შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოჩვენება (3;4)


14-01-2016, 13:53
ავტორი XatiM
ნანახია 1 382

თავი 3


გაოცებული შევყურებდი სალაროს გოგონას,რომელსაც მკერდთან ეწერა „ბრიტნი“.

"რას გულისხმობ,იმაში რომ "ანას არ უყვარს შტორმი?"

ბრიტნიმ ხითხითი დაიწყო.

"მალე გაიგებ."

"მაგრამ...ანა მკვდარია?" ვუპასუხე მას თუმცა ეს უფრო შეკითხვასავით გამომივიდა.

მან თავი უარის ნიშნად გააქნია და ოდნავ ჩაიცინა.

"და როგორ მოკვდა ის?" წარბები ასწია და მრავლისმთქმელი მზერით მომაშტერდა პასუხის მოლოდინში

"მას მეხი დაეცა,კოშკურის სარკმლიდან გადავარდა." შემდეგ მივხვდი თუ რის თქმას ცდილობდა იგი.ანას არ მოსწონს შტორმი,რადგან სწორედ ეს იყო მისი დაღუპვის მიზეზი.

პარკები და ყუთები საბარგულში ჩავალაგე სანამ წვიმას უარესაც უმატებდა.ქარი ბობოქრობდა და ხეებს ხრიდა,ცა მოიქუფრა.სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და სახლისაკენ წავედი.

Maple Grove-ზე შევუხვიე და სახლის წინ გავაჩერე.საბარგული სწრაფად დავცალე რადგან გარეთ დიდხანს გაჩერება საშიში იყო ასეთი შტორმის დროს.

სახლის კარი გავაღე და სამზარეულოში შევედი,მაცივარში საკვები შევალაგე.ჰოლი გადავკვეთე და ჩემს ოთახში შევედი „ჩიფსის“ პაკეტით ხელში. საწოლზე შევხტი და ტელეფონი შევამოწმე,ერთი გამოტოვებული ზარი დედასგან.მასთან დარეკვა გადავწყვიტე რადგან წინა საუბრისას ვეუხეშე.მეორე ცდაზე მუპასუხა:

"ჰარი,როგორ არის ჩემი დიდი ბიჭი?"
ვაუ დიდი? მართლა დედა?

"კარგად ვარ" ოდნავ ცივად ვუპასუხე.

"პატარავ, ძალიან მენატრები" თვალები გადავატრიალე მის სიტყვებზე.

"ვიცი"

"ჰარი, შენ არ მოგენატრე?"

"რათქმაუნდა დედა.“ თან ჩიფსი ამოვიღე და ჭამა დავიწყე.

„როგორ შეიძლებოდა არ მომნატრებოდი."

"ვეღარ ვითმენ უკვე ისე მენატრები,რომ გეგმები მაქვს,პარასკევს გნახავ"

სწრაფად საწოლზე წამოვჯექი.

"მაგრამ ჯერ მხოლოდ შაბათია" ვერ ვიჯერებდი,რომ დედაჩემი ასე მალე მოვიდოდა ჩემს სანახავად.

"კი,ჰაროლდ,ეს მაგარია."

როდესაც დედაჩემი ჩამოვა ის ისევ მკითხავს თუ რატომ ვიყიდე ეს სახლი,რადგან ის მიტოვებული იყო.ეს კი ძალიან დამღლელი იქნებოდა და წინასწარ ვემზადებოდი ამისთვის.

დედაჩემი საუბარი გააგრძელა,ღმერთმა იცის რაზე. ცაზე ელვა გამოჩნდა,მას კი ჭექა-ქუხილი მოჰყვა.უეცრად სახლში რაღაც საშინელი ხმა გაისმა.

მე ერთ ადგილზე გავიყინე.ტელეფონი კი კალთაში ჩამივარდა.გაუნძრევლად ვიჯექი.დედაჩემი კვლავ აგრძელებდა ლაპარაკს,აზრზეც არ იყო თუ რა მოხდა ამ წამს.ტელეფონი ავიღე და ნელა,თითქმის ჩურჩულით დაველაპარაკე.

"დედა... მ-მე... უნდა წავიდე...ნახვამდის!"

ყურმილი დავკიდე და დავდუმდი,სახლში არავითარი ხმა აღარ ისმოდა,წვიმის გარდა,რომელიც სახურავს ეწვეთებიდა.სასტუმრო ოთახში გავედი.კართან იდო ჩემი ხელთათმანი და ხელკეტი.გადავწყვიტე,რომ ცოტა დაცვა არ მაწყენდა. წითელ ხავერდს მივაშტერდი,რომელიც კიბეს ამშვენებდა.ჩემ თავს ვეკითხებოდი იყო თუ არა ეს კარგი იდეა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,უნდა გამეგო თუ საიდან მოდიოდა ხმები.ან რატომ.

კიბეებზე ასვლა დავიწყე,სხეულის სიმძიმის გამო ჭრიალი დაიწყო კიბეებმა.ხელები შიშისგან მიკანკალებდა და სხეულზე უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა.მინდოდა რომ აქედან გავქცეულიყავი,მაგრამ რაღაც მაიძულებდა,რომ ასვლა განმეგრძო.

მაღლა ავედი და დავინახე ხის მუქი კარი.პულსი აჩქარებული მქონდა და ღრმად ვსუნთავდი.გარეთ ისევ გაიელვა,ისევ დაიქუხა.წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რა იმალებოდა კარს უკან.

ხელი კარის სახელურისკენ წავიღე,მაგრამ წინა კარიდან კაკუნის ხმა მომესმა.კიბეები სირბილით ჩავიარე და კარი გავაღე სადაც ჩარლი დამხვდა შავი ქურთუკით და კაპიუშონით.ისიც შეშინებული ჩანდა.

"ჰარი,ხეები წაიქცა,და ელექტრონიკა დაზიანდა.მოვედი,რომ შემემოწმებინა შუქები გამოირთო თუ არა."

"ისინი შეაკეთებენ ამას,არ იყო საჭირო ამ ქარიშხალში წამოსვლა"ვეუბნებოდი ჩარლის ისე რომ,ცისთვის თვალი არ მომიშორებია.

"ოჰ,არ იდარდო,ისედაც გარეთ ვიყავი" შოკირებული ვიყავი,რატომ იყო ასეთ ამინდში გარეთ.

"გარეთ? ღვთის გულისთვის გარეთ ხომ ელავს."

მან უბრალოდ გაიცინა.
"არ იდარდო ჩემზე,უკან ეზოში რაღაცას ვამოწმებდი,და გადავწყვიტე აქაც შემომევლო" რა უნდოდა ამ ღამეს სასაფლაოზე გარეთ ასეთ შტორმში?

"როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა,მე წავალ"თქვა ჩარლიმ და კიბეები ჩაიარა.

"კარგი..ფრთხილად იყავი"დავუყვირე სანამ წავიდოდა.

"ოჰ და ჰარი,შენ ადგილას კოშკურის ფანჯარას ჩავკეტავდი" სახლის ზედა ნაწილზე მიმითითა ჩარლიმ.

გარეთ შტორმში გავედი,რომ მენახა თუ რას მანიშნებდა მოხუცი.მზერა კოშკურაზე გადავიტანე და მისი ფანჯრის დანახვისას ადგილზე გავიყინე.წამის მეასედში გული გამიჩერდა.ძარღვებში სისხლი გამეყინა.
პატარა ზომის შუშის სარკმლიდან იყურებოდა ახალგაზრდა გოგონა.

ანა სექსთონი...

თავი 4

ორშაბათის ღამეა.ზუსტად ერთი დღე გავიდა მას შემდეგ რაც დავინახე ანა სექსთონი.არ მიცდია უკან იმ ოთახში დაბრუნება,რადგან ძალიან შეშინებული ვიყავი.ცხოვრებაში არასდროს შემშინებია ასე.გასულ ღამეს ოთახიდან სადაც ანა სექსთონი მოკვდა,საშინელი ხმები ისმოდა.

სასტუმრო ოთახში ჩარლისთან ერთად ვიჯექი,რომელმაც უეცრად მოსვლა გადაწყვიტა.ის ძალიან უცნაურია,თუმცა ეს ნაკლებად მაინტერესებს,მე მხოლოდ იმას ვიმედოვნებ,რომ ის უფრო მეტს მეტყვის ანასა და ამ სახლზე.

"ჩარლი,რამდენი ხანია,რაც ამ სახლის ზედამხედველი ხარ?"ვკითხე ჩარლის და ხელები კალთაში ჩავიწყე.

"ოცდაჩვიდმეტი წელია" მიპასუხა დაბალი ხმით.

არ მჯეროდა,რომ ამდენი ხანი ვინმე ასეთ სახლში იმუშავებდა შეუშინებლად.

"რამ გადაგაწყვეტინა აქ მუშაობა?" ვცდილობდი დიალოგი გამება მასთან.

"მე მჭირდებოდა სამუშაო,თანაც აქ მუშაობა ადვილი ჩანდა" თავი დავუქნიე,იმ მიზნით რომ მისი მესმოდა.

"და შენ ჰარი? რატომ გადმოხვედი ამ სახლში?" დაფიქრება მჭირდებოდა,რადგან არ ვიცოდი ამ კითხვაზე რა პასუხი გამეცა.

"მოკლედ...ეს... მე მხოლოდ ამის შესაძლებლობა მქონდა და თანაც საინტერესო ჩანდა"

"ჰო,ვხედავ" ცინიკურად ჩაიცინა და ამის შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა.

მე ვფიქრობდი თუ რა მეკითხა მისთვის,იმდენი რამ მაინტერესებდა, თუმცა არ ვიცოდი რით დამეწყო.

"ჩანს რომ ბევრი იცი ანაზე" ვთქვი საბოლოოდ.

"ნამდვილად" მიპასუხა ჩარლიმ და სკამზე ჩამოჯდა.

"ეს რას ნიშნავს? გარდა იმისა,რომ შენ აქ მუშაობდი". ის თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობდა.

„კარგი.. მე უეცრად შევხვდი ანას,რამდენიმე წლის წინ და ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ."თქვა და ჩაიხითხითა ბოლოსკენ.

"და რატომ არ უნდა ყოფილიყო?"

"მას არავინ მოსწონს,ის ყველაზე ბრაზდება,ამიტომაც ვაფრთხილებ ყველას იმ კოშკის ფანჯარაზე."

შეშინებული ჩანდა იმის აღიარებით,რომ ანა ჯერ კიდევ ამ სახლში ცხოვრობდა.

"ანა ოდესმე დაბლა ჩამოსულა?" პასუხის გაგების მეშინოდა,მაგრამ ამავდროულად მაინტერესებდა.ვკვდებოდი ინტერესით.

"არა" მის პასუხზე ამოვისუნთქე და ცოტათი დავმშვიდდი.

"არავის დაუნახავს პირველ სართულზე,რაც კარგია რადგან ის ყოველთვის აფრთხობდა მყიდველებს და სახლი მუდამ ცარიელი რჩებოდა." ჩარლიმ გააგრძელა.

"სახლი მისი სიკვდილის შემდეგ გასაყიდთა სიაში მოხვდა.მისი მშობლები აქედან რაც შეიძლებოდა სწრაფად გადავიდნენ." ჩანდა რომ მან ყველაფერი კარგად იცოდა ამ სახლის შესახებ.

"რატომ წავიდნენ ისინი ასე სწრაფად? ყველაფრის დასავიწყებლად?" გაკვირვებული შევყურებდი მას.

"მართლა არ ვიცი,ჰარი."

ამის შემდეგ ის უკანა ეზოში გავიდა,რაღაცის შესამოწმებლად,რაც გიჟურად მიმაჩნდა.

ის ყოველთვის იქ იყო,მაგრამ რატომ? ეს უნდა მეკითხა.

სამზარეულოსკენ გავეშურე.საათი 8:33 PM-ს მიჩვენებდა რად ნიშნავდა რომ უკვე საღამო იყო და უნდა მევახშმა. რძეში ხრაშუნა ბურბუშელა ჩაყარე და მოვურიე,ახლა ძალიან მეზარებოდა საჭმლის მომზადება. ჭამისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა მალე ჩამოვიდოდა დედაჩემი და ხვალ სახლის დალაგება მომიწევდა,რათა მისი სალაპარაკო არ გამხდარიყო ეს სახლი.

შესაძლოა ის შედარებით ბედნიერი გამხდარიყო თუ კი სადილს მოვამზადებდი და დავახვედრებდი.ვიმედოვნებ,რომ აქ დიდი ხნით არ დარჩება.

ტელევიზორი ჩავრთე და არხებზე გადართვა დავიწყე.ერთ-ერთ არხზე საინტერესო გადაცემა გადიოდა საჭმელებთან დაკავშირებით და გადავწყვიტე მისთვის მეყურებინა,რადგან დედასთვის სადილის მომზადება მქონდა გადაწყვეტილი სიახლე არცერთს არ გვაწყენდა.

შოუს ყურებაში ისე გავერთე,რომ გვიან შევნიშნე ხმა,რამაც ძალიან შემაშინა. ადგილზე გავიყინე და სხეულში სიცივემ დამიარა.

ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა,რომელიც სულაც არ იყო ჩარლის...

დააკომენტარეთ რას ფიქრობთ .



№1 სტუმარი A

აუ ძალიან ძალიან მაგარი იყო smile გააგრძელე გთხოვ საშინლად დავინთრიგდი feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent