტოვა, ახლაც მყავს გულში, აი ეს ყელსაბამი დამიტოვა, შიგნით ჩვენი სურათია, იცი რა დამემართა როცა გავიგე ავარია რომ მოუვიდა? -მომისმინე ელისაბედ, არ ღირს იმაზე იტირო და იდარდო, ვისაც არ აინტერესებდი და მიგატოვა, სხვა გამოჩნდება სხვა შეგიყვარებს ან უკვე უყვარხარ, არ ღირს გესმის?-ელისაბედი თვალებ დაქაჩული უსმენდა, სიცილი აუტყდა, კისკისებდა და ვეღარ ჩერდებოდა, ალექსანდრე კი გაკვირვებული უყურებდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ელისაბედი კი სიცილს განაგრძობდა, -ვაიმე კუჭი-კისკისებდა ელისაბედი -რა..რა გაცინებს?-დაიბნა მინესოტელი -აჰაჰ..ცუდადავარ შენ რა გეგონა, რომ ბიჭს მივტიროდი?-უფრო გადაფიჩინდა ელისაბედი-არა, დედაჩემზე ვამბობდი და შენ ბიჭიო-უფრო უმატა სიცილს, მინესოტელს ძარღვები დაებერა და გიჟივით გავარდა გარეთ, ნელა წამოვდექი ფეხზე და მისი ოთახისკენ ავიღე გეზი, ფრთხილად დავაკაკუნე -მოდი-გაისმა მშვიდი ხმა -შეიძლება? მისმინე არ მინდოდა, ბოდიში თუ გეწყინა-საწოლზე ჩამოვჯექი და ფრთხილად დავადე მხარზე ხელი -არა! ეს მე ბოდიში ელისაბედ, რამდენი სისულელე ვიფიქრე, შენ კი თურმე დედაზე ამბობდი, მე ბოდიში -არაფერია საბოდიშო-ფეხზე წამოვიმართე, რომ ხელის შეხება ვიგრძენი წელზე, ჟრუანტელმა დამიარა და ადგილს მივეყინე -არ წახვიდე -რატო?-ხმის კანკალით ვკითხე -გთხოვ-მისკენ მიმიზიდა-ნუ გეშინია არაფერს ვაპირებ, უბრალოდ ჩემთან დაწექი, გთხოვ-გაისმა მის ხმაში მუდარა -კარგი-ნელა მივუახლოვდი საწოლს და წამოვწექი, ისიც დაწვა და ხელი ძლიერად მომხვია წელზე, ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი, მიხაროდა! კი, ნამდვილად მიხაროდა, ასე არასდროს ვყოფილვარ!! -მადლობა-გაისმა მისი თბილი ხმა -რისთვის? -რომ უძლებდი ჩემს ათასგვარ ახირებას -... -ცუდად გექცეოდი, ბოდიში-თვალი მისკენ გავაპარე, შევხედე და მივხვდი, რომ ჩაეძინა, ფრთხილად შევახე სახეზე ხელები -მიპატიებია-ვუთხარი და თავი მის მხარს დავადე * * * ტკბილი ძილი დამირღვიეს! სულ ჯაფარიძის ბრალია, რას აიჩემა ახლა წავიდეთო, შუა ღამეს ვინ დადის ტყეში -ჩქარა ჩაალაგე და წავიდეთ -ძალით მიკეთებ ჰო?-ვუთხარი ახლად შემოსულ ჯაფარიძეს -არა, მინდა მალე ჩავიდეთ იქ -ასე რატომ ჩქარობ?-დაეჭვებით ვკითხე -უბრალოდ მინდა და სულ ესაა -თუ მეტყვი უმჯობესია -ნახავ-ეშმაკურად გადმომხედა და ოთახიდან გავედით -მეძინება ჯაფარიძე-თვალებზე ხელი ავიფარე და ბანცალით გავყევი -მოითმენ -აუ კარგი რა ღამის 3 საათია, აქ დავდივართ რა წესია? -რომ მორჩები წუწუნს მითხარი-ერთი ამოვიოხრე და უკან მივყევი... -შევისვენოთ-ამოვიოხრე და მოწყვეტით დავჯექი მიწაზე -დაიღალე? -ჰო, რამდენ ხანში მივალთ? -ჯერ მხოლოდ 2 საათი ვიარეთ, გამთენიისას მივალთ -ანუ კიდევ 1 საათი და ცოტა მეტი მოგვიწევს სიარული, მეძინება-თვალები მოისრისა და დაამთქნარა -ახლა არა რა-ამოიოხრა ჯაფარიძემ და მიძინებულ გოგონას თვალი შეავლო, ოდნავ დაიხარა, ხელები ფრთხილად მოხვია წელზე და ხელში აიყვანა, შეისუნთქა ტასოს სურნელი და მაგრად მიიხუტა, ესიამოვნა ტასოს სითბო და მკლავებში უფრო გაინაბა. დიმიტრის გაეღიმა და ფრთხილად შეახო ტუჩები გოგონას სახეს.. * * * -აქ რა ამბავია?-გაოცებას ვერ მალავდა დიმიტრი, სწრაფად წამოხტა ალექსანდრე ფეხზე და ელიაბედს გადახედა -ის..იცი..-სიტყვებს თავს ვერ აბავდა -რა ხდება?-წამოვყავი საწოლიდან თავი და როცა შევხედე დიმიტრის როგორ ყავდა ტასო ხელში და როგორ იდგა ფეხზე გაკვირვებული ალექსანდრე, თავი წამში ჩავყავი საბანში და სიცილი დავიწყე, ტასომ თვალები ჭყიტა, უხერხულად შეიშმუშნა და როცა გააცნობიერა სიტუაცია საწოლისკენ გამოექანა და ელისაბედს თავზე დაახტა -ელის-ყვიროდა ტასო -ტას-ამოყო თავი საწოლიდან და მაგრად ჩაეხუტა -ღირდა ამად-კმაყოფილმა თქვა დიმიტრიმ და გოგოები აათვალიერა -აბა გადით აქედან ჩქარა-დავტუქსე ბიჭები და კარებისკენ მივუთითე -ჰო-გამომესარჩლა ტასოც და გაეცინა, ბიჭებმა ოთახი დატოვეს და ჩვენ ჭორაობას შევუდექით.. * * * -არ გამოხვალთ?-მობეზრებულად თქვა ალექსანდრემ და კარზე მეოთხედ დააკაკუნა -15 წუთში-სიცილით გასძახეს გოგონებმა -ვიცი მე თქვენი 15 წუთი..4 საათია ოთახში ხართ, რა ვერ მორჩით?-გამოესარჩლა დიმიტრი -გვშია-მუცელზე მოითათუნ ხელი მინესოტელმა -ჰო კარგი კარგი-ბუზღუნით ადგა ფეხზე ელისაბედი და კარები გააღო გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ბიჭები უყურებდნენ და ტკბებოდნენ -აი წარმოიდგინე ესენი ჩვენი ცოლები-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა დიმიტრიმ -აუ-თავზე ხელი მოისვა ალექსანდრემ გოგონებმა სუფრა 4-ზე გააწყვეს და ბიჭებს დაუძახეს, ოთხივე ერთად იჯდა და პიცას მიირთმევდა -რა კარგი ხელი გქონიათ-კმაყოფილმა შეაქო მინესოტელმა გოგოები -მადლობთ-მიუგო ელისაბედმა -მაგარია-მეორე ნაჭერს დაწვდა დიმიტრი -გეამათ ბიჭებო?-სიცილით გადახედა ტასომ ელისს -კი, თან როგორ-წამში დაუბრუნა პასუხი დიმიტრიმ -შემოვლაზე როდის წავიდეთ?-იკითხა მინესოტელმა -ხვალ დილით -კარგი -ახლა რა ვქნათ?-მოწყენილმა იკითხა ტასომ -აუ, რამე მოიფიქრეთ, მე არ მეძინება-ხელები ერთმანეთს გაუსვა ელისაბედმა და თეფშების ალაგებას შეუდგა -წამოდი გავისეირნოთ, ტყეა, სუფთა ჰაერია-გადახედა დიმიტრიმ ალექსანდრეს -ჰო, კარგი ტყეში სეირნობდნენ ოთხივე ერთად, შუაში გოგოები და გვერდიდან ბიჭები -დიმიტრი გახსოვს აქვე ახლოს ხეზე სახლი რომ ავაშენეთ? -რა დამავიწყებს, მაშინ ახალი მოსულები ვიყავით ჯარში -წავიდეთ-წამოიყვირა ელისაბედმა -ჰო, მიდით რა ბიჭებო-მხარი აუბა ტასომაც -წამო ვნახოთ, კიდევ ცოცხალია?-ჩაიხითხითა ალექსანდრემ -ჩვენი სახლი-ემოციებს ვერ მალავდა დიმიტრი -რა ხმაა?-დაეჭვებულმა იკითხა ტასომ -ხმა? -ჰო, ხმა ისმის-შიში შეეპარა ხმაში ელისაბედს -წამოდი ვნახოთ-უბიძგა დიმიტრის ალექსანდრემ, კიბეები აიარეს და შიგნით შევიდნენ -რა?-შეიცხადა ალექსანდრემ მ -ალექსანდრე და დიმიტრი?-შეიცხადა ერეკლემ- -რა?-ელისაბედმა ანას და ერეკლეს გადახედა -ვაიმე-თავი დახარა ანამ -რას აკეთებთ?-გამოსცრა ალექსანდრეს კბილებსშორის -გამოდით და აგიხსნით-ერეკლე წამოდგა და ბიჭები ქვემოთ ჩაიყვანა -დაიწყე-ტასომ დაკრა ანას მხარზე ხელი -ერეკლემ თქვენ რომ წადით ასე მითხრა, წამოდი ერთ ადგილას უნდა წაგიყვანოო, მეც წამოვყევი, დღეს დილით მოვედით აქ, ჩემზე ჩახუტებული იყო, მელაპარაკებოდა თავის ამბებს და თან შემოვიდა დიმიტრი და ალექსანდრე -კაი ნუ ღელავ, ერეკლე ყველაფერს აუხსნის -იმედი მაქ ცუდი ადამიანი არ ვეგონები მათ-თავი მორცხვად დახარა ანამ-ცუდი არაფერი ყოფილა -ვიცი გენაცვალე, ნუ გეშინია შენ-ხელი მოხვია ელისაბედმა, ოთახში სამივე სიცილით შემობრუნდა, გოგოებს გაეღიმა, ანამ ერეკლეს გადახედა, მანაც თვალებით ანიშნა ყველაფერი რიგზე არისო და დამშვიდდა -აბა ძმაო, აქ რამე არ გაქ სასუსნავი? -კი-წარბები აათამაშა ერეკლემ -მაინც? -შამპანური -ჰოდა ვსვამთ-გაეცინა დიმიტრის -ამ ჭიქით გაუმარჯოს ჩვენს ახალ წყვილს, ერეკლესა და ანას, დაგლოცავთ-ჭიქა მაღლა ასწია დიმიტრიმ -დაგლოცავთ ანა და ერეკლე, ჩემო ძმაო, დიდხანს შეგენარჩუნებინოთ ეს სიყვარული-მოსვა შამპანური -მე სახლში ვბრუნდები-თქვა დუმილის შემდეგ ერეკლემ -რა?-გაოგნდა ალექსანდრე-რატო? -ანა უნდა მოვიყვანო ცოლად, 7 თვეში ამოიწურება ვადა და ანას მეც მივყვები -გილოცავ ძმაო-ჩაეხუტა ალექსანდრე -შენ არ ბრუნდები? -რატო? -მეგონა შენც დაბრუნდებოდი, თუმცა ჯერ ვერ ხვდებით ვერცერთი, მაგრამ მალე მიხვდებით-გადახედა ოთხივეს -რას უნდა ვხვდებოდეთ?-გაიკვირვა დიმიტრიმ -აი ჰო ვთქვი-გაეცინა ერეკლეს და ანას გადახედა -ვერ ხართ-სიცილით თქვა ტასომ -მიხარია ძაან ერთად რომ ხართ-აღნიშნა ელისაბედმა -მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ-წამოდგა ფეხზე ერეკლე-მინდა ის სიყვარული დავლოცო, რომელიც თითოეული ჩვენგანი გულშია, რომელიც ათას სისულელეს გაკეთებიებს და ვერ ხვდები,(ალექსანდრეს გაახსენდა ტყეში ელისაბედთან ერთად სირბილი და დაღმართში დაგორება, დიმიტრის კი ტასოსთან ერთად წარმოსახვითი ადამიანის გვერდით ცეკვა) იმ სიყვარულს გაუმარჯოს მისი შეხებისას ჟრუანტელი რომ გივლის (ელისაბედს გაახსენდა როგორ ჩაეხუტა და ჟრუანტელმა დაუარა ალექსის შეხებისას, ტასოს კი გაახსენდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა როცა დიმიტრის შეეხო) იმ სიყვარულს გაუმარჯოს, სადაც თავიდან ყველაფერი ჩხუბით იწყება, ხოლო ბოლოს დიდი გრძნობით გვირგვინდება, იმ პატარა ნაპერწკალს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გულებში ბუდობს და გაღვივება სჭირდება...სიყვარულს გაუმარჯოს!! -გაუმარჯოს!!! -გაუმარჯოს!!! -სიყვარულს გაუმარჯოს!!! -გაგვიმარჯოს -წავედით-გასცა ბრძანება მობანცალე დიმიტრიმ -სად?-შეიცხადა ტასომ -ჩემთან მოდიხართ სახლში-აიქნია ხელი ალექსანდრემ -მთვრალი ხარ დაჯექი-ვცდილობდი დამეკავებინა -ელის, ჩემო ელისაბედ-სითბო იგრძნობოდა მის ხმაში -გისმენ ალექსანდრე -წავიდეთ -სად? გამოდი სუფთა ჰაერზე-ფრთხილად ჩავიყვანე კიბეებზე და ტყეში სიარული დავიწყეთ -ელისაბედ, წამოდი -სად? -ჩემთან -შენთან რა მინდა? -წამოდი ჩემთან და მე წამოვალ ჯარიდან, ერთად ვიცხოვროთ -მთვრალი ხარ ალექსანდრე, წამოდი მივბრუნდეთ * * * -ტასუნა -გისმენ დიმიტრი -მე არავინ მყვარებია -ჰო -ახლა მიყვარს -კარგია -შენ? -არ ვიცი -გამომყევი აივანზე იდგნენ ერთად -ჩემთან იცხოვრებ? -შენთან სად? -სახლში -შენ ჯარში ხარ -იქედან წამოვალ, როცა შენ დაამთავრებ -მთვრალი ხარ და არ იცი რას ამბობ, შემოდი შიგნით და წამოდი საწოლში წაგიყვან მიიყვანა და საწოლთან დასვა -კარგი გავალ მე ახლა-კარებისკენ წავიდა, მაგრამ მოძრაობა შეწყვიტა, როცა იგრძნო ცხელი სუნთქვა ყელზე -აქ დარჩი -მე..მე უნდა წავიდე -გთხოვ-მთელი სითბო ჩააქსოვა ამ ერთ სიტყვაში, სხვა გზა არ ქონდა, ისიც მივიდა და საწოლში შეწვა, ხელი მოხვია წელზე და მაგრად მიიხუტა, ეკლებმა დააყარა ტასოს, გულმა ბაგა-ბუგი სწრაფად დაიწყო, სუნთქვაც გაუხშირდა, დემეტრე უფრო და უფრო ძლიერად იხუტებდა, მის ყელში ჩაყო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა ტასოს სურნელი, ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ყელზე, ტასოს გაეღიმა და მანაც ძლიერად მოხვია ხელები მხარზე * * * -მოდი ჩემთან-ძლიერად მიიხუტა ალექსანდრემ ელისაბედი -ჩემთან ჰო იქნები? არ დამტოვო აქ რა..ვერ დავიძინებ-ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი -კარგი-თავი ძირს დახარა და უკან მიყვა, საწოლში შეწვა, ალექსანდრემ გულზე დაადებინა თავი და მაგრად მიიკრა მის ახურებულ სხეულზე, ერთიანად დაუარა ელისაბედს ცხელმა და ცივმა ტალღამ, გააჟრჟოლა კიდევ ერთხელ, იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა, უსმენდა ალექსანდრეს აჩქარებულ გულისცემას და გრძნობდა როგორ იყო ახლა იგი...ხელები ყელზე მოხვია და მისკენ აიწია, ალექსანდრე გაღიმებული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას -ელის-გაისმა ოდნავ დაბოხებული ხმა -ჰო-შეკრთა ელისაბედი -შეგიძლია გამომყვე? -სად? -გთხოვ, ერთი ადგილი მინდა გაჩვენო -კარგი უკან მიყვებოდა ტყეში ალექსანდრეს, თავის სახლს მიადგნენ, სახლში შეიყვანა და ლიფტით ზედა სართულზე აიყვანა -რა ლამაზია-მკაფიოდ მოჩანდა მთელი ტყე -ჰო, მალე გათენდება და მზე ამოვა -დარწმუნებული ვარ ლამაზი იქნება -გასაოცარი -ჰო -ოდესმე გყვარებია? -არა -მე კი, ახლა მიყვარს!! -... -იცი ვინ შემიყვარდა? -ვინ?-კანკალით უპასუხა, გულის სიღრმეში გრძნობდა რაღაცას, მაგრამ არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ეს დაეჯერებინა, მზე ამოიწვერა, ნელ-ნელა დაიწყო დედამიწის განათება, მზის სხივები ანათებდა ორ სხეულს, რომლებიც ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ და უყურებდნენ თვალებში -შენ, შენ შემიყვარდი, ვიცი ეს სიგიჟეა, მაგრამ ასეა, იმ დღიდან შემიყვარდი და დაასვე გულს დაღი, როცა პირველად დაგინახე, უბრალოდ არ მინდოდა ამას შევგუებოდი და ჩემს თავს ვატყუებდი, რომ არ მიყვარდი, სინამდვილეში კი მაგიჟებდი, ახლაც მაგიჟებ, იმიტომ, რომ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული ხარ-ნელა მიუახლოვდა ელისაბედს, მისი სახე ხელებში მოიქცია, დაიხარა და ნახად შეეხო მის ზედა და შემდეგ ქვედა ტუჩს, გააჟრჟოლა ელისაბედს, ალექსანდრე ნაზად უკოცნიდა ორივე ტუჩებს, ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და მაგრად ჩაეხუტა, ელისაბედს ცრემლები წამოუვიდა -მეც..მეც მიყვარხარ! * * * დიმიტრი ბედნიერად გრძნობდა თავს, როცა მასზე ჩახუტებული ტასო გვერდით ეწვა, ფრთხილად წამოჯდა და ტასოს გადახედა, შეხედა როგორ გამალებით უყურებდა -რაღაც მინდა გთხოვო -გისმენ -გამომყევი ერთი წუთით აივანზე გავიდნენ ორივე, ტასო გამალებით აკვირდებოდა მის ყოველ ქცევას, ვერ ხვდებოდა რას აპირებდა -მადამ-რევერანსი გააკეთა და ხელი გაუწოდა, ტასომაც ჩაჰკიდა ხელი და უკან მიყვა, ამავე სახლის სახურავზე იჯდნენ და უყურებდნენ ვარსკვლავებს, ტასო უყურებდა ცას, რომელსაც შეჰპარვოდა სინათლის ნატამალი.. -ამ ვარსკვლავებს ხედავ?-მიუთითა დიმიტრიმ ცაზე -კი -სწორედ ასეთივე უსასრულოა ჩემი შენდამი გრძნობა-ტასოს გახედა, რომელიც გამალებით უცქერდა მას, ტასო ხვდებოდა რა დიდი გრძნობით იყვნენ ეს ორნი დაკავშირებული ერთმანეთთან, უყურებდა და ბედნიერებით ივსებოდა-სწორედ ისეთივე თბილი, როგორიც მზეა, ისეთივე კაშკაშა, როგორიც ცა, ისეთივე ლამაზი, როგორიც ვარდი, მაგრამ ამ გრძნობას, რომელსაც მე შენდამი ვგრძნობ, ვერავინ და ვერაფერი ვერასდროს შეცვლის, მიყვარხარ ჩემო ანასტასია თვალზე ბედნიერების ცრემლებმა იწყეს დენა, ღაწვებზე გაიკაფეს გზა პატარა წყლის წვეთებმა, უხაროდა, უბედნიერესი იყო, რომ ასეთი ადამიანი შეუყვარდა, ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა, როცა მის ცივ ტუჩებზე იგრძნო ცხელი ტუჩების შეხება, ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა, მთელი სინაზით კოცნიდა ამ ცივ ტუჩებს, დიდი სიყვარულით ივსებოდა ტასოს გული, გულმა ცემა სასტიკად დაიწყო, სუნთქვაც გაუხშირდა, დიმიტრიმ ხელები წელზე მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში, ტასომაც გაიგონა დიმიტრის აჩქარებული გულისცემა და გაეღიმა -მეც მიყვარხარ, ჩემო ლეიტენანტო!!! -დავიღალე!-ქვაზე ჩამოჯდა ელისაბედი -მეც!-გვერდით მიუჯდა ტასო -აუ ერეკლე, დავიღალე-თავი დაადო მხარზე -აბა გოგოებო სკუპი ეხლა ზევით-გაიცინა ალექსანდრემ და თითით გვანიშნა, რომ ავმდგარიყავით -შენ ჩუ-წარბი ავუწიე-მიჩვეული ხარ და აბა ჩვენ გვკითხე -აუ დემე დავიღალე-ამოიკრუსუნა ტასომ -რაო?-გაკვირვებულმა გავხედე ტასოს -დემეო-დააზუსტა ალექსანდრემ -აჰა, გასაგებია, დახარე ჰო ახლა თავი, რას გვიმალავ რომ გვიმალავ ერთი-სიცილი დავიწყე -ბიჭო, რატო არ მითხარით შენ და ტასომ?-გახედა ალექსიმ -აუ, რავი, გუშინ ავუხსენი სიყვარული-უხერხულად შემოიდო თავზე ხელი, ელისაბედმა და ალექსანდრემ ერთმანეთს უხერხულად შეხედეს და გაეღიმათ -გილოცავთ-გადაეხვია ანა ორივეს-ახლა ორი წყვილი ვართ -სამი-დააზუსტა ალექსანდრემ, ელისაბედისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა -მადლობა ღმერთს, გეღირსათ სუყველას-გაეცინა ერეკლეს-ჰე თქვით ახლა, ბრუნდებით ჰო თქვენც -კი, გოგოებს არ დავტოვებთ არცერთი-ჩაიტპხუტა გულში დიმიტრიმ ტასო -მიყვარხარ-კისერში აკოცა ტასომ, დიმიტრის გააჟრჟოლა და შუბლზე აკოცა -მეც -ესეიგი ეს ჩვენი დანაყოფის საზღვარია?-გაუკვირდა ანას -ჰო-გაუღიმა ალექსანდრემ მომავალ რძალს -რამხელა ყოფილა-გაიკვირვა ელისაბედმა -მოდი ალექსანდრე ჩვენ სახლში გავიდეთ, მერე წავიდეთ შემოვლაზე -კარგი -გადამცემის ხმაა-აღმოხდა დიმიტრის -ალო, მაიორო თქვენ ხართ?-დაკავშირებას ცდილობდა ალექსანდრე -დიახ, მე ვარ, ბიჭებო ცუდი ამბავი მაქ... -რა მოხდა?-სახეზე ფერი ეცვალა გოგოებს -ჩვენ.ავღანეთში მივდივართ, ომი დაიწყო, სამივეს მოგვიწევს წასვლა-დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ბიჭებს გადახედა -ჩვენც მოვდივართ-განაცხადა ტასომ და ორივეს ხელი გადაგვხვია -არა! თქვენ სამივე რჩებით, ელისაბედი და ტასო ჩვენ დანაყოფს გაწრთვნის, როცა დაგვჭირდებიან გამოუშვებთ, მაგრამ თქვენ არ წამოხვალთ!-მკაცრად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ -რატომ? ალექსანდრე, ბიჭებო, როდის?-ნაღვლიანად დახარა თავი -დღესვე ვბრუნდებით დანაყოფში-ჩანთას ხელი მოკიდა ერეკლემ და ანასკენ წავიდა * * * -მომენატრები ალექს!-ცრემლები წამოუვიდა ელისაბედს -მეც! მუდამ გახსოვდეს ძალიან მიყვარხარ! -დამპირდი! -შენც დამპირდი! -დამპირდი, რომ დაბრუნდები! -დამპირდი, რომ არ წამოხვალ ავღანეთში! -გპირდები! -გპირდები! -გელოდები! -მიყვარხარ! * * * -დამპირდი, რომ დაბრუნდები, ერთად ვიქნებით! -დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მუდამ გეყვარები! -მე შენ მიყვარხარ, ჩვენ ერთად ვიქნებით! -არ გაბედო ავღანეთში ჩამოსვლა! -.. -დამპირდი! -გპირდები! -მიყვარხარ! -მუდამ მეყვარები! 5 თვე გავიდა, რაც ბიჭები ავღანეთში წავიდნენ, ყოველ თვეში ახალ-ახალი ჯარისკაცები მოდიოდნენ და მიდიოდნე ავღანეთში! გოგონები კი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ! ტკიოდათ, ენატრებოდათ, მაგრამ ამას არასდროს ამბობდნენ! არაფერი იცოდნენ ბიჭების შესახებ! უყვართ გულის სიღრმეში, მათზე ფიქრობენ და ლოცულობენ, მაგრამ არასდროს იმჩნევდნენ -ჯარისკაცებო! ნაბიჯით, იარ! -მარშ! ელისაბედი იჯდა ალექსანდრეა ოთახში მის საწოლზე და ენატრებოდა მისი სიყვარული, 2 თვე დარჩა და უკვე სახლში ბრუნდება..ზამთრის არდადეგები ისე გავიდა, რომ ახალწელს მასთან და მის ოჯახის წევრებთან ერთად ვერ შეხვდა, არ წავიდა! მას ელოდა! უნდოდა ოჯახს გაეცნო ალექსანდრე! არ წავა სახლში ალექსანდრეს გარეშე! თუ საჭირო გახდება აქ დარჩება მთელი ცხოვრება! უყურებდა ტასო დიმიტრის სურათს, რომელიც მაგიდაზე იყო და ფიქრობდა, თუ როგორ ძლიერად შეუყვარდა ეს ადამიანი! ენატრება! ახალმა წელმაც მათ გარეშე გაიარა! არა! არ წავა დიმიტრის გარეშე! მანამ არ მოიცვლის ფეხს ჯარიდან, სანამ მისი დიმიტრი არ ჩამოვა ავღანეთიდან! ორივეს გულის სიღრმეში პატარა იმედი დარჩათ იმისი, რომ ისინი დაბრუნდებიან, არაფერი იციან მათ შესახებ, არ იციან ახლა როგორ არიან ,,მათი" ბიჭები, სიგიჟემდე ენატრებათ და გულს უღრღნის ეს ტკივილი და მონატრება! * * * 1 თვის შემდეგ -ანა, მომისმინე! ვიცით, შენც გენატრება, ჩვენც გვენატრებიან ბიჭები, დრო ისე სწრაფად გადის, რომ ვერც კი ვხვდებით, ვიცი ერეკლე გენატრება, მაგრამ ნუ დარდობ, ისინი დაბრუნდებიან! ჩვენთვის იცოცხლებენ!-ცდილობდა ელისაბედი გაემხნევა ანა -მე ის დამპირდა! -ჩვენც დაგვპირდა!-ჩაება საუბარში ტასო-ისინი ერთად ჩამოვლენ! ჩვენ კი ექვსივე აქედან წავალთ, გავშორდებით ამ ამდგილს, თან წავიყოლებთ ჩვენს მეგობრებს, გიორგის, საბას და დათოს. -მენატრება-ცრემლები წამოუვიდა ანას -ჩვენც-ჩაეხუტა ელისაბედი -ლეიტენანტებო!-გაისმა უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძის ხმა -გისმენთ!-ხელი შუბლთან მიიტანა ორივე გოგომ -მაიორი ჩამოვიდა, თქვენთან საქმე აქვს! -გმადლობთ, მივალთ! -ლეიტენანტო ამაშუკელო!-გახედა ტასოს-ლეიტენანტო დადიანო!-გამომხედა მე-მე ვიყავი ავღანეთში, 2 ამბავი მაქვს, ერთი კარგი და 1 ცუდი -თქვით მაიორო, გისმენთ! -ერეკლე ვიპოვეთ, ახლა ჰოსპიტალშია, ფეხი ქ მოტეხილი, ანას უთხარით და ნახოს! -ბიჭები? ისინი? -არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ 2 გვამი იპოვეს, სახე წაშლილი აქვთ, ვერ გაარჩევ მის სახეს, გადავაგზავნით მათ ცხედრებს და ანალიზის საშუალებით ვეცდებით გავარკვიოთ ვისი ცხედრებია, მაგრამ არ მინდა შეგაშინოთ, შეიძლება არ არიან, ან არ ვიცი! არ ინერვიულოთ! ეს უნდა მეთქვა-რა იგრძნეს გოგოებმა? დიდი ტკივილი, განშორება, მონატრება, ყველაფერი ერთდროულად, ახლა მხოლოდ უნდა ილოცონ, რომ ისინი ცოცხლები აღმოჩნდნენ, დანარჩენ შემთხვევაში უძლურები არიან! 1კვირის შემდეგ -პასუხია, ანალიზის!-ოთახში შევარდა ერეკლე გოგოები გიჟივით გავარდნენ და წერილი გახსნეს 2კვირის შემდეგ ოთახში იჯდა ტასო და ტიროდა! ენატრებოდა მისი სიყვარული! როგორ უნდოდა ახლა ჩახუტებოდა! მის მაგივრად საწოლს ეხუტება და ტირის, უეცრად ძაღლის ხმა გაიგონა! გიჟივით წამოხტა ფეხზე, დაინახა პატარა ჩიხუახუა -შენ? ამას აქ რა უნდა?-გაუკვირდა, გიჟივით მივარდა და ჩაიხუტა მისი საოცნებო ძაღლი -ვის დაეკარგე პატარა?-გაიცინა ტასომ, ყელზე პატარა ფურცელი ქონდა ჩამოკიდებული, გახსნა და შემდეგი სიტყვები წაიკითხა: ,,will you merry me?" თავი მაღლა აწია და როცა მის საყვარელ ადამიანს შეხედა გიჟივით ჩაიხუტა, დიმიტრიმ ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო * * * ელისაბედი იჯდა იმ სახლის სახურავზე, რომელთანაც ყველაზე დიდი და ტკბილი მოგონება აკავშირებდა, იხსენებდა როგორ აუხსნა სიყვარული ალექსანდრემ და ცრემლები დიოდა, ენატრებოდა! უყვარდა! იგრძნო შეხება, მიტრიალდა, დაინახა მონატრებული სიყვარული, ნელ-ნელა ნათდებოდა არემარე, მზე ანათებდა ამ ორი ადამიანის სახეს, ისევ ისე როგორც მაშინ -გამომყვები ცოლად?- დაიჩოქა და ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო 2015 წლის 26 მაისი ორი წყვილი იდგა საცეკვაო მოედანზე, ელისაბედი და ტასო თეთრ კაბებში, ხოლო დიმიტრი და ალექსანდრე სმოკინგში გამოწყობილი იყვნენ.. ორივე წყვილი ვალსს ცეკვავდა, ნელა ტრიალებდნენ ღია ცის ქვეშ, გაიელვა და წვიმამ დაიწყო, ისინი ცეკვას არ წყვეტდნენ, ტრიალებდნენ წვიმაში და ბედნიერებით ივსებოდნენ, ყველა სტუმარი წავიდა, მხოლოდ დემეტრე ბაბუ უყურებდა ამ ორი წყვილის გიჟობას ფანჯრიდან და ბედნიერებით ივსებოდა...! აბა როგორ მოგეწონათ ვისაც არ წაგიკითხავთ?❤ იმედია ისიამოვნეთ❤ სულ მალე ახალ ისტორიას შემოგთავაზებთ ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.