დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი VI
დილაადრიან გამომეღვიძა. თვალები ნელ-ნელა გავახილე და ოთახს მოვავლე თვალი. მირიანს უკვე ჩაეცვა და საწოლზე ჩამომჯდარი რაღაცას დაჰყურებდა. _დილა მშვიდობისა!_ვუთხარი მე. _დილა მშიდობისა, მაშო!_მითხრა მან და რაღაც ჩაიდო პერანგის ჯიბეში. _რა დამალე?_წამოვყავი თავი საწოლიდან. _შენი ალბომიდან ამოვიღე ერთი სურათი…_გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. _ახლავე მომეცი!_გავუბრაზდი და მეც წამოვხტი საწოლიდან. _შანსი არაა!_წარბები შეათამაშა._შენ ეს მითხარი, სახლიდან როგორ გამაპარებ? _ჯანდაბა!_გამახსენდა ჩემი გასაჭირი._მოიცა…_ვუთხარი და ტელეფონს დავწვდი. _ჰო…_მძინარე ხმით მიპასუხა ნუციმ. _დედა და ბებო ადგნენ? _კი, და დილიდან ჩხუბობენ… ძილს არ მაცდიან…_დაიწუწუნა მან. _შეგიძლია შენთან შეიყვანო ოთახში და სანამ არ დაგიკაკუნებ არ გამოუშვა?! _რა მოხდა?_შეშფოთება დაეტყო ხმაზე. _აგიხსნი…მომწერე მესიჯი!_გავუთიშე და მირიანს გავხედე, რომელიც უკვე ქურთუკს იცმევდა. _ძალიან მეჩქარება…_სევდიანი თვალებით გამომხედა._ მაგრამ, იმაზე რაც გუშინ იყო აუცილებლად დავილაპარაკებთ! _რას გულისხმობ?_გავიკვირვე მე. _ამას!_მითხრა და ყელი მოიღერა. წითელ ლაქებს ახლა მელნისფერი ფერი დასდებოდა. _მომწერა!_ვუთხარი სიცილით, როდესაც ნუცის მესიჯი მომივიდა და კარისაკენ წავედი. _მოიცა!_მითხრა და მკლავში დამწვდა. სწრაფად დაიხარა ჩემსკენ და ვნებიანი კოცნა მაჩუქა. _გეყოს!_მკაცრად, ისე, თითქოს სულაც არ მესიამოვნა მისი კოცნა ვუთხარი და კარი გამოვაღე. ლილიკოს და დედაჩემის კამათის ხმა გამოდიოდა ნუცის ოთახიდან. ჩუმი ნაბიჯებით მივედით კარამდე და მირიანი გავაცილე. _დროებით!_მითხრა და კიბეებზე ჩაირბინა. გაღიმებულმა შევაღე ნუცის ოთახის კარგი და კედელს მივეყრდენი. _რა გაყვირებთ ამ დილაადრიან?_ვიკითხე ზედმეტად ბედნიერი სახით. _გაიღვიძა ქალბატონმა!_თქვა ლილიმ და ოთახიდან გავარდა. _რა ხდება?_გავხედე დედას. _ნელიკო იყო გუშინ გადმოსული…_უხასიოთოდ ჩაილაპარაკა._დაუნახიხარ ვიღაც კაცს რომ ეჩხუბებოდი ეზოში, ლილის მოუყვა და გაგიჟებულია… _რამ გაგაგიჟა ბებიკო?_ირონიულად გავსძახე ბებიაჩემს და სამზარეულოში გავედი. _ძლივს სოსო გამოდის ციხიდან და ახლა შენ გინდა უკან შეაბრუნო?_დაიყვირა ჩახლეჩილი ხმით. _სოსო აქ რა შუაშია?_მკაცრი ტონით ვკითხე. _იმ შუაშია რომ შარს გადაეყრები და უკან შეაბრუნებენ!_სიგარეტს გაუკიდა ლილიკომ _მე თუ გადავეყრები შარს, მე ჩამსვამენ და არა სოსო! ნუ ნერვიულობა!_თვალები გადავატრიალე და ჩემი ოთახისაკენ წავედით. _ეგ გაკლია მარტო! _მომაძახა მან._ ციხე გაკლიეა და ეგ არის! _შემეშვი!_ხელი ავიქნიე და ოთახის კარი ძლიერ მივხურე, მგონი სახლიც კი შეირყა. სიბრაზისაგან სახეზე სულ ავწითლდი. ყოველთვის ასე იყო… რაც არ უნდა მომხდარიყო, დამნაშავე მე ვიყავი ლილიკოს თვალში. სოსო და ნუცი უყვარდა მარტო და მხოლოდ მათზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. თავის დროზე, როდესაც იტალიაში და პარიზში დაჰყავდა მის ქმარს საყიდლებზე, საჩუქრებიც მხოლოდ მათვის ჩამოჰქონდა. მე რაიმე უვარგის ნივთს მომიგდებდა და ამით მომიმადლიერებდა. ჩემი ძმის ციხეში ჩაჯდომასაც მე მაბრალებდა. იმ საღამოს შენ გააბრაზე და ამიტომაც გავიდა სახლიდანო. ასეც იყო, სოსო მე გავაბრაზე, მაგრამ ეს ყველაფერი უმიზეზოდ ნამდვილად არ მომხდარა. სახლში მანქანით, მთვრალი დაბრუნდა და ამის გამო ვეჩხუბე. ვუთხარი, თუ თვრები მანქანაზე მაინც ნუ ჯდები-მეთქი. თვითონაც ბევრი იყვირა და ჩემზე გაბრაზებული ისევ უკან გაბრუნდა, ისევ მანქანაზე დაჯდა და ავარია მოახდინა. ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეც შეიწირა. _მაშოოოო…_ოთახის კარზე მომიკაკუნა ნუციმ. _შემო!_ვუთხარი ისე რომ საწოლიდან არ ავმდგარვარ. _რაშვები?_კარი ფრთხილად შემოაღო. _არაფერს._თავი გავაქნიე._გამაგიჟებს მე ეგ ქალი. _ნუ აქცევ ყურადღებას._ჩემს წინ დაჯდა._ხო იცი რო რაღაც-რაღაცეებს ვეღარ ამუღამებს? _ვიცი… _ჰო და, მიდი ახლა გაემზადე და მარიკუნას საახალწლო საჩუქრის საყიდლად გამყევი!_ტაში შემოკრა ნუციმ. _ადრე არ არის?_გავიკვირვე მე._იპოვნის მერე და სიურპრიზი აღარ გამოვა. _რა ადრე?! დღეს 29 დეკემბერია!_მხრები აიჩეჩა მან. _უი ხო…_თავზე შემოვირტყი ხელი და კარადას მივვარდი._ნახევარ საათში გავიდეთ._მივაძახე ნუცის და სააბაზანოში შევედი. ბევრი ვიარეთ იმ დღეს. თითქმის ყველასთვის ვიყიდეთ საჩუქრები. პატარა მარიკუნას კი ნუციმ ლამაზი კაბა და მე მობილური ვიყიდეთ. _გაგიჟდება სიხარულისგან!_თვალები გაუფართოვდა ჩემს დას. _ოღონდ, ვუთხრათ რომ თოვლის ბაბუმ მოუტანა!_გავაფრთხილე მე. _ხომ არ გაგიჟდი?! ასეთ საჩუქარს ყიდულობ და თოვლის ბაბუს დავაბრალო? _ნუცი!_მკაცრად გავხედე._ასე მინდა და მორჩა! აღარ შემწინააღმდეგებია… სახლში მოსულებმა საჩუქრები საგულდაგულოდ დავმალეთ ჩემს ოთახში და საჭმელების კეთებას შევუდექით. ყოველთვის მიყვარდა ეს პროცესი. მაშინ მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით და ლილიკო, რომ ლილიკოა ისიც კი ისეთი თბილი ხდებოდა, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა-ხოლმე. _რაღაც უნდა გითხრათ!_გამოვაცხადე ხმამაღლა და ჭიქაში ცოტაოდენი ღვინო ჩავისხი. _რა ხდება?_შეკრთა დედა. _ცუდი არაფერი!_ვუთხარი და ჭიქები მათთვისაც შევავსე._მოკლედ, სოსოს ადვოკატს ველაპარაკე… _რაო?_სიტყვა გამაწყვეტინა ლილიკომ. _მაცადე!_წარბი ავუქაჩე მე._ ეს დაახლოებით ერთი თვის წინ იყო… გუშინ მეილზე მომივიდა მისგან წერილი დააა…_გავწელე ბოლო სიტყვა. _და?!_ჩამაცივდა ნუცი. _სამი თვით ადრე, საშობაოდ უშვებენ!_ჭიქა მაღლა ავწიე და მერე ცოტა მოვსვი კიდეც. ყველანი გაშეტერებული მომჩერებოდნენ, ვერცერთი იღებდა ხმას. _სოსო ბიძიას ვნახავ!_დაიყვირა მარიკუნამ და მის წკრიალა ხმას მოჰყვა ნუცის კივილი. ლილიკო და დედა კი მე გადამეხვივნენ. იმ საღამოს გვიანობამდე ვიჯექით და ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით. ვიხსენებდით და ვიცინოდით… მართლაც რომ უდარდელი ბავშვობა გვქონდა. ალბათ ახლაც ასე იქნებოდა, მამა რომ არ გარდაცვლილიყო… ### მახსოვს, ბოლოს მირიანის გამოსაშვებ საღამოზე და ჩემს დაბადების დღეზე ვიტირე. ფეხშიშველი რომ ჩავხტი ტაქსში და სახლში რომ დავბრუნდი, ოთახში შევიკეტე, ბალიშში ჩავრგე თავი და ბოლო ხმაზე დავიკივლი. კივილის ცრემლები მოჰყვა. მოდიოდა ცრემლები და არ ჩერდებოდა. დილამდე ვტიროდი… დილით სააბაზანოში შევედი, ჩაწითლებული თვალები და დაფხაჭნილი სახე რომ დავინახე საკუთარი თავი შემზიზღდა. ყოველთვის გულს მირევდნენ გოგონები, რომლებიც ბიჭის გამო იტანჯებოდნენ, მაშინ კი მე ვიყავი ასეთი. _ბიჭის გამო აღარასოდეს ვიტირებ!_თითი დავუქნიე საკუთარ თავს. ცხელი შხაპი მივიღე და სააბაზანოდან სულ სხვა ადამიანი გამოვედი. თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა და ყველაზე მკაცრ გოგოდ ვიქეცი. ვარდისფერი სათვალეები მოვიხსენი და გამადიდებლი შუშით დავუწყე ცხოვრებას ყურება. ყველა დეტალს ათასჯერ გადავამოწმებდი-ხომე, ათასჯერ გადავხარშავდი და მერე გავჭრიდი. მამაც მალევე გარდაიცვალა და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ოჯახის მართვა 16 წლის ასაკში დავიწყე. კიდევ უფრო მკაცრი გავხდი, ვიდრე ვიყავი და თითქმის მამის ადგილი დავიკავე. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მირიანი ჩემს ერთადერთ სისუტედ მაინც რჩებოდა… ### _მაშო!_დილაადრიან შემომივარდა ოთახში ნუცი. _რა გაყვირებს?_ძლივს წამოვწიე თავი. _მირიანია მოსული!_საბანი გადამაძრო._სწრაფად ჩაიცვი… გარეთ გელოდება, არაფრით არ შემოვიდა! _რა უნდა?!_გაკვირვებულმა ვიკითხე. რობოტივით წამოვდექი ფეხზე და ტანზე ჩაცმა დავიწყე. მალე მოვიწესრიგე თავი და სადარბაზოში გავედი. _დილა მშვიდობისა, მაშო!_მომესალმა მირიანი. _რა მოხდა?_ხელები გადავაჯვარედინე. _არაფერი… მინდოდა მენახე…_დადარდიანებული მომეჩვენა მირიანი._ ქორწილი აღარ იქნება…_დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა. _რაიყო, არ გაპატია შენმა საცოლემ ყელზე ლაქები?!_წარბები ავუქაჩე. _კარგი რა!_მომიახლოვდა მირიანი._წავიდეთ სადმე… დავილაპარაკოთ! _არაფერი მაქვს სალაპარაკო!_უკან დავიხიე. _შენი ვერ გავიგე მაშო!_დაიყვირა მან._ხან ისეთი თბილი ხარ… ხან კიდე აგრესიული… ხანაც დაცინვის მეტს არაფერს აკეთებ! _ასეთი ვარ!_დავუყვირე მეც._ხან თბილი, ხან აგრესიული და ხანაც ირონიული! _დამშვიდდი, გთხოვ!_ხელები შემახო მკლავებზე._რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. _გისმენ! _აქ არა… სადმე წავიდეთ! _არა!_ვუთხარი და სახლში შევვარდი. ამდენი წლის შემდეგ, მაშინ პირველად ავტირდი. _რა მოხდა?_შემომყვა ნუცი ოთახში. _კრეტინი!_დავიძახე და თავი ბალიშში ჩავრგე. _რა უნდოდა?!_თავს არ მანებებდა. _რომ იცოდე რა სულელი ვარ ნუცი…_ჩაწითელბული თვალებით გახედე._ ახლა ვხვდები ამას… მეგონა თუ იონას დავაშორებდი ჩემი იქნებოდა… _რა გითხრა ასეთი?!_გაოცებული მომჩერებოდა. _არაფერი… უბრალოდ მივხვდი რომ იძულებით გავხადე ჩემი… _რას სულელობ?_გაეცინა ნუცის._იძულებით გხვდება ყოველ დილით სადარბაზოსთან?! _ასეა! მე ვიქცევი ისე, რომ ჩემგან ვერ მიდის… _ღმერთო…_ხელები აღმართა ზემოთ._უყვარხარ და ამიტომ, მაშო! უყვარხარ, სულელო… _არა, შენ ვერ ხვდები… მე ძალით დავაშორე საცოლეს და ამიტომაც მოვიდა ახლა ჩემთან. _წამოვჯექი საწოლზე და ცრემლები მოვიწმინდე._ საცოლე თუ არ იქნება, მერე რა? მაშინ ვიქნები - მე! გესმის?! მე მეორე ვარიანტი ვარ! _ამას დრო გაჩვენებს! ახლა მთავარია დამშვიდდე… თუ მეორე ვარიანტი ხარ, მაშინ მესამესაც მოძებნის… და თუ მართლა უყვარხარ, უბრალოდ არ მოგეშვება!_ გადამეხვია ჩემი და. _მართალი ხარ!_მოვხვიე მეც ხელები. _წამო ახლა… ახალი წლისთვის მოვემზადოთ!_მხიარულად მითხრა ნუციმ და ოთახიდან გავიდა. მე სევდიანი მზერა გავაყოლე. მერე ფეხზე წამოვდექი და სარკეთან დავდექი. _ისევ აგატირა!_ვუთხარი საკუთარ თავს. გულს ის მიკლავდა, რომ შეცდმოა დავუშვი. მეგონა თუ იონას დავაშორებდი, ამით ჩემი გახდებოდა. თუმცა, ეს არ იყო ის, რაც ჩემნაირ გოგოს დააკმაყოფილებდა. იქამდე, არასოდეს მიბრძოლია მირიანის გამო, ამას თავის დამცირებად ვთვლიდი. მეგონა, თუ ბიჭს უყვარხარ მისთვის ბრძოლა არ დაგჭირდებათქო… ასეც არის… ამიტომაც გავექეცი მასთან საუბარს… შემეშინდა, რომ ახლა მეტყოდა თუ როგორ მოვწონვარ და გიჟდება ჩემზე. ახლა, როდესაც საცოლე დაშორდა… _თვითონ დაშორდებოდა!_ჩავილაპარაკე ბოლოს._მე რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყო, თვითონ დაშორდებოდა. ### დღემ უემოციოდ ჩაიარა. უფრო სწორად, მე ვიყავი ძალიან მოწყენილი. ეს პირველი ახალი წელი იყო, როდესაც გოზინაყი არ გამიკეთებია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მკაცრად ავუკრძალე დედას გოზინაყის გაკეთება. _შენ არ გინდა, სხვას უნდა!_შემოყო თავი სამზარეულოში ლილიკომ. _სხვა დროს გააკეთეთ!_დავიყვირე._ახალ წელს გოზინაყი არ იქნება! _რატომ, რატომ?_გაკვირვებული მომაჩერდა დედა. _ზედმეტად ტკბილია, იმისთვის რომ ნამდვილი იყოს!_ისევ დავიყვირე და ოთახში გავვარდი. _გადაუვლის!_გავიგონე ნუცის ხმა. ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა როდესაც ჩემი და მირიანის ურთიერთობა მახსენდებოდა. ზედმეტად ლამაზი იყო ეს ყველაფერი, რომ სიმართლე ყოფილიყო… ### _მაშო, გღვიძავს?_დილაადრიან შემომიღო კარი ნუციმ _ჰო!_ვუთხარი მე. _ერთი საათია უკვე მღვიძავს…_ნუცისკენ არ გამიხედავს. აივნის კარს მივშტერებოდი. _არ მოსულა?_მკითხა და ოთახში შემოვიდა. _ვინ?_ახლაღა გავუსწორე მზერა. _იცი შენ!_წარბი ამიქაჩა. _არა!_თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი. ამდენი ხნის შემდეგ ეს პირველი დილა იყო, რომელიც მირიანის “დილა მშვიდობისა, მაშო-თი” არ დაწყებულა. _ალბათ, მესამე ვარიანტი იპოვა!_დავამატე და სააბაზანოში შევედი. საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ მასზე არ ვიფიქრებდი და ახალ წელს ისევ ისე მხიარულად ავღნიშნავდი, როგორც ამას მთელი 24 წლის განმავლობაში ვაკეთებდი. შემართბეული გამოვედი ოთახიდან. ყველას დამდეგი მივულოვე და დედას სამზარეულოს მილაგებაში მივეხმარე. _ოცი წუთი უკლია!_შემოვარდა სამაზრეულოში ნუცი._დავჯდეთ სუფრასთან ახლა! _ჰო, აი ეს ხაჭაქურიც დაცხვება და…_ვუთხარი და ხაჭაპური გადავაბრუნე. _დე, წამო!_ხელი ჩაჰკიდა დედას და მისაღებ ოთახში, გაშლილ სუფრასთნ გაიყვანა. _აი ხაჭაპურებიც!_დიდ თეფშზე რამოდენიმე ნაჭერი ხაჭაპური დავაწყვე და სუფრას შევამატე. _10 წუთი დარჩა!_მითხრა ლილიკომ და მანიშნა დავმჯდარიყავი. _ტელევიზორს აუწიე!_მითხრა დედამ. _ახლავე! ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც აქამდე. სახეზე არცერთს არ გვშორდებოდა ღიმილი. ძველი წლის სადრეგრძელო ვთქვით და თან ტელევიზორიდან, ვიღაც ახალგაზრდა ქალმა დროის უკუღმა ათვლა დაიწყო. _10… 9… 8… 7… 6… 5… 4…_ამბობდა ის. _3… 2… 1…_ავყევით ჩვენც. _გილოცავთ!_დავიყვირეთ ყველამ ერთად და ღვინით სავსე ჭიქები მივიყუდეთ პირთან. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. _თოვლის ბაბუ!_დაიყვირა მარიკუნამ და კარის გასაღებად გაიქცა. მე და ნუციმ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი იდეა. წამით მგონი მეც დავიჯერე, რომ თოვლის ბაბუ სინამდვილეში არსებობდა. _შენ მოგიტანეს!_მომიტანა საშუალო ზომის ყუთი მარიკუნამ. _მე?_გამეცინა და ყუთი გამოვართვი._ვინ მოგცა ეს ყუთი?! _არავინ!_მხრები აიჩეჩა პატარა მარიკუნამ._კართან იდო! _გახსენი!_ვეღარ ითმენდა ნუცი. ყუთის თავზე დაკრული კონვერტი, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა მოვხსენი და გახსნა დავიწყე. კონვერტში წერილი და ჩემი სურათი იდო. ეს სურათი იმ საღამოს გადავიღე, როდესაც 15 წლის გავხდი… მირიანის გამოსაშვებ საღამოზე… ____ იმედია კიდევ ერთხელ გავამართლებ თქვენს მოლოდინს... დიდი მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობთ!!! <3 შემდეგი თავიც არ დაიგვიანებს!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.