ადვოკატი მე! 4
მეორე დღეს სამსახურში მისულს, ლანა წინ დამიდგა: -ქალბატონო, იცით კაბინეტშია... ვერ შევაკავე, ბოდიში!-შიშით ლუღლუღებდა. -ვინ, არის კაბინეტში?-მშვიდად ვკითხე მე. -ბატონი დათა არველაძის მეუღლე.-თავი ჩახარა მან. -ხანდახან იმისნაირი ქალების შეჩერება არ შეგიძლია, მაგრამ კარგი გოგო ხარ! ახლა კი გამატარე!-თმა გადავიწიე და ჩემი კაბინეტისკენ გავემართე. -მოხვედი?-სკამზე იჯდა, წითური გოგონა, რომელიც ურცხვად იღიმოდა. აშკარად დათას ღიმილი ჯობია! -შენ უდა შეგეკითხო, როდის მოვალ?! მეორეც, ჯერ გამეცანით და მერე ჩავთვლი საჭიროდ, რა გავაკეთო. -მე დათა არველაძის ყოფილი, მდიდარი ცოლი ვარ.-ფეხზე ადგა.-და მდიდარი, იმიტომ, რომ ყველაფერი მე დამრჩება და უკვე ვიცი, რომ მდიდარი ვარ. აშკარად ვერ აზროვნებს, ეს გოგონა. ან რა მოეწონა ამაში აზროვნება?! არამგონია, ალბათ შეხედულებამ მოხიბლა და იმაში ვეღარ გაერკვა თავში რა უდევს. -ჩემი კაბინეტი დატოვეთ! უკვე გამეცანით და არ ვთვლი საჭიროდ, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ!-ჩემს ადგილას დავჯექი და საბუთებში ჩავრგე თავი. ჩემი ხმა ისეთი უდარდელი და მკაცრი იყო, რამის მე გავედი, ჩემი საკუთარი კაბინეტიდან. -მე მოვიგებ!-თქვა და თავისი ჩანთა აიღო. -თქვენ ადვოკატს უთხარით!-თავი არ ამიწევია ისე ვთქვი. *** ლანა, კაბინეტში ანერვიულებული შემოვიდა და სახეზე ვატყობდი, რომ რაღაცის თხოვნა სურდა. წარბაწევით ავხედე და დაველოდე, რას იტყოდა. -ქალბატონო, მაკატერინე, იცით რაღაც უნდა გთხოვოთ.-თავი ჩახარა ჩემმა დანაშემწემ. -ვიცი, განაგრძე!-სანამ ლანა, რამეს იტყოდა ყავა მოვსვი. -სამსახურში, რომ ახალი ბიჭი მოვიდა, ის ცუდათ გახდა და მინდა, რომ მოვინახულო.-უცბად მიაყარა სათქმელს, თან ნერვიულობისგან ხელებს ერთმანეთში ხლართავდა. -დაურეკე და ისე მოიკითხე!-ვუთხარი მე. -ხომ, მაგრამ...-ისევ განაგრძობდა თხოვნას. -მობილურზე არ გაქვს სალაპარაკო?-უდარდელათ ვიკითხე მე. -მე... მე მისი ნახვა მინდა.-მომიგო ლანამ. რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ დავინახე კარში თავი, როგორ ქონდა შემოყოფილი დათა არველაძეს. -კარგი, რა გაუშვი ცოდოა!-არველაძემ კარი მთლიანად გააღო, და შემოვიდა. -აქ მეგადავწყვეტ, ვინ გავუშვა და ვინ არა! და, რომ გავუშვა თანაშემწედ შენ დამიდგები?!-ჯერ ლანას გავხედე, შემდეგ დათას. -დაგიდგები! აბა ცოდოა, თავის სატრფოსკენ მიუწევს გული!-დაბეჯითებით თქვა მან. -არა, არა! ჩემი სატრფო არ არის!-ლანამ დაიწყო თავის მართლება. -კარგი, რა ჩვენ გამოგვაპარებ! მიდი,მიდი გაიქეცი!-ზურგზე მისცხო ხელი ლანას. -ქალბატონო გთხოვთ!-ცრემლები გადმოყარა ლანამ. -კარგი, ხო!-ხელით ვანიშნე გასულიყო. ასეთი უგულოც არ ვარ, რომ ვინმეს ცრემლებისთვის ყურადღება არ მიმექცია. -აბა, ჩემო უფროსო რას ვშვებით?-ტაში შემოკრა დათა არველაძემ. -იცოდე, მხოლოდ დღეს ხარ ჩემი თანაშემწე და ზედმეტები არ მოგივიდეს!-გავაფრთხილე არველაძე. -მხოლოდ დღეს, აბა მე, შენ თანაშემწედ, რომ დაგიდგე ვერ გაგიძლებ!-დაბეჯითებით ჩაილაპარაკა მან. -გრძელ ენებიან თანაშემწეებს, ვერ ვიტან!-ხელით ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო.-ყავა გაცივდა, ახლი მინდა!-ვუთხარი ჩემს ახალ თანაშემწეს. -ახალი მოუნდა გოგოს!- ჩაილაპარაკა მან.-იცი, ბევრი ყავის დალევა, რომ არ შეიძლება?!-მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა ის. -ვიცი!-მისმა ახლოს ყოფნამ სუნთქვა შემიკრა.-ადექი!-სწრაფად ვუთხარი და ფანჯრის გამოსაღებად ავდექი. დათამ ირონიულად ჩაიცინა და ყავის ფინჯანს მოკიდა ხელი. -რახან, დღეს ვარ შენი თანაშემწე, კეთილი ვიქნები და ავდგები!-თვალი ჩამიკრა დათამ. გაკვირვებულმა გავხედე. იმან, რა იცის, რომ მე მისი ახლოს ყოფნისას სუნთქვა მეკვროდა. ჯობს, საქმეს მივხედო და არა დათა არველაძეზე ვფიქრობდე. კაბინეტიდან გავიდა და ყავით ხელში დაბრუნდა. -ესეც, შენი ყავა!-მაგიდაზე დამიდო და კაბინეტიდან გავიდა. -დათა არველაძე!-ვეძახი მე. -დიახ, ეკატერინე ყიფშიძე!-თვალებში მიყურებს და მეც გვერდზე ვაპარებ თვალს. რაღაც მჭირს, ამ ბიჭთან ახლოს ყოფნა, თვალებში ყურება მაბნევს. -მე უშაქრო გითხარი!-შევხეხედე მე. -აი, ესეც უშაქრო!-თვითონ, რომელ ყავასაც სვამდა ის დამიდო. -ეს რა არის?-თვალებით მივანიშნე ფინჯანზე. - ეს არის ყავა, ქალბატონო მაკატერინე!-ამიხნა მან. -მაგდენს ვხვდები!-თავის ჭკუით ახსნა დამიწყო, -ხოდა ძალიან კარგი! დალევას, რომ დაამთავრებთ დამიძახეთ!-გაბრუნდა კარისკენ-ხოდა ფრთხილად დალიეთ!-კარი გაიხურა, -თავხედო!-მივაძახე გასულს. თავხედი, ხომ არის და ისე იყურება, რომ დაგაბნევს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.