შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/9


21-01-2016, 14:00
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 807

ვხატავდი. უსაშველოდ ბევრს ვხატავდი. არ ვიცი, რას ან რატომ, მაგრამ სულ ვხატავდი, ნარკომანივით. არადა, მეზიზღება ჩემი ნახატები. ემას სახე იყო ყველგან. ყველგან, სადაც ვერავინ დაინახავდა, ჩემ გარდა. ვგიჟდებოდი. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გავგიჟებულვარ. ისე ვგიჟდებოდი, ვერავინ რომ ვერ გაწვდებოდა. დამღალა ასეთმა საკუთარმა თავმა. არ მომწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერც ვეშვებოდი. უარესად ვეშვებოდი ჭაობში. ვიცოდი, სანამ ბოლომდე არ გამომხრავდა, არ მომეშვებოდა. ჰოდა, ვიდექი და ვაგლეჯინებდი სისხლძარღვებს სრულიად ამოუცნობ ემოციას. ვერ ვხედავდი, რას ვხატავდი. ზოგჯერ, შორიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ გამეტებით უსვამდა ფუნჯებს ტილოზე. ხელები სულ დასვრილი მქონდა საღებავებით. ძალიან ბევრი იყო. ბევრი, იმდენად ბევრი, რომ მეც კი მეზედმეტა.
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. სახლში უცნაური ატმოსფერო იდგა. თითქოს ჰაერიც უფრო სუფთა იყო, ვიდრე ადრე.
- დიდი ხანია ასე ხარ? - მომესმა ხმა, რომელიც ყველაზე მეტად მერის მივამსგავსე.
- მერი? როდის მოხვედი?
- დილით. გათიშული ეგდე, სახლი სანაგვეს ჰგავდა...
- როგორ ხარ, მერი?
მერიმ არაფერი მიპასუხა. ჭიქა წყლით გაავსო და წამალთან ერთად მომიტანა.
- არ მინდა, ხომ იცი, არ მშველის წამლები... - ვუთხარი და მხოლოდ წყალი მოვსვი.
- შედი, იბანავე, ჟაკ. ადამიანს არ ჰგავხარ.
- მაპატიე, რა, მერი.
- ადექი და შხაპი მიიღე. სასწრაფოდ!
მერის ერთი საოცარი რამ ახასიათებდა: ყოველთვის ისეთ დროს ჩნდებოდა ჩემ გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. ასეთ რამეს ღმერთზე ამბობენ, არა? შეიძლება, იყო კიდეც მერიდიტი ჩემი ღმერთი. ღმერთი, რომელიც, სანამ მე ვბანაობდი, ჩემს თავდაყირა დაყენებულ ბინას ალაგებდა და ასუფთავებდა. არ ვიცი, ღმერთზე ხშირად არ ვფიქრობ, თუმცა მერის რაღაც მაინც აუცილებლად აკავშირებდა ღმერთთან, ჩემგან განსხვავებით.
აბაზანიდან გამოსული, შავ გრძელმკლავიან მაისურს ვიცვამდი, მერიმ რომ მითხრა:
- წუხელ ემასთან ვიყავი, ჟაკ.
რაღაცამ ერთ ადგილზე გამაშეშა. ერთიანად წამერთვა აზროვნების უნარი. იმდენად მოულოდნელი იყო ის, რაც მერიმ მითხრა, ცნობიერებამდეც ვერ დავუშვი და ვერ გავიაზრე. თავი გამოვყავი მაისურის საყელოდან და მერის შევხედე. მან ფრჩხილებს დახედა და გააგრძელა:
- ჰო, ვიწექით ერთად. გაუკვირდა, რომ მივედი, მაგრამ მიმიღო. ოდნავ შეცვლილი მეჩვენა. თითოს უფრო თავისუფალი იყო. ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც უფრო ღია, ვიდრე პირველად.
- როგორ იყო? - ხმა ზედმეტად ჩახლეჩილი მქონდა.
- დიდი ხანია, არ გინახავს?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჰო.
- გეშინია, ჟაკ.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- არ ვიცი, მაგრამ გეშინია.
- ჩემზე უთხარი რამე?
- არა. შენ თვითონ უნდა უთხრა.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ. მინდა ემა. მინ-და! ასეთი ძლიერი სურვილი არავის მიმართ არ მიგრძვნია.
- ხმას დაუწიე! - მითხრა მერიმ და მაშინ მივხვდი, რომ ვყვიროდი, - რა გჭირს?
- არაფერი, - ვუპასუხე და სახეზე ხელები ჩამოვისვი.
- მიდი და ნახე.
- რატომ მითხარი ეს, მერი?
- არ უნდა მეთქვა? - შემომიბრუნა კითხვა მერიმ.
- მაშინ, რატომ იყავი მასთან? - მერის გაეცინა.
- ნუ გეშინია, ჟაკ. ასი პროცენტით ჰეტეროსექსუალია.
- ასი პროცენტით ჰეტეროსექსუალი ქალი არ არსებობს, მერი, - მეც გამეცინა.
- ჰო, კარგი, მაგრამ ჩემს თავს შენი თავი ურჩევნია, - ახლა თბილად გამიღიმა.
- საიდან მოიტანე?
- ჩემი ხომ გჯერა? - მკითხა და თვალებში შემომხედა.
- კი, მერი.
- ჰოდა, ასეა. უბრალოდ, ჯერ თვითონაც არ იცის ამის შესახებ.
- მადლობა, მერი.

***
გამთენიისას ემასთან წავედი. დიდხანს ვაკაკუნე. გვიან გამიღო, ნამძინარევი სახით.
- ჩაიცვი, ემა.
- ეს რამე ახალია? - მკითხა გაოგნებულმა ემამ.
- რას გულისხმობ?
- აქამდე სულ გახდას ითხოვდი.
გამეცინა.
- ჩაიცვი. თბილად. ცივა გარეთ.
კარებთან კედელს მივეყრდენი და იქ ვუცდიდი ემას. მალევე გამოვიდა. პალტო ეცვა და თხელი შარფი ჰქონდა მოხვეული.
- ეს თბილად ჩაცმაა?
- თუ შემცივდა, ხომ მათხოვებ... - შეჩერდა და შემომხედა, - მაისურს? - სხვა არაფერი მეცვა.
- შენ როგორ ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, არა.
- ემა ჭკვიანი გოგოა, - ვთქვი და კიბეებზე ერთად დავეშვით.
არ ვიცი, რა ერქვა იმას, რაც მაშინ ხდებოდა. რატომ მომყვებოდა? ვიცოდი, არ უნდა დამესვა ეს კითხვა, არასდროს არ უნდა დამესვა, მაგრამ რაღაცებზე მაინც მეფიქრებოდა. წავედით. ქალაქს გავცდით და შემაღლებულ ბორცვზე აღმოჩნდით, საიდანაც საერთოდ არ იშლებოდა ლამაზი ხედი. იმ ადგილის ერთადერთი შეუფასებელი ღირებულება სიცარიელე იყო.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით. გამჭვირვალე სივრცეს გაჰყურებდა ემა და, სავარაუდოდ, არაფერზე ფიქრობდა. მე კი იმდენად ბევრი ფიქრი მაწყდებოდა ერდროულად, არ ვიცოდი, რომელი ამერჩია. ცოტა ხნით გონება საერთოდ გავთიშე, ემას წინ დავდექი და ვუთხარი:
- ემა.
- ჰო, - მიპასუხა და ეს იყო მისი პირველი პასუხი ასეთ მომენტებში.
- იცი, ემა, ამ ქვეყნად არ მეგულება იმაზე ინტიმური სიტყვა, ვიდრე „ჰოა.“
- არ მიფიქრია.
- ყველაზე, ყველაზე დაფარული და მაინც ყველაზე მეტი სიახლოვე დევს.
ემა არ მიყურებდა. მერე ამომხედა და მითხრა:
- ლამაზი ხელები გაქვს.
- ვიცი, - ვთქვი და სიცივისგან გაწითლებულ ხელებზე დავიხედე. ემას გაეცინა.
- მადლობას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს.
- ჰო, ამბობენ, - მასთან უფრო ახლოს მივიწიე. ოდნავ შეკრთა.
- ესე იგი, ამ ქვეყნად არ გეგულება იმაზე ინტიმური სიტყვა, ვიდრე „ჰოა?“
- ჰო, - ყურთან ვუჩურჩულე და ყელზე ისევ გამოუჩნდა ბუსუები.
- რა გინდა?
- ემა, რაღაც გტკივა, ხომ ასეა? - არაფერი მიპასუხა, - ყველას ტკივა რაღაც. ახლა მინდა, შენი ყველა, სულ ყველა ტკივილი ჩამოფხიკო შენი არსების კედლებიდან, ერთად მოაგროვო, ერთ ბგერაში ჩაატიო და ბოლო ხმაზე დაიყვირო. მთლიანად გარეთ გამოუშვა, ერთ, ერთადერთ ბგერად.
ემამ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც კი დასაყვირად პირი გააღო, ვაკოცე. სახეზე გაყინული ხელები მოვკიდე, შეაკანკალა, მაგრამ წინააღმდეგობის „სავალდებულო“ გამოვლინება არ ყოფილა. შევისუნთქე. ემა შევისუნთქე. ღრმად, ძალიან ღრმად, ბოლომდე, შიგნით, ისე, რომ ყველა უჯრედს მოსდებოდა. შემცივდა. ვიგრძენი, სისხლი როგორ გამეყინა ძარღვებში. მოძრაობის უნარიც კი წამერთვა. დღე იყო, თენდებოდა, მაგრამ ბნელოდა. მაშინ ვერაფერი დამაჯერებდა, რომ ჩემი და ემას გარდა კიდევ ვინმე სუნთქავდა დედამიწაზე. ყველაფერი ჩემი იყო. ყველაფერი, ემას სუნთქვის ჩათვლით. ემას შიშიც ჩემი იყო და ემას...
როგორღაც მოვწყდი. თვალეში ჩავხედე ემას. თვალებში, სადაც ვერაფერს ამოიკითხავდი. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ღრმად გრძნობდა ემა.
- მორჩა, ემა. შენი ყველა ტკივილი გადავყლაპე.
მთელი სხეულით კანკალებდა. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა. თვალები ეხუჭებოდა და ტუჩები უთრთოდა. ნახევარი მხრით მომეყრდნო მხარზე და ხელი მკლავზე მომკიდა. ცხვირი მის თმებში ჩავრგე და სუნთქვა შევწყვიტე.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ვიდექით ასე. მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი კრისტალურად სუფთა იყო.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თეო მე შენ მაგიჟებ...როგორ შეგიძლია ასე უბრალო,თითქოს ყველასთვის გასაგებ სიტყვებში ამხელა სიღრმე ჩადო,არა რაღაც სხვა ხდება,რაღაც დიდი ჟაკის თავს და მე უკვე აღარ მძულს იგი...ემაზე მეტად შეშინებული და დამფრთხალი მეჩვენა

 


№2  offline წევრი N7

ამაზე საოცარი არ წამიკითხავს არაფერი!
ორჯერ გადავიკითხე ეს თავი და ორჯერვე ჟრუანტელი მომედო და ვეღარ ვგზავნი ჯანდაბაში!
საოცარი ხარ, უბრალოდ, ძალიან საოცარი!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Archive

იყო ყველაფერი
ყველაფერი რაც საშინლად ბევრია და მაინც გამჭვირვალობაში იკვეთება ან თავსდება ბოლომდე.
ყველაფერი იყო

 


№4  offline წევრი Lea

არ მეგულება ადამიანი, ტკივილს
ასე ლამაზად გადმოსცემდეს.
საოცრებაა.

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ამ ნაწარმოების საუკეთრსო ნაწილი იყო.
ჩემთვის.
უდაოდ საოცარი ნაწერია, მაგრამ ყოველთვის ცუდ განწყობაზე მაყენებს, ბოლო თავები განსაკუთრებით.
არ ვიცი რატომ.

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

"ჰო"-ზე მომეწონა შენი აზრი..კშესანიშნავი განსაზღვრება იყო...
ზე ორიგინალური ხარ.....
მომწონს ეს განსხვავებული და რაღაცნაირი ისტორიაა.....
გადამრევ,ფორთოხალო.
წარმატებები შენ!

 


№7  offline წევრი salomee

გადავირიე!

 


№8  offline წევრი ლუნა

უუუუუუმაგრესიაააა love

 


№9 სტუმარი nah

rodis dadeb ? davitanje kovel dghe vamocmeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent