ალისა: მოგზაურობა შავ-ბნელ წარსულში (სრულად)
-დედა ამბობს კარგად აღზრდილ ახალგაზრდა გოგოს არ შეშვენის ბიჭებს უთვალთვალებდესო_ სიცილ-კისკისით წარმოთქვა თვალებანთებულმა ალისამ ,რომელმაც მზერა ქუშის კუთხესთან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცისკენ გააპარა. მერე ხელკავი გამოსდო თავის მეზობელ გოგონას და იქეთკენ აიღო გეზი. თითქოს სულ სხვა მიზეზით აპირებდა იმ ადგილას ჩავლლას. -ალისა ნამდვილი გიჟი ხარ. ერთხელაც მიხვდება ,რომ უთვალთვალებ და იცოდე შერცხვები მის წინაშე. -დიდი ამბავი მთელი ქალაქი ეთაყვანება იმის გამო ,რომ სკოლა გაგვიხსნა. ერთით მეტი ან ერთით ნაკლები რა სათქმელია. -ის ჭკვიანი, დახვეწილი და განათლებულია. შენ კი ერთი გლეხის თავცარიელი გოგო ხარ. -თავცარიელი ,მაგრამ მოხერხებული. საკმარისია ერთხელ გამოვედო თვალში მაშინვე შევუყვარდები -ჰო როგორ არა მაგაზე ფიქრობს ზუსტად. -იცი? ჭორები დადის სკოლაში გაკვეთილებს ჩაატარებსო.დედა ამბობს ნამდვილი ანგელოზია. სკოლა გაგვიხსნა და ახლა ყველა შეზლებს წერა-კითხვა ისწავფლოსო. გეფიცები მეც ,რომ ვისწავლი მერე გრძელ წერილს მივწერ და მთელს ჩემს გრძნობებს ჩავაქსოვ შიგნით. - ჩააქსოვე ხო ოღონდ ეცადე თვალი არ ჩაგიწყდეს ... -რატომ ცდილობ დღევანდელი დღე ჩამაშხამო? ახალი წლის ჯადოსნური ღამეა , ნახე მალე ფეიერვერკსაც ისვრიან ქალაქში. მანამდე მე ქალაქში გავივლი და ჩემი პრინცის ცქერით დავტკბები ახალგაზრდა ალისას რომელსაც დედამ სახელი საყვარელი წიგნის პატივსაცემად დაარქვა შეიძლება ითქვას საერთო არაფერი ჰქონდა თავის სეხნიასთან. იგი საყვარელი,ლამაზი, ჭკვიანი და მეოცნებე გოგონა იყო. ყოველ ღამით ესიზმრებოდა , რომ ქუჩის კუთხეში მშვენიერ პრინცს შეხვდებოდა და შეუყვარდებოდა. თანაც ამ სიზმარში ყოველთვის თავის კარის მეზობელთან და საუკეთესო მეგობართან თინანოსთან ერთად დასეირნობდა ხელკავით. რამდენჯერაც ამ ამბავს მოუყვებოდა თინანო სულ დასცინოდა სიზმარში მიმოიხედე იქნებ ჩემთვისაც გამოიძებნოს პრინციო. სკოლის მასწავლებელი გახლდათ ქალბატონი ალისა. ისეთი ჭკუამხიარული იყო სკოლაში ყველა მოსწავლეს უყვარდა. თან სულ ახალგაზრდა იყო და ბავშვები თავს უტოლებდნენ ხოლმე. გასულ წელს ბოლო გამოშვების ჯგუფში მეთორმეტე კლასელი რეზი ეხუმრებოდა კიდევაც ცოტა პატარა ,რომ იყოთ პაემანზე დაგპატიჟებდითო. თინანო ეჩხუბებოდა ასე ნუ გაითამამებ თორემ სათითაოოდ წამოგასხდებიან თავზეო. ალისა კი მუდმივად იცინოდა და აგდებულად უყურებდა ამ თემას. დღესაც სიზმრის არ იყოს სწორედაც ,რომ ახალი წლის ღამე მოდიოდა. თინანომ შუადღე იქნებოდა კარზე,რომ დააკაკუნა და ტანის რწევით შემოქანდა ოთახში -სალამი დაიკო როგორ ხარ? რა გემრიელი სურნელი ტრიალებს. ნანო დეიდამ ციბრუტივით იტრიალა ხომ მთელი დღე? -იცი ,რომ წუხელ სიზმარში თავცარიელი გლეხის გოგო მიწოდე? მაგის მერე აქ მოსვლას როგორ ბედავ? -ალისას თავი საოოცრებათა ქვეყანაში ჰგონია. ტყუილა არ დაურქმევიათ ეგ სახელი შენთვის. დეიდა ნანო მაჭმევთ თქვენს გაკეთებულ გოზინაყს? _ სამზარეულოსკენ აიღო გეზი გოგონამ. ალისა მხოლოდ დაიმანჭადა უკან გაჰყვა დაქალს -ნამცხვარზე კრემს თუ გადაუსვამ გასამრჯელოდ გოზინაყს მიიღებ. სამწუხაროდ ჩემი ქალიშვილი ისე დადის გეგონება სიზმარშიაო -აუ სად ''გაარტყით'' დეიდა ნანო? _გოგონა დაჯდა და ხის ჩოკნით კრემის მოზრდილი მასა ამოიღო -ყოჩაღ თინანო. გამოდი გოგო და უყურე როგორ კრემავს ნამცხვარს შენი დაქალი. შე ვინ გაგაჩერებს გოგო სახლში. -როგორც მახსოვს მაგის პრინცი ქუჩის კუთხეში ცხოვრობს. ალბათ უსახლკაროა და სად უნდა გამოაგდოს? -დამცინი ხო? დამცინე... -წადი გოგო შენ შენი ამოყირავებული ოთახი მიალაგე. მოვა სადაცაა ახალი წელი და დაგებედოს რამე ნორმალური. -ოჰ რას ამბობ შარშან თუ დავახვედრე ახალ წელს დაბზიალებული მიტომაც რა...ცრურწმენაა ყველაფერი. -გოგო ცრურწმენის გამო ალაგებენ სახლებს? შენს მოსწავლეებზე მეტი ტვინი არ გაქვს საინტერესოა რას ასწავლი. -აბა თინანო წავიდეთ დღეს მოედანზე? კონცერტს ვუყუროთ, თორმეტისთვის ფეიერვერკს დავესწროთ და მერე დავბრუნდეთ უკან. -აბა იმას კი არ იტყვის დედას რამეზე მოვეხმაროო. სულ წასვლაზე უჭირავს თვალი -არ ვიცი დედას ვეტყვი -ხოდა დაუჩქარე და უთხარი. ექვსი დაიწყო და უკვე წასვლის დროა თინანო წამოხტა და სწრაფად გავიდა კარში. ალისა მანამდე ტრიალებდა სუფრასთან და სასუსნავებს ეძებდა სანამ კარში თავი არ შემოჰყო თინანომ და გაკრიჭულმა მოახსენა მოვდივარო. მერე გაქრა და ალისაც შეუდგა წასასვლელად მზადებას. ისედაც გადმონგრეულ გარდერობში თბილი ზედა და შარვალი ამონახა და გასასვლელად მოემზადა. -ფეხზე უგები უნდა ჩავიცვა ,თორემ გარეთ ცივა. სწრაფად შემობრუნდა და გამოიცვალა. -ტაქსი გამოძახებულია. შენ ჯერ ისევ არ ხარ მზად? -დღეს იქნება საზიზღარი მოძრაობა. -ეჭვის არ მეპარება. -ყინავს გარეთ ჰო? ამ ახალ წელს რა ვუთხარი თორემ კაცი გავიდოდა ახლა გარეთ? -ალისა საოცრებათა ქვეყანაში მიემგზავრება. -ნუ დამცინი თორემ გადავაგდებინებ დედაჩემს იმ წიგნს იცოდე. -კაი ჰო. გადი დროზე გოგონებმა სწრაფად ჩაირბინეს კიბეები. გზები მართლაც საშინლად გადატვირთული იყო. ცოტა ადრე ჩამოვიდნენ ძირს და ფეხით გაიარეს. -უკვე ვნანობ,რომ წამოვედით._აბუზღუნდა თინანო. თან ბეწვის საყელოში მალავდა თავს. -შეწყვიტე თორემ იცოდე ახლა მართლა დავბრუნდები ტაქსში -ღმერთო რამდენი ხალხია ეს რა უბედრებაა. წამოდი შევერიოთ და გავთბებით შიგნით. -ჰო როგორ არა გქონდეს მაგის იმედი._გოგონებმა ფეხს აუჩქარეს და მალევე შეერივნენ ხალხის მასას. -ელისა მას...ელისა მას... _გაისმა საღაციდან ხმა -მეჩვენება თუ ვინმე მეძახის? მგონი ყინვისგან ჰალუცინაციები მეწყება. -არა მეც გავიგონე_თავი ამოჰყო საყელოდან თინანომ და ყურები ცქვიტა. -ელისა მას _რამდენიმე წამში მოუახლოვდა ბავშვი. ხელში რაღაც მბზინავი ეჭირა და ფოსფორისფრად ანათებდა._ელისა მას ახალ წელს გილოცავთ _თვალებში მიაჩერდა ბავშვი და ფეხის წვერებზე აიწია ,რომ მოხვეოდა -ვანო შენ ხარ? -შორიდან დაგინახეთ. იცით როგორ გამიხარდა? ამას თქვენ გაჩუქებთ_ ანთებული ნივთი გაუწოდა. -გმადლობ საყვარელო. ახალ წელს გილოცავ. სულ ბედნიერი იყავი. -მგონი მამაჩემი მეძებს_ თვალი გვერდულად გააპარა ბავშვმა. -გამოეპარე? ასე არ უნდა მოიქცე საყვარელო -თქვენი ნახვა მინდოდა. -მოდი მამასთან დავბრუნდეთ. -კარგი ახლავე წავალ. მიხარია ,რომ გნახეთ. -ხელი მომეცი მე წაგიყვან აქ ბევრი ხალხია და არ დაიკარგო. -მეოთხე კლასში ვარ. უკვე დიდი ვარ. -ჰო ეგ შენ გგონია მასე. თინანო წამომყვები? ვერ მოვისვენებ აქ მარტო ,რომ დავტოვო. -რათქმაუნდა_ ელისამ ხელი ჩაჰკიდა ბავშვს და მასთან ერთად გზას გაუდგა. ვანო გზა და გზა ლაპარაკს არ წყვეტდა. ერთი წამითაც არ გაჩერებულა. ელისას ხშირად ეცინებოდა მის ამ ჩვევაზე,მაგრამ კარგი საშვალება იყო გარემო პირობების დასავიწყებლად._ღმერთო როგორ ცივა_ძლივს ამოიხვნეშა თინანომ და ხელები ჯიბეებში უფრო კარგად მოათავსა -მამა, მამა_ ხელიდან გაუსხლტა ბავშვი და იქვე მდგომი კაცისკენ გაქანდა. ქურთუკზე ჩამოქაჩა და როგორც იქნა მისი ყურადღებაც მიიქცია_აქ ვარ მამა -სად გამექეცი ბიჭო? გული გამისკდა ამდენ ხალხში სად ვიპოვნო-თქო. ახლა სცენასთან მისვლას და გამოცხადებას ვაპირებდი -მასწავლებელი დავინახე და იქეთ გავიქეცი. ნახე აქ არის. მოდი გაგაცნობ_მკლავზე მოქაჩა ბავშვმა და ალისასკენ შემოაბრუნა -სალამი, ახალ წელს გილოცავთ_გაუღიმა ალისამ მასზე ცოტათი უფროს და ბევრად მაღალ კაცს -თქვენც ასევე. ჩემმა ბიჭმა ძალიან შემაშინა -რის გამოც უკვე დავტუქსე. ასე აღარ მოიქცევა ხომ ასეა ვანო? -ჰო_ თავი დააქნია ბიჭმა _მამა ეს ალისაა. გახსოვს ,რომ გეუბნებიოდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირის სახელი ჰქვიათქო? -ალისა საოცრებათა ქვეყანაში_გაიმეორა კაცმა -დედაჩემი გიჟდება მაგ ზღაპარზე. ბავშვობაში სულ მაგას მიკითხავდა. მის პატივსაცემად მიწოდეს ეს სახელი. სასიამოოვნოა თქვენი გაცნობა_ხელი გაუწოდა მან -ნიკა, ნიკოლოზ დვალიშვილი -თქვენი გვარი უკვე ვიცი, ვანო ხომ ჩემი მოსწავლეა და თანაც ძალიან საყვარელი მოსწავლე. -ძალიან მიხარია ამის მოსმენა. ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. საბავშვო პროგრამები ამოიწურა სჯობს ვანო სახლში წავიყვანო. -არა რა გთხოვ_აწუწუნდა ბავშვი -ძიძამ ალბათ შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოაცხო. რომ არ მიხვიდე აწყენინებ_ მხარზე მოვია ხელი ბავშვს ._ თანაც ამდენი ფეიერვერკი იმიტომ მაყიდინე ,რომ შევინახოთ? ხომ უნდა ისროლო არა? -ვიცნობ ქალბატონ ლუიზას. ხშირად აკითხავს ხოლმე სკოლაში. -დიახ, ჩემი შვილი თავიდან ბოლომდე მისი გაზრდილია. ერთმანეთი ძალიან უყვართ_ რაღაცნაირად თბილი და სევდიანი სხივი ჩაეღვარა კაცს თვალებში. -მესმის -ახლა მართლა წავალთ და თქვენც აღარ შეგიშლით ხელს გართობაში -რას ბრძანებთ. გამიხარდა შენი ნახვა ვანო_ კაცი შებრუნდა და ბავშვი ხელჩაკიდებული წაიყვანა გზის მეორე მხარისკენ. -ამ კაცს აქამდე არ იცნობდი ალისა? -არა, სკოლაში არასდროს მოსულა. ვანო ყოველთვის ძიძას დაჰყავს ხოლმე. იცი რა კარგი ქალია? გიჟდება ამ ბავშვზე. -დედამისი? -სიმართლე გითხრა წესიერად არ ვიცი. არ ჩავძიებივარ მაგ თემას ,მაგრამ მშობლებისგან როგორც გავიგე მის დაბადებას გადაჰყვა. გასულ წელს ექსკურსიაზეც ლუიზა ახლდა. -საბრალო ბავშვი. -ჰო, როგორც ჩანს ეს კაცი შეშლებულია. ბავშვს არაფერში აკლებსს. მაგრამ როგორც აქამდე მეგონა თვითონ მაინც და მაინც დიდი ყურადღებით არ გამოირჩევა. აბა რას ვიფიქრებდი ახლა, მეოთხე წელია ბავშვს ვასწავლი და ერთხელაც არ მინახავს თვალით. ალბათ ვერც ვერასდროს ვნახავდი ,რომ არა დრევანდელი შემთხვევა. -საბრალო ბიჭი. ალბათ რძნობს დედა ,რომ არ ყავს . ალბათ რამხელა სიცარიელეა ... _ დაღონდა თინანო და ღრმად ამოისუნთქა. -და მაინც დღეს ახალი წლის ღამეა. წავიდეთ ცოტა უფრო ახლოს სცენასთან. იქნებ ვინმე ნაცნობიც ვნახოთ. -სხვათასორის სანამ სახლიდან გამოვიდოდი ლაშამ მომწერა ფეისბუქზე მეც მანდ ვიქნები და გამომიგზავნეთ ესემესიო. -ხოდა გაუგზავნე მერე VVV ლაშა ცოტათი პუტკუნა ,მაგრამ საყვარელი ბიჭი იყო. მუდამ იცინოდა და მხიარულობდა. თმა ქოჩორივით ქონდა შეჭრილი და წინ აპრეხილი. ალლისას სახლში ქუდი ,რომ მოიძრო ყვავის ბუდესავით გაეჩეჩა. გოგონების სკოლის ამხანაგი იყო და როგორც ხშირად იკვეხნიდა თორმეტი წელი ალისასთან ერთად გაატარა ერთ მერხზე. როგორც თინანო ხირად იხსენებდა სწორედ ლაშამ ამოუკაწრა მერხზე დიდი ასოებით ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში''. გოგონას სკოლასიც ყველა ასე ეძახდა. თავიდან გასაბრაზებლად ბოლოს კი ეს სახელი ისე შერჩა მასწავლებლებმაც კი აიტაცეს. -გახსოვს ალისა ნორა მასწავლებელი რომ ამოიკითხავდა ხოლმე სიას ''კობახიძე ალისა საოცრებათა ქვეყანაშიო?'' -და მერე ეს ,რომ დაუძახებდა ხოლმე ალისა ჩაის წვეულებაზეა წასულიიიი -ბავშვებო ნუ იხსენებთ ხოლმე ასეთ რამეებს თორემ მრცხვენია სკოლაში როგორ მივდიოდი. ღმერთო რა ცელქი იყო _ თავი გააქნია ქალბატონმა ნანომ და სუფრის გაწყობა განაგრძო_ ის გახსოვთ ბიჭი ,რომ ცემა დერეფანში? -დირექტორის კაბინეთთან_დააკონკრეტა სავარძელში მოკალათებულმა ალისამ და თან ტკბილეულს ჭამდა. -მთელმა სკოლამ გაიგო. ამას კიდევ ვითომც არაფერიო. -ახია მაგაზე ახლა მისმა მოსწავლეებმაც მასე რომ მოექცნენ_ უჯიკა თინანომ. -ლაშა შვილო დარჩები?ახალ წელს ერთად შევხვდეთ -არა ნანო დეიდა სახლში მირჩევნია. თან ალბათ უკვე მელოდებიან ლაშამ საათს გახედა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო. წასასვლელად წამოდგა და მაგრად გამოიფუთნა ქურთუკში. -ყინავს გარეთ საშინლად. გმადლობთ ხაჭაპურისთვის. თქვენნაირს ვერავინ აცხობს _ გაიკრიჭა ბიჭმა და სირბილით დაუყვა კიბეებს თორმეტს წუთებიღა აკლდა თინანო სახლში რრომ გავიდა. დარჩნენ ალისა და დედამისი მარტო ისევე როგორც წლები. იყო ხდებოდა. თორმეტზე ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ცოტ-ცოტა ღვინოც მოწრუპეს. საერთო ყველაზე რთული სიმართლისთვის თვალის გასწორებაა ან უარესი საკუთარი ოცნებებისგან გამოღვიძება. იმის ახსნა რომ ოცნება იშვათად თუ ხდება რეალობის თანასწორი. უფრო უარესი ხშირად რეალობა იმდენად მწარეა უარს გათქმევინებს ოცნებაზე. უკვე მეოთხე წელიწადი იყო რაც ალისა თავის პირველ ჯგუფს ასწავლიდა. თავის პირველ სადამრიგებლოს. მხიარული და წკვიანი იყო. მეტად მონდომებულიც იმისათვის, რომ ეკეთებინა ის რაც ევალებოდა. პირველში დილით ადრიანად ადგომას სულაც არ გეგმავდა, მაგრამ დედამისმა ისე ძლიერად შეანჯღრია რომ ნდომოდა ვერ განაგრძობდა ნებივრობას. წამით გამოფხიზლდა და ამღვრეული თვალები დედას მიაპყრო. -რა ხდება? -შენთან არიან . სასწრაფოდ უნდათ შენი ნახვა. -ამ დილაადრიან? ამ ახალ წელს? - როგორც ჩანს... ზანტად წამოდგა ალისა და კარისკენ აიღო მიმართულება. დედას ჯერ ისევ ღრიჭოდ დაეტოვებინა. -ახალ წელს გილოცავთ. -უცვლელი სახით გაიმეორა კოსტიუმიანმა კაცმა და კონვერტი გაუწოდა. -მოსვლა აუცილებელი იყო? დედაჩემი ტყუილა დააფეთეთ-შეუღრინა გოგონამ თუმცა კაცმა იმავე უცვლელი სახით შეტრიალდა და წავიდა. ალისამ კარი მიახეთქა და ოთახში შევიდა. დედამისი ჯერ ისევ იქ ელოდა. -რა მოხდა? მშვიდობაა? -კი.. - ვინ იყო ის კაცი? -ბანკის თანამშრომელი . -ბანკი დღეს არ მუშაობს. -ფოსტა მუშაობს... -მეეჭვება...-გადახედა ქალმა -ორი თვეა შეტანილი მაქვს განაცხადი რომ ხელფასი არ მერიცხება სრულად. როგორც ჩანს სანტამ საჩუქარი გამოაცხო ჩემთვის. -მართლა ყველაფერი რიგზეა? -ცალი თვალი მოჭუტა ქალმა -მართლა. გამიმზადე რა რამე დეე...-ჩამოდნა ალისა. ქალიც წამოიმართა ,მაგრამ საწოლზე დაგდებული კონვერტისთვის თვალი არ მოუცილებია.უნდობელი მზერით გაშორდა იქაურობას. ალისამ ცოტაც მოიცადა და მოუთმენლად დაეტაკა კონვერტს. ზედ ეწერა გადამუქებული ასოებით "ძვირფას ალისას" ყური ჩამოახია და ფარატინა ფურცელს დააკვირდა. "იმედია ალისა სოროში აღარ ჩავარდება" -ჯანდაბა უკვე თავი მომაბეზრა.-ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და საფერფლეზე დააგდო. მერე სანთებელა ჩაუქრობლად მიაშვირა სიგარეტს და მყარი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოში. ნანო ხაჭაპურს აცხელებდა. ზემოდან კი კუპატი დაედგა შესაწვავად. -რაო? -ა? -ბანკმა... -აღარ დაიგვიანებსო. -აახჩოლე ახლა აქაურობა. არ იცოდე მაინც რომ მაღიზიანებს მაგის სუნი.-ალისა ფანჯარასთან გადაჯდა და შეაღო. -იქეთ უნდა ასწავლიდე ბავშვებს და ადამიანებს რომ არ არგებთ მაგის მოხმარება. -ვასწავლი კიდევაც -ნაკლებად სავარაუდოა ამ სურათის ფონზე. -კაი რა დედა...-ცხვირი აიბზუა გოგონამ. -გადი თინანოს წაეჭორავე თორე ცუდადა შენი განწყობის საქმე. – მე მშვენივრად ვგრძნობ თავს- ხარბად მოქაჩა სიგარეტს და ნამწვავი საფერფლეზე დაასრისა.-სკოლა მღლის მიუხედავად იმისა რომ იქაურობა მომწონს. ბავშვებიც და ...უფროსკლასელებთანაც კი შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს სულ იმას მეუბნებიან ნეტა შენ გვასწავლიდეო. -ახალგაზრდა ხარ შვილო და მაგიტომ. თან ადამიანებთან ურთიერთობის ნამდვილი ოსტატი. ამაშია საქმე... -დღეს გავისეირნო უნდა ქალაქში... -წადი ეგებ ვინმე ნორმალური იპოვო... ნორმალური და ცოლად გაჰყვე... შვილიშვილებს ვიმსახურებ...რას უცდი ვერ გავიგე... ტყუილი კი არაა, რომ ამბობენ ალისასავით საოცრებათა ქვეყანაში დაფრინავსო... -ახლა ჩემი თავი შერლოკს უფრო მაგონებს. -რას არ მოიგონებ ხოლმე რა... -გუშინ ჩემი ერთი მოსწავლე ვნახე მამამისთან ერთად. ნამდვილად გამორჩეული ბავშვია. ვანო ჰქვია. ოთხი წლის მანძილზე მამამისი დღეს პირველად ვნახე პირისპირ. -მერე? -არაფერი. რაღაცნაირი სიტუაციაა. -მგონი ამასობაში სევდიან მხარეს გადაუხვიე. ნანოს უკვე დაესრულებინა სუფრის გაწყობა. ალისა ჯერ ისევ თვალმოუწყვეტად გასცქეროდა ცას. VVV ლუიზამ ლანგარზე დააწყო სუფრის ნარჩენები და ალაგებას შეუდგა. ვანო ჯერ ისევ ნაძვის ხის ქვეშ თამაშობდა ახლად მიღებულ საჩუქრებზე. ნიკამ სავარძელში გადაინაცვლა და სისხლისფერი ღვინის თამაშს მოჰყვა უზარმაზარ ჭიქაში. თითქოს სადღაც გაიტაცა სითხეზე მიშტერებამ. უყურებდა როგორ ეხეთქებოდა მინის კედლებს ღვინო და ზედ შერჩენილი ლაქებიც წამის მეასედში ქრებოდა და უკანვე ჭიქაში იღვრებოდა. ლუიზამ ფეხი აითრია. მერე ვანოს დასაძინებლად წასვლა მოსთხოვა და იქვე უფროსის წინ ჩამოჯდა. -ვხედავ ,რომ ცუდ ხასიათზე ხართ ... შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -ვუყურებ ამ სითხეს და ...თავს ისე ვგრძნობ თითქოს რაღაც დავკარგე. ტალღა მოვარდა, ნაპირზე გამიტაცა და მერე იქვე დამტოვა. ზუსტად ისე როგორც ეს ღვინო. ჭიქას ვატრიალებ და მისი ნაწილები კი კედლებზე რჩება. მეც ასე ვარ. თითქოს სადღაც კედელზე გავრჩი. -ცხოვრება ყოველთვის გვიბრუნებს უკან იმას რაც დავკარგეთ. თუ ის ჩვენ გვეკუთვნის... -ყოველთვის არა..._ სინანულით თქვა ნიკამ -დააკვირდი. ის რაც ჭიქის კედლებზე რჩება უკან ბრუნდება. იქ საიდანაც მოვიდა. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს ,მაგამ აუცილებლად დაბრუნდება. -და იმას რა ქვია როცა მისტირი რაღაცას რაც შენ არასდროს გეკუთვნოდა? როდესაც მუდმივად გარბიხარ? საკუთარი თავისგან... როგორ ვაპირებ ,რომ უკან დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი? საკუთარ თავს ვერ ვუყურებ სარკეში. სად არის ადამიანი ,რომელიც ერთ დროს ჩემში ცხოვრობდა... ? -შეეშვით თვითგვემას. თუ კი იცით ,რომ ვეღარ დააბრუნებთ უკან იმას რაც იყო, თუ კი იცით ,რომ ის თქვენი არასდროს ყოფილა... თავი დაანებეთ. დღეს ხომ დღესასწაულია? მეტი დრო დაუთმეთ თქვენს შვილს... ის დაგაბრუნებთ იქ სადაც უნდა იყოთ. -წარსულის დდავიწყება ასე მარტივი ,რომ იყოს ქალბატონო ლუიზა... -მითუმეტეს ისეთის როგორიც თქვენ გქონდათ. მუდმივად იმაზე ტირილი სად დაუშვით შეცდომა ვერაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ გააღრმავებს ჭრილობას ,რომელიც ისედაც ამდენი წელია ღიაა. -ასეთი სასტიკი ,რომ არ ვყოფილიყავი... ასე უმოწყალოდ ,რომ არ მოვქცეულიყავი იქნებ შემძლებოდა... -არ შეგეძლოთ. თქვენ ის გააკეთეთ რაც საჭირო იყო. ის რაც უნდა გაგეკეთებინათ. ასე სჯობდა თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც. უკვე ათი წელია ამას გიმეორებთ და მაინც ვერ დაგაჯერეთ. -და ვერც დამაჯერებ. მოვა დრო როდესაც ვანიკო კითხვების დასმას დაიწყებს და არ ვარ დარწმუნებული ,რომ შევძლებ ვუყურო თვალებში და მოვუყვე ის ტყუილი ,რომელიც ლამისაა მეც დავიჯერო. უკვე იმდენჯერ გავუმეორე საკუთარ თავს ,რომ ხანდახან მგონია მე თვითონაც მჯერა... განა ეს არაა სიგიჟის დასაწყისი? იქნებ მაგ დრომდე ვეღარც გავძლო. ლუიზა ოთახიდან გავიდა. მიხვდა ,რომ არაფერი აღარ ჰქონდა სათქმელი. უკან შესასვლელიდან კიბეებს აუყვა და ვანიკოს ოთახის კარი შეაღო. ბავშვს უკვე ეძინა. საბანი მიაფარა და სანათი ჩააქრო. გარეთ ჯერ ისევ ისროდნენ ასაფეთქებლებს , მაგრამ ბავშვის ძილს მაინც ვერ აფრთხობდნენ. კარი ფრთხილად გამოიხურა და გვერდით ოთახში შევიდა დასაძინებლად. ის ყოველთვის ბავშვის ოთახის გვერდით იძინებდა რადგან ახლოს ყოფილიყო თუ რამეში დასჭირდებოდა. ნიკა კი ლამის გათენებამდე იჯდა ბუხრის წინ და ჰაერში მოლივლივე ცეცხლის ალს თვალს არ აშორებდა. თითქოს ამშვიდებდა მისი ყურება. ბოლოს გააბრუა და იქვე ჩაეძინა ალისა დილით სახლიდან გამოვიდა და კარი ორივე გასაღებით გადაკეთა. ასე იქცეოდნენ ხოლმე როდესაც სადმე მიდიოდნენ. სახლში მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და სჯობდა სიფრთხილე გამოეჩინათ. ის იყო გასაღები ჩანთაცი მოისროლა ,რომ თინანომაც ამოამთავრა ამოსასვლელი კიბეები. სახეზე დაღლილობისგან ალი ეკიდა. სიცივისგან კი სულ გაწითლებულიყო. -წამო ჩემთან ყავა დავლიოთ მეგობარო. -სიამოვნებით ,მაგრამ მეჩქარება. შეხვედრა მაქვს. -ამ ბედობა დღეს? -ჰო სამწუხაროდ. ნუ გეწყინება საღამოს გამოგივლი. -კარგი. მაშინ ფრთხილად იყავი. ვიღაც იდიოტს პირდაპირ სადარბაზოს კართან გაუჩერებია უზარმაზარი შავი ჯიპი. მოკლედ რა ...ძლივს ავუარე გვერდი. -ჰო? გმადლობ ,რომ გამაფრთხილე_ ფეხს აუჩქარა ალისამ და კიბებს დაუყვა. ლიფტი უკვე მესამე კვირა იყო არ მუშაობდა. ქვემოთ ფეხით ჩასვლა კი სულ ეზარებოდა. ამოსვლა მითუმეტეს. როგორც კი პირველ სართულზე ჩავიდა კაპიუშონი წამოიხურა. საშინელი წუნკალი ამინდი იყო. ჯიპის დაბურული შავი მინა ჩამოიწია და საჭესთან მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა ანიშნა დაჯექიო. ზუსტად ის იყო ვინაც წინა დღეს წერილი მოუტანა. მძღოლისთვის არაფერი უთქვამს. მეტიც მთელი გზა ისე იყო თითქოს საერთოდ არ არსებობდა იმ მანქანაში. მხოლოდ მაშინ მოფხიზლდა საქარე მინის წინ ჭიშკარმა რომ გაიხრიგინა. გაიფიქრა მოვედითო და ჩასასვლელად მოემზადა. რატომღაც ნერცვიულობამ შეიპყრო. მანქანა, რომ გაჩერდა ცხადი იყო ჩამოსვლა მოუწევდა მით უფრო, რომ კაცს უკვე გაეღო კარი. მოზაიკით მოგებულ დერეფანში კრახუნით გადაიარა და დაელოდა სანამ მძღოლი წამოეწეოდა და შესასვლელს გაუღებდა. ალისა უკვე მესამედ იმყოფებოდა ამ თვალისმომჭრელ სახლში. მიუხედავად ამისა ლამის დეტალურად ქონდა დამახსოვრებული სად რა იყო, რომელ კედელზე რა ფოტო ეკიდა და ა.შ. ძნელი იყო დაგევიწყებინათ ეს ყოველივე. დივანზე ჩამოჯდა და თვალი გააყოლა გოგონას, რომელიც აშკარად მასპინძლის დასაძახებლად მიდიოდა, თუმცა არც დასჭირვებია. მაღალი, სუსტი აღნაგობის ქალი მანამდე დაეშვა კიბეზე სანამ მსახური ბოლომდე ავიდოდა. ქერა თმები ბეჭებს ქვემოთ სცემდა. ტანზე კი კლასიკური შარვალი და თეთრი ზედა მოეხდინა. ყელი და თითები როგორც ყოველთვის ახლაც ოქროთი ქონდა შემკული. ალისას ხელი გამოუწოდა და დაჯექიო ანიშნა. მანაც შეასრულა თხოვნა. -როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ? -გმადლობთ კარგად... როგორც გავიგე ახალი წლის ღამეს ერთობ საინტერესო შეხვედრა გქონდა. ჩემთვის საინტერესო შენ კი ამის შესახებ არ გითქვამს. -იმიტომ ,რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. -მოხდა. უკვე იცის ,რომ ჩამოვედი. ისიც იცის, რომ მისგან აღარ გავიქცევი. -ჰო ,მაგრამ ჩვენი შეხვედრა სრულიად შემთხვევითი იყო. -ბავშვის გადაყვანას აპირებს სხვაგან. შენთვის ახალი სამსახურის ძებნას არ ვაპირებ და თუ ასე მოხდა აღარც დამჭირდები. უკვე საეჭვო იქნება ... -და რა გავაკეთო? -უნდა დაარწმუნო ,რომ არ გადაიყვანოს. -როგორ. ერთხელ მყავს ნანახი ის კაცი. -ბავშვი უნდა დაარწმუნნო. -ეს როგორ გავაკეთო? -ბავშვს უყვარხარ. შენ არ თქვი? ჰოდა გააკეთე რამე. უფრო მეტად დაუახლოვდი. -ამას ახლა ვერ გააკეთებ. არდადეგებია...სკოლა ისვენებს... რა უნდა ვქნა? -ერთხელ ხომ შეხვდი შემთხვევით სხვა დროსაც მოახერხებ. -როგორ. ვუთვალთვალო? -არ დაგჭირდება მაგას მე გავაკეთებ. შენ საჭირო დროს და საჭირო ადგილას მიხვალ. -როგორც ძიძისგან ვიცი ბავშვთან ერთად ბევრ დროს არ ატარებს. როგორ მოვახერხო... -საჭიროა ასე მოხდეს. ერთხელ დავნებდი და განზე გავდექი ამას აღარ გავაკეთებ. რაც ჩემია იმას აუცილებლად დავიბრუნებ. -რას გულისხმობთ? -თავადაც მოეხსენება რას. -იქნებ თქვენ თვითონ შეხვედროდით და გესაუბრათ. -შევხვდით კიდევაც. ასე გაიგო ,რომ საქართველოში დავბრუნდი. ნეტა გენახა რა გაოგნებული სახე ჰქონდა. რა სწრაფად შეუცვალა მრისხანება გრძნობებით აღსავსე მზერამ. -არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის ,მაგრამ ჩემი პირადი აზრით ბავშვის გამოყენება რაღაც მიზნებისთვის არაა კარგი საქციელი. -შენი პირადი აზრი არ მიკითხავს და არც მაინტერესებს. მე არაფერი მავიწყდება, უფრო მეტიც, ხშირად ვახსენებ ხოლმე საკუთარ თავს რა არ უნდა დავივიწყო. შეგიძლია წახვიდე და დაელოდე ჩემს ზარს. გეტყვი სად და როდის შედგება თქვენი მორიგი და მოულოდნელი შეხვედრა. -რომ მიხვდეს? ასე ხშირად თუ აღმოვჩნდები ხოლმე მის გვერდით ? -არც მაგდენად ჭკვიანია. მსგავს დეტალბს რომ უღრმავდებოდეს არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. ალისა მიხვდა ,რომ ქალი უკვე სიძულვილის ფრქვევაზე იყო გადასული. ამჯობინა იქედან გაცლოდა და ასეც მოიქცა. ბოდიში მოიხადა და გასასვლელისკენ შებრუნდა. მძღოლს უკვე გაეღო მისთვის კარი. -არ შეიძლება ჩემით წავიდე? -არა სადმე ქალაქში ჩამოგსვამთ. შესაძლოა ვინმემ დაგინახოთ აქ ,რომ იყავით... ვინმე არასასურველმა. ალისამ ცხვირი აიბზუა და უსიამოვნოდ შეხტა მანქანაში. მძღოლმა ,როგორც ყოველთვის ახლაც ბოლომდე ამოსწია დაბურული მინები. მანქანა სახლთან მოშორებით გააჩერებინა და ძირს ჩამოვიდა. უკვე შუადღე გადასულიყო. ძალიან ციოდა ,მაგრამ მაინც არჩია ფეხით გავლა. ფიქრობდა იმაზე რაც ხდებოდა. მარტივად ნაშოვნი სამსახური და დამატებითი შემოსავალი ძალიანაც კარგი იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა ,რომ უკვე ძალიან ჰქონდა შეტოპილი. ეს ამაბვი უკვე თამაშს აღარ ჰგავდა. არადა ვერც კი მიხვდა როგორ იქცა დაფაზე პაიკად ,რომელიც სხვის მაგივრად თამაშობდა. სადარბაზოში შევიდა და კაპიუშონი გადაიძრო. ისე ძალიან აღარ ციოდა. კიბეები ფიქრმორეულმა აიარა და ის იყო კარისკენ ზარის დასარეკად შეტრიალდა ,რომ თინანო დოინჯშემორტყმული გამოვიდა თავისი ბინიდან. ტუჩაბზეკილი იდგა და უყურებდა. აშკარად ჩხუბზე გადასვლას აპირებდა. ასეთი იყო. როგორც კი რამე ეწყინებოდა მაშინვე ყვირილზე გადადიოდა. -მოხდა რამე თინანო? _ შეიცხადა ალისამ და გასაღები ინსტინქტურად გამოაძრო საკეტს. -მომატყუე... -რაა? საიდან მოიტანე ახლა ეს ? -დაგინახე არც სცადო უარყოფა ალისა მასინვე მიხვდა. ეს ხომ მისი ცნობისმოყვარე დაქალი იყო ,რომელიც გამუდმებით ყვებოდა სამეზობლოში და განსაკუთრებით ეზოში მომხდარ სიახლეებზე. აშკარა გახდა ,რომ სახლში ამოსულმა თინანომ ადგილი მოიწყო ფანჯარასთან იმის გამოსაძიებლად ვინ მოვიდა ან ვინ აპირებდა იმ საოცარი ჯიპით წასვლას. ჰოი საოცრებავ და ის ვიღაც სწორედ მისი დაქალი აღმოჩნდა, ცდა კი არც ისე დიდხანს მოუწია. -ჯიპს ვგულისხმობ _ უფრო მეტად გაცხარდა გოგო -ჰო უკვე ისედაც მივხვდი. -მერე არ გინდა მომიყვე ? თან ,რომ შეგხვდი კიბეზე და მოგიყევი არც კი გიხსენებია ,რომ ის ზემოთხსენებული მანქანა შენ გელოდებოდა. -იმიტომ ,რომ არც მე ვიცოდი -რას ნიშნავს არ იცოდი? -ასე უბრალოდ... -მატყუებ რაღაცას ალისა დაიბნა. არც იცოდა რა უნდა მოეფიქრებინა. ამისთვის მზად სულაც არ იყო. რას იფიქრებდა ახლა მისი ძვირფასი დაქალი ფანჯარასთან თუ დაუდარაჯდებოდა. მერე უცებ რარაც გაახსენდა, მისებურად გადააკეთა და ახალი ამბავი მზად იყო. -იცი? ჩემმა თანამშრომელმა ბავშვი მიპოვა მოსამზადებლად. დღეს უნდა შევხვედროდი მის მშობლებს. რას ვიფიქრებდი ამხელა ჯიპით თუ მომადგებოდა მძღოლი. -ბავშვის აყვანა გინდა ? -ჰო... -არ გითქვამს... -იმიტომ ,რომ არ მქონდა გადაწყვეტილი. ახლა კიდევ ფული მჭირდება და უნდა დავიტვირთო თავი. -ანუ მდიდრები არიან? მანქანა ვიგულისხმე ... -ჰო თან საშინლად. -მერე რა გითხრეს? -ჯერ მხოლოდ გავესაუბრე. ვნახოთ რა და როგორ. -შემოხვალ ყავის დასალევად? -არა იყოს. ძალიან დავიღალე და ცოტას წამოვწვები. თინანომ მხრები აიჩეჩა და სახლში შევიდა. ალისამ კი როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა. ნერვიულად მოარგო საკეტს გასაღები და კარებში გაუჩინარდა. VVV ვანო რაღაცას ხატავდა ოთახში ლუიზა თავზე რომ დაადგა. -რას აკეთებ საყვარელო? -ვხატავ. -იცი რომ მამაშენი მოვიდა?_ ბავშვმა თავი დააქნია. წამით გაჩერდა და მერე ისევ თავისი საქმე განაგრძო. სახეზე წყენა გამოესახა. მოგრძო ქერა თმების ქვემოდან სევდიანი ლურჯი თვალები გამოკრთა. -არ ნახავ? _არ ეშვებოდა ქალი -არა ძიძა... -წუხელ მითხრა რომ შენთან დაახლოება უნდა. მგონი იმსახურებს შანსს. მომისმინე ჩემო პატარავ.მამას უყვარხარ უბრალოდ სათანადოდ ვერ გამოხატავს. შენ უნდა დაეხმარო იმაში, რომ ეს შეძლოს გესმის? ვანომ თავი დააქნია -ჰოდა წადი_ფანქრები გამოართვა და აჩეჩილი თმა გაუსწორა. ბავშვი უხალისოდ თუმცა იმედით აღსავსე წავიდა მამის კაბინეტისკენ. დააკაკუნა, მაგრამ რადგან არავინ გამოეპასუხა უნებართვოდ შევიდა. შიგნით არავინ ჩანდა. იფიქრა ალბათ გასულიაო და იქ დაცდა დააპირა. რამდენიმე წუთს თავისთვის იჯდა , მაგრამ მამის სავარძელთან მაგიდაზე წიგნი დაინახა და იმის ასაღებად გადაჯდა მის სავარძელში. -ვიქტორ ჰიუგო "საბრალონი"_ წაიკითხა ხმამაღლა და უზარმაზარი წიგნი ძლივს მოიხელთა პატარა ხელებით. დასურათებული არ იყო და მალევე მობეზრდა. მაგიდაზე დაბრუნება რომ დააპირა ხელიდან გაუარდა და ხრიგინით დაეცა ძირს. ოთახში მეხის გავარდნასავით გაისმა ხმა. შეშინებული ჩამოხტა სავარძლიდან და წიგნის აღება დააპირა მაგრამ ფურცლებს შორის ქაღალდი გადმოსრიალდა . ბიჭმა მეორე მხარეს გადმოატრიალა და სურათს დააჩერდა. ულამაზესი ქალი რომლის ნაკვთების უმრავლესობა თავის სახეზე მეეორდებოდა. თვალებიც და ქერა თმებიც. ფეხი მოირთხა და სევდიანი თვალებით ჩააცქერდა სურათს , მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა.მაგიდის ქვევიდან დაინახა როგორ გაინძრა კარი და მამამისის ფეხებიც გამოჩნდა. სწრაფად წამოხტა ზევით, ჯერ ისევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული სურათი. ვანო ჯერ ისევ თავის ოთახში იყო პიჟამას ამარა. ხელში პლანშეტი ეჭირა და თამაშობდა. ნიკამ კარი რომ, შემოაღო ბავშვმა გამოხედა ,მაგრამ ისე მოიქცა თითქოს არც დაუნახავს. კაცი საწოლზე ჩამოჯდა. თავზე ხელი დაადო,მაგრამ ბავშვი კვლავ ცივად ექცეოდა. -ვანიკო შემომხედე... თავი ასწია. ლამის იყო ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან. -რაღაც მოხდა და მე უბრალოდ არც ვიცი ეს ყოველივე როგორ აგიხსნა. -რას გულისხმობ? -დედაშენს. -დედაჩემი ათი წლის წინ წავიდა ჩვენგან. -ათი წლის წინ ბევრი რამ მოხდა რამაც ჩვენი ურთიერთობის ეს ფორმა განაპირობა. -ვერ ვხვდები რის თქმას აპირებ. -იმიტომ,რომ საამისოდ ჯერ ისევ ძალიან პატარა ხარ. -ამიხსენი. მე შემიძლია გავიგო. -მოდი აქ დაჯექი_ხელით ანიშნა კაცმა. უკვე ფანჯარასთან მდგარი ვანო შემობრუნდა და მამას მიუახლოვდა. -გისმენ,მაგრამ დამპირდი,რომ არ მომატყუებ... -გპირდები.ამის ძალა აღარც მაქვს შერჩენილი -კარგი,მჯერა შენი დაპირების. -ათი წლის წინ დედაშენი ჩვენგან წავიდა,მაგრამ ..._კაცმა შუბლზე მოწოლილი ცივი ოფლი შეიგრძნო და სასწრაფოდ მოიწმინდა._მაგრამ დაბრუნდა... -რაა? მკვდრები არ ბრუნდებიან მამა. -ჭკვიანი ბავშვი ხარ ვანო. მკვდრები ვერ ბრუნდებიან, მაგრამ ... -მაგრამ ის მკვდარი არ ყოფილა? _ ქერა თმების ქვემოდან საოცრად ჭკვიანი თვალები გამოაპარა ბავშვმა. ნიკამ მხოლოდ ის მოახერხა თავი დაექნია..._არ მომკვდარა... -რატომმ მომატყუე?_ინსტინქტურად წამოდგა ბავშვი -მეგონა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა და ვიფიქრე ჯობდა გეფიქრა,რომ მოკვდა ვიდრე მისი ვერ ნახვის გამო დატანჯულიყავი. -შენ არ გქონდა უფლება ჩემს გარეშე გადაგეწყვიტა. -ვიცი...ახლლა უკვე ვიცი... -და ახლა რატომ მეუბნები ამას? -იმიტომ,რომ შენი მოტყუება აღარ შემიძლია და ბოლოს და ბოლოს მინდა შევძლო და თვალებში შემოგხედო. -თუ სხვა გზა აღარ გაქვს? კაცმა უკან დაიხია. ბავ/შვი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ამას ელოდა. -შეიძლება ასეცაა -რა ხდება მითხარი -შენზე პრეტენზიას აცხადებს. -ეს იმას ნიშნავს,რომ ჩემ წაყვანა უნდა? -კი -მერე? -ამის უფლებას არ მივცემ და არც ...არც შენი ნახვის უფლებას... -ჰო მაგრამ დედაჩემია -და არ იმსახურებს,რომ იყოს ... -რატომ არ იმსახურებს? -იმიტომ,რომ ... -ბატონო ნიკა შეიძლება დაგელაპარაკოთ?_ კარში ლანგრით ხელში ლუიზა გამოჩნდა. -რათქმაუნდა, ახლავე მოვალ ვანო ... ლუიზამ წვენი მაგიდაზე დადო და უკან გაჰყვა კაცს. კაბინეტის კართან წამით შეყოვნდა,მაგრამ სიმტკიცე მოიკრიბა და შევიდა. -გისმენთ_თქვა ხელებში თავჩარგულმა -ეს არ უნდა გექნათ. -რას გულისხმობთ? -ბავშვისთვის არ უნდა გეთქვათ მით უფრო ასე ერთდროულად არ უნდა მიგეყარათ სათქმელი. -და რა გავაკეთო? თამარს შევხვდი. ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით, ან იქნებ არც იყო შემთხვევითი. ის ისევ ისეთი ლამაზია ოღონდ იმ გამოკლებით, რომ ახლა ფულიც აქვს ჩემთან საომრად. -მითუმეტეს... -ვიცი რაც უნდა ,მაგრამ დავასწარი. -როგორ? -სარჩელი შევიტანე,რომ ჩემს შვილს ახლოს არ გაეკაროს. ვიცი რაც უნდა. არ მივცემ უფლებას. -სარჩელი როდის შეიტანე? -ერთი კვირის წინ და წუხელ მომივიდა ცნობა,რომ სასამართლო ვანოსთან გასაუბრებას მოითხოვს. სხვა გზა არ მაქვს. სიმართლე უნდა ვუთხრა. აბა ბავშვს სასამართლოზე,რომ მიიყვანენ ... -და ამიტომაც ასე უნდა მიახალოთ სიმართლე? ბავშვია ჯერ...ათი წლისაა...რას ითხოვთ მისგან? -მეც დავიღალე აღარ შემიძლია...ათი წელია პირში წყალჩაგუბებული დავდივარ და ტყუილების კოშკებს ვაშენებ. უკვე ისიც არ ვიცი რა არის ტყუილი და რა სიმართლე. სადაცაა ეს კოშკი თავზე დამექცევა და მე კიდევ სასოწარკვეთილი ვეხეთქები კედლებს... რა ვქნა? -რამე გზა უნდა მონახოთ -ის კი აქ ამ ქალაქში დააბიჯებს გამოპრანჭული, თვალისმომჭრელი, ისეთივე მაცდური და მშვენიერი როგორიც ყოველთვის იყო...მე კი ვერაფერს ვაკეთებ. ჩიხში ვარ ... -ისევ გიყვართ. შეპყრობილი ხართ ამ ქალით. ახლაც კი წლების შემდეგ ისევ ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ მასზე. -მნიშვნელობა არ აქვს რა გააკეთა. გრძნობები არსად მიდის.მას უბრალოდ ტკივილი ემატება...უფრო მეტიც თითქოს ამ ტკივილით იკვებება. მინდა ძალა მეყოს მასთან საბრძოლველად. კაცი სიბრაზისგან ვერც კი ამჩნევდა როგორ დალეწა მაგიდაზე ყველა ნივთი -ვიღაც მოვიდა ბატონო ნიკა_ ხელი გაიშვირა ფანჯრისკენ ლუიზამ. ნიკა ფანჯარასთან მიიჭრა და ფარდა გადასწია. ის იყო და მანქანიდან ქალმა გადმოაბიჯა. თვალისმომჭრელი იყო. მაღალი, ტანადი და მეტისმეტად დახვეწილი. შინდიფერ ჯინსზე თეთრი პერანგი ჩაეცვა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები კიდევ უფრო წარმოსადეგ და უნაკლო ფიგურას უსვამდა ხაზს. მზის სათვალე მოიხსნა და ეზოში დატრიალდა. თითქოს მონატრებულ ადგილს იხსენებდა. -ვანო სახლშია_ამოიკვნესა ლუიზამ. -მასთან ადი და სადმე წაიყვანე. უკანა ჭიშკრით გადით -დამპირდით,რომ თავს ხელში აიყვანთ. -აუცილებლად კაცმა კიდევ ერთხელ გადაიხედა ძირს. ის ისევ იქ იდგა და აქეთ-იქეთ იყურებოდა. კარი გაბრაზებულმა მიახეთქა და სახლისკენ დაიძრა. ლუიზამ სწრაფად აირბინა კიბეები და ვანოს ოთახისკენ წავიდა. გაიფიქრა რამე არ იჭვოსო და სახედამშვიდებულმა შეაღო კარი. ბავშვი კომპიუტერს მიჯდომოდა და ჯურსასმენებით ვიდეოთამაშს თამაშობდა. ქალმა შვებით ამოისუნთქვა. -ძიძა._ ყურებზე მოიხსნა და გაუღიმა_წვენი სულ დავლიე შენი ხათრით. -საყვარელო წამოდი შენთვის სიურპრიზი მაქვს_ქურთუკი ჩამოხსნა ქალმა და სწრაფად ჩააცვა ბავშვს -სად მივდივართ? -რაღაც უნდა გაჩვენო -ჰო, მაგრამ... -წამოდი -უკნიდან რატომ ჩავდივართ? -ჩვენი სახლის წინ წყლის მილი გამსკდარა და მოძრაობა შეფერხებულია. უკნიდან სჯობს წასვლაო მძღოოლმა მითხრა. -წყლის მილი? -ზამთარია და ყინავს ძვირფასო... -ჰო მართალია....სტუმრები გვყავს?_შავ მანქანას გამოხედა სახლის გვერდიდან ვანომ -მამას ადვოკატია ძვირფასო -და მაინც არ მეუბნები სად მივდივართ? -კაფეში მივდივართ. -რატომ? -დედაზე უნდა მოგიყვე რაღაცეები ... ბავშვს სახე გაუნათდა და შიგნით შეხტა... VVV -ქალბატონო ასე უკითხავად ვერ შეგიშვებთ. ისიიც არ ვიცი ვინ ხართ_გზა და გზა მოზდებვდა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი -თავიდან მომწყდი იდიოტო._შეუბღვირა ქალმა და ფეხს აუჩქარა. -შემოუშვი ლევან _ალიშნა ჯერ კიდევ კიბეზე არ ჩამოსულმა ნიკამ -თავი ვინ გგონია? ჩემზე ჭვიანი? დამასწარი და სარჩელი შეიტანე. -დიახ -მე უფრო უმტკივნეულოდ ვაპირებდი ამ საკითხის მოგვარებას. შენ მაიძულე სწრაფად მემოქმედა. -შენი არ მეშინია. ვანომ უკვე იცის ,რომ ცოცხალი ხარ... -მაგასაც ვნახავ,როცა ჩემს შვილს წაგართმევ... -ჩვენს შვილს...რომელიც მიატოვე... -რომელიც არ გამატანე როდესაც წავედი... თუ გაგახსენო როგორ გამაგდე ამ კარიდან ოდესღაც?_ხელი გაიშვირა და სახე ბრაზისგან მოეღრიცა..._ესეც უთხარი ჩვენს შვილს? -არა დამავიწყდა, მაგრამ ჯერ იმის თქმას ვაპირებდი ჩემს თანაშემწესთან როგორ მღალატობდი. მოღალატე კახპა ხარ და მეტი არაფერი... გეგონა ამის მერე ბავშვს გაგატანდი? სად არის ახლა ის ვაჟბატონი? აჰ გამახსენდა მაშინვე მიგაგდო როგორც კი აქედან გაგისტუმრე... ტვინი არ გეყო იმის მისახვედრად ,რომ გიყენებდა...უნდა მომეკლა,მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი მაშინ რამ გამაჩერა...შენც ზედ უნდა მიმეყოლებინე..._კისერზე მსუბუქად მოუჭირა ხელი კაცმა. ათი წლის შემდეგ პირველად იგრძნო მის კანზე შეხება. თითქოს ზიზღისგან გააჟრჟოლა, მაგრამ მეორე წამსვე მიხვდა,რომ ზიზღი არაფერ შუაში იყო. ის ისევ ისეთი იყო...ისევ ისეთი ლამაზი...ისევ ისეთი მიმზიდველი და სასურველი...მისთვის შეუცვლელი -და ეს რატომ არ გააკეთე? _დაისისინა ქალმა..._მოიცა მე გიპასუხო,მაგრამ ძალა გეყოფა ამის მოსასმენად? _იგი არ გარყეულა,მაგრამ იგრძნო, როგორ მოეშვა მის ყელზე მიბჯენილი ხელის მტევანი. ამოისუნთქა. ძლივს დააცილა ერთმანეთს მიწებებული ტუჩები. პირში სიმშრალე იგრძნო და შარვლის შესაფერად გადაკრასკულ ტუჩებს ენა გადაუსვა. ნიკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა. თვალებში დაუბნელლდა. ხელი სწრაფად უშვა და უკან დაიხია. -წაეთრიე ჩემი სახლიდან. -რატომ? უკვე ვეღარ მიძლებ? -წაეთრიე მეთქი_ საზარლად დაიღრიალა კაცმა და შეტრიალდა. კიბის ქვეს გადასაწევი კარი გახსნა და ოთახში შევიდა. აქ ბიბლიოთეკა იყო. მის ტანჯვას თითქოს ბოლო არ უჩანდა. მოძრავ კარს ვიღაცამ ფეხი დაუხვედრა და ის ისევ უკან დაბრუნდა. -რა გინდა თამარ? -არ გაპატიებ ასე სასტიკად,რომ მომექეცი... -რაა? შენ სულ გაგიჟდი? მე მოგექეცი კიდევ ცუდად? შენ სულ გააფრინე თუ თავი მართლა უდანაშაულო გგონია? რა გეგონა იმის კაბინეტიდან გამოგათრევდი და სახლში წამოგიყვანდი? მერე ისე გავაგრძელებდით თითქოს არაფერი მომხდარა? ვინ გგონივარ ნეტა?_ ნერვიულობისგან კანკალმა აიყვანა კაცი_ ამ ქვეყნად შენსავით არავინ მყვარებია. გაღმერთებდი ...შენ კი... ერთი წამით სხივი და ამპარტავნება თამარის თვალებშიც ჩაქრა. თითქოს უკანაც დაიხია. -ყველაზე მტკივნეული საყვარელი ადამიანისგან ყოფილა...ყველაზე მტკივნეული ის კი არ იყო, რომ სხვა კაცისმკლავებში შიშველი, რომ დაგინახე ...ყველაზე გაუსაძლისი ის იყო სახლიდან ,რომ გაგაგდე და რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომმ ჩემს ცხოვრებაში აღარ, თუ ვეღარ დაბრუნდებოდი... იქ იდექი ჭიშკართან მე კი ერთი სული მქონდა გამოვსულიყავი და დამებრუნებინე, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე... შენ წახვედი.ჩემი ცხოვრება გაგრძელდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა როცა ამ სახლში დაბრუნების მიზეზი მქონოდა. ამიტომაც ყოველთვის მივდიოდი და ამიტომაც ვანოს არასდროს ყოლია ისეთი მამა როგორიც უნდოდა. რა გინდა? რაზე აცხადებ პრეტენზიას? უფლებას არ მოგცემ მიუახლოვდე... -მივუახლოვდები...მე მასთან იმაზე ახლოს ვარ ვიდრე გგონია... -სასამართლო არ დაუშვებს შენ დაგრჩეს იგი... -სასამართლოსთვის მეც მაქვს ჩემი კოზირები -ჯანდაბას შენი კოზირები. უფლებას არ მოგცემ მასაც ისე გაუნადგურო ცხოვრება როგორც მე... -შენ არ მაძლევდი მასთან მიახლოების უფლებას. ყოველთვის მდევნიდი მისგან ... -და ასე იქნება მუდამ... -აღარ იქნება... -ნუ გგონია შენი ბებერი ყოფილი ქმრის ფულებით შემაშინებ. შენი სტილია ...ვაღიარებ სარფიანი სვლა იყო. შენგანაც კი არ ველოდი ამას... -ცოლად იმიტომ გავყევი,რომ შვილი დამებრუნებია. დამპირდა, რომ დამიბრუნებდა. -ვერც ის და ვერც ვერავინ დაგიბრუნებს. -დამიბრუნებს. შენთან ისე ახლოს ვარ წარმოდგენა, რომ არ გაქვს. იქედან დაგარტყამ საიდანაც არ ელი. ვანოს დავიბრუნებ დამოუკიდებლად იმისა შენ რას ფიქრობ. -რა ნამუსით გინდა თვალებში შეხედო. -ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ჩემი შვილია ... -უნდა გეფიქრა მაგაზე -უნდა მოგესმინა ჩემთვის. შენი სიყვარული კი არა შენი მოსმენა მჭირდებოდა. შენ კი გამაგდე. -მორალური უფლება არ გაქვს მასზე პრეტენზია განაცხადო. -მართლა ასე ფიქრობ? აბა დღემდე რატომ გიყვარვარ? მაჩვენე, რომ გეზიზღები და აქედან ჩემი ნებით წავალ...არ შეგიძლია.... ვიცი,რომ არ შეგიძლია...თავს ნუ შეიწუხებ -სადისტი ხარ..._აღშფოთებით წარმოთქვა ნიკამ -არა ამას მიზნისთვის ბრძოლა ქვია საყვარელო ... -მიზნისთვის? -მინდოდა ის უწყება თავზე გადამეხია იმ პოლიციელისთვის ,მაგრამ ... -შენგან არც ეგ გამიკვირდებოდა... -მე შევიცვალე ნიკა და გარწმუნებ ამ ბრძოლის მოგება გაგიჭირდება თამარი მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი. მძღოლს დაუღრიალა კარი გამიღეო, მაგრამ ბიჭი გაოგნებული მიშტერებოდა. მოეჩვენა, რომ ქალი ტიროდა არადა ჯერ არასდროს ენახა ცრემლი თავისი ქალბატონის სახეზე. -მასწავლებლის ნახვა მინდა და თანაც ახლავე. ვინმეს უთხარი მოიყვანოს... ახალგაზრდა კაცმა თავი დააქნია და მანქანა დაქოქა. თან ნომერს კრეფდა ტელეფონზე. ალბათ დავალებას ასრულებდა სიბრაზისგან ტყავის სავარძლებს ფრჩხილებით კაწრავდა. ცოტა ხანში დაძაბულობა მძღოლსაც შეეტყო. სახლთან მისულმა სვლა შეანელა და მანქანა ეზოში შეაყენა.ქალი ძირს გადმოხტა და ლამის სირბილით შევიდა სახლში. -უკვე მოვიდა? -მოვიყვანე_თავი დაუქნია კაცმა და ოთახის კარი გაუღო. ალისა ფეხზე წამოდგა და მიესალმა. ტუჩი ოდნავ გაეპო , თითქოს გაეღიმა... -მოგესალმები. შენთან სერიოზული საქმე მაქვს. -თქვენი ნახვა მეც მინდოდა ქალბატონო თამარ. -მართლა? მოხდა რამე? -კი, მოხდა. ამ თამაშში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებ. -რაა? ხომ არაფერი მომესმა? _ალმაცერი ღიმილით ახედა ქალმა ალისას და ჯურზე ხელი მიიდო. -არა არ მოგესმათ. ვფიქრობ თავიდანვე ცუდი აზრი იყო ბავშვის გარევა მთელს ამ ამბებში. -მოიცა შენ უნდა გკითხო ჩემი შვილი სად გავრიო და სად არა? შენ შენი მოვალეობა შეასრულე. ჩემს ქმარსა და შვილს მე თვითონ მივხედავ. -ჰო მაგრამ... -შენ ეს მართლა თამაში ხომ არ გგონია? _წამიერად აეშალა სახე ქალს და ხელების ქნევას მოჰყვა_ ეს ჩემი შვილია რომლის დაბრუნებასაც ათი წელია ვცდილობ. მე მისგან მდევნიდნენ იმიტომ რომ არ შემწევდა ძალა მისთვის მებრძოლა. ახლა რეალური შანსი მეძლევა მე ის უკან დავიბრუნო და გგონია შენნაირი უსახური არსების გამო ამ შანსს დავკარგავ? არ გაბედო ჩემთან შეწინააღმდეგება თორემ გაგანადგურებ. შენ არ იცი ამ მდგომარეობაში რისი გაკეთება შემიძლია. -ვფიქრობ ,რომ ეს ქმედებები უკვე ზღვარს გადასულია... -ოთხი წლის მერე ახლამოგეჩვენა ზღვარგადასულად? იცი მაინც ახლა სად იქნებოდი მე რომ არ ვყოფილიყავი? მოიცა თავს ნუ შეიწუხებ ფიქრით...ქუჩაში! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. შენ გგონია ახალ უნივერსიტეტდამთავრებულს ასეთ პრესტიჟულ სკოლაში გიკრავდნენ თავს მე რომ არ ჩავრეულიყავი? იცი რა მოხდება ახლა რომ გამოაშკარავდეს ჩვეულებრივი ჯაშუში ხარ? ისე მოკვდები სამსახურს ვერსად იშოვი... -რა გინდათ ჩემგან? რის გაკეთებას ითხოვთ? -ამ დილით უწყება მომივიდა. ჩემი ყოფილი ქმარი მიჩივის. უნდა ,რომ ბავშვს სამუდამოდ ჩამომაშორონ. სასამართლო მალე გაიმართება და შენ დამჭირდები. შენ ხარ ის კოზირი რითიც ამ პროცესის მოგებას ვგეგმავ. -მეე? მე რა უნდა გავაკეთო? -ჩემი მოწმე იქნები. -მეე? მე რა შუაში ვარ? -შუაში კი არა თავში ხარ უტვინო_ საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიარტყა თამარმა._სად ატარებს დროის უმეტეს ნაწილს ჩემი შვილი? -სკოლაში_ამოთქვა ალისამ -ჩემი მოწმე იქნები... რას მეუბნებოდი? სკოლაში არასდროს მოსულა. არასდროს დაინტერესებულა სად და როგორ სწავლობს მისი შვილი. ვიღაც ძიძასთან ყავს მიგდებული. ყველაფერს სიტყვა -სიტყვით გაიმეორებ რასაც ამ წლების განმავლობაში მე მეუბნებოდი. გასაგებია?? -როგორც ჩანს სხვა გზა არ მაქვს ხომ? თამარმა თავი გააქნია. ალისა წასასვლელად მოემზადა -შეგატყობინებ პროცესი როდის ჩაინიშნება. მანამდე კარგად მოემზადე იმისთვის რას ეტყვი მოსამართლეს. წესით თხრობა არ უნდა გიჭირდეს ალისა მოტრიალდა და ოთახი დატოვა.თამარი სავარძელში ჩაჯდა და სასმელი დაისხა. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო,რომ ნერვები კბილებით ეჭირა. მანამდე სვამდა სანამ გონებიდან ყველა ფიქრი არ გაეფანტა რაც ამ საკითხთან აკავშირებდა. უკვე ძალიან გვიანი იყო იქვე რომ ჩაეძინა. VVV რამდენიმე დღე გავიდა ისე,რომ თავისი ყოფილი ქმრისგან არაფერი გაუგია. უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. თავს კარგად იჭერდა,მაგრამ ატყობდა როგორ ღალატობდა ყოველ წამს ნერვები. ეშინოდა,რომ რაღაც იმალებოდა ამ ყველაფრის უკან. ყველაფერთან ერთად ისიც აფიქრებდა რატომ არ მოდიოდა შეტყობინება სასამართლოს ჩანიშვნის თაობაზე. კვირაზე მეტი გავიდა ისე,რომ არც ქმარი შეხმიანებია არც სასამართლო. მოთმინების ფიალა ლამის ბოლომდე ჰქონდა ავსებული ერთ დილით წერილი რომ მოვიდა. მარკა არ ქონდა. აშკარა იყო წერილი ‘’ხელზე’’ გამოაგზავნეს. სწრაფად გახსნა და თვალი გადაავლო. ‘’მზად ვარ დათმობაზე წამოვიდე. უბრალოდ შევხვდეთ და შევთანხმდეთ’’ ქვემოთ ტელეფონის ნომერი ქონდა მიწერილი. თამარს გული აუფანცქალდა ,მაგრამ სწრაფად აკრიფა და დაელოდა. მოპასუხე თითქოს ზარს ელოდაო პირველსავე ზუმერის მერე გამოეხმაურა. -რაზე უნდა შევთანხმდეთ? -ვიცი ვინც და რაც გყავს გამზადებული სასამართლოსთვის. ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა,რომ შესაძლოა მეურვეობა საერთოდ დავკარგო. -საიდან გაიგე? -არ აქვს მაგას მნიშვნელობა. -და რატომ გგონია რომ შევთანხმდებით? -იმიტომ რომ ბავშვი არ გაპატიებს თუ მამასთან დააშორებ. მზად ვარ შენთან მოსალაპარაკებლად. მზად ვარ დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ,როგორც მშობლებმა და არა მტრებმა. -კარგი. დაველოდები შენს ზარს. -ანუ მზად ხარ დავივიწყოთ სასამართლო? ეს არც მე მარგებს და არც შენ...ყველაზე მეტად კი ბავშვს.მე მასზე ვფიქრობ ... -მეც ვფიქრობ ... დაგელოდები, რომ ცივილიზებული ადამიანებივით ვისაუბროთ ნიკამ ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დააგდო. აშკარად განერვიულებული იყო,მაგრამ თავი მოთოკა და მზერა გააპარა კედელთან ატუზულ ახალგაზრდა გოგონასკენ რომელიც დამნაშავესავით თავდახრილი იდგა. -გმადლობ ,რომ მოხვედი და სასამართლომდე დამელაპარაკე. -არ მინდოდა ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ ქალბატონი თამარის წინააღმდეგ სასამართლოზე ვერ წავიდოი. იძულებული გავხდებოდი ჩვენება თქვენს წინააღმდეგ მიმეცა. სჯობდა ერთმანეთში გაგერკვიათ ეს ყოველივე. -როგორც შევთანხმდით თქვენ და თქვენს სამსახურს არაფერი გემუქრებათ. თამარი ვერასდროს გაიგებს ,რომ ჩემთან მოხვედით... -ვანიკო? -ახალი სემესტრიდან ახალ სკოლაში გადავიყვან. და მინდა დარწმუნებული ვიყო,რომ ჩემს შვილს აღარასდროს აღარ გაეკარებით სიახლოვეს. თუ გავიგე ,რომ ისევ გამოჩნდით გეფიცებით გაგანადგურებთ. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვებია. ახლა კი მიბრძანდით კარისკენ მიანიშნა ნიკამ ქალს ,რომელიც სწრაფად გამოვიდა გარეთ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო შვება. ქუჩას ფეხით დაუყვა. იმ დოზის სინაგან აღტაცებას გრძნობდა,რომ ავტობუსი არ გაუჩერებია. სახლამდე იარა ფეხით. სადარბაზოს კიბეები აირბინა და თინანოს კარზე დააკაკუნა. დაქალს კიკინები ორივე მხარეს ჩაეწნა და ყავას თქვლეფდა ფინჯანში. -შეიძლება სემოგიერთდე?_მიანიშნა ყავაზე -რათქმაუნდა_ თბილად გაირიმა გოგონამ და კარი დაქალის ზურგს უკან მოხურა. _______ რამდენი დრო გავიდა რაც აქ არაფერი დამიდია მინდოდა ეს ისტორია დამესრულებინა მალე ახალ და ჩემტვის ძალიან საყვარელი ისტორიით დაგიბრუნდებით მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.