შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


13-01-2016, 18:26
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 866

თავი მეორე
გაიქეცი-ისევ ისე მეუბნებოდა ჩემი და და მეც მივრბოდი.მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო.მივრბოდი და ვგრძნობდი როგორ მეკვროდა მტვერი შიშველ ტერფებზე .თითქოს ყველაფერს ვხედავდი,წინასწარ ვიცოდი რომ ჰასანი დამწვავდა ,მაგრამ მაინც მივვრბოდი.ვინ იცის იქნებ ღირდა კიდეც ეს ყველაფერი ? მე ხომ მისი წაყლობით თავი დავაღწიე იქაურობას და გავთავისუფლდი.უეცრად ყველაფერი ამოტრიალდა და ვიგრძენი რომ ვიღაც ძლიერად მანჯღრევდა .თვალი გავახილე და დავინახე,როგორი შეშინებული მზერით მიყურებდა ექიმი და ოდნავ მარხევდა.მე კი მეგონა ძლიერად შემანჯღრიეს და იქაურობას ხელმეორედ გამოსტაცეს ჩემი თავი.
ახალი ცხოვრება
-ლეტიცია გუშინ სად იყავი ?-ჰკითხა უკვე დამშვიდებულმა მარიამ,რადგნა გაიგო რომ შეეძლო ჰანანი სახლში წაეყვანა.
-მაქსისთან ერთად-თქვა ლეტიციამ უემოციოდ.
-იცოდე ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით-თქვა მარიამ და ექიმის კაბინეტისაკენ აიღო გეზი.
ჰანანი უკვე თავისუფლად დადიოდა.ერთადერთი რაც ამჟამად აწუხებდა მისი დის ნურას ბედი იყო.რა მოუვიდოდა გოგონას რომელიმაც გაბედა და ღირსების დანაშაულის თანამონაწილე გახდა ? კარგი არფაერი.მართალია სიკვდილი არ ელოდა მაგრამ...მხოლოდ ისღა რჩებოდა დასამშვიდებლად ჰანანას რომ მის დას არ მოკლავდნენ.
-რა კარგია ჰანან უკვე შეძლებ ჩემთან ერთად წამოსვლას და გავერთობით-თქვა ლეტიციამ როცა უკვე მანქანაში ჩასხდნენ.
-არც იფიქრო,ჰანანი სხვა მენტალიტეტის გოგონაა და ყველაფრით განსხვავდება შენგან.
-მაინც რითი?-წარბი აწია ამ შეკითხვით ნაწყენმა ლეტიციამ.
-არ გვინდა ეს არაფრისმომცემი საუბარი-თქვა მარიამ და ღვედი გაიკეთა.
-რატომ?-ლეტიცია უეცრად აენთო და შეტევაზე გადავიდა-სიმართლე გითხრა ? ის მხოლოდ იმით განსხვავდება ჩემგან ,რომ დღემდე რცხვენია მოკლესახელოებიანი მაისურის ჩაცმა და თავშალის მოხდა.თორემ სხვაში ერთმანეთს ვგავართ,ამიტომაცაა ახლა აქ და არა თავის ქვეყანაში.
-ლეტიცია,საკმარისია !-იყვირა მარიამ.
-გთხოვთ-ამ საუბრის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ჰანანმა-ჩემ გამო ნუ იკამათებთ.ლეტიცია მართალს ამბობს მე წაბილწული ვარ.გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და ამისთვის უნდა მომეზღოს.
-აი ხომ ხედავ?-თქვა მარიამ და თავის ქალიშვილს მიუბრუნდა.
-ჰანან ძალიან კარგი თუ მიხვდი რომ შენს გამო ვკამათობთ,ამდენი ხანია ჩვენთან ხარ და ვერაფერს ხედავ.ახლა უკვე დადიხარ.ასე რომ შეგიძლია მარტომ მშვენივრად იცხოვრო.
-გადადი-უთხრა მარიამ.გოგონას ჯერ გაუკვირდა მერე კი სწრაფად გადავიდა და სადღაც შეუხვია.
-ის მართალია-თქვა ჰანანმა.
-არა ის უბრალოდ გაბრაზებულია და ვერ ხვდება რას ამბობს და აკეთებს.შენ ჩვენთან უნდა დარჩე.
-არა.მე უნდა წავიდე.გთხოვთ გაიმგეთ.ამას ლეტიციას გამო არ ვამბობ ,კარგა ხანია მეც ამაზე ვფიქრობ და ახლა ვბედავ ,რომ გითხრათ.ვიცი ეს შესაფერისი ადგილი არ არის, მაგრამ უკვე დროა.
ამ საუბრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ,ერთერთი ქუჩის კუთხეშ ყვითელი ტაქსი გაჩერდა.გამვლელებს საერთოდ არაფერი აინტერესებთ,თუმცა ცოტა ხნით მაინც გააპარეს მზერა .ცაფუთნული,თავშალშემოხვეული გოგონასაკენ,რომელიც პატარა ჩემოდანს ტაქსისკენ მიათრევდა.
მარტო დავრჩი.თუმცა აქამდეც მარტო ვიყავი.მარტო ამხელა ქვეყანაში.წამით ისისც კი გავიფიქრე ნეტავ მაშინ იქვე მომკვდარიყავი.უფრო მარჯვედ შემოესხა ბენზინი და ჩემგან მხოლოდ ნაფლეთები დარჩენილიყო,მაგრამ არა მე უკვე ბევრი გადავიტანე და ახლა ამასაც შევძლებ.ინგლისური ვისწავლე.პატარა კომპანიშიც შემიძლია ვიმუშვო.ტაქსი პატარა საცხოვრებლის წინ ჩერდება.ფულს ვუხდი და ჩემ ბარგს მითითებული ადგილისკენ მივეზიდები.ფული მაქვს,მარაიმ მომცა.კარს რომ ვაღებ პატარა,მაგრამ სუფთა ბინას ვხედავ და ჩემი ფეხები კარის ზღურბლს ცდება.ამით მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ...
უკვე ორი თვეა მარტო ვცხოვრობ.ჯერ სამუსაო ვერ ვიშოვე და ფინანსურად მარია მეხმაება.ლეტიცია არ მინახავს...თავს მარიდებს .ალბათ დამნაშავედ გრძნობს თავს,თუმცა მე მისის მადლობელი ვარ.ახლა სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ,ფერადი ვიტრინების წინ მივსეირნობ და საიმოვნებით ვავლებ თვალს ვიტრინაში გამოწყობილ ტანსაცმელს,ფეხსაცმელსა და ხელჩანთას.წინ არ ვიყურები,თუმცა უეცრად ძლიერ შეჯახებას ვგრძნობ.შრიალის ხმაზე ვხვდები,რომ მას ვისაც დავეჯახე რაღაც დაუვარდა.
მამაკაცმა აათვალიერა შეჯახების ობიექტი.ცისფერი თვალებით გაზომი მისის სხეულისა და სახის თითოეული ნაწილი და გაღიმა.მოეწონა ეს უცნაური,თავისებურად მომხიბლავი ცისფერთვალა გოგონა,რომელიჩ შეშინებული იყურებოდა სადღაც ქვევით.
-უკაცრავად,ჩემი ბრალია .არ მინდოდა.ბოდიში-სწრაფად მიაყარა გოგონამ და მისმა დამტვრეულმა ინგლისურმა ადვილად გასცა მისი თავი.
-არა,არა პირველი მე დაგეჯახეთ-თქვა მამაკაცმა და ახლა გოგონას ხორბლისფერი კანი დაათვალიერა.ჰანანს წვავდა მისი მზერა და ხორბლისფერი კანი უცნაურად აწითლებოდა.
-სადმე ხომ არ გეჩქარებოდათ?-იკითხა უცნობმა.
-დიახ.კაფეშ მივდიოდი.-ჰანანმა უნებურად იცრუა,არც იცდოა რას ამბობდა.დიდი ხანია ასე არ დამართია.სუნთქვა ეკვროდა.მართალია თავი დახრილი ჰქონდა მაგრამ არ გამოპარვია მის წინ მდგომი სიმპატიური მამაკაცის ცისფერი თვალები...
-მართლა?წავიდეთ .დანაშაულის გამოსასყიდადა მე გეპატიჟებით.
-არა .მეე არ..არ მცალი..-მორჩა ალბათ ახლა ეს მამაკაცი მიხვდება ცემს უვიცობას,რა მემართება-ფიქრობდა ჰანანი და ნერვიულობისგან თვალები ცრემლით ევსებოდა.
-წავიდეთ-უთხრა მამაკაცმა,ხელი მოკიდა და თითქმის ძალით წაიყვანა კაფეში.
-აბა რას მიირთმევ?ხო მართლა მე დავიდი მქვია.შენ?
-ჰანანი.
-უცნაური სახელია
-ხო არაბულია.
-არაბი ხარ?
-კი
-კარგი აბა რა შევუკვეთოთ?
-მე მხოლოდ ყავა.
-კარგი მეც ასევე.
-მოკლედ რადგანაც ჩუმად ხარ მე დავიწყებ-უთხრა დავიდმა და გაუღიმა-ესეიგი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და უნდა მოგიტაცო.
ამის გაგონებაზე ჰანანს ცხელი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და მკლავზე გადაესხა.ისევ ცხელი,ისევ სიცხე -ეს რომ იგრძნო გაშეშდა.ცრემლები თავისით წამოვიდნენ.დევიდი მასთან მიიჭრა და ხელსახოცით მკლავის გამრალება დაუწყო.ისე ახლის მივიდა ჰანანთან,რომ მისი სუნთქვა გოგონას მხარზე ელამუნებოდა .
-რატომ ტირი? გეხუმრე .რა იყო? არ ვიცოდი ასეთი ხუმრობა თუ გაგაბრაზებდა.
ჰანანი ჯერ შიშმა გაბრუა ახლა დევიდის სიახლოვემ და თავზე კონტროლი დაკარგა.უნებურად ხელები გაშალა და მამაკაცს მთელი ძალით მოეხვია.გული ამოვარდნაზე ჰქონდა ,სუნთქვა ეკვროდა და მაინც ძლიერად ებღაუჭებოდა.
-კარგი ,კარგი დამშვიდდი-ეუბნებოდა დავიდი და მასაც მაგრად შემოეხვია ხელი გოგონას წვრილი მხრებისთვის.
-სხვაგან წავიდეთ-უთხრა მამაკაცმა და კააფედან გაიყვანა.მანქანაში ცასხდნენ. (მაშინ არ მქონდა ამის გაზრეების თავი მაგრამ ახლა კი მივხვდი ყველაფერს.თუმცა ამაზე მხოლოდ მეცინება.მანქანა საკმაოდ დაშორებული იყო კაფიდან და საკვირველი ის იყო თუ კაფეში მიდოდა რატომ დააყენა მანქანა ასე შორს?მაგრამ ამასაც მოგიყვებით ოღონდ შემდეგში) მანქანა დაძრა და მაშინღა მივხვდი რა სიტუაციაში ვიყავი.სრულიად უცხო მამაკაცს სადღაც მივყვებოდი.თუმცა მამშვიდებდნენ მისი თვალები.უცნაურ სიახლოვეს ვგრძნობდი მასთან.გავბედე და თვალებში დავაცქერდი.პალესტინაში ეს დანაშაული იყო.მაშასადამე ახლა მე მეორედ ვაკეთებ იმას რაც მაშინ გავაკეთე.თუმცა არა ასე არ მოვიქცევი.მხოლოდ თვალებში ჩავხედავ და ეს იქნება. ბევრი არაფერი მახსოვს ჩვენი საუბრიდან და ვერც ვახერხებ გავიხსენო როგორ გარემოში მოვუყევი ჩემს შესახებ.ბუნდოვნად წარმოვიდგენ ორ სილუეტს ,რომლებიც დგანან ,მშვიდად გაჰყურებენ თავისუფლების ქანდაკებას და რაღაცაზე საუბრობენ.ალბათ მაშინ ყველაფერი მოვუყევი ,რადგან მხოლოდ მისი ცისფერი თვალები მახსოვს, როგორ იცვლებოდნენ. თუმცა ხანდახან ეს თავლები აღელვებული ზღვასავით მუქდებოდა და იმღვრეოდა.მაშინ ვერ ვგრძნობდი რატომ.
ამ უცაბედი შეხვედრით ახალი მეგობარი გავიჩინე.ადრე მეგობარი არასოდეს მყოლია,თანაც მამაკაცი. მალე სამუშაოც ვიშოვე.ერთხელ ჩვეულებრივ დილას სახლიდან გამოსულს პირდაპი ჩემი სახლის წინ განცხადება დამხვდა-ერთერთი კომპანია ეძებდა მსურველს,რომელიც მდივნად იმუშავებდა,რათქმაუნდა შესაბამისი განათლების მქონეს.ამ პერრიოდში ისევ მარია მეხმარებოდა და სხვადასხვა კურსებზეც დავდიოდი ,თუმცა მაინც შეუძლებლად მიმაჩნდა რომ მსხვილ კომპანიას აეყვანა ისეთი გოგონა რომელიც მე ვიყავი.მაშინ უკვე ცხრამეტის ვიყავი და ენასაც კარგად ვფლობდი მაგრამ იმედები მაინც არ მქონდა.
უზარმაზარი კომპანია იყო.შესულს შემეშინდა კიდეც და ვიფიქრე უკან გამოვბრუნებულიყავი.თუმცა მაინც გავბედე და გზა განვაგრძე.ხავერდგადაკრულ სავარძელზე მოვთავსდი და ყველაფერი მოვათვალიერე.ჩემს პირადაპირ ვიღაცის კაბინეტი იყო,თუმცა ჟალუზები ჩამოეფარებინათ და არფერი ისმოდა.უკნიდან ორი გოგონას საუბარი მომესმა.
-მე ვერ შევუტან-ამბობდა ერთი
-მე არ მცალია.
-მოდი ამ გოგონას ვთხოვოთ.მივხვდი საუბარი ჩემზე იყო და მათკენ შევბრუნდი.
-უკაცრავად,შეგიძლიათ ეს საბუთები იმ კაბინეტში შეიტანოთ?ნუ გვიწყენთ,გადაუდებელი საქმე გვაქვს.-კარგი-ვუთხარი გოგონებს და საბუთები გამოვართვი.მივხვდი რომ მატყუებდნენ.მიხვდნენ არაბი რომ ვიყავი რადგან თავზე თავშალი მეკეთა.ჩვეულებრივ თავშალს არ ვატარებდი,მაგრამ მინდოდა სამსახურში თავიდანვე ცოდნოდათ ვინ ვიყავი და საიდან ვიყავი.კაბინეტიდან ჩემს შეკითხვას -შეიძლება? -დადებითი პასუხი მოჰყვა და მეც კაბინეტში შევედი.გამიკვირდა და შემეშინდა.სავარძელში შუა ხნის მამაკაცი იჯდა .რამ შემაშინა ?ისევე ეცვა როგორც ტიპიური არაბი მამაკაცი იცმევს.თავიდანბოლომდე თეთრებში გამოწყობილიყო და წვერიც მოეშვა.
-შენ ვინ ხარ?-მკითხა და ხელით მანიშნა საბუთები მისთვის მიმეტანა.
-მე არავინ-ისევ ავნერვიულდი-მე უბრალოდ გოგონებმა ეს საბუთები გამომატანეს.
-თვითონ ვერ გაბედეს არა შემოტანა?
-ალბათ ვერა.
მამაკაცმა გადახედა საბუთებს და სახე შეეცვალა.სწრაფად დაკეცა და მოისროლა.ვიფიქრე ახლა გავიგებდი იზეზს რის გამოც გოგონებს ასე ეშინოდათ მისის მაგრამუეცრად ტელეფონმა გაიწკრიალა და მეც გულზე მომეშვა.პასუხები მოკლე იყო.ძირითადად ჰო ან არა.მაგრამ მამაკაცის სახეზე ვხედავდი როგორ ეცვლებოდა ნაკვთები და ამოვისუნთქე როცა გაიღიმა.
-მოდი მოდი-მითხრა მან როცა საუბარი დაასრულა-გეშინია?არა ,არა .ახლა ისეთი კრაგი ამბავი გამაგებინეს აშკარად გაგიმართლა რომ შენ შემოხვედი აბა მითხარი რისთვის მოხვედი აქ ?
-მე მდივნის ვაკანსიის ..-დამთავრება არ მაცადა და გაიცინა.
-მერე იციც დღეს ბოლო დღე რომ არის ?რა იყო არ იცოდი>მაგრამ ნუ გეშინია არავინ აგვიყვანია .რას იტყვი იმუშავებ ჩვენთან>თუ ჩემი მდივანი სულ ასე კარგ ამბავს შემომიტანს მაშინ აუცილებლად მიგიღებთ.
-კი მაგრამ ასე გასაუბრების გარეშე-ვიკითხე ,რადგან ეს ყველაფერი ვერ გავიაზრე ,თანაც ცოტა არ იყოს მეშინოდა ის ხომ არაბი იყო.მართლაია მე არასოდეს მინახავს ,მაგრამ ხომ შეიძლებოდა მას ვენახე სადმე ? ეს მაშინებდა.თუმცა ის ისეთი კეთილი სახით მიყურებდა ვერ წარმომედგინა ,რომ რამე დაეშავებინა ჩემთის.
-არაბი ხარ?-უეცრად მკითხა.
-პალესტინელი ვარ.
-მეც-მითხრა და გამიღიმა.აბა რას იტყვი?თანახმა ხარ?
-კი რათქმაუნდა.დიდი მადლობა,ვერ წარმოიდგენთ როგორ მჭირდებოდა სამსახური.
-კარგი-უნდა ეთქვა მას მაგრამ არ დასცალდა .კარების მოულოდნელად გაიღო და ხმაურით ვიღაც შემოვიდა.უკან მივიხედე და გავშეშდი ის დავიდი იყო.თავი საბუტებში ჩაერგო და რაღაცას ეძებდა.
-ბიძია-მიმართა მან ჩემს უფროსს,ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-მოიცა.ვერ ხედავ სტუმარი მყავს -უთხრა მან.მხოლოდ ახლა ინება და ჩემსკე გამოიხედა.საბუთები ხელიდან გაუვარდა ,თუმცა მალევე მოეგო გონს და გამიღიმა.
-აქ რა გინდა?
-მე აქ სამუსაოდ მოვედი.
-ბიძია რა ხდება?-თქვა მან და ახლა ბიძამისს გახედა.მაშასადამე არაბია ვთქვი გულში და სულაც არ გამახარებია ეს ფაქტი.
-ესეიგი იცნობთ ერთმანეთს.ძალიან კარგი .ეს გოგონა ჩემი მდივანია,მაგრამ მოიცაა კარგი აზრი დამებადა შენც ხომ ეძებდი მდივანს ხოდა ეს წაიყვანე თან ერთმანეთს იცნობთ და კარგად შეეწყობით, დავიდი ამაზე შეცბა მაშინ ვერ მივხვდი რატომ.
-კი მაგრამ..
ამჯერად ბიზძამისმა არ აცალა დამთავრება.
-არავითარი მაგრამ.ახლა კ წადით.დღესვე გააცანი სამუშაოს პირობებს.
დავიდიდ უხმოდ წავიდა წინ და მეც მივყვეი.კაბინეტში მისვლამდე ხმას არ იღებდა.მერე კი მოკლედ ამიხსნა
-აი აქ შენ იმუშავებ?
-შენს კაბინეტში?
-ხო აბა რა ცალკე კაბინეტი გინდოდა?-საკმაოდ უხეშად მკითხა მან და მეც ხმა აღარ ამივიღე.
უკვე ორი თვეა რაც დავიდთან ვმუშაობ.არ ვიცი რატომ მაგრამ ისე მექცევა ,როგორც მოსამსახურეს.
-ჰანან ჩაი,ყავა,შაქარი,საბუთები,ხელშეკრულება და რა ვიცი უმარავი რამ.გამუდმებით მის გვერდით ყოფნამ რარაც კომლექსები მომიხსნა და აღარ მრცხვენია ისე მამაკაცების.ახლა ლეტიცია რომ მხედავდეს ნამდვილად ფაოცებული დარჩებოდა.დავიდმა ჯერ კიდევ არ იციც ჩემი ამბავი სრულად...ორივე ერთი ეროვნების რომ ვართ გავიგეთ ,მაგრამ ალბათ თავადაც მიხვდა რის გამო ვარ აქ.ღირსების დანაშაული ასე ჰქვია ჩემს ბორკილესბს. დავიდთან ყოველთვის ვიჭერდი რაღაც დისტანციას,თუმცა მასთან სიახლოვესაც ვგრძნობდი. გამახსენდა რატომაც...იქ პალესტინაში ყოფნისას დედამ ერთხელ მითხრა რომ ჩემთვის საქმრო ყავდათ შერჩეული,რომელიც ამერიკაში მუშაობდა და ძალიან მდიდარი იყო,დედამ არ იცოდა რა იყო ამერიკა მაშინ არც მე ვიცოდი .ეს არცაა საკვირველი ჩემს ქვეყანაში ხომ ქალები სკოლაში არ დადაიან. დავიდს იმიტომ მივიჩნევდი ახლობლად რადგან ბავშვობაში ყოველთვის ასე წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს საქმროს და ალბათ ამიტომ.
დავიდთან ერთად
გადაწყდა. მე და დავიდი ერთად მივდივართ საქმიან შეხვედრაზე საფრანგეთსი.გავიგე რომ საფრანგეთს სიყვარულის ქვეყანას უწოდებენ.მე და დავიდი ასეთ ქვეყანაში რა უცნაურია.პლაესტინაში წარმოუდგენელია ქალმა მამაკაცის გარეშე იცხოვროს თუარდა მა ყველა დასცინებს და აბჩად აიგდებს.იქ ითვლება რომ ქალს არ შეუძლია მარტო,დამოუკიდებლად იცხოვროს.მე კი ეს შევძელი.თუმცა არ ვიცი დავიდთან თავს უცნაურად ვგრძნობ.ფრენისას არცერთს ხმა არ ამოგვიღია.არც ჩასვლისას .მხოლოდ შეხვედრაზე ვსაუბრობდით.წარმატებით დამთავრებული შეხვედრის არსანისშნავად წვეულება მოეწყო.მართალია დავიდს არ სურდა ამ წვულებაზე დასწრება მაგრამ უხერხული იყო და დარჩა .ჩვეულებრივი საღამო იყო სადაც მეც და ისიც რამდენიმე ჭიქა ღვინით შემოვიფარგლეთ.
დღეს მთელი დღე უხასიათოდ იყო დავიდი და სასმელმა ხაასიათი გამოუკეთა.წვეულება უკვე კარგა ხანია დასრულდა და ახლა მარტო ზის თავის ოთახში.უცნაურია-ფიქრობს და თავს აკანტურებს-ამ გოგოსთან ერთად პარიზში,სიყვარულის ქალაქში .გოგონასთან ერთად რომელიც უნდააა.....არაა ამის გახსენება ახლა საჭირო არ არის.-ამ ფიქრებით იყო გართული და გადაწყვიტა აივანზე გასულიყო.ჰანანის და დავიდის ოთახს საერთო აივანი ჰქონდა.ამიტომ იქ გასულ დავიდს არ გასჭირვებია თვალი მოეკრა აივანის კუთხეში მიკუჭულ გოგონაზე,რომელიც მოწყენილი სახით გაჰყურებდა ქალაქის ხედს.
-გული წყედაბ რომ ვერ დავათვარიელეთ?-იკითხა დავიდმა და მის გვერდით დადგა. გოგონა შეკრთა.მოკლე საღამურძე ,რაც შეიძლება სწრაფად შემოიკრა ხალათი და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.
-ვერ გეტყვი არათქო.ლამაზია აქაურობა.
-და ეგ რიტუალი რომ არ ჩაგეტარებინა ვერ მეტყოდი ისე?-თქვა მამაკაცმა და ირონიულად გაიღიმა.
-ეს ჩემი საქმე -უპასუხა გოგონამ.
-ლამაზი ხარ-უთხრა დავიდმა ,მკლავში ხელის მოკიდებით შემატრიალა და თავის სხეულზე აიკრა.გოგონდა დუმდა,მის ცისფერ თვალებში იძირებოდა.
-გამიშვი -სწაყლად თქვა ჰანანმა.
-რატომ?
-არ შეიძლება.
-შეიძლება.თქვა მაამკაცმა და ათრთოლებულ ჰანანას ბაგეზე დაეწაფა.გოგონა ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეუძღვა.ხვდებოდა ჰანანი რომ იგივეს აკეთებდა რის გამოც ერთხელ უკვე დაწვეს .მაგრამ ახლა ..დავიდისგან უზარმაზარი სითბო მოდიოდა ,ხოლო ჰასანი კი ვნებამორეული იყო მხოლოდ.ჰასანს იგი არ უყვარდა.(მაშინ ასე ვფიქრობდი.დავიდის თოთოეული შეხება ჟრუანტელს მგვრიდაა.არ მრცხვენოდა მისი.როცა საკუთარ სხეულზე მიკრავდა და მკცნიდა.მივხვდი მიყვარდა).
დილით როცა გავიღვიძე დავიდი ჩემს გვერდით არ იყო.სადღაც წასულიყო.მივხვდი რომ ისევ წარსულში დავბრუნდი.ის ისევ ისეთი იქნებოდა.ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და ქვევით ბარში ჩავედი.ის იქ ბართან იდგა და წვენს სვამდა.
-დილა მშვიდობის-მითხრა და თვალი ამარიდა.
-დილა მშვიდობის-ვუპასუხე მეც.
-მოდი ჩამოვსხდეთ-შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.-უშინდელზე მინდა გითხრა.-თქვა და სახეზე დამაცქერდა.
-თუ გინდა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
-არა რატომ? არ მიყვარს წარსულთან ხუმრობა.არ მიყვარს მისის მიჩქმალვა.
-მე საერთოდ წარსული არ მიყვარს-თქვა ჰანანმა და ამოიხრა.
-ვიცი.გუშინ დამწვრობის კვალი ვნახე.
-იცი არა რის გამოც?-თვალებში შეხედვა ვერგავუბედე.
-მივხვდი.ღირსების დანაშაული.
-ხო.ალბათ იცი რას გულისხმობს ეს დანაშაული?-ისევ შეშინებულმა ვკითხე.
-ვიცი.მაგრამ ის სად არის?
-ის ის არ ვიცი-დავიბენი არ ველოდი თუ ამას მკითხავდა.
-გიყვარს?
-შეიძლება.
-ესეიგი გიყვარს-თქვა და ჩვეულებისამებრ მზერა ამარიდა. ვხედავდი ჩემ წინ იჯდა.ცისფერ თვალებს მზე უნათებდა და ვგრძნობდი რომ ჩემი პასუხი არ მოსწონდა.მაგრამ არ ვიცი მაშინ რა მემეართებოდა .თითქოს სამაგიეროსგადახგა მინდოდა იმისთვის რომ სამსახურში მამაცირებდა და იმისთვის რომ ჩემი დამწვრობის კვალი ნახა.მაგრამ მე თავად მივეცი ამის უფლება და ახლა ვეღარაფერს შევცვლი.
-წავიდეთ-თქვა მან.
-საუბარი ხომ არ დამიმთავრებია-ვუთხარი რადგან რაღაცით მინდოდა გამომესწორებინა ჩემი საქციელი.
-ეს საუბარი არ იყო-მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. არც ამჯერად ამოგვიღია ხამ ფრენისას .ის ჩემგვერდით იჯდა და დროდადრო მისი მხარი ჩემსას ეხებოდა და მაშინ ვგრძნობდი ,რომ მისი შემთხვევითი შეხებაც კი მიყვარდა.

-გოგონა ისევ ცოცხალია?
-ვერ შევძელი მისი მოკვლა.-ხომ გითხარით.თუმცა ვერაფრით დაგაჯერეთ სიმაღტლე.იმ გოგომ თავისის საქციელით ოჯახი შეარცხვინა შენ ამით რა დაგაკლდა? ალბათ არც კი იცოდა რომ შენ იყავი მისი საქმრო მშობლებმა რომ შეურჩიეს.შენ მას ვერ მოკლავ.თავი დაანებე.-უთხრა ბიძამისმა და სავრძელში გადაწვა.
-შენი ბარალია მასთან სიახლოვეს მიმაჩვიე და ახლა გგონია ვერ მოვკლავ? მას ისევ ჰასანი უყვრას.
-აი რატომაც ვერ მოკლავ.შენ იმაზე ეჭვიანობ ჰასანი რომ უყვარს და ის სულ არ გადარდებს რაც მან ჩაიდინა.მისმა ოჯახმა უბრალოდ გთხოვა არ უბრძანებია.ნუ მოკლავ.
-მე არ ვეჭვიანობ.მასაც მოვკლავ და ჰასანსაც.
-ჰასანს რატომ?
-მან ხომ ნურა მოკლა.
-ეს შენი საქმე არა.ნურა ჰანანის და იყო და არა შენი.ნუ ჩაერევი-უკანასკენლად უთხრა მამაკაცმა მაგრამ დავიდი გაბრუნდა.
-ასად მოიცა-დაუძახა ისევ.
-რამდენჯერ გითხრა,ნუ მეძახი ნამდვილ სახელს .
-ვერავინ გაიგონებს.
-რა გინდა?
-დაფიქრდი.-ფიქრი არ მჭირდება.ჰანანი უნდა მოკვდეს.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოი ოი....უფრო დაიძაბა ახლა...
და ძალიან საინტერესოც არის.
ერთი იმას გეტყვი ისევ, რომ ძალიან სწრაფად მიდიოდა ვიტარება. დრო ძალიან აჩქარებული იყო, და საინტერესოს ეს ხდიდა უფრო... მალე რომ მოხდა ყველაფერი, ამ ერთ თავში, მაგრამ ცოტა უფრო აჩქარებული მეჩვენა. ამ ჰანანის და ასადის ერთად ყოფნა მეჩქარა რაღაცნაირად. არ ველოდი ასე სწრაფად.
და კიდევ, ხშირად ცვლი პირებს. ხან მესამე პირში წერ, ხან პირველში. არ ვიცი ეს შენი სტილია ასეთი თუ რა, მაგრამ ჯობს ერთი პირი აირჩიო და ისე წერო ხოლმე love ნუ გადადიხარ პირიდან პირში. არ არის ლამაზი საკითხავად.
მაგრამ ეს უმჯობესია ყველაზე <3
რაღაცნაირია...
მმმ. და არ მოკლა ჰანანი! რაღა ესენი შეახვედრა ბედმა ისევ, ვინც ქმრად დაუნიშნეს რა :((
გავაგრძელებ კითხვაას. ძალიან საინტერესოა.
შენ კი ძალიან კარგი გოგო ხარ. მიყვარხარ ^_^ love
რჩევები გაითვალისწინე და უკეთესი გამოგივა... <3 მჯერა შეძლებ ძალიან კარგად წერას და დახვეწავ უფრო ნაწერს. იყავი საკუთარი თავისადიმ კრიტიკული და გადაიკითხე ხოლმე შენი ნაწერი.
ეს დაგეხმარება love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

მადლობააა <3 ყველა შენიშვნას გავითვალისწინებ.ეს პირდიან პირში გადასვლა მართლა არეული მაქვს და მართალი ხარ ავჩქარდი.მინდოდა სწრაფად დამედო <3 აუ იცი როგორ მიხარაიაა რომ საინტერესოდ მიგაჩნია,ნუ თვით ესმერალდას ავტორი ხარ ბოლოსდაბოლოს <3 love მადლობა,მადლობა,მადლობააააა love ახლა ვხვდები როგორი სტიუმულიააა .რაც შეგეხება შენ .შენს ისტროებს ველოდები ხო იცი როგორ ? გაგიჟებული wink love

 


№3 სტუმარი nia

ვაიმე აქ რა ამბებია გადავირიე ...ჰანანი მეცოდება მგონია რო დევიდს უყვარს..
ცუდი აგარაფერი გამართო ამ გოგოს ცოდოა
გელოდები მოუთმენლად love

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

აუცილებლად გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent