შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა,რომელიც შენკენ მოდის (დასასრული)


14-01-2016, 15:15
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 609

იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ,შემდეგ მითხრა,რომ ჩემთვის სიუპრიზი ჰქონდა,ამისთვის კი შეხვედრაზე უნდა დავთანხმებულიყავი.ვიუარე,ვუთხარი,რომ არ მეცალა,არადა,ძალიან მაინტერესებდა სად წამიყვნდა..სიმართლე რომ ვთქვა,ინტერესი მკლავდა.
მეორე დღესაც მთხოვა და ასე გრძელდებოდა მთელი ერთი კვირა,დეას რომ მოვუყევი,გამომლანძღა,რატომ ეუბნები უარსო,მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიყავი.არ მინდოდა გუგასთან შეხვედრებით რუსიკო გამენაწყენებიან,თანაც ვიცოდი,მას რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს თაყვანისმცემელთან.
ცხოვრება უცნაურია,ზოგჯერ იმ ადამიანს არ აძლევ შენთან ახლოს მოსვლის უფლებას,რომელსაც აინტერესებ და სჭირდები.
იმდენი ხანი გავიდა,რომ სალომე ფეხზე დადგა კიდეც,უკვე ყავარჯნების გარეშე დადიოდა და ლამის იყო ეხტუნავა.

-მიხარია..ძალიან მიყვარხარ-შუბლზე ვაკოცე ჩემს დას.
-უნდა ავღნიშნოთ...საღამოს ყველანი ერთად ვიკრიბებით და რამე ამოვიტანოთ..-მხიარულად თქვა რუსიკომ.
-შესანიშნავია-გავუღიმე და ჩემს ოთახში გავედი,ცოტა ხანს გუგას ვწერდი,შემდეგ კი სამეცადინოს დავუბრუნდი.
საღამოს მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ,სალომეს მეგობრებიც იყვნენ მოსულები და რამდენიმე ნათესავი.ყველა მხიარულობდა,მე კი თავს ცუდად ვგრძნობდი,რაღაცამ მაწყინა,მგონი,ამიტომ ვიჯექი და გაზგასულ ნაბეღლავს ვწრუპავდი.
-მოდი,ვითამაშოთ..შენ დაგვიჭირე..-სალომემ ფეხზე წამომაგდო.
-კარგი რა...-ნაწყნენმა შევხედე.
-მიდი რა!-რუსიკომ მთხოვა,მაგრამ მიბრძანა..მისი მზერა ჩვეულად ბრძანებლური იყო.
-კარგი ჰო..-ბოლოს დავნებდი და პატარებს გავეკიდე.

-იქნებ ეს ბედისწერა იყო..ჰო იცი როგორც ხდება ხოლმე..-დაიწყო დეამ.
-დეა,კარგი რა..ამის გჯერა..ეს უბრალოდ დედაჩემს გააღიზიანებს..არ მინდა ეტკინოს..
-თიკო,შენი მიმოწერა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
-არ ვიცი..უფრო სწორედ ვიცი,მაგრამ რუსიკო..
-ცოტა ხნით დაივიწყე რუსიკო..გადაუვლის.
-კარგი,მაგრამ არ შემიძლია..ვკითხავ დედაჩემს.
-რა ხარ რა...
-ის დედაჩემია.

მთელი საღამო მოწყენილი ვიყავი..უნივერსიტეტიდანაც საშინელ ხასიათზე დავბრუნდი.სახლში სული მეხუთებოდა და გათბობა გამოვრთე..საშინლად ვღელავდი.მეშინოდა რუსიკოსთან მოახლოებული საუბარი...მტკიოდა,რომ მას ვატკენდი,მაგრამ გუგა მაინტერესებდა,თვეების განმავლობაში ვწერდი...და უბრალოდ არ ვიცოდი ეს როგორ მიმეტანა რუსიკომდე.
იმ საღამოსაც ვერ ვუთხარი,არ შემეძლო..თავი მისკდებოდა და მალევე ჩამეძინა.

თითქოს ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა ცხოვრება,მაგრამ განსხვავება ის იყო,რომ გუგას ყოველ საღამოს ვწერდი და ამის გამო რამდენიმე საათით გვიან ვიძინებდი.მედიცინის მაინც არ მჯეროდა,უფრო სწორედ,არ მაინტერესებდა იგი,ამიტომ ძილს არასდროს ვაქცევდი ყურადღება.მომავლისკენ ნაკლებად ვიხედებოდი.
-არ გძინავს?-იმ დღესაც შემოიჭყიტა რუსიკო ჩემს ოთახში.
-არა..-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-რას შვრები?-ინტერესით შემომხედა დედაჩემმა.
-რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ შემიძლია..
-კარგი რა,თიკო..ჰო შეგიძლია გახსნილი იყო? მითხარი,დედაშენი ვარ..-თავი მოისაწყლა და გვერდით მომიწვა რუსიკო.
-კარგი...მაგრამ დამპირდი,რომ არ მეჩხუბები?-ვკითხე დედაჩემს.
-კარგი..კარგი,რა გჭირს?
-დე,უცნაურია..-დავიწყე მოყოლა..დედაჩემი ფეხზე წამოდგა,კარებთან მივიდა..მაინტერესებდა მისი რეაქცია..არაფერი უთქვამს,გარეთ გავიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა..ისევ არ მეძინა და გარინდული ვიწექი.
-უთხარი,რომ მოვიდეს და სალომეს რამე მოუტანოს...მაშინ ცუდად მოვიქეცი და რამეს გავაწყობ..დაპატიჟე..-მისგან მსგავს პასუხს არ ველოდი..გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ,თიკო..
-რა თბილი ხარ...-დედაჩემს ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ოთახიდან გავიდა.

დილას მთელი დღე ველოდი,როდის შემოვიდოდა გუგა ფეისბუქში..შემდეგ მივწერე და დედაჩემის თხოვნა გადავეცი..მას გაუხარდა და მითხრა,რომ ჩემი ნახვა და დედაჩემთან შერიგება მისთვის ნატარება იყო.
„არ გინდა რა“-მივწერე და ტელეფონი მოვისროლე,დედაჩემს უნდა დავხმარებოდი მზადებაში.

-რას იცვამ?-ხუთი საათი იქნებოდა,როცა დამირეკა დეამ.
-არ ვიცი...
-რამე უნდა იყიდო..აი,თვალები რომ შენზე დარჩეს.
-არ გინდა..თუმცა კარგი აზრია...
-გამოგივლი..

-მიცანი,პატარა?-შინაურულად ჰკითხა გუგამ სალომეს.
-შენ ის..ჰო...
-აი,ეს შენ..რაღაც შეფუთული მიაწოდა გუგამ.
-მადლობ...-თავის ოთახში გავარდა სალომე,დედაჩემი კი არ ჩანდა.
-ძალიან ლამაზი ხარ...-გამიღიმა გუგამ და ლოყაზე მაკოცა.
-მადლობ...დედაჩემს უნდა შეხვდე ჯერ.
-ნუ ღელავ..-თვალი ჩამიკრა და სივრცხე მოათვალიერა.
-კარგი..-ამოვისუნთქე,როცა რუსიკო გამოჩნდა..
-სალამი ..ლექციებზე იარე და ბოდიში...-მოკლედ უპასუხა რუსიკომ.
-მადლობთ...-მისკენ გაიწია გუგამ,მაგრამ დედაჩემი არ შერხეულა.

საღამომ ჩვეულებრივ ჩაიარა..გუგამ სთხოვა,რომ ჩემთვის სიუპრიზის გაკეთების უფლება მიეცა,დედაჩემიც დასთანხმდა.

-რა რომანტიკულია..მერე რა მოხდა?-მკითხა ჩემმა შვილმა,ჩემმა გიომ.
-მერე...მერე მამაშენმა წამიყვანა გიტარისტის კონცერტზე..
-საიდან იცოდა,რომ გიყვარდა?
-იცოდა,რომ მოყვარულის დონეზე მეც ვუკრავდი.
-ვისი კონცერტი იყო?
-თემურ ყვითელაშვილის..
-მოგეწონა?
-ძალიან..
-დე,რა კარგი მახსოვრობა გაქვს..
-პატარა,კარგი რა...
-მერე რა მოხდა?
-მერე ერთმანეთს ყოველ დღე ვხვდებოდით..
-ყოველ დღე?
-მთლად ყოველ დღე არა,მაგრამ სულ ერთმანეთზე გვეფიქრებოდა.
-მერე? მამამ როდის გთხოვა ხელი?
-რა განათლებული მყავხარ..-გამეცინა..
-მითხარი რა..აღარ ვარ პატარა,შვიდის ვარ..-ხელებით მაჩვენა გიომ.
-კარგი...ახალ წელს მთხოვა,როცა ერთად ვიყავით ნიუ-იორკში..
-მართლა?
-ჰო,გიო..როცა ბურთი დაეშვა და ყველა კოცნიდა,ის ცალ მუხლზე დაიხარა და მკითხა..
-ვაიმე...რა რომანტიკულია...
-დღესაც ახალი წელია,გიო...დღეს რვა წელი გადის..
-მართლა? და მამა რომ არაა სახლში.
-ჯერ მხოლოდ ცხრა საათია..მამაშენი მალე მოვა..
-სად იყო?
-მივლინებაში,პატარა..რით ვერდაიმახსოვრე?
-რაღაც უცხო სიტყვაა და...მიყვარხარ,დე..

ცხოვრება უცნაური..ზოგს ჰგონია,რომ ვნება და თავგადასავალი არის ძალიან სასურველი რამ,ჰგონია,რომ მათ გარეშე სიყვარული სისულელეა,მაგრამ ასე არა...ჩვენი თავგადასავალი ჩვენი ოჯახია და ამით ბედნიერები ვართ...
ძა;ლიან სცდება ის,ვინც ფიქრობს,რომ ოჯახური ცხოვრება გრძნობებს აუფერულებს,პირიქით,ის ჭეშმარიტ სიყვარულს ამყარებს და უფრო სასურველსაც კი ხდის..

-მამა როდის მოვა?-საათს ახედა გიომ.
-მალე ...
-როდისაა ეგ მალე?
-არ ვიცი,პატარა..უბრალოდ მალე..
-კარგი,მაშინ რამეს შევჭამ..-სამზარეულოსკენ წავიდა.
-კარგი..-გავძახე და საათს ავხედე..მოუთმენლად დავუწყე ცქერა მათ ისრებს...
დრო იწლებოდა,გიო ოთახიდან ოთახში გადიოდა..წუწუნებდა და ბუზღუნებდა...მვამშვიდებდი და ისევ ვიმეორებდი,მალეო,მაგრამ გუგა არ ჩანდა...
-ოცდაორი წუთი აკლია..-გიომ ნაწყენი ხმით წამოიძახა..და ამ დროს ზარიც გაისმა...გიო გაიქცა და მეც გავიქეცი..
გულაფანცქალებული ვუყურებდი გუგას და სიყვარულისგან ვიწვოდი..
-მომენატრე,პატარა..-აკოცა გიოს,გულში ჩაიკრა და შემდეგ მე მომიბრუნდა..
-იმ დღეს ოცდაორი წლის იყავი,თიკო..
-მერე?
-ამიტომაც მოვედი ამ დროს..
-ანუ აქ იყავი?
-ჰო,ათზე ჩამოვედი და ძმაკაცთან შევიარე.
-უნამუსო ხარ..
-მოდი აქ...-ხელები წელზე მომხვია და გულზე მიმიკრა..-მიყვარხარ...
-წამოდით,საახალწლო სუფრა გველოდება,თან რამე საბავშვო ფილმსაც ვუყუროთ...-ტიტინი დაიწყო გიომ.
-წავედით..-გუგამ გამიღიმა და თვალებით მანიშნა,წავედითო.
-მაშინაც ასე უყურებდი?-გიომ ინტერესით შეხედა მამას.
-ჰო..და როდის?-გაიკვირვა გუგამ.
-ვიცი,რომ მისამდე მისასვლელად რუსიკო ბებია დაკერე.
-რა? უთხარი?-შემომხედა გუგამ და გამიღიმა...
-ჰმ....
-უთხარი,თიკო?
-ჰო,გუგა...
-რა რომანტიკული იყო..მეც ეგრე უნდა ვქნა...-აღფრთოვანებით თქვა გიომ.
-ეგრე ქენი..-ხელში აიყვანა გუგამ ბავშვი და სუფრას მიუჯდა..-მოდი,თიკო..ნუ იბუტები..
-არ ვიბუტები,თუ შენც არ იბუტეტები...
-ახლა ჩემეული ვერსია უნდა მოვყვე და მითხარი თუ დაემთხვევა...თქვა გუგამ და საათს გახედა...
-ჯერ გარეთ გავალ..მეკვლე უნდა ვიყო...
-კარგი...
ყველანი ერთად ვითვლიდით წუთებს,შემდეგ კი წამებს...

ორი საათი იქნებოდა,როცა გიო მამამის ეჯდა კალთაში და ეძინა...გუგა გაშტერებული სახით მიყურებდა.
-მომენატრე,თიკო..
-მეც...
-რაღაც მინდა გითხრა..
-რა?
-ეს ის გზა იყო,რომელიც შენკენ მოდიოდა..ეს ყველაფერი ჩვენი დასაძლეველი იყო...ეს ყველაფერი ბედისწერის მაგვარ რამეს ემორჩიელბოდა..ჩვენმოვიპოვეთ ბედნიერება...
-მიყვარხარ,გუგა..
-მეც მიყვარხარ,თიკო..
-დამპირდი,რომ ამ სიტყვებს მუდამ მეტყვი.
-მეორე აზრი არ არსებობს..მუდამ,მუდამ გეტყვი..
-მაშინაც,როცა დავბერდები?
-ჰო,მაშინაც..ყოველთვის გეტყვი..
-უნდა მჯეროდეს?-გამომცდელად ვკითხე.
-ჰო,მე ხომ ის გზა გამოვიარე,რომელიც შენადე მოდიოდა..
გამეღიმა და თავი მხარზე ჩამოვადე...ჩუმად ვიყავით და ხმის ამოღებას არ ვაპირებდით,სანამ რუსიკოს ხმა არ გაისმა..
-ჰეი,გვრიტებო..
-რუსუდან..-ფეხზე წამოხტა გუგა..
-ნუ,დგები..ჩემი მაგისტრი აღარ ხარ..
-სულში ზის..-სიცილი ამიტყდა.
-რომელ გზაზე საუბრობდით?
-გვისმენდი?-ინტერესით ვკითხე დედაჩემს.
-ჰო..კარები ღია დაგრჩენოდათ და შემოვიპარე..
-რა?
-კარგი,თიკო...ნუ ხარ ასეთი გაკვირვებული...-გაეღიმა გუგას.
-კარგი...გილოცავ,დე...
-მოდი აქ..-ხელები გაშალა რუსიკომ.

-მეც გამიძელი არა?-გაეღიმა რუსიკოს და გვრიტებივით მჯდომ წყვილს თვალი ჩაგვიკრა.
-ჰო...მე გამოვიარე გზა,რომელიც თიკოსკენ მოდიოდა..
-და ამ გზაში მეც ვიყავი არა? მთავარი დაბრკოლება ვიყავი არა?
-ჰო...-გაეღიმა გუგას და გულზე ძლიერად მიმიკრა.
-ბე,გავისეირნოთ...თოვს..დადო...-ოთახში გიოს ტიტინი გაისმა.
-კარგი,ოღონდ თბილად ჩაიცვი...-თავზე ხელი გადაუსვა რუსიკომ.
___
კომენტარებში გამიზარმაცდით..მარა არ აქვს მნიშვენლობა ამას,მაინც მიყვარხართ..

ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს,მრავალს დაესწარით ბედნიერად და მხიარულად თქვენს საყავრელ ადამიანებთან ერთად.



№1  offline წევრი სალი-სალი

ძალიან სასიამოვნო მოთხრობა იყო.. თითქოს გული გამითბა ამის წაკითხვისას love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

სალი-სალი
ძალიან სასიამოვნო მოთხრობა იყო.. თითქოს გული გამითბა ამის წაკითხვისას love

მადლობ love

 


№3 სტუმარი ekoo

dzaaliaan kargii iyoo <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent