შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (10)


16-01-2016, 04:08
ავტორი tsn
ნანახია 2 600

- იოანესაც დავურეკე და საქმის კურსში ჩავაყენე. ახლა ყველა იმ ადამიანის თანადგომა მჭირდება, ვისაც ვენდობი.. მოსასმენი აპარატურა კი დავანონტაჟეთ, მაგრამ ახლა მახეში უნდა გავაბათ როგორმე.. ფაქტი ერთია, ნიკა ჟღენტი ცდილობს გაანადგუროს ლუკა დადვანი, ვიღაცის დავალებით, მაგრამ რა მოტივით? თუ კომპანიის ხელში ჩაგდება სურთ, მაშინ ხომ კომპანიის სახელს გაუფრთხილდებოდნენ.. აუცილებლად უნდა გავიგო რატომ და მივხვდები ვინ დგას ყველაფრის უკან.. ქეთო დეიდასთან გადავედი, ვისაუბრეთ ცოტა.. მინდოდა გამეგო ვინ ემტერება ლუკას, მაგრამ ამ თემაზე გადასვლისთანავე კარზე ზარი დაირეკა..
- ქალბატონი ქეთევან ჟღენტი ბრძანდებით? - იკითხა მოკრძალებით ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში რაღაც ყუთი ეჭირა
- დიახ მე ვარ -როგორც ჩანს ამანათი მოუტანეს ქეთოს, მაგრამ მათი საუბარი აღარ გამიგია, ჩემი ყურადღება გვარმა მიიქცია.. ნიკაც ჟღენტია.. აქამდე ყურადღება არ გამიმახვილებია, აღარც მახსოვდა ქეთო დეიდას გვარი.. შეიძკება ნათესავია? იქნებ დამთხვევაა? დავემშვიდობე ქეთო დეიდას და წამოვედი, ომარს დავურეკე
- ომი, აბა რას შვრები? რაიმე ახალი არის?
- ისეთი არაფერი, რაც გამოგვადგება
- იცი ნიკა და ლუკას დედა ერთი გვარისები არიან. შეგიძლია გაარკვიო ვინაა ნიკა, საიდან მოვიდა, არის თუ არა ნასამართლევი და საერთოდ რასაც შეძლებ ყველაფერი
- კარგი ლიზა, მაგას ისედაც ვაპირებდი, ახლა გამოძახებაზე მივდივარ, მერე საქმეს შევუდგები
- კარგი, დროებით.. - ისე ვერ მოვისვენებ, რაღაც უნდა ვიმოქმედო. ისე გავგიჟდები, იოანეს დავურეკე და ისევ განყოფიკებაში გაყვანა ვთხოვე.. კიდევ უარი რომ გვითხრეს ვეღარ მოვითმინე და ერთი ამბავი ავტეხე
- რას ნიშნავს არ შეგვიშვებთ, ეს რა სისულელეა. კანონით გვაქვს უფლება ვნახოთ
- დამშვიდდით გოგონა, უნდა გაიგოთ, რომ ვერ შეგიშვებთ
- დავწყნარდე? მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი. ორი დღე გავიდა და თქვენ ისევ არ გვიშვებთ მასთან, ეს კანონიერია?
- თუ არ დამშვიდდებით მე
- რა რას იზამთ, მეც დამიჭერთ, აი დამადეთ ხელბორკილი - ვიყვირე და ხელები გავიშვირე მისკენ - იცოდეთ სანამ არ ვნახავ აქედან მაინც არ წავალ, ოფიცერი რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა გამოიძახეს, მეც ისე დავრჩი.. ამ ჯერად იოანე ატყდა, ვიყვირეთ, ვიკივლეთ, მერე დავემუქრეთ და შევძელით.. ლუკასთან შემიშვეს, ჯერ მე და მერე იოანეც..
ოთახში ''ბადრაგმა'' შემიყვანა.. მარტო ვიყავი და ლუკას ველოდი.. რამდენიმე წუთში ისიც შემოიყვანეს, ისევ ხელბორკილები ედო. მცველი განცალკევენით დადგა. ლუკასთან მივედი, უნდა მოვხვეოდიცველმა რომ დაიგრგვინა
- შეხება აკრძალულია - უცებ მოვშორდით ერთმანეთს და მაგიდასთან დავსხედით
- ლიზა მე..
- მე ვიცი, რომ არაფერი დაგიშავებია.. ჩვენ ყველას გვჯერა შენი
- მომენატრე პატარა ქალბატონო
-მეც მომენატრე ლუკას, აქ როგორ ხარ?
- არ ვიცი ლიზ, სხვა გზა არ მაქვს.. მითხარი დედაჩემი როგორაა? ძალიან ხომ არ ნერვიულობს?
-ნუ ნერვიულობ, კარგადაა, ხშირად გადავდივარ მასთან.. იოანეც აქაა, ძლივს მოვახერხეთ შენი ნახვა, თუ მოასწრებს დედაშენსაც მოიყვანს იო და ნახავ, ლუკა მითხარი ნიკოლოზ ჟღენტი ვინაა?
- ჩემი ფინანსური მენეჯერი, მასაც ხომ არ შეექმნა პრობლემა? - ასე ნერვიუჭობს ლუკა ყველაზე, შიმართლე კი არ იცის
- მარტო მენეჯერი? დედაშენიც ხომ ჟღენტია, ნათესავია?
- მასზე რატომ მეკითხები ლიზა - დაიბნა ლუკა,
- ლუკა ხომ ხვდები, რომ ისე ვერაფერა მპახერხებდნენ შენს კომპანიაში ვინმე რომ არ ჰყოლოდათ?
- და ნიკა რა შუაშია
- ნიკაა ის ვინც კომპანიაში ყავდათ
- სისულელეა ლიზა, ნიკა? ნიკა შეუძლებელია - ლუკა ადამიანს აღარ ჰგავდა, თვალრბიდან ნაპერწკლებს ყრიდა - შეცდომაა, ის ამას არ იზამდა
- დამშვიდდი რა ლუკა, ჩემი ყურით გავიგონე როგორ ესაუბრებოდა იმ ხალხს
- ლიზა ნიკა ჩემი ბიძაშვილია, დედაჩემის ძმიშვილი.. ამას რატომ იზამდა, უბრალოდ...
- არ ვიცი ლუკა, ამ კითხვაზე პასუხს შენგან ველოდი, მაგრქმ არ ინერვიულო, მე და იოანე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ
- არ გინდა ლიზა, გთხოვ.. არ მინდა ჩემ გამო რამე შეგემთხვას
- არა, არა და არა, არ გავჩერდები, ამას ვერ მაიძულებ, ახლა, როცა შემიძლია ნიკას ყოველი ნაბიჯი ვიცოდე არ გავჩერდები. შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე რომ იყო
- შეხვედრის დრო ამოიწურა - გვამცნო ბადრაგმა და ლუკა უნდა გაეყვანა, როცა ლუკა მობრუნდა და მკითხა
- ამას რატომ აკეთებ ლიზა? არ მი...
- იმიტომ რომ მიყვარხარ - სიტყვის დასრულება არ ვაცადე, მან კი უბრალოდ გაიღიმა.. ბადრაგმა გაიყვანა, მეც წამოვედი.. რომ გავედი ქეთო დეიდა შემხვდა, ლუკაზე მკეკითხებოდა, მერე კი უთხრეს რომ შეეძლო მასაც ენახა.. ტელწფონი ჩავრთე და ომასგან გამოტოვებული ზარი ვნახე დავურეკე და სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა, ნახევარ საათში ჩვენ კაფეში ვისხწდით და ვსაუბრობდით
- ლიზაა, ნიკაზე რაღაცეები გავარკვიე, ლუკას ბიძაშვილი ყოფილა, დედის ძმიშვილი
- ხო ეგ მეც გავიჰე, ლუკა ვნახე და მან მითხრა
- მაცადე, ეს ყველაფერი არაა.. როგორც იცი ლუკა მამამ მიატოვა, ამის მერე ბიძამისი - ირაკლი ჟღენტი მაქსიმალურად ცდილობდა თავის დას არ გაჭირვებოდა და ლუკას ისე ზრდიდა, როგორც საკუთარ შვილს.. ლუკას კარგი აკადემიური მოსწრება ქონია, ნიკასაც, მაგრამ ლუკაზე უკეთესი ვერა.. ნიკა ლუკაზე უფროსი იყო, 18 რომ გახდა მამამისმა პატარა ბიზნესი ჩააბარა, ასე მოიქცა ლუკას შემთხვევაშიც.. მაგრამ ნიკამ ცუდ ხალხთან დაიჭირა საქმწ და რამდენიმე წლის წინ ყველაფერი დაკარგა.. ლუკას ბიზნესი კი უფრო და უფრო იზრდება. ნიკა ლამის ციხეში მოხვდა, მაგრამ ლუკამ დახმარების ხელი გაუწოდა და მასთან დაასაქმა.. თუმცა ხედავ რა დღეშიც ჩააგდო ლუკა.. ლიზა დღეს ნიკასგან ერთი გამავალი ზარი დაფიქსირდა, ნომრის მეპატრონე კი ვინმე კობა მარგიანია. საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მარგიანებს და დადვანებს დიდი ხანია უთანხმოება აქვთ. მტრობენ ერთმანეთს რა, ლუკა კი დიდი ხანია სვანეთიდან წამოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს იმ ბიჭს არ დავიწყებია
- და რაზე ისაუბრეს ნიკამ და კობამ?
- ფლეშკაზე, როგორც ჩანს მასზე იმაზე მეტი რაღაცაა ჩაწერილი, ვიდრე წარმოვიდგენდი
- საოცრება ხარ, მაგრამ ამის გამოძიებას წინ რა უდგას?
- არა რა, არამედ ვინ?
- ვინ?..
- გამომძიებელი ლაშა შერვაშიძე, საქმე იმ მიმართულებით მიყავს, როგორც აწყობს
- და რა უნდა ვქნათ?
- ჯერ ვერაფერს ვიზამთ, უნდა დავიცადოთ და მტკიცებულება ვიპოვოთ, ისე არავინ დაგვიჯერებს
- ამას შევძლებთ?
- კი ლიზა, შევძლებთ, არ ინერვიულო.. ყველაფერს ვაკეთებ
- გმადლობ ომა, შენი თანადგომა ბევრს ნიშნავს ჩემთვის
- ლიზა რა მადლობები აგიტყდა, ხომ იცი ჩემთვის რასაც ნიშნავ, ელეს გარდაცვალების შემდეგ შენ შემანარჩუნებინე ადამიანობა, შენც ჩემი და ხარ, ჩემს ადგილზე იმავეს იზამდი - ელეს ხსენებაზე ცრემლი მოადგა, ელე მისი ერთადერთი და იყო, მეც მისგან გამიცნო, ჩვენი ელე რამდენიმე წელია რაც გარდაიცვალა, ლეიკემიით. მას მერე ომა ადამიანს აღარ გავდა, თუმცა ერთმანეთის მხარში დგომით ესეც ''გადავიტანეთ.''.. ის ჩემი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი გახდა, მესაიდუმლე და ძმასავით შევიყვარე.. მასაც როგორც და ისწ ვუყვარვარ და სულ მხარში მიდგას, ხელი ხელზე მოვკიდე
- ომა ჩემთვის ბევრს ნიშნავ, ხომ იცი?
- კიი ლიიზ, კარგი უნდა გავიდე, დროებით
- დროებით - ლოყაზე ვაკოცე და კაფედან გავედი.. საინტერესოა მარგიანებს და დადვანებს გასაყოფი რა აქვთ, ან ნიკა ასე რამ გააბოროტა. ფუ, როგორ ვერ ვიტან უმადურ ხალხს.. ქუჩას ფეხით გავუყევი.. შემოდგომის სუსხია, ქარი ქრის, ფოთლები საცოდავად წყდებიან ტოტებს და ჰაერში დაფრინავენ.. რა საოცარია ეს სამყარო, ცოტა ხნის წინ ლონდონის ქუჩებს ვლაშქრავდი, ჩემს მომავალზე ვფიქრობდი და იქ სიყვარულს ვერ ვხედავდი. შემდეგ კი შემყხვევითიბამ, თუ ბედისწერამ საკუთარი ფეხით მიმიყვანა ლუკასთან. ახლა კი ვიღაც შურისძიებით დაბრმავებული იდიოტი ცდილობს ჩემი ლუკა ციხეში ჩასვას, არც კი ვიცი ლუკას ჩემი როდის დავარქვი, მემგონი იმ დღიდან რაც პირველად დავინახე და მის თვალებში ჩავიძირე.. ლუკამ თავისი უბრალოებით მომხიბლა და თავი შემაყვარა.. ნეტავ ახლა რას შვრება? წეღან ვუთხარი, რომ მიყვარს, ვიცი, რომ აქამდეც გრძნობდა ამას, მაგრამ მაინც ვუთხარი, უნდა მეთქვა..
ამასობაში სახლშიც მივედი, ქეთო დეიდა ჩვენთან იყო..აშინვე მახარა ლუკასთან შემიშვესო, ძალიან მიყვარს ეს ქალი.. ცოტა ხანში იოანეს დავურეკე. ყველაფერი მოვუყევი.. საღამოს დაწოლას ვაპირებდი, როცა ომამ დამირეკა

ლუკა:
- დღე საშინლად დაიწყო. ჩემს სანახავად არავის უშვებენ, გონება მერევა, როცა ვიცი, რომ დედაჩემმა არ იცის როგორ ვარ, ჩემი ნახვა უნდა და ვერ მნახულობს.. ცალკე კი ლიზა, მოსი ლურჯ-მწვანე თვალები მომენატრა.. მისი ნახვა ჰაერივით მჭირდება. ბადრაგი მოვიდა, ისევ დაკითხვაზე მივყავარ.. არ ვიცი ვინ ჯანდაბაა ეს ლაშა შერვაშიძე, მაგრამ ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს. მხოლოდ ერთი აფეთქება და შემიძლია მოვკლა, მაგრამ არ მინდა ბრალი დამიმძიმონ და ამ ახ...ზე ხელი გავისვარო.. ისევ იგივე კითხვა ''აღიარებთ დანაშაულს?'' და იგივე პასუხი ''არა''.. უკვე დავიღალე, სულ ორი დღეა აქ ვარ და აღარ შემიძლია. ისევ გისოსებს მიღმა გამომკეტეს.. საჭმელი და წყალი შემომიტანეს და წავიდნენ.. ამ ყველაფერს ლიზასა და დედას გამო გავუძლებ მხოლოდ.. მე მათ გარდა არავინ მყავს, ეს ორი ქალი ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარულია.. დედამ სიცოცხლე მაჩუქა და მთელი ცხოვრება ჩემს აღზრდას შეალია, ლიზამ კი ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, ამხელა კაცი ბავშვობის ასაკში გადამისროლა.. რომ ვუფიქრდები მისი ნერვიულობაც კი მომენატრა, როცა ლამისაა კედლებზე გაიაროს.. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მითხრეს მოემზადე, მნახველი გყავსო. მეგობა ისევ შალვა იქნებოდა, მაგრამ გული ლამის გამისკდა სიხარულისგან ლიზა რომ დავინახე, ჩახუტება სცაფა, მაგრამ ბადრაგმა ცივად მოგვაშორა ერთმანეთს, ვსაუბრობდით და ლიზამ უეცრად ნიკა ახსენა, რომ მითხრა ეს იმ კაცის შემოგზავნილია, ვისაც შენი განადგურება უნდაო, გავცოფდი.. შეუძლებელია ლიზა ტყუოდეს.. მითხრა ჩემი ყურით გავიგე მისი საუბარიო.. ნიკა, ჩემი ნიკა? შეუძლებელია. მეტკინა, საშინლად მეტკინა.. შევეგუე, რომ ვიღაც ჩემს ჩაძირვას ცდილობდა, მაგრამ ნათესავი? ეს ასმაგად მეტკინა.. ვცადე ლიზასთან არაფერი შემეტყო.. ვთხოვე შეეშვი ამ საქმეს არ გაეხვე შარში- მექი, მაგრამ,მტკიცე უარი მივიღე, წამოსვლას ვაპირებდი, ლიზამ რომ მითხრა მიყვარხარო. ამ წამს ყველა პრობლემა გადამავიწყდა. ლიზა წავიდა.. გაყვანას მუპირებდნენ დედა რომ შემოიყვანეს, ვერ აგღიწერთ როგორ გამიხარდა მისი სახოს დანახვა
- დეე - ვიყვირე პატარასავით- როგორ ხარ?
- მე რა მიშავს დედა, შენ? - ასეთ ფორმატში წავიდა საუბარი.. დეედამ ისიც მითხრა, რომ ლიზა მხარში უდგას და ამხნევებს.. როგორც იქნა დავმშვიდდი.. აქამდე არ ვიცოდი როგორ იყვნენ ლიზა და დედა, ახლა ამოვისუნთქე.. ამ საუნრის შემდეგ ისევ საკანში დამაბრუნეს, საღამოსკენ ადვოკატი მოვიდა
- აბა რა ხდება შალვა? როგორ მიდის საქმე?
- სიმართლე გითხრა, საქმეს უაზროდ წელავენ ლუკა.. საპროცესოზე განაცხადი შევიტანე და ჯერ არც კი განიხილავენ. დრო გვინდაო
- ამათ დ.შ. რა უნდათ, რა..

მაინც გახარებული ვიყავი, დღეს ლიზას და დედას ნახვით ენერგიით ავივსე.. ახლა ვიცი, რომ ყველაფერს შევძლებ.. ააკანში დაბეუნებული ლიზას ნათქვამზე დავფიქრდი.. თავში აზრები მერეოდა.. ჩემს ერთ ნაწილს სჯეროდა, რომ ნიკა ამას არ იზამდა, მაგრამ მეორე ნაწილი აანალიზებდა, რომ ლიზა არასოდეს მეტყოდა რამეს დაუზუსტებლად. ლიზას ''მიყვარხარ'' კი თავიდან არ ამომდის, არსებობაში მეხმარება.. თითქოს შალვამაც დამაიმედა, იმედია მალე გირაოთი მაინც გამიშვებენ...

ლიზა:
- ლიზ გაგაღვიძე?
- არა, მშვიდობაა,
- კი, ლიზა მისამართს მოგწერ, ლაშა და ნიკა ხვდებიან ერთმანეთს, ახლახან ისაუბრე - კარგი, ვიყვირე გახარებულმა, ჩავიცვი და წავედი.. რაღაც კაფე იყო.. საუბრობდნენ, ჩვენ ფოტოები გადავუღეთ, ცალკე კი მათ საუბარსაც ვიწერდით
- რა ამბებია ლაშა - ისე იკიყხა ნიკამ თითქოს არ იცოდა
- არაფერი, ბრალს ვადებთ და არ აღიარებს, მასთან არავის ვუშვებდით, ადვოკატის გარდა, მაგრამ ეს დ. მ. მოსამართლე ზუსტად მაშინ გაჩნდა, როცს ერთი გოგო შესვლაზე ჩხუბობდა
- ამის დ.შ, ვინ გოგო, ან მოსამართლე ვინღა იყო?
- გოგო არ ვიცი, აი მოსამართლე კი ნატა მიქაბერიძეა..
- მაგ დ.მ ქალზე ყველაფერი მინდა ვიცოდე გასაგებია? არ მჭირდება ლუკას დამცველები, თუ საჭიროა მოვიშორებთ
- ბიჭო შენ რაში გაწყობს ეს უველაფერი
- მინდა ლუკას განადგურებულს ვხედავდე, მიწასთან დაცემულს.. მთელი ცხოვრებაა მის ჩრდილში ვარ.. სულ ის მესმოდა ლუკა ასეთია, ლუკა ისეთია. მამაჩემს ალბათ ჩემზე მეტად უყვარს.. არ ვარგიხარ და ყველაფერს ლუკას დაავუტოვო, ასე მითხრა. დედაჩემს პირზე მისი სახეელი აკერია, თითქოს მე არარაობა ვარ, არ ვარსებობ მათთვის.. ლუკამ დიდის ამბით მიმიღო ოფისში, მაგრამ არც იცოდა რატომ გადავწყვიტე მასთან მუშაობა... მინდა მისი სახე ვნახო, როცა გაიგებს რომ მე ვუღალატე
- საშინელი ხარ ნიკა - გველურად გაუღიმა შერვაშიძემ და ჭიქები მიაჯახუნეს, ჩვენ შეუმჩნევლად დავტოვეთ კაფე
- ლიზ ხვალვე დაველაპარაკები იმ მოსამართლეს
- უჩემოდ ხომ არ ნახავ
- არა, ლიზ ფრთხილად იყავი, ხომ ხედავ რა საშიშები არიან
- კარგი. - ომამ სახლამდე მიმაცილა, ამ ბოლო დღეებში ეს პირველი ღამე იყო ასე მშვიდად რიცა მეძინა..

___________
იმედია მოგეწონებათ, თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან...



№1 სტუმარი darina

Sashinlad momwons me es wyvili, rogori kargebi arian, kargi tavi iyo, imedia male gamova luka.

 


№2  offline მოდერი tsn

darina
Sashinlad momwons me es wyvili, rogori kargebi arian, kargi tavi iyo, imedia male gamova luka.


ყველაფერს ეშველება რა თქმა უნდა :-) მიხარია თუ მოგწონს...

 


№3 სტუმარი xato

dzalian magariiaa yochaggg.

 


№4  offline მოდერი tsn

xato
dzalian magariiaa yochaggg.

გმადლობ, მიხარია თუ მოგწონს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent