შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (7)


19-01-2016, 12:12
ავტორი ანკა
ნანახია 10 594

მეორე დილას ელენე დემეს კოცნამ გააღვიძა.
-ჩემო თოჯინაა... გაიღვიძეე... - გაიგო ბოხი ხმა და შემდეგ მხურვალე ტუჩების შეხება იგრძნო. ხელები კისერზე მოხვია ნაზად და თვითონაც კოცნაში აყვა. - თვალები გაახილე - უთხრა დემემ და ისიც დაემორჩილა. - ეს შენთვისაა - თქვა და გოგონას უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული მიუწვინა გვერდით.

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (7)


-არ იყო საჭირო - უპასუხა ღიმილით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუხარდა და უზომოდ ბედნიერი იყო.
-მიყვარხარ..მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ..მიყვარხარ..მიყ-ვარ-ხარ! - ეუბნებოდა და ყველა „მიყვარხარ“-ის შემდეგ ტუჩებზე მსუბუქად კოცნიდა.
-მეც - აკისკისდა ელენე და მამაკაცის შესაჩერებლად თავი მის კისერში ჩარგო, ხელები კი კისერზე მოხვია და ჩაეხუტა.
-რა შენც? - ჰკითხა დემემ ინტერესით.
-რავიცი აბა - მხრები აიჩეჩა და ისევ გაიცინა.
-მითხარი თორემ ვერ გადამირჩები იცოდე...
-მეც მიყვარხარ!!! - თვალებში შეხედა, შემდეგ კი ტუჩებში აკოცა. - დემეე… - უთხრა ცოტახანში ჩაფიქრებულმა.
-გისმენ
-ადრე ხომ მითხარი მე უკვე ნაპოვნი მყავს ისეთი გოგო როგორიც მინდაო?!
-ეგ გოგო შენ იყავი შტერო! - მხიარულად გაიცინა და ცხვირზე თითი დაკრა - რა ბოთე მყავხარ - თქვა და ისევ გაიცინა.
-აუუ - ტუჩები უკმაყოფილოდ დაბუშტა და ხელები გადაიჯვარედინა.
-იმის გამო, რომ გეგონა სხვა მიყვარდა, ამიტომ მარკთან იყავი? - ჰკითხა ინტერესით და გაეღიმა.
-არა! იმიტომ რომ მარკი მიყვარდა - განაცხადა ამაყად.
-მარკი გიყვარდა? და ახლა მე გიყვარვარ? - ჰკითხა დაეჭვებულმა.
-აჰაამ... - უპასუხა მერყევად.
-კარგი, წავედი მე კომპანიაში მეჩქარება - თქვა სხვათაშორის და საწოლიდან წამოდგომა დააპირა, თუმცა ელენე მაშინვე წამოხტა და მსხვილ ხელზე დაეჯაჯგურა.
-დემეე, მოიცა...
-რა იყო - მოუბრუნდა და განურჩევლად ჰკითხა.
-მარტო შენ მიყვარდი და მიყვარხარ - გაუღიმა და ჩაეხუტა. დემემ ჩუმად ჩაიცინა, შემდეგ კი ელენეს კისერში ხმაურიანად აკოცა, ხელში აიტაცა და ფეხზე წამოდგა.
-ახლა მართლა უნდა წავიდე და თუ გინდა გაგიყოლებ ასე - გაუცინა და ტკბილი ტუჩები წამში უპოვნა.
-ამმ.. არა იყოს... - ვითომ ჩაფიქრდაო ისე მიიბჯინა საჩვენებელი თითი ნიკაპზე, შემდეგ კი სიცილით იუარა. დემეს ხელებიდან ჩამოხტა და აჩეჩილი თმები ხელით დაილაგა.
-მოწესრიგდი და ჩამო, მე სამზარეულოში ვიქნები - შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და თეთრი კეტები ჩაიცვა, გრძელი თმები ლამაზად დაივარცხნა და პირველ სართულზე ჩავიდა. მთელი საუზმის განმავლობაში ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში და სახიდან ღიმილი არ შორდებოდათ. მზარეულმა წყვილს აშკარად შეატყო ცვლილება და ოთახიდან მალევე გაიძურწა ჩუმი ნაბიჯებით, რათა მათი სიმყუდროვე არ დაერღვია.
-დღეს დაველაპარაკები მარკს - უთხრა ხმადაბლა. მამაკაცს ძარღვები დაეჭიმა მისი სახელის გაგებისას და ელენემ დასაწყნარებლად ერთი ხელი მოჰკიდა.
-უჩემოდ არ წახვიდე - თქვა მკაცრად.
-მგონი ჯობს მარტო დაველაპარაკო
-არა. არ მინდა რომ მარტო გაგიშვა
-კარგი... - დემეს აღარ შეწინააღმდეგებია. არ უნდოდა მარკის გამო პრობლემები მასთან შექმნოდა. არადა მარკიც ეცოდებოდა... კარგი ბიჭი იყო და ეტყობოდა, რომ ელენე მართლაც უყვარდა.
-ცოტა ადრე წამოვალ კომპანიიდან, გამოგივლი და ერთად მივიდეთ. სადმე დაიბარე საღამოს 9 საათისთვის - თქვა ბოლოს, როდესაც ჭამას მორჩნენ, გოგონას ტუჩებში აკოცა და კომპანიაში წავიდა.
თავის კაბინეტში შესულს ჯეკი და საბა დახვდნენ ეშმაკური მზერით.
-გამოუტყდი სარძლოს სიყვარულში? - წარბები სასაცილოდ აათამაშა ჯეკმა.
-კი - გაეცინა დემეს და დივანზე ჩამოჯდა.
-მერე რაო იმან - ახლა საბა ჩაერთო საუბარში.
-მეც მიყვარხარო
-ვაა!!! გილოცავ! არ აღვნიშნოთ? - ენერგიულად წამოხტა ფეხზე ჯეკი.
-აღვნიშნოთ კი არა ათასი საქმე გვაქვს - დატუქსა ძმაკაცი.
-დღეს მამას პალატაში გადმოიყვანენ და შეგვეძლება ვნახოთ, არ წამოხვალ? - ჰკითხა საბამ დემეს.
-აუჰჰ... დღეს სხვაგანაც ვარ წასასვლელი... - თქვა ჩაფიქრებულმა - რომელ საათზე მიხვალ შენ?
-ექვსისკენ საღამოს
-კაი, მეც გამოვალ ცოტა ხნით
-კარგი. წავედი მე ახლა და საავადმყოფოში შევხვდებით - თქვა საბამ და კაბინეტიდან გავიდა.
-ბოსს - სერიოზული ტონით თქვა ჯეკმა.
-რა გინდა - მიუბრუნდა დემე კითხვისნიშნიანი მზერით.
-აქ შენი მდივნის დაკერვა მოსულა? - თქვა და წარბები აათამაშა.
-ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა რო თუ გართობა გინდა ქალები სხვაგან იპოვე და ჩემს მდივნებს მოეშვითქო! მერამდენე მდივანი უნდა ავიყვანო, დავიღალე უკვე! - შეიცხადა უკმაყოფილოდ.
-აუ აქ გვერდზე არიან და მარტივია...
-ხმა არ გავიგო შენი! - მკაცრად გააფრთხილა ძმაკაცი.
-კაი, ჯანდაბას სხვაგან დავკერავ ვინმეს... - ვითომ დიდი რამე დათმოო ისე ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და ზლაზვნით გაემართა კარისკენ.
დემე საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა, შემდეგ კი მამამისს გაუარა საავადმყოფოში. ეძინა და ძმებმა მასთან დალაპარაკება ვერ მოახერხეს, თუმცა სამაგიეროდ ექიმებმა ახარეს, რომ ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა.
კმაყოფილი გამოვიდა საავადმყოფოს შენობიდან და ელენეს დაურეკა. მარკს რომელიღაც სკვერში შეხვდნენ.
-თუ გინდა შენ დაელაპარაკე და მე მანქანაში ვიქნები - გახედა ელენეს და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-ასე მირჩევნია, მადლობა - გაუღიმა და მადლიერი თვალები მიანათა. - მოვიდა - მობილურის განათებულ ეკრანზე ამოიკითხა ნაცნობი ნომრიდან მოსული შეტყობინება და შემდეგ ისევ დემეს გახედა.
-კარგი, მიდი... - ტუჩებზე ვნებიანად აკოცა და ისედაც დაბნეული გოგონა სულ მთლად არია.
შორიდანვე შეამჩნია მარკის სილუეტი. ბიჭმა მისი დანახვისას გაიღიმა და გოგონას მიმართულებით დაიძრა.
-მომენატრე... - ძლიერად ჩაეხუტა გოგონას, შემდეგ კი ტუჩებისკენ დაიხარა, თუმცა გოგონამ ხელით უბიძგა და უკან გაწია.
-მარკ, სალაპარაკო გვაქვს - უთხრა სერიოზული ტონით.
-რამე მოხდა? - იკითხა შეწუხებულმა.
-კი, შენთან ვეღარ ვიქნები... - ჩაილაპარაკა დანანებით.
-რრ..რაა?? - დაბნეულობისგან ენა დაება და შეშფოთებული მზერა მიაპყრო - მშორდები?
-ჰო, მაპატიე
-ელე, მოიცა!.. რამე მოხდა? ცუდად გითხარი რამე? გაწყენინე? - ათასი კითხვა მიაყარა და სასოწარკვეთილმა მოისვა თავზე ხელი.
-არა, შენ არაფერი დაგიშავებია...
-აბა რა ხდება ამიხსენი, ვერ გავიგე - მარკი ოდნავ დამშვიდდა, იფიქრა სიტუაცია მთლად უიმედოც არააო.
-სხვა მიყვარს და არ შემიძლია შენთან ყოფნა - ამის გაგებისას ერთ ადგილას გაშრა. ამას ნამდვილად არ ელოდა. შეიგინა, შემდეგ კი უბრალოდ გაბრუნდა და წავიდა...
ელენეს გული დაწყდა. მართლა არ უნდოდა მარკს ასე მოქცეოდა, თუმცა ეს მისი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო და უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. ნელი და მძიმე ნაბიჯებით გამოუყვა ბილიკს და დემეს მანქანაში ჩაჯდა.
-რაო... - ბოხი ხმით ჰკითხა მამაკაცმა და თან გზას გაუდგა.
-არაფერი არ უთქვამს... გაბრუნდა და წავიდა...
-გადაუვლის - უდარდელად ჩაილაპარაკა დემემ.
-არ ვიცი... იმედია... შენ გადაგივლიდა? - ჰკითხა ჩაფიქრებულმა.
-მე არ გადამივლიდა
-აბა მაშინ რა იცი რომ იმას გადაუვლის
-იმას ისე არ ეყვარები როგორც მე - თქვა ისე, თითქოს უკვირდა ელენემ ეს როგორ არ იცოდაო.
-და რომ ვუყვარდე? - ენა გადმოუყო და გაუცინა.
-მოუწევს დაგივიწყოს - თვალი ჩაუკრა გოგონას და მანქანიდანაც გადმოვიდნენ.
............
ერთი თვე ოცდაოთხსაათიან სიყვარულობანაში გაატარეს. ერთმანეთს ვერ წყდებოდნენ და გრძნობდნენ, რომ უფრო მეტად უყვარდებოდათ ერთმანეთი. ელენე, რა თქმა უნდა, მარიამს, თავის საუკეთესო მეგობარს, არ ივიწყებდა. ყველაფერს უყვებოდა და ერთი სული ჰქონდა საქართველოში როდის დაბრუნდებოდა რომ მეგობარი ენახა. მარი ფაქტიურად ყველას იცნობდა ელენე იმდენს უყვებოდა მათზე. უხაროდა დაქალის ბედნიერება და ისიც ბედნიერი იყო. ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ძალიან უყვარდა ხატვა და ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ამის კეთება უნდოდა.
შემდეგ კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: ლილი ორსულად იყო. წყვილს ისე უხაროდა ჭკუაზე არ იყვნენ და მათი სიხარული ყველა მეგობარს გადაედო. ორსული ქალბატონი თავის ქმარს არ „ინდობდა“ და ყოველღამე ხუთჯერ მაინც უშვებდა მაღაზიაში ათასგვარი პროდუქტის საყიდლად, რომლებსაც, ცხადია არ მიირთმევდა, საბა კი უკვე ამდენ რამეს მაცივარში ვეღარ ატევდა და სულ წუწუნებდა.
ერთ საღამოს დემე სახლში მივიდა თუ არა, მაშინვე ელენე მოძებნა, რომელიც დივანზე მოკალათებულიყო და ზურგიდან მიეხუტა. გოგონამ ცხვირი მის კისერში ჩარგო და გაიტრუნა.
- ნუ მიმალავ მაგ მარწყვის ტუჩებს, მაინც ვიპოვი!.. - თქვა ნიშნისმოგებით და მალევე ეცა მოწყურებული მხეცივით. ელენეს სისხლი სახეზე მოაწვა, გული აუჩქარდა და მუცელში პეპლები იგრძნო. სულ ასე ემართება, როდესაც დემე კოცნის - შიგნიდან ხურდება და ჟრუანტელი უვლის მის ყოველ შეხებაზე. კნუტივით გაიყურსა მის მკლავებში კოცნის დამთავრების შემდეგ და თავი მკერდზე დაადო, თან თითით მისი მაისურის წვალება დაიწყო.
-მამაჩემი უნდა გაგაცნო - ბოხი ხმით უთხრა დემემ და მის თმებს წაეთამაშა.
-მგონი ჯობს ჯერ საავადმყოფოდან გამოწერონ, არა?
-რავიცი... ტვინი გამიბურღა რანაირად მიღიმიო, მე კიდე არაფერს ვეუბნები - გაეცინა და მოწყვეტით ისევ აკოცა საყვარელ ტუჩებს. ელენემ მხიარულად გადაიკისკისა და ხელით სახეზე მიეფერა.
-დავიჯერო ასე შეიცვალე? - თვალები მოჭუტა და ვითომ დაკვირვებით აათვალიერა.
-შენით ვარსებობ ჩემო თოჯინა. რა პატარა და შტერი მყავხარ - გაუღიმა და ცხვირზე აკოცა.
-შტერი არ ვარ... - გაიბუსხა და ტუჩები დაბუშტა.
-ხარ. ყველაზე შტერუკელა მყავხარ - უთხრა დამთბარი ხმით.
-ოოო...
-გამებუტე? ხომ გეუბნები შტერუკელა ხართქო - ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავისი სახე მასთან ახლოს მისწია. იმდენად ახლოს, რომ ცხვირის წვერებს ერთმანეთს ახებდნენ. აღელვებულმა გოგონამ განძრევაც ვეღარ მოახერხა. შავ თვალებში უყურებდა და იქ თავის თავს ხედავდა. - მგონი გაბრაზებამ გადაგიარა - ჩაილაპარაკა დემემ ვნებიანად და ჩაიცინა.
მარცხენა ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და თითების სრიალი დაიწყო. ელენეს ეგონა ცეცხლში იყო და იწვოდა, ხოლო როდესაც მამაკაცის ცხელი ტუჩები თავისაზე იგრნო სულ ჟრუანტელმა დაუარა. დემემ პატარა ქალბატონი ხელში აიტაცა და თავის საძინებელ ოთახში საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ზემოდან მოექცა და მოუთმენლად დაუკოცნა მარწყვის ტუჩები. ორივე ხელი მაისურის ქვეშ შეაცურა და თითები ხერხემალზე აასრიალა. გოგონა ვნებისგან გაბრუებულიყო და თავის თხელ თითებს გმაოუცდელად აფათურებდა მამაკაცის სხეულზე. დემემ ძირს მოისროლა ელენეს მაისური და ლიფიდან მომზირალ მკერდს ანთებული თვალებით შეხედა. შემდეგ თვითონ გაიხადა მაისური და დაკუნთული სხეული გამოაჩინა. ელენეს ამის დანახვაზე გული აუჩქარდა და სისხლი სახეზე მოაწვა. კინაღამ ჭკუიდან გადავიდა, როდესაც მისი სხეული თავისაზე იგრძნო. დემემ მოხერხებულად დაუკოცნა კისერი, წელზე მოხვეული ხელები თეძოზე ჩაასრიალა, თითები მჭიდროდ ჩასჭიდა და გოგონას აკრუსუნებაც წამში მოახერხა.
მიუხედავად იმ ჟინისა, რომლითაც დემე იმწამს იყო შეპყრობილი, მაინც არ დაპატრონებია ელენეს ბოლომდე. უბრალოდ არ უნდოდა ყველა დანარჩენივით ჩაეწვინა საწოლში და მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. მის ალერსს დასჯერდა, შემდეგ კი ცხვირზე აკოცა, როგორც სჩვეოდა, გულში ჩაიკრა და თავი მის თმებში ჩარგო.
ხმას აღარ იღებდნენ... იმ დღეს ელენეს გამოცდა ჰქონდა და დაძაბულობით გადაღლილს მალევე ჩაეძინა დემეს მკლავებში. როდესაც მამაკაცმა ეს შეამჩნია ჩაეღიმა და გულში სითბო ჩაეღვარა. „რა პატარა მყავს...“ - გაიფიქრა გულში და მიხვდა რომ ამ „შტერუკელას“ გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებდა, მისთვის ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო...
……………….
-ძალიან მომენატრები - ამოისლუკუნა და დემეს კისერზე მთელი ძალით ჩამოეკიდა. უკვე პირველი კურსი დაამთავრა და საქართველოში ცოტა ხნით მარისთან უნდა ჩასულიყო, ვინაიდან დაქალი ყოველდღე ახსენებდა თუ როგორ უნდოდა მისი ნახვა.
-მეც ძალიან მომენატრები. შევეცდები მალე მოვრჩე საქმეებს და ჩამოვიდე... - დაამშვიდა გოგონა და შუბლზე აკოცა. - ნუ ტირი რა, გთხოვ - ცერა თითით ცრემლები მოწმინდა და ახლა თვალები დაუკოცნა.
-აღარ მინდა წასვლა, შენთან დავრჩები - აეროპორტიდან გამობრუნდა და მამაკაცს დაბინდული მზერით ახედა.
-მერე შენს დაქალს ეწყინება, ასე არ შეიძლება - თბილად გაუცინა მან.
-რამდენ ხანში ჩამოხვალ? - ჰკითხა ცოტა დამშვიდებულმა.
-1-2 კვირაში
-ბევრია - ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა. ამასობაში გამოაცხადეს, რომ რეისი ლონდონი-თბილისი უკვე ჩასხდომას იწყებდა. დემე ელენეს ტუჩებისკენ დაიხარა და მთელი გრძნობით დაუწყო კოცნა. ნელა, ნაზად და ვნებიანად... გოგონა სულ მთლიანად მოადუნა და ყველა დარდი დაავიწყა. ახლა ელენეს თავში მხოლოდ დემე და მისი ტუჩები ტრიალებდნენ. გაგუდვამდე კოცნეს ერთმანეთს, არცერთს არ ჰყოფნიდა, თუმცა მეტს ვეღარ დააყოვნებდნენ, ელენე წასასვლელი იყო.
-შენ ჩემს გულში იქნები, მე კიდევ შენს გულში. იცოდე რომ სულ შენზე ვიფიქრებ და აქედან გავაკონტროლებ, რომ იქ უსაფრთხოდ იყო - შუბლზე აკოცა და ძლიერადაც ჩაეხუტა.
-მიყვარხარ - ახლა ამან აკოცა კისერში ნაზად და მამაკაცის დახორკლილი კანი იგრძნო. სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
-მეც მიყვარხარ, აბა შენ იცი. რომ ჩახვალ მაშინვე დამირეკე - დაუბარა და ლამის თვითმფრინავში სკამამდე მიაცილა. ერთმანეთს ძლივს მოშორდნენ და გაქრნენ თუ არა ერთმანეთის თვალთახედვის არიდან საშინელი მონატრება იგრძნეს. მობილურში ფრენის რეჟიმი ჩართო და დემეს სურათს დააშტერდა. მთელი გზა მისთვის თვალი არ მოუშორებია - უაზროდ იღიმოდა, მას უყურებდა და გამოსამშვიდობებელ კოცნას იხსენებდა.
აეროპორტიდან გამოსულს დაქალი შეეგება და ისე ძლიერად ჩაეხუტა კინაღამ გაგუდა.
-ელეე!!!! ძალიან მომენატრე!!! - კიოდა ბედნიერი და ერთ ადგილზე ხტუნაობდა.
-ვაიმე, მარი, ნუ გამგუდე გოგო! - თავი გაითავისუფლა და გაიცინა. - ჩემი მარუსი! მეც ძაან მომენატრე!
-წამოდი, ბარგი ავიღოთ და სახლში წავიდეთ. დაიღალე?
-ისე რა... - მარიმ ტაქსი გააჩერა და ბინის მისამართი უკარნახა. ამასობაში ელენემ დემეს დაურეკა და ამცნო რომ თბილისში მშვიდობიანად ჩაფრინდა. ბევრი მოსიყვარულების შემდეგ ძლივს გამოეთხოვა შეყვარებულს და ბედნიერმა ჩააცურა მობილური ჯიბეში.
-გოგო, ახლა გამაგებინე იქ მილიონერი შეყვარებულის საშოვნელად წახვედი თუ სამუშაოდ და სასწავლებლად - აკისკისდა მარი და სამზარეულოში შევიდა. ელენეც შეყვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. მარის ოროთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები, რომლის გადასახადსაც ერთ კურსელ გოგონასთან ერთად იხდიდა.
-სიმართლე გითხრა, პირველი და მესამე უფრო გამომივიდა, ვიდრე მეორე - თვითონაც მხიარულად გაიცინა და შოკოლადი ჩაკბიჩა.
-სიმპატიურია? - ჰკითხა ინტერესით და დაქალს გვერდზე მიუცუცქდა.
-აუ კიი, ძალიან - უპასუხა ლამის დამდნარმა, როდესაც დემე თვალწინ წარმოუდგა.
-კაი, არ ჩამეფერფლო აქ სიყვარულისგან - გადაიკისკისა და კარადაში რაღაცეების ძებნა დაიწყო. - ყავას ხომ დალევ?
-კი. რა მითხარი რა ქვია მეორე გოგოს?
-თათია. სხვათაშორის ძალიან კარგი გოგოა
-არაა სახლში?
-არა, ხვალ მოვა, დღეს სადღაცაა წასული - მხრები აიჩეჩა და ყავიანი ფინჯნებით მაგიდას მიუჯდა.
-აუ როგორ მომნატრებიხაარ! - კიდევ ერთხელ გადაეხვია მარიამს და შემდეგ ყავა მოსვა.
-მერე აქამდე არ უნდა გაგხსენებოდი?! - წარბი უკმაყოფილოდ აზიდა, ვითომ გაბრაზებული იყო.
-აქამდე როგორ მოვახერხებდი. ახლაც წესით უნდა ვმუშაობდე, მაგრამ დემემ გამომიშვა ძალით, დაქალს მოენატრებოდიო - გაიცინა მხიარულად.
-აი ხედავ? შენი შეყვარებულიც კი მიხვდა, რომ დრო იყო ჩამოსულიყავი!.. - უთხრა მოჩვენებითი სიმკაცრით - ისე მართლა, დემეს ვინმე სიმპო ძმაკაცი არ ყავს? - თქვა და წარბები სასაცილოდ აათამაშა. ამის გაგებაზე ელენეს ყავა სასულეში გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო, შემდეგ კი როცა მოსულიერდა იმდენი იცინა სანამ მუცელი არ ასტკივდა.
-როდიდან დაიწყე შენ ბიჭებზე ფიქრი ჰა? - ჰკითხა და ცრემლები მოიწმინდა.
-ოოო! კარგი რა! - გაიბუტა მაშინვე.
-კაი რა იყო, გეხუმრე - შეურიგდა და განაგრძო - აი ჯეკზე რომ გეუბნებოდი ადრე გახსოვს?
-კი, როგორ არა
-ჰო, ეგ ბიჭი საკმაოდ კარგი გარეგნობისაა, თან არც შეყვარებული ყავს
-ხოდა, ჩემია - თვალი ჩაუკრა ელენეს და ისევ მოახერხა დაქალი ცრემლებამდე აეკისკისებინა.
-როგორ შეგახვედროთ? მაჭანკლობას ხომ არ დავიწყებ - გაეცინა და თავში გეგმების დაწყობას შეუდგა.
-მერავიცი - მხრები აიჩეჩა უდარდელად, დაცლილი ყავის ჭიქები გარეცხა და ახლა მისაღებში გავიდნენ.
-ხოდა მოიფიქრე თორემ შენი სატრფო დიდხანს არ იქნება თავისუფალი გვრიტოო! - გამოაჯავრა დაქალი და ისევ დაიწყო სიცილი.
-შენ რაიყო, დემემ მოგარჯულა უკვე? - ცალი წარბი ეშმაკურად ასწია და ელენეს გაწითლებაც მოახერხა.
-გარყვნილო!.. არაფერი არ მომხდარა ჯერ - ენა გამოუყო და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-კაი, მოვრჩეთ მაგაზე. კიდევ რამდენ ხანს უნდა ისწავლო? იცოდე არსად აღარ გაგიშვებ აქედან!
-ჯერ მარტო პირველი კურსი დავამთავრე - გაიცინა უდარდელად - სამი წელი დამრჩა კიდე
-აუჰჰჰ! რაამბავია...
.............
ორი კვირა მარისთან და თათასთან ერთად მშვენივრად გაატარა, თუმცა დემე ენატრებოდა. ასე ძალიან მაშინ არ ენატრებოდა 1 თვე რომ იყო წასული. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არ იცოდა როგორი იყო მისი ალერსი. ახლა ტკივილამდე ენატრებოდა მისი შეხებაც კი. მართალია ყოველ საღამოს სკაიპით ელაპარაკებოდა საათობით, თუმცა ეს მისთვის საკმარისი არ იყო... არც დემესთვის...
-რამდენი წელია უკვე სამშობლოში არ ვყოფილვარ - ჩაილაპარაკა დემემ და ჩაეღიმა.
-ზეგ ჩამოხვალ ხომ? - ჰკითხა ელენემ და ლეპტოპთან კარგად მოთავსდა.
-ხო, იქნებ ხვალვე მოვახერხო... სასტუმრო მაქვს დასაჯავშნი..
-ააა... ანუ ხვალ ხო? - საყვარლად გაეპრანჭა და გაიცინა.
-კარგი, ხვალ ჩამოვალ - გოგონას ბავშვურობაზე გაეცინა და თბილად ჩაილაპარაკა.
-იესს!!! მაგარიაა! - სიხარულისგან დივანზე ხტუნვა დაიწყო. მარის და თათიას თავიანთ ოთახებში ეძინათ, ეს კი მისაღებ ოთახში იყო გამოპარული ლეპტოპით.
-შენი მარწყვის ტუჩები მომენატრა, ერთი სული მაქვს როდის გნახავ - თქვა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. გოგონას ერთიანად გასცრა როდესაც მამაკაცის ტუჩები წარმოიდგინა თავისაზე და თვალებიც მიელულა. - ორადგილიან ნომერს ავიღებ და შენც ჩემთან გადმოდი - დაამატა ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, როდესაც ელენეს აღარ უპასუხია.
-გოგოები ასე დავტოვო? - გაიკვირვა და თვალების ცეცება დაიწყო.
-აბა მე დამტოვებ მარტო? ხომ არ გავიწყდება რომ შენი მოვალეობაა მომიარო მაშინ, როდესაც მოსამსახურეები არ მეყოლებიან გვერდით. თანაც ამას ემატება ის, რომ ჩემი შეყვარებული ხარ და შენთან ყოფნა მინდა - თქვა და გოგონას მზერა გაუსწორა. ისეთი შეუვალი იყო, რომ შეწინააღმდეგებას აზრიც არ ჰქონდა.
-კარგი, როგორც გინდა - ამოიოხრა დანებებულმა ელენემ.
-ისე მანდ როგორ მოეწყვე?
-რავიცი კარგად... მე და მარის ერთად გვძინავს, თათიას თავის ოთახში
-მერე მარისთან ერთად ძილს ჩემთან ერთად ძილი არ ჯობია? - წარბები აათამაშა და ელენე სირცხვილისგან ააწითლა.
-ნუ დებილობ - დაუყვავა ისე, თითქოს თვითონაც მასთან ჩახუტებულს ძილი არ სდომებოდა. დაღლილობა იგრძნო და დაამთქნარა.
-წადი დაიძინე ჩემო შტერუკა, ხომ ხედავ უკვე თვალები გეხუჭება - თბილად გაიცინა დემემ.
-ჰო, წავალ დავიძინებ. რომელ საათზე ჩამოხვალ?
-საღამოს
-დამირეკე კაი?
-კაი. მიყვარხარ, გკოცნი
-მეც მიყვარხარ - ნოუთბუქი დახურა, დასაძინებლად გაემზადა და დაქალს მიუცუცქდა, თუმცა ისე ღრმად იყო სიზმრების სამყაროში წასული, რომ არც არაფერი შეუმჩნევია და უდარდელად განაგრძო ფშვინვა.
...........
მეორე დღეს დილის რვა საათზე წამოხტა ფეხზე და მარის დაახტა თავზე.
-მარი!!! გაიღვიძე, მალე! გვაფეთქებენ ომი იწყებაა!!! - დაიწყო ყვირილი და მარის ნჯღრევა.
-რა ომი... - ამოიბურტყუნა ნახევრად მძინარემ - დამაძინეთ...
-აუუ! ადექი თორემ ძალით აგაგდებ
-კარგი, კარგი ვდგები ხოო! - უკმაყოფილო წამოჯდა საწოლზე და გაიზმორა. - რომლამდე ეჭუკჭუკებოდი შენს რომეოს? - ჰკითხა სხვათაშორის, თუმცა ღიმილი მაინც შეეპარა
-ღამის პირველამდე
-ოჰჰ! ყოჩაღ შენ!.. და რა ხდება ასეთი ამ დილაუთენია რომ წამომაგდე?
-დღეს საღამოს ჩამოდის! აუ იცი როგორ მომენატრა? - ბედნიერმა ახარა და ადგილზე აცქმუტდა.
-აქ მოვა? - ჰკითხა დაინტერესებულმა.
-არა. სასტუმროს ნომერს აიღებს და მითხრა შენც იქ გადმოდიო
-უ თე გენათალე - ბავშვივით მოუჩლიფა ენა და გვერდზე გახტა ბალიში რომ აეცილებინა.
-აი გეყოლება შენც შეყვარებული და მეც ეგრე მოგიშლი ნერვებს - უპასუხა და ენა გამოუყო.
-კარგი, ეგ გასაგებია რომ საღამოს ჩამოვა და შენ მასთან გადახვალ, მაგრამ მე რატომ გამაღვიძე?? - ჰკითხა თავისთვის მეტად მნიშვნელოვანი რამ.
-ხო უნდა მეთქვა - ჩაილაპარაკა დამნაშავე ბავშვივით.
-მოსაკლავი ხარ ქალბატონო რა! მაგრამ შენ რას გერჩი, იმ ვაჟბატონმა გაგადებილა - ხელი ჩაიქნია დაქალზე - ახლა შენი ხმა აღარ გავიგო ძილი მინდა მე!
-ოოო, კაი ხო - წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა.
-ვა თათ! სადმე მიდიხარ?! - იკითხა გაკვირვებულმა, როდესაც დილაუთენია წამომხტარი მეგობარი დაინახა.
-კი, გასაუბრებაზე უნდა წავიდე. მგონი უკეთეს სამსახურს ვშოულობ - ახარა ბედნიერმა
-ვაუუ, გილოცავ! წარმატებები! - მიულოცა და თან ყავა გაიკეთა თავისთვის.
შუადღემდე სახლში დაბორიალობდა წინ და უკან. შემდეგ უცბად გაახსენდა, რომ მეორე დღეს მარის დაბადების დღე იყო! როგორ დაავიწყდა! დემეზე ფიქრმა სულ გამოაშტერა... რა უნდა ეჩუქებინა? დემეს ეტყოდა და ერთად შეურჩევდნენ რამეს...
საღამოს რვა საათი გახდა თუ არა მაშინვე საძინებელ ოთახში შევიდა და მარიც შეათრია.
-რა ჩავიცვა? - ჰკითხა განერვიულებულმა.
-მე რავიცი - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ძალიან ცხელა, ჯინსის შორტს ჩავიცვამ, ამ თეთრ ტოპს და თეთრ კეტებს. რას იტყვი?
-ჰო კაია
-აუუ! იქნებ ჯობია კაბა ჩავიცვა?
-რომელი?
-აი ეს - თქვა და ცისფერი ფრიალა კაბა გადმოიღო
-ეგეც კარგია
-კარგი რა! მითხარი რომელი ჯობია
-მე რავიცი რომელი უფრო მოეწონება დემეს, ეგ შენ უნდა იცოდე - მხრები აიჩეჩა და ისევ მოავლო თვალი ტანსაცმელს.
ამ დროს ელეს დემემ დაურეკა და მისამართი ჰკითხა სად გაევლო. იმ საღამოს თურმე სადღაც უნდა წაეყვანა და ამიტომ გოგონამ ისევ ლამაზი ცისფერი კაბა აირჩია - წელში გამოყვანილი, ოდნავ ამოღებული ზურგით, ქვემოთ ფრიალა და მოკლე. მას შავი მაღლები შეუხამა და ტუჩზე კრემისფერი პომადა წაისვა. მაკიაჟის გაკეთებით თავი არ შეუწუხებია, ლაინერიც წაისვა და მზად იყო.
„ჩამოდი, სადარბაზოსთან ვარ“ - მიიღო მესიჯი და მანაც მაშინვე სტაცა ჩანთას ხელი, სარკეში დატრიალდა და შეამოწმა ხომ ყველაფერი ლამაზად მაქვსო.
-მიდი, მიდი გოგო დაბერდა კაცი შენს ლოდინში! - სიცილით გამოაგდო სახლიდან მარიმ და კარი ზურგს უკან მიუხურა. როგორ ენატრებოდა! იმის დაჯერებაც კი უჭირდა, რომ ქვემოთ ჩასულს დემე დახვდებოდა. სადარბაზოს წინ მართლაც ნაცნობი შავი მერსედესი იდგა, მასზე კი დემე აყუდებულიყო და სახეგაბრწყინებული ელოდა მისკენ მიმავალ გოგონას.
-დემე!.. - ბედნიერმა შესძახა და ნაბიჯს აუჩქარა. მიუახლოვდა თუ არა მას, მამაკაცმა ხმის ამოღებაც არ აცადა, თეძოში ჩაავლო ხელები, მანქანაზე ააყუდა და ტუჩებზე დააცხრა. ელენე მისმა შეხებამ გააგიჟა, უზომოდ ენატრებოდა მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი და გული ამოვარდნას ჰქონდა. მამაკაცი მოწყურებული უკოცნიდა ბაგეებს და ვერ ძღებოდა. გოგონას ამოსუნთქვის საშუალება მისცა და კისერი დაუკოცნა ახურებული ტუჩებით, მარცხენა ხელი ხერხემალზე ამოასრიალა და ელენეს ფაქტიურად მოძრაობის უნარი წაართვა. დემეს კისერზე ჰქონდა მოხვეული ორივე ხელი, ერთს მის თმებში დაასრიალებდა და დაკარგული დღეების მონატრების მაქსიმალურად ანაზღაურებას ცდილობდა. დემემ საყვარელი ტუჩები აწითლებამდე კოცნა და ძლივს მოშორდა
-როგორ მომნატრებია შენი მარწყვის ტუჩები - დაიჩურჩულა იქვე, თეძოებზე შემოჭდობილი ხელები წელზე ამოაცურა და გოგონა მთელი ძალით გულში ჩაიკრა. ელენემ ცხვირი ერთი თავით მაღალი მამაკაცის კისერში ჩარგო და მონატრებული სურნელით ფილტვები გაივსო. აი ახლა იყო სრულიად ბედნიერი! ისეთი ბედნიერი, ცხოვრებაში ჯერ რომ არ ყოფილა!..
-ძალიან მომენატრე - უთხრა მანაც დაბალ ხმაზე.
-შენ კიდევ ჩემთან ერთად სასტუმროში არ გინდოდა, გეგონა შენს გაშვებას შევძლებდი? - თვალებში ჩახედა და ისე ჰკითხა. საპასუხოდ ელენემ მხოლოდ გაიღიმა და დემეს მზერა აარიდა. მამაკაცმა ტუჩის კუთხე ჩატეხა, შემდეგ კი გოგონას შუბლზე აკოცა.
-ჩაჯექი მანქანაში, სადღაც უნდა წაგიყვანო... - კარი გაუღო, შემდეგ თვითონაც დაჯდა და მანქანა დაძრა.



..........
უუუზარმაზარი თავიი!!!
მიყვარხართ ყველა, იმედია ისიამოვნებთ!..



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყო ძალიან :-*

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

ძალიან ძალიან მაგარი ხარ შეენ <3 მომწონს ეს ისტორია და ცელოდები აიცილებლად <3 ისე კაი იქნებოდა ჯეკი და მარიამი <3

 


№3  offline წევრი Ninuca)

ძალიან ძალიან მაგრად მომწოონს :*გააგრძელეეე

 


№4 სტუმარი liik

ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გოგოხარ <3 ასეთი დიდი თავებით გაგვანებივრე ხოლმე და ეცადეე არ გვალოდინოო

 


№5  offline წევრი სალი-სალი

ძალიან მაგარი თავი იყო. იმდენად ვისიამოვნე სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ.. შესანიშნავი ხარ შენც და ეს მოთხრობაც გააგრძელე ძალიან გთხოვ <3 და გთხოვ მარიამს რამე მაუხერხე ასე მარტო არ დამიტოვო :დ... ვგიჟდები შენზე..<3

 


№6  offline წევრი Smiling girl

აი ძალიან მაგარია რა ♥♥ ახალო წყვილიც „გაიჩითა" მარი და ჯეკი :დდ

 


№7 სტუმარი Xatia

Dzaan DZAAN magariaa <3

 


№8  offline მოდერი bibo

Bvaime egi ra iyo uf guli maw cudad ra exa es ha movkde ginda da dagedoo :D ai saswauli wyvilia ra gasagijebeli cudad viyavibdaviwvi daviperple wamekida gadamekida.saswauli xar magijeb maoceb da ravi atasi kaoba xarr mal male dade ra da didze didi tavebi chitooo warmatebebi :*

 


№9 სტუმარი Xatia

Dzaluan kargi iyo...... Magari xar........ Gamexarda amxela tavis danaxvistanave gavixare iseti magaria. Yochax warmatebebi yvelapershu rasac ki xels mokideb.

 


№10  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო <3 <3 <3 გასული ვიყავი და სათითაოდ პასუხი ვერ გაგეცით ამიტომ... love love love
ახლა კიდევ შემოვედი და ამდენი ტკბილი მარწყვები რომ დამხვდით ძალიან გამიხარდაა love love love
მადლობა თქვენ რომ ასეთი საყვარლები ხართ და წერის სტიმულს მაძლევთ! love

 


№11 სტუმარი Elene

ჩემი მშვენება ხარ ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე

 


№12  offline მოდერი ანკა

Elene
ჩემი მშვენება ხარ ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე

ძალიან დიდი მადლობაა <3 love love

 


№13  offline წევრი Nikalaevnaa:D

უუუმაგრესიააააა

 


№14 სტუმარი გოგო

ძალიან კარგიაა აი ძალიაან ძალიან

 


№15  offline წევრი -mar-

აუ შემდეგ თავს მალე დადებ? ძალიან მომწონს შენი შემოქმედება <3

 


№16  offline მოდერი ანკა

Nikalaevnaa:D
უუუმაგრესიააააა

მადლობააა love love love

გოგო
ძალიან კარგიაა აი ძალიაან ძალიან

მადლობ love

-mar-
აუ შემდეგ თავს მალე დადებ? ძალიან მომწონს შენი შემოქმედება <3

კი, დღეს დავდებ love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent