შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის იარაღი 7


16-01-2016, 04:09
ავტორი gabun1a
ნანახია 1 774

მე ოთახში საწოლზე ვიწექი , გვერდით ოთახში კი ფრედი და ჟერარდი საუბრობდნენ, საუბრის დროს რამდენჯერმე ახსენეს დიაბლე, იმ დიაბლეს ახსენებდნენ თუ ნამდვილ ეშმაკს ამის გარკვევა რთული იყო ჩემთვის , ვცდილობდი რამე სიტყვა დამეჭირა და მივმხვდარიყავი საუბრობდნენ თუ არა მასზე, მერე იმასაც ვფიქრობდი მეთქვა თუარა მათთვის რომ მეც ზუსტად იმ ადამიანისგან შემქმნა პრობლემა ვისგანაც მათ შეექმნათ, მაგრამ იქნებ ის სულ სხვა დიაბლეა მე კიდე სულ სხვასთან მაქვს საქმე? არ ვიცი, მგონი ჯობია რომ ვუთხრა , ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… გადავწყვიტე! ყველაფერს მოვუყვები ფრედი და ჟერარდი ჩემი მეგობრები არიან მაგრამ ასეც რომ არიყოს „შენი მტრის მტერი შენი მეგობარია„ სჯობს ვუთხრა და თუ შურის ძიება აქვთ ჩაფიქრებული მეც მათთან ერთად ვიძიებ შურს,,
ოთახიდან გავედი ბიჭები ჩემსკენ შემოტრიალდნენ, „ჰეი ჟორჟ„ მომესალმნენ, მეც სალამი ვუთხარი და მათ წინ სკამი გამოვწიე , სკამი უკუღმა შევაბრუნე ჩამოვჯექი და საზურგეს ხელებით დავეყრდენი . „რაღაც მინდა გითხრათ„ მივუგე ბიჭებს .

-ხოო? ჩვენც რაღაც გვაქვს შენთვის სათქმელი

-ოკ მაშინ ჯერ თქვენ

-არა , არა ჟორჟ ჯერ შენ

-მირჩევნია ჯერ თქვენ გთხოვთ

-ოკ-დაიწყო ჟერარდმა-შენთვის სამსახური გვაქვს , ხო გინდა იმუშაო?

-რა თქმა უნდა, მინდა ბილეთის ფულის ქონა და ჩემს ქვეყანაში ფრენა-გატეხილი ფრანგულით ვსაუბრობდი რადგან ჯერ კიდევ ვერ მესწავლა

-ასე მალე ვერ გაგიშვებთ-ფრედს გაეცინა-ხო სამსახურს რაც შეეხება , მოპირდაპირე ქუჩაზე მაღაზიაა სადაც მტვირთავი სჭირდებათ

-ოკ ძალიან კარგი, მადლობა ბიჭებო

-შენ რა გქონდა სათქმელი?-იკითხა ჟერარდმა

-მე , მე რიგირ ვთქვა, დიაბლე იცით?

-რა დაიბლე?

-ის კაცი , კაცი რომელმაც თქვენი ბიზნესები მოიტაცა

-ჰო დიაბლე ქვია , რუსია

-ჰო მე ვიცი, მეც დიაბლემ მომიყვანა აქ, ახლა დიაბლეს უნდა რომ , ჩემი სიკვდილი , ხვდები?

-მოიცა, ანუ დაიბლემ ჩამოგიყვანა საფრანგეთში და ახლა მოსაკლავად გეძებს? ამის თქმა გინდა?

-ჰო ზუსტად -მივუგე მე, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ფრედმა მკითხა

-დარწმუნებული ხარ რომ ეს ის დიაბლეა ვინც ჩვენ გვავნო?

-მგონი კი, რუსი, თეთრი თმა, თეთრი წვერი და თვალები-და დასრულება აღარ მაცადეს ეგრევე კითხვა მომახალა ორივემ

-ორი სხვადასხვა ფერის თვალი ხო?

-კი-ვუპასუხე და ბიჭების რეაქციას დავაკვირდი, ორივე საშინლად აფორიქადა, მერე ფრედი ჩემსკენ მოტრიალდა

-შენ რას აპირებ ?

-არ ვიცი , რაც თქვენ, მეც

-რასაც ჩვენ გავაკეთებთ გინდა რომ ის გააკეთო შენც?

-კი

-ჩვენ მისი განადგურება გვინდა

-ოკ, მეც

-დარწმუნებული ხარ?

-კი


მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მე მაღაზიაში ვმუშაობდი , მთელი საღამო სატვირთო მანქანიდან პროდუქტების შეკვრებს ვცლიდი და საწყობში მოვათავსებდი, მაღაზია გზის პირას იყო ამიტომაც ხშირად ვადევნებდი თვალს გამვლელებს, მათში დიაბლეს დაცვის წევრები ან შევჩუკი ხო არ შეინიშნებოდა, ისინი უეჭველად მეძებდნენ და ადრე თუ გვიან მომაგნებდნენ კიდეც თუ მანამდე საფრანგეთს არ დავტოვებდი, ბოლო შეკვრა ავიღე და საწყობში შევედი , ყუთები დავალაგე და ხელები დავიფერთხე, გამოსასვლელისკენ გამოსვლა დავაპირე და კარის ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა წინ ვიღაც გადამიდგა და ხელი მკრა , ბიძგმა უკანვე შემაგდო, გარეთ ბნელოდა , ცოტახანში მამაკაცების რამოდენიმე სილუეტი გამოჩნდა,

-აი თურმე სად ყოფილხარ-მომესმა რუსული სიტყვები, ეს შევჩუკის ხმა იყო, შევჩუკი მამაკაცებს გამოეყო და წინ ნაბიჯები გადმოდგა, ამ დროს ჩაბნელებულ საწყობში შუქი აანთეს და უკვე სილუეტები ნამდვილ კაცებად გადაიქცნენ, ჩემს წინ შევჩუკი და დიაბლეს რამდენიმე კაცი იდგა

-გეგონა დამემალებოდი?-დამცინავად მკითხა შევჩუკმა

-არა-წარბშეკრულმა ვუპასუხე

-აბა რატომ გარბოდი?

-რა გინდა ჩემგან?-შევჩუკმა მის უკან მდგომ ახმახებს ანიშნა შენობიდან გასულიყვნენ, კარგად გაწვრთნილმა ფინიებმა მოვალეობა უმალვე შეასრულეს, უთქმელად გავიდნენ შენობიდან და კარგი ჩაკეტეს, დიაბლემ უბიდან ფისტოლეტი ამოიღო და დამიმიზნა

-აი რაც მინდა შენგან, გეგონა დაგვემალებოდი და ვერსად გიპოვიდით, ეხლა კი ჩაგაძაღლებთ და სხვები ვეღარ გიპოვიან ვეღარასოდეს?

-ვინ სხვები?

-ოჯახის წევრები, მეგობრები, ხო მართლა გავიგე ფრედერიკთან და ჟერარდთან მეგობრობ, მათი დროც მალე დადგება ისინიც შენთან წამოვლენ , იქ იმქვეყნად და შეგიძლიათ იქაც იმეგობროთ-უცებ ჩემში თითქოს მხეცმა გაიღვიძა, ერთი ნაბიჯით წინ შევხტი და ფისტოლეტ მოშვერილი ხელი შევჩუკს დავუჭირე, მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა თავი სახეში მომარტყა, ინერციით უკან დავიხიე და წიხლი ვუთავაზე, შევჩუკი წაიქცა და ფისტოლეტიც ძირს გადავარდა, ფეხზე წამოდგომა და იარაღისკენ წასვლა დააპირა მაგრამ იგივე წიხლი სახეში მოხვდა და იატაკზე გაიშხლართა, ძირს დაგდებულ იარაღს ხელი ვსტაცე და შევჩუკს დავუმიზნე

-რას იზამ მესვრი?-დამცინავად მეკითხებოდა თან პირიდან სისხლი სდიოდა

-გესვრი შე

-არ შეგიძლია,. შენ ლაჩარი ხარ გესმის? შენ მარტო მუშტების ქნევა შეგიძლია, იარაღს ვერ მესვრი-მისი სიტყვები საშინლად მაღიზიანებდა ,მისი ხმა ყველაზე საშინელი ხმა იყო რაც კი ოდესმე გამიგია, მინდოდა ეს საზიზღრობა გამეჩუმებინა და არასოდეს გამეგო მისი ხმა, ის ისევ აგრძელებდა ჩემს გაღიზიანებას,, მოთმინების ფიალაც ამევსო, თვალები დავხუჭე და გვერდზე გავიხედე, სასხლეტს ხელი გამოვკარი რამდენჯერმე გავისროლე ოღონდ არ ვიცოდი სწორად ვისროდი თუ არა, მოხვდებოდა თუ აცდებოდა, სროლა რამდენჯერმე იყო, შევჩუკის ხმაც აღარ ისმოდა, თვალები გავახილე , შევჩუკი დაცხრილული ძირს ეგდო , ტყვიები სხეულის არეში ჰქონდა მოხვედრილი და ერთი ტყვიაც სახის არეში მოხვედროდა, უცებ კარი გაიღო და შევჩუკის ფინიები შემოცდვივდნენ , როდესაც მკვდარი შევჩუკი დაინახეს, ყველამ იარაღი ამოიღო და დამიმიზნა, „იარაღი დააგდე„ მიყვიროდნენ ერთხმად, იარაღი ძირს დავაგდე და მუხლებზე დავდექი, ვიღაცამ რაციით ვიღაცას მომხდარის შესახებ გადასცა, ცოტახანში პოლიციის სირენის ხმებიც გაისმა,...


**********************

დრო გადიოდა, თაკოს ჩემგან არაფერი მიუღია , არც წერილები, არც ზარები, არც არაფერი იცოდა ჩემს შესახებ, იფიქრა რომ მივატოვე და ფიქრები საშინლად ტანჯავდა, ტრანსპორტში მყოფს წინ შეყვარებული წყვილი დაუჯდა, გოგო მხარზე ადებდა ბიჭს თავს , მერე ერთმანეთს ეხუტებოდნენ, თაკო წყვილს უყურებდა და წარსული ახსენდებოდა, ტრანსპორტიდან ჩასულს ქუჩაში ბევრი ხელჩაკიდებული წყვილი ხვდებოდა, კაფე-ბარებშიც წყვილები ჩანდნენ რომელთა თვალებშიც სიყვარული ანათებდა, თაკო სახლში მივიდა ოთახის კარები დაკეტა , ბალიშში თავი ჩარგო და აქვითინდა.
დრო გავიდა თაკოს მეგობარი ნუცაც დაშორდა მიშკას, ნუცამ მიზეზად ის მოიგონა რომ მიშკას სამეგობრო წრე არ მოსწონდა და მიშკას უთხრა რომ ვერ იქნებოდა ისეთი ბიჭის შეყვარებული ვისაც ასეთი სამეგობრო წრე ყავს, მათი ისტორიაც ასე უბრალოდ დასრულდა, თუმცა ნუცა მალევე შეუყვარდა სხვა ვინმეს, მას ბაჩო ერქვა, არ ვიცი უყვარდა თუარა გულწრფელად ნუცასაც მაგრამ ბაჩოსთან ურთიერთობას დათანხმდა, ხშირად დადიოდნენ ერთად სხვადასხვა ადგილას და ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი ჩანდა.
თაკო ხშირად იყო მოწყენილი და ნუცას გასართობად გაჰყავდა ხოლმე, ამ დროს დათოც გამოჩნდებოდა ხოლმე მათ გვერდით, თაკოს უკვე ძველი სიყვარული ანუ მე, დავიწყებული ჰქონდა, ერთ დღეს დეკემბრის 25 იყო, მეგობრების ჯგუფმა გუდაურში წასვლა დააპირა, ბევრი ისრიალეს, დალიეს, მღეროდნენ და ერთობოდნენ, სუფრასთან თაკოც მღეროდა, დათოს ძალიან სიამოვნებდა თაკოს ნამღერი და თვალს არ აშორებდა, თან ნელ ნელა ვისკს წრუპავდა და ნამღერით ტკბებოდა, სიმღერა მორჩა, დათომ თაკოს სთხოვა გვერდით ოთახში გაყოლა , უნდოდა რაღაც ეთქვა პირისპირ

-თაკო რაღაც მინდა რომ გითხრა

-გისმენ

-ოღონდ ძალიან გთხოვ სწორად გამიგე

-გისმენ დათო

-იცი?.. იცი? მართალია რომ ცოტა ნასვამი ვარ მაგრამ დამიჯერე ახლა რასაც გეტყვი სულაც არ არის სასმელის ბრალი, უბრალოდ სასმელი მათამამებს და ამიტომაც ვბედავ იმის თქმას რასაც ფხიზელი ვერ გეუბნები, თაკო მე შენ მიყვარხარ

-დათო , ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის-დაიბნა თაკო, თვალები ძირს დახარა მერე დათოს შეხედა რომელიც თვალს არ აშორებდა გოგონას

-მაგრამ დათო მინდა გითხრა რომ მეც მიყვარხარ.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა მშრალია გაბუნია?მეტი გრძნობა,მეტი ემოცია რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent