შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (სრულად)


18-01-2016, 22:28
ავტორი Firefly
ნანახია 8 917

ცხოვრება მიქრის,ყოველი გასული წამი უფრო და უფრო გვაახლოვებს სიკვიდილთან.ჩქაროსანი მატალებელივით მიილტვის წინ,ცხოვრება.ამას ახლა მივხვდი როცა,მატარებელში გაჭირვებით ვარ მიკრუნჩხუმშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (სრულად)ლი ფანჯრის კიდისაკენ და უკან ვტოვებ მწკრივად მდგომ ბებერ ჭადრებს...
რამოდენიმე საათია რაც მატარებლი შეუჩერებლივ მიილტვის წინ,რელსების ტკაცა-ტკუცსი ერწყმის ხალხის ჩოჩქოლს, სულს მიტკივებს ეს ჩოჩქოლი... მზაფრავს, რეალობა რომელიც გულ მიკლავს, მე ხომ უკან ვტოვებ ჯერ კიდევ მამის არგაცივებულ ცხედარს,გული სიმწრისგან მეკუმშება როცა ვხვდები, მომავვლის პერსპექტივა მას არ ითვალისწინებს...
"თვალს როცა დახუჭავ მე დამინახავ,მომეჩვენეო ფრთხილად გააკანტურებ თავს,ჩუმად ჩაიჩურჩულებ 'ეს ბერიკაცი სიკვდილის შემდეგაც არ მანებებსო თავს'ო და ტირილს დაიწყებ.
შენი ცრემლები იყო ყოველთვის სუსტი წერტილი ჩემი,ცხოვრება ისწავლე შვილო არ დაგავიწყდეს როგორ უყვარდი შენს ბებერ მამიკოს,როგორ გეფერობოდა დაკოჟრილი ხელებით...
არ დამივიწყებ,ზედმეტად კარგად ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,მხოლოდ ერთსა გთხოვ არ დაივიწყო ნოტებს შორის ინტერვალები...
უყვარხარ შენს ბებერ მამას..."-ვინ მოსთვლის უკვე რამდენჯერ წავიკითხე მამის დატოვებული წერილი,წერილი რომელსაც ეტყობოდა მამის ცრემლები...
ფურცელი საგულდაგულოდ დავკეცე და ჩანთაში შევინახე.ხელის გულებით შევიშრე ცრემლები და ფანჯარას მივადე თავი...



***
ფეხები მეკვეთებოდა მატარებლიდან გადმოსვლისას,ხანგრძლივი ჯდომის გამო კიდურები მომდუნებოდა.გაჭირვებით ავზიდე სხეული სკამიდან,ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და ხალხის მასას შევუერთდი.
თითქოს ვინმე მელოდა,ჩამქვრალი თვალები შევავლე სადგურს და უკნასკნელი კიბეც ჩავათავე.
საშინელი სუსხი მითოშავს ისედაც გაყინულ ხელებს,შარფს ცხვირამდე ვიწევ და ხელებს ჯიბეებში ვიწყობ.გზები მოყინულია,ნელი ნაბიჯებით ვცდილობ არ მოვცურდე და უვნებელი მივიდე სახლში.ფეხით მივდივარ,თითქოს რამე დამკარგვია ამ გაყინულ ქალაქში,თვალებს აქეთ-იქეთ ვაცოცებ,ხავს ვეჭიდები იქნებ,ვინმემ შემატყოს სახეზე რომ მე არ ვარ კარგად...
გაზეთების ჯიხურს ჩავუარე,იქნებ რამე ვიშოვო?ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას ღირს თუ არა უკანასკნელი გროშები გაზეთის ყიდვა?ბოლოს მოხუც კაცს ხელში ხურდას ვაჩეჩებ და გაზეთს ჩანთაში ვიდებ.
ფეხს ვუჩქარებ და სარდაბაზოში თითქმის სირბლით შევდივარ,კარებს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით ვაღებ,კარში კი მხოლოდ სიცივე მეგებება რომელშიც საშინელი ნესტის სურნელიც ირევა.ღიმილს სასოწარკვეთილი და ცრმლჩამდგარი მზერა ცვლის,კარს უხმაუროდ ვხურავ და ჩანთას დივანზე ვაგდებ.
დიდი ხანი ვზივარ დივანზე ფეხმორთხვით,ბოლოს იძულებული ვარ ავდგე და სახლი საფუძვლიანად დავალაგო.
ფანჯრებს ვაღებ და დამტვერულ ფარდებს სარეცხმანქანაში ვდებ,ბუხარს ვწმენდ,იატაკს ვრეცხავ...
ბოლოს სასომიხდილი ვეშვები საწოლზე და ვგრძნობ შხულილით როგორ მიედინება ძარღვებში სისხლი,დაღლილობა ქრება და ნელ-ნალა რული მეპარება.სამდღანი უძილობის შემდეგ თბილი საწოლი ერთგვარი შვებაა ჩემთვის,თუმცა ზარის ხმა მოსვენების საშუალებას არ მაძლევს და მეც იძულებული ვარ ავდგე და კარი გავაღო.
-მართა კარგია რომ ჩამოხვედი!-კარის გაღებისთანავე მომაყარა სათქმელი ლელამ და გულში ჩამიკრა.
-შემოდი ლელ -შინ შევიპატიჟე მეგობარი.
-აბა როგორ ხარ?დიდი ხანია ჩამოხვედი?
-არც ისე რამოდენიამე საათის წინ.-ვუპასუხე მე და თან ყავის გამზადება განვაგრძე.
-გეთქვა და დაგხვდებოდი-გაწყრა ლელა.
-არ მინდოდა შენი შეწუხება.შენ რაშვრები მუშობ?
-ოჰ სხვა რა გზა მაქვს,ხომ იცი ბებიაჩემს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება,ვგრძნობ როგორ მეცლება ხელიდან მე კი არაფირის გაკეთება შემიძლია-ხელები აუცახცადა ლელას და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-ყველაფერი მოგვარდება ლელუკა ნუ ნერვიულობ-შეძლებისგადვარად ვცადე მისი გამხნევება და ცრემლები მოვწმინდე.
ლელა იძულებული გახდა წასულიყო,რადგან სამსახური უხმობდა.სამზარეულო მოვალაგე და სასტუმრო ოთახში შევბრუნდი.
ფანჯარასთან იდგა ჩემი შავი როიალი,ხელი ფრთხილად გადავუსვი კლავიშებზე ოთახში მალევე გაიფანტა როიალისაგან წამოსვრილი ნოტები,იმდენად მქონდა შესისხლხორცებული მუსიკა რომ მის უმისოდ არსებობა არ შემეძლო.ეს მამამაც იცოდა,სულ მეუბნებოდა შეიგრძენი "ნოტებს შორის ინტერცალები"-ო.ბავშვობაში ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ მეუბნებოდა ამას ვერც ეხლა ვხვდები,თუმცა ამას ვერ გავიგებ მანამ სანამ არ შევიგრძნობ და არ ვიპოვი საკუთარ თავს ამ სამყაროში.
ბოლოჯერ გადავუსვი როიალს ხელი,ჩანთიდან გაზეთი ამოვიღე და კითხვას შევუდექი.
"ცნობილი ბიზნესმენი ზურა ხერგიანი მსხვილ ინვესტიციას დებს კორპორაცია "grey"-ში......"
რატომ უნდა დავინტერესდე მსგავსი სისულელეებით?შემოვუძახე თავს და გაზეთის შემდეგ გვერდზე გადავედი.კითხვა კარის ხმამ გამაწყვეტინა,ვიღაც გაბმულად რეკვდა ზარს სასწრაფოდ მივიჭერი კართან და გვაღე.
-ხო მშვიდობაა?-ვკითხე კარებში მდგარ აქლოშინებულ ლელას.
-არა არარის თამარა ცუდად გამიხდა და სამახურში ვერ მივდივარ, არადა რომ არ წავიდე გამომაგდებენ....ლუღლუღებდა ლელა.
-პირდაპირ მითხარი ლელა!
-ჩემს მაგივრად შენ უნდა იმღერო-ამოიჩურჩულა და საფრთხის მოლოდინში თვალები დახუჭა.
-არვიცი-ავფორიაქდი მე ნამდვილად არ მხიბლავდა ღამის კლუბში სიმღერის პერსპექტივა მაგრამ,ლელა ჩემი ბავშვობის მეგობარია და კრიტიკულ მომენტში ვერ მივატოვებ როცა ვხედავ სიტუაციის სიმძაფრეს.
-კარგი ჰო,კარგი წავალ თამარას მიხედე.


***
დიდი ხანი ვცემდი ბოლთას კლუბის შესასვლელში,დაცვას უპრობლემოდ შევაშვებინე თავი და პირდაპირ ლელას გასახდელში შევედი.ტანსაცმელი უნდა ამერჩია მაგრამ,როცა ლელას ასე ვთქვათ "სასცენო გარდერობს" გადავავლე თვალი გული უცნაურად ამიტოკდა,ტყავის საცვლებთ თავისი მათრახით,ბაჭიის ბოდე და ა.შ. დარწმუნებული ვიყავი რომ ამათ არ ჩავიცვამდი ეს მარაზმი იყო!იაფასიანი კახ''სავით ვერ გამოვეწყობოდი.ამიტომ,ტყავის ელასტიკი რომელიც მეცვა ის დავიტოვე,ჩემი პერანგი გავიხადე და თეთრი მოღეღილი ტოპი ჩავიცვი.ახლა პრობლემა ის იყო სახე რითი დამეფარა,არმინდოდა ვინმეს დავმახსოვრებოდი ამიტომ შავი ლამაზი ნიღაბი გავიკეთე,ტუჩები ლამაზად მოვიხატე და დაველოდე როდის დამიძახებდნენ.

***
სცენაზე ჩემი სრული ტრანსფორმაცია მოხდა,სულ ასე ხდება როცა ვმღერი საერთოდ ვერაფერს ვერ ვამჩნევ სადღაც შორს ვარ ამ დროს,რამოდენიმე ძალზე პოზიტიურ და ენერგეტიკულ სიმღერას ვასრულებ სცენას ვტოვებ და ლელას ოთახში შევდივარ,უმარავი ყვავილი და გასმრჯელოც კი მხვდება,ფულს კონვერტში ვდებ რომ მოგვიანებით ლელას გადავცე.ისაა ნიღბის მოშორებას ვაპირებ რომ ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოდის.
-ლელა ასეთი კარგი არასოდეს ყოფილხარ,ყველა გადარიე...ბატონ ზურას სურს შენთან ერთად გართობა-შემომცინა ქალმა.ცოტა არისყოს შევკრთი რას ნიშნავს გართობა?ოხ ლელა,ეს რა შარში გამყავი ან ბატონი ზურა ვინაა?
-რატომ უნდა ჩემი ნახვა?-ვკითხე ქალს.
-როგორთუ რატომ?რას მეკითხები? გააკეთებ იმას რასაც სხვა დანარჩენთან ერთად აკეთებ ხოლმე გამოსვლის დასრულებისას,ზურა კი დღეს პირველად არის ჩვენთან და ძალიან მოეწონე-ჩამოარაკრაკა ქალმა და მომლოდინე მზერა მომაპყრო.
-არვიცი არ მცალია,ადრე უნდა წავიდე ბებო მყავს ავად-ამოვილუღლუღე მე და თავი დავიიმედე რომ თავს დამანებებდნენ.
-ლელა ასეთი რამის ''გამაზვა'' შეიძლება?მე რომ შენს ადგილას ვიყო სიამოვნებით წავყვებოდი,წარმოიდგინე რა დროს გაატარებ...
-მოკეტე!თუ ასე გინდა შენ გაყევი მე მეჩქარება!-ფეხზე წამოვხტი მე და კარები გავუღე რომ გასულიყო.
უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით ვამკობდი ჩემს თავს რომ აქ მოვედი,თან ტუჩსაცხს ვიშორებდი როცა ცხელი თითები ვიგრძენი მუცელზე,მერე ტუჩები ყელზე,გონებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება ხელები მოვიშორე და განზე გავხტი.
-როგორ ბედავთ და მეხებით?ვინ ხართ უკუთხავად რომ მივარდებით ოთახში?-გავბრაზდი მე და ხელევის ქნევას მოვყევი.
-ბრაზიანი უფრო სასურველი ხარ ჩემი ნება რომ იყოს აქვე....
-გაჩუმდით!-წამოვიყვირე მე კაცმა ტუჩები გაილოკა და მხარზე მაკოცა,ამ ჟესტმა უფრო გამაცეცხლა ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გავიქეცი.
-ატეხილი ბუღა,უქოჩრო მამალი.იდიოტი არა როგორ გამიბედა?სალანძღავ სიტყვებს არვიშურევდი უტაქტო კაცის შესამკობად.

გაღიზიანებული ვარ,ხელები მიკანკალებს გასაღებს გაჭირვებით ვათავსებ ჭრილში და ღრმად ვსუნთქავ რომ დავმშვიდდე.კარებს ვაღებ,შუქს ვანთებ და ფეხსაცმელებს კარადაში ვაწყობ.სამზარეულოში შევდივარ ორგანიზმი საჭმელს მთხოვს,მახსენდება რომ მთელი დღეა არაფერი მიჭამია.მაცივრიდან იოგურტი გამომაქვს და მისაღებში ვბრუნდები,საათის ციფერბლატი 3:14 წუთს აჩვენებს.ნახევრამდე დაყვანილ იოგურტს მაგიდაზე ვტოვებ და სააბაზანოში შევდივარ,მხარზე ინტიქტურად დავისვი ხელი თითქოს ჯერაც შემომრჩენოდა კოცნის კვალი.-მგონი გაგიჟდი მართა!-შევუძახე საკუთარ თავს და საღამური გადავიცვი.
ძილისწინ ისევ მეფიქრება უტაქტო კაცზე თუმცა ფიქრებს ვფანტავ და დაძინებას ვცდილობ.
დილით ხმაური მაღვიძებს,ძილის შებრუნებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის საწოლიდან ვდგები და თავის მოწესრიგებას ვიწყებ.
უსაქმურობის გამო სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი,ბოლო პერიოდში ჩემი რაციონი დაირღვა და ნამდვილად არ მსურს პრობლემები.ჩემს საფირმო გემრიელობას "ტირამისუ"-ს ვამზადებ და ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ.
დესერტში ბოლო შტიხებსაც ვასრულებ და მაცივარში ვდგამ,შემდეგ მისაღებში ვბრუნდები და ტელევიზორს ვრთავ თუმცა მალევე მბეზრდება თურქული სერიალები და ვრთავ.ჟურნალების მაგიდიდან გაზეთს ვიღებ და გუშინდელ უტაქტო მამაკაცს ვხედავ "ზურა ხერგიანი ბიზნეს აფართოვებს" ფართე შრიფტით წერია,თვალებს ვერ ვუჯერებ და ფოტოს ვაკვირდები არა ნამდვილად ისაა!გაზეთს საწყის ადგილს ვუბრუნებ დევიზით "არ მაინტერესებს ატეხილი იდიოტის ცხოვრება" .სავარძლიდან ვდგები და როიალზე ვიწყებ დაკვრას,მამაჩემის მიერ შექმნილ კომპოზიციას უკვე მეასედ ვუკრავ მაგრამ,უკმარისობას ვგრძნობ,გაუსაძლისად მტკივა როცა ვაანალიზებ რომ მამა აღარ მყავს.
...მგონია ისევ ბაქოშია,ისევ წერს მუსიკას,ისევ უკარავს საყვარელ საკრავებზე..მაგრამ მხოლოდ "მგონია",მე ისიც კი ვერ შევძელი მისი ნეშთი საქართველოში გადმომესევენებინა,ვერ შევძელი თუმცა მე აუცილებლად დავაბრუნებ მას მხოლოდ,ამ ეტაპზე არ შემიძლია ყოველივე.
როილას თითებს ვაშორებ და ფეხზე ვდგები,კარის სათვალთვალოდან ლელას ვამჩნევ და კარებს ვაღებ.თავალის უპეები ჩაშავებული აქვს,ეტყობა არუძინია კარში ვატარებ და ყავას ვთავაზობ,ისიც უმალ მთანხმდება.სამზარეულოში შევდივარ,ვხედავ როგორი უსიცოცხლოა ვიცი რომ უჭირს და სტკივა...ფინჯნებს მაგიდაზე ვდებ და გამამხნევებლად ვუღიმი.
-როგორ ხარ?-დუმილის დარღვევას ვცდილობ.
-ასე მგონია მოვკვდი-ამოიტირა ქალმა.
-ვიცი,უაზრობად ჟღერს მაგრამ უნდა გამაგრდე.
-რთულია მართა,წარმოიდგინე როგორ მეცლება ერთადერთი საყვარელი ადამიანი ხელიდან,მე კი არაფერი შემიძლია ყურების გარდა!არაფერი მაბადია რომ როგორმე სიცოცხლე გავუხანგრძლივო,უვარგისი ვარ-ატირდა ქალი,მისი შემყურე მეც ამეტირა და მოვეხვიე.
-მე შენ გვერდით მიგულე ლელა ყველანაირად დაგეხმარები.
-მადლობა მართა,ძალიან დიდი მადლობა.
-ახლა კი შეიშრე ეს ცრემლები-მოვუწოდე ლელას და ჩანთისან კონვერტი ამოვაძვრინე.-ეს გუშინ დამხვდა გასახდელში-ხელში ჩავუდე ფული.
-არა,შენ გქონდეს შენც გიჭირს.-იუარა ლელამ.
-ახლა არ გამაბრაზო გამომართვი შენ უფრო გჭირდება!
-არც კი ვიცი რაგითხრა ძალიან კარგი გოგო ხარ მართა...არ მინდა უმადურად ჩამთვალო მაგრამ იქნებ დღესაც ჩემსაგივრად იმღერო...
-კარგი დღესაც როგორმე ავიტან-დაზუსტებით ვუთხარი ლელას რადგან,მისი პრობლემა ძალიან მაფორიაქებდა და ვიმედოვნებდი ატეხილი მამალი დღეს არსად შემხვდებოდა.
ლელამ მალევე დატოვა ჩემი რეზიდენცია და საავადმყოფოში წავიდა თამარას სანახავად.
ნირწამხადრი შევდივარ სამზარეულოში და სპაგეტის მომზადებას ვიწყებ,ვახშმის მზადებისას დრო მეპარება და სწრაფი ტემპით ვიღებ საკვებს რომ არ დავაგვიანო კლუბში.
სარკის წინ ვდგები და ვარჩევ სამოსს თუ რა ჩავიცვა.საბოლოოდ ვიწრო ჯინსებს ვიცვამ და გრძელ მკლავიან ზოლებიან ტოპს,ფეხზე კეტებს.თმას მაღლა ცხენის კუდათ ვიწევ,სუნამოს ვისხამ და ოთახს ვტოვებ.მხრებზე ტყავის ქურთუკს ვისხამ ჩანთასა და მობილურს ვიღებ და სახლს ვტოვებ.
მაჯის საათს წამ და უწუმ ვამოწმებ და მიხარია რომ არ ვაგვიანებ.კლუბში საშინელი სუნია,სიგარა ალკოჰოლო და ა.შ...ვცდილობ შეუმჩნევლად შევიდე და მგონი გამომდის კიდეც,ლელას გასახდელში შევდივარ და ღრმად ვსუნთქავ მიხარია არავინ რომ არ დამხვდა,ქურთუკს საკიდზე ვკიდებ თმაზე ხელს ვისვამ და ნიღაბს ვიკეთებ.მართალი ვთქვა მომწონს ეს თამაში,ჩემს მეორე მეს კიდევ უნდა ატეხილი მამლის შეხება,თუმცა არა!მეხომ კარგი გოგო ვარ!ფიქრებს თავიდან ვიშორებ და ჩანთიდან უფერული ტუჩსაცხი ამომაქვს,მარწყვის არომატით ტუჩებს გემრიელად ვაცმაცუნებ და გარეთ გავდივარ,დროა ჩემი მისია შევასრულო.გუშინდლისგან განსხვავებით უფრო მეტი სიმღერა უნდა შევასრულო და მეც ვიღლები,მითუმეტეს არმსიამოვებს ეს სიტუაცია,არ მომწონს ჩემს გვერდით ნახევრად შიშველი გოგონები რომ არხევენ უკანალს...რაც მართალია მართალია,არასახარბიელო სიტუაციაში ვარ თუმცა მეგობრის გამო ღირს ყოველივე ეს...
როგორც იქნა იწურება ჩემი სამუშაო საათები და გასახდელში შევდივარ,ოთახი სავსეა სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით,მაგიდაზე შოკოლადის კოლოფი დევს დაუფიქრებლად ვიღებ და ჩანთაში ვათავსებ,მგონი არაფერი დაშავდება თუ ვისახსოვრებ.მითუმეტეს რომ ლელეას შოკოლადი არ უყვარს არამხოლოდ შოკოლადი სხვა ტკბილეულიც,დიაბეტი აქვს...
ოთახში ნაცნობი ქალი შემოდის და კონვერტს მაძლევს.
-ოჰ ლელა,რას მივაწეროთ შენი ასეთი ტრანსფორმაცია?ძალიან კარგი ხარ ბოლო დღეები და შეფმა დაგაწინაურა კიდეც!გულწრფელად გილოცავ!
-მადლობა-გავუღიმე ქალს და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე.
-არა ეს ნიღაბი ნამდვილად მიხდება!-შევაგონე ჩემს თავს.
-ნამდვილად გიხდება!-გაისმა უცხო ბარიტონი მეც გაოცებულმა კარს შევხედე და საოცრება!ატეხილი მამალი იდგა ჩემს წინ.
-თქევენ?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-დიახ მე!
-კარებზე ისევ არ დაგიკაკუნებიათ!აქ რა დაგრჩენიათ?
-მგონი აჯობებს შენობით ფორმაზე გადავიდეთ-გამიღიმა კაცმა.
-მე ასე არ ვფიქრობ.-ქურთუკსა და ჩანთას ხელი დავავლე და გასვლა დავაპირე მაგრამ შემაჩერა.
-გამატარეთ!
-ყოველთვის ასე იფასეფ თავს?-წარბწბი შეკრა კაცმა.
-გააჩნია თქვენ რას მიიჩნევთ თავის დაფასებათ-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმედა გვერდის ავლა ვცადე მაგრამ მთელისხეულით მასზე ავღმოვჩნდი აკრული.
-გამიშვით,როგორ ბედავთ რას გადამეკიდეთ?-ავყვირდი მე და თავის დახსნა ვცადე თუმცა კაცმა უფრო მიმიკრო და ყელში მაკოცა,შემდეგ ყურზე და მზერა ტუჩებზე შეაჩერა.
-არც კი გაბედოთ!-ხელი მთელი ძალით ვკარი და გარეთ გავვარდი.
ჩემდა ბედათ ამინდი გაფუჭდა და ციდან ნიაღვად წამოვიდა წვიმა,ჩემი უბედობა კიდევ ერთხელ დავწყევლე და სწრაფი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს.





გზაში წვიმა ძლიერდება და შესაბამისად მეც თავიდან ფეხებამდე ვსველდები.აქლოშინებული ავრბივარ კიბეზე და საკეტს გასაღებს ვარგებ.სველი ტანსაცმელი ტანზე მეკვრის და მწვავს,ერთი ხელის მოსმით ვიხდი ყველაფერს და ცხელ წყალს ვუშვერ სხეულს.ნელ-ნელა ვთბები და აბაზანიდან გამოსული სულ სხვა მართა წულაძე ვარ,თმებს ფენით ვიშრობ და ჩემს ღუნღულა ხალათს ვიცვამ.ცხელი შოკოლადი მინდება და სამზარეულოში შევდივარ მოსამზადებლად,მახსენდება მაცივარში შენახული ტირამისუ და დიდ ულუფას ვათავსებ თეფშზე.გემრიელობებით გავდივარ სასტუმრო ოთახში, დივანზე კომფორტულად ვთავსდები და ტელევიზორს ვრთავ.საათს ვუყურებ და მეცინება ღამის ოთხი საათია მეკი ღამურასავით დავძრწივარ ბოლო დროს ქუჩაში.თითები ცხელ ჭიქაზე მაქვს შემოხვეული და იტაქტო კაცზე მეფიქრება.მხრებზე ახლაც ვგრძნობ მის რბილ ტუჩებს და ვნება აშლილს ტანზე ჟრუანტელი მივლის.ჩემსავე ფიქრებზე მეღიმება,თუმცა არამგონია სასაცილოთ მქონდეს საქმე.ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ტირამისუს ვაგემოვნებ,ნამდვილად "აღაფროთოვანებს" ჩემი ნახელავი და ტუჩებს გემრიელად ვაცმაცუნებ.

***
კარზე ბრახუნი მაღვიძებს,დამძიმებულ ქუთუთოებს ერთმანეთს ვაშორებ და გამოფხიზლებას ვიწყებ,კარზე კი კაკუნი არასდიდებით არ წყდება.ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი მივფრატუნობ კარის გასაღებად,ახლა კი დანამდვილებით ვიცი, არასოდეს დაწვეთ დივანზე!გვერდების ზელვით გავაღე კარი და ჩემს კართან ატუზულ კაცს კითხვის ნიშნით გადავხედე.
-უკაცრავად რომ გაწუხებთ, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ,ჩაქუჩი ხომ არ გაქვთ?-მკითხა კაცმა.
-დიახ,მაქვს დამელოდეთ-ღიმილით ვუთხარი და კარადაში დავიწყე ქექვა.
-მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხეთ.-დამემშვიდობა კაცი და მეც კარები გამოვხურე.გვერდების ზელვით შევედი სააბაზანოში და დილის პროცედურების ჩატარება დავიწყე,ძალიან ვნერვიულობდი ლელაზე ვიცოდი ვერ გადაიტანდა ბებიამისის დაკარგვას, თუმცა საუბედუროდ გადარჩენის შანსს ექიმები ვერ იძლეოდნენ.სააბაზანოდან გამოსული ვფიქრობ, გასეირნება არ მაწყენს თან პროდუქტები გამომელია და აუცილებელია მაცივარი შევავსო.კარადიდან ჯინსები გამომაქვს,პერანგზე დუტის ქურთუკს ვიცვამ რადგან გარეთ საკმაოდ ცივა.ფეხზე ბოტასები და მზად ვარ.
ამინდი გაუგებარია,თებერვლის ბოლო დღეებია და არეულია ცივი და თბილი ფერების კომბინაცია ერთმანეთში.გამხმარ ფოთლებს ქარი უმწეოდ დააქროლებს სივრცეში,ხატვა რომ მეხერხებოდეს ულამაზეს პეიზაჟს შევქმნიდი.ქარი ცივია და სახეც თითქოს მეწვის,თმებიც არეულად მაქვს მიმოფანტული მხრებზე,კანი აუტანელ სიცივეს გრძნობს თუმცა მაინც ვაგრძელებ ქუჩაში უაზროდ ხეტიალს,მხოლოდ მუსიკა ჩემესმის ყურში და ვთბები თითქოს...
ბოლოს იმდენად აუტანელია თებერვლის ქარი ნაბიჯებს ვუჩქარებ და ახლოდ მდებარე მაღაზიაში შევდივარ,საჭირო პროდუქტებით დატვირთული გამოვდივარ გარეთ და ტაქსიში ვჯდები.ერთიანად გათოშილი სხეული სულ ოდნავ მიდუნდება და ყურს ვუგდებ მანქანაში აჟღერებულ მუსიკას,ნინო ქათამაძის "ონლეი"-ს უკრავს რადიო და მეც ვიძირები ტკბილ ჰანგებში და სავარძელს ვეყრდნობი.
სახლში ძალიან თბილა და მიხარია გამათბობელი ჩართული რომ დავტოვე.მაცივარში ნავაჭრს ვაწყობ და ვფიქრო რა მოვამზადო ვახშმად,არჩევანს პიცაზე ვაჩერებ ცომს ვზელ და საჭირო პროდუქტებს ვჭრი.პიცას ღუმელში ვდგამ შესაწვავად და ყავის მოდუღებას ვიწყებ,მახსენდება ჩანთაში ჩადებული შოკოლადი რომელიც გასახდელში დამიტოვეს და გახარებული გავდივარ ჰოლში,ჩანთიდან შოკოლადი ამომაქვს და ამასობაში კარზე ზარია.ვიცი ლელა იქნება და ასეცაა.ღიმილით ვიკითხავ და სამზარეულოში გავდივართ ყავის დალევა გადავიფიქრეთ რადგან პიცა უკვე მზადაა და დაჭრას ვიწყებ.უგემრიელესად გამოიყურება ჩემი ნამოღვაწარი, მეც და ლელაც საბოლოო ჯამში კმაყოფილები და დანაყრებულები ვრჩებით.ყავის ჭიქებით გავდივართ სასტუმრო ოთახში და სავარძლებში კომფორტულად ვეწყობით.
-როგორ არის თამარა?-ვეკითხები შეპარვით,ლელას სახე ექუფრება და იძაბება.
-ერთი კვირა დარჩა მაქსიმუმ-ო ექიმმა მითხრა.-ამოთქვა ხმა აკანკალებულმა და ლოყაზე კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა.
-თუგინდა დღესაც მე ვიმუშავებ შენს მაგივრად -ვუთხარი დამაიმედებლად და გუშინდელი თანხა გადავეცი.
-არა, არა მეტჯერ ვერ შეგაწუხებ სინდისიც კარგი საქონელია,მადლობა მართა გვერდში დგომისათვის.
-არაფრის ხომ იცი როგორ მიყვარხარ და გაფასებ ნეტავ უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს შენთვის-გავუღიმე და გულში ჩავიკარი ასრუტუნებული ლელა.


***
დილით ადრე ვდგები რადგან გუშინ საღამოს კონსერვატორიიდან დამირეკეს და მთხოვეს დღეს საღამოს კორპორატივზე მემღერა,თან ჰონორარსაც მომცემდნენ მეც უმალ დავთანხმდი რადგან ფული ნამდვილად არ მაწყენს ამ მდგომარეობაში.
საღამოსთვის მზადებას ვიწყებ,მაკიაჟს ძალიან მსუბუქს ვიკეთებ, თმებს ბოლოებში ვიხვევ და შავ მუხლს აცილებულ კაბას ვიცვამ,მაღლებში ჩავაცურებ ფეხებს და სარკეში ვათვალიერებ საკუთარ თავს,ყველაფერი არაჩვეულებრივად მიხდება მხოლოდ სუნამოს ვისხამ და სახლს დავტოვებ.


როგორც კი ფეხი უზარმაზარ დარბაზში შევდგი დავიძაბე,უამრავი ხალხი იეროდა ერთმანეთში რაც მე დისკომფორტს მიქმნიდა.მალევე ვიპოვე ნატო,ჩემი ყოფილი ვოკალის მასწავლებელი და მასთან დავიწყე საუბარი.ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალს ვათამაშებდი თან ხალხს ვაკვირდებოდი,ღვინოს მონოტომრად ვწრუპავდი როცა სმოკინგში გამოწყობილ უტაქტო მამაკას მოვკარი თვალი და უნებურად ხველება ამიტყდა,ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და გულმა გამალებით დამიწყო ცემა.მზერა ავარიდე და დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე ვიდმედოვნებდი ვერ მიცნობდა...



დარბაზში წყნარ მუსიკარს უკრავს კუთხეში მდგომი ორკესტრი.საკმაოდ სოლიდური საღამო რომ არის ამას შემოსვლითანავე მივხვდი.აუჩქარებლად ვსვამდი წითელ ღვინოს,ალბათ გამბედაობა მაკლადა ან მეშინოდა მას არ ვეცნე...
ნატო სცენამდე მაცილებს და წარმატებებს მისურვებს.კიდევ კარგი ბაცი განათების გამო ვერ ვამჩნევ ადამიანებს და ეს მაიმედებს გამბედაობას მმატებს და მთელი ენთუსიაზმით ვასრულებ რეპერტუარს.ჩვენეს მაგიდას ვუახლოვდები და ღვინოს ვსვამ,რადგან ყელი გამშრალი მაქვს.ხელჩანთას ხელს ვავლებ,დარბაზის ბოლოში გავდივარ სადაც საპირფარეშო მეგულება თავი რომ მოვიწესრიგო.კარებს ვხურავ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ,სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ და კაბას ვისწორებ.ვფიქრობ უნდა დავტოვო აქაურობა და ჩემს თბილ სახლში შევიყუჟო,მანამ ნატოს დავემშვიდობები.ისაა კარი უნდა გავაღო რომ გაუცნობიერებლად კიდელზე აკრული ვხდები,თვალებ გაფართოვებული ვუყურებ უტაქტო მამაკაცს რომელიც უტიფრად შემციცინებს თვალებში და ვნებიამად მიღიმის.არც კი ვიცი რავქნა,ნერვიულობისგან ტუჩები მითრთის და ქვედა ტუჩს კბილშუა ვდებ რომ დავმშვიდდე.
-კაცებს ტუალეტი მოპირდაპირე მხარესაა-ვანიშნებ თვალით და კედელს ვცილდები.
-ვიცი-მეუბნება ღიმილით და ნელ-ნელა მიახლოვდება.გული უცნაურად მითრთის და ღია კარს ვუყურებ გულში ვფიქრობ როგორ გადავდგა კარამდე არსებული ნაბიჯი და აქედან ავორთქლდე.კაცი ჩემს მზერას თვალს აყოლებს, თითქოს ჩემს განძრახვას ხვდება...ჩემი გეგმები წყალში მეყრება როცა კაცი კარებს კეტავს.
-რას...რას აკეთებთ?-ვლუღლუღებ მე როცა კაცის სუნთქვას უკვე ყელთან ვგრძნობ,ცერა თითს ტუჩზე მისვამს და ნიკაპს მაწევინებს.ერთხანს მდუმარედ ვუმზერთ ერთმანეთს თვალებში.ლურჯი,მეტყველი თვალები ვნებისაგან ანთბული აქვს და ჭინკებ ათამაშებული მიყურებს თვალებში.გააზრებას ვერვასწრებ ისე მაცხრება ტუჩებზე .
-ნუ ფართხალებ-მეუბნება ისე რომ წამითაც არ წყდება ჩემს ტუჩებს.მისი ტუჩები ისეთი რბილი და გემრიელია რომ მიუხედავად გონების განგაშისა მანც ვერ ვწყდები.თმებში ხელს ვუცურებ და კოცნაში ვყვები,ისიც ჩემი თანხმობით უფრო ხელდება და მის ცხელ ხელებს ფეხზე ვგრძნობ.ნიჟარაზე მსვამს და ფეხებშორის მექცევა.ახლა მის ტუჩებს ყელზე და მხრებზე ვგრძნობ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სისხლის ნაცვლად ვენებში ლავა მიედინება,ვნებიან წამოძახილებს ვერ ვიოკებ და სიამოვნებისაგან ვკრუსუნებ.
ჩვენ ვნებიანი წამოძახილების ფონზე ყრუდ ჩამესმის კარზე კაკუნი.ნელნელა საღად აზროვნებას ვიწყებ და ფეთიანივით ვაშორებ მის რბილ ტუჩებს ჩემსას,ხელს ვკრავ და ნიჟარიდან სწრაფად ვხტები.კაცის მოცინარ მზერას არ ვიჩნევ,ჩანთას ხელს ვკიდებ და ისაა კარი უნდა გავაღო ისევ მაცხრება ატეხილი მამალი ტუჩებზე,ამჯერად კოცნა მცირეხნინაია თვითონ მშორდება და კმაყოფილი ტუჩებს ილოკავს.
კარებს ვაღებ და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ დარბაზს,ყურუდ ჩამესმის ტუალეტის კართან მომლოდინე ქალის წყევლა-კრუვლა და სულელივით ვიღიმი.
გარეთ ისრვ ქრის სუსხი ქარი,არ ვიცი რატომ მაგრამ მსიამოვნებს სიცივე.უცნაურად აღტკინებული მივუღვები ფილაქანს და ახურებულ ტუჩებზე ვისვამ ხელს.არასოდეს მეგონა ასეთი ტკბილი თუ იქნებოდა პირველი კოცნა თანაც ასეთ სიტუაციაში.ვაკოცე კაცს რომელსაც პრაქტიკულად არ ვიცნობ,თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს იმედია ჩვენი გზები არასოდეს გადაიკვეთება.
სახლში ემოციურად გადაღლილი შევდივარ,მუცელი შიმშილისგან მიბუყბუყებს ღუმელში პიცას ვდებ გასაცხელებლად მანამ კი ჩემს თბილ საღამურებს ვიცვამ და ველოდები როდის გაცხელდება ჩემი ვახშამი.
თეფშიანად გავდივარ მისაღებში და ტელევიზორს ვუყურებ,არაფერი საინტერესო.საიდანღაც ტელეფონის ბჟუილი მესმის,გული მიფართხალებს.ეკრანზე დიდი ასოებით ეწერება "ლელა" და შეცბუნებული ვპასუხობ.ატირიბული მეუბნება "დამტოვა" და ვგრძნობ როგორ ტრიალებს საგნები ჩემს გარშემო.ტელეფონს თიშავ და ჩემს ოთახში გავრბივარ,ნაჩქარევად ვიცვამ და სახლს ვტოვებ.

განადგურებული ლელას გამხნევება იმაზე რთულია ვიდრე წარმომედგინა,აკრუსუნებული ხმამაღლა მოთქვამს და ახლოს არავის იკარებს...მესმის მისი,მე ხომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.გული მეწურება თვალებდასიებული ლელას ყურებისას ის ისეთი სათუთია,ვიცი მარტო ვერ შეძლებს ტკივილთან ჭიდილს...
თამარა სახლში გადმოასვენეს,სიტუაცია უფრო დაიძაბა,შეძრწუნებული მეზობლები კი მოთქმა ვაებით სხედან და უფრო ამძიმებენ ლელას ფსიქიკას.ისინი იმდენ კითხვას უსვამენ ჭირისუფალს რომ იძულებული ვარ ჩავერიო და ადამიანურ ენაზე ავუხსნა რომ ამაზე სასაუბრო დრო ახლა ნამდვილად არაა.
საათის სიფერბლატი შუაღამეს უჩვენებს,არც კი ვიცი რავქნა...სახლში ისევ მედა ლელა ვართ,ის ისვ გაუთავებლად ტირის.საბოლოოთ მასთან მივდივარ და ვაიძულებ სულ ცოტა ხნით მაინც მოატყუოს თვალი,ისიც ყოყმანით მთანხმდება და საძინებელში გამყავს.

***
ერთი კვირა სწრაფად გადის,სახლში დაღლილი ვბრუნდები და შხაპის მისაღებად ვემზადები.წყლის წვეთები კანზე ნაზად დასრიალებს და საოცარ შვებას ვგრძნობ,აბაზანიდან გამოსული თავს ბულბულივით ვგრძნობ და თბილ ხალათში ვეხვევი.სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვიმზადებ იქნებ გამოვფხიზლდე.
ყავით ხელდამშვენებული ფანჯარასთან ვგები და ვფიქრობ,ვფიქრო ყველაფერზე რაც მაწუხებს,ყველა პრობლემა უკვე ყელში მიბუყბუყებს და ასე მგონია დავიხრჩობი.ცივ ხელს ყელზე ვისვამ და ვფიქრობ კარგი იქნება ძველ სამსახურს დავუბრუნდე.გატაწყვეტილებას ვიღებ ხვალ წავალ რედაქციაში და ნათელას დაველაპარაკები,მისი იმედი ადვილად მაქვს.აღარ შემიძლია სახლში უსაქმურად ჯდომა,მართალია მამამ სოლიდური თანხა დამიტოვა ჩემს ანგარიშზე თუმცა არმინდა ჰაერში გავანიავო მამაჩემის ნაოფლარი.ცარიელ ჭიქას ნიჟარაში ვდებ,დაღლილობისგან ტერფებში ძალა მეცლება მახსენდება რომ ამ კვირის განმავლობაში ნორმალურად რომ არ მიძინია ამიტომ საძილე აბებს ვსვამ და დასაძინებლად ვემზადები.
დილა პოზიტიურად იწყება,სტამბაში წასასვლელად ვემზადები.ვცდილობ სოლიდურად ჩავიცვა.კლასიკურ ტანზე გამოყვანილ შინდისფერ ქვედაბოლოს ვიცვამ,ზევით შავი ოდნავ გამჭირვალე პერანგს.თმას უბრალოდ კოსად ვიკრავ კონტურს ყუჩებზე ვიტარებ და სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ.ბოლოს ტყავის ქურთუკს ვიცვამ,სუნამოს ვისხამ და სახლიდან გავდვარ.
გარეთ ოდავ ნაწვიმარია,ტროტუარს წვიმის სურნელი ასდის კუშტად შეკრული შავი ღრუბლები უთუოდ ცუდ ამინდს მოასწავლებენ.წვიმის მიუხედავად ფეხით მივყვები ფილაქანს.ვიტრინებზე გამოფენილ საპატარძლო კაბებს ვათვალიერბ და უნებურად მეღიმება,ისეთი ფითქინა და ჰაეროვანია მინდება ხელით შევეხო.წვიმის მსხვილი წვეთები ხმაურით ეცემა ტროტუარს, ფიქრებს ვიშორებ,ტაქსიში ვჯდები და მისამართს ვკარნახობ.
რადიოში Bryan Adams-ის Everything I do ჟღერს,ტანში ჟრუანტელი მივლის...ერთი კვირა გავიდა უტაქტო მამაკაცთან შეხვედრიდან და ვგრძნობ,როგორ მომენატრა მისი რბილი ტუჩების გემო,მისი სურნელი.თითებს ტუჩებზე ვიტარებ და გემრიელ კოცნას ვიხსენბ,არ მინდა ვიფიქრო რომ მიცნო.უარყოფის ნიშნათ თავს ვაკანტურებ და თვალებს ვხუჭავ.
-მოვედით.-ტაქსისტის სიტყვებს ფიქრებიდან გამოვყავარ,ანგარიშს ვუსწორებ და მანქანიდან გადმოვდივარ.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და შენობაში შევდივარ,უამრავი ნაცნობი მხვდება და ყველა თბილათ მიღებს.დირექტორთან ცოტა აღელვებული შევდივარ თავს კარგისაკენ მოვუწოდებ და კარებს ვაღებ.
ნათელას ძალიან უხარია ჩემი ნახვა და უყოყმანოდ მიყვანს სამსახურში,რომლის მიტოვებაც რამდენიმე თვის წინ მომიწია.ბედნიერი გამოვივარ კაბინეტიდან და სამ უცხოენურ სქელ კანიან წიგნს ჩანთაში ვდებ და შენობიდან გამოვდივარ.
თავს კარგად ვგრძნობ,ჩემს პრობლემებს ერთი სადარდებელი მოაკლდა და სახლშიც ლამის ფრენა-ფრენით ვბრუნდები.სადარბაზოში შესვლისას მახსენდება სულ გამოლეული საკვები და სუპერმარკეტში ვბრუნდები.შოკოლადების სექციას გვერდს ვერაფრით ვუვლი ამიტომ ხელში რაც მომხვდება ყველაფერს კალათში ვყრი.საბოლოო ჯამში უმარავი პარკის გაზიდვა მიწევს სუპერმარკეტიდან.
სახლში შესულს სიეთი სითბო მხვდება რომ სულ ერთიანად ვდუნდები.ტანსაცმელს ვიცვლი და სამზარეულოში შევდივარ,ძალიან მომენატრა კუბდარი ამიტომ მის გაკეთებას ვიწყებ,ცომს ვზელ და თბილად ვახვევ რომ მალე ამოვიდეს,საქონლისა და ღორის ხორცს პაწაწინა კუბიკებად ვჭრი და დიდი ჯამში ვყრი,ხახვსა და ნიორს ვჭრი და ხორცში ვურევ.სუნელებს და მარილს გემოვნებით ვამატებ,ასევე კუბდრისათვის აუცილებელ სუნელს "გიცფულს" და მასას ერთმანეთში ვურევ. სურნელი მართლაც ჯადოსნური აქვს.ღუმელს ვაცხელებ ცომში ხორცის ულუფას ვდებ და როგორც ხაჭაპურს ისე ვახვევ და ღუმელში ვდებ.
ვახშამი ისეთი გამომდის როგორც არასდროს და მეც გემრიელად ვილუკმები.სამზარეულოს ვასუფთავებ და სტამბიდან წამოღებული წიგნების თარგმნას ვიწყებ.

***
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიდის,დეკემბრის პირველი კვირაც თვალსა და ხელს შუა მეპარება.უტაქტო მამაკაცზე ფიქრი უკვე მოუნელებელ ჩვევად მექცევა,დიდი ხანია გონებაში ერთი აზრი მიტრიალებს წავიდე კლუბში, ვიმედოვნებ ის იქ იქნება.გარდერობიდან ზურმუხტისფერი მოკლე კაბა გამომაქვს და ვიცვამ ხოლო ფეხზე შავ ქუსლიანებს.
-მიხდება!-ვამბობ კმაყოფილი და სახეზე მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.ხელი სივრცეში მეყინება და ხასიათი მიფუჭდება,ვფიქრობ"სწორად ვიქცევი თუ არა?


ხასიათი მიფუჭდება,კაბას კარადაში ვაბრუნებ და აივანზე გავდივარ.თავს სუსტად ვგრძნობ,თითქოს ყელში რაღაც მეჩხირება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.ბოლო დროს სულ წვიმს,ახლაც ტროტუარი წვიმით არის დანამული,აივნიდან ლამაზად მოსჩანს ფერადი ქოლგები,შემოდგომის გამოფიტული ფოთლებივით რომ დაფრივანენ თითქოს.საშინლად მინდა ახლა გარეთ ბოდიალი,ნაჩქარევად ვბრუნდები ოთახში ვიწრო ჯინსებს და თბილ მაისურს ვიცვამ,თავზე შავ ქუდს ვიხურავ და დუტის ქურთუკით ჩათფუნული სახლის კარებს ვკეტავ.ტურსასმენებს ვირგებ და ღიღინით მივყვები ტროტუარს.
-Well, I think you're crazy
I think you're crazy
I think you're crazy
Just like me-ხმადაბლა ვმღერი და ქალაქს ვაკვირდები.მუსიკა სასიოვნო იმპულსებს გზავნის გონებაში და აღტკინებული მივიყვები ფილაქანს.ერთერთ კედელზე გაკრულ განცხადებებს ვკითხულობ,თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ ვდგავარ წვიმაში და უბრალოდ ვკითხულობ.
"შეყვარებული გამოძახებით" -თვალში მხვდება განცხადება და სიცილით ვიგუდები.უმრავ სასაცილო განცხადებას ვკითხულობ და გვარიანადაც ვიცინი,სანამ მუსიკალურ ჯგუფზე არ ვნახავ განცხადებას.წინაპირობას ვკითხულობ და გახარებული ერთადგილას ვცქმუტავ,ტელეფონზე მითითებულ ნომერს ვკრიფავ და მოუთმენლად ველი პასუხს.
საბოლოოდ მისამართს ვიწერ და უზომოდ კმაყოფილი მივდივარ დანიშნულების ადგილამდე.ძალიან მყუდრო კაფე მხვდება,საინტერესო დიზაინით.შესვლისთანავე ვგრძნობ მუსიკის ხმას და სხეულზე ტაო მაყრის.ხმაურით შევდივარ კაფეში და ველოდები რომელი სულიერი მომქცევს ყურადღებას.ჯგუფს ერთი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი აკლდება და ჩემსკენ ღიმილით მოდის.
-დემე დადიანი-ხელს მიწვდის ბიჭი.
-მართა წულაძე.
-ანუ შენ გესაუბრებოდი ტელეფონზე?-ინტერესით შემათვალიერა ბიჭმა.
-დიახ მე ვიყავი-ვეუბნები ღიმილით.
-ადრე გიმღერია?ანუ გამოცდილება თუ გაქვს?-ირონიით ამათვალიერა ბიჭმა რაც ცოტა არ იყოს არ მომეწონა.
-ახლახან დავამთავრე კონსერვატორია,ვმღერი და ვუკრავ რამოდენიმე ინსტრუმენტზეც...
-მაშ კარგი,გვაჩვენე რაშეგიძლია-ხელები გაშალა ბიჭმა და მინი სენამდე მიმაცილა,თვითონ კი დანარჩენ სამ ბიჭთან ერთად სკამზე დაჯდა.მიკროფონი გავისწორე და გიტარაზე რამდენჯერმე ჩამოვკარი,ვფიქრობდი რა მემღერა, ბოლოს ბოლო დროს აკვიატებული სიმღერა დავუკარი,და ბედნიერბისგან გამაკანკალა.
- This is for all the years you've been
My companion as well as my best friend
So tonight Baby I'm giving you what you want
It's all yours...მუსიკა ისე დავასრულე არ მინერვიულია ანაც,რა იყო სანერვიულო.მომწონდა ეს ბიჭებიც ეტყობოდათ რომ წესიერი ადამიანები იყვნენ და რაც მთავარია მუსიკა უყვარდათ!
რაღა ბევრი გავაგრძელო და მე მათი წევრი გავხდი.რამოდემიმე კომპოზიცია ერთადაც შევასრულეთ,რეპეტიციის გრაფიკი შევადგინეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
კეფეს ორმაგად არა ასმაგად ბედნიერი ვტოვებ და ერთი სული მაქვს ლელას როდის გავუზიარებ ჩემს წარმატებას.ლელას ვწერ რომ გამომიაროს და სწრაფი ნაბიჯებით ვბრუნდები შინ.
შინ ყოფნა ყველაზე მეტდ მიყვარს,შემიძლია საათობით ვიჯდე სახლში მარტო და ვიყო ბედნიერი,არა იმიტომ რომ მარტოობა მიყვარს არა მე ნამდვილად არ მიყვარს მარტოობა პირიქით,მაშინებს ის...ჩემი სახლის ყოველი კედელი ჩემი განვილი ცხვრების სარკეა.მახსენებს ბავშვობის წლებს და მანახებს თუ რაოდენ სუსტი ვარ...
კარებზე ზარია,ლელას კარში შემოსვლას არ ვაცლი ისე ვეკიდები კისერზე და ახალ ამბავს ვამცნობ.მასაც ძალიან უხარია და მილოცავს,ბოლოს კი მახსენებს რომ ჩვენს კლასელს ნაინას ხვალ დაბადების დღე აქვს და რომ აუცილებელია წავიდეთ,მეც ჩემი აღტკინებული ხასიათის გამო უყოყმანოდ ვთანხმდები და სხვა საკაცობრიო საკითხებს განვიხილავ ლელასთან.არვიცი როგორ დაველაპარაკო და როგორ ვკითხო კლუბში მისი სამსახური მხოლოდ სიმღერაა თუ კიდევ არის რამე...ბოლოს ენას კბილს ვაჭერ რადგან არმინდა ვაწყენინო და საუბარს შემდეგისთვის ვდებ.


***
გუშინდლისაგან განსხვავებით დღეს მეზარება დაბადების დღეზე წასვლა.საწოლიდან ძლივს ვიზლაზნები და სააბაზანოში შევდივარ,ცივ წყალს სახეზე ვისხამ და ვფხიზლდები.სამზარეულოში ფეხშიშველი შევდივარ და ყავას ვიდუღებ,იმედია ლელა არ მომკლავს დაგვიანებისთვის.ყავას აუჩქარებლად ვსვამ და ველოდები როდის ამიკლებს ლელა.ისიც ქოთქოთით შემოდის და ბუზღუნებს რომ ვერ მოვასწრებთ საჩუქრის არჩევას,თუმცა ყველაფერს ვასწრებთ.ნაინასთვის ოქროს კოლიეს ვყიდულებთ და საიუველირო მაღაზიას კამაყოფილები ვტოვებთ.
ვცდილობ არაჩვეულებრივად გამოვიყურებდოდე,მოკლე ზურგამოღებულ წითელ კაბას ვიცვამ აულამაზესი დეკოლტით,კაბა ყოველ მოძრაობაზე ულმაზესად იშლება,ფეხზე შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვირგებ.გრძელ თმებს უბრალოდ ვიშლი და ბოლოებს ვიხვევ,ტუჩებს კონტურით ვიფერადებ და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,სუნამო და მორჩა.სარკის წინ ვტრიალებ და მომწონს ყველაფერი!-მშვენიერია!ვამხნევბ ჩემს თავს და ლელასთან ერთად ტაქსში ვჯდები.გული მიჩქარდება,სისხლი ტვინში მაწვება და ლელას გაკვირვებული ვუყურებ...იმ ბარში მივდივართ სადაც ლელა მუშაობს.
თავი ხელში ამყავს და გაღიმებული მივდივარ იუბილართან."ნეტავ აქ არ იყოს!" "ან იყოს" გონება ქაოსურ მდგომარეობაში მაქვს,ოფიციანტის მიერ მოწოდებულ შამპანიურის ჭიქას ერთი ამოსუნთქვით ვცლი და მოცეკვავეთა მასას ვუერთდები.თვალებ დახუჭული რიტმის შეგრძნებას ვცდილობ,მაგრამ უკნიდან ვიღაც მეკვრება და ყელში მკოცნის...ათასში გამოვარჩევ მის სურნელს,მისი ტუჩები ქაოტურად მოძრაობენ ხან მხრებზე ხანაც ყელში.ვნებისაგან ტუჩებს კბილებშუა ვიქცევ კვნესა რომ არ აღმომხდეს.
არ მახსოვს როდის დავტოვეთ საცეკვაო მოედანი,მაგრამ ვიღაცის კაბინეტში რომ აღმოვჩნდი ეს აშკარაა!კარებზეა ამაკრა და ანთებული თვალებით ტუჩებზე მეკონება.მის ცხელ ხელებს მთელს სხეულზე ვგრძნობ და სიამოვნებისგან ვკრუსუნებ.მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება,ვგრძნობ როგორ მიხსნის კაბის შესაკრავს და გული უცნაურად მითრთის,შორს არ შეტოპო მახსენებს ჩემი მეორე მე და ვცდილობ მის ცხელ ტუჩებს მოვშორდე...


არ მეთმობა მისი ტუჩები,არ შემიძლია ეს სიამოვნება მოვიკლო მაგრამ გონება იმარჯვებს და მამაკაცს ვშორდები.ის გაოგნებული მიყურებს და ოდნავ შესამჩნევად იღიმის,ორივე მძიმედ ვსუნთქავთ.დაბნეული ვარ!კაცი რომლის სახელიც კი არ ვიცი მკოცნის და თან არა ერთხელ,თუმცა რაც მართალია მართალია მეც არანაკლებ მსიამოვნებს მისი თითოეული შეხება.
-უნდა წავიდე-ვამბობ ძლივს გასაგონად თუმცა ადგილიან არ ვიძვრი.
-უნდა წახვიდე...-ჩურჩულებს ისიც და ცერა თითით ჩემი ტუჩების კონტურებს ხაზავს.ვცდილობ მის დაჟინებულ მზერას თავი ავარიდო და კედელს ვშორდები.გული საშინელ დღეში მაქვს ასე მგონია სადაცაა გასკდება.კარებისკენ მივდივარ მაგრამ მისი ხელები მაჩერებს,ვგრძნობ როგორ დასრიალებენ ჩემს სხეულზე მისი ხელები და სიამოვნებისგან თვალები მელულება,კაბის შეხსნილ შესაკრავს ფრთხილად მიკრავს და მხარზე სველ კოცნას მიტოვებს.სულ ერთიანად ვკანკალებ ახლა ეს ოთახი რომ არ დავტოვო ალბათ სისულელეს დავუშვებ...ვნებააშლილი ვტოვებ ოთახს და საპირფარეშოში შევრბივარ.ცივ წყალს სახეზე ვისხამ რომ გამოვფხიზლდე,ორივე ხელით ნიჟარას ვეყრდნობი "მამოფხიზლდი მართა,გამოფხიზლდი" ვაგულიანებ ჩემს თავს და თავსვიწესრიგებ.
ხალხის მასაში ლელას ვეძებ და ვაფრთხილებ რომ შეუძლოდ ვარ,ხელჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ.ცივ ჰაერს სახეს ვუშვერ და ფეხით მივყვები ქუჩას,ჩემდა ბედად ტაქსი არ ჩანს და წვიმაში მიწევს თხელი კაბით ჭყლაპუნი.ისევ გემრიელ კოცნაზე მეფიქრება და თითებს ტუჩებზე ვიტარებ,ფიქრებში გართულს ვამჩნევ რომ მანქანა ფეხებთან მიჩერდება და როცა მძღოლში უტაქტოს ვცნობ სულელივით მეღიმება.
-გაგიყვან-ამბობს და თვალისმომჭრელად მიღიმის.უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ჩქარი ნაბიჯებით მივყვები ფილაქანს,მაგრამ მანქანა ფეხ და ფეხ მომყვება.
-წვიმს...-ღიმილით ამბობს კაცი.
-დასველდები და გაცივდები-არგრძელებს საუბარს მე კი ჯიუტად მივყვები ქუჩას სულ ერთიანად გაყინული.მანქანის ხმა აღარ მესმის და ვფიქრობ წავიდა,მაგრამ წამის მეასედში ვგრძნობ რომ ჰაერში ვარ...
მანქანაში არცერთი ვიღებთ ხმას,თითქოს დუმილის ფიცი დაგვედოს, მხოლოდ მალულად გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს და შეუმჩნევლად ვიღიმით.
-სახელი?-მეკითხება სერიოზული გამომეტყველებით.
-მართა.
-გემრიელი ტუჩები გაქვს მართა!-ამბობს ღიმილით და ტუჩებზე მაკვირდება.
-გზას უყურეთ!-ვეუბნები წარბებ შეჭმუხნული ფანჯარაში ყურებას განვაგრძობ ვცდილობ ჩემი ღიმილი არ შეამჩნიოს.
-არ გინდა თქვენობით საუბარი,ზურა ხერგიანი!-ხელს მიწვდის და თვალის მომჭრელად მიღიმის.
-მართა-ვამბობ გაპარული ხმით და მანქანიდან გადასასვლელად ეზადები.
-პარასკევს 8 საათზე გამოგივლი!-ამბობს და ტუჩთან ახლოს მკოცნის.პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ და მანქანიდან აჩქარებულად გადმოვდივარ.ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და გამართული შევდივარ სადარბაზოში.გული სიხარულით ფართხალებს "პაემანზე დამპატიჟა!" ზეიმობს ჩემი ალტერ ეგო და ლამისაა შამპანიური გახსნას. "ქარაფშუტა ხარ!" მაგონებს გონება და ლამისაა გავგიჟდე ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და სახლში შევდივარ.
ფიქრებისგან თავი მისკდება,არვიცი წავიდე თუ არა მსგავს საკითხში არ ვარ გარკვეული.ნერვიულობისგან ვცქმუტავ და საქმეს გულს ვერ ვუდებ...დიდი ენთუსიაზმით ვთარგმნი ფრანგულ რომანს და თავზე მაღამდება.თვალები მეხუჭება,ფეხე ვდგები და საწოლში ვწვები.


***
ჩემი სიზმრების ანგელოზს ვლანძღავ,გარყვნილი სიზმრისთვის და ბუზღუნით შევდივარ სააბაზანოში.კაფეში უნდა წავიდე რეპეტიციაზე და წარმოუდგენლად მიხარია,ეს ხომ ჩემი ოცნებაა!
საუზმის შემდეგ საძინებელში სარკისწინ ვარჩევ თუ რა ჩავიცვა.ბოლოს შინდისფერ გრძელმკლავიან ნაქსოვ კაბას ვიცვამ,მაღალყელიან შავ ჩექმებთან ერთად.თმას ცხენის კუდათ ვიკრავ და სახლს ვტოვებ.
ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ!დიდი ენთუსიაზმით ვრეპიტიციობდით.ორ კვირაში იხსნებოდა კაფე სადაც რეპეტიციას გავდიოდით და ჩვენც მაყუეებლის წინაშე ცოცხალი მუსიკით გამოვიდოდით ყოველ საღამოს.
სახლში კმაყოფილი და სასიამოვმოთ დაღლილი ვბრუნდები.ორგანზმი საკვებს მთხოვს და მეც კარტოფილს ვფცქვნი.თან ლელას ვურეკავ რომ გამოვიდეს მასაც მინდა ვკითხო აზრი პაემანთან დაკაშირებით.

***
პარასკევი საღამო თვალის დახამხამებაში მოდის.ჯერაც არ გადამიწყვიტავს წავიდე თუ არა...ზუსტად რვა საათზე ვდგები ფანჯარასთან და ველოდები ზურას მანქანას.ლოდინი დიდხანს არ მიწევს ზურას შავი ფერარი ჩემი სადარბაზოსთან დგება...



ვნერვიულობ,თან მინდა მასთან ჩავიდე თან არა.მინდა ეს პრინციპები სადღაც მოვისროლო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც გავაკეთო რამე საკუთარი სიამოვნებისათვის.
სწრაფად ვიცვამ პალტოს სუნამოს ვისხამ და სახლს ვტოვებ.მომავალში სანანებელი მაინც არ გამიხდება ჩემი ეს საქციელი.თითქოს რაღაც ძალა მქაჩავს უკან სულელურ აზრებს თავიდან ვიშოროებ და მანქანაზე მიყრდნობილ ზურას ვუახლოვდები.ისიც ღიმილით დგამს ჩემსკენ ნაბიჯს და ლოყაზე მხურვალედ მკოცნის.
-მეგონა გადაიფიქრე-ამბობს წარბ შეკრული.
-ჰო რაღაც მაგდაგვარი-ვამბობ ღიმილით და ღვედს ვიკრავ.
-ნიღბით რატომ გამოდიოდი სცენაზე?-მკითხა და იდუმალი მზერით გადმომხედა.საშინლად გავხდი ანუ მიცნო მაგრამ საიდან?ხელები სულ ამიკანკალდა.
-როგორ მიცანი?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მარტივად მაგრამ ვერ მივხვდი რა საჭირო იყო სახის დაფარვა.
-მეგობარს პრობლემები შეექმნა და მის ნაცვლად რამდენიმე დღე მე ვიმღერე,არ მინდოდა რომ ვინმეს ვცნე და ჭორიკნობა დაეწყოთ თან არც ლელას სჭირდებოდა ზედმეტი თავის ტკივილი-ავუხსენი სიტუაცია.
-თურმე რაში ყოფილა საქმე-თქვა ორაზროვნად და მანქანა ტყისპირა სახლთან გააჩერა.თითს ვერ მიიტანდი თვალთან ისე ბნელოდა,მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ანათებდა ღამეს და ხის ჩრდილებიც სიბნელის ფონზე საშიშად ირხეოდნენ.ზურამ ხელი ჩამკიდა და სახლისკენ გაიკვლია გზა.ჩემთვის უცნობი,მუხტი მოჰქონდა ზურას ცხელ ხელებს და მეც,ვთბებოდი მისი სიმხურვალით.კარები ფართოდ გააღო და შიგნით შემატარა.
-კომფორტულად მოეწყვე-მითხრა ღიმილით და პალტოს გახდაში დამეხმარა.-ბუხარს დავანთებ.
-კარგი-ვუთხარი და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი.ძალიან მყუდრო სახლი იყო,გემოვნებიანათ მორთული ავეჯით და ულამაზესი ნახატებით.
-მოგწონს?-მკითხა და ღვინით სავსე ბოკალი მომაწოდა.
-ჰო მიყვარს სიმყუდროვე...
-განმარტოვებისთვის საუკეთესო ადგილია შეგიძლია ყველაფერზე იფიქრო,აქ თითქოს დრო ჩერდება.-მითხრა ღიმილით და ღვინო მოსვა.ერთი ბოთლი წითელი ღვინო საბარში შეუმჩნევლად ჩავცალეთ.
-მგონი დროა უკან დავბრუნდეთ-ვუთხარი ღიმილით და ღვინით სავსე ჭიქა ხელში შევათამაშე.
-ასე ფიქრობ?-ვნებიანად მიჩურჩულა ყურში და მსუბუქათ შეეხო ჩემს ტუჩებს.ალბათ ჩემს მოთმინებას ცდიდა და ჩემგან ელოდა ინიციატივას,სასმლისგან შეზარხოშებულმა ჩემსკენ მოვქაჩე და კოცნაში ავყევი.ცხელი ტუჩების კვალს მიტოვებდა ყელში,მხრებზე და მომაკვდინებლად სასიამოვნოდ მეფერებოდა.ცხოვრებაში პირველად დავკარგე თავი და მეც ავყევი თამაშში,ვიცოდი რომ ღრმად შეტოპვა არ შეიძლებოდა თუმცა გაჩერებაც არ მსურდა.მაისური ერთი ხელის მოსმით გამაძრო და კალთაში ჩამისვა,მთელი ვნებით მკოცნიდა და მეც მიყოლიებდა ვნებების ქარცეცხლში.მკერდზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში მიძინებული ვულკანი იღვიძებდა,ეს შეგრძნებები ისეთი უცხო და სასურველი იყო ჩემთვის რომ პრინციპები სულ დავივიწყე და ვნებებს ავყევი.ხელებს მის კისერზე დავასრიალებდი და სასიამოვნო წამოძახილებს ვერ ვიკავდებდი.საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ტელეფონის ხმამ გონს მომიყვანა და მალევე გავაანალიზე რომ ზურას კალთაში ვიყავი მოკალათებული, ნახევრად შიშველი და ხელები ნებიერად მომეკალათებინა მის მხრებზე.სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი სწრაფად წამოვდექი ფეხზე მაისურს ხელი დავავლე ისე რომ ყურადღება არ მიმიქცევია როგორ ილანძღებოდა ზურა ზარის ავტორის მიმართულებით.ჩემი თავის მრცხვენოდა აქამდე რომ შევტოპე,პალტოს ხელი დავავლე და სახლიდან გამოვედი.ცივი ჰაერი სახეზე მალამოსავით მელამუნებოდა,გზა ნამდვილად არ ვიცოდი თუმცა მაინც ჯიუტად მივდიოდი წინ,საშინელ სიცივეში ერთიანად გათოშილი და სირცხვილისგან ღაწვებ შეფაკლული.არ ვიცი რა მჭირს,არ მომწონს იმპულსური და სუსტი მართა!არ მომწონს რომ არ შემიძლია ჩემი გრძნობები შევნიღბო.ჩემსავე უმწეობაზე მეშლება ნერვები და ნიაღვრად წამოსულ ცრემლებს გამეტებით ვიშორებ მუჭებით.
-მძულს ჩემი თავი!მძულს!-ვქვითინებ და სუნთქვა მიჭირს.ალბათ სასმელმა იქმოქმედა და ამიტომ ვარ ასეთი იმპულსური.როგორ მინდა ახლა ცივი წვიმა დაეშვას ციდან და სულ ერთიანად გავილუმპო...
-მართა!-მესმის ზურას ხმა თუმცა ჯიუტად არ ვბრუნდები უკან,თუმცა ვგრძნობ როგორ მიახლოვდება.
-მართა-ჩურჩულებს ის და მეც წამის მეასედში მის მკლავებში ვარ მომწყვდეული.


მანქანაში ვსხდებით და ხმის ამუღებლად ვმგზავრობთ,ანაც რა გვაქვს სალაპარაკო?ნერვიულად ვიმტვრევ თითებს,არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება და ღრმადაც არ შევტოპავდი.ფანჯრისკენ ვატრიალებ თავს,თუმცა ზურას დაჟინებულ მზერას მაინც ვგრძნობ.ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და გრძნობისგან რომელიც ყელში ბურთივით მეჩხირება გავთავისუფლდები.არ მინდა მისი ყოველი შეხება მოედებდეს ჩემზე,არ მომწონს რომ ყველაფრის მიუხედავად მინდა რომ სულ ჩემთან იყოს,მომეფეროს მაგრძნობინოს მისი ხელების სითბო...არ მაინტერესებს ჩარჩოები მთავარია გავაკეთო ის რასაც გული მკარნახობს.თავს ვაქნევ ურცხვი ფიქრების განსადევნად და ნაცნობ ქუჩას თვალებ აწყლიანებული ვუყურებ,ზურას არაფერი ეტყობა აღელვების ეს მე ვარ სირცხვილისგან მიწის გასკდომას რომ ვლამობ.მანქანა ჩერდება და მეც ერთი სული მაქვს როდის ვუქნები სახლში.-მადლობა-ხმადაბლა ვჩურჩულებ და კარებს ვაწვები გასაღებად მაგრამ ჩაკეტილია.
-გავიწყდება რაღაც-ამბობს ღიმილით და ჩემს ტუჩებს უახლოვდება.

***
სახლში აფორიაქელბული ავდივარ,საკეტს გასაღებს ვერ ვარგებ და გულიანი ხარხარი მიტყდება ჩემს თავზე.გასაღები მივარდება და ჩაბნელებულ სადარაზოში მისი პოვნა მიჭირს.კარებთან ვცურდები და თავს ხელებში ვიქცევ,არ ვიცი ღვინომ ოქმედა ასე თუ ზურას ცხელმა ტუჩებმა.მის გახსენებაზე იდიოტივით ვეკრიჭები სიბნელეს.სადღაც ტელეფონის ბზუის.
I remember when, I remember, I remember when I lost my mind
There was something so pleasant about that place.
Even your emotions had an echo
In so much space-ვყვები მუსიკას და ეკრანიდან მომზირალ ლელას ვპასუხობ.
-ლელაა შე ძველო!-ვხარხარებ სულელივით.
-სად ხარ მართა?რა გჭირს?
-სადარბაზოში ვზივარ.შენ სად ხარ?-ვპასუხობ ნაწყვეტ ნაწყვეტ და ვიცი ახლა ავტირდები.
-კარგი ამოვალ ახლავე დამელოდე-ამბობს ლელა და ტელეფონს თიშავს."სად გავიქცეოდი?" ვბურტყუნებ ჩემთვის და თვალებს ვხუჭავ.
მთელი ერთი საათი ლელას ლექციებს ვუსმენ,თუმცა ერთი ყურიდან შდის მეორედან გამოდის.ბოლოს კი ტირილი მივარდება ლელას ღიმილით გავყავარ საზინებელში და გვერდით მიწვება,მას ყველაფერი ესმის ის ხომ ჩემი ბავშვობის ერთადერთი მეგობარია...

***
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს,სააბაზანოში ვიკეტები და ცხელ შხაპს ვიღებ.მახსენდება რომ დღეს ჩემს ჯგუფთან რეპეტიცია მაქვს და მოწესრიგებას ვიწყებ.თვალები საშინელ დღეში მაქვს ამიტომ მზის სათვალეებს ვიკეთებ და ისე ვტოვებ სახლს.
გათიშული შევდივარ კაფეში ქურთუკს საკიდზე ვკიდებ და ხმაურიანად ვეშვები სკამზე.
-რა გჭირს მართა?-გვერდით მიჯდება გიგა და სათვალესზე მიმანიშნებს.
-ჰო მიხდება?-ვიკრიჭები და თავს ვწყევლი თითოეულ გამოძრავებაზე თავი უარესად მტკივდება.
-კი უდავოდ-ამბობს სიცილით.
-ჩუმად გაიცინე გთხოვ...-ვწუწუნებ მე.
-მართა, მართლა რაგჭირს?-ახლა იკა მეკითხება.მეც ნერვებ მოშლილი სათვალეს ვიხსნი.
-გუშინ ცოტა დავლიე-ვამბობ და უხერხულობისგან ლამისაა სირაქლემას პოზა გავაკეთო.
-"ცოტა"-ზე გეტყობა-ხარხარებს რეზი -მერე წამო ხაშზე დაგპატიჟებ-სიცილითაატებს რეზი და მაცდურად აფახულებს წარბებს.
-ჯერ რეპეტიცია!-ვამბობ წარბაწევით და რეპეტიციას ვიწყებთ.სამი საათის განმავლობაში შეუჩერებლივ ვრეპეტიციობდით.თავს ვწყევლიდი რომ არასოდეს დამელია.ბოლოს ბიჭებმა განტვირთვის მიზნით გადაწყვიტეს ერთად სადმე წავსულიყავით და გვევახშმა.


საღამოს სახლში მისვლა და საწოლში შეხტომა ერთია ტელეფონს ხმას ვუთიშავ და ვიძინებ.
დილით ადრე ვდგები.ბევრი საქმე მაქვს,მამაჩემის ცხედარი საქართველოში უნდა გადმოვასვენო.ამისთვის კი მთელი რიგი პროცესებია გასავლელი.შხაპს ვიღებ და თბილად ვიცვამ გარეთ ძალიან ცივა,მალე ახალი წელიც მოვა.ეს ფაქტი ძალიან მახარებს მიყვარს საახლაწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობა.
სახლიდან ნაჩქარევად გავდივარ და შესაბამის ორგანოებში განცხადება შემაქვს.მიხარია რომ მამა ახლოს მეყოლება,ძალიან მტკივა რომ მის საფლავზე სიარულს ვერ ვახერხებ.
სამსახურშიც კი ვასწრებ შევლას და წიგნების ჩაბარებას.სახლში დაღლილი შევდივარ და შხაპს მთელ დაღლილობას ვატან.თბილ ხალათში გახვეული ლეპტობს მუხლებზე ვიდებ და სოციალურ ქსელში ვიჭყიტები,მნიშვნელოვანი არაფერი რამდენიმე მესიჯი რომლსაც უპასუხოდ ვტოვებ.დაახლოვებით სამი თვის წინ გავაგზავნე ჩემი მონაცემები ბრიტანეთის პრესტიჟულ კონსერვატორიაში პაუხს კი ყოველწამს ველი.მამას სურდა იქ მიმეღო მუსიკალური განათლება.ის მუსიკოსი იყო,კომპოზიციებს და სიმღერებს წერდა...


****
პარასკევს საღამოს რეზი,ჩემი ჯგუფის წევრი მთხოვს კორპორატიულზე გავყვე.მეც ვთანხმდები.საღამოსთვის წითელ გაშლილ კაბას ვიცვამ,ბარძაყამდე ჩახსნილს.თმებს მაღლა ვიწევ და მუქი ტუჩსაცხით ტუჩებს ვიფერადებ.
საღამო არაჩვეულებრივად მიდის,მდიდარი და გავლელიანი ხალხი,მუსიკა დაბალ ხმაზე და უამრავი სასმელი რომელებიც ჩემთვის "ხიხიაა".
რეზი კარგი ბიჭია,ზრდილობიანი და ზედმეტად ყურადღებიანიც კი მაგრამ ზურა ჩემთვის ერთადერთი მამაკაცია რომელიც მაინტერესებს ამ ეტაპზე.
მოსაუბრე ხალხს ვეცლები და აივანზე გავდივარ საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.თალებ დახუჭული ვეყრდნობი მოაჯირს და ღრმად ვსუნთქავ.ვგრძნობ ცხელ ხელებს მუცელზე...მგონია მეჩვენება ან ჰლუცინაცია დამეწყო მაგრამ ნათლად ვხედავ ზურას,ზურას,ზურას....გული სიხარულისგან მიფართხალებს.მინდა რამე ვუთხრა მაგრამ საშუალებას არ მაძლევს ტუჩებზე მაცხრება და გაშმაგებით მიკოცნის ბაგეებს,მეც მონატრებულ ტუჩებს არ და ვერ ვწყდები და კოცნაში ვყვები.წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვსხდებით მანქანაში მაგრამ აშკარად ვხედავ როგორ აქვს ჩემი ხელი მის მარჯვენაში მოქცეული ზურას და სადღაც მივყავარ...
არ ვნერვიულობ ახლა მას ჯანდაბაშიც კი სიამოვნებით გავყვები...


მანქანა სასტუმროს წინ ჩერდება,"რედისონ ბლუ ივერია"-ციმციმებს უზარმაზარი აბრა.ზურა ხელზე ხელს მკიდებს და თვალებში მაშტერდება,ვიბნევი...გავაღბ კარებს და გავიქცევი,ვფიქრობ გულში თუმცა საწინააღდმდეგოს ვაკეთებ ზურასთან ერთად სასტუმროში შევდივარ.ნომერს ვჯავშნით და ლიფტში შევდივართ,დახუთულობას ვგრძნობ ალბათ შევიშლები საკუთარ თავთან ბოძოლით,ქუთუთოებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს.რაღაც ძალა მაბრკოლებს,შინაგანი მე ჩამძახის რომ უნდა წავიდე თუმცა მე ისევ იქ ვარ ზურას სიახლოვეს.
ოთახში შევდივართ,ყველაფერი ისეთი მდიდრული და ლამაზია რომ მზერა სგნებზე გადამაქვს და თითქოს ვწყვეტ თრთოლვას,კაცი წითელი ღვინოთი სავსე ბოკალს მთავაზობს,ნერვიულად მეცინება და ღვინოს ვწრუპავ.წინანდელი სიმთვრალე მახსენდება მაგრამ მაინც ვსვამ.
სასმელი მათამამებს,ჩემს სტერეოტიპებს კი ღვინო ბოლოს უღებს,ზურას ხუმრობებზე გულიანად ვკისკისებ მაგრამ ვაღიარებ მისი სიახლოვე ღვინოზე უფრო მათრობელაა ჩემთვის.
სახეზე ხელს მისვამს და ძალიან ნაზად მკოცნის ქვედა ტუჩზე მთვრალი მე,ალერსში ვყვები და თმებში ვუცურებ ხელს.უმისამართოდ დააცოცებს ხელებს ჩემს ყელზე და სველ კოცნებს მიტოვებს.მისი ყოველი შეხება ენით აუწერელად მსიამოვნებს და ვნებიანად ვკრუსუნებ მის მკლავებში მომწყვდეული.კაბის შესაკრავს მიხსნის და იატაკზე უმისამართოდ ისვრის.ჭკუიდან გადავყვარ მის სიახლოვეს,არ ვიცი რა იქნება ხვალ მაგრამ არ შემიძლია ამაზე უარი ვთქვა...



***
დილით მზის სხივის ნაცვლად სხეულის ტკივილი მაღვიძებს,თავს ძლივს ვწევ და ჩემს გვერდით მძინარე ზურას ვხედავ,ფრთხილად ვდგები საწოლიდან და ზეწარში გახვეული ფეხაკრეფით შევდივარ სააბაზანოში.სარკეში ვიხედები და გული მისკდება!სხეული სულ დალურჯებული მაქვს,თუმცა მაინც არ ვღელავ ყველაზე შესამჩნევი მაინც ჩემი თვალებია რომლებიც განსაკუთრებულად ელვარებენ მე ხომ უკვე ქალი ვარ.
სწრაფად ვიცვამ და ოთახიდან ჩუმად გავდივარ,სასტუმროდან გასულს ჰაერი განსაკუთრებულად სუფთა მეჩვენება ტასქში ვჯდები და სახლში მივდივარ.
კიბეებს ელვის სისწრაფით ვამთავრებ და სახლში შევდივარ.პირელ რიგში ჯაკუზს ვავსებ წყლით და სურნელივან ზეთეს ვასხამ არც ჩემი საყვარელი სანთლები მავიწყდება.ტანსაცმელს ვიხდი და თბილ წყალში ვწვები.სხული მიდუნდება და მგონია მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ჩამოვიხსენი.წყალში ნებივრობა მიტკბება და მხოლოდ მაშინ ამოვდივარ როცა წყალი ცივდება.ჩემს ფუმფულა ხალათში ვეხვევი და ლელას ვურეკავ რომ ამოვიდეს შემდეგ კი ყავის მოდუღებას ვიწყებ.ვინაიდან ლელა ჩემი მეზობელია ორ წუთში ჩემთან ჩდება.
-ლელა რაღაც გავაკეთე-ვამბობ შეპარვით და მზერას ვუსწორებ.
-რა გააკეთე?-ინტერესით მეკითხება და უშაქრო ყავას იმზადებს.
-მე... კაცთან მეძინა-ვამბობ არეულად და თვალებს ვხუჭავ.
-არ არსებობს!არააა!-კისკისებს ლელა.
-რა გაცინებს ლელა!-წარბებს ვკარავ მე და მაგიდას ხელს მსუბუქად ვარტყამ.
-ვერ წარომედგინა თუ შენ მართა წულაზე,ადამიანი რომელიც ვერ იტანს გაურკვევლობას ყველაფერს ჩარჩოში სვამს,არ გადადის ზღვარს არასოდეს და მთავარი!იცავს ტრადიციებს და ამბობს რომ ქორწილში ქმარს უმწიკლო უნდა ჩაბარდეს ახლა მეუბნება რომ კაცთან იწვა!-თვალებში მაშტერდება ლელა და ემოციურად იქნევს ხელებს.
-ერთხელ ყველა აფრენს-ვამბობ ნაღვლიანად და შოკოლადის ნატეხს გემრიელად ვკბეჩ.
-ჰო რათქმაუნდა...მაგრამ რა ურთიერთობა გაქვს იმ კაცთან?-
-არ ვიცი სულ რაღაც ერთი თვეა რაც ვიცნობ-ამოვიკნავლე საწყლად და თავი მაგიდაზე დავდე.
-გიყვარს?-ინტერესით მკითხა ლელამ.
-არა,არ ვიცი...-ამოვიტირე მე.
-რაგატირებს სულელო?რაღაც გრძნობა რომ გაქვს ეს აშკარაა,სხვა შემთხვევაში შენ გვერდით არავის გაიკარებდი.საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ მართა!ახლა ისიც ვიცი რას გრძნობ,ვიცი საკუთარ თავთან რომ სამკვდრო სასიცოცხლო ომი გაქვს გაჩაღებული-აღელვებით საუბრობდა ლელა თან გულში მიკრავდა.
-მგონი შეცდომა დავუშვი და ეს არუნდა მექნა-ამოვიტირე ისევ.
-გეყოფა თვითგვემა გოგო!უკვე ქალი ხარ,ოცდახუთი წლის ქალი და საკუთარ ცხოვრებას ამახინჯებ ამ იდიოტური მენტალიტეტის გამო!მიეცი საკუთარ თავს თავისუფლება და მიიღე სიამოვნება ამ ცხოვრებისგან-
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა ლელუკა?-ვკითხე ღიმილით.
-უშველებეეელი!-გაიცინა ლელამაც.
-მოგეწონა?-მკითხა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
-რა?-ვერ ჩავწვდი კითხვის კონტექსტს.
-რა და ლობიო! რა შტერი ხარ გოგო რაუნდა მოგწონებოდა?-ინტერესით გადმოკარკლა თვალები ლელამ და უზარმაზარი ბალიშიც მიიღო ჩემგან.
-დაიახაც მომეოწნა-ენა გამოვუყავი მე და შოკოლადის ფილა გმრიელად ჩავკბიჩე.
-ჰო და ეგრე რა საჭიროა კომპლექსები შექალო!-მხარი გამკრეა ლელამ.
ღამით ლელა ჩემთან დავიტოვე და მთელი რეამე ტკბილ მასლაათში გავლიეთ.დილით ადრიანად ავდექი საუზმე მოაზადე და რამდენიმე გვერდის გადათარგმნაც მოვასწრე ლელას გაღვიძებამდე.შემედ კი კაფეში წავედი რეპეტიციაზე რამდენიმე დღე რჩებოდა ჩვენს დებიუტამდე და მაქსიმალურად ვიტვირთავდით თავს იმისთვის რომ საუკეთესოები ვყოფილიყავით და ხალხის გულები დაგვებყრო.
გვიან ვტოვებ კაფეს და ფეხით მივყვები ქუჩებს,საახლაწლო განწყობა იგრძნობა ქუჩებში და მეც პატრა ბავშვივით აღტაცებული ვაკვირდები ციმციმა დეკორაციებს.სუპერმარეტში შევდივარ და საყვარელ შოკოლადს ვყიდულობ,მთელი დღეა არაფრი მიჭამია ამიტომ ჩემს საყვარელ გემრიელობას გზადაგზა გემრიელად მივირთმევ. ჩემს კორპუსთან ვამჩნევ ზურას მანქანას ნაბიჯებს ვანელებ და ერთაგილას ვეყინები.მასთან შეხვერის მრცხვენია მე ხომ ისე მოვიქეცი როგორც...
თავი ხელში ამყავს და გზას განვაგრძნობ,მანქანას ვაიგნორებ თითქოს არც მინახავს და სიბმელეში ვაბიჯებ თუმცა ვგრძობ რომ აქაა ახლოს,მის სურნელ ვგრძნობ რომლებიც ჰაერში არის გამფანტული.გააზრებას ვერ ვასწრებ ისე ვხდები მკვირივ სხეულზე აკრული."სად მიიპარებოდი" მეჩურჩულება ვნებიანად და ტუჩებზე მაცხრება.


არის მომემტები როცა საკუთარი ბედნიერება მაშინებს,მეშინია რომ ბედნიერი წუთებთ სავსე ვარდისფერი ბუშტი, გასკდბა ტკბილი მოგონებები კი სივრცეში გაიფანტება ხოლო, ჩემი სული უბრალოდ დაცარელდება.
ყველაზე მეტად მაინც მატოობა მაკრთობს,ჩემს გარშემო გამეფებული სიცარიელე მომიღებს ბოლოს...მე ხომ მეშინია?ჰო მე მეშინია,შავი ჩრდილების და კიდევ მიუტოვებელი ცოდვების მეშინია ჩემს შიშველ სულს რომ ეტმასნება...

***
მე ვცხოვრობ უპრინციპოდ,ყველანირი მორალისგან შორს...ეს მარაზმია,ყველა ჩემი პრინციპი გავათელიე კაცს რომელიც ჩემი გაურკვეველი ცხოვრების ლაქაა,ლაქა რომლის მოშორებას მირჩევნია თუნდაც მოვკდე.
ალბათ ერთხელაც ზურას თბილმა ხელებმა და მისმა უხამსო ხუმრობამ არ გამღვიძოს შევიშლები.ერთად ყოფნის ამ პერიოდმა ბევრი რამ შემძინა,პირველ რიგში ვგრძნობ რომ ქალი ვარ!სასურველი ქალი!განა არ მსიამოვნებს ზურას გაბრწყინებუკი და სიამაყით აღსავსე მზერა როცა ირგვლივ მყოფნი აღტაცებით აღნიშნავენ ჩემს მშვენიერებას...
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მაინც ჩემი შინაგანი ტრანსფორმაციაა,მე შემიყვარდა.თუმცა უიმედოდ,ჩვენი ურთიერთობა ხომ მხლოდ ვნებიანი საღამოებით გვირგვინდება.სიყვარული კი ტაბუ დადეული საკითხია ჩვენთვის,მითუმეტეს რომ სიყვარულს მუდამ აუგად და ცინიზმით მოიხსენიებს ზურა.

***
-ჩაალაგე?- ოთახში შემოდის ლელა და უცნაურად მიღიმის.
-ჰო თითქმის-ვიღიმი მე და ბარგს ვკრავ.
-ძალიან კარგი, მოვიდა შენი კაცი-კისკისით გარბის ლელა ოთახიდან.
-შენს კაცს განახებ ლელა!-ვამბობ წარბშეკრული და სმგზავრო ჩანთას ჰოლამდე ვაგორებ.
-ჭკუით იყავი,ეცადე დაათვალიერო კიდეც ანკარა სულ საწოლში არ იგორავოთ-გამაფრთხილებლად მიქნევს თითს ლელა და კარებს გასაღებით კეტავს.
-გახრწნილო!-ვამბობ სიცილით და ლიფტში შევდივარ.გული მიფართხალებს,მიხარია რომ ზურასთან ერთად დავისვენებ ცხელ ზაფხულში.კარები ხმაურით იღება და ზურას ვხედავ,ისე იღიმის როგორც მე მიყვარს,ბარგს მართმევს და ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივდივართ მანქანმდე.
-რამე ხომ არ დაგავიწყდა?-ეშმაკურად აფახულებს კაცი წარბებს და მომლოდინედ მიყურებს.
-არა-ვამბობ გაკვირვებული და საზურგეს კომფორტულად ვაწვები თან ჯდომისგან ზევით აქაჩულ შორტებს ვეჯაკგურები.
-მე კი მგონია დაგავიწყდა-ამბობს ღიმილით და ცერა თითს ტუჩებზე მისვამს.
-ჰოო?იქნებ შენ დაგავიწყდა?-ვკისკისებ მე და თვალებში ჯიქურ ვაშტერდები.
-შენ რომ შემახსენო?-არ ტყდება კაცი და ყელში ცხელი კოცნის კვალს მიტოვებს.
-ჰო რათქმაუნდა,უკვე 15 წუთია მანქანაში ვსხესვართ შენ კი ვერა და ვერ დაძარი მანქანა!-ვამბობ წარბშეკრული და მის რეაქციას ვაკვირდები.
-აფერსტი ჭინკა ხარ!-მპასუხობს და ვნებიანად მაცხრება ტუჩებზე,მეც მიხარია მიზანს რომ მივაღწიე, თვითკმაყოფილი ვიშორებ და ვანიშნებ რომ მანქანა დაძრას.
-საღამოს აგანაზღაურებინებ-ამბობს მკაცრად თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც იცინის.
მგზავრობა ორივეს გვღლის და ქალაქის დათვალიერებას ხვალისთვის ვდებთ.ნომერში აბუყბუყებული შევდივარ,ერთი სული მაქვს წყლის ჭავლს ქვეშ დავდგე.ჩემოდანს ვხსნი,საჭირო ნივთებს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ.ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს ცივი წყალი,გადაღლილი სხეული მიდუნდება და სიამოვნებისგან თვალებს ვლულავ.ხელის გულზე კანის გელს ვისახამ და მთელს ტანზე ვანაწილებ,ცივი წლის შეხება უდიდეს შვებას მგვირს.
-უჩემოდ გადაეყიტე ნებივრობა?-დახშული ხმით მიჩურჩულა ზურამ და ვნებიანად წამეტანა ბაგეზე.
-ზურა აქ რასაკეთებ!-წარბშეკრულმა შევხედე და სიცილის შეკავება ძლივს მოვახერხე.
-მომშივდა!-თქვა კაცმა და ხელში აყვანილი გამიყვანა საძინებელში.

***
დილით ადრიანად დავიწყეთ ქალაქის დათვალიერება,წარმოუდგენლად მსიამოვნებდა ზურასთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებული სეირნობა.უამრავი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და ვიმხიარულეთ.საღამოს კი დაღლილები დავბუნდით სასტუმროს ნომერში,ზურასთან ერთად წვეულებაზე უნდა წავდულიყავი.ცოტა გავბრაზდი კიდეც რომ ისევ უწევდა სამსახურეობრივი საქმეების მოგვარება თუმცა არაფერი ვთქვი.
რეკორდულ დროში ვიღებ შხაპს და კაბის არჩევას ვიწყებ.ბოლოს ლურჯ გრძელ კაბას ვიცვამ,წინიდან ჩახსნილს უკან კი ლამაზად ამოჭრილი წელით.თმას მაღლა კოსად ვიწევ და თვალებს მუქად ვიღებავ,ტუჩებზე შინდისფერ ტუჩსაცხს ვისვმ.საბოლოო ჯამში ძალიან მიმზვიდელ და სექსულაურ ლედის ვხედავ სარკეში.სუნამოს ვისხამ და ოთახში გავდივარ,სადაც ზურა მელოდება.ფანჯარასთან დგას და ამაოდ ცდილობს ჰალსტუხის შეკვრას,ღიმილით მიდივარ მასთან და შეკვრაში ვეხმარები.
-იქნებ დავრჩენილიყავით-ჩურჩულებს ის და ყელში ცხელი კოცნის კვალს მიტოვებს.
-ცუდი იდეა არ არის თუმცა გველოდებიან-ვჩურჩულებ მეც და პიჯაკს ვუსწორებ. -მზადაა!-ვამბობ ღიმილით და ხელებს ძირს ვუშვებ.
-საოცარი ქალი ხარ მართა!-ამბობს ის და წელზე ხელს მხვევს.

***
ჩვეულებრივი სქმიანი შეხვედრაა,მდიდარი ბიზნესმენები და მათი ულამაზესი მეუღლეები. ერთი შეხედვით ყველაფერი ყალბია,მათი ღიმილი და მანერებიც კი.ზურას ვიღაც ღიპიანი კაცი ეძახის და ბოდიშის მოხდით სადღაც გაჰყავს.ოფიციანტს წითელ ღვინოს ვართმევ და აივანზე გავდივარ რათა ულამაზესი ხედებით დავტკბე
. სწრაფი დინებით აგორებული ტალღები ქვედაკაბის ბოლოზე შემოვლებული მაქმანივით გარს ევლება კლდოვან სანაპიროს. თავისი სათვალთვალო პუნქტიდან მშვენიერი „ქალწული“ მდუმარედ ადევნებს თვალს ჟამთა ცვლას.
.ჰო ეს ბოსფორის სრუტეა,ერთერთი ღირსშესანიშნავი ადგილი თურქეთში.ციმციმა ლამპიონების სინათლე ულამაზესად ირეკლება მოლივლივე წყალში,ეს ყველაფერი კი უმაზესია.
-მერამდენე ხარ?-სიჩუმეს ვიღაც კაცის ხმა არღვევს.
-უკაცრავად?-გაკვირვებული ვუყურებ ტანმორჩილ კაცს.
-მერამდემნე საყვარელი ხარ ზურასი?მეოცე?მეასე?-ცინიკურად იღიმის ის.ვგრძნობ როგორ მივლის მკერდში რაღაც,სახეზე ერთიანად ვხურდები,ამაოდ ვცდილობ აცახცახებული ხელი როგორმე დავმალო მაგრამ არ გამომდის.
-ალბათ მაიასაც იცნობ?-ირონიას არ იშურებს უცნობი.
-მაია?-დაბნეული ვლუღლუღებ მე,უცობის უკან კარებში მდგომ ზურას ვხედავ,მზერა თითქოს გამჭვირვალე აქვს აშკარად რაღაცაზე ღელავს.
-ჰო მაია ჩემი დეიდაშვილი და ზურას საყვარელი ცოლია!-ამბობს კაცი და ცინიზმით სავსემზერას მისწორებს.

ბედნიერებიდან უბდურებმდე,ერთი ნაბიჯიაო ამბობენ,მართალი ყოფილა...აკანკალებულ ხელებს ყელზე ვისვამ,ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიხრჩობი.მუცელში იმედგაცრუება და ზიზიღი მიბუყბუყებს,მინდა ვიკივლო,ვიტირო და ემოციებისგან დავიცალო,ანაც მიწა გამომეცალოს ფეხქვეშ და ქვესკნელში ჩავვარდე.
ვგრძნობ როგორ ტრიალებს ირგვლივ ყველაფერი,ხელებით მოაჯირს ვეჭიდები თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ.მახსენდება რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ვარ და ვცდილობ ემოციური სტრესისგან გავთავისუფლდე.ცივ ხელებს სახეზე ვისვამ,წელში ვსწორდები და სულიერად მკვდარი ჩავდივარ კიბეებს.ბანცალით ვჯდები ტაქსში და ვთხოვ რომ სანაპიროზე წამიყვანოს.
მარტო ყოფნა მინდა ყველაფერზე მეტად,მჭამს ტკივილი და იმის გააზრება რომ მე ამხელა ცოდვა ჩავიდინე ოჯახის,უფლის და ჩემს წინაშე.წაბილწული მაქვს სული,მინდა საკუთარი ხელებით მოვიხრჩო თავი.
"ცოლიანი კაცის საყვარელი" მიგუგუნებს ყურში და მტკივა,მტკივა თითოეული მასთან გატრებული წამი.სიყვარული,ჩემი სიყვარული მტკივა.ფეხსაცმელებს ვიხდი და ქვიშაზე ვყრი,გონება გათიშული მაქვს სიკვდილი მინდა...ღამე მუსაიფად გავიხადე,შეშლილივით ვესაუბრებოდი და რჩევას ვთხოვდი.გამოსავალი ერთი იყო უნდა წავსულიყავი,სამუდამოდ...


***
სასტუმროს კიბეებზე ცოცხალ მკვდარი ავდივარ და ღმად ვსუნთქავ.^დამშვიდდი მართა^ მომიწოდებს ალტერ ეგო.კარებს ვაღებ,ოთახი ცარიელია საჭირო ნივთებს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ შხაპის მისაღებად,ჯინსის მოკლე შორტს და თხელ მაისურს ვიცვამ და ჩემს ნივთებს ჩანთაში ვალაგებ.გონება მეფანტება როცა ზურასთან ყოფნის ეპიზოდები ლამაზ კინოკარდრებად მივლის თვალწინ,ცრემლებს ხელის გულით ვიშორებ და კარებზე მიშტერდება მზერა.ის იქ დგას და მიყურებს...მიყურებს ისე როგორც არასდორს,მტკივნეულად მესობა გულში მისი თვალები რომელიც აღარ ციმციმებს ისე როგორც გუშინ და გუშინწინ.დინჯი ნაბიჯებით მოემართება ჩემსკენ და სავარძელში ჯდება.
-გითხრა?-ამბობს გატეხილი ხმით და მზერას მისწორებს.
-მითხრა-ვამბობ ჩურჩულით და თავს დაბლა ვხრი.
-ბარგი ჩაგილაგებია-თვალებით ჩემს ჩანთაზე მიმანიშნებს.
-ჩემი ადგილი აქ არ არის-ვამბობ ღიმილით ფეხზე ვგდები და ფანჯარასთან ვჩერდები.ისევ ლივლივებს სინათლე ტალღებზე და ისევ ეხეთქება შლამიან ნაპირს ტალღების ნაკადი.არ მინდა ვიტირო,^შენ არ იტირებ მართა!^ მომიწოდებს ალტერ ეგო თუმცა ლოყაზე უსინდისოდ ჯერ ერთი ცრემლის გორგალი ცურდება შემდეგ მეორე და ა.შ.
-შენ არაფერი დაგიშავებია გარდაიმისა რომ ცოლს უღალატე...არ ვნანობ,უფრო სწორედ ვერ ვნანობ შენთან გატარებულ დღეებს.შენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს ჩემთან,არც დაპირება მოგიცია რამის...მე ვიცოდი რომ შენი რიგითი გასართობი ვიყავი მაგრამ თავს ვისულელებდი არ მინდოდა დამეკარგე.მაგრამ ახლა სულერთია,მე ჩემს გზაზე წავალ შენ შენსაზე და თამაშიც დასრულდება-ვამბობ ხმა წართმეული და ზურაკენ ვბრუნდები,მინდა მის მზერაში რამიმე ემოცია დავინახო მაგრამ არა თვალები ჭაღზე აქვს გასწორებული თითქოს არც კი მისმენს.ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა სწრაფად ვიღებ ჩანთას და ოთახიდან გაბრბივარ.



***
სიყვარულს ვერსად გაექცევი,ვერ სინდისის ქენჯნას.წარმოუდგენელი იყო დღის დასაწყისი ზურას გარშე,მისი სითბოს გარეშე რომელიც მე არ მეკუთნის და თურმე არც არასოდეს მეკუთნოდა.გაანალიზება იმისა რომ მე მისთვის უბრალო რიგითი გასართობი ვიყავი,შიგნიდან მჭამს და მანადგურებს.


***
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟუმა კონსერვატორიამ ჩემი გმცხადება დააკმაყოფილა.13 ივნისს იყო ფრენა.
ტკივილისგან გაქცევა სისულელეა,ცხოვრებასთან გადავწყვიტე დაჭერობანას თამაში თუმცა წავაგე,მწარედ წავაგე.


***
-ყველაფერი კარგად იქნება-თვალცრემლიანი მაცილებს ლელა აეროპორტში.
-ჰო-ვამბობ აწყლიანებული თვალებით და მეგობარს ძლიერად ვიკრავ გულში.
-თავს გაუფრთხილდით-სიტყვას გვაწევს ლელა და თვალს ვეფარებთ.
-ყველაფერი კარგად იქნება-ვამბობ ღიმილით და მუცელზე ხელს ისვამ...


***

ფეხმძიმობა ძალიან პრეტენზიულს მხდის.პირველი ორი თვე ვერც კი ვიძინებ და ღამ-ღამობით სეირნობა მჩემდება.ლელას ხშირად ვესაუბრები სკაიპში,ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად მიდის,თუმცა ვერავინ წარმოიდგენს რა ხდება ჩემში,როგორ მტანჯავს სინდისი.


ექიმთან ვიზიტის გამო დილით ადრე მიწევს ადგომა,სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრგებ.სარკეში ვიხედები და ვამჩნევ როგორ გამეზარდა თმები,ისინი უკვე წელამდე მწვდება და ვფიქრობ შევიჭრა თუმცა,მახსენდება როგორ უყვარდა ჩემს თმებზე თამაში ზურას.მეუბნებოდა შენი სურნელი მაგიჟებსო.ნეტავ თუ ვახსოვარ?ვეკითხები ჩემს თავს და გამობურცულ მუცელზე ვისვამ ხელებს.
-დედიკოს ყველაზე მეტად უყვახარ დე-ვეუბნებიი ჯერ კიდევ ჩემში მცხოვრებ პატრას და სააბაზანოდან გამოვდივარ.საათი 9:16 წუთს აჩვენებს,დროა მოვემზადო თორემ დავაგვიანებ.გარეთ საკმაოდ ცივა ამიტომ თბილათ ვიცვამ, ახლა ხომ ორი ვარ და ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნო.
-რა გემრიელი სუნია!-სიცილით ვკითხები სამზარეულოში მოფუსფუსე მარგარიტას.
-ჩემს გაბერილ გოგოს საუზმე მოვუზადე-მაცდურად მიფახულებს წარბებს მარგარიტა და ბოსტნეულის სალათით სავსე თეფშს მიდგამს წინ.
-უგემრიელესია მარგარეტ!-ვუქებ ნამუშევარს და პომიდვრის მომცრო ნაჭერს ვასობ ჩანგალს.
-მეც გამოგყვები ექიმთან თუ შეიძლება...
-რათქმაუნდა თუ არ გეზარება-ვპასუხობ ღიმილით და ფორთოხლის წვენს ვსვამ. -გემრიელია!-კმაყოფილი ვაწლაპუნებ ტუჩებს.
-ახლა დავწურე-იცინის მარგარიტა და მაგიდას ალაგებს.
-პალტოს მოვიცვამ და წავიდეთ-ვამბობ და ფეხზე ვდგები.

***
საავადმყოფოში ადრიანად გვიწევს მისვლა,ამიტომ უმარავი ხალხი გვხვდება.მარგარეტი რიგს ამოწმებს და გვერდით მიჯდება.გული მეწურება როცა ვხედავ როგორ დაჰფოფინებენ ქმრები ცოლებს თავზე და ვგრძნობ როგორ მევსება თვალები ცრემლებით...^^ჩვენ მარტო არ ვართ,ჩვენ არ ვართ მარტო^^ ვეჩურჩულები პატარას და ექიმთან შევდივართ.
-ნაყოფი კარგად ვითარდება,ყველაფერი მწყობრში გაქვთ-ამბობს ექიმი და წამლების რეცეპტს მივსებს.
-გოგოა თუ ბიჭი?-ცქმუტავს მარგარეტი.
-დედას არ სურს გაგება-ორაზროვნად იცინის ჩაპუტკუნებული მეტდა და ჩაცმაში მეხმარება.
-მთავარია ჯანმრთელი იყოს-ვჩურჩულებ ქართულად და ფეხზე ვდგები.
-მომავალ თვეში გელოდებით-მეუბნება ექიმი კაბინეტიდან გასვლისას.


***
-მე სამსახურში უნდა გავიდე-ამბობს მარგარეტი და მანქანას ჩვენს კორპურსთან მიჩერებს.
-კარგი,გმადლობ მარგარეტ ყველაფრისთვის-გულწრფელად ვუღიმი ქალს და ღვედისგან ვთავისუფლდები.
-მე იმიტომ არ გიდგავარ გვერდში მართა რომ შემდეგში მადლობები მიხადო!-წარბებს კრავს მარგარეტი.
- Pardon-ვეკიჭები და მანქანიდან გადმოვდივარ.
-დამირეკე რამე თუ დაგჭირდა-მაფრთხილებს და მანქანას ქოქავს.დასტურის ნიშნად თავს ვუქნევ და სადარბაზოში შევდივარ.
მარგარეტი,ხუთი თვის წინ გავიცანი კონსერვატორიაში ისიც ჩემსავით სწავლობს მაგრამ ემიგრანტი არ არის.ერთმანეთს მალე დავუახოვდით და როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო მასთან გადასვლა შემთავაზა,რადგან რთული იყო საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ორსული ქალისთვის.მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ და მშვენიერი მეგობრებიც გავხდით.
სახლში დაღლილი შევდივარ,ტანსაცმელს ვიცვლი და სამზარეულოში გავდივარ.ჩემს გოჭუნიას შია,მაცივარს ვაღებ ერთხანს ვათვალიერებ ყველანაირი პროდუქტით სავსე მაცივარს და ისევ ვხურავ.^აღარ გვინდა^ ვიმართლებ თავს და ჩემს ოთახში გავდივარ.-ლელა დეიდას დავურეკოთ-ვეუბნები პატრას ლეპტოპს ვრთავ,და მონატრებულ დაქალს ვურეკავ.
-სწავლა როგორ მიდის?-მეკითხება ლელა.
-მშვენივრად,ცნობილი მუსიკოსები გვიტარებენ ლექციას...ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად მიდის-ვპასუხობ ღიმლით.
-მიხარია,როდის გიწევს ჩამოსვლა?
-თვე ნახევარში...შენ რაშვრები,ისევ იმ ბარში მღერი?-ვეკითხები ინტესით.
-არა წამოვედი,ბავშვთა სახლში დავიწყე მუშაობა-თვალები გაუბრწყინდა ლელას.
-კარგია რომ წამოხვედი,ნამდვილად არ შეგეფერებოდა ის ადგილი...
-ჰო ამიტომ წამოვედი. უბედნიერესი გამხადა პატრებთან კონტაქტმა.
-მიხარია შენი ბედნიერება ლელა.ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე.-
ლელას მალე ვემშვიდობები რადგან სამსახურში უწევს წასვლა,მოწყენილი ვხურავ ლეპტოპს და საწოლზე ვწვები.ათასი იდეა მიტრიალებს გონებაში,უამრავი დრო მაქვს და მინდა რამენაირად დავხარჯო თორემ მოწყენილობისგან ვკვდები.ინტერნეტში დავძვრები და სასარგებლო რჩევებს ვეძებ ფეხმძიმე ქალებზე.აღმოვაჩინე რომ კარგია ცურვა,ვარჯიში და იოგა.საკონტაქტო ნომრებს ვიწერ და ჩემს ექიმსაც ვურეკავ და ვეკითხები რჩევას.მისის ჰესი მიქებს გადაწყვეტილებას და მეუბნება რომ ბავშვისთვის აუცილებელიც კია მსგავსი აქტივობა.მეც გახარებული ერთ ადგილას ვცქმუტავ და ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე როდის დადგება.


***
დილით ადრე ვდგები,მარგარეტს ჯერაც სძინავს ამიტომ საუზმის მზადებას ვიწყებ.ბლინებს ვწვავ და ჩაის ვაყენებ.
-მარგარეტ საუზმე მზადაა-ვუკაკუნებ კარებზე და ბლინები თეფშზე გადმომაქვს.^თაფლი თუ მარწყვის ჯემი?^ ვეკითხები ჩემს თავს.
-მარწყვის ჯემი!-კისკისებს მარგარეტი და სკმზე ხმაურით ჯდება.
-ჰო მარწყვი-ვამბობ ღიმილით და მაგიდასთან ვჯდები.
-უგემრიელესია-ტუჩებს ილოკავს მარგარეტი. -ოქროს ხელები გაქვს!
-გმადლობ.იცი დღეს საცურაოდ მივდივარ-ვამბობ აღტაცებით.
-მართლა?ძალიან კარგია.დღეს მთელი დღე თავისუფალი ვარ და მეც გავალ სადმე.
-იქნებ შენც წამოხვიდე?-წარბების ფახულით ვეკითხები და წვენს ვწრუპავ.
-კარგი წავიდეთ მერე კინოშიც შევიაროთ,კვირაა და დრო გვაქვს.
-მშვენიერია!-ვამბობ ღიმილით და ჩემს ოთახში გავდივარ.


დღე არაჩვეულებრივად გადის,მუცელიც არანაირ დისკომფორტს არ მიქმნს ცურვისას.წყლიდან მარგარეტის დაჟინებული თხვნის გამო ამოვდივარ,მაფრთხილებს რომ ძალიანაც არ ღირს ჩემი გადაღლა.ცურვის შემდეგ კინოში მივდივართ და ანიმაციურ ფილმს ვუყურებთ.


სახლში ღამით ვბრუნდებით,დაღლილი დივანზე ვეშვები და ხელებს მუცელზე ვიწყობ.ორგანიზმი საკვებს მთხოვს,მარგარეტი სააბაზანოშია და კარგა ხანს არ გამობრძანდება.ძლივს ვდგები ფეხზე და სამზარეულოში გავდივარ რომ ვივახშმო.მაცივრიდან საჭირო მასალა გამომაქვს და სპაგეტს ვამზადებ,ბოლო დროს ხშირად ვამზადებ და ამოვიჩემე ასე ვთქვათ...
ვახშამს მარტო მივირთმევ და ერთ ბოკალ წითელ ღვინოს ვაყოლებ.ექიმმა მითხრა რომ დოზირებულად შეიძლება მისი დალევა და ბავშვსაც არგებს.
ღვინის ბოკალს ხელში ვათაშებ და თვალწინ მიდგება ზურასთან გატარებული წუთები.ყველაფრის მიუხედავად ვგრძნობ რომ ისევ ჩემშია,უწინდელზე მედატაც კი მიყვარს თუმცა ვიცი რომ არ უნდა მინდოდეს მასთან...ნამდვილი არაკაცივით მომექცა,მაგრამ მხოლოდ მან არ დააშავა,მეც ვარ დამნაშავე ახლა კი ვიმკი საზღაურს.
თვენახევარში ალბათ საქართველოში მომიწევს ჩასვლა,საშობაო არდადეგები მეწყება კონსერვატორიაში და მამაჩემის საფლავს მოვინახულებ...მადლობელი ვარ ლელასი მან უხელმძღვანელა ამ საქმეს როცა მე წამოვედი.
ვფიქრობ,და ვხვდები რომ შეიძლება ზურასაც დაველაპარაკო...მაგრამ რაღაც მბოჭავს,მეშინია მისი რეაქციის როცა ბავშვზე გაიგებს.მოულოდნელი იქნება ეს მისთვის,იქნებ არც უნდა შვილი ჩემგან,მას ხომ ცოლი ჰყავს?მაინც არანაირი იმედი არ მაქვს,შეიძლება არც ვუთხრა მაგრამ ეს ხომ დანაშაულია?ჩემს შვილს მამა სჭირდება,და აქვს უფლება მის აღზრდაში მამაც შეიტანოს წვლილი.
მტანჯველ აზრებს თავიდან ვიშორებ და სამზარეულოდან გავდივარ,დროა დავიძინოთ ეს დღე ნამდვილად დამღლელი იყო ჩვენთვის.


ღამის განსაკუთრებულად მეშინია,სულ ვცდილობ მთელი დღე დავიტვირთო და ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს.მინდა კარგი დედა ვიყო,ვვარჯიშობ და კარგადაც ვიკვებები.
დილით გაღვიძებისას პირველ რიგში მუცელს ვათვალიერებ, წარმოუდგენლად მიხარია თანდათან რომ ვიბერები.
საოცარი განცდაა როცა გრძნობ როგორ იზრდება შენში პატარა არსება,უდიდესი სითფო მეღვება გულში როცა მუცელზე ბიძგებს ვგრძნობ.სიგიჟემდე მიყვარს უკვე პაწაწინა ნიმფა,ჩემი შვილი რომ ჰქვია.
ფეხმძიმობამ სენტიმენტალური გამხადა,მახსენდება მამა როგორ მზრდიდა მარტო და ისიც კარგად მახსოვს რამხელა დანაკლისს ვგრძნობდი გულში,მე ხომ უდედოდ გავიზარდე.გადავწყვიტე ზურასთვის ამანათი გამეგზავნა,ექიმთან ვიზიტისას გადაღებული ეხოს ფოტოები კონვერტში ჩავდე,სულ ექვსი ფოტო გამოვიდა და ყველა მათგანი თვეების მიხედვით იყო განლაგებული.არ მიმიწერია არაფერი ზედმეტი,სახელიც კი არ დავურთე თან...უბრალოდ მინდოდა მასაც ეგრძნო ის რასაც საკუთარი შვილით გამოწვეული ბედნიერება ჰქვია.სხვა განზრახვა არ მქონია,კარგად მაქვს რეალიზებული რომ ის ცოლიანი კაცია,მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს მის წინაშე არც არაფერს ველი,მხოლოდ სურვილის შემთხვევაში მიიღოს ჩვენი შვილი...


***
ორშაბათი დილა ქაოსით იწყება,ეს ბოლო კვირა და არდადეგები მეწყება.მარგარეტის გამამომცხვარი შოკოლადიანი ორცხობილებით და ალუბლის წვენით ვსაუზმობ შემდეგ კი კონსერვატორიაში მივდივარ.რამდენიმე გამოცდა მაქვს, ლექტორი როიალთან მიხმობს და კომპოზიციის სახელებს მკარნახობს რომლებიც უნდა შევასრულო.
საბოლოო ჯამში მეც,ჩემი პატარაც და დამსწრე აუდიატორიაც კმაყოფილია ჩემი შესრულებით.მაგრგარეტი მოწონების ნიშნად ცერა თითს მიჩვენებს,ნიკოლასი კი ულამაზესი თაიგულით მოემართება ჩემკენ.
-არაჩვეულებრივი იყავი,მართა-ამბობს ღიმილით და ლოყაზე მკოცნის.
-გმადლობ,ლამაზია-ვარდებს ხელში ვიჭერ და გასასვლელისეკნ მივდივარ.
-ვახშამზე მინდა დაგპატიჟოთ,უარი არ მიღება-ამბობს ღიმილით.
-კარგი,მხსოვს დაგპირდი ამიტომ წამოვალ.-ვამბობ და მარგარეტის მანქანაში ვჯდები.
-შვიდზე გამოგივლი.-ამბობს ნიკოლასი და განზე იწევა რომ გზა დაუთმოს მანქანას.
-ვახშამზე დამპატიჟა გამომცდელად ვუყურებ მარგარეტს.
-მოსწონხარ-ამბობს და კისკისებს.
-კარგი რა!რა მაქვს მოსაწონი?ვერ ხედავ მალე დედა გავხდები-ვპასუხობ სიცილით და მუსიკას ვრთავ.
-ქალი ყველაზე ლამაზია ფეხმძიმობისას,შენც ზღაპრულ ჰარპიათას ჰგავხარ ამ პაწაწინა გაობზეკილი მუცელით-წარბის აწევით ამბობ მარგარეტი და სიჩქარეს უმატებს,მის გამომეტყველებაზე აშკარა შიშს ვხედავ.
-მარგარეტ რამე ხდება?-ვეკითხები ანერვიულებული.
-არა,შავი მანქანა დაგვყვება დილიდან და ვერ გამიგია რა ხდება!-არღშფოთებული საუბრობს მარგარეტი.
-სიჩქარეს უმატე და როგორმე თვალთახედვის არადან გავქრეთ-ვამბობ აღელვებით და ხელებს მუცელზე ვიჭერ.
-მართა დამშვიდდი ბავშვისთვის მავნებელია ზედმეტი სტრესი,ახლა მთავარ გზადტკეცილზე გავალთ და ყცელაფერი მორჩება-



***
სახლში აღელვებული შევდივარ,გონება გათიშული მაქვს.აქამდე მეც ვგრძნობდი ვიღაცის სიახლოვეს თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა კი,ახლა ძალიან მაშინებს არსებული სიტუაცია...
ტელეფონის ბზულიზე ფიქრები იფანტებიან და მოღუშული ვუღურებ ნიკოლასის ფოტოს,მახსენდება დაპირება და ვწერ რომ გამამიაროს.უხალისოდ შევდივარ ჩემს ოთახში და კარადას ვაღებ,ზოლიანი მუხლებამდე კაბას ვიცვამ,თმებს კი გრძელ ნაწნავად ვიბწვნი.მაკიაჟს არ ვიკეთებ,მხოლოდ კონტურს ვიტარებ ტუჩზე სუნამოს ვისხამ და ოთახიდან გავდივარ.
-მიდიხარ?-სამზარეულოდან მეძახის მარგარეტი.
-ჰო,დავპირდი-ვამბობ მოღუშული და მუცელზე ვიწყობ ხელს. -მშია.-ვამბობ ღიმილით.
-სავახშმოდ მიდიხარ-ამბობს კისკისით.-მჟავე,ცხარე თუ ტკბილი?
-მჟავე,ხრაშუნა-ვამბობ და ტუჩებს ვილოკავ.მარგარეტი მაცივრის კარებს აღებს და კიტრის მწნილს მაწოდებს.
-შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ-ვეუბნები მეგობარს,ისიც სიცილით მიკანტურებს თავს და მეუბნება რომ ეზოში ნიკოლასის მანქანა მელოდება.ჩქარა შევდივარ სააბაზანოში და კბილებს ვიხეხავ,ქურთუკს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.


***
ნიკოლასთან ერთად სასიამოვნო საღამოს ვატარებ,რამდენჯერმე გაკვრით მიმახვედრა რომ ჩემს მიმათ რაღაც გრძნობები ჰქონდა.
საღამოს სახლში მაცილებს და ლოყაზე კოცნით მემშვიდობება.
კიბეზე ჩაფიქრებული ავდივარ,არმინდა რომ ნოკოლასისთვის ძვირფასი ვიყო ეს მას დატანჯავს...არ შემიძლია სხვა კაცისკენ გავიხედო,მე შვილი მეყოლება და მთელი ჩემი ყურადღება მასზე უნდა გადავიტანო.
კარზე ზარს ვრეკავ და ველოდები მარგარეტს,ისიც არ აყივნებს და კარებს აღებს.
-როგორ გაერთეთ?-მეკითხება და ქურთუკის გახდაში მეხმარება.
-ნორმალურად,რას შვრებოდი?-ვკითხები და ჰოლისკენ მივდივარ.
-შენთან არიან,მეგობარმა მოგაკითხა-ამბობს მარგარეტი.
გულში ვფიქრობ ვინ უნდა იყოს,კარებს ვაღებ და სუნთქვა მეკვრის,ხელებს მუცელზე ვიწყობ და ერთადგილას ვეყინები.გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს "როგორ მიპოვა?"

მეგონია გული ყელში მომებჯინება,ამოსუნთქვასაც კი ვერ ვახერხბ,მარცხენა ხელს მჭიდროდ ვიჭერ მუცელზე მარჯვენათი კი კარებს ვეყუდები წონასწორობის დასაცავად.მარგარეტი გაფართოვენული თვალებით მიყურებს და ხელს მიწვდის,ამჩნევს რომ კარგად ვერ ვარ. "რატომ?რატომ?" მხოლოდ ეს მიტრიალებს გონებაში და ლამისაა ჭკუდან შევიშალო.თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. "პანიკაში არ ჩავარდე მართა" მიგუგუნებს ყურში და ვცდილობ არსებული სიტუაცია გავაანალიზო.იქნებ სიზმარია?თვალებს გავახელ და ის აქ არ იქნება! მამშვიდებს ალტერ ეგო,ნელა ვახელ თვალებს და მწარე რეალობას პირისპირ ვეჯახები.
თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ რას დამნაშავე ბავშვივით ვარ კარებთან აყუდებული,ის კი ზის და მიყურებს...თავი ხელში ამყავს და ნელი ნაბიჯებით მივდივარ წინ,სავარძელში ვეშვები და მომლოდინე მზერას ვაბყრობ.მარგარეტი მარტო გვტოვებს და კარისკენ მიდის,გულისცემა მატულობს,მგონია სინდისი გულს მიწურავს ჩადენილი ცოდვისთვის და ჩემს სულს საჯიჯგნად ეშმაკს უტოვებს...თვალები მეწვის,არ მინდა არამზადა ცრმლები! წამწამებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს და უნებლიეთ გაჩენილ ცრმლებს ჯანდაბაში ვგზავნი.
-რატომ ხარ აქ?!-ვამბობ ჩახლეჩილი ხმით,მოთმინება დაკარგული.მაგრამ პასუხი აგვიანებს,ჩემი სინდისი კი ისევ მიწურავს გულს რომ ათასჯერ უფრო ძლიერად მტკივა ჩადენილი დანშაული...
-რატომ არ მითხარი?-ამბობ ზურა და თვალებს მისწორებს.
-ვერ გადავწყვიტე ღირდა თუ არა თქმა,მაგრამ ახლა აზრი არ აქვს...-ვამბობ გულწრფელად და თვალებს ვხუჭავ.
-ჯანდბა არ უნდა მცოდნოდა რომ შვილი მყავდა? ჯერ ისე გაიქეცი რომ არაფერი მათქმევინე,ალბათ რაღაც საოცარ აზრებს დაალაგებდი?გამაგებინე მართა როდის უნდა გეთქვა ჩვენს შვილზე? მაინცდამაინც როცა ორივეს დაგკარგავდით?-ყვიროდა ზურა და ხელებს ჰაერში იქნევდა,პირველად ვხედავდი ასეთს მეშინოდა...
-გეყოფა ნუ მიყვირი რაც გავიგე ისიც საკმარისია,რაც შევცოდე ისიც ეყოფა ჩემს სინდისს არ ვაპირებ უარესი ცოდვის ჩადენას და შენი ოჯახის დანგრევას!-მოთმინება დაკარგული ვყვიროდი მეც.
-რა ცოდვა მართა? შენ დარწმუნებული ხარ რომ მე ოჯახი და სათაყვანებელი ცოლი მყავს? განა ისეთი არაკაცი გგონივარ სახლში ცოლი მეჯდეს და ცალკე სხვა ქალთან ვიყო?ჯანდაბა მართა სულ არ გცნობივარ...-ნაღვლიანად გამომხედა და სავარძელში ჩაეშვა.
-მაშ ვინ არის მაია? ან მისმა დეიდაშვიმა რატომ მითხრა რომ შენი ცოლია?-ვეკითხები აღელვებული...
პასუხს არ მცემს,ისევ ჩუმდ არის მხოლოდ ამღერებულ ტელეფონს იღებს და ანერვიულებული რაღაცაზე საუბრობს.
-გაემზადე მივდივართ!-ამბობს კატეგორიული ხმით და ფნჯრიდან იხედება.
-რას ნიშნავს მივდივართ? მე არსად მივდივარ შენ კი წახვიდე კარები ღიაა!-ვამბობ ცივად და თავს ხელებში ვრგავ,ყველაფერი ისეთი არეულია გორდიასის კვანძივით არის ყველაფერი მჭიდროდ გაკვანძული.ვფიქრობ და პასუხს ვერ ვიღებ.
-მართა ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო! აქ საფრთხე გემუქრებათ გესმის? ახლა რომ არ წაგიყვანო ისევე დაგკარგავ შენც და ჩვენს შვილსაც როგროც სოფო დავკარგე ათის წლის წინ...შემომხედე მართა...-მისუსტებული ხმით,თითქმის ჩურჩულით საუბრობდა ზურა.-უნდა მენდო-თქვა და წამომაყენა.
-ვერაფერი გავიგე რას მერჩიან,ან რატომ უნდა დამიშავონ რამე?-ვამბობ აკანკალებული ხმით.
-გეფიცები ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ახლა ხელი მომეცი,მენდე...
მუდარით სავსე მზერით მიყურებს და ხელს მიწვდის,დაუფიქრებლად ვეხები ხელზე და კარისკენ გავდივართ.
დაპროგრამებულივით ვდგამ ნაბიჯებს და საერთოდ ვერაფერს ვიაზრებ,ტკივილს ვგრძნობ მხოლოდ მუცლის არეში დროგამოშვებით.შავ მანქანაში ვჯდებით და მარგარეტს ვხედავ,დამმშვიდებლად მიღიმის და ხელზე ხელს მითათუნებს. "ყველაფერი კარგად იქნება" ტუჩების მოძრაობით ვიგებ მის ნათქვამს,ამასობაში მანქანაც იძრება.


***
ვერაფერზე ვფიქორბ და ვგრძნობ რომ ეს დასასრულია,ვერაფერი გამიგია ვისგან გავრბივართ.ვერაფერს ვიაზრებ მარგარეტი ძლიერად მიჭერს ხელზე ხელს და ვგრძნობ რომ მისი იმედი ყოველთვის მაქვს.
მანქანა საფრენ ბილიკთან ჩერდება,იქვე ვხედავ ვერტმფრენსაც და სულ ვირევი.ზურას ხელზე ვქაჩავ და ცივი მზერით ვთხოვ სასწრაფოდ გამარკვიოს რახდება.
-კერძო დეტექტივი ვარ,ერთერთი ობიექტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვე და ახლა მემუქრება.ა-ყოყმანით საუბრობს ზურა ...-ამის დედა შე*** რაზე მალაპარაკებ მართა?-გაცეცხელებულმა დაიყვირა როცა სამი ბეემვეს მარკის ავტომობილი დაინახა რომელიც გვიახლოვდებოდა.ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ვეტრფრენისკენ სირბილით წავედით.დროზე მოვასწარით,როცა ცაში ავფრინდით გულზე მომეშვა,რამდენიმე ტყვია მოხვდა ვეტმფრენს თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა.
გაფითრებული მარგარეტს ვეკრობი მკერდზე და ღრმად ვსუნთქავ,რა ჯანდაბა გავაკეთო?ვფიქრობ გულში და ფიქრისგან გონება ამიფეთქდეს.
ლამისაა

--------


ნამდვილი,წრფელი სიყვარული ყველა ბარიერს გადალახავს-ო ამნობენ,თუმცა კი ვერაფრით ვაგებინებ გონებას ზემოთხსენებულს.გულს ისევ მღრნის ცოდვა,ცოდვა რომელიც მახრჩობს და სულიერად მაჩანაკებს...განა მარტივია დანაკუწებული სულით ცხოვრება,რომელიც თითოეულ ნაბიჯზე მახსენებს ჩემს დანაშაულს.
ეს გაუსაძლისია...


***
ვეტმფრენი თბილისის აეროპორტში ეშვება,ზურას აღშფთებულ სახეს შვების ღიმილი ცვლის.ხელს მკიდებს და გადასვლაში მეხმარება,საშინელი ქარი სახეს მისუსხავს და სულ ერთიანად მაკანკალებს.ფიქრები ისევ ქაოტურად მოქმედებენ და მე ვხვდები,რომ ასე ყოფნა გაუსაძლისია.ვიგან ან რისგან ცდილობს ჩვენს დაცვას ზურა?ნეტავ ასეთი მნიშვნელივანი ვარ მისთვის რომ ასეთ რისკზე მიდის რომ გადამარჩინოს?
-მართა ფერი არ გადევს,იქნებ თავს ძალა დაატანო და არაფერზე იფიქრო?-კოპებ შეკრული მარგარეტი ცდილობს დამამშვიდოს.
-არ შემიძლია...-ვბუტბუტებ და მუცელზე ხელს ვისვამ,ჩემი პატარა საკმაოდ აქტიურია.
-ასე ჩემს ნათლულს ავნებ!-წარბებს კრავს მარგარეტი და ჩემს მუცელს ეფერება.
-კარგი ჰო,მშვიდად ვარ-ვამბობ ღიმილით და ფანჯარაში ყურებას განვაგრძობ.არ მიკითხავს სად მივყავდით ზურას,იქნებ პასუხი არც კი გაეცა.ყველანაირად ვცდილობ მისი არსებობა არ შევიმჩნიო და ასე გავაგრძელბ 'ის მხლოდ ჩემი შვილის მამაა!' ვამბობ გონებაში და თვალებს ვხუჭავ. 'თავის მოტყუება არ გამოგდის მართა,ვიცი როგორ გენატრება მისი სითბო' ხითხითებს ჩემი ალტერ ეგო დანერევები მეშლება.
-აღარ შემიძლია!-ხელებს თავზე ვიჭერ და კანკალი მივარდება.


***
მანქანა გზის პირას ჩერდება,გაოგნებული მარგარეტს ვუყურებ ის მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და ჩანთას იღებს.თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ თუმცა ტყის მეტს ვერაფერს ვხედავ.
-სად ვართ?-ვეკითხები ზურას.
-აქ ვერ მოგვაგნებენ-მპასუხობს და კარებს მიღებს.
-ჰო აქ რობინ ჰუდი ან ტყის ნიმფები გადაგვარჩენენ-ვამბობ წარბშეჭმუხნული და მისი დახმარების გარეშე გადმოვდივარ ავტომობილიდან.
ტეში ვიწრო ბილიკით შევდივართ,გზა გაუვალია ეკალ-ბარდები სიარულში გზას გვიშლის,წინ ორი მამაკაცი მიდის და გზას გვუსუბთავებს.
დაღლილობა მძლევს და აქლოშინებული ხეს ვეყრდნობი,თუმცა წამის მეასედში საყრდენი მეცლება და თვალებ გაფართოვებული ვუყურებ მომღიმარ ზურას.' არ იყო საჭირო'-ვბუტბუბ ვითომ განაწყენებული და ხელებს კისერზე ვხვევ.
ერთსაათიანი წვალების შემდეგ უზარაზარი სახლი მეშლება თვალწინ.წითელი კრამიტით ნაშენებ სახლზე მწვანედ გადაკრულიყო ხავსი.სახლი დიდი ოყო ასე სამი სართულით,სახურავთან კი პატრა სათვალთვალო კოშკის მაგვარი შენობა იდგა.ერთი შეხედვით საზარელი სანახავი იყო ტყის სიღრმეში მდგარი სასახლე,რომელსაც მზის სხვი ალბათ არც არასოდეს უნახავს უზარმაზარი ხეების წყალობით.
ჩემი დამარგარეტის ოთახი გვერდიგვერ აღმოჩნდა რაც საგრძნობლად მახარებს.ოთახში ვიკეტები და სააბაზანოში შევდივარ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სამყაროში რაც კი მტვერია მე მაქვს აკიდებული.კედებს ვიხდი და ვხედავ რომ ფეხი საგრძნობლად მაქვს შეშუპებული,ტანისამოსს ვიხდი და თბილი წყლით სავსე ჯაკუზში ვწვები...
აბაზანიდან გამოსვლისას მგონია ხელახლა დავიბადე,თბილ ელასტიკებს და სვიტერს ვიცვამ, კაპიშუნს თავზე ვიფარებ და ოთახიდან გავდივარ.მარგარეტის ოთახში ვიხედები,სძნივავს.მარტო მიწევს სამზარეულოს მოძებნა,თუმცა სურნელით მალევე ვპოულობ და ზურას ვხედავ აშკარად ვახშამს ამზადებს.კომფორტულად ვჯდები სკამზე და ხელებს მუცელზე ვიწყობ.
-ახლა უნდა ამოვსულიყავი რომ დამეძახა თქვენთვის-ამბობ ღიმილით.
-მარგარეტს სძინავს,ჩვენ კიდევ ძალიან გვშია.-ვამბობ და მომლოდინე მზერას ვაბყრობ.
-ბოსტნეულის სალათის მეტი ვერაფერი მოვამზადე-ამბობს და სალათით სავსე თეფშსა და ალუბლის წვენ მიდებს წინ.
-ვიცი რომ მხოლოდ ბოსტნეულის სალათი მომზადება იცი-ვკისკისებ მე და ჭამას ვიწყებ.
-ექიმთან ბოლოს როდის იყავი?-ინტერესით მეკითხება ზურა.
-ორი კვირის წინ,რატომ?
-არა ისე...გოგოა თუ ბიჭი?-მეკითხება ისევ.
-არ ვიცი,ხანდახან მგონია რომ ერთი კიარა რამდენიმე მიზის მუცელში-ვამბობ ღიმილით და წვენს ვწრუპავ.
-ყოჩაღ მამას-იცინის ზურა.
-ყოჩაღ დედას-ვამბობ წარბაწეული და ცარიელ თეფშს ვრეცხავ.
-დედიკო გაკაპასდა-ყურთან მეჩურჩეუება ზურა და მუცელზე ხელებს მხვევს.
-ზურა რას აკეთებ-ვლუღლუღებ მე და ვცდილობ ხელიდან გავუსხლტე.
-ნუ გარბიხარ-ჩურჩულებს და ყელში ცხელ კოცნას მიტოვებს..როგორ მინდა არაფერი ვიგრძნო,არც ჟრუანტელი და არც აჩქარებული გულისცემა...ასე მგონია ჩემი გულის ფეთქვა ყველგან ისმის...ბედნიერებისგან თუ სირცხვილისგან ლოყები მიხურდება და ღაწვებ დასველებული ვუყურებ როგორ ჩამუხლულა ზურა ჩემს ფეხებთან და ჩვენს პატარას რაღაცას ებუტბუტება.
სინდისის ხმა ჩაქუჩივით მირტამს და ფეთიანივით ვხტები გმზე,დასაძინებლად მივდივარ-თქო ხმა წართმეულმა წავილუღლუღე და ოთახიდან გავიძურწე.



***
დილით ადრე მეღვიძება,უფრო სწორად ცელქი ნიმფა მაღვიძებს რომელიც მუცელზე გამეტებით მირტყავს.ბედნიერს მეღიმება და საწოლიდან ვდგები.ფეხშიშველი მივდივარ დარებებთან,დილაა მაგრამ აქ მზეც კი არ ათბობს ყინულივით ცივ,თითქოს და მიტოვებულ სასახლეს...
დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ მარგარეტთან შევდივარ თუმცა ოთახში არ მხვდება.უკვე ვხვდები რომ უგემრიელეს საუზმეს დამახვედრებს და ასეცაა.უგემრიელესი შოკოლადის პუდინგებით გვიმასპინძლდება და ისევ ისმენს ჩემს ქება-დიდებას.

***
უკვე ერთი კვირაა გასული მას შემდეგ რაც ზურამ აქ მოგვიყვანა,სინდისი მკარნახობს რომ ასე გაგრძელება არ შემიძლია. 'საბოლოოდ გავარკვევ ყველაფერს' ვამბობ გულში და ზურასთან სასაუბრო დიალოგს გონებაში ვაწყობ.
საღამურებს ვიცვამ და საწლოში ვწვები,მთელი ღამე ვერაფრით ვიძინებ ერთი სული მაქვს როდის გათენდება და საბოლოოდ გავარკვიო ყველაფერი.თვალებს ძლიერად ვხუჭავ და დასაძინებლად ვემზადები როცა კარის ღრჭიალი მესმის.
პულასცია მემატება,სუნთქვაც კი მავიწყდება და ვეყინები ერთ პოზაში...
ერთი შეხება,მხოლოდ ერთი და ვდუნდები...ჰო ეს ისაა,ვინც გაიფიქრეთ.
საბანს წევს და გვერდით მიწვება,თბილ ხელებს მხვევს და გულზე მიხუტებს. 'ამას რატომ აკეთებს?' ვეკითხები ჩემს თავს და ჯიუტად არ ვახელ თვალებს.ანუ მას ყოველ ღამე ჩემს გვერდით სიძინავს მე სულელი კი ვერ ვხვდებოდი! სისინებს ჩემი ალტერ ეგო.
-როდის მომიყვები...-ვამბობ ჩურჩულით და თვალებს ძლიერად ვხუჭავ.
-დღეს არა მართა,ოღონდ დღეს არა...შენ არც კი იცი რა მტკივნეულია ეს ჩემთვის-ნაღვლიანად ამბობს ზურა და შუბლზე მკოცნის.


-------
გამოღებული ფანჯრიდან სასიამოვნო ნიავი ქრის,თბილ ქურთუკს ვიცვამ და ეზოში ჩავდივარ.ბალახებს ჯერაც არ შეშრობიათ ცვარი,ანაც რა გასაკვირია დილაა...
სუფთა ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და ხელებს გამობურცულ მუცელზე ვიწყობ.მეორე კვირა იწურება მას შემდეგ რაც ამ სასახლეში დავიდეთ ბინა.
აქ ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა,ისეთი სუფთა რომ სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რომ არა სინდისის ძაფი...
-დიდი ხანია რაც გღვიძავს?-მესმის ზურას ხმა.
-არც ისე...
-მგონი დროა დავილაპარაკოთ...-ამბობს ყოყმნით.რამდეჯერ წარომედგინა ჩვენი დიალოგი გონებაში,მაინტერესებდა რას მალავდა ზურა...ვხვდებოდი რომ რაღაც აწუხებდა,მე კი არ მინდოდა ჩაციებით მასზე რამე მეიძულებინა.
-გისმენ-ვპასუხობ მაქსიმალური სიმშვიდით და ძელსკამზე ვჯდები.
-ყველაფერს თავიდან დავიწყებ და დასკვნა შენ გამოიტანე...თვრამეტი წლის ვიყავი როცა მაია გავიცანი,მაშინ ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან, მამა რუსი ჰყავდა დედა-ქართველი.ერთმანეთი დაბადებისდღეზე გავიცანით,ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი თუმცა ამას ჩვენს ურთიერთობაზე პრობლემა არ შუქმნია.დაახლოვებით ხუთი თვე ვხვდებოდით,შემდეგ მითხრა რომ ფეხმძიმედ იყო...ცოლად შევირთე,ამ ნაბიჯის გადადგმით მამაჩემი ჩამომშორდა რადგან მაია არ მოსწონდა.ერთად ვცხოვრობდით და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე თურაოდენ უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის.არ ვიცი ფეხმძიმობის გამო თუ სხვა მიზეზით მაია შეიცვალა, სმა დაიწყო.იძულებული გავხდი მასზე მეზრუნა რადგან ბავშვს არ უფრთხილდებოდა.ყველანაირად იზოლირებული მყავდა.მერე დაიბადა ჩემი სოფო.მხოლოდ მის გამო ვიტანდი მაიას ამაზრზენ ხასიათს.რამდენჯერმე გამოვიჭირე რომ ბავშვზე ძალადობდა,დავემუქრე რომ სოფოს წავართმევდი.მერე თითქოს ყველაფერი კალაფოტში ჩადგა რომ არა 1 აგვისტო.ბათუმში მომიწია სამი დღით წასვლა,რას წარმოვიდგენდი რომ ბუმერანგი ყველაფერს ამომიტრიალებდა.მაიას ავარია მოუვიდა,საუბედუროდ ბავშვიც მანქანასში ეჯდა...მისი დაუდევრობის გამო ჩემი შვილი მოკვდა...სულ სამი წლის იყო-გატეხილი ხმით ყვებოდა ზურა,მიწჭირდა მისი მონაყოლის გააზრება.
-როგორც გაირკვა მაია ნასვამი მართავდა მანქანას,თვითონ გადარჩა მაგრამ ვაი მასეთ გადარჩენას ჭკუიდან შეიშალა,ახლა ფსიქიატრულშია.რაც შეეხება ჩემს ქორწინებას,გაბეყარე-მითხრა და ხელში ფარატინა ფურცელი დამაჭირა...
-ვწუხვარ...-მხოლოდ ეს ამოვიჩურჩულე დაძალიან მაგრად მოვეხვიე,ცრემლები შუჩერებლად მდიოდა და გულამოსკვნილი ვეკროდი ზურას გულს...
-ახლა ცხრა წლის იქნებოდა-ამოიჩურჩულა ზურამ და მის კვამლისფერ თვალებში ცრმელების გუბე ჩადგა...


***
თვალებს ვახელ და მხებს მუცელზე ვისვამ,მაგრამ ვგრძნობ როგორ მაქვს დაძრღვული ხელები შემოხვული სხეულზე.მზერას საწოლის მეორე მხარეს ვაცოცებ და ვხედავ ზურას,თვალები დახუჭული აქვს და უშგოთველად სძინავს.ნუთუ ვერ ვიგრძენი როგორ შემოიპარა ჩემს ოთახში?ვიფიქრობ გულში და ხელები სახეზე ვუსვამ,ის იშეიშმუშნება დამეც დაფეთებული ვაცილებ ხელებს და ვიტრუნები.ჩემი პატარა ისე ძლიერად მარტყამს თავს ძლივს ვიკავებს რომ არ წამოვიკივლო.
-არ გტკივა?-ამბობს ზურა ღიმილით და მუცელზე მეფრება.
-მტკივა მაგრამ თან მსიამოვნებს-ვიცინი მე,ზურა საბანს მაშორებს,მაისურს მიწევს და მუცელზე მკოცნის.კანი მეხორკლება და პულსაციაც მატულობს,ზურას ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება და საბანს მისწორებს.
-ზურა ყოველ ღამე შემოპარვა ახალი ტენდეციაა?-ვეკითხები წარბაწეული.
-უთქვენოდ მცივა-ამბობს ჩაფიქრებული და ყელში მკოცნის.
-მე მცხელა!-ვამბობ კისკისით რადგან მისი წვერების შეხებით კანი მეხორკლება.
-დაგცხება აბა რაიქნება ჩემო თბილო ვულკანი კაცი გიწევს გვერდით!-იცინის ის.
-საზიზღარო...-მეცინება მეც. -ზურა იცი რამინდა?
-აბა რა გინდათ თქვენო უმაღლესობავ?
-გოგრა და ტყემლის წვენი-ვამბობ ჩაფიქრებული და თვალებს ვჭუტავ.
-კარგი გაუჩენელს გაგიჩენთ ხომ იცი-ამბობს სიცილით და საწოლიდან დგება.


***
გაზაფხულის პირველი დღეების მოახლოვებასთან ერთად ჩემი პატარას გამოძრომის დროც დგებოდა.ზურა და მარგარეტი თავს მევლებოდნენ,მაგრამ ჭირვეული ფემძიმე არ ვყოფილვარ.
ზურამ ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა მშვიდად ცხოვრების საშუალება შეგვეძლო.
ყოველ დღე მაკვირვებდა ზურა თავისი საქციელებით,ერთ დღესაც გამომიცხადა ჩემი მშობლები უნდა გაგაცნოო...
ქალბატონი მადონა,ზურას დედა უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს მაგრძნობინებდა გაცნობის დღიდან.ხოლო მამა,ბატონი ერეკლე სანდომიანი და ყველა საკითხში ღრმად ჩახდული ადამიანი გახლდათ,ერთი შეხედვით მკაცრი და ცივი,გულის სიღრმეში კი ნამდვილი ანგელოზის გული ჰქონდა და რაც მთავარია მუსიკაზე გიჟდებოდა.
თბილისში დაბრუნებისას თითქმის ყოველ დღე მაკვრევინებდა როილაზე და ღრმად ჩაფიქრებული შორს დაფრინავდა.

***
1 მაისს დაიბადა ჩვენი პირველი ანგელოზი ნინო,ზურას დედას თქმით ზურას პატარობის ასლი იყო.მამასავით კვამლისფერი თვალები და სავსე ტუჩები ჰქონდა.
ზურას ვეღარ ვცნობდი,სამსახურიდან დაბრუნებული რაცარუნდა დაღლილი ყოფილიყო მაინც მზად იყო ძილი გაეტეხა და ნინი დაეძინებინა.არეული გვქონდა დღე და ღამე,დღისით ეძინა ჭირვეულ ანგელოზს ღამით კი მამის მკლავებში მომწყვდეული გაუჩერებლივ ტიტინებდა...
მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სურნელი ნინის აქვსო,მუდამ გაიძახდა ზურა და მის ფუმფულა თითებზე თამაშობდა.


***
ყველაფერი იყო თავის ადგილას,ბედნიერებაც იყო და უბედურებაც იმდგაცუდებაც და სიხარულიც.მარგარეტი დიდ ბრიტნათში აღარ დაბრუნებულა აქ დაიწყო მუშაობა ლექტორი გახდა.ლელა კი,პატარა მაქსიმეს ელოდა და ბედნიერად ცხოვრობდა რეზისათან ერთად.ჰო ეს ის რეზია,ერთად რომ ვმუშაობდით და მუსიკალური ბენდის სოლისტი.
ნინის მეორე იუბილეზე ზურამ მეორე ანგელოზიც მიიღო ჩემგან საჩუქრად...მე კი სამუდამოდ მაჩუქა მისი გული,რომელიც მხოლოდ ჩემთვის ძგერს...

***

-დედა-საუბრის წამოწყება სცადა ოთხი წლის ნინომ.
-რამოხდა დე ერეკლემ გაგაბრაზა თუ პატარა კატერინამ წაგართვა თოჯინა?-კისკისით ვეკითხები პატარას.
-არა მამიკომ გამომგზავნა დედიკოს ეს მიუტანეო-მეუბნება ნინი და პატრა ბარათს მაძლევს. "მგონი დროა ცოლად გამომყვე ტკბილო." წერია ბარათზე და მეც მარჯნის ბაგეზე სიამოვნების ღიმილი მეპარება...



№1  offline წევრი giorgi12377

რაღაც ძალიან აურიე ბოლოს, ეტყობა ძალიან დიდხანს წერდი, ამიტომ ჯობდა გადაგეკითხა და შეცდომები გაგესწორებინა, დასასრულს ეტყობა ძალიან ნაჩქარევი ხელი.. ან იმ ტყეში რაღას მიარბენინებდი თუ არ უნდა გაგეგრძელებინა, ვერტფრენით კიდევ არ უნდა ჩამოგეყვანა ლონდონიდან, უბრალოდ შეუძლებელია, ბევრი შეცდომა გაქვს ძალიან და ჯობია გაასწორო... მინდა უკეთესად წერო, აშკარად გაქვს ფანტაზიისა და გადმოცემის უნარი, რაც აუცილებელია რომ წერო.... წარმატებებს გისურვებ!

 


№2  offline წევრი Firefly

giorgi12377
რაღაც ძალიან აურიე ბოლოს, ეტყობა ძალიან დიდხანს წერდი, ამიტომ ჯობდა გადაგეკითხა და შეცდომები გაგესწორებინა, დასასრულს ეტყობა ძალიან ნაჩქარევი ხელი.. ან იმ ტყეში რაღას მიარბენინებდი თუ არ უნდა გაგეგრძელებინა, ვერტფრენით კიდევ არ უნდა ჩამოგეყვანა ლონდონიდან, უბრალოდ შეუძლებელია, ბევრი შეცდომა გაქვს ძალიან და ჯობია გაასწორო... მინდა უკეთესად წერო, აშკარად გაქვს ფანტაზიისა და გადმოცემის უნარი, რაც აუცილებელია რომ წერო.... წარმატებებს გისურვებ!

გმადლობ love
--------------------
M.T

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა საყვარლობა იყოო ❤️

 


№4  offline წევრი Firefly

uchveulo
ვაიმე რა საყვარლობა იყოო ❤️

love
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent