შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (6)


12-01-2016, 00:00
ავტორი tsn
ნანახია 2 592

ლიზა:

- ხასიათ წამხდარი შევბეუნდი სახლში და კართან აყუდრბული მათე და სანდრო დავაიგნორე, თუმცა არ გაჭრა
- აბა? - მკითხა მათე და ცალი წარბი მაღლა ასწია
- რა აბა? - ვითომ ვერ გავიგე
- ის, რომ ლუკა მოგწონს - ეგრევე წამოიძახა სანდრომ
- სულაც არააა - ვცადე მოტყუება, მაგრამ როდის ყოფილა, რომ მათი მოტყუება შემძლებოდა
-კი- იყვირეს ერთ ხმაში
- ააარა
-კიი
-არაა
- კარგი რა ჩვენ მოგვატყუებ? - სახე დამანჭა მათემ
- შეეშვი, ლიზა გახსოვს ალბათ რაიმეს როცა გვიმალავ რა ხდდება?- მკითხა სანდრინიომ და ბოროტულად ჩაიღიმა
- ოოო, ახლა ვეღარ გადავრჩები, ეს ოხერი ჩემს თავს არ ვუტყდები და ამათ რა ვუთხრა- არაა, არ მახსოვს- სინამდვილეში მახსოვდა და უკვე მზად ვიყავი გასაქცევად, მათემ რომ ამიტაცა და ბოლო ხმაზე დაიყვირა
- ოპერაცია ''გამოვტეხოთ ლიზა'' იწყება.. დამიჭირა ამ ორმა ახმახმა და ხან ერთი მიღიტინებს, ხან მეორე.. იციან ამას რომ ვერ ვუძლებ
- აუ კარგით რა, რა აზრი აქვს ასე იმას მათქმევინებთ რაც თქვენ გინდათ - ვყვიროდი და სულს ძლივს ვითქვამდი.. ვფართხალებდი, ვწიოდი, ვკიოდი და მოვახერხე გაქცევა. დივანზე ბალიშებს დავავლე ხელი და სათითაოდ ვესროლე, აი ეს მაკლდა ლონდონში..
- აუ ამას შეხედეთ ერთი ეე - დაიყვირა მათემ და ბალიში მესროლა, სანდროც აყვა, ასე გავაჩაღეთ მესამე მსოფლიო ომი ჩვენს სახლში, აღარც კი გვახსოვდა რატომ ''ვომობდი''.. ოთახი ბუმბულებით აივსო. მერე მათე ვითომ ჩემს მხარეს გადმოვიდა და სანდრო ''მივაბალიშეთ'', მერე მათეც, არც ერთი ვიყავით კარგ დღეში, ბუმბულები თმებზე, ტანსაცმელზე, იატაკზე, ჰაერში - ყველგან იყო.. აზრზე დედას მკაცრმა ტონმა მოგვიყვანა, დილით ის და მამა გავიდნენ, ახლა დაბრუნდა და აი რა დახვდა, დაიწყო ორსაათიანი ლექცია, ჩვენ კი სიმაღლის მიხედვით დავეწყეთ. დედამ დაიწყო და რა დაიწყო, ბოლოს კი სამივე მტვერსასრუტით და დასუფთავების საშუალებებით ხელში ვალაგებდით ოთახს რომელიც საბრძოლო ველს უფრო გავდა, ისეთი სასაცილო იყო მათე მტვერსასრუტით ბუმბულებს რომ დასდევდა, ან სანდრო რომელიც ცდილობდა გაფუჭებული ნივთები შეეგროვებინა და თაროებიდან ბუმბულები მოეშორებინა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში, მე მეორე მტვერსასრუტით დავდევდი ბუმბულებს.
საკმაოდ დიდი დრო წაიღო დასუფთავებამ, დედაც აღარ ჩანდა გაბრაზებული
- აბა ბუმბულების დედოფალო, როდისთვის ბრუნდები ლონდონში - ჯანდაბაა, არავისთვის მითქვამს საბუთები რომ აქ გადმოვიტანე და აღარ მივდივარ...
- მამა რომ მოვა ყველას გეტყვით - ვუთხარი და მაცივარში შევძვერი - მათეე, მატიააას - გავძახე ძამიკოს
- მიდი მთხოვე - რა კარგად მიცნობს
- მათეე, ჩემი ნივთები ჩემს ბინაშია და აქ არ მომატანინებ? ერთად გავიდეთ
- თუ კარგ საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ - ამბობს სანდრო
- ჩემს ბინაში მივდივართ, ნივთები იქ მაქვს და, ხო მართლა მომეწონა ბინის დიზაინი, ყოჩაღ
- მათულიუსიც დამეხმარა, შე ბოღმა ადამიანო ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ
- ჩემი გულისხმიერიიი
- ჩემი გულისხმიერი - გამაჯავრა მათემ
- ვიღაცამ იეჭვიანაა - დავეღრიჯე მათეს და მასაც მოვეხვიე
- წავედით - სანდრომ მანქანის გასაღები აიღო და გავედით,
- ლიზა ბევრი ბარგი გაქვს? - სხვათაშორის იკითხა მათემ,
- კი სიხარულო, ბევრიი
- რამდენი ხნით ჩამოხვედი?
- სულ
- როგორ სუულ - ხმა ამოიღო სანდრომაც და დაამუხრუჭა - გაგიჟდი? შენი სწავლა? ამას რატომ აკეთებ?
- აუ არ მინდა იქ, საბუთებიც კი გადმოვიტანე, აქ ვისწავლი. თქვენგან შორს არ მინდა, აღარ მინდაა - ცრემლები წამომცვივდა
- კარგი ლიზი, როგორც გინდა, ოღონდ არ იტირო რა - მითხრა მათემ და ცრემლი მომაშორა - ხომ იცი ჩვენ შენს გვერდით ვართ, ისეც გული მისკდებოდა ამ სიშორეზე რომ იყავი გადაკარგული
- ხოო ლიზ, ჩვენ შენთან ვართ - დამამშვიდა სანდრომაც
- არ ვიცი დედას და მამას რა რეაქცია ექნებათ
- ამაზე მერე ვისაუბროთ რა, ახლა გვითხარი მოგწონს თუ არა ლუკა - მკითხა სანდრომ და მანქანა გააჩერა ჩემს ბინასთან
- არ ვიცი, აუ რაში გაინტერესებთ რა. ლუკა მოგწონს - გავაჯავრე სანდრო.. ბიჭებს არაფერი აღარ უთქვამთ. ჩემი ნივთები, რომლებიც არ ამომილაგებია ჩამოვიტანეთ. შემდეგ კი სახლში მივბრუნდით. დედამ ამდენი ბარგი რომ ნახა მიხვდა რომ დაბრუნებას სავარაუდოდ აღარ ვგეგმავდი, მამაც შინ იყო, ამიტომ ყველას ვესაუბრე, არ ჩანდნენ დიდად უკმაყოფილოები, რადგანაც ჩემი ამბავი იციან, იციან რომ ჩემთვის განათლება მნიშვნელოვანია. ლონდონის უნივერსიტეტში საკუთარი ძალისხმევით მოვხვდი. არ ჩამირევია არც მამა და არც ვინმე ვინც დამეხმარებოდა.. მოკლედ ლიზა თოდაძე წარმატებული სტუდენტია.. მოსაღამოვდა, მე და ჩემმა ძმებმა ვიღლაბუცეთ, გავერთეთ, ძველი დროც გავიხსენეთ, როცა სანდრაც აქ იყო, ეჰჰ ნაადრევად გაგვიფრინდა, უეცრად მათემ მკითხა
- ლიზ შენ როდის თხოვდები
- არ ვთხოვდები მეე
- ნუ მაშინებ გოგოო, ისე რომ მოგიტაცონ?
- გამოვიქცევი
_ ვთქვათ ჩაგკეტეს
- ფანჯრიდან გავიპარები
- დავუშვათ მეექვსე სართულზე ხარ
- ოო, შენ ჩემკენ ხარ თუ გამტაცებლისკენ რა
- შენ ოღონდ ვინმემ წაგიყვანოს...
- შე მასხარა, მზითვებში გამომყვები შენ ისეთი ხარ,
- ლუკ...
-წავედი ვიძინებ და ლუკაზე სიტყვა აღარ დაძრა, ვუთხარი მათეს და ორიოდე ნათქვანი ბგერა პირზე შევაყინე და დასაძინებლად წავედი, ცოტა ხანში კი სანდრო და მათეც შემოლაგდნენ, მომიმწყვდიეს შუში და დავიძინეთ ტკბილად

ლუკა

- ლიზასგან წამოსვლის შემდეგ მეგობრებს გავუარე, იოანე და საბა ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არიან. ერთად გავიზარდეთ
-ლუკა ძმა როგორ ხარ, სად ხარ რომ დაიკარგე - მკითხა საბამ და მეც მოვუყები ბოლოდროინდელი ამბები
- ერთ ნახვით შეუყვარდა ტოო, აზრზე ხარ საბა? ჩვენი დონ ჟუანი გაება
- გაება, გაება, ხო გავები მერე?
- არაფერი ძმა, აბა შენ იცი - თქვა იომაც - რას აპირებ
- არ ვიცი, ჯერ ცოტა ხნით აღარ ვნახავ, საეროდაც მის მეზობლად სახლი იყიდება და მის ყიდვას ვაპირებ, მერე გადავალთ მე და ქეთო, აუ,ილებლად ვიყიდი
- კარგი იდეაა - ტელეფონის ზარმა საუბარი შეგვაწყვეტინა, სერიოზული პრობლემაა სამსახურში, ბიჭებთან ერთად გავედი, თითქმის მთელი დღე ამ პრობლემების მოგვარებას მპვუნდი, მერე კი დედასთან წავედი
- მოხვედი დეე, ჩემი ბიჭიი, როგორ ხარ დეე, რა სახე გაქვს?
- დავიღალე დეე, თან მომენატრე, ხომ იცი როგორ მიყვარხაარ
- გენაცვალოს დედა - მითხრა და მაკოცა - შეჭამ დეე?
- კი დე რაა.
- წადი ხელები დაიბანეე - ეს მისი დაზეპირებული ფრაზაა
- ვიცი, ვიცი პატარა აღარ ვარ
- ჩემთვის სულ პატარა იქნები- დედამ მაგიდა გააწყო ვივახშმეთ, ლიზა გამახსენდა და ჩავფიქრდი, ეს დედას არ გამოპარვია
- რაზე დიქრობ? - მკითხა გამომცდელად, მეც გამეღიმა და მას ყველაფერი მოვუყევი, დედა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, ჩემი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა, ბოლოს სახლზეც კი შევაპარე და უყოყმანოდ დამთანხმდა, ის უსიტყვოდ მიგებს
- ოღონდ შენ იყავი ბედნიერი შვილო, მე მეტი რა მინდა- მითხრა და ჩამეხუტა, მაგიდა ერთად ავალაგეთ, ნუ მე კი ძირითადად ხელს ვუშლიდი, მაგრამ მაინც ვახერხებდი გაეცინა, დედას დავემშვიდობე და დასაძინენლად წავედი..



№1  offline წევრი natia-natia

ეს სისტორია დზაან მომწონს და მალე დადე

 


№2  offline მოდერი tsn

natia-natia
ეს სისტორია დზაან მომწონს და მალე დადე

აუცილებლად, მიხარია თუ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent