შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (5)


17-01-2016, 13:12
ავტორი ანკა
ნანახია 7 615

-ელენე, უბრალოდ დაივიწყე! ეს არაფერი არ ყოფილა... უბრალოდ მთვრალი იყო და ვნებას აყვა, დღეს არაფერი ემახსოვრება - გაამხნევა თავისი თავი და გული დაწყდა კიდეც. სიმწრით ჩაიცინა და ოთახში დაბრუნდა. დიდხანს უნებივრია ქალბატონს წყლის ნაკადის ქვეშ... სწრაფად აარჩია ტანსაცმელი და ჩაიცვა.
სამზარეულოში ჩავიდა... მზარეული ფუსფუსებდა და გოგონას დანახვისას მაშინვე გააწყო სუფრა. რამდენიმე წუთში ოთახში დემე შემოვიდა მინერალური წყლით ხელში. აშკარად ეტყობოდა, რომ თავი უსკდებოდა. ელენემ დაინახა თუ არა მამაკაცი, მაშინვე ფეხზე წამოხტა და ოთახიდან გავარდა... იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ შეიძლებოდა მამაკაცს რამე გაეხსენებინა წინა დღიდან, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო - ის ხომ ძალიან მთვრალი მოვიდა სახლში...
.............
-ჯეკ, შემოდი ჩემთან... - კომპანიაში თავის სავარძელში მოკალათდა და მეგობარსა და ასევე თანაშემწეს დაუძახა.
-რა გინდა უფროსო! - ოთახში ხარხარით შემოვიდა ჯეკი და დივანზე გაიშხლართა.
-ბიჭო, შენი უფროსი ვარ და ეგრე არ უნდა წამომიწვე წინ ბო*ი ქალივით - გაეცინა დემესაც.
-უფროსი არა ის ხარ კიდე! - ხელი აიქნია მობეზრებულად - რა გინდოდა რო მეძახდი ჰა? მოგენატრე ძვირფასო? - თვალები აუფახულა და შემდეგ ისევ აროხროხდა.
-პიდარასტის გამოხტომებს გადაეჩვიეთქო არ გითხარი მე შენ? - ჰკითხა წარბშეკრულმა.
-რა გჭირს დღეს?! - ჰკითხა დაეჭვებულმა ჯეკმა ძმაკაცს.
-რავიცი... თავი მისკდება ისე მტკივა. გუშინ კლუბის მერე რა მოხდა არ მახსოვს - თვალები მოისრისა და ამოიოხრა.
-ეგ არაფერი... მეც არ მახსოვს წესიერად - გაიცინა უდარდელად.
-ბიჭო. დღეს დილით ელენემ დამინახა თუ არა, მაშინვე გავარდა ოთახიდან. რა მოუვიდა ვერ გავიგე - დაეჭვებულმა თქვა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა.
-გუშინ რამე მიქარე??? - თვალები გაუფართოვდა ჯეკს და დემეს დაკვირვებით შეხედა.
-არ ვიცი. არაფერი მახსოვს!.. - ხმამაღლა თქვა აღელვებულმა დემემ.
-აუჰჰჰ... იმედი მაქვს რამე სისულელე არ გაგიკეთებია...
-და თუ გავაკეთე?! ისეთი მთვრალი ვიყავი ალბათ შუაღამეს ოთახში შევუვარდი და გავაღვიძე! ან უარესი... - სათქმელი გააწყვეტინა და ისე შეეპასუხა.
-როგორმე უნდა გავარკვიოთ რა ქენი. აშკარად რაღაცას იზავდი...- ჩაფიქრდა ჯეკი.
-ხოო... მიდი თუ ძმა ხარ რამენაირად დამეხმარე რა - იმედიანად გახედა ძმაკაცს და შემდეგ ისევ თავის სავარძელში ჩაჯდა. რამდენიმე წუთი ჯეკი ხმას არ იღებდა ალბათ მართლა სერიოზულად ფიქრობდა რისი გაკეთება შეიძლებოდა.
-დემე... საბას ცოლი რო დავალაპარაკოთ? იქნებ მაგას უთხრას რამე, მაინც ქალები არიან...
-ვინ, ლილი?
-ხო ლილი დავალაპარაკოთ.
-კარგი იდეაა - თქვა კმაყოფილმა დემემ.
-იმედია რამეს ეტყვის...
-იმედია... ახლა წადი იმუშავე და საღამოს საბას დავურეკავ ჩემთან გამოვიდეს. შენც გამო.
-ოქეი ბრატ - ფეხზე წამოხტა და კაბინეტიდან გავიდა.
საღამოს ყველა დემესთან შეიკრიბა. ელენე იმდენად იყო მეცადინეობით გართული, რომ ვერც გაიგო სტუმრების მოსვლა. მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც მისი ოთახის კარი ლილიმ შეაღო.
-ელე, როგორ ხარ?
-კარგად, შენ? - გოგონას გადაეხვია და თბილად გაუღიმა.
-მეც ნორმალურად. მეცადინეობდი? - ჰკითხა და თვალი მაგიდისკენ გააპარა.
-ხო, მაგრამ არაუშავს, მოვრჩი უკვე - თქვა და ყველაფერი უჯრაში ჩაყარა. - საბაც აქაა? ჩავალ მივესალმები...
-არ გინდა... სალაპარაკო მაქვს - კარისკენ წასული გოგონა მოაბრუნა და თვითონ საწოლზე დაჯდა.
-რამე სერიოზულია? - იკითხა დაეჭვებულმა.
-მოდი პირდაპირ გეტყვი, კარგი?
-კაი - თქვა და თვითონაც საწოლზე მოკალათდა.
-დემეზე მინდა გელაპარაკო - უთხრა და ფრთხილად შეხედა.
-რა გვაქვს დემეზე სალაპარაკო - მხრები აიჩეჩა და სევდიანად გაიღიმა.
-აი ეგ ღიმილი ქალბატონო. გამაგებინე რა ხდება... - მიმართა მტკიცე ტონით.
-არ ვიცი
-გიყვარს ხო? - გააწყვეტინა და პირდაპირ ჰკითხა.
-მგონი ჰო... - თავი ჩახარა და დაეთანხმა.
-მაშინ მარკთან რა გინდა
-ვიფიქრე დემეს დავივიწყებთქო - გულუბრყვილად აიჩეჩა მხრები.
-რა?? რატომ უნდა დაივიწყო დემე?! - ჰკითხა გაკვირვებულმა ლილიმ.
-მას ხომ სხვა უყვარს - თქვა და უფრო დასევდიანდა.
-ვინ სხვა უყვარს გოგო არ გამაგიჟო ახლა! საიდან მოიტანე ეგ სისულელე!
-თვითონ მითხრა - ახლა ამანაც გაიკვირვა და ლილის მზერა გაუსწორა.
-თვითონ გითხრა სხვა მიყვარსო?
-არა, მთლად ეგრე არ უთქვამს...
-კარგი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გითხრა. დამიჯერე არავინ სხვა არ უყვარს
-შენ რა იცი
-ვიცი. ზუსტად ვიცი რომ ეგრეა. ახლა კი მობილური აიღე და მარკს დაშორდი. სისულელეს აკეთებ - თქვა და მობილური გაუწოდა.
-ახლა მაგის თავი არ მაქვს, მერე დაველაპარაკები - უპასუხა დაღლილმა.
-კარგი, როგორც გინდა მაგრამ მალე მოაგვარე. - კიდევ ბევრი ილაპარაკეს და ლილიმ მოახერხა გაეგო რა გააკეთა მთვრალმა დემემ. ელენეს ისედაც უნდოდა ეს ვინმესთვის მოეყოლა, რადგან უჭირდა ყველაფრის თავისთვის შენახვა. ვინმესთან ემოციების გაზიარება სჭირდებოდა და ასეთად ლილი დაიგულა.
-დიდი მადლობა... - გოგონას გადაეხვია და შემდეგ გულწრფელად გაუღიმა.
-ეს რა ვარდებია?! - წარბი აზიდა გაკვირვებულმა ლილიმ და დამჭკნარ ვარდებს გადახედა.
-არ ვიცი... ვიღაც მახვედრებს დილაობით - თქვა შედარებით გახარებულმა.
-ოჰჰ! შეყვარებულია ქალბატონი! წამო ჩავიდეთ ახლა ქვემოთ და შენი მოწყენილი სახე აღარ დავინახო - გამაფრთხილებლად ასწია საჩვენებელი თითი, შემდეგ კი გაიცინა და ოთახიდან გავიდა. მას უკან ელენეც მიჰყვა.
-ელენიკოს გაუმარჯოს! - მიესალმნენ საბა და ჯეკი გოგონას და შემდეგ ისევ ქეიფი განაგრძეს.
-გამარჯობათ ბიჭებო - გაუღიმა ამანაც და თვალი დემესკენ გააპარა. გაღიმებული მამაკაცი პირდაპირ თვალებში უყურებდა და არც იმჩნევდა იმას, რომ გოგონას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა.
სუფრას ქალბატონებიც მიუსხდნენ. ლილიმ ადგილი ქმრის გვერდზე დაიკარა. ელეს კი მოუწია დემეს გვერდზე დამჯდარიყო. კარგად მოილხინეს და სტუმრები გააცილეს. შემდეგ გოგონამ სუფრის ალაგება დაიწყო.
-მოგეხმარები - უთხრა დემემ და მანაც აიღო თეფშები ხელში.
-არაა საჭირო, მეთვითონ მივხედავ - უპასუხა ელენემ და საქმიანობა განაგრძო. მამაკაცი მაინც დაეხმარა მაგიდის მილაგებაში, მალე მოაწესრიგეს იქაურობა და დასაძინებლად გაემართნენ.
.............
-რა გაარკვია ლილიმ? - მეორე დღეს დემემ ტელეფონი მოიმარჯვა და ძმას დაურეკა აღელვებულმა.
-მომესალმე მაინც - გაეცინა საბას.
-ხო იცი რო არ მცალია მაგისთვის - უხალისოდ უპასუხა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა.
-ბიჭო, მეც არ ვიცი რა ქენი ეგეთი, მაგრამ ლილის რომ ვკითხე თავი უკმაყოფილოდ გააქნია - თქვა დასერიოზულებულმა.
-აუჰჰ... ეგ ცუდია მგონი ხო - ჩაილაპარაკა თავისთვის.
-სავარაუდოდ კი - დაეთანხმა ისიც.
-გადასარევი დამშვიდება იცი - ჩაიცინა ცინიკურად. - დღეს საღამოს კლუბში გელოდებით, ტელეფონში გასარჩევი თემა არაა ეგ - დაუბარა ძმას და მუშაობა განაგრძო. მთელი დღე ვერაფერზე მოახდინა კონცენტრირება. ელენეს თავიდან ვერ იგდებდა და ის ფაქტი აგიჟებდა, რომ საერთოდ არაფერი ახსოვდა.
-რა ჯანდაბად დავლიე ამდენი! - მუშტი დაარტყა მაგიდას და თავი ხელებში ჩარგო. თავში ათასი იდეა უტრიალებდა, მაგრამ ვერცერთს ვერ ეჭიდებოდა.
დროზე ადრე გამოიქცა კომპანიიდან და კლუბისკენ გაემართა. ჩვეული ადგილი დაიკავა და სასმელი შეუკვეთა. მალე საბა და ლილიც გამოჩნდნენ და მისკენ წამოვიდნენ.
-როგორ ხარ? - ჰკითხა ლილიმ გაურკვეველი ემოციით და ტყავის დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
-ცუდად. ძაან მივქარე? - ჰკითხა გოგონას შიშით და სმენა დაძაბა.
-როგორ გითხრა... ერთი შეხედვით დიდი არაფერი, თუმცაა - ბოლო სიტყვა ოდნავ გაწელა და ტუჩზე იკბინა. მოკლედ უთხრა დემეს თავისი „გმირობის“ შესახებ და დადუმდა.
-რა იდიოტი ვარ - ხელი სახეზე მოისვა მამაკაცმა და სასმლიანი ჭიქა ჩაცალა.
-გეუბნებოდი წამო ჩემთანთქო მარა არ დამიჯერე! - შეეპასუხა საბა.
-შენღა მაკლიხარ რა - თქვა გაღიზიანებულმა. - ახლა ელენეს თვალებში როგორ შევხედო - დამწუხრდა და ლილის გახედა იმ იმედით, რომ გოგონა რამეს ურჩევდა.
-ან დაელაპარაკე და უთხარი რომ გიყვარს, ან კიდევ არ შეიმჩნიო. ბოლო-ბოლო ისეთი მთვრალი იყავი არაფერი გახსოვდა, ელენემ მითხრა მშვიდად იმიტომ ვარ რომ სავარაუდოდ არაფერი ემახსოვრებაო...
-ასე გულს ვერ ვატკენ. ეგონება რომ სიმთვრალის გამო ვნებას ავყევი
-მართალი ხარ. დაელაპარაკე და პირდაპირ უთხარი - საუბარში ჩაერთო საბა.
-ხო, ალბათ მასე ჯობია. მაგრამ ჯერ არა, მაგის დროც მოვა...
იმ დღეს სახლში გვიან მივიდა. ისე, რომ ელენე არ ენახა.
მეორე დღეს გოგონა კინოში მიდიოდა მარიასთან, მარკთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად. კარგ კომედიას უყურა და ბევრიც იხალისა. მიუხედავად დადებითი განწყობისა, მთელი საღამო მარკის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. უკვე აღარ სიამოვნებდა მასთან ყოფნა. დემესთან უნდოდა... ან ნიღბიანთან... არ იცოდა რომელთან უფრო, მაგრამ არც შეეძლო არჩევანის გაკეთება, რაღაც ამოუხსნელი ძალა იზიდავდა ორივესკენ და წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა.
-გაგაცილებ - უთხრა მარკმა კინოს დასრულების შემდეგ, ცალი ხელი ხელზე მოკიდა, მეორეთი კი თმებზე წაეთამაშა.
-არ მინდა, მირჩევნია ჩემით წავიდე - თბილად გაუღიმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-რატომ? შუაღამისას ქუჩაში სიარული საშიშია - თქვა დამრიგებლური ტონით.
-მარტოობა მინდა და არ შემეწინააღმდეგო კაი?
-კარგი, მაგრამ სახლში რომ მიხვალ მომწერე აუცილებლად - მარკმა ამოიოხრა, შემდეგ კი ელენეს შუბლზე აკოცა და წავიდა.
გოგონა განათებულ ქუჩას დაუყვა და საღამოს გრილი, სასიამოვნო ჰაერი ჩაისუნთქა. უნდოდა ნიღბიან უცნობზე ეფიქრა, თუმცა არ გამოსდიოდა... გონების კონცენტრირებას ვერ ახდენდა და ამაში ვერც გამაგრილებელი სიო შველიდა. საბედნიეროდ კინო სახლთან ახლოს იყო და ფეხით მისვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.
მოსახვევში უეცრად ვიღაცამ ხელი პირზე ააფარა, ზურგზე აეკრო და ერთი ჩიხში შეათრია. შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა, თუმცა მაინც ფხიზლად იყო და დაკვირვებულად აცეცებდა თვალებს თითქმის უკუნით სიბნელეში.
-მომენატრე მარწყვის ტუჩებიანო - ყურში ნაცნობმა ხმამ უჩურჩულა და გოგონაც მალევე მოდუნდა. -არ იყვირო, თორემ გავბრაზდები - გააფრთხილა და ხელი ნელა ჩამოიღო მისი პირიდან. ელენე მაშინვე მისკენ მიბრუნდა და თავისი ნიღბიანი დაინახა, ზუსტად იმავე ფორმაში გამოწყობილი, როგორშიც კარნავალზე იყო...
-შენ? - ჰკითხა გაკვირვებულმა
-ხო... გახსოვარ? - უპასუხა ბოხი ხმით და ხელები წელზე შეუცურა. ელენეს ჟრუანტელმა დაუარა და გული აუჩქარდა. -მიხარია ჩემს ვარდებს მაინც რომ ინახავ - დაიჩურჩულა ისევ და გოგონას თავისი სუნთქვა მიაფრქვია. ელენემ მაშინვე გაივსო ფილტვები სასიამოვნო სურნელით და ბაგეები ოდნავ დააცილა ერთმანეთს. -თავს ძლივს ვიკავებ, რომ ეგ ლამაზი ტუჩები არ დაგიკოცნო - თქვა ვნებისგან დახშული ხმით და გოგონას სახე იმდენად მიუახლოა, რომ ოდნავი მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაში აკოცებდა.
-საიდან იცი რომ ვინახავ? - ჩურჩულითვე ჰკითხა და ნერწყვი ძლივს გადააგორა.
-შენი აზრით ვარდებს ოთახში ვინ გიტოვებს - ირონიულად ჩაიცინა ნიღბიანმა და გოგონას ტუჩის ფორმა ცერა თითით მოხაზა. დაკვირვებული მზერით მიშტერებოდა ელენეს ტუჩებს და თვალებში ცეცხლი ენთო -ძლივს ვიკავებ თავს ეგ მარწყვის ტუჩები რომ არ დაგიკოცნო - გაიმეორა ისევ ვნებიანად და წელზე მოხვეული ხელით უფრო მჭიდროდ აიკრო გოგონა.
-მაკოცე - გაბედულად შეეპასუხა უცნობის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გოგონა და თვალები დახუჭა კოცნის მოლოდინში. ნიღბიანმა ჩაიცინა და ახლა ყელზე ჩააცურა გრძელი თითები.
-ჯერ ადრეა პატარა ქალბატონო - თქვა და გოგონას მზერა გაუსწორა.
-რატომ - ამოილუღლუღა გრძნობებით დატყვევებულმა
-ჩშშ... - იმწამსვე გააჩუმა და მისი კისრისკენ დაიხარა. ელენეს ცხელმა ტალღამ დაუარა და თავბრუ დაეხვა, ხოლო როდესაც უცნობის გახურებული ტუჩები იგრძნო არტერიაზე, კინაღამ იქვე ჩაიკეცა. ნიღბიანმა ახლა მარჯვენა ხელი შეუცურა წელზე, მარცხენა კი მკერდზე მოკიდა და მჭიდროდ მოიქცია თავის ხელისგულში. გოგონამ სიამოვნებისგან ამოიკვნესა და ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა კიდევ რომ არ წამოსცდენოდა რამე.
-მაგიჟებ - გაიგო მამაკაცის ხმა და გული აუჩქარდა.
-ჩემს კითხვაზე მაინც არ გიპასუხია - ვნებისგან მიბნედილი ხმით თქვა და მამაკაცს ხელის თითები მჭიდროდ ჩაავლო, როდესაც ნიღბიანმა ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკბინა.
-რა კითხვაზე? - ყურში ჩასჩურჩულა და მარცხენა ხელით ისევ მოზომა გოგონას მკერდი.
-ასე ნუ შვები... - ამოიკვნესა და თვალები დახუჭა.
-რატომ? ვიცი რომ ძალიან გსიამოვნებს... - თქვა და ახლა ორივე ხელი თეძოზე ჩაავლო - მაგრამ ეს უფრო გაგიჟებს... - ჩაილაპარაკა თავდაჯერებულად და ჩაიცინა. საწყალ ელენეს თავი ყველაზე უსუსურ არსებად მიაჩნდა იმ მომენტში. უცნობი მამაკაცი მას სრულიად იმორჩილებდა. ვნებისგან გონებადაკარგული თვითონ დაიხარა უცნობისკენ და მთელი გრძნობით აკოცა კისერში. იგრძნო როგორ დააყარა ტაომ უცნობს და სასიამოვნოდ გასცრა ტანში.
-ჩემს თავშეკავებულობას ნუ ცდი... - ამოიხრიალა მამაკაცმა და უეცრად გოგონა კედელზე ააკრა. მოწყურებული ეცა კისერზე და ოსტატურად დაუკოცნა, შემდეგ მარჯვენა ხელი საჯდომზე ჩააცურა და მჭიდროდ ჩაავლო თითები. ელენეს სიამოვნების ხმები წამოსცდა ბაგეებიდან და თვალები დახუჭა. ნიღბიანმა გოგონას მარცხენა ფეხი წელზე შემოიდო, მეორე ხელი კი წელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. კოცნით მიუახლოვდა ყურს, შემდეგ კი ტუჩებისკენ წამოვიდა, თუმცა ჩაუარა და ნიკაპზე დაასო კბილები. ელენემ ისევ უღონოდ ამოიკვნესა და მთელს ტანზე წვა იგრძნო, ყველგან ცეცხლი ეკიდა სადაც კი მამაკაცი ეხებოდა...
-გახსოვდეს, მხოლოდ ჩემი ხარ... - უჩურჩულა ყურში, შემდეგ კი ცხვირზე აკოცა პატარა ბავშვივით და ისე წავიდა ელენე აზრზეც ვერ მოვიდა.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გრილმა ნიავმა ოდნავ მკვეთრად დაუბერა და სახეზე მოელამუნა.
-ეკოცნა მაინც!.. - ჩაიდუდუნა ტუჩებდაბუშტულმა და ხელებგადაჯვარედინებული უკმაყოფილოდ გაუდგა სახლის გზას...

...........
ესეც შემდეგი თავი...
ძალიან მიყვარხართ ყველა...
უსაყვარლესები და უტკბესები მყავხართ!!!



№1  offline წევრი eki_eka_ake

dzalian momwons <3 tumca tavebs nel-nela apataravev tu me mechveneba asee? :/ dges kided dadeb?

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ოხ დემე,დემე.გადარია გოგო :დდ იმედია მალე გაიგებს რომ ნიღბიანი დემეა.რა საყვარლები არიან ^_^ მიყვარს ეს ისტორია <3

 


№3  offline წევრი kora

ძალიან მიყვარს ეს ისტორია და შენც უზომოდ შემაყვარე თავი love თბილი, ტკბილი და გემრიელი თავი იყო love მოკლედ, დემე მთლად გააგიჟებს ამ საწყალ გოგოს smile ვგიჟდები მე ამათზე love
--------------------
kira.G

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ეკოცნა მაიც :დ :დ ძაან მაგარიიყო :დ

 


№5  offline მოდერი tsn

რა კარგი იყოო, ოღონდ პატარაა :-/

 


№6 სტუმარი ნინო კ.დ.

ეკოცნა მაინც მაგარი იყო. მომწონს და მალე დადე რა.

 


№7 სტუმარი Tiko

Idealuria gavgijdi ise momecona❤️

 


№8 სტუმარი Elene

Xoici chemi saocreba roxar? :D magijebs sheni istoriebi da axla xvalamde ramoitmens :'( male dade :D ai vagiareb titqmis yvela istoria maq wakitxuli da aseti jer ar shemxvedria :D <3 miyvarxar saswaulad :* <3

 


№9 სტუმარი qeti

utututu :-Dbolo 3tavi ertad wavikitxe da turme aq ra ambebi xdeba :-D dzaan magari gogo xar shen♡♡♡

 


№10  offline მოდერი bibo

ვაიმეე ეს რა მაფგარი იყო რიხინ რიხინით ჩამოვედი ბოლომდე ეს ლუკა მაცემინებს თავს ეს შტერბი ბიჩი რას უკეთეს ამ საწყალ გოგოს am am იოხ რა შოლოლადი ხარ სასწაული საოცრებააააა წარმატებები გჰელოდები მე შენ მალ მალე დადეეე ჩიტოო love love

 


№11  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love love love
ახლა ვნახე ყველას კომენტარი და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი რო რავი wink
მიყვარხართ ყველა!!!
პ.ს. რაც შეეხება თავის ზომას - სულ ცოტათია მცირე იმიტომ რომ ამ ადგილას მინდოდა თავის დამთავრება :დდ მოკლედ რა მაგრები ხართ რაა ეგრევე შეამჩნიეთ wink
შემდეგი უფრო დიდი იქნება love love love

 


№12 სტუმარი nini

აუუ მალე და რაა როგორ მაინტერესებს request

 


№13  offline მოდერი ანკა

nini5852
Dzalian kargi iyo. Gadasareevi, umagreesii ravii raa:* miyvarxar dzalian :*

მეც ძალიან მიყვარხარ :** დიდი მადლობაა love love love

nini
აუუ მალე და რაა როგორ მაინტერესებს request

ხვალ დავდებ <3 love love love

 


№14 სტუმარი ნანო

ალბათ, ძალიან არაბუნებრივი გამოვა, ახლა მე რომ ცუდი კომენტარი დავწერო, მაგრამ ვწერ მხოლოდ და მხოლოდ შენთვის! იცოდე ძალიან გამოგადგება, თუ დამიჯერებ, ამით წინ წახვალ...
შენს წინა ნამუშევრებსაც გავცნობივარ, სწორედ ამიტომ მომინდა ახალ მოთხრობას წავტანებოდი. მხოლოდ ამის გამო! სათაური ძალიან ბანალურია ანკა, წესით აქ ნელ-ნელა უნდა განვითარებულიყავი და როგორც გრამატიკულად ასევე წერის მხრივადაც უნდა გაწაფულიყავი. გრამატიკას ასე თუ ისე ფლობ, რასაც 'წერაზე' ვერ ვიტყვი. იტკეპნები. ყოველთვის პირველივე თავიდან ჩანს, რომ ის ნაწარმოები Happy End-ით დასრულდება. შიგნით რაღაც ინტრიგებს უშვებ, რომელსაც საფუძველი არასოდეს აქვს. განვმეორდები და ვიტყვი, რომ მხოლოდ შენ გამო წავიკითხე ეს ხუთი თავი და არა სათაურის გამო.
რეალობასთან ახლოს არ არის. ზღაპარში ვმოგზაურობდი მეგონა. პერსონაჟების სათაურები ძალიან ჩვეულებრივია, რაღაც არაბუნებრივი რომ 'დაგერქვა' მათვის ურიგო არ იქნებოდა.
ლექსიკური მარაგიც არ გაქვს კარგი. "ტუჩი ჩატეხა", "ნერწყვი ძლივს გადააგორა", "სიმწრით ჩაიცინა" და ა.შ. ეს ე.წ. ფრაზე მოდიდან გადავიდა საყვარელო.
ამ თავში 90% იყო დიალოგი! დიალოგს ყველა დაწერს, ვინც ოდნავ მაიმც არის გარკვეული გრამატიკაში. უნდა ეტყობოდეს ნაშრომს შენი 'კალეგრაფია', რაც შენ შემთხვევაში ასე არ არის.
ახალბედა მწერლის სტატუსის მქონე მწერალი, ასე არ უნდა წერდეს. მაღალფარდოვანი სიტყვებით, ბრძნული აზრებით უნდა ჰქონდეს შემკული ნამუშევარი და არა ასე...
პირველი შენ ნამუშევარსა და ამ მოთხრობას შორის განსხვავება არაფერია! ჩონჩხი ერთია! "კანი" სხვადახვა.
ხუთ თავში, იქამდე მიიყვანე წყვილი, რომ მომდევნო თავშ სექსი რომ ქონდეთ, გასაკვირი არ იქნება თუ პირიქით არა!

მოკლედ მომდევნო ისტორიას, როდესაც დაიწყებ, წავიკითხავ, იმ იმედით რომ, სულ სხვა ჩონჩხის არსებულ ნამუშევარს დამახვედრებ...
ამ მოთხრობის კითხვას კი, მე ვწყვეტ!

 


№15  offline მოდერი ანკა

მადლობა ნანო, შევეცდები გავითვალისწინო love

 


№16 სტუმარი teo...

Dzalian kargi tavi iyo.miyvarxarrrrrr !!!!!!!!

 


№17  offline წევრი სალი-სალი

ძალიან კარგი თავი იყო. საერთოდ მთლიანო მოთხრობა არაჩვეულებრივია.. ძალიან მაგარი ხარ ყველადეტალს შესანიშნავად აღწერ. გააგრძელე გთხოვ.

 


№18 სტუმარი მონიკა

Dzaan magaria

 


№19  offline მოდერი ანკა

teo...
Dzalian kargi tavi iyo.miyvarxarrrrrr !!!!!!!!

მადლობაა love love love

სალი-სალი
ძალიან კარგი თავი იყო. საერთოდ მთლიანო მოთხრობა არაჩვეულებრივია.. ძალიან მაგარი ხარ ყველადეტალს შესანიშნავად აღწერ. გააგრძელე გთხოვ.

გავაგრძელებ აუცილებლად love დიდი მადლობაა love love love

მონიკა
Dzaan magaria

მადლობ love love love

 


№20  offline წევრი neka

პირველი თავიდან ვკითხულობ და ძალიან მომწონს,მაგრამ ეს თავი სიმართლე გითხრა არ მომეწონა,დემესგან უფრო დიდ თავშეკვებას ველი და მეზედმეტა მისი ასეთი საქციელი,ზედმეტად ინტიმური მომეჩვენა,სიყვრულზე მეტად აქ სხვა სურვილი ჩანს და თუ ადამინი გიყვარს ვფიქრობ მას მეტი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მიუდგე,თუნდაც ნიღაბ ამოფარებულმა,ელენეს რაც შეეხება ამ თავში უნებისყოფო პიროვნებად მომეჩვენა რომელმაც ვერ მოიშორა უცნობი...ამას იმიტომ ვწერ რომ ეს ისტორია ძალიან მომწონს და მინდა ბოლომდე წავიკითხო...ალბათ გამიგებ და ჩემი ეს მცირე შენიშვნა არ გეწყინება❤️❤️❤️

 


№21  offline მოდერი ანკა

neka
პირველი თავიდან ვკითხულობ და ძალიან მომწონს,მაგრამ ეს თავი სიმართლე გითხრა არ მომეწონა,დემესგან უფრო დიდ თავშეკვებას ველი და მეზედმეტა მისი ასეთი საქციელი,ზედმეტად ინტიმური მომეჩვენა,სიყვრულზე მეტად აქ სხვა სურვილი ჩანს და თუ ადამინი გიყვარს ვფიქრობ მას მეტი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მიუდგე,თუნდაც ნიღაბ ამოფარებულმა,ელენეს რაც შეეხება ამ თავში უნებისყოფო პიროვნებად მომეჩვენა რომელმაც ვერ მოიშორა უცნობი...ამას იმიტომ ვწერ რომ ეს ისტორია ძალიან მომწონს და მინდა ბოლომდე წავიკითხო...ალბათ გამიგებ და ჩემი ეს მცირე შენიშვნა არ გეწყინება❤️❤️❤️

მადლობა შენიშვნისთვის. შეიძლება შენ ასე დაინახე, მაგრამ ყველა რომ დავფიქრდეთ კაცი საბოლოო ჯამში მაინც კაცია და რაც არ უნდა უყვარდეს ქალი, მაინც ექნება "იმის" სურვილი. დემე ასეთია, მისთვის სიყვარულიც და ვნებაც მნიშვნელოვანია, შესაბამისად ასე ამიტომ მოიქცა. ელენე კი უბრალოდ ვერ შეეწინააღმდეგა, რადგან ეს "უცნობი" მთლად უცნობიც არ იყო... love რავიცი, მე ასე მიმაჩნია

 


№22 სტუმარი lililiiiiiiii

ანკა
neka
პირველი თავიდან ვკითხულობ და ძალიან მომწონს,მაგრამ ეს თავი სიმართლე გითხრა არ მომეწონა,დემესგან უფრო დიდ თავშეკვებას ველი და მეზედმეტა მისი ასეთი საქციელი,ზედმეტად ინტიმური მომეჩვენა,სიყვრულზე მეტად აქ სხვა სურვილი ჩანს და თუ ადამინი გიყვარს ვფიქრობ მას მეტი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მიუდგე,თუნდაც ნიღაბ ამოფარებულმა,ელენეს რაც შეეხება ამ თავში უნებისყოფო პიროვნებად მომეჩვენა რომელმაც ვერ მოიშორა უცნობი...ამას იმიტომ ვწერ რომ ეს ისტორია ძალიან მომწონს და მინდა ბოლომდე წავიკითხო...ალბათ გამიგებ და ჩემი ეს მცირე შენიშვნა არ გეწყინება❤️❤️❤️

მადლობა შენიშვნისთვის. შეიძლება შენ ასე დაინახე, მაგრამ ყველა რომ დავფიქრდეთ კაცი საბოლოო ჯამში მაინც კაცია და რაც არ უნდა უყვარდეს ქალი, მაინც ექნება "იმის" სურვილი. დემე ასეთია, მისთვის სიყვარულიც და ვნებაც მნიშვნელოვანია, შესაბამისად ასე ამიტომ მოიქცა. ელენე კი უბრალოდ ვერ შეეწინააღმდეგა, რადგან ეს "უცნობი" მთლად უცნობიც არ იყო... love რავიცი, მე ასე მიმაჩნია

გეთანხმები ანკა ! ) fellow

საუკეთესოოაა რაც კი წამიკითხავს ! <3 დიდი თავები და მალედადე რა ( ანკა (( love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent