შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - დასასრული


18-01-2016, 15:18
ავტორი Evelina
ნანახია 3 659

“არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს, არ ვიცი რა დაგიშავე, როტომ გამიმეტე და რატომ ჩამილურჯე თვალი. მაშინ, მხოლოდ შენი შიშველი ფეხების დანახვა მოვასწარი. თუმცა, დარწმუნებული ვარ შენი სახისთვის რომ შემეხედა, შენს თვალებში რომ ჩამეხედა და შენი ღიმილი დამენახა, ისევ ასე, ერთი დანახვით შემიყვარდებოდი, როგორც ეს რამოდენი დღის წინ დამემართა…
ეს ჩემი საახალწლო საჩუქარია. უფრო სწორად, 10 წლის წინ შენგან დატოვებულ ნივთს გიბრუნებ…
სიყვარულით მირიანი!”
წერილისი კითხვა ჩავამთავრე და ყუთს დავსტაცე ხელი. ყუთში ჩემი მაქღალქუსლიანი ფეხსაცმელები ელაგა…
თვალებგაფართოებული მივშტერებოდი ნუცის და ფეხსაცმელებს ხელით ისე ჩავბღაუჭებოდი, თითქოს მეშინოდა ვინმეს არ წაეგლიჯა.
_უყვარხარ…_გამიცინა ჩემმა დამ.
_ვის უყვარხარ?!_გადმომხედა დედაჩემმა.
_არავის!_მოკლედ მოვუჭერი და ოთახში შევვარდი.
ალბომი, რომელსაც წინა დილით მირიანი ათვალიერაბდა სასწრაფოდ ამოვიღე უჯრიდან და ყველა ფურცელი დავათვალიერე. სურათი არსად იყო… გამოდიოდა, იმ დილით უკვე იცოდა ვინ ვიყავი… გაახსენდა და არაფერი მითხრა. თუმცა, მას ხომ იმის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი ეჭვიანობის გამო გავაკეთე…
_დალევ?_კონიაკის ჭიქით ხელში შემოვიდა ლილიკო ჩემს ოთახში.
_რა?_გამიკვირდა მისი ვიზიტი.
_თუ დალევ-მეთქი?!_გამიმეორა და ვისკის ჭიქა მომაწოდა.
_რაიყო ლილიკო?! კიდევ რაიმე დავაშავე?_ირონიულად ვიკითხე და ჭიქა მივიყუდე პირზე.
_ჯერ არ ვიცი…_ჩახლეჩილი ხმით მითხრა და კაბის ჯიბიდან სიგარეტი და ასანთი ამოაძვრინა._ ეს საჩუქარი, იმ ბიჭა გამოგიგზავნა?
_ვინ ბიჭმა?_ცალი წარბი ავქაჩე ზემოთ.
_აი, სკოლაში რომ შეგიყვარდა და მას შემდეგ ვერ ივიწყებ…
_შენ საიდან იცი?!
_დედაშენმა მომიყვა… დედაშენს ნუციმ…
_ჰო…_ჩავისუნთქე ღრმად._ის ბიჭია…
_ვიცი, დიდად არ გიყვარვარ…_აივანთან მივიდა და ფარდა გადაწია._მაგრამ, მინდა ერთი რჩევა მოგცე._მეუბნებოდა და თან ცას მიშტერებოდა._ გულრწფელობას არაფერი სჯობს… მერე რა მოხდა რომ გოგო ხარ? უთხარი რომ გიყვარს… მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, ახლა არც მამაშენი, არც ნუცი, არც სოსო და არც შენ იქნებოდით ამ ქვეყნად…
_არ შემიძლია… ზედმეტად დიდიხანი ვიტანჯე, რომ ასე უცებ გამოვუტყდე!
_თუ არ გამოუტყდები, ამით საკუთარ თავსაც დატანჯავ და გამოდი, რაც უფრო დიდხანს არ ეტყვი რომ გიყვარს, მით უფრო დიდხანს დაიტანჯები…
_ვერ ვეტყვი!_გავაქნიე თავი.
_ეგ შენი ნებაა._შემოტრიალდა ჩემსკენ._დამიჯერე, 10 წლის შემდეგ თუ გამოჩნდა და შეგიყვარა, ესეიგი შენია! უბრალოდ, პირველმა შენ შეამჩნიე…_ეს თქვა და ოთახიდან გავიდა.
დიდხანს ვიფიქრე მის სიტყვებზე. თან ვისკის ვწრუპავდი… ბოლოს ტელეფონს ხელი დავავლე და თითების კანკალით ავკრიბე ტექსტი: “მივიღე შენი საჩუქარი…”
ზუსტად 3 წუთი ველოდე მის პასუხს. ოთახში აქეთ-იქეთ დავდიოდი და ტელეფონს ყოველ მეორე წამს ვამოწმებდი.
“მოგეწონა?!”_მომწერა მან.
“ვერ ვიჯერებ, რომ ფეხსაცმელები შეინახე”
“მინდოდა მეორე დღეს მომენახე, მაგრამ მერე გადავიფიქრე… რომ მცოდნოდა შენ იყავი, აუცილებლად მოგძებნიდი”
“მადლობა”_სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
“მაშო, წერილში სიმართლე წერია… ცოტა არ იყოს, მეშინოდა ამის შენთვის პირდაპირ თქმა და ამიტომაც გადავწყვიტე ამ გზით ამეხსნა სიყვარული… მართლა ძალიან მიყვარხარ. ვიცი, რომ 10 წელია სხვა გიყვარს, მაგრამ მე შენთის ვიბრძოლებ! ვიღაც კრეტინს შენს თავს არ დავატანჯვინებ!”_ამ ესემესმა ღიმილი მომგვარა. მერე რაღაც უცნაურად ავჟიტირდი. ლილიკოს სიტყვები ჩამესმოდა ყურში და გადავწყვიტე მისთვის სიმართლე მეთქვა.
“როგორ გგონია, 10 წლის წინ, შენს ბანკეტზე რატომ გაგილამაზე ეგ თვალი?!”_მივწერე და ისევ ვიგრძენი სისუსტე მუხლებში.
“არ მითხრა, რომ ის კრეტინი, რომელიც ამდენიახნია გიყვარს… მე ვარ?!”_ დიდი ხნის შემდეგ მივიღე ესემესი და წავიკითხე თუ არა სუნთქვა შემეკვრა. ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა, მაგრამ მაინც შიში მიპყრობდა.
“დიახ, შენ ის კრეტინი ხარ!”_თვალდახუჭულმა დავაჭირე გაგზავნის ღილაკს თითი და ასე თვალდახუჭული გადავწექი საწოლზე.
პასუხი არ გაუცია…
###
მახსოვს, მაშინ ახალი წლის არდადეგების შემდეგ პირველად მივედით სკოლაში. მირიანი ვერსად დავინახე… მთელი დილა ვეძებდი სკოლის ეზოში, თვალებით… ბოლოს მისი ძმაკაცები დავინახე… ვიღაც უცნობი ბიჭი ახლდათ. თავზე შავი ქუდი დაეხურა, ყელზე კი ლურჯი კაშნე შემოეხვია და პირი და ცხვირი მასში ჩაერგო. უცნობს თვალები სასიამოვნოდ უბრწყინავდა. რაღაცით მიმიზიდა… დავინახე თუ არა რომ სკოლაში შევიდნენ, მეც უკან გავყევი… უნობმა, ჯერ ქუდი მოიხსნა და მისი ხუჭუჭი თმები ჩამოუცვივდა, შემდეგ კი კაშნეც მიაყოლა და მირიანის გაღიმებული სახეც შევამჩნიე. სწორედ მაშინ შევიძულე სიცივე, ზამთარი და ის კაშნე, ჩემი პირველი სიყვარულის ტუჩებს რომ ფარავდა.
ერთი კვირა დადიოდა ასე… პირზე აფარებული კაშნეთი. მეც ბრაზი უფრო და უფრო მემატებოდა. ერთ დღესაც დასვენებაზე დავინახე ბიჭებთან ერთად დერეფანში, ფანჯარასთან იდგა და კაშნეს ხელში ათამაშებდა, მერე რაღაცის ხმამაღლა ახსნა დაიწყო, ხელი მოინაცვლა და ფანჯრის რაფაზე დადო. ზარიც მალევე დაირეკა და კლასში ისე შევიდა, რომ კაშნე არც გახსენებია.
თქვენი აზრით რას ვიზამდი?! დიახ, დიახ! მივედი და მოვიპარე…
მას შემდეგ ჩემი კარადის ყველაზე “ბნელ” კუთხეში ვინახავ, ისე რომ ვერავინ იპოვოს!
###
_მაშოოო!_დილაადრიან შემოვარდა ოთახში პატარა მარიკუნა.
_რაიყო მარიკუნა?!_თვალები მოვისრისე და ძლივს გავარჩიე მისი სილუეტი.
_ნახე, თოვლის ბაბუმ რა მომიტანა!_მობილურს ატრიალებდა ხელში.
_ვაა!_შემოვკარი ხელები ერთმანეთს და წამოვჯექი.
_მოდი რა, სურათი გადავიღოთ!_მითხრა და ჩემს საწოლზე შემოხტა.
_რას ამბობ მარიკუნა… ნახე რას ვგავარ?! ან თმა როგორ მაქვს…
_შენ სულ ლამაზი ხარ მაშო!_ლამაზი თვალები მომაპრყო მან.
_ასე გგონია?!_ლამის ცრემლები წამომივიდა.
მთელი 24 წელი სარკეში ჩახედვისას მხოლოდ სინანულს ვგრძნობდი… სინანულს იმისა, რომ ბებოს არ დავემსგავსე… იმისა, რომ ნუცისნაირი ლამაზი არ ვიყავი.
_შემომხედე!_თავისი წკრიალა ხმით მითხრა მან.
_შემოგხედე!_ყურებამდე გაბადრულმა გავხედე მარიკუნას.
_მე და შენ ერთნაირი თვალები გაქვს… თმებიც… ცხვირიც… ტუჩებიც… ყურებიც…
_მერე?
_მერე?!_გაიკვირვა პატარამ._ მე ხომ ლამაზი ვარ?!
_კი… ძალიან!_გულრწფელად ვუპასუხე.
_ჰო და, გამოდის შენც ლამაზი ხარ!_ჩემებურად აქაჩა წარბები._ მაგრამ, თმა დაივარცხნე მაინც და მერე გადავიღოთ სურათი!_ ეშმაკურად გამიღიმა და ისევე გავარდა ოთახიდან როგორაც შემოვარდა.
ჯერ კიდევ გაოცებული მზერით მივუახლოვდი სარკეს და ჩემი სახის თვალიერება დავიწყე. მართლა ძალიან მგავდა მარიკუნა…
_კი მაგრამ…_მხრები ავიჩეჩე._მარიკუნა რომ ლამაზია?!
მაშინ ერთ რამეს მივხვდი… არ არსებობენ ლამაზი და მახინჯი ადამიანები… არსებობენ ადამიანები, რომლებიც გიყვართ და არ გიყვართ… და თუ საკუთარი თავი ლამაზ ადამიანად არ მიგაჩნიათ, ესე იგი - არ გიყვართ!
ასე რომ არ იყოს, აბა მირიანის ნაირ ბიჭს, მე როგორ შევუყვარდებოდი?!
ან, შევუყვარდი კი?!
გაიელვა თუ არა ჩემს გონებაში მირიანმა, მაშინვე ტელეფონს დავსტაცე ხელი.
არაფერი მოუწერია… ფიქრიც კი მეშინოდა იმაზე, თუ რატომ არ მომწერა. ამიტომ გადავწყვიტე პირველი იანვარი ჩემს ოჯახთან ერთად გამეტარებინა და დროებით მაინც დამევიწყებინა ის.
შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი.
_როგორ ხარ დედა?_საწყალი თვალებით შემომხედა დედამ.
_კარგად დე, რა იყო?!_გაღიმებულმა ვუპასუხე. თუმცა მისმა მზერამ ძლიერ დამაეჭვა.
_არა, არაფერი!_თავი გააქნია და ისევ ჭურჭლის რეცხვას შეუდგა.
_გაიღვიძე მაშო?_შემოვიდა ლილიკო.
_ჰო…
_როგორ ხარ?!_მანაც ისე შემომხედა, როგორც წამის წინ დედამ.
_კარგად!_უხეშად ვუპასუხე და ცალი წარბი ავქაჩე. მათი საქციელი უკვე მაღიზიანებდა.
_მაშო!_შემოვიდა ნუციც._როგორ ხარ?
_კარგად!_დავუყვურე, როდესაც მისგანაც იგივე მზერა ვიგრძენი.
_მაშო… არ მოსულა ის ბიჭი?!_შემოფრიალდა სამზარეულოში მარიკუნა.
_ჰმ! მოდი შენ აქ ქალბატონო!_საჩვენებელი თითი დავუქნიე და ხელში ავიყვანე._ მითხარი, ეს ქალბატონები მთელი ღამე ჩემზე ლაპარაკობნენ ხომ?
_ჰო!_თავი დამიქნია მარიკუნამ და ეშმაკური თვლაბით გადახედა დედამისს.
_უხ…_მუჭი დაუქნია ნუციმ._შე დამბეზღებელო!
_არაფერიც!_ვუთხარი მე._არ მოუსმინო მარიკუნა შენ ამათ… რაღაცეებს იგონებენ.
_აბა საჩუქარი ვინ მოგიტანა?_გამომცდელი მზერა მომაპყრო.
_თოვლის ბაბუმ!
_მეც ეგრე მეგონა!_გამიღიმა და ჩემი ხელებიდან ჩამოხტა.
_მოკლედ!_ახლა დანარჩენებს გადავხედე._დღეს, მირიანზე კრინტსაც არ დაძრავთ… გასაგებია?!
_აჰა!_სამივემ ერთხმად მიპასუხა და თავი დამიკრა.
_მშია…_ჩავილაპარაკე და თითქოს ქვეყნის დედოფალი ვყოფილიყავი, მაგიდასთან მოვთავსდი, ფეხი-ფეხზე გადავიდე და დაველოდე რომელი მომართმევდა საუზმეს…
###
პირველად რომ დავინახე მირიანი, მაშინ მხოლოდ მისმა გარეგნობამ მიმიზიდა. შეყვარებით კი მესამე დღეს შემიყვარდა.
_ნახე, ნახე!_იდაყვი გამკრა ნენემ._შენი ბიჭია!
_ვინ?!_გამეცინა გულიანად და მის გაშვერილ ხელს გავაყოლე თვალი.
_მირიან ალხაზოვი!
_ალხაზოვი?!_გავიკვირვე მე და მირიანს მივაშტერდი, რომელიც სკოლიდან თავ-ქუდმოგლეჯილი გამოვარდა.
_ჰო… ებრაელია!_გამომხედა ნენემ.
_დაეცემა!_ეს ვთქვი და მირიანმა მოზრდილ ქვას წამოკრა ფეხი და ძირს გაიშხლართა.
_ჯანდაბა!_დაიყვირა და ფეხზე წამოდგა._ჯანდაბა… ჯანდაბა!_ყვიროდა და შარვლის ტოტებს იფერთხდა._უხ, შენი…._დახედა ქვას და ფეხი გაჰკრა. ქვა ადგილიდან არ დაძრულა. მირიანმა უფრო ძლიერად დაარტყა, თანაც რამოდენიმეჯერ. მერე გულიანად შეაკურთხა და სკოლის ეზოდან მოსროლილ ქვას გამარჯვებული მზერა გააყოლა.
_კრეტინი…_ჩავილაპარაკე და გაღიმებულმა შევაჭერი სკოლაში.
მთელი დღე ასე გაღმებული დავდიოდი…
შემიყვარდა…
დიახ, ის კრეტინი შემიყვარდა!
თუმცა ვიცოდი, ეს გრძნობა ცალმხრივი იყო და არც ვაპირებდი მისი ყურადღება მიმეპყრო…
###
_გირეკავენ!_საღამოხანს მომირბენინა ტელეფონი მარიკუნამ.
ნომერს დავხედე და მივხვდი მირიანი იყო. მუცელში რაღაც დამიტრიალდა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.
_უპასუხე!_სამზარეულოდან გამოყო თავი ნუციმ.
_მოიცა!_ვუთხარი უკვე ერთიანად გათეთრებულმა._თავბრუ მეხვევა ნუცი!_ ხელით ჰაერი მოვიბერე და ოთახისკენ წავედი.
_გისმენ!_ხელის კანკალით მივიდე ყურზე ტელეფონი და მირიანს ვუპასუხე.
_საღამო მშვიდობისა, მაშო!_მითხრა ისეთი ხმით, აშკარად იღიმოდა.
_საღამო მშვიდობისა…_თითქმის ჩურჩულით ვუპასუხე.
_როგორ ხარ?
_კარგად… შენ?
_მე ძალიან კარგად!_გაეცინა მას.
_რატომ დამირეკე?!_უკვე ბრაზი შემერია ხმაში.
_გადმოიხედე აივნიდან!_მითხრა თუ არა გამითიშა.
_კრეტინი!_ჩავილაპარაკე და ავნის კარი გამოვაღე._რა უნდა ნეტავ?!_აივანზე გავედი და ეზო შევათვალიერე.
ჩემი კორპუსის წინ დიდი მოედანი იყო, სადაც ზაფხულობით ბავშვები თამაშობდნენ. მოედანი დიდი ხნის წინათ იყო აშენებული და მწვანე მინდორის ნაცვლად ასფალტი ესხა. ასფალტზე კი დიდი ასოებით და თეთრი საღებავით ეწერა: “დიახ, მე ის კრეტინი ვარ!”
_შეშლილო!_გადავძახე ჩემს სადარბაზოსთან, თეთრი ვარდებით ხელში მდგარ მირიანს.
ოთახში შემოვვარდი. კარადა გამოვაღე და “ყველაზე ბნელ კუთხეში” გადამალული მირიანის კაშნე გამოვიღე.
_სად მიდიხარ?!_მომაძახა ნუციმ. მე კი არაფერი ვუპასუხე და ლამის კინწისკვრით ჩავირბინე კიბეები.
_გამარჯობა!_ვუთხარი მირიანს, ისე თითქოს მაშინ პირველად დამენახოს და სადარბაზოსთან დავეყუდე, თან კაშნეს ზურგს უკან ვმალავდი.
_გამარჯობა!_სიცილით მომიგო მან და ჩემსკენ წამოვიდა. გზაში ქვას ფეხი წამოკრა და წაბორძიკდა. გაბრაზებული მზერა მიაპყრო საწყალ ქვას, ფეხი დაჰკრა და შორს მოისროლა._ეს შენ…_გამომიწოდა ვარდები.
_შენ გგონია, რადგან ვარდები მომართვი და რაღაც დაჯღაბნე მოედანზე, იმ 10 წლიან ტანჯვას დავივიწყებ და კისერზე ჩამოგეკიდები?!_წარბები შევყარე, თუმცა მაინც ღიმილით შევყურებდი.
_არა…_გაეცინა მას_მაგრამ, ვარდები მაინც გამომართვი… გამომართვი და თუ გინდა ისევ ურნაში გადაუძახე!_თვალებით ურნისაკენ მანიშნა.
_ჯერ ერთ რაღაცაზე მიპასუხე…_მივუახლოვდი მას._ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ საცოლემ მიგატოვა?! მე შენთვის მეორე ვარიანტი ვარ?!
_საიდან მოიტანე რომ მიმატოვა?_გაეღიმა მირიანს._ დავშორდით, ოღონდ მას ჩემი ყელი სულაც არ უნახავს… დავურეკე და ვუთხარი, რომ სხვა მიყვარდა…
_მატყუებ!_გამომეტყველება შემეცვალა.
_შენ პირველი და ერთადერთი ვარიანტი ხარ!_უკვე სერიოზული სახით მიპასუხა მან და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ვარდები.
_მოიცა!_შევაჩერე ის._მეც მაქვს შენთვის საჩუქარი. უფრო სწორად, 10 წლის წინ რაღაც მოგპარე და მინდა დაგიბრუნო…
_რა?_ბაგეებზე ღიმილი შეეპარა.
_აი!_გავუწოდე კაშნე.
_მოიცა, ეს…_დაჰყურებდა კაშნეს. მე ვარდები გამოვართვი და კაშნე მივეცი.
_გახსოვს?
_მახსოვს?!_გაოცებული თვალები მომაპყრო._ეს დედჩმის მოქსოვილია… ერთადერთი ნივთი რაც მისგან დამრჩა…
_მაშინ მაპატიე…_თავი ჩავხარე.
_არა!_დაიყვირა მან._შენ იცი ეს რას ნიშნავს?! ჩვენი შეხვედრა ყველა შემთხვევაში მოხდებოდა! უბრალოდ შენ უფრო ადრე შემამჩნიე…
უეცრად ლილიკოს სიტყვები გამახსენდა.
_ისე, რა იღბლიანი კრეტინი ვარ!_მომხიბვლელი გამოხედვა მაჩუქა.
_მიყვარხარ მირიან!_ვუთხარი, ვარდები ძირს დავყარე და კისერზე შემოვეხვიე. თვალების ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, მეშინოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო… მეშინოდა რომ მირიანის ნაირი ბიჭი მე არ შემიყვარებდა…
_ასე არ შეგცივდება?!_მკითხა მოულოდნელად.
მის სხეულს ჩამოვშორდი, პირიდან ცხელი ჰაერი გამოვუშვი და დავაკვირდი.
_არ აორთქლდა!
_რა?_წარბები შეათამაშა მირიანმა.
_არ შემცივდება!
_მოდი აქ!_ხელი მკლავში ჩამავლო და ისევ მიმიხუტა._ ნეტავ ერთხელ მაინც დამენახე… ერთხელ მაინც ჩამეხედა შენს თვალებში… ერთხელ მაინც შემეხედა შენი სახისთვის 10 წლის წინ…

დასასრული…

___
მომენატრება ეს გადარეული წყვილი : ((((
მომენატრებით თქვენც…
მაგრამ, მგონია რომ უფრო მეტი - ზედმეტი იქნებოდა…
პ.ს:
რომ იცოდეთ, რეალურ მირიანს როგორ ჰგავს ფოტოზე გამოსახული ბიჭი…



№1  offline წევრი natia-natia

აი დზაან მაგრი იყოო და მაგარი წყვილი

 


№2 სტუმარი Nan o

Momenatrebi:-( male dabrundi axali istoriebit<3

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგი იყო!როგორ მომეწონა,ამათ გარეშე როგორ გავძლო?! გელოდებ ახალი მოთხობით <3

 


№4  offline წევრი Natalo

ძალიან მომეწონა :))
საყვარელი და სასიამოვნოდ საკითხავი ნოველა იყო. ^_^
მადლობა ავტორს და ველი თქვენს ახალ მოთხრობას.
:* :)) love

 


№5 სტუმარი ნინო კ.დ.

მომენატრება ჩემი კრეტინი და შენც და კიდე ყველა. მეორე ნაწილი დადე რა გეხვეწები აი ძალიან ძალიან გთხოვ. მე მინდა მირიანი მაშო და მათი "ბაჭყატი/ები (მიყვარს ეს სიტყვა და რა ჩემი ბრალია) ძალიან გთხოვ რა დადე მეორე ნაწილიც ჩემი ხათრით რა ამდენი არავისთვის მიხვეწნია. კარგი გოგო ხარ შენ.

მომენატრება ჩემი კრეტინი და შენც და კიდე ყველა. მეორე ნაწილი დადე რა გეხვეწები აი ძალიან ძალიან გთხოვ. მე მინდა მირიანი მაშო და მათი "ბაჭყატი/ები (მიყვარს ეს სიტყვა და რა ჩემი ბრალია) ძალიან გთხოვ რა დადე მეორე ნაწილიც ჩემი ხათრით რა ამდენი არავისთვის მიხვეწნია. კარგი გოგო ხარ შენ.

 


№6 სტუმარი Black

O ra kargixar evelina neta yvelam icodes,lamazi dasasruliaa da axali istoriit gelodebi da aba shen ici;)

 


№7  offline წევრი Evelina

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო!!! აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ ახლა ვერა.. ახლა ასე უნდა დამთავრდეს... თანაც სხვა ისტორიას ვწერ და სულ მალე გაგიზიარებთ!!!

 


№8  offline წევრი Firefly

მეც მომენატება კრეტინი რომელიც ძალიან შემიყვარდა.ახალი ისტორიით გელოდები
--------------------
M.T

 


№9 სტუმარი Black

Au er ar gaagrdzelo cemi azrit ase unda damtavrdes radganac dasasrulia iyos dasasruli

 


№10  offline წევრი Evelina

Black
Au er ar gaagrdzelo cemi azrit ase unda damtavrdes radganac dasasrulia iyos dasasruli

სხვა ისტორია ყველაფერს ჯობს !! :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent