"ოლივია"...ნაწილი მეოთხე
"იმედია სახლში ხარ" საწოლიდან გაკვირვებულმა წამოვვარდი,ძლივს დავწერე ტექსტი,მაგრამ აღარ უპასუხია,დარეკვა მინდოდა,მაგრამ ვერ გავრისკე.მობილური დავდე და ჩაფიქრებულმა საწოლზე გავიშხლართე,მაგრამ ვინ გაცადა უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა.იმ რამდენიმე წამში,ვიდრე კარამდე მივაღწევდი გონებაში ყოველნაირმა აზრმა გამიელვა,მართალი ყოველი მათგანი მხოლოდ იმას ეხებოდა,რომ ეს მათე იქნებოდა,მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ათას უაზრო აზრს,ხომ ერთი რეალური ხილვა აქრობს.კარი გავაღე და ჩემს წინ ერთი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა გამოჩნდა -გამარჯობა,ოლივია მეტრეველი აქ ცხოვრობს? -როგორც ვიცი კი და თუ არ მეშლება მე ვარ ეგ პიროვნება -ძალიან კარგი,ეს თქვენთვისაა მათე ბურდულისგან მითხრა და თეთრი,ცისფერ ბაფთიანი ყუთი გამომიწონა,აღშფოთებულმა ძლივს გამოვართვი და ისე,რომ ხმის ამორებაც კი ვერ მოვასწარი,ეს ახალგაზრდა კიბეებს შორის გაუჩინარდა.ვერ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ არა,რაღაც ოთხკუთხა ყუთის მიღება.გამახსენდა,რომ დედაჩემი ჯერ კდიევ სახლში იქნებოდა და ოთახში ჩავიკეტე.დაუფიქრებლად,ყოველგავრი წარმოდგენებისა და ფანტაზიების გარეშე მოვხსენი ბაფთა და თავსახური.რაღაც ტანსაცმელი ეწყო და მათზე ბარათი იდო "შემდეგში,როცა ჩემთან მოვარდნას გადაწყვეტ,ცოტა წესიერად ჩაიცვი "მუტანტი" " თვალებ გაფართოებული ვუცქერდი ბარათს და აი მაშინ გამოვცადე ერთ დროულად,გაკვირვების,შეურაწყოფის და გაურკვევლობის შეგრძნებები ერთად. "მუტანტი" -კი,მაგრამ საიდან იცოდა ასე,რომ მოვიხსენიებდი? -რაჯანდაბა ხდებოდა? -საერთოდ რის მიღწევას ცდილობდა? ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია,რაც იმ წუთას თავში მიტრიალებდა. ყუთიდან ტანსაცმელი ამოვიღე,ახალ ნაყიდი,იარლიყითურთ და საკმაოდ გემოვნებით შერჩეული,ძვირფასი ტანსაცმელი გოგონას შერჩეულს უფრო გავდა,რამდენიმე საათიანი "shopping"-ს შედეგს.იმ წუთში საშინელ გაბრაზებას უფრო ვგრძნობდი,ვიდრე სხვა დანარჩენ რამეს.მაგიდას მივვარდი და მაკრატელი ავიღე,რამდენიმე წუთი ჩემს თვალწინ ფრიალებდა იმ მოდური ბრენდების ტანსაცმლის ნაკუწები,რომელთა უბრალო მაისურზეც ადამაინები ჭკუას კარგავდნენ. ვჭრიდი,ვხევდი,ფეხებით ვთელავდი ჩემი შეურაწყოფის ამ მთავარ საბუთს.მეზიზღებოდა ადამაინები,ბიჭები,ჩემი მდგომარეობა.მეზიზღებოდა ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით.მეზიზღებოდა ამავე დროს გაბრაზებაც მიპყრობდა.მიუხედავად იმისა,რომ ვერასოდეს ვერავინ მამჩნევდა და საერთოდ არასოდეს არავის თვალში არანაირი ფასი არ მქონია,საკუთარ თავს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი.ჩაცვმულობა ეს მთავარი რამ იყო ჩემთვის და მიუხედავა იმისა,რომ არ მეცვა მაღალი დონის ბრენდების ტანსაცმელი,არ ვაძლევდი (უფრო ვერ) ერთ კაბაში უამრავ თანხას მაინც ყოველთვის მეცვა კარგად,გემოვნებით სადღაც შესაშურადაც კი. ჩავიკეტეცე და გამწარებულმა დავიწყე ფიქრი ამ მდიდარი,გათამამებული ბიჭის საქციელზე,რომელმაც ერთი კარგი საქმე ათასი საშინელებით გადაფარა.თავში კვლავ უამრავი აზრი მიტრიალებდა სანამ,ერთი ისეთი არ დემებადა,რომ აზრზე მომიყვანა.გახარებულმა წამოვვარდი.დაჭრილი ტანსაცმლის ნაკუწები სათითაოდა ავხიკე და ისევ იმ ყუთში ჩავყარე.შემდეგ კი ჩემს ძვირფასს,ანგელოზივით მოვლენილ გმირს ძალიან თბილი მესიჯი გავუგზავნე იმის შესახებ,რომ ძალიან მინდოდა მისი ნახვა და მადლობის გადახდა. მათე იყო ადამიანი,რომელმაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთანავე ყველაფერი აურ-დაურია და შეიძლება ითქვას საკუთარი თავის ფასიც კი მასწავლა,თუმცა ძალიან ცუდად მაინც.სანამ დრო მოვიდოდა,ჩვენი შეხვედრის და იქ მისასვლამდე უამრავი დრო მქონდა ვფიქრობდი,მხოლოდ ერთზე ვინ იყო მათე და რა უნდოდა ჩემს ცხოვრებაში.პირველად სულ დაუგეგმავად,შემთხვევით აღმოვჩნდი მის გვერდით,მისივე მოსაცმელში გამოწყობილი,მერე უბრალოდ მადლობის გადახდის სურვილს შემდეგი მოქვლენები მოყვა.რა საჭირო იყო დრევანდელი მისი "საჩუქარი" რატომ დაიხარჯა ასე?მართალია ეს მისთვის არაფერს ნიშნავდა და ეს იგიე იყო მე მათხოვრისთვის 20 თეთრი გამეწოდებინა,მაგრამ არავინ,არავის,არასდროს არ ეხმარება ასე უბრალოდ,უანგაროდ.ყოველთვის არის რაღაც მიზეზი:მადლის მოგება,პირადი სიამოვნება,სხვის თვალში ამაღლება,საკუთარ თავთან ვალის მოხდა,მაგრამ არაფერი,საერთოდ არაფერი ხსნიდა მათეს საქცილებს. ავტობუსიდან ჩამოვედი და ფეხით გავუყევი სანამ მისი პრიალა,შავი მანქანა არ მომხვდა თვალში და თავად მასზე "წამომჯდარი",თითქოს კინოვარსკვლავი ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე -გამარჯობა ოლივია ეს არ იყო,არც ცინიკურად წარმოთქმული სიტყვები და არც რამე გრძნობით ნათქვამი,ამაზე ცივად მგონი კლასელებიც არ მომსალმებიან.ცოტა არიყოს გაუკვირდა სხვა ტანსაცმელში,რომ მნახა თან ყველაზე საშინელში რაც კი გამაჩნდა (სპეციალურად ჩავიცვი,ძველი და გაცრცილი ტანსაცმელი).უსიტყვოდი,ყუთი გავხსენი და ყველაფერი შევაყარე -ფეხებზე რას ფიქრობ ან რა წარმოდგენა გაქვს.არც შენი კარგი საქციელი მაინტერესებს,რას წარმოადგენ ამდენს,რომ მიბედავ რას ელოდები ჩემგან? გაბრაზებული,გაცოფებული ვყვიროდი და მგონი ყოველი გამვლელი მე მიყურებდა.ვერ ვიტყვი,რომ მისგან ბოდიშს ველოდებოდი,ან რამის ახსნას,მაგრამ გულისწასვლამდე სიცილი ეს უკვე მეტისმეტი იყო.ჩემს წინ იდგა და გულიანად იცინოდა,არა, მაპატიეთ დამცინოდა -მორჩი? მკითხა და კვლავ სიცილი დაიწყო,შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა და მანქანის კართან მივიდა -წამოდი გაგიყვან არ ვიცი,იქნებ სხვას ჩხუბიც კი აეტეხა ისევ,მაგრამ იმ წამს მივხვდი,რომ არაფერს ქონდა აზრი.ზურგი ვაქციე და წამოვედი.თავად კი ჩემდა კიდევ ერთხელ გასაკვირად,მანქანა ნელა მომართა ჩემს პარალელურად -ასე გირჩევნია სვლა? -შეგვიძლია ვისაუბროთ? ხმის ამოუღებლად მივიოდი,მხოლოდ მომენტებში თუ ვტკიცებდი მტკიცე უარს მანქანაში ჩაჯდომაზე და ისიც ღიმილიანი სახით,დაუღალავად მოატარებდა მანქანას.იმაზე ფიქრითაც აღარ ვიღლიდი თავს,რატომ აკეთებდა ამას,ვიცოდი მაინც ვერაფერს მივხვდებოდი და რატომ მეწვალა. 10-15 წუთიანი ნელი სვლის შემდეგ,როცა უკვე სასაცილოც კი იყო მისი საქციელი,ვიღაცამ მხარი გამკრა და ცინიკური სახით თავით-ფეხებამდე ამათვალიერე,ისე თითქოს თვალებით მეკითხებოდა "რამდენს იღებო".ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ფეხებ აცახცახებული ლამის დავეცი,ისედაც დამცირებულს ყურში მანქანის კარის ძლიერი მიჯახუნება ჩამესმა.მათე მომვვარდა ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა ან უფრო ჩამტენა არ ვიცი. -რა ჯანდაბას აკეთებ? ხმა არ ამოუღია,მანქანა სწრაფად მომართა და გაუყვა ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას. "ოლივია"...ნაწილი მეოთხე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.