შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


15-01-2016, 17:02
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 732

მესამე თავი
მე ბედნიერი ვარ
ოდნავ შეღებულ ფანჯარასთან ვზივარ.გარედან შემოსული ცივი ჰაერი შუბლს მიგრილებს და სასაიამოვნოდ მელამუნება ახურებულ სხეულზე.თავს უჩვეულოდ ვგრძნობ .პულსი აჩქარებული,სუნთქვა შენელებული და გამუდმებით ერთი ადამიანის სახე- იმ დღიდან ეს ყველაფერი ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.მართალი რომ ვთქვა ნამდვილად არ ველოდი ,თუ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა.დავიდი ძალიან სიმპათიურია ახლა უკვე ლამაზიც,მაგრამ თავიდან ჩვეულებრივად ვუყურებდი უბრალოდ მისი ცვალებადობა ყოველთვის მაკვირვებდა.იმ ღამეს ვერც კი წარმოვიდგენდი რომ დავიდს შეეძლო ასე უეცრად ,სიტყვის უთქმელად დავემორჩილებინე.ჩემი თავითაც გაკვირვბული ვიყავი ასეთი გამბედაობა მამაკაცთან არასოდეს გამომიჩენია.ჩემს ქვეყანაში ამას სხვა სახელი აქვს . მაშინ ჰასანთან მეც ამ სახელს ვარქმევდი მაგრამ მაინც ვაკეთებდი ამას.ახლა კი მთელ მაშინდელ ურთიერთობას ვნანობ.მინდოდა დავიდი პირველი ყოფილიყო,მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მე ვერაფერს შევცვლი.მაკვირვებს მისი ხასიათი.უკვე მეორე დღეა რაც ჩამოვედით და ის ისე იქცევა,თითქოს უცხონი ვიყოთ.არა არფრით არ ვავალდებულებ,მაგრამ ის რაც მოხდა ჩემთვის მაინც არ არის ასე ხელწამოსაკრავი.
-ეი,რა ხდება?-ფიქრებიდან დავიდის ხმამ გამომიყვანა.
-რატომ არ მუშაობ?-მკაცრად მკითხა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-მე უბრალოდ ვფიქრობდი-ისეთივე უხეში ტონით ვუპასუხე ,როგორითაც მომმართა.
-რაზე?-ჩემსკენ იხედება და მიკვირს მისი უეცარი დანტერესება ჩემით,მას შემდეგ რაც ორი დღეა მხოლოდ გამარჯობა,ნახვამდის და მომიტანეთი შემოიფარგლება.
-ვფიქრობ ეს თქვენ არ დაგაინტერესებთ.
-ნუ ფიქრობ და ილაპარაკე-კვლავ უხეშად მითხრა და წარბაწევით დამაშტერდა.ალბათ ფსიქიკური გადხრა აქვს- გავიფიქრე .
-ის რაზეც ვფიქრობ აქ სალაპარაკო არაა-ვუთხარი და მზერა ჩუმად გავაპარე მისი თვალებისკენ.მიხვდა რაზეც ვლაპარაკობდი.ცოტა ხანს დაფიქრდა .ეტყობოდა პასუხს ეძებდა .
-არაბი გოგოს კვალობაზე მოცხვი არ ხარ.-ირონიული ღიმილით თქვა.
-შენ კი უფროსის კვალობაზე ზედმეტად უზრდელი ხარ-არც მე დავაყოვნე.
-იცი მე რაზე ვფიქრობდი?-თქვა და ეშმაკურად გამიღიმა.
-რაზე?
-არც ეგაა აქ სალაპარაკო.
-მაინც ?
-დაგწვეს ?-ეს კითხვა იმედენად მოულოდნელი იყო.იმდენად შემაშინა ამ სიტყვამ რომ გაუცნობიერებლად ავდექი და იქიდან გამაოვიქეცი.
-მოიცა -უკან მივიხედე და დავინახე დავიდი როგორ მორბოდა ჩემკენ ,თუმცა ახლა ყველაზე მეტად მისი დანახვა არ მინდოდა .მისგან ნათქვამი დაგწვეს უფრო მტკივნეული იყო ჩემთვის ვიდრე ის რაც მაშინ მოხდა.ვერ მივხვდი როგორ მოვასწარი ასე უცებ მისი შეყვარება.უეცრად ვიგრძენი როგორ ჩამავლო მაჯაში ხელი და მისკენ შემატრიალა.
-ბოდიში-კვლავ გაიღიმა.
-გთხოვ გამიშვი.ცოტა ხნით გარეთ მინდა გასვლა-ძალა მაინც მოვიკრიბე და ვუთხარი.
-მეც წამოვალ.
-არა მხოლოდ მე.
-კარგი-გამიშვა და მეც მაშინვე ჩემს ბინაში წავედი.სხვა არც არაფერი ვიცოდი ისეთი ადგლი რომ განვმარტოებულიყავი.
დილით სამსახურში მისულს დავიდი არ დამხვდა .უცნაურია არასდროს იგვიანებდა ხოლმე .ახლა კი მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. უკვე საღამოა.მიკვირს ერთი დღეც კი მიჭირს მის გარეშე.გადავწყვიტე სახლამდე ფეხით მივსულიყავი.საბედნიეროდ გზა ვიცოდი.მაშინ ყველაზე მეტად გასეირნება და ყველაფრისთვის ადგილის მიჩენა მჭირდებოდა.სახლსაც მივუახლოვდი.თუმცა შევშინდი,რადგან ფანჯრიდან სინათლე კიაფობდა.ნელა მივუახლოვდი.ხშირად მსმენია ამერიკაში გაქცეულ გოგონებს ,როგორ პოულობდნენ და კლავდნენ.ამიტომ სახლში შესვლა ვერ გავბედე და მხოლოდ კარიდან ყურებით დავკმაყოფილდი.სახლში სიჩუმე იყო,კარიზე დატანებული რგოლიდან მხოლოდ სავარძელი ჩანდა,რომელიც საკამოდ არეული იყო.
უეცრად,კისერთან რაგაც გაყინული ვიგრძენი და გაამაჟრჟოლა.ეს ცივი მალევე მომშორდა კისრიდან და შებრუნების საშუალება მომცა.შიშისგან ვკანაკალებდი და დახმარების სათხოვნელად ვემზადებოდი.მაგრამ ჩემს წინ დავიდი იდგა და მიღიმოდა.
-შეგეშინდა?-მკითხა და ჩვევისამებრ ხელები წელზე შემომხვია.
იმდენად გამიხარდა ,რომ დავიდი იყო და არა ჩემს მოსაკლავად გამოგზავნილი ვინმე სხვა ,რომ დაუფქირებლად ჩავეხუტე.მანაც არ დააყოვნა და კვლავ ვიგრძენი გაყინული კოცნა კისერში.ამან მალე დამიბრუნა თავდაჭერილობა და საწრაფოდ მოვიშორე.
-რა გნებავთ?
-ასე ოფიციალურად რატომ ?
-როგორ თუ რატომ ! თქვენ გუშინ ფიქრსაც კი მიკრძალავდით .ახლა კი მე გეუბნებით არა გიბრძანებთ რომ საწრაფოდ წახვიდეთ აქედან.
-შნს ეს ბრძანება სამსახურის ფასად დაგიჯდება ,იცოდე.
არ ველოდი თუ ასეთ რამემდეც მივიდოდა საქმე.ესეიგი მაიძულებს?წამში იფეთქა ჩემში სიამაყემ მაგრამ მაშინევე გამახსენდა რა თავდაუზოგავად ვეძებდი სამსახურს და შევეცადე თავი შემეკავებინა.
-კარგი მაშინ როგორ მოვიქცეთ?
-როგორ ? შევიდეთ მე იქ სიურპრიზი მოგიმზადე.
-რაიმე ეროტიკული იქნება ახლა-ვთქვი და კარი შევაღე. ოთახის ერთ კუთხეში გოგონა საცოდავად მოკუჭულიყო.თითქოს მეცნო,მაგრამ სახე მაკიაჟით ჰქონდა დასთხვრილი და ვერ მოვახერხე მეხსიერება ამედგინა.
-ეს ვინ არის ?ან აქ რა უნდა ?
-მოიცა დამშვიდდი. მხრებში ხელი ჩამავლო და დამსვა.მზერა გავაპარე უცხო გოგონასაკენ.ეტყობოდა შიშს გადაევლო და ახლა ისიც ყურადღებით მსინჯავდა.
-ჰანან შენ მას იცნობ დააკვირდი და მიხვდები.
გოგონა წამოდგა და მისმა დახვეწილმა ნაკვთებმა,ქერა,ტალღოვანმა თმამ და სიარულის მანერამ ჩემს მეხსირებაში ლეტიცია გააცოცხლა.
-ლეტი-ჩუმად ვთქვი და მეც წამოვდექი.ახლა უკეთესად ვხედავდი მის სახეს .ლეტიცია იყო .ნამდვილად ის .ალბათ რამდენიმე თვეა არ მინახავს.შეიძლება ერთი წელიც იყოს,მაგრამ ასე შეცვლა როგორ მოასწრო?ჩემს წინ ამაყი და თავდაჯერებული გოგონას ნაცვლად დამცირებული და თავდახრილი ქალი იდგა.
-რა მოხდა?-პირველი კითხა რაც დამებადა ეს იყო.
-მოდი მე ვისაუბრებ.-თქვა დავიდმა რდაგან მიხვდა რომ ამჟამად საუბრის თავი არცერთს არ გვქონდა.
-აქ შენი სახლის წინ ვტრიალებდი.დღეს სამსახურში ვერ მოვედი და რაღაცებიი მქონდა გადმოსაცემი.ახლა არ მკითხო ვინმეს რატომ არ გამოატანეო ასე იყო საჭირო და მორჩა.მოკლედ ეს გოგონა შენს სახლში შევიდა,მივხვდი რომ შენ არ იყავი და მეც შევყევი.ნუ მერე ყველაფერი მომიყვა და ცხადია ერთმანეთიც გავიცანით.კითხვაზე რა მოხდა ის გიპასუხებს.მე კი უნდა წავიდე.თუ გინდა ხვალ ნუ მოხვალ.
დავიდმა ისევ გამაკვირვა.
-ლეტიცია რა დაგემართა?ჩემის სახლის გასაღები საიდან> რა ხდება?-ყველაფერი ერთად მივაყარე ,როცა დავიდი წავიდა.
-დედას მოვპარე და შენთან წამოვედი.მოკლედ პირდაპირ გეტყვი ..-ცოტა ხანს გაჩუმდა,მაგრამ მისი ტანსაცმლისა და მაკიაჟის წყალობით მივხვდი,რაც უნდა მომხდარიყო.
-შენი წამოსვლიდან მეც მალევე წამოვედი სახლიდან.მაქსი საზღვარგარეთაა ამიტომ ბინა მჭირდებოდა და მუშაობა დავიწყე ერთერთ ბარში მიმტანდ.დაა......არ ვიციც შნ როგორ გამიგებ მე რამდენიმე ღამე გავატარე ერთ პიროვნებასთან.შემდეგ ამ ყველაფერმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.ხშირად ვასვამდი და ყოველ დილას სხვადასხვა მამაკაცის გვერდით ვიღვიძებდი...ბოლოს იქამდე დავეშვი რადაც მხედავ.დღეს კი ჩემი 'სამუშაო' ცუდად დასრულდა.შემატყობდი იარბზე -და დალურჟებული მკლავი მაჩვენა.-სხვა არვინ მყავს და შენთან მოვედი როგორც მეძა...
-მარია სად არის?-შევაწყვეტინე .
-პალესტიანში წვაიდა სამსახურით.
-ჩემგან რას ითხოვ?-თავს ვიკავებდი.მინდოდა ჩავხუტებოდი.მან და დედამისმა ხომ გადამარჩინეს .მე კი ახლა მის წინ ვიჯექი და ვდუმდი.
-დახმარებას.-ჩუმად თქვა.
წამოვდექი ,მივედი და მოვეხვიე.იმ საღამოს მის გვერდით დავიძინე.ეტყობოდა ძალიან შეშინებული იყო.მაქსი კი სადღაც შორს მიკარგულიყო და არც კი იცოდა ,რომ ლეტიცია ასე იტანჯებოდა.
მიხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვარ .
*********************
-სასაცილოა და მეტი არაფერი.
-რა?-ზიზღოთ იკითხა დავიდმა.
-რა ?მეკითხები კიდეც ?შენი ის უნდა მოკლა არადა რას აკეთებ?მასაც ეხმარები და მის მეძავ დაქალსაც.
-ეს მხოლოდ ნდობის მოსაპოვებლად მჭირდებოდა.
-ნდობა ?რაში გჭირდება მისის ნდობა ? განა არ შეგეძლო მოგეკლა იქ?
-მაშინ ამისთვის არ მეცალა.
-შენ მასთან იწექი.
-ხუმრობ?ეგ არასდროს მოხდება-თქვა დავიდმა და ბიძამის გახედა.ვერ მიხვდა საიდან უნდა გაეგო ეს ამბავი.
-გგონია მომატყუებ?დილით მომსახურე პერსონალმა დაგინახათ როოგორ გამოდიოდით ერთად ოთახიდან.
-ეს მხოლოდ მისის ღირსების შესალახად გავაკეთე.
-არა,მგონია არა.-ხვალვე დაგიმტკიცებ რომ შემიძლია მოვკლა.
******************* ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ლეტიციამ სახლში მიაკითხა ჰანანს.ნელნელა ისევ ბრუნდებოდა ამაყი ლეტიცია,თუმცა სახლიდან არ გადიდოა.ჰანანს უკვე აღარ შეეძლო სახლში ჯდომა და კომპანიაში წავიდა.
-არ იყო აუცილებელი შეგეძლო არ მოსულიყავი-უთხრა დავიდმა.
-რას ნიშნავს ეს ყოველივე?მადლობელი ვარ.მაგრამ არ მინდა რაიმე განსკუთრებული უფლებებით ვსარგებლობდე.-თქვა ჰანანმა და ელოდა ,რომ დავიდი გაბრაზდებოდა.თუმცა მამაკაცმა სრულიად მშვიდად მიუგო
-არავიტარი განსაკუთრებული უფლებები.იცი თუ არა რომ დღესვე მივდივართ მექსიკაში საქმიან შეხვედრაზე? არა მგონია მზად გქონდეთ ის დოკუმენტები,რომლებიც მე დაგავალეთ რომ მოგემზადებინათ.
-ცდებით.ბტაონო დავდ-უთხრა ჰანანმა და საბუთები დავიდს ცხვირწინ აუფრიალა.
-ოჰ ყოჩაღი ქალბატონი ბრძანდებით -თქვა დავიდმა და თვალი ჩაუკრა.
უკანასკნელი ღამეები
საქმიანი შეხვედრაც დასრულდა და ვახშმობის დროც მოვიდა.
-ცალკე რატომ ვახშმოთ?ან საერთოდ სასტუმროში რატომ არ ვართ?რა გვინდა აქ მიტოვებულ სახლთან რომ დამსხდავართ და ველურებივით შევექევით მიწაზე გაშლილ ვახშამს?-ჰანანი.ამ ყველაფერს ამბობდა ,თორემ უზომოდ უხაროდა დავიდთან ერთად ასეთ გარემოში ყოფნა.
-იქნებ მართლა ველურები ვართ?ჰა?სიყვარულით გაველურებულნი?-თქვა დავიდმა და ჩვეულებისამებრ თვალებში დააცქერდა ჰანანს.
-ეტყობა ღვინო ზედმეტი მოგივდა.
-მე ჯერ ერთი ჭიქაც არ დამილევია.
-მაშინ ჰარემა იმოქმედა არა ?
-არა .შენ მოქმედებ ჩემზე. ამ სიტყვებისთანავე მამაკაცი სწრაფად აღმოჩნდა ჰანანის გვერდით და ჰანანამა მალევე შეიგრძნო ქვიშა ,რომელსაც ზურგით ეკვროდა.ამჯერად თავადაც გათამამდა და საკუთარი ნებით დაიწყო ყველაფერი...
ღამეა...დავიდმა ხელში აყვანილი შეიყავან პატარა ქოხში ჰანანი და საწოლზე მიაწვინა.ჰანანს მალევე დაეძინა.ძილისას საბანი ნახევრად გადახდოდა და შიშვლი მხრები უჩანდა,დავიდს მზერა გაეშტერებინა ქალის გულმკერდისთვის.საჩვენებელი თითი გაყოლაა გოგონას ლავიწს და ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა მთვარით განათებულ კისერზე.-რას ვაკეთებ -უეცრად გაიფიქრ ა და მაშინვე მოაცილა ტუჩები გოგონას კანს.არა აქ ამისთვის არ მოვსულვარ.მე ის უნდა მოვკლა.ის ჩემი მსხვერპლი იქნება .მეც ხომ ვიყავი ერთ დროს მისი მსხვერპლი.ჩემი საცოლის ფოტოებს ხშირად მანახებდენენ ხოლმე და მეც გულუბრტყვილოდ მიყვარდა .ახლა კი მძულს .იგი ჰასანის საკუთრებაა და არა ჩემი.-ფიქრობდა დავიდი ანუ ასადი და საწოლიდან უკვე წამომდგარი ,რაღაცას ეძებდა.ბოლოს როგორ იქნა იპოვა და თითზე გასინჯა.
-საკამოდ ბასრია-გაიფიქრა მან როდესაც დანამ წითელი კვალი დატოვა მის თითებზე. ნელა მიახლოვდა და ქალის შიშველ მხრებს ნაზად აუსვა დანის პირი.გოგონა შეირხა და ზურგი შეაქცია.
-არა .ახლა უნდა გავაკეთო ეს-საბოლოდდ გაიმეორა რომ თქვი დაერწმუნებინა.გოგონას მხრებს საბანი მოაშორა და მომეზადა,თუმცა ჰანანი უეცრად კვალვ გადმობრუნდა და საბანი გადასძვრა. ამჯერად გოგონას შიშველ მკერდ არ მიუქცევია მისის ყურადღება.მუცელზე დამწვრობის კვალი შენიშნა დავიდმა.გააჟრჟოლა.გოგონას ნაზი კანი ამ იარას დაემახინჯებინა.აქმდეც ჰქონდა ნანახი ეს იარები,მაგრამ ასე არ შეწუხებულა მისის დანახვისას.
-ის საკმარისად დაიტანჯა-თითქოს რაღაც ხმა ჩასძახოდა.
-არა ხვალ .დღეს არა -დავიდმა ჩაიცვა და გარეთ გავიდა.
გაღვიძებულ ჰანანს ადგილი მის გვერდით კვლავ ცარილი დახვდა.ადგა ,სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავიდა.
სანაპიროსთან დავიდიდ გულაღმა წამოწოლილიყო და თვალები დაეხუჩა. ჰანანი ჩუმად მიუახლოვდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.შეშინებული დავიდი წამოხტა და გოგონას ხელები ძლიერად მოუჭირა მხრებში.
-რას აკეტებ მეტკინა-თქვა ჰანანმა და გათავისუფლება სცადა.
-ასე აღარ მოიქცე.-დავიდმა ხელები გაუშვა და მაშინვე გააგრძელა საკუთარ თავზე დაკვირვება.როგორ არ უნდოდა მას რამე სტკენოდა.
-დღეს მექსიკის ბუნება უნდა დავათვალიეროთ.-თქვა დავიდმა.
ჰანანი უბედნიერესი იყო.ხანდახან თავში გაუვლებდა ხოლმე ლეტიციაზე ფიქრი მაგრამ გრძნობდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. უკვე მოსაღამოვდა.ის და დავიდი კი მაინც უკაცრიელ მინდორში მისეირნობენ.
-იცი.-მოულოდნელად დაიწყო ჰანანმა-როცა შენთან ვარ ყველაფერი მავიწყდება.ჰასანიც კი. დავიდმა იგრძნო როგორ არ სიამოვნებდა როდესაც ჰანანი მის სახელს ახსენებდა.
-ისევ გიყვარს?
გოგონა შეკრთა და ეს მამაკაცმაც იგრძნო.
-არა,ახლა სხვა მიყვარს.
-ვინ?-იკითხა დავიდმა.როგორ უნდოდა ახლა მისი სახელი გაეგო.
-ჩემი თავი-თქვა ჰანანმა,რადგან არ უნდოდა დავიდიდსთვის გრძნობები გაემხილა-თუმცა შეიძლება ჰასანიც მიყვარდეს -ახლა კი დავიდის გაბრაზებაც სცადა.თუმცა დავიდს ამაზე მხოლოდ მწარედ გაღიმა.
-მანამდე ვინმე გყვარებია?-იკითხა ისე სხვათაშორის,სინამდვილეში აინეტერესბდა ჰანანი რამეს თუ იტყოდა საქმროს შესახებ.
-არა არავინ.ვიცოდი რომ საქმრო მყავდა თუმცა ის არასდროს მინახავს. დავიდს ძარღვები დაეტყო კისერზე .
-მისი სურათიც კი არ გინახავს?-ჰკითხა ,უნდოდა საბოლოოდ დარწმუნებული ყოფილიყო იმაში რაც აქამდე ვერ გაეკეთებინა.
-არა.მხოლოდ მეუბნებოდნენ რომ ის ძალიან მდიდარი იყო,თუმცა მე არ მინდოდა მდიდარი ქამრი მყოლოდა.
-რატომ?-ეს არ იყო ის პასუხი,რომელსაც დავიდი ელოდა.
-არ მინდოდა მის წინაშე ჩემი ღარიბული კაბის გამო შერცხვენილი ვმდგარიყავი და თვალი ვერ გამესწორებინა.
-იქნებ მას ასეთ კაბაშიც უყვარდი?-თქვა დავიდმა და წვა იგრძნო ფილტვებში.
-არა მგონია.
-ამიტომ წახევდი ჰასანთან?
ჰანანს ეს კითხა არ ესიამოვნა მაგრამ გადაწყვიტა მაინც ეპასუხა.
-არა,ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობ.
არვისთან საუბრობს-გაიფიქრა დავიდამა-ესეიგი იმდენად უყვარს დღემდე ვერ ივიწყებს და ამ დროს მაინც წევს ჩემთან. ასეთი დასკვენები გამოჰქონდა და ბოღმა გულში უორმაგდებოდა .
დასახლებულ ადგილს უკვე მიუახლოვდნენ,რატომღაც დავიდი ჩამორჩა ჰანანს და სთხოვა წინ ევლო. არ შეეძლო მისის თვალებისთვის ეყურებინა,როცა ესროდა.ასე მიდიდონენ,დიდხანს და ჩუმად.
საშინელმა ხმამ თითქოს სიბნელეც კი გაარღვია და ერთნაირად აახმაურა იქ მცხოვრებნიც და ტყის ბინადარნიც.მიწაზე მძიმედ დაეცა ჰანანი.მის უკან კი ტოტების მტვრევის ხმა ადვილად მიგახვედრებდათ რომ ვიღაც ისე გარბოდა ,საულაც არ ერიდებოდა ტოტებს რომლებიც გამუდმებით ფხაჭნიდნენ და კაწრავდნენ იმ კანს ,რომელსაც ჯერ კიდევ აჩნდა ჰანანის კოცნის კვალი.მის მაისურს თითქოს სამუდამოდ შერჩენოდა გოგონას სურნელი ...
***************
ლეტიცია იმ სავარძელში მოთავსებულიყო სადაც ჰანანს უყვარდა ჯდომა და ისიც ისვე გაჰყურებდა გარემოს ,როგორც მაშინ ჰანანი.ერთი კვირა გავიდა ,რაც ჰანანი წასულია და არ შეხმიანებია.უკვირდა ჰანანისგან,რომელიც სულ რამოდენიმე დღეში მის საყვარელ მეგობრად ქცეულიყო.მარიაც წასული იყო .მაქსიც...
მაქსი გახსენდა.როგორ შეხვდებოდა მის ამბავს?ის თავქარიანი გოგონა აღარ არსებობდა .მაგრამ მაქსი მას მაინც აღარ მიიღებდა .მან ხომ უღალატა.ტელეფონი აწკრიალდა.
-მაქსი?!-გაიფიქრა ლეტიციამ ,როდესაც ტელეფონის ეკრანს დახედა.
-გისმენ?-აკანკალებული ხმით უპასუხა მან.
-ლეტიცია როგორ ხარ ? მომენატრე.
-ნორმალურად.შენ?-მაქსისი ხმა რა ხანია არ სმენოდა და აკანკალებულს მთელი სულით და გულით უნდოდა რომ ის მასთან ყოფილიყო.
-მე კარგად.ბოდიში ასე გაუფრთხილებლად რომწავედი .ვერ დაგიკავშირდი.
-ერთი ზარი მაქს-საწყლად ამოიკნავლა ლეტიციამ.
-ვიცი,უბრალოდ ჩვენ...
-რა ?მაქს?რა?ვიჩხუბეთ და სიამაყე არ გაძლევდა საშუალებას ერთხელ დაგერეკა არა ?-ლეტიცია უკვე ტიროდა.
-დაწყნარდი.ახლა ხომ დავრეკე.მალე ჩამოვალ-ამბობდა მაქსი და მის ხმასაც ეტყობოდა აღელვება.
-ჩემთან ნუ მოხვალ-თქვა ლეტიციამ და გათიშა.როგორ უნდოდა ტკბილი სიტყვები ეთქვა მისთვის მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა ის ხომ... გარეთ კი კვლავ უკუნს მოეცვა ყველაფერი.უცნაურია,ამ საღამოს ვიტრინებიც კი ვეღარ ანათებდნენ იმ ქუჩას .
******************
-მაინც მოკალი?
-ვესროლე.
-მერე მოკვდა?
-კი.
-რა იცი ?ერთი სროლით?
-მოკვდებოდა.
-ახლა?
-ახლა პლესტინაში მივდივარ.
-ცოდვილი ხარ.
-ისიც ცოდვილი იყო.
-ასად.
-რა?
-გიყვარს.
-მიყვარდა.
*********************
ერთი კვირის წინ საშინელმა ქუხილმა გააპო უკუნი და გოგონა მძიმედ დაეცა ცივ მიწაზე.მის უკან კი ტოტების მტვრევის ხმა მიგანიშნებდათ,რომ ვიღაც ძალზე სწრაფად მირბოდა და ტოტები ნელნელა შლიდნენ გოგონას კოცნის კვალს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent