შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (9)


15-01-2016, 05:42
ავტორი tsn
ნანახია 2 444

ლიზა:

- თითქმის მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ოთახში ქაოსურად ვმოძრაობდი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, გეგმა მჭირდებოდა.. მაქსიმალურად ფრთხილი და გონივრული ნაბიჯები უნდა გადამედგა.. თავში ფლეშკა ამომიტივტივდა. ლოგიკურია, თუ ნიკა ამას საგულდაგულოდ ინახავს ე.ი რაიმე მნიშვნელოვანია.. ლუკას ბრალი იმიტომ დასდეს, რომ რაღაც საბუთებზე მისი ხელმოწერა იყო.. მოღალატე კომპანიაშია, ამიტომ ისიც დასაშვებია, რომ ძელმოწერა მართლა ლუკასია და არ გაუყალბებიათ, უბრალოდ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლეს.. თუმცა საბუთები უნდა ვნახო მაინც.. პირველ რიგში კი უნდა გავარკვიო ვინაა ნიკა ჟღენტი და ვისი შეგზავნილია.. მაგრამ როგორ? იქნებ როგორმე ნიკას დავუახლოვდე.. მაგრამ არა, ასე არ მინდა. ვუთვალთვალო? აუცილებლად რაღაც უნდა გავაკეთო, ოფისში მივალ და მასზე იმ ინფორმაციას მაინც გავიგებ, რაც იქ იციან.. ამ ფიქრებში ჩამეძინა, მაგრამ მალე გამეღვიძა.. გამახსენდა, რომ ქეთევანთან არ მისაუბრია, მოვწესრიგდი და მასთან გავედი. ეს როგორ დამავიწყდა, როგორ აქამდე არ გადავედი, ნეტავ როგორაა.. მყარად იდგა ფეხზე ქეთო დეიდა, იცოდა ლუკა რისი ჩამდენიც იყო.. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და ვთხოვე ლუკას ოთახში შევეშვი, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვო.. მთელი ოთახი გადავატრიალე, ვერაფერი ვნახე რაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.. მე და ქეთო განყოფილებაში წავედით, მაგრამ ისევ არ შეგვიშვეს.. მხოლოდ ადვოკატის ნახვის უფლება აქვსო.. დროა ნიკოლოზს მივხედო, ოფისში მივედი და ლუკას თანაშემწეს საუბარი ვთხოვე, ზოგადი ინფორმაცია გავიგე, ნიკოლოზ ჟღენტი, დაბადებული 1985 წელს, 17 დეკემბერს.. მშობლებზე ინფორმაცია არ აქვთ, განათლება მიუღია ამერიკის ერთ-ერთ შტატში, კომპანიაში მუშაობს 2010 წლიდან, ეს არაა საკმარისი ინფორმაცია. მშობლებზე ინფორმაცია რატომ არ გაასაჯაროვა? ეს მეორე ხარისხოვანია, ახლა იმდენი უნდა მოვახერხო, რომ მისი გადაადგილების ყველა მარშუტი გავიგო. სპეციალისტი მჭირდება, მაგრამ ვინ?... გამახსენდა, ჩემი ერთი მეგობარი პოლიციელია, მხოლოდ მისი იმედი მაქვს.. ნომერზე ვურეკავ
- გუსმენთ
- ომა, ლიზა ვარ.. გცალია ცოტა ხნით? სასწრაფო საქმე მაქვს
- რა ხდება ლიზ? რა ხმა გაქვს, ყველაფერი რიგზეა? ჩვენ კაფეში გამო ნახევარ საათში
- ყველაფერს გეტყვი, რომ შეგხვდები, კარგი?
- კარგი ბეიბი, გელოდები
- მასხარა ხარ ომარ გიორგობიანო.. დროებით...
- კარგი, მოვდივარ ელიზაბედ... - სასწრაფოდ გავედი და დათქმულ დროზე ომაც მოვიდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და საქმეზე გადავედი, მას ყველაფერი მოვუყევი..
- ჩემი ბოლო იმედი ხარ გიორგობიანო - ვუთხარი და თავი ჩავხარე, ჩემს თვალზე მომდგარი ცრემლი რომ არ შეემჩნია
- ჩემი იმედი გქონდეს ლიზ, ყველაფერს მოვაგვარებთ.. არ იტირო კარგი? საქმე სწრიოზულადაა, მაგრამ უკვე ვიცი რასაც ვიზამ
- მართლა? რა უნდა ვქნათ?
- ლიზა ოფისში წამიყვანე, მინდა სათვალთვალო კამერები და მოსასმენი აპარატურა დავაყენო, ყველგან სადაც ხელი მიუწვდება.. უბრალოდ ისეთ დროს რომ ვერავინ დაგვინახოს, მოახერხებ?
- კი, ოფისი 7 მდე მუშაობს, მერე მხოლოდ დაცვაა, მიცნობენ და შეგვიშვებენ
- კარგი, მაგრამ მაინც თავი რომ დავიზღვიოთ ცხრა საათზე შევხვდეთ და წავიდეთ
- დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მოვიქცევით, რომ იპოვოს?
- ვერ იპოვის
- კანონიერი ქმედებაა?
- არა, მაგრამ არ დაგვოჭერენ და სასამართლო მტკიცებულებადაც მიიღებს
- სამსახურში კი ვუთვალთვალებთ და მოვუსმენთ, მაგრქმ მის გარეთ?
- მაგაზე მეც ვიფიქრე ლიზა, ექნება რამე ნივტი, რომელსაც მუდამ თან ატარებს, თუნდაც ტელეფონი
- მისი ტელეფონი ხელში როგორ ჩავიგდო მერე, მაგის შანსი არაა
- დამშვიდდი, დავადგენ რა ტელეფონი აქვს და რამეს მოვიფიქრებთ
- კარგი... გმადლობ
- არაფრის ლიზა, ხომ იცი ჩემი პატარა და ხარ.. ერთად ყვრლაფერი გამოგვივა - დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ისევ ოფისში წავედი.. ნიკოლოზს შევეჯახე, ხელშუ ტელეფონი ეჭირა, ალბათ უნდა დაერეკა.. საბედნიეროდ ტელეფონის მოდელი გავარჩიე.. ნიკამ ამაზრზენად ამათვალიერა და გამეცალა.. საღამაოს მე და ომა ოფისში შევედით.. ნიკას კაბინეტი ჩაკეტილი იყო და ომამ გააღო, მოსასმენი და ჩამწერი მოწყობილობები. ისეთ ადგილებზე დავაყენეთ ზუსტად ვიცოდით ვერ იპოვიდნენ..
- ომა, იცი მისი მობილურის მოდელი გავიგე, LG L70-ია, მასეთი ზუსტად ჩემს ძმას აქვს..
- კარგია ლიზა, ხვალ მაგ ტელეფონით მოდი, მოახერხე და მპბილურები შეცვალე, აი ეს მოსასმენი მოწყობილობა - წერტილივით შეუმჩნეველი ნივთი გადმომცა- ხუფი მოხსენი და დაამაგრე, ისევე, როგორც ახლა
- გასაგებია
- მხოლოდ ეცადე ყურადღება დიდად არ მიიქციო.. სახლში დავბრუნდი, მეორე დღეს კი ისევ ოფისში, LG ის ტელეფონიანად, ნიკა გაცეცხლებული მირბოდა, ეს სიტუაცია უნდა გამომეყენებინა, ისე შევეჯახე ტელეფონი გაუვარდა, მეც დავაგდე განრახ და აღებით კი მისი ავიღე, სწრაფად გავეცალე, თვალს მოვეფარე თუ არა მითიტება შევასრულე და მივამაგრე მოსასმენი.. შემდეგ კი ნიკასთან შევედი
- მაპატიეთ, წეღან რომ შევეჯახეთ, თქვენ შემთხვევით ჩემი მობილური აგიღიათ, მე კი თქვენი, ახლა დამჭირდა და დავაკვირდი ( პრინციპში 5 წუთი იყო გასული, ან არც)
- რა?
-აი, აიღეთ - გავუღიმე და მოვაწოდე, მან სწრაფად გადაამოწმა ყველაფერი და გამომიშვა.. ახლა დრო იყო ჩემებურად მემოქმედა.. მთავარია ფლეშკა ვიპოვო, ესეც გამოდგება მტკიცებულებად.. ახლა უკვე ნიკას ყოველ ნაბიჯს და მოქმედებას გავიგებდით.. ეს ამბავი ომასაც ვუთხარი და თვალთვალს შევუდექით

ლუკა:

ძლივს გავათენე ერთი ღამე საკანში, მნახველებს ისევ არ უშვებენ, მხოლოდ ადვოკატი მოვიდა, ბატონი შალვა უკვე დიდი ხანია მოცნობს და ვენდობი
- როგორ ხარ ლუკა?..- მკითხა მან და საბუთებს გადახედა - საქმეა გავეცანი და მიკვირს, ეს საქმე როგორ მივიდა დაპატიმრებამდე, მტკიცწბულებად ერთი ხელმოწერა აქვთ, ეს კი არაა მყარი მტკიცებულება, მე ვეცდები სასამართლოსთან საპროცესო გარიგებაზე წავიდე. მხოლოდ არ ვიცი რა გითხრა, თუ ამ მტკიცებულებით დაგაკავეს, საქმე იმაზე რთულია, ვიდრე მგონია, ე.ი არსებობს ვიღაც სამართალდამცავი ვინც მათ მფარველობს, მე მჯერა რომ შენ უდანაშაულო ხარ ლუკა, არ ვიცი ვის აწყობს ასე რომ ოყოს.. საშიში მტერი გყავს ლუკა
- არ ვიცი რა ვთქვა, მე მართლა არაფერი დამიშავებია ვიცი, ვიღაც ყავთ ჩემს ოფისში,მჭ მაგრამ არ ვიცი ვინ.. მე ყველა თანამშრომელს ვენდობოდი, ახლა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ჩემთან მნახველებსაც კი არ უშვებენ, ლამის გავგიჟდე, თვალი ვერ მოვხუჭე მთელი ღამე.. არ ვიცი დედაჩემი როგორაა, ან ლიძა რას შვრება, ჩემო ძმაკაცები რას შვრებიან ისიც კი არ ვიცი
- დამშვიდდი, ყველაფერს მოვაჰვარებ, ჯერ ვეცადოთ, რომ საპროცესო გაგრიგება დავდოთ, მერე კი ყველაფერს მივხედავ
- შეხვედრა დასრულებულია, დრო ამოიწურა - იყვირა ბადრაგმა და ისევ საკანდი დამაბრუნა, ათ წუთში ისევ დაბრუნდა და დაკითხვაზე გამიყვანეს
- ლაშა შავშანიძე, დეტექტივი, თქვენს საქმეს მე ვიძიებ.. ალბათ აგიხსნეს ბრალი
- დიახ
- აღიარებთ დანაშაულს?
- არა
-კარგად აგიხნით ბატონო ლუკა, არ ღირს საქმის გაჯანჯლება, საქმეში მტკიცებულება დევს
- რა მტკიცებულება, ხელმოწერა, რომელიც შესაძლოა სულ არაა ჩემი, ან მხოლოდ იმიტომაა ჩემი ხელმოწერით რომ ვიღაცამ. მომატყუა
- ამხელა ბიზნესმენმა კარგად უნდა იცოდეს რა საბუთს აწერს ხელს
- იცით მაინც ნდობა რას ნიშნავს?
- ნდობა - საზიზღრად გაიღიმა და გააგრძელა - სჯობს აღიაროთ ბრალი და პოლიციასთან თანამდრომლობის გამო სასჯელი შეგიმცირდებათ
- თქვენ ეტყობა კარგად არ გესმით, აქ ვზივარ და თავს მაქსიმალურად ვიკავებ რომ აქაურობა მტვრად არ ვაქციო, მე საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს მიღალატია, ვიღაც კი ცდილობს გამანადგუროს, რა აღიარებაზე ლაპარაკობთ,საქმე.ჩემს სახელს ეხება. მე არ ვაპირებ ამ ცრუ ბრალდების აღიარებას, არ ვაპირებ დამცირებული ვიყო პირველ რიგში დედასა და საყვარელი ქალის თვალში, ერთ სიტყვასაც აღარ გეტყვით ადვოკატის გარეშე,..
- წაიყვანეთ - უბრძხანა ბადრაგებს და მეც გამიყვანეს, ისევ ცივი საკანი, გისოსები და თავზე საყრელი ფიქრები, აუცილებლად უნდა ვნახო ვინმე, ბიჭები მაინც, არ ვაპირრბ ვიღაცამ ბინძურ თამაშში ჩამითრიოს...

_________
შეცდომებისთვის ბოდიშიი, იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი darina

Kargi iyo, luka dzalian momwins da imedia yvelaferi male gairkvevs.

 


№2 სტუმარი Elene

Kargia momewona da male dade

 


№3 სტუმარი xato

kargiaa,tavebi gazarde cotaaa ogond.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent