შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკომანია (4)


21-01-2016, 21:04
ავტორი khatuna
ნანახია 1 949

ლევანი და მაქსიმე ბარში სვამდნენ და თან რატომღაც , თვითონაც არ იცოდნენ რატომ ძალიან კარგ გასიათზე იყვნენ და ყველას გასაგონად იცინოდნენ. გგოებისთვის არ უთქვამთ, რომ დასალევად მიდიოდნენ , მაგრამ მაინც მიხვდა ორივე ... სხვაგან სად წავლენო .. ტასო ელენესთან და მის მეგობართან ერთად თავის სახლში იყო და რაღაც სასიყვარული დრამას უყურებდნენ. ტიროდნენ , მაგრამ ფილმს მაინც უყურებდნენ.
ლევანს და ამქსიმეს უკვე სახე წაშლილი ქონდათ , ისეთი მთვრალები იყვენენ , მაქსიმე რაღაცეებს თავისთვის ბურტყუნებდა.. ლევანი კი მისი ტელეფონის ხმამ გამოაფხზლა , მაქსიმეს ანიშნა და გარეთ გავიდა.

- ლევან .. როგორ ხარ? - ლევანმა დეიდამისის ხმა , რომ გაიგო დიდად არ ესიამოვნა და გაუკვრიდა კიდეც ... არახსოვს ბოლოს როდის მოიკითხეს. თან ახლა მთვრალი იყო და საერთოდ არუნდოდა მასთან ლაპარაკი. ლევანის დეიდა მიხვდა , რომ მალე გაუთიშავდა და უცბად უთხრა რისი თქმაც უნდოდა.
- ლევან .. ვიცი , რომ ძლიერი ხარ... და მოკლედ დედაშენი ... გარდაიცვალა.. დღეს დილით. - ცდილობდა არ ეტირა , მაგრამ ლევანის ხმაზე მაინც ატირდა. ლევანმა ვერ გაიაზრა ახლა რა უნდა ეთქვა დეიდამისისთვის... საერთოდ არ ქონდათ ლევანს და დედამისს კარგი ურთიერთობა , მაგრამ ლევანზე მაინც ცუდად იმოქმედა ამ ამბავმა. თვალები ცრემლით აევსო და იგრძნო როგორ დარჩა მარტო... ოჯახისწევრებიდან არავინ ყავდა... ცდილობდა ნერვები დაეოკებინა და ეს უცებადი ნერვიულობა დედამისის ცუდი საქმეების გახსენებით გადაეგორებინა .. გაიფიქრა , როგორ კვდებოდა მაშინ როცა პატრა იყო და დედა ყურადღებას არ აქცევდა ... როგორ შეიწირა მამამისი და ასე შემდეგ... მაგრამ მაინც ... მაინც ჩამოსცვვდა ცრემლები და ხმამაღლა ტირილიც დაიწყო... ტელეფონი კი გვერძე გაწია დეიდამისს ხმა , რომ არ გაეგო .. მაგრამ მაინც ესმოდა დეიდამისს ლევანის ტირილი და ამან ძალიან იმოქმედა მასზე. მაქსიმე გაკვირვებული იყო სად წავიდა აქამდეო და გარეთ გავიდა.. როცა დაინახა ლევანი როგორ ტიროდა .. ძალიან შეეშინდა ... გვერდით მიუჯდა ლევანს და აცადა ლაპარაკი. ლევენმა ტელეფონი ისევ ყურთან მიიდო და უკვე ჩვეულებრივი დინჯი ხმით უთხრა.

- აქამდე უნდა გეთქვა ჩემთვის.. წამოვალ.. ნახვამდის..

მაქსიმე გაკვირვებული უყურებდა ლევანს . ხელი მხარზე დაადო და შეკითხვები მიაყარა..

- რა მოხდა?! .. ვინ იყო...?! რა უნდა ეთქვათ.. ?! რატომ ტირი?!..
- კარგი ხო.. ლალი იყო.. დედაჩემი მოკვდა. და უნდა წავიდეთ.
- ჰა? - ადამიანებ ამ სიტყვას ბევრი დანიშნულებით ხმარობენ.. ან ვერ გაიგეს .. ან იმ შუალედში სანამ წინადადებას გაუმეორებენ... სიტუაცია გაიაზრონ.
- ჰოო.
- კარგი დამშვიდდი.

მაქსიმე ლევანს გადაეხვია და თითქოს უცებ გამოფხიზლდაო და სიმთვრალის არცერთს არაფერი ეტყობოდათ. სახლში წავიდნენ , ლევანთან და გოგოებსაც გააგებინეს. ტასო ლევანს პატარა ჩანთაში მაისურებს ულაგებდა. ერთი კვირით მაინც დარჩებოდა ლავანი დეიდამისთან. ან მეტით.

- არგინდა რომ წამოვიდე? (ტასო)
- არა რა. შენ იქ რაგინდა ტყუილად უნდა დაიღალო. მაქსიმე წამომყვება ცოტა ხნით და მერე ისევ ჩამოვა. (ლევანი).
- კარგი.

ლევანის დედა ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა მანამდე სანამ ლევანი მარტო დაიწყებდა ცხოვრებას. შემდეგ ქალაქგარეთ გადავიდა სადაც ადრე ყველა ერთად თამაშობდნენ. ლევანი და მაქსიმე , მაქსიმეს მანქანით მიდოდნენ და თან ეს პეიზაჟი ყველა მოგონებას უღვიძებდათ ბიჭებს. რამდნეიხანია აქ არ ყოფილან და ახლაც რისთვის მიდიან... როცა ჩავიდნენ გარეთ მდგომი კაცები , ლევანს ხელებს ურტყამდნენ მხარზე ... ეს დამშვიდების რიტუალივითაა .. თან ოხრავდნენ.. ლევანისთვის ყველა უცხო იყო , მაგრამ კაცებიც და ქალებიც ლევანს ეხვეოდნენ და ყველა თავისთვის ბუტბუტებდა .. " როგორ გამხდარხარ" , " გამაგრდი" "დედმამიშვილიც არ ჰყავს" . " ყველანი სიკვდილის შვილები ვართ" და ასე შემდეგ. მაქსიმემ ხელ იგააშვებინა ქალებს ლევანისთვის და ლალისთან მიაცილა.

- რა კარგი ბიჭი ხარ რომ ჩამოხვედი.
- ხო.. რა მოუვიდა?
- ამბოლო დროს ძალიან ცუდად იყო საავადმყოფოში გვეწვინა, მაგრამ შენთვის არ მითქვამს.. მითხრა არ უთხრაო. ინერვიულებსო.. ვუყვარვარ ვიციო..
- კარგი , კარგი. - ლევანს ახლა ზუსტად ამის გაგება არუნდოდა "ვუყვარვარო".
- შედი ნახე!
- შევალ... და ტირილი არგვინდა ლალი. მარტო შევალ.
- კარგი..

ლევანიმ ჯერ მაქსიმე შეუშვა და მერე თითონ შევიდა. საერთოდ არავის სჯერა ადამიანის გარდაცვალება ... უფროსწორად საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და ვერ აღიქვამს დრამატულად სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს მის გაყინულ სხეულს და ხელით არ შეეხება.. სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდებიან... სანამ ლევანმა დედამისი სასახლეში ტავისი თვალით არ ნახა ვერ ხვდებოდა რა ატირებდათ ასე მწარედ გარეთ მდგომ ქალებს... მართალია ლევანი მამის სიკვდილსაც შეესწრო, მაგრამ მაშინ პატარა იყო და ბევრ რამეს ვერ იაზრებდა... როცა ახლოს მივიდა და დედამისი უძრავად დაინახა ხელები აუკანკალდა .. გული ისე უძგერდა , რომ თითქოს ნეკნებს ეჯახებოდა და განთავისუფლებას ითხოვდა. თვალებიდან ისევ გადმოსცვივდა ცრემლები.. მუხლებზე დაეცა და შეხების სურვილიც გაუჩნდა .. ახლა ყვეალზე მეტად უნდოდა ჩახუტებოდა..

- დროის უკან დაბრუნება , რომ შემძლოს... რომ შემეძლოს .. ყველაფერს გაპატიებდი! არივიცი როგორ დაგეხმარო..

ლევანს სამი დღე არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა. არც ნაროტიკები მოუთხოვია ორგანიზმს... საერთოს არ ჰქონდა იმის შიში , რომ შეიძლება აქვე წასვლოდა გული ... ისე უბრალოდ გადაუარა ნარკოტიკის მიღების სურვილმა.. არადა ახლა ალბათ ზუსტად ეგ დაეხამრებოდა იმაში , რომ ძველ დროში დაბრუნებულიყო და დედას ჩახუტებოდა.
როცა დედამისი სამუდამოდ მიაბარა მიწას საერთოდ წაერთვა ყველაფერი. ვერ გრძნობდა ადრე როგორ აკლდა დედამისი.. ხო იცოდა , რომ ცოცხალი იყო და არაფერი ანაღვლებდა... ახლა დააკლდა.. ძალიან დააკლდა.. ერთმანეთს ებრძოდნენ , პრინციპული და დედიკოს ბიჭი ლევანი. ახსოვს სლ პატარა , რომ იყო როგორდაპირდა დედას , სულ დაგიცავო.!


დედის დასაფლავების მერე ლევანმა ლალისთან ერთად მთელი ეზო მოიარა და ბუნებაშიც გავიდნენ.. თითქმის სულ გარეთ იყო ლევანი. ლალი გვერდით მიყვებოდა და ისეთ ამბებს უყვებოდა რაც თითონ არ ემახსოვრებოდა და ლევანიც ხელებგადაჯვარედინებული გამალებით უსმენდა... თავის ბავშობის ამბებს ვერ იხსნეებდა თითონ.. ვერც მოყოლის შემდეგ გაიხსენა ვერაფერი , მაგრამ მოსაყოლად კარგად ჟღერდა როგირი ცელქი ბავშვი იყო ლევანი ბავშობაში. უსმენდა და ეღიმებდა ... სინანულით ეღიმებოდა .. ტირილშიც გადასდიოდა ხოლმე...

ცოტახნით დეიდამისთან დარჩა , მაინც თავი სულ მარტო , რომ არ ეგრძნო , მერე კი მოეტყუა , რომ მაქსიმე გამოუვლიდა და წავიდოდნენ , ოღონდ ცოტა გზა ფეხით უნდა გაევლო. არ მინდ გააცილებაო და ისე წამოვიდა. ფეხით იარა მარშუტკის გაჩერებამდე. (საკმაოდ გრძელი გზა იყო) მარშუტკას დაელოდა და ისე წავიდა სახლში. მარშუტკაში დაძინებაც სცადა , მაგრამ მაინც ვერ დაიძინა .. ბევრი მიზეზის გამო ... თან გვერდით დედასტან ერთად პატრა ბავშვი ეჯდა .. დაახლოების ერთი წლის იქნებოდა, რომელიც ლევანს უყურებდა და იცინოდა. მის სიცილზე ლევანს ეცინებოდა და ვერ იძინებდა. მერე მთელი მისი პაწაწინა ხელი ლევანის თითს ჩასჭიდა და არუშვებდა. მთელი დღის სტიმული ის ბავშვი იყო. მარშუტკაში რამდენჯერმე დააცემინა და თვალები ეწვოდა ... მიხვდა , რომ გაცივდა იმ ყინვაში. ტასოს მაისურებმა არ გაამართლა მაინც გაცივდა ლევანი. ლევანი კი ტასოს აბრალებდა, მაგრამ თითონ არ იცვამდა.

სახლში ფრთხილად შევიდა. თბილისამდე უფრო მოითენთა და ძალიან ციოდა. გადაწყვიტა ხვალ ეთქვა ყველასთვის , რომ ჩამოვიდა დღეს დასვენება ჭირდებოდა და ერჩივნა მარტო ყოფილიყო.
სიცხის საზომი გადმოქექა , წამლების ყუთიდან და მასთან ერთად ნარკოტიკებიც გადმოცვივდა , მაგრამ მაინც თერმომეტრი აიღო, დიდი და თბილი პლედი შემოიხვიადა მისაღებ ოთახში დივანზე დაჯდა. ტელევიზორს უყურებდა.
სიცხე 39.6 ხაზი ჰქონდა. თერმომეტრს , რომ დახედა სახე მოეღუშა. რა დააწყნარებდა ტასოს ხვალ.

დილით დაურეკა ტასოს და ახარა მისი ჩამოსვლა. პროდუქტებთან ერთად ტასო წამში ლევენათან გაჩნდა. ასეთი რომ დაინახა დივანზე თვალები გაუდიდა.. ხმამაღლა შექკივლა..

- რამოგივიდა ლევან?!...
- რა გაყვირებს? ... გავცივდი.
- რას გავხარ! სიცხე გაქვს?
- მაღალი მქონდა მაგრამ დამიწია ეხლა.
- მაჩვენე... ესარის დამიწიაო? 38 გაქ და დაგიწია? რამდენი გქონდა აბა?
- 39 და რაღაცა.
- ვაიმე ლევანიიი... აფთიაქში ჩავალ მე... და მოიცვი რა რამე თბილი. ამოგიტან წამლებს და მოგხედავ. - თან ლოყაზე აკოცა და წავიდა.
- ნუ მკოცნი.. გადაგედება! - მიაძახა ლევანმა.



ტასომ ლევანს ლიმონიანი ჩაი დაალევინა .. წამლებიც მისცა და გაათბო. გვერძე მიუწვა... კოცნიდა და ეფერებოდა. ყელში კოცნაზე ლევანს უსლ ერვიძებოდა და ახლაც ასე მოუვიდა.

-გადაგედება და ნახავ.
- არაუშავს.
- არაუშავს კაირა გაიწიე..

ტასომ ხლეები მოხვია ლევანს წელზე და მაგრად ჩაეხუტა. ლევანმა მოუყვა მარშუტკაში პატრა ანგელოზი , რომ შეხვდა და ამაზე ტასო სულ გაგიჟდა .. ფიქრებში წავიდა და ლევანსაც აიძულა წარმოედგინა მათი მომავალი.

- წარმოიდგნე ჩვენი შვილები. როგირი კარგები იქნბიან და რა ლამაზი თვალები ექნებათ. შენნაირი.
- შენნაირი! - ტასომ ლევანს ახედა და დაინახა როგორ მაცდურად გაეღიმა ბავშვების ხსენებაზე.
- მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ! და გპირდები, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით.. აგიხდენ ოცნებებს..
- ჩვენი ქორწილი ყველაზე კარგი იქნება.

ლევანს ქორწილის ხსენებაზე თვალწინ ძველმა კადრებმა ჩაურბინეს. ტასოს ყველა სიტყვაზე - "თეთრი კაბა" , "ყვავილები", " ბავშვები ", " ორსული" , თვალწინ ნათლად ხედავდა ამ ყველაფერს... საიდანღაც მოდიოდა თავში ... თითქოს ასე უკვე ნანახი ყავდა ტასო.. მაგრამ როგორ ნახა ვერ ვხდებოდა .. იქნებ დამესიზმრაო .. ტასომ ლაპრაკი შეწყვიტა მომავლის გეგმებზე და ლევანს მაქსიმეზე კითხა..

- მაქსიმეს უთხარი რომ ჩამოხვედი?

მაქსიმეს ხსენებაზე გაახსენდა სად ნახა ტასო ტეთრ კაბაში და თვალები მაგრად დახუჭა.. სახეზე ხელი მოისვა და ტავი გამოიფხიზლა.

- რამე მითხარი?
- არა არაფერი. სიცხეს გაგიზომავ. - ლევანს სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცუდად გრძნობდა თავს.
- არგინდა ოთახში შეხვიდე და იქ დაიძინო?
- დარჩები ჩემთან? თუ დედაშენი გაძლებს ერთი დღე უშენოდ. (ტასოს დედაზე ილაპარაკეს ლევენმა და ტასომ , ტასომ ისიც უთხრა რომ არ მოსწონს დედამისს ლევანი , რათქმაუნდა იცინოდნენ , მაგრამ ლევანი ხომ ყველაფრეს სერიოზულად იღებს.)
- აგიწია სიცხემ?
- კარგი ნუ ბრაზდები. დარჩი ჩემთან.
- აბა სად უნდა წავიდე. წამოდი დავწვეთ. - მოეხმარა ლევანს ადგომაში , მისი ხელი მხარზე გადაიდო და ოთახში ძლივს აიყვანა.. კიბეები არ მთავრდებოდა... ტასოს სიცილი აუტყდა რომ ვერ მიაღწიეს ოთახამდე და ლევანიც აყვა... იდგნენ კიბეებზე და ერთმანეთს იჭერდნენ..
ოთახში შეიყვანა ... დააწვინა ... გადააფარა ... ბალიშებ გაუსწორა .. როცა ლევანი ცუდად ხდებოდა , ტასოს სულ ეშინოდა რაღაცის. გვერძე მიუწვა , ლევანს მალევე ჩაეძინა ტასო კი ფიქრობდა.. ფიქრობდა , რომ უნდ აეთქვა ლევანისთვის ბექა რომ ჩამოვიდა და უკვე რამდენჯერმე შეხვდა კიდეც. მაინც თავს იკავებდა. კარგად რომ გახდება ვეტყვიო.
გაახსენდა როგორ მოხვია ხელები ბექამ ტასოს და ზიზღისგან დააჟრიალა. თავისი ბიჭის წვრილი და გამხდარი ხელები .. საერთოდ მთელი მისი "ნარკომანი" სხეული ერჩივნა ბექას ხელებს. ამის გახსენებაზე ლევანის ხელებს დაუწყო ფერება. მთელი რამე უყურებდა ლევანს. არ დაუძინია .. იქნებ რამე დასჭირდესო. ცუდად რომ გახდეს ფხიზლად უნდა ვიყოო.
იმაზეც ფიქრობდა მაქსიმემ და ელენემ სამკურნალო ადგილი , რომ უპოვეს ლევანს. ამას თითონ ისინ იეტყოდნენ... ამის იმედი ქონდა.
არც უნდოდა ლევანი იქ წაეყვანათ.. შორს ტასოსგან, მაგრამ მისთვის ასე აჯობებდა, გამოკეთდებოდა და მერე მთელი ცხოვრება ერთად იქნებოდნენ..
იციოდა ძალიან ბევრს იტირებდა , როცა ლევანი წავიდოდა .. ან ნერვიულობით მოკვდბეოდა ... ლევანისთვის მაინც ასეა უკეთესი ... იქ გამოჯანმრთელდება და უფრო ბედნეირები იცხოვრებდნენ.. უფრო ლაღად და შიშის გარეშე , რომ ერთმანეთს დღე - დღეზე არ დაკარგავენ...
არც იცოდნენ რა რეაქცია ექნებოდა ლევანს ამაზე , მაგრამ მაქსიმემ თქვა , რომ ძალითაც რომ მოუწიოს ლევანის იქ წაყვანა მაინც წაიყვანდა...

(მაინტერესებს თქვენი აზრი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent