შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი IV


15-01-2016, 18:49
ავტორი Evelina
ნანახია 3 131

სწრაფად გავემზადე, ვიოლინო გადავიკიდე და სახლიდან გავედი.
სადარბაზოდან გამოსულმა დიდხანს ვეძებე თვალებით, მაგრამ მირიანი არსად სჩანდა…
ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას. სახე ისე მომეღუშა, თითქოს კონცერტზე კი არა პანაშვიდზე მივდიოვდი.
_დილა მშვიდობისა, მაშო!_მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. უცებ მივტრიალდი და მირიანი რომ დავინახე თვალები სიხარულით ამენთო._გეგონა არ მოვიდოდი?_ გამიცინა ეშმაკურად.
_გუშინ ისე გაბრაზდი რომ…_მხრები ავიჩეჩე.
_ეგ გუშინ იყო_მომიახლოვდა მირიანი._თუმცა უკვე მოვიფიქრე თუ, როგორ გამოისყიდო დანაშაული…
_აბა გისმენ, რა მოიფიქრე?_მეც გადავდგი მისკენ ერთი ნაბიჯი. ჩენი სხეულები თითქმის უკვე ეხებოდნენ ერთმანეთს.
_დღეს, შენი ორკესტრის კონცერტზე დამპატიჟებ!
_საახალწლო კონცერტი უფასოა და არავის არ სჭირდება დაპატიჟება!_ცალი წარბი ავქაჩე ზემოთ.
_მაშინ…_ჩაფიქრდა მირიანი._მაშინ, კონცერტის მე მომიძღვნი!
_რაო, რაო?!_გამეცინა გულიანად.
_ის ყავა რომ უსამართლოდ გადამასხი, ამას ხომ აღიარებ?_წარბები შეყარა მირიანმა.
_ჰო, ამას ვაღიარებ! უბრალოდ როლში შევიჭერი…_ისევ ვაგრძელებდი სიცილს.
_ჰო და, თუ გინდა გაპატი, ის გააკეთე რასაც გეუბნები!_ამჯერად თვითონ ამიარა გვერდი და ავტობუსის გაჩერებისაკენ მიმავალ გზას დაადგა._არ მოდიხარ?_ დამიძახა, ისე რომ არც შემოუხედავს.
_მოვდივარ!_თავი გავაქნიე და უკან ავედევნე მირიანს.
###
_მარიამ მასწავლებელო!_დარბაზში შესულს მომვარდა პატარა ირაკლი.
_რა მოხდა ირაკლი?!_ვუთხარი და ვიოლინოს ფუტლიარიდან ამოღება დავიწყე.
_გიორგიმ დარეკა, ასე თქვა ვერ მოვალო!_ლამის ტირილი დაიწყო პატარამ.
_რატომ ვერ მოვალო?_ნელ-ნელა მეპარებოდა ბრაზი.
_არ ვარ ქალაქშიო… გუდაურში წასულა მეგობრებთან ერთად…
_კარგი, მიდით, თქვენ დაიწყეთ რეპეტიცია და მე დავურეკავ გიორგის!_თავზე გადავუსვი პატარა ირაკლის ხელი და დავამშვიდე.
დარბაზიდან გამოვედი და ჩემს უხუცეს მოსწავლეს დავურეკე.
_გისმენთ მარიამ მას!_უკვე დამწუხრებული ხმით მიპასუხა მან.
_მითხარი ერთი, ასეთი უპასუხისმგებლო შეიძლება იყოს ადამიანი?
_კარგით რა მარიამ მას… ახალი წელი მოდის…_თავის მართლებას მოჰყვა.
_არა, მითხარი ერთი, სად მოვძებნო ახლა თოვლის ბაბუა?
_აუუ… მარიამ მას… გინდათ, წამოვალ ახლავე!
_დაეტიე სადაც ხარ!_გავუბრაზდი გიორგის._შენ რომ ჩამოხვალ კონცერტი დამთავრებულიც იქნება და ახალიც გვექნება დადგმული!
_მაპატიეთ რა… დავთვერი ძალიან გუშინ ღამით და ვეღარ განვსაზღვრე…_შემაცოდა თავი.
_კაი, რაიმეს მოვიფიქრებ._თავი გავაქნიე._2 კვირაში იცოდე მეცადინეობას ვაგრძელებთ!
_აუცილებლად, მარიამ მას!_გახარებულმა მითხრა. დავემშვიდობე და ისევ შევბრუნდი დარბაზში.
_ირაკლი!_დავუძახე ისევ პატარა ბიჭს.
_დიახ!_მაშინვე გაჩნდა ჩემთან.
_მომიტანე აბა თოვლის ბაბუის კოსტიუმი…_მხრებჩამოყრილმა ვუთხარი და გულში გადაწყვეტილება მივიღე, იმ საღამოს მე მეთამაშა თოვლის ბაბუის როლი.
გენერალური რეპეტიცია გავიარეთ და 3 საათიანი შესვენება გამოვაცხადე, თუმცა არც მშობლები და არც ბავშვები არსად წასულან და ყველანი ერთად მეხმარებოდნენ დარბაზის მოწყობაში.
უკვე საღამოს 9 საათზე იქაურობა ხალხით აივსო. მე ჩემს ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად კულისებში ვიყავი. 15 წუთიც და ყველანი მზად იყვნენ.
_რა ლამაზები ხართ!_ამიჩუყდა გული და თვალები ჩამიწითლდა.
_მოდით რა მარიამ, ბავშვებთან სურათი გადაიღეთ!_შემევედრა ერთ-ერთმა მშობელმა.
_ეს მე როგორ არ მომაფიქრდა?!_შუბლზე შემოვირტყი ხელი._აბა ყველა კედელთან დადექით და ვიოლინოები დაიკავეთ ხელში. თექვსმეტივე ბავშვი უხმოდ დამემორჩილა. მე კი, ჩემი ვიოლინოთი ხელში მათ შორის ჩავდექი და სურათის გადასაღებად მოვემზადე.
_ერთი…ორი…_ფოტოაპარატი მოიმარჯვა ირაკლის დედამ და თვლა დაიწყო._სამი…_თქვა და კარისაკენ გავიხედე, სადაც მირიანი შემოვიდა თეთრი ვარდებით ხელში.
_ერთიც კიდევ მარიამ, სხვაგან იყურებოდით…_მორიდებით მითხრა მან.
_საღამო მშვიდობისა, მაშო!_ჩემსკენ წამოვიდა მირიანი._ეს შენ!_გამომიწოდა ვარდები._ იმედია აქ ახლომახლო ნაგვის ურნა არ არის…_გაეცინა და მომხიბვლელი შავი თვალები შემომანათა.
_ჩემი გადამრჩენელი ხარ!_დავიყვირე და კისერზე შემოვეხვიე.
_რა მოხდა ასეთი?_გულრწფელად გაუკვირდა.
_აგიხსნი!_ვუპასუხე და ბავშვებისკენ შევტრიალდი._აბა, ირაკლი და ანა, დროა უკვე გახსნათ კონცერტი!_ჩავიმუხლე მათ წინ._არ ინერვიულოთ, ნანა მასწავლებელი დაწყებამდე მოგცემთ რიტმს… პაუზის დროს ვიოლინოს ჩამოშვება არ დაგავიწყდეთ…_ღრმად ჩავისუნთქე და ირივეს სცენისაკენ ვანიშნე._ჰო მართლა, დარბაზისკენ არ გაიხედოთ, ხალხს არ უყუროთ… თითებს უყურეთ!_მკაცრად ვუთხარი.
ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, ისეთი ლამაზი იყო კონცერტი. ჩემი ბავშვებით ამაყი ვიყავი. ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც დავარიგე. მხოლოდ ირაკლიმ გააპარა რამოდენიმეჯერ მამამისისაკენ თვალი, თურმე დილით გაუბრაზებია და მამა ასე დამუქრებია შენს კონცერტზე არ მოვალო და ამიტომაც ამოწმებდა ისევ თუ იჯდა და უსმენდა მას.
_მირიან!_ბოლო რიგში მჯდარ მირიანს ჩუმად გავძახე კარიდან.
_რა არის?_მაშინვე გამოვიდა.
_რაღაც უნდა გთხოვო…_თავი მოვისაწ.....
_მთხოვე რაც გინდა!_ეშმაკურად გამიმცინა._ოღონდ, მერე მეც ამისრულებ ერთ სურვილს…
_არ არის პრობლემა!_უყოყმანოდ დავთანხმდი, ხელი ჩავკიდე და ჩემი კაბინეტისაკენ გავაქანე.
_აბა, რა უნდა გავაკეთო?_დიდი მონდომებით იკითხა.
_თოვლის ბაბუა უნდა იყო!_ვუთხარი და კოსტიუმი დავუდე წინ._იმ წითელ ხურჯინში კი საჩუქრები დევს._მივათითე ხურჯინზე._ვარდისფერი ყუთები გოგოებს დაურიგე, ლურჯები - ბიჭებს… და ნუ რავი… ჰოუ, ჰოუ, ჰოუ თქვი შემოსვლისას!
_შანსი არაა!_ხელები აიქნია მირიანმა.
_20 წუთში შენი გამოსვლაა… დარბაზიდან შემოდი!_ვუთხარი, ცხვირზე ორი თითი მოვუჭირე, მერე ლოყაზე ფრთხილად რამოდენიმეჯერ მივარტყი ხელი და ოთახიდან გამოვედი.
20 წუთი გავიდა, ბავშვებმა დაკვრა დაასრულეს. დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა. მშობლები მადლობას მიხდიდნენ. თივლის ბაბუ კი არსად სჩანდა.
_ჰოუ, ჰოუ, ჰოუ!_დაიყვირა ვიღაცამ სცენის ზემოდან._ მოგესალმებით ჩემო პატარებო!_ბოხი ხმით მიესალმა ბავშვბეს თოვლის ბაბუა._თოვლის ბაბუა მოვიდა, საჩუქრები უნდა გადმოგცეთ!_თქვა და სცენაზე დიდი თოკი ჩამოვარდა._ჰოუ, ჰოუ, ჰოუ…_გაიმეორა ისევ და თოკზე, წითელი ხურჯინით ხელში დაეშვა მირიანი._ დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!_ხურჯინი გახსნა და საჩუქრები დაარიგა.
_მოდით, ახლა ერთხმად დავუძახოთ მარიამ მასწავლებელს!_შემოტირალდა დარბაზისაკენ.
_მარიამ მასწავლებელო!_დაიყვირა ყველამ ერთად.
გამეცინა, თავი გავაქნიე და სცენისაკენ წავედი. მირიანმა ხელი გამომიწოდა და კიბეზე ასვლაში დამეხმარა.
_ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს!_ვთქვი მიკროფონში._ლაკონურად ვიტყვი… უაზროდ და უზომოდ ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით და თითოელი თქვენი აღებული ნოტით!_დარბაზში ტაშმა იქუხა._დღევანდელი კონცერტი, ახალ წელს ეძღვნება… ახალ წელს და ჩვენს თოვლის ბაბუას!_დავიყვირე და მირიანისკენ მივანიშნე. ისევ გაიჟღერა აპლოდისმენტებმა. ბავშვები თოვლის ბაბუს შემოეხვივნენ.
###
_რ კარგი საღამო იყო…_ვუთხარი მირიანს და უკვე ცარიელ დარბაზს მოვავალე თვალი.
_ძალიან…_დაღლილმა ჩაილაპარაკა.
_ხომ მოგიძღვენი შენ?!_ნიშის მოგებით გავხედე._ის ყავის გადასხმაც მეპატიება.
_სურვილი მაინც დამრჩა!_საჩენებელი თითი დამიქნია.
_ერთ სურვილს როგორმე აგისრულებ…_სიცილით ჩავილაპარაკე და სცენაზე ავედი._შენ წადი სახლში. მე დეკორაცია უნდა ჩამოვხსნა. ხვალ რაღაც სპექტაკლს დგამენ და…
_დაგეხმარები!_მითხრა და საახალწლო წვიმების ჩამოხსნა დაწიყო. დაახლოებით ერთ საათში უკვე ყველაფერი შევიტანეთ ჩემს ოთახში.
_აქაურობას ხვალ დავალაგებ!_ვუთახი და ოთახში შუქი გამოვრთე._ ახლა წავიდეთ…_კარი გამოვაღე._11 სათია უკვე. მემგონი შენობაში მხოლოდ ჩვენ ვართ!_ გამეცინა.
მირიანს არაფერი უთქვამს, მომიახლოვდა, კარებს ხელი მოჰკიდა და სწრაფად მიხურა.
_რას აკეთებ?!_ვუთხარი და შუქის ასანთებად გავიწიე.
_მოდი აქ!_მკაცრი ხმით მითხრა და მკლავში ჩამწვდა.
_რა გინდა?_მეც მკაცრად შევეწინააღმდეგე.
_მაკოცე!_მიპასუხა და კედელზე ამაკრა.
_ხელი გამიშვი, თორემ შემომაკვედები!_დავემუქრე მე.
_ეს არის ჩემი სურვილი…_გამიცინა ეშმაკურად._მაკოცე!_გაემოეორა ისევ და სახე ახლოს მომიტანა.
_იქნებ სჯობდეს ეგ სურვილი შენმა საცოლემ აგისრულოს!_დავუყვირე და მკერდზე ხელი ვკარი.
_რა თქვი?_წარბები შეყარა.
_მშვენივრად გაიგონე! გამატარე!_ისევ ვკარი ხელი და გზიდან ჩამოვიშორე.
ხელი ჩანთას დავსტაცე და ოთახიდან გამოვიქეცი.
როგრო მინდოდა მეტირა, მაგრამ არ გამომდიოდა… არასოდეს გამომდიოდა ტირილი… ყოველთვის, როდესაც რაიმე ძლიერად მტკენდა გულს, ტირილის ნაცვლად ირგვლივ ყველაფერს ვლეწავდი.
შენობიდან გამოსულმა იქვე ხეს მივვარდი და მარჯვენა ხელის მუჭი ძლიერ დავარტყი. შემდეგ მარცხენა ხელი, შემდეგ ისევ მარჯვენა… მარცხენა… მარჯვენა… მარცხენა… მარჯვენა… მარცხენა… მარცხენა… მარცხენა…
ტკივილის ვერ ვგრძნობდი… უფრო სწორად, ფიზიკურ ტკივილის ჩემი გულის ტკივილი ფარავდა. ბოლოს უღონოდ ჩამოვუშვი ხელები და ამჯერად ზურგით მივეყრდენი ხეს.
_ვიოლინო დაგრჩა!_მომესმა მირიანის ხმა.
_მომეცი!_დავუყვირე, ვიოლინო გამოვსტაცე ხელებიდან და ზურგზე გადავიკიდე.
_რა გჭირს?!_დამხედა ხელებზე._რატომ მოგდის სისხლი?_ დაჰყურებდა ჩემს თითებს.
_დავეცი!_ხელები დავმალე ზურგს უკან.
_რატომ მატყუებ?_შემათვალიერა მან და მიხვდა რომ დანაცემის არაფერი მიტყობოდა.
_ძალიან გთხოვ… ისევე სწრაფად გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, როგორადაც მოხვედი. უბრალოდ გაქრი!_ზურგი ვაქციე და გზას გავუყევი.
_ისრაელის მოქალაქეობა მინდა და ამიტომ მომყავს ცოლად…_მომაძახა მან.
_და იმას რა უნდა შენგან?_მივბრუნდი ისევ მისკენ.
_არ ვიცი…_ჩახარა თავი.
_რა კრეტინი ხარ!_ხელები გადავაჯვარედინე და თვალი გავუსწორე.
_მალე გავშორდები…
_არ მაინტერესებს_თავი გავაქნიე._მე შენი ცხოვრება არ მეხება! რაც გინდა ის ქენი.
_მაშო…_მომიახლოვდა და ხელები შემახო მხრებზე._არ მიაქციო ამ ფაქტს ყურადღება.
_არ ვაქცევ!_ხელები ავიქნიე და ისევ ვაქციე ზურგი._არ გაბედო და არ გამომყვე!_ ვუთხარი ისე რომ არ გამიხედავს მისთვის.
იქვე გაჩერებაზე მივედი, ტაქსში ჩავჯექი და სახლში წავედი.
მიყვარდა… უზომოდ მიყვარდა. ის ფაქტი კი, რომ ამდენი წლის შემდეგ როგორღაც დავაინტერესე და ახლა მისი საცოლე გადამეღობა ძლიერ მაბრაზებდა და მტკენდა… შუა ღამემდე ამაზე ვფიქრობდი.
_არ დავნებდები!_ჩავილაპარაკე ბოლოს._ 10 წლის განმავლობაში თუ ვერ დავივიწყე, გამოდის ვერც ვერასოდეს დავივიწყებ! მაინც დავაშორებ!_გადავწყვიტე და ასე შემართებულს და იმაზე ოცნებებში, თუ როგორ მოვახერხებდი მირიანის შენარჩუნებას, როდის ჩამეძინა - არ მახსოვს.
###
_დილა მშვიდობისა, მაშო!_მეორე დილით თავჩახრილი დამხვდა სადარბაზოსთან მირიანი.
არაფერი არ მიპასუხია, ერთი გავხედე, წარბი ავუქაჩე, გვერდი ავუარე და გზას დავადექი.
_კარგი რა…_ამედევნა მირიანი._რომ გიყვარვარ კი ვიცი, მაგრამ ასეც თუ იეჭვიანებდი არ მეგონა…
_რაო?_სწრაფად მივტრიალდი მისკენ._რა თქვი?
_მშვენივრად გაიგონე!_გამომწვევად გამიღიმა.
სისხლმა თავში ამასხა. ვენებში სიბრაზისა და შურისძიების ჟინმა დამიარა.
_მოდი აქ!_ვუთხარი და თითით ვანიშნე ახლოს მოსულიყო.
_ისეევ უნდა გამარტყა?_გაეცინა და მომიახლოვდა.
_არა!_ვუთხარი და ცალი ხელი კისერზე მოვხვიე. მეორე ხელი ჯერ თმებზე დავუსვი, შემდეგ ცერა თითი ტუჩებზე გადავუსვი და ჩემი სახისკენ მივიზიდე. პირი ოდნავ გავაღე და ფრთხილად შევახე მის ტუჩებს.
მირიანი კოცნაში ამყვა, ნელ-ნელა მომხვია ხელი წელზე, მეორე ხელი უკანალზე ჩამავლო და ისედაც მასზე მთლიანად მიკრული, კიდევ უფრო ჩამიხუტა.
თავბრუ დამეხვა, გაჩერაბა აღარ მინდოდა. ცივ ქარს რომ არ დაებერა ვერც მოვიდოდი გონს და ალბათ სიკვდილამდე იქ ვიდგებოდი და მის ტუჩებს ვეამბორებოდი.
_აჰა!_ვუთხარი და მოვშორდი._შენი სურვილიც ასრულებულია!_ ენით გავილოკე ტუჩები._ აღარ ვარ შენთან ვალში!_თვალი ჩავუკარი და ისევ ვაქციე ზურგი.
არ გამომყოლია. იდგა იქ და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებია რა მოხდა, რა გავაკეთე…
_არ მოდიხარ?_გავხედე.
_სად?_გამოერკვა ძლივს.
_ჩემთან, სამსახურში… ოთახის მილაგებაში დამეხმარები!_მივტრიალდი და გზა გავაგრძელე. მალევე წამომეწია მირიანიც.
###
_ესეც ასე!_შუბლზე გადავისვი ხელი და ჩემს, აწ უკვე მილაგებულ ოთახს თვალი მოვავლე.
_იმედია წელი არ გამიშეშდება!_დაიბუზღუნა მირიანმა და როიალთან ჩამოჯდა.
_კაი რა… ერთი სანტიმეტრით როიალის გაჩოჩება არ მოგკლავს!
_ჰო აბა, ერთი სანტიმეტრით!_უკმაყოფილოდ გადმომხედა.
_არაფერი გიჭირს!_გამეცინა გულიანად._წავედით?
_წავედით!_ფეხზე წამოდგა და ქურთუკი მოიცვა.
დილით რაც მოხდა იმაზე საუბარს ვერ მიბედავდა. ან რა უნდა ეთქვა? მეც გამიკვირდა ასე უშიშრად რომ გადავდგი ეს ნაბიჯი და მთელი 10 წლის ოცნება ავისრულე.
_როდის გაქვთ ქორწილი?_ვკითხე მოულოდნელად.
_რა?_შეშფოთებულმა გამომხედა.
_ქორწილი როდის გაქვთ-მეთქი?!_გავუმეორე კითხვა.
_აააა…_წარბები აქაჩა ზემოთ._თებერვალში…
_აჰა…_გავუსწორე თვალი, ისე თითქოს საერთოდ არ მადარდებდა ეს.
_მაგრამ, ხვალ ჩამოდის…_თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
_ხვალ?!_გამიფართოვდა თვალები.
_ჰო…_მზერა ამარიდა._საქორწინო კონტრაქტი უნდა შევადგინოთ… ალბათ დილითაც ვეღარ მოვალ შენთან…
_ნუ მოხვალ!_გამეცინა და ფეხს ავუჩქარე.
_მაპატიე მაშო, გთხოვ!_დამეწია.
_რა უნდა გაპატიო?_ისევ ნერვიულად ვიცინოდი._შენი ცხოვრებაა და რასაც გინდა იმას იზამ… მე ჩემი ცხოვრება მაქვს და დამიჯერე, შენი ყოველ დილით ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის.
_რატომ მეუხეშები?_გამიბრაზდა მირიანი.
უპასუხოდ დავტოვე. როგორ მინდოდა ისევ ისე ჩამერტყა მუჭი თვალში, როგორც 10 წლის წინ, მაგრამ მშვიდი უნდა ვყოფილიყავი. თავში უკვე ვსახავდი გეგმას, როგორ დავაშორებდი მათ. მზაკვრული გეგმების შედგენაში კი ბადალი არ მყავს!…
_ამ საღამოს შევხვდეთ!_ვუთხარი როდესაც უკვე ჩემს სადარბაზოსთან მივედით.
_შევხვდეთ?!_თითქოს იგრძნო რომ რაღაცას ვუმზადებდი და ეჭვიე გაერია ხმაში.
_ჰო… ავინაზღაუროთ ის, რომ ხვალ ვერ ვნახავთ ერთმანეთს!
_რატომ მეთამაშები?_გაეცინა ძველებურად.
_თუ არ გინდა, არ გაძალაებ!_მხრები ავიჩეჩე და სადარბაზოში შევედი.
_მოიცა!_შემომყვა ისიც._შევხვდეთ.
_სადმე კლუბში წავიდეთ… მინდა ძლიერ დავთვრე!_გავუღიმე და კიბეებს ავუყევი.

————
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. სამსახურში ძალიან ვიღლები და გუშინ სახლში მოსული ეგრევე გავითიშე : (((((( ცოტა კი მქონდ დაწერილი, მაგრამ იმის დადებას, სჯობდა ერთი დღე დამეგვიანებია… დიდი მადლობა რომ კითხულობთ!!! იმედია ეს თავიც მოგეწონებათ და ღირს გაგრძელება…



მგონი :დდ პირველი ვარ *--* ძაან მომეწონა

 


№2  offline წევრი anna31

კაიააააა ..ასე რა ცოტა გაზარდე თავები((

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ ძალიან კარგია.მომწონს!

 


№4 სტუმარი Nan o

Vaaaiiii ver gadamirchebi:D SAD DAIKARGE TITQMIS ORI DGEA GELODEBI :D Momewonaaa xval agar daigviano da male dade :-) chemi xatrit<3 me xom sheni ertguli mkitxveli var:D

 


№5  offline წევრი Firefly

მომწონს ძალიან,ღირს ლოდინად კარგი გოგო ხარ love
--------------------
M.T

 


№6  offline წევრი Evelina

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ, აუცილებლად გავაგრძელებ ხვალ... ასეთი სტიმული მყავხართ და!!!

Nan o
Vaaaiiii ver gadamirchebi:D SAD DAIKARGE TITQMIS ORI DGEA GELODEBI :D Momewonaaa xval agar daigviano da male dade :-) chemi xatrit<3 me xom sheni ertguli mkitxveli var:D

ვიცოდი შენგან რომ მომხვდებოდა :დ მართლა ძალიან დაღლილი ვყავი (((

 


№7 სტუმარი Black

Uhuu evelina ukargesi xar kaiaa cemo msveniero:*

 


№8  offline წევრი Evelina

Black
Uhuu evelina ukargesi xar kaiaa cemo msveniero:*

დიდი მადლბა ჩემო კაგო!! მიხარია თუ გსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა..

 


№9  offline წევრი Natalo

ძაააალიაან მომწოოონს!!! ^________^
გთხოოოოვ, აღარ დააგვიანოოოოოო :D ^_^ <3

 


№10  offline წევრი Evelina

Natalo
ძაააალიაან მომწოოონს!!! ^________^
გთხოოოოვ, აღარ დააგვიანოოოოოო :D ^_^ <3

შევეცდები.. თანბახლა შაბათ-კვირა მოდის და არამგონია დავაგიანო!!!! მადლობა ძალიან დიდი!!

 


№11 სტუმარი Qeti

არ დააგვიანო, ველი შემდეგ თავებს სულმოუთქმენლად. ძალიან მომწონს. ოქრო გოგო ხარ. ცოტა გაზარდე თავები რააა love

 


№12  offline წევრი Evelina

Qeti
არ დააგვიანო, ველი შემდეგ თავებს სულმოუთქმენლად. ძალიან მომწონს. ოქრო გოგო ხარ. ცოტა გაზარდე თავები რააა love

არ დავაგვიანებ, გპირდები!! უკვე ვიწყებ ბეჭვდას!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent