მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (ნაწილი 2) -5- "დასასრული"
გამოღებული ფანჯრიდან სასიამოვნო ნიავი ქრის,თბილ ქურთუკს ვიცვამ და ეზოში ჩავდივარ.ბალახებს ჯერაც არ შეშრობიათ ცვარი,ანაც რა გასაკვირია დილაა... სუფთა ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და ხელებს გამობურცულ მუცელზე ვიწყობ.მეორე კვირა იწურება მას შემდეგ რაც ამ სასახლეში დავიდეთ ბინა. აქ ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა,ისეთი სუფთა რომ სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რომ არა სინდისის ძაფი... -დიდი ხანია რაც გღვიძავს?-მესმის ზურას ხმა. -არც ისე... -მგონი დროა დავილაპარაკოთ...-ამბობს ყოყმნით.რამდეჯერ წარომედგინა ჩვენი დიალოგი გონებაში,მაინტერესებდა რას მალავდა ზურა...ვხვდებოდი რომ რაღაც აწუხებდა,მე კი არ მინდოდა ჩაციებით მასზე რამე მეიძულებინა. -გისმენ-ვპასუხობ მაქსიმალური სიმშვიდით და ძელსკამზე ვჯდები. -ყველაფერს თავიდან დავიწყებ და დასკვნა შენ გამოიტანე...თვრამეტი წლის ვიყავი როცა მაია გავიცანი,მაშინ ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან, მამა რუსი ჰყავდა დედა-ქართველი.ერთმანეთი დაბადებისდღეზე გავიცანით,ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი თუმცა ამას ჩვენს ურთიერთობაზე პრობლემა არ შუქმნია.დაახლოვებით ხუთი თვე ვხვდებოდით,შემდეგ მითხრა რომ ფეხმძიმედ იყო...ცოლად შევირთე,ამ ნაბიჯის გადადგმით მამაჩემი ჩამომშორდა რადგან მაია არ მოსწონდა.ერთად ვცხოვრობდით და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე თურაოდენ უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის.არ ვიცი ფეხმძიმობის გამო თუ სხვა მიზეზით მაია შეიცვალა, სმა დაიწყო.იძულებული გავხდი მასზე მეზრუნა რადგან ბავშვს არ უფრთხილდებოდა.ყველანაირად იზოლირებული მყავდა.მერე დაიბადა ჩემი სოფო.მხოლოდ მის გამო ვიტანდი მაიას ამაზრზენ ხასიათს.რამდენჯერმე გამოვიჭირე რომ ბავშვზე ძალადობდა,დავემუქრე რომ სოფოს წავართმევდი.მერე თითქოს ყველაფერი კალაფოტში ჩადგა რომ არა 1 აგვისტო.ბათუმში მომიწია სამი დღით წასვლა,რას წარმოვიდგენდი რომ ბუმერანგი ყველაფერს ამომიტრიალებდა.მაიას ავარია მოუვიდა,საუბედუროდ ბავშვიც მანქანასში ეჯდა...მისი დაუდევრობის გამო ჩემი შვილი მოკვდა...სულ სამი წლის იყო-გატეხილი ხმით ყვებოდა ზურა,მიწჭირდა მისი მონაყოლის გააზრება. -როგორც გაირკვა მაია ნასვამი მართავდა მანქანას,თვითონ გადარჩა მაგრამ ვაი მასეთ გადარჩენას ჭკუიდან შეიშალა,ახლა ფსიქიატრულშია.რაც შეეხება ჩემს ქორწინებას,გაბეყარე-მითხრა და ხელში ფარატინა ფურცელი დამაჭირა... -ვწუხვარ...-მხოლოდ ეს ამოვიჩურჩულე დაძალიან მაგრად მოვეხვიე,ცრემლები შუჩერებლად მდიოდა და გულამოსკვნილი ვეკროდი ზურას გულს... -ახლა ცხრა წლის იქნებოდა-ამოიჩურჩულა ზურამ და მის კვამლისფერ თვალებში ცრმელების გუბე ჩადგა... *** თვალებს ვახელ და მხებს მუცელზე ვისვამ,მაგრამ ვგრძნობ როგორ მაქვს დაძრღვული ხელები შემოხვული სხეულზე.მზერას საწოლის მეორე მხარეს ვაცოცებ და ვხედავ ზურას,თვალები დახუჭული აქვს და უშგოთველად სძინავს.ნუთუ ვერ ვიგრძენი როგორ შემოიპარა ჩემს ოთახში?ვიფიქრობ გულში და ხელები სახეზე ვუსვამ,ის იშეიშმუშნება დამეც დაფეთებული ვაცილებ ხელებს და ვიტრუნები.ჩემი პატარა ისე ძლიერად მარტყამს თავს ძლივს ვიკავებს რომ არ წამოვიკივლო. -არ გტკივა?-ამბობს ზურა ღიმილით და მუცელზე მეფრება. -მტკივა მაგრამ თან მსიამოვნებს-ვიცინი მე,ზურა საბანს მაშორებს,მაისურს მიწევს და მუცელზე მკოცნის.კანი მეხორკლება და პულსაციაც მატულობს,ზურას ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება და საბანს მისწორებს. -ზურა ყოველ ღამე შემოპარვა ახალი ტენდეციაა?-ვეკითხები წარბაწეული. -უთქვენოდ მცივა-ამბობს ჩაფიქრებული და ყელში მკოცნის. -მე მცხელა!-ვამბობ კისკისით რადგან მისი წვერების შეხებით კანი მეხორკლება. -დაგცხება აბა რაიქნება ჩემო თბილო ვულკანი კაცი გიწევს გვერდით!-იცინის ის. -საზიზღარო...-მეცინება მეც. -ზურა იცი რამინდა? -აბა რა გინდათ თქვენო უმაღლესობავ? -გოგრა და ტყემლის წვენი-ვამბობ ჩაფიქრებული და თვალებს ვჭუტავ. -კარგი გაუჩენელს გაგიჩენთ ხომ იცი-ამბობს სიცილით და საწოლიდან დგება. *** გაზაფხულის პირველი დღეების მოახლოვებასთან ერთად ჩემი პატარას გამოძრომის დროც დგებოდა.ზურა და მარგარეტი თავს მევლებოდნენ,მაგრამ ჭირვეული ფემძიმე არ ვყოფილვარ. ზურამ ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა მშვიდად ცხოვრების საშუალება შეგვეძლო. ყოველ დღე მაკვირვებდა ზურა თავისი საქციელებით,ერთ დღესაც გამომიცხადა ჩემი მშობლები უნდა გაგაცნოო... ქალბატონი მადონა,ზურას დედა უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს მაგრძნობინებდა გაცნობის დღიდან.ხოლო მამა,ბატონი ერეკლე სანდომიანი და ყველა საკითხში ღრმად ჩახდული ადამიანი გახლდათ,ერთი შეხედვით მკაცრი და ცივი,გულის სიღრმეში კი ნამდვილი ანგელოზის გული ჰქონდა და რაც მთავარია მუსიკაზე გიჟდებოდა. თბილისში დაბრუნებისას თითქმის ყოველ დღე მაკვრევინებდა როილაზე და ღრმად ჩაფიქრებული შორს დაფრინავდა. *** 1 მაისს დაიბადა ჩვენი პირველი ანგელოზი ნინო,ზურას დედას თქმით ზურას პატარობის ასლი იყო.მამასავით კვამლისფერი თვალები და სავსე ტუჩები ჰქონდა. ზურას ვეღარ ვცნობდი,სამსახურიდან დაბრუნებული რაცარუნდა დაღლილი ყოფილიყო მაინც მზად იყო ძილი გაეტეხა და ნინი დაეძინებინა.არეული გვქონდა დღე და ღამე,დღისით ეძინა ჭირვეულ ანგელოზს ღამით კი მამის მკლავებში მომწყვდეული გაუჩერებლივ ტიტინებდა... მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სურნელი ნინის აქვსო,მუდამ გაიძახდა ზურა და მის ფუმფულა თითებზე თამაშობდა. *** ყველაფერი იყო თავის ადგილას,ბედნიერებაც იყო და უბედურებაც იმდგაცუდებაც და სიხარულიც.მარგარეტი დიდ ბრიტნათში აღარ დაბრუნებულა აქ დაიწყო მუშაობა ლექტორი გახდა.ლელა კი,პატარა მაქსიმეს ელოდა და ბედნიერად ცხოვრობდა რეზისათან ერთად.ჰო ეს ის რეზია,ერთად რომ ვმუშაობდით და მუსიკალური ბენდის სოლისტი. ნინის მეორე იუბილეზე ზურამ მეორე ანგელოზიც მიიღო ჩემგან საჩუქრად...მე კი სამუდამოდ მაჩუქა მისი გული,რომელიც მხოლოდ ჩემთვის ძგერდა... *** -დედა-საუბრის წამოწყება სცადა ოთხი წლის ნინომ. -რამოხდა დე ერეკლემ გაგაბრაზა თუ პატარა კატერინამ წაგართვა თოჯინა?-კისკისით ვეკითხები პატარას. -არა მამიკომ გამომგზავნა დედიკოს ეს მიუტანეო-მეუბნება ნინი და პატრა ბარათს მაძლევს. "მგონი დროა ცოლად გამომყვე ტკბილო." წერია ბარათზე და მეც მარჯნის ბაგეზე სიამოვნების ღიმილი მეპარება... ესეც დასასრული,მეტს ვეღარ გავწელავდი.იმედია ცუდი არ გამოვიდა,არ გადამიხედავს ისე ვდებ...პატარებზე ცოტა დავწერე ერთერთი მკითხველის თხოვნით(ალბათ მიხვდება თვითონ) გამიზიარეთ თქვენი აზრი ყველამ ვინც კითხულობდით. უყვარხართ მარიამი-ს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.