შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ვეტერინარი - 4


12-01-2016, 16:18
ავტორი D-roni
ნანახია 6 639

ბავშვებო თავებს ყოველ დღიურად ვდებ , ამიტომ არ ინერვიულოთ არც ერთი დღე არ ჩავარდება .
იმედია მოგეწონებათ , ისიამოვნეთ ...

^^^

მთელი ღამე თეთრად გავათენეთქო , რომ ვთქვა მწარე ტყუილი გამომივა.
ნახევარი ღამე გავატარე მხოლოდ თეთრ ფერებში , დანარჩენი კი ისევ და ისევ ნათელი და მშვიდი იყო.
იმით ბედნიერი , რომ სადღად ჩემი მომავალი საქმრო მის მომავალ ქორწინებაზე ფიქრობდა მეღიმებოდა და გული მშვიდად მქონდა .
რადგან ვიცოდი მხოლოდ მე არ მიჭირდა მსგავს ფიქრებში დაძინება.
დილით ლოკოკინასავით მეძინა , ერთი ხელი თვალებზე მქონდა მთლიანად აფარებული , მეორე კი მხარზე მედო , რომელიც თავზე მქონდა შემოხვეული ... ( ხო ცოტა გაურკვევლობაა )
ერთი ფეხი "გაშხლართული" მქონდა მეორე სწორად მედო მუხლში ოდნავ მოხრილი.
ყველაზე საინტერესო ისაა , რომ საწოლში შიშველს მეძინა ქვედა საცვალის ამარა.
"მომკალით და ვერაფერს ვიცვმ ზაფხულში"
რომც ჩავიცვა აუცილებლად შემოხეული მექნება მეორე დილას ტანზე , მთვარეული არ ვარ მაგრამ ასე ვარ მიჩვეული , ერთ ღამეს ჩავიცვი მეორე დილას კი სავარძელზე დავინახე "მიკუწმაწებული" .
ჩემი ბინის კარზე ზარი მაღვიძებს.
ბუზღუნით ვიფშვნეტ თვალებს და ფეხზე ვდგები , იქვე გადაფენილ შავ მოკლე სრიალა ატლასის ხალათს ვისხამ ტანზე და ოდნავ ვიკრავ.
სარკეში თმას სწრაფად ვისწორებ და კარისკენ მივდივარ.
კართან მივდივარ და საკეტს ვაბრუნებ.
კარის გაღება და ავალიანის მომაკვდინებელი ღიმილის დანახვა ერთია.
დილა , მზე , ავალიანი , ავალიანის ღიმილი და ჩემი აკუნჩხულებული გრძნობები .
დღე კარგად დაიწყო ...
- ივა ? - გაოგნებულმა ამოვთქვი და განზე გავიწიე შემოსვლა , რომ შეძლებოდა.

- შემომიშვებ ? - მკითხა და ჩაიღიმა.
- რა თქმა უნდა , შემოდი - ვუთხარი და კარი კარგად გამოვაღე , სახლში შემოსულს წინ გავუძეხი , როგორც კი შემოსასვლელი კარი დავკეტე და გასაღები გადავატრიალე - მშვიდობაა ? ბობი კარგადაა ? - გამახსენდა პატარა ლეკვი .
- კი ბობი კარგადაა - ჩაეღიმა და სავარძელზე მის წინ ჩამოვჯექი , დავაფიქსირე როგორ ამატარ-ჩამატარა მზერა და კმაყოფილი გავიბადრე
- წყალს შევისხავ , რომ გამოვხიზლდე. - თავი დამიქნია , სააბაზანოში შევედი და წყალი პირზე შევისხი.
აწითლებულ ლოყებსა და ცხვირის წვეროზე თითები ნაზად გადავიტარე და გამეღიმა.
ის აქ არის ...
მისაღებში გავედი და ავალიანს წინ დავუსკუპდი.
- რამეს ხომ არ დალევ ? - ვკითხე და საზურგეს მივეყრდენი.
- ჯერ არა , მოკლედ რა ხდება დილიდან მირეკავენ დათა და ნინა - თვალეიბი გადაატრიალა მომაბეზრებლად.
- უკვე მივხვდი - თავი ხელებში მოვიქციე და შევეცადე ღიმილი შემეკავებინა.
რა მაცინებს ?! რა მაბადნიერებს ?! ბიჭი , რომელზეც ვგიჟდები თავანის გამო მირთავს ცოლად , მე კიდე ასე არა სერიოზულად ვეკიდები ამ თემას .
ამის შემდეგ ვიღიმი და შორიდან ჩემი თავის გაპუტვა მინდა ახლოდან კი მოფერება .
- რა ვქნათ აზრზე არ ვარ - ხელი მოკლედ გადაპარსულ თმაზე გადაისვა და წარბებს ქვემოდან ამომხედა.
ასე ნუ მიყურებს ... ასე ნუ მიყურებ გთხოვ!
- არც მე , ივა ხომ გაგაფრთხილე არ გვინდათქო ?! - შევხედე და ხმაჩამწყდარმა ამოვილუღლუღე. - რომ არ შევასრულოთ რა ? - ვკითხე გულრწფელად.
- რავიცი , რა რო ? - გამეკრიჭა და ისევ იმ ღიმილით დააგვირგვინა , რომელიც თავგზას მაკაგვინებს.
- მობილური მირეკავს - ხელი დავტაცე და ნინას ნომერს ტუჩებდაბრეცილმა დავხედე - ნინაა ... ხო ნინა ? - რაც ვაცნობე ავალიანს ვინ იყო " ვითომ " ძააან გახარებულმა ვუპასუხე დაქალს .
- რას შვები ვუმენ ? - მკითხა და სავარაუდოდ რაღაც გაიქანა ყბაში.
- გადასარევად - ირონიულად დავუტიე , მაგან რა იცის მე როგორ ვარ მუჰაჰაჰაჰა .
- ხო გეტყობა ხმაზე - გადაიკისკისა - როდისაა ქორწილი ? - მკითხა და ისევ რაღაც " ცეცხლა "
- თქვენ მართლა სერიოზულად აპირებთ მაგას ? - ვკითხე გაოგნებულმა - ნინა ორსულობის დროს "მიამიტდებიან" კი არ "გიჟდებიან" .
- ერთი ჩორტია - ჩემმა დაქალმა კარგად იცის ჩემი "მოწონების" შესახებ და აშკარად რაღაც საოცრებას აპირებს. - მოკლედ არ შესრულება აზრადაც არ გაივლოთ , რომელიმემ თუ უკვე მაგაზე არ ბჭობთ , ხო და კიდევ ჩემო დაო და მომავალო სიძევ ... ქორიწლი უახლოვეს 2 კვირაში გადაიხადეთ რაა , ჩემი და დათუჩას ქორწინებას დაამთხვიეთ .
- შენ ხო არ გძმარავს გოგო მართლა ? - ავპილპილდი მე - რა ორ კვირაში , ორ კვირაში რა მოვასწრო , ან ჩემებს რა ვუთხრა ? - ავნერვიულდი უცებ .
- შენებთან მე წამოგყვები კარგი რაა - უწუწუნდა ნინა .
- ცოტა ხანი გამცილდი , თორემ ... თორემ ... - ორსულადაა ! თავი უნდა შევიკავო ... - დაგირეკავ მერე - გავთიშა და ანერვიულებული გავწექი დივანზე.
- მისმინე ...
- არა ! - საუბარი გავაწყვეტინე ავალიანს - ეს მეტისმეტად ბავშვურად მეჩვენება ... კარტში წავაგეთ ... მერე დავქორწინდით დრო გავიდა და განვქორწინდით ... ხვდები ეს რას ნიშნავს ? - გვერდულად გავხედე .
- ვიცი - თავი ჩახარა და თითები ერთმანეთში ახლართა - თავიდანვე უნდა მეთქვა უარი , ჩემი თანხმობა ანალოგიურია რაც ამ ქორწილზე დათანხმებაა.
- მეც გასაპუტი ვარ ... მყარად დავმდგარიყავი და ვერავინ მათაშებდა ძალით , ეს ნინაც ... მგონი დაგეგმილი ჰქონდა ჩემი აქეთ იქით სირბილი , რომ წაგვეგო ერთს ვერ ვხვდები ... რაში ჭირდებათ ? - ვკითხე და წამოვჯექი.
- მე მარტო იმას ვხვდები , რომ ახლა უნდა ადგე და ჩაიცვა - ჩემს ჩაცმულობაზე მიმანიშნა და მომენტალურად ამიწითლდა ლოყები.
სხეულზე დავიხედე და შევნიშნე როგორ შემხსნოდა ნახევრად შესაკრავი ქამარი.
მკერდი არ მიჩანდა კარგად , მაგრამ ღარი გარკვევით მოჩანდა.
რუჯის გამო , ფერების განსხვავება .
მუცელი თითქმის მთლიანად მოშიშვლებული მქონდა.
ქამარი კარგად შევიკარი და ბღვერით ავხედე "საქმროს"
- დაიწყე უკვე ქმრულები ? - ირონიული ტონი მივაყოლე სიტყვებს.
- ქმრულებს თუ გინდა ახლავე დავიწყებ , პრაქტიკაში - ამ ბიჭს საოცარი ნიჭი აქვს "ჩემი აწითლების და გაჩუმების"
- მაჩმორებს კიდეც უკვე - უკანალის ქნევით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი - ცივ ყავას დალევ ? - გამოვძახე და ყინულები გამოვიღე საყინულიდან.
- არა , წავალ მისმინე დღეს ჩემები გაიცანი და მერე შენებთან ავიდეთ თუ ეცლებათ კაი ? ბარემ მოვაგვაროთ ეგ საქმე .
- რა ვუთხრათ ? - ყინულები იქვე დავდე და შეშინებული ავეკარი დახლს.
- კარგი მოდი ჩამოვაყალიბოთ - სკამზე ჩამოჯდა , ფეხები ოდნავ გაშალა და ერთი ხელის გული ერთ ფეხზე მოიქცია , მეორე მეორეზე. - ერთმანეთი სვანეთში გავიცანით ?
- სვანეთში არ ვყოფილვარ ... - ჩავილაპარაკე და მის წინ მოვთავსდი კომფორტულად.
- რას გაიგებენ ? - წარბები შეკრა სვანურად.
- ჩემი ოცნებაა და სულ ამაზე ვწუწუნებ დრო არ მაქვს ვერ ჩავდივართქო - მეც არ დავაკელი სვანური წარბების შეკვრა ... მაგრამ ის მაინც სვანია და სხვანაირი ხიბლით გამოსდის.
- ზღვაზე ?
- ორი წელია არ ვყოფილვარ - მხრები ავიჩეჩე.
- საზღვარგარეთ ?
- ბანალურია - თავი გავაქნიე მე .
- ნინასთან ? - დაღლილმა შეტარა კოპები.
- შესანიშნავი და დამაჯერებელია - ცერა თითი კმაყოფილმა ავუწიე.
- რამდენი ხნის წინ ?
- 4 თვე ? - ვკითხე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
- ამერიკაში ვიყავი - თავი გააქნია.
- მერე ჩემებმა საიდან იციან ? - ვკითხე გაოცებულმა.
- ჩემებს ხომ კითხავენ რამეს და უეჭველი გამოაშკარავდება - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
- 6 ? - ვკითხე და ფეხზე ფრჩხილები ავიტარე.
- ნწუ ... მივლინებაში ვიყავი კომპანიიდან .
- აბა როდის ? - ყურები ჩამოვყარე გაბრაზებულმა.
- 1 წელი ! - მითხრა დაზუსტებით .
- ასე დიდი ხანი ? - ვკითხე გაოცებულმა.
- ქორწინებისთვის ეგეც ცოტაა - გაბრაზებულმა შეკრა მუშტები.
- ხო ალბათ რამდნეიმე დღე სტანდარტია- ირონიულად ჩავილაპარაკე და ჩავიღიმე- კარგი იყოს 1 წელი ...
- რამდენი წლის ხარ შემახსენე ? - ჩაიღიმა მომაკვდინებლად.
- 24 , შენ ?
- გასაოცარი ... 27 - მხრები აიჩეჩა.
- დაბადებიდღე 27 მარტი ...
- 5 აგვისტო - თვალი ჩამიკრა.
- მოიცა - გონება დავძაბე - აქედან ორი კვირა შენს დაბადებისდღეს უწევს - ჩავილაპარაკე და ტაში შემოვკარი .
- ეგეც იმათი დაგეგმილი იქნება - თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად ავალიანმა.
- კარგი სად ცხოვრობ ?
- არ ხარ ჩემთან ნამყოფი არა ? - ირონიულად აწკიპა წარბები.
- უი ხოო ... საირმეზე . - ძაღლზეც ვიცი ...
- და ან ძმა ? -მკითხა და შევეცადე ემოციები დამეფარა.
- მყავდა ძმა ... პატარა 6 წლის იყო ლეიკიმიით გარდაიცვალა , ექიმმა არასწორად უმკურნალა.
- ვწუხვარ - ჩაილაპარაკა მოწყენილმა - მე მყავს ორი და ...
- მართლა ? - გაცისკროვნებული თვალებით ვკითხე.
- ხო ... მარიამი და მეგი ,მარიამი ძალიან კარგი ხასიათებისაა , მეგი ცოტა ჩაკეტილია ... შეყვარებული მოუკლეს 15 წლის ასაკში - თვალები დახუჭა და სახეზე ხელები ნერვიულად დაისვა.
- ვაიმე - ჩუმად ჩავილაპარაკე და მუხლებზე ხელები მოვიჭირე - ვწუხვარ ...
- მოკლედ ... მყავს სამი უახლოესი ძმაკაცი ... დათა , ზურა და სანდრო , ზურა ერთ კვირაში ჩამოდის მივლინებიდან ცოლი ყავს ანო , სანდრო აქ არის და სისხლს გვიშრობს , საქართველოშია უბრალოდ ერთ კვირიან მივლინებაშია ბათუმში , იქ სასტუმრო გვაქვს და ...
- გასგებია , მე ნინა მყავს და ბიძაშვილი

მამის მხრიდან , ნიკაკო .
- მოკლედ , წავედი ახლა და ერთ ორ საათში გამოგივლი - შუბლზე მაკოცა და სახლიდან გაქრა.
ორი საათი გაოგნებული და გამოშტერებული ვიჯექი ადგილზე გაშეშებული და ვფიქრობდი "დამებანა თუ არა შუბლი" , ვიცი სულელურად ჟღერს მაგრამ მინდოდა მისი ტუჩების კვალი დიდხანს გამყოლოდა.


^^^


- დარწმუნებული ხარ , რომ კარგად გამოვიყურები ? - ვეკითხები "საქრომს" და მანქანიდან გადმოვდივარ , დიდი ჭიშკრის წინ ვდგები და მაღალ , დიდ და ნათელ სახლს მზერას ვავლებ.
- კი - გამიღიმა და წელზე ხელი მომხვია.
იცოცხლე დამიარეს უხსენებლებმა !
მაღალწელიანი შავი მუხლამდე მომდგარი იუბკა მეცვა , ზემოდან თეთრი კლასიკური ღილებიანი სრიალა პერანგი , პიჯაკი მქონდა მოცმული და ფეხზე შავი მაღალქუსლიანები მეცვა , ოდნავ წვეტიანი ცხვირით რაც უფრო "მკაცრ და სერიოზულ" იერს სძენდა ჩემს ჩაცმულობს.
გრძელი თმა აწეული მქონდა კოსად და კლაჩი მეჭირა ხელში.
- აი ეს გაიკეთე - ყუთი გახსნა - ბებიისაა , ამის გარეშე არავინ არაფერს დაიჯერებს.
- მე ... ეს არ არის საჭირო , ნუ შევბღალავთ ამ ნივთს ... - დავიბენი , შემრცხვა , გამიხარდა.
- ლიზა - თვალები დამიბრიალა და არათითზე გამიკეთა , კარზე ზარი დარეკა და წელზე ისევ ხელი მომხვია.
- მობრძანდით - კარი საშუალო სიმაღლის , ლამაზმა ქალბტონმ გაგვიღო , რომლის სილამაზისთვისაც დროს ვერაფერი დაეკლო.
- გამარჯობა - მივესალმე და ძლივს გავიღიმე , ჩემს წელზე მოხვეუილი ავალიანის ხელი მამშვიდებდა თუ მაფორიაქებდა ეგეც საკითხავი იყო - ეს თქვენ - წითელი ღვინო და "ბამბანერკა" მივაწოდე ხელში და ჩემებური არისტოკრატიული ღიმილით გავიღიმე .
ცოტახანში სავარძელში ვისხედით ორივე "ნინოსა და გიორგის" წინ ...
ცოტაოდენ ინფორმაციებს ერთმანეთზე პროფესიონალურად ვყვებოდით და ლამის იყო ჩვენც დაგვეჯერებინა , რომ უზომოდ ვიყავით ერთმენთზე შეყვარებულები.
- ხელი როგორ გთხოვა ? - გაბადრულმა გვკითხა ქალბატონმა ნინომ და გაფითრებულმა გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ საქმროს.
- როგორ ? - სულელური ღიმილით გადავხედე ივას და მას ჩაეღიმა - როგორ და ... საოცრად - თავი თვალებმოჭუტულმა გადავაქნიე და გაკრეჭილმა ვანიშნე ავალიანს მიშველეთქო.
- მოგიყვებათ - უდარდელად აიჩეჩა მხრები ჩემმა საქმრომ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- გისმენთ - გიორგიმ ცნობისმოყვარედ შემოგვანათა თვალები.
- როგორ და ... მოკლედ - რაც შეიძლებოდა ვაჭიანურებდი და ავალიანს ვანიშნებდი ამისთვის პასუხს აგებმეთქი , თვალები დავუბრიალე და მზაკვრულად გავუღიმე . - საოცრად რომანტიკოსი მყავს - წამოწეულს ხელმკლავი გავუკეთე დ მხარზე გაკრეჭილმა დავადე თავი , ავალინმა გაოგნებულმა "ჩამომხედა" და თვალები დამიბრიალა . აჰა მოვყვე არა ? ვყვები ! - მოკლედ , ვერ მოვყვები გრძელი ამბვია - ამით ჩემი ჭკუით შევაშინე საქმრო . - ერთ-ერთ პაემანზე რესტორანში , რომ ვიყავით უჩვეულოდ უბრწყინავდა თვალები - სახე ბედნიერებისგან "გავბადრე" , მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა მე ხომ მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ - სიყვარულით სავსე მზერით "შევეფერფლე" ჩემს საქმროს - ხელი მომკიდა და მტკვრის სანაპიროზე წამიყვანა - გაოგნებულების დანახვაზე ერთი ორი ცრემლიც გადმოვაგორე და თავი დავაქნიე მეტი დამაჯერებლობისთვის .
- მტკვარზე ? - მკითხა იონიული ღიმილით ჩემმა საქმრომ.
- მტკვარზე - გავუღიმე და თვალები მოვჭუტე - იქ დაიჩოქა და წითელი ბარხატის ყუთი ამოიღო - თავი ჩავხარე და ეშმაკურად ჩავიღიმე.
- ამოვიღე - თავი დააქნია ავალიანმა და მანაც ჩაიღიმა.
- აჰამ , ამოიღო - მეც დავაქნიე თავი . - ამოიღო და ... თავი , რომ ახადა გავვოცდი - თვალები დავჭყიტე სასაცილოდ - ბებიის ნაქონი ბეჭედი არ გამიკეთა თითზე ? - არათითს დავხედე და გამეღიმა , ძალიან ლამაზი ბეჭედია .
- ბებიის ? - გაოგნებულებმა შესძახეს მშობლებმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქციეს , ბეჭდის დანახვაზე ღიმილი მოეფინათ სახეზე.
- დიახ - ცრემლები მოვიწმინე , რომელიც მართლა გულრწფელი იყო .
ვხვდებოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი მათთვის , ჩვენ კი ... ჩვენ ვიტყუებოდით ...
- მერე ? - ნინო ჩაგვეკითხა .
- მერე ... მერე უბრალოდ თანხმობა და ჰაერში ტრიალი იყო , სასიყვარულო სიტყვები და ფეიერვერკი ... მანამ სანამ იქ მივიდოდით ... ხალხი ლაპარაკობდა , "მას შენ უყვარხარ" , შემდეგ ხელი , რომ მთხოვა ყველაფერი ნათელი გახდა , ფეირვერკი ულამაზესი იყო , გულის ფორმის - თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა ისევ და ემოციებში ჩავარდნილი ვეღარ ვჩერდებოდი . - შემდეგ დავინახე , როგორ გვიღებდნენ და ამან უფრო გამახარა , მივხვდი ჩემი საქმრო რამდენად მზრუნველი და რომანტიკული მყავდა ... - გავინაბე ...
- რომანტიული - გაიმეორა ჩემი ნათქვამი გაოგნებულმა .
- აჰამ , რომანტიული - თავი დავაქნიე და ლოყაზე ვაკოცე .
- არადა ხელის თხოვნა კი არა მგონი მოტაცებას მიპირებდა - მის ნათქვამზე თვალები ვჭყიტე.
- უბრალოდ ნინასთან ვიხუმრე - ავყევი მის ჩამოგდებულ "ჩორტს"
(გრაფო მაპატიე :დდ)
- უბრალოდ აღიარე , რომ გაგაოცე - ყელი მოიღერა და გაიჯგიმა ივა.
- კი ... გამაოცე - ლოყაზე ვაკოცე ისევ.
- რა საყვარლები ხართ - თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ნინოს და ქმარს აეკრო .
- მეგი და მარიამი სად არინ ? - იკითხა დების ადგილსამყოფელი ავალიანმა.
- აქ ვართ - კისკისით გამოიქცა ძმისკენ გოგონა " კარგი ხასიათებით " ანუ მარიამი და კალთაში ჩაუსკუპდა.
- გაიცანი ეს ლიზაა , ლიზა ეს მარიამია , ჩემი პატარა და - გამიღიმა და-ძმამ და მივხვდი საგრძნობლად გავდნენ ერთმანეთს ვიზუალურად.
- სასიამოვნოა - ხელი ჩამოვართვი გოგონას და გავუღიმე.
- ჩემთვისაც რძალო , გავიგე როგორ უთხოვია ხელი შენთვის , როდის გახდი ასეთი ძამიკო ? - თვალებმოჭუტულმა გადახედა ძმას და ჩავიფხუკუნე , როცა ავალიანმა გაბრაზებულმა დამიბრიალა თვალები.
- მეგი მოდი აქ - და ხელის მოძრაობით იხმო თავისკენ და ისიც მორცხვი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ. - გაიცანი ეს ლიზაა ჩემი საცოლე , ლიზა ეს კი მეგია ჩემი უფროსი და ჭკვიანი და - შუბლზე აკოცა მეორე ფეხზე წამომჯდარ დას ავალიანმა.
- სასიამოვნოა - ერთხმად ვთქვით და მომეწონა კიდეც ეს გოგო !

^^^

ბევრი სიცილის შემდეგ სახე დამეღალა , ივას ვანიშნე წავიდეთთქო და ისიც ადგა , გაცილების შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და ყველაფერი იგივე ჩემს მშობლებთან გავიმეორეთ .
მივხვდი ავალიანი შესაფერის დროს ეძებდა , რომ ყველაფერზე მოეთხოვა "პასუხი" ...
ზაზას და ნათიას როგორც კი დავუძვერით ჩემი ბინისკენ დავიძარით .
მანქანა უხმოდ გაჩერდა ჩემს სადარბაზოსთან და ძრავა გამოირთო.
- ეს რეები მოიგონე ? რა მტკვარი , რა მას უყვარხარ , რა ფეირვერკი - საწყალი თვალებით მომიბრუნდა გაბრაზებული საქმრო.
- უკეთესის მოფიქრება თუ შეგეძლო , მოგეყოლა მე , რომ შემომაჩეჩე " მოგიყვებათ" გავაჯავრე გაბრაზებულმა ავალიანი და მის ჩაღიმებას მეც სიცილით შევხვდი.
- მგონი დაიჯერეს - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ამოისუნთქა.
- მგონი ? - შეურაწყოფილმა გავხედე და როგორც კი ისევ ჩაეღიმა მივხვდი მეტს ვერ გაუძლებდა ჩემი გული . - მე ავალ - ვთქვი და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე დასამშვიდობებლად - ღამემშვიდობისა ავალიანი - იგივენაირად დავემშვიდობე და ვიგრძენი როგორი აფორიაქებული დავტოვე მანქანაში ჩემი "საქმრო".

სახლში ასულმა ემოციური დაღლილობა აბაზანით მოვხსენი , ჭავლის ქვეშ დამდგარს მხოლოდ ერთ რამეზე მეფიქრებოდა და ჩემი ღიმილიც მხოლოდ ამ რამით იყო გამოწვეული.
მახსენდებოდა როგორ ვყვებოდი "ხელი თხოვნის სცენას" და სულელივით ვიბადრებოდი.
ფილმში მეგონა თავი , ჩემი თვალებმოჭუტული მზერა , თავის სულელივით აქეთ იქით ქნევა ... მხოლოდ ფილმს მახსენებდა.
ნეტავ ფილმი ყოფილიყო , იქ ხომ ყველა ასეთი პერსონაჟი ერთად რჩებოდა? მე კი კეთილ დასასულში ამ შემთხვევაშიც ეჭვი მეპარებოდა.
პესიმისტი ? არა !
რეალისტი ? შეიძლება ...
მეოცნებე ? ზოდიაქოდან გამომდინარე ... თევზები !
ბედნიერების ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან და ფილმის ყურება დავიწყე საწოლში ჩაწოლილმა.
როგორც ფილმებში არც ავალიანს გაუღია ჩემი სახლის კარი , არც დაუზარუნებია და არც მოუწერია , არც დაურეკავს ... მხოლოდ ვგრძნობდი , რომ მარტო მე არ ვფიქრობდი მასზე ...
მხოლოდ მე არ მიჭამდა აზრებს ერთი ღრმა სფერო , რომელიც არც შავი იყო და არც ლურჯი ... მხოლოდ თეთრი , წითელი , ყვითელი და ასეთი ნათელი ფერებით მოცული სფერო , რომელიც ვგრძნობდი ჩემს ყველა ფიქრს ისრუტავდა და მთელი ძალით მანარცხებდა ოცნებებთან , ვცდილობდი არ მეფიქრა , არ მეოცნება მაგრამ არ გამომდიოდა ... გონება და გული მაინც ავლიანთან მიდიოდა და ჩვენი შესაძლო თანაცხოვრების სცენებს განიხილავდა , რაც ძალიან მომწნდა ...

^^^

ორი კვირა იყო ივა არ მენახა , ორი კვირა იყო მისი ღიმილი არ დამენახა , ამდენივე დრო იყო გასული რაც მზადებას შევალიე.
ჩემს დაქალთან ერთად ქორწილისთვის ვემზადებოდი და უკარგეს მკერავს ვეძებდი.
ვიცოდი ან უბრალოდ მეგონა , რომ მის იქით ვერასდროს ვერავის დავინახავდი.
ვფიქრობდი , რომ მის იქით გზა არ მქონდა , რომ ასე ვერავის ვიგრძნობდი , ასე სულიერად ვერავის "დავიჩემებდი" და ვერავის ხასიათს ვერ გავითვისებდი.
სულიერად რაღაც ძალიან მტკიოდა და მოსვენებას არ მაძლევდა.
ტკივილი , რომელიც ყველა ფიზიკურს ხაზს უსვამს და შიგნეულად განგრევს , გაცამტვერებს და ყველაფერს მთელი ძალით გგლეჯს.
ამავდროულად რაღაც ძალიან მაბედნიერებდა , სხეული ორ ნაწილად იგლიჯებოდა , ერთი წითლად იყო შეფერილი " ბედნიერების და სიყვარულის ფრად" ხოლო მეორე "შავად ... მოუსვენრობის და სიბნელის ფერად"
დღე , რომელმაც ალბათ ყველაფერი უნდა შეცვალოს ჩემს ცხოვრებაში.
არაფერზე ვფიქრობ გარდა ავალიანისა.
არაფრის მონატრება მტანჯავს ისე როგორც მისი .
არ ვიცი ამ რამდენიმე დღეში ასე როგორ შევეჩვიე მაგრამ ... მაგრამ როცა ... როცა მას ვერ ვხედავ არ ვიცი მგონია , რომ მოსიარულე , ცოცხალ-მკვდარი გვამი ან დამიანი ვარ ...
სხეულზე თეთრი ლამაზი უკან დიდი შლეიფითა და ლამაზი უფრო გრძელი ფატით გაფორმებული კაბა მეცვა.
ზურგზე ღრმად იყო ამოღებული და , მკერდზე ლამაზად იყო მთლიანად დახურული , ლავიწებამდე.
მთლიანად დაშვებული და მკერდთან თლებით მორთული.
თმა კოსად მქონდა აწეული მაღლა , მსუბუქი მაგრამ ძალიან ლამაზი მაკიაჟი ყველა სახის ნაკვთს ნათლად უსვამდა ხაზს.
ფატა სახიდან მოვიშორე და უკან გადავიწიე.
ოთახში შემოსულ ავალიანის დედას გავუღიმე და მივხვდი , რომ უკვე ვიცვლებოდი.
ასეთი ნაზი , მორცხვი და ნატიფი ჩემი თავი ჯერ არ მახსოვდა.
- ეს გვირგვინი მინდა გაიკეთო - ხელში ლამაზი . თვლებით მორთული ვერცხლისფერი გვრიგვინი მომაწოდა და შემდეგ თავისი ხელით დამიმაგრა თმაზე ფატის წინ.
- ეს ... - ენა ვერ მოვატირალე პირში გაოგნებულმა.
- ეს გიორგის - ( ივას მამის და ნინოს ანუ მისი ქმრის) - დედამ მაჩუქა , ქორწილის დღეს , სანამ ოთახიდან გავიდოდი უკვე მომზადებული , მთხოვა ჩემი ვაჟის ცოლისთვის მე მიმეცა ისე , როგორც მან მომცა ჩემი ქორწინების დღეს , მინდა შენც ასე მოიქცე და მომავალი თაობას , ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის - თვალცრემლიანი ჩამეხუტა და უცებ შეკრა წარბები - ლიზა ახლა ცრემლები არ დამანახო - გამეკრიჭა და ხელი დამავლო , ოთახიდან გამიყვანა და ვიგრძენი როგორ შევეჯახე ავალიანის გამჭირვალე თვალებსა და მზერას , როგორც ცუნამი ...
ვიგრძენი ჩემი გულის ორმაგად აძგერება და მივხვდი რა მაკლდა ამ ორი კვირის მანძილზე , რა მტკიოდა და რა მჭირდებოდა .
უბრალოდ მისი თვალების დანახვა , ეს ჩემთვის ყველაფერზე მეტი იყო .

ქალბატონი ვეტერინარი - 4
[center]



№1  offline მოდერი bibo

Vaime iseti kargoba iyo cudad var :*saswauli xar saocreba kamfeti chokolati sityvebi ar myopnis liwin liwinit chamovwdi bolomde ttan vicinodi sulelivi ux es iva ra biskviwivit bichia ux :* kaia momwons romelia vgijdebi am istoriaze didze didi tavebi dade ra ar myonis da kido kai xar chito :*

 


№2  offline წევრი kaxelii

ძAლიან კარგი ხარ. მომწონს ეს ისტორია. თავებს თუ გაზრდი (უFორო) კარგი იქნება

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ცუდად ვარ აი გაღრეჯილი ვაგდივარ სავარძელში და მგონი ასე ვიქნები კიდევ დიდხანს . დავბოლდი wink ღმერთო როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი ეს ისტორია რაღაც საოცრებაა ისეთი გიჟია ეს გოგო არ ვიცი მოკლედ , ავალიანზე მეკეტება ყველა უჯრედი და სუნთქვა მეკვრის მათ "პონტებს" რომ აღწერ love love

 


№4 სტუმარი Xatia

Ai dzalian sayvareli da magaria. Dzalian momcons. Moutmenlad veli gagrdzelebas.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaim ra kargii iyooo vgijdebii sayvarlebii ❤️ aba shenicii male dade shemdegii

 


№6  offline წევრი sofi_rio

მართლა ძალიან კარგია მაგრამ რაღაცა არაბუნებრივია გათხოვება ჩემთვის :3 ნუ ალბათ მოთხრობაას ჭირდება ასე ^_^ კაიიყო გააგრძელე

 


№7  offline წევრი difference

მომწოონს love ალბათ მომხდარა სადღაც მსგავსი რამ...

 


№8  offline წევრი dadeshqeliani

ამ საიტზე მხოლოდ 1 მწერლის ისტორიებ ვკითხულობ ნუ ასეა ამჟამად მაგრამ ამ ისტორიის სათაურმა ძალიან მომხიბლა,მე მყვას ვეტერინარი მამიკო wink ისტორია ძალიან კარგია ძალიან ძალიან,ვეღარ ვსუნთქავ ხოლმე იმდენს ვიცინივარ. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და არ გამკვირვებია ნიძლავზე ქორწინება ზუსტად ვიცი ავალიანს ძალიან უყვარს ლიზა love მე კიდე ავალიან მიყვარს wink ვოტ wink

 


№9  offline წევრი coco girl

უუუუუკარგესი ! wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent