ორმაგი ცხოვრება - 3
- ჯოჯოხეთში ! - წყნარად თქვა და შეეცადა ხმა არ აკანკალებოდა. - რა ენა მოსწრებული გოგო ხარ შენ ! -შეაქო და ცხვირზე თითები მოუჭირა. გაოგენებულმა დეამ , როგორც კი მისგან თავი დაიხნსა , ცხვირი გაამოძრავა და დაბღვერილმა ამოიქშინა. - ბოლოს და ბოლოს იტყვი რა თამაშს თამაშობ ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და მთელი ტანით მისკენ შეუბრუნდა. მამაკაცმა ჯერ გაკვირვებულმა გამოხედა , შემდეგ წარბი ასწია ჰაერში და სულ ბოლოს ჩაიღიმა , დეას ერთამენეთში ახლართული თითები , რომ დაინახა. - უკაცრავად ? - მოკლედ კითხა და გზას გაუსწორა თვალი. - რემი ? - ჰკითხა ყელში ამოსულმა . - რა რემი ?! - თვალები გაკვირვების ნიშნად , კიდევ ერთხელ მოჭუტა ტაქსისტმა. - ნუ მეთამაშები ! - ხმა გაიმკაცრა ნატროშვილმა. - ბევრი დალიე ? - იკითხა და მანქანა მის კორპუსთან გააჩერა. - ვერ მიყურებდი , როგორ ვსვამდი ? - ჰკითხა შეპარვით. - გადადი , ადი სახლში , წყალი შეისხი სახე და მერე დაიძინე ! - თვალები ამ სმაილს მიუგავდა ... ( squint emoticon ) - ტერვინატორი ხარ რა ! - თქვა ბუზღუნით და კარი გამოაღო , ცალი ფეხი გადაყო , ნახევარი ტანით კი ტაქსისტს მიუბრუნდა . - მაინც გავარკვევ ვინ ხარ და აუცილებლად ... აუცილებლად ... აუცილებლად ავალ და დავიძინებ ! - რომ ვეღარ მოიფიქრა რა უნდა ეთქვა , ისევ "თავისებურად" დაასრულა და მანქნიდან გადმოვიდა ... - ანუ ტაქსისტი ხარ ხომ ? - კითხა ისევ შეპარვით. - ხო აბა ? - გაიკვივა , თითქოს "ეს რა მაკადრეო". - კარგი ბატონო , იყავი ტაქსისტი ! რამდენი მოგართვათ ? - ირონიულად გაუღიმა და ჩანთა გახსნა. - მოდი გეტყვი ყურში ... - თავი მოაწევინა და ყურთან მიუტანა ტუჩები. ცხელი ჰაერი , რომ იგრძნო ყელში ნასიამოვნებმა ამოიოხრა და კარს ხელები მოუჭირა. ტაქსისტმა მის ხელს , თავისი შეახო და მაგრად მოხურა კარი. ნატროშვილი თითქოს ახლა მოეგო გონს. ნელა , გაოგნებული შედგა ადგილზე და თვალი უკვე , სივრცეში გაჭრილ მანქანას გააყოლა. ^^^ - თუ არ გავარკვიე ვინ არის , შეიძლება თავი ჩამოვიხრჩო! - თავი გადააქნია დეამ, - შენ ხომ თქვი მანქანის ნომერი ვიციო ? - როგორც ყოველთვის , ჭკუა"მოწყალე" მაიამი გამოვიდა სიტყვით. - ვაიმე ! - შეჰკივლა ნატროშვილმა და სამივე დაქალი შეხტა. - რა გაყვირებს ქალო ? - გაოგნებულმა დააკვესა თვალები ელენემ. - მგონი მშობიარობს ... - ფხუკუნი ატეხა ანამ. - გიორგაძე ! გაიტანეთ ეს სურათი აქედან ! - გაბრაზდა დეა.- მაქვს ფოტო მაქვს ! მოიცათ ! კმაყოფილმა გააწკლაპუნა ტუჩები და მობილური მოიმარჯვა ხელში , კამერას გაეკრიჭა და გოგონებს ენა გამოუყო. - სიძე , შე ძველო ! რავა ხარ ბიჭო , ასე უნდა დაკარგვა ? - მიაყარა და გაიცინა. - ისე მელაპარაკები , ვითომ მე მჭირდება რამე ! - გადაიხარხარა ვაკომ. - აუ ვაკოო - გაწელა ბგერები საყვარლად ... - მე ხომ შენი ფერია ვარ ? - წარბები აათამაშა ეშმაკურად. - მერე რა უნდა ჩემს ფერიას ? - ხმა დაუტკბა დის შეყვარებულს. - რა და ... მისმინე , მანქანის ნომერს გამოგიგზვანი ესემესით და 5 წუთში მთელი ინფორმაცია უნდა მედოს კარგი ? - ჰკითხა , განა რამე შეპარვით ? არა ! რაც არ უჭირს გულახდილობაა ... - ოჰ , რა ხდება ? გამოჩნდნენ შავი ყვავყორნები და დაიპყრეს შენი , სათუთი და უკარება გული"ა" ? - ახარხარდა სიძე . - ენა ! - გაეცინა მასაც . - ჰა ახლა , გიგზავნი ნომერს და გამირკვიე. - კაი მიდი ... - მობილური გათიშა და ნომერი ესემესის სახით გაუგზავნა . - რაო ? -იკითხეს ერთ ხმაში. - რაო და გამოგიგზავნიო ... გაყურსულები ელოდნენ ესემესს , 5 წუთსაც გადაცდა და 10 საც. - სად არის ამდენ ხანს ? - თვალები დაქაჩა მარიამმა ... - თხას კოდავს ? - გაჩუმდი ! - სიცილით გააჩუმა და მობილურს უპასუხა . - ხოო - რა საქმე გაქვს მაგ ბიჭთან ? - ჰკითხა აშკარად აგრესიული ტონით ვაკომ. - რა ხდება ? - შეშინებულმა მიიდო გულზე ხელი. - რა ხდება ? მეღადავები ? მაგას მე უნდა გეკითხებოდე ! - ლამის იყო ეღრიალა. - ტონი ონიანო , ტონი ! - გაბრაზდა ნატროშვილიც ... - ახლა კიდევ თქვი , რა ხდება ?! - იცი ეგ ვინაა ვაფშე ? - წყობიდან იყო გამოსული ავალიანი. - ვაიმე ვაკო ! ნუ შემაღონე და თქვი ვინ არის ! - ვინ არის და ... რავიცი მე ... - ახარხარდა მობილურის მეორე მხრიდან სიძე და გულზე მოეშვა ნატოსვილსაც. - შენ ბიჭო კარგად ხარ ? - რომ გაიაზრა , რა უქნა და როგორ მოატყუა თვალები დაქაჩა გაბრაზებულმა. - ნწ , მთვრალი ვარ გახეული ... - ისევ ხარხარებდა ავალიანი. - მითხარი ახლა რაა ვინ არის , სახელი ვისზეა გაფორმებული ... - მოკლედ , შენი პრინცი არის ... ვინმე ანა იოსელიანი . - ღიმილი სახეზე შეახმა და კბილები ისე დაკრიჭა , ვითარცა " კომბლეში , ყველა პერსონაჟმა" - აბა ჩიჩია ... - სიცილი ატეხა მარიამმა. - რა კომბლე , კი არადა ჯანდაბა ! რა ანა იოსელიანი ? . - ხო რა , ანა იოსელიანზეა გაფორმებული მანქანა. - კაი ! მადლობა. ... - მობილური გათიშა და იქვე მიაგდო. - ეს ბიჭი ან ძალიან ჭკვიანია , ან რემია , ან მართლა ტაქსისტია ! - თავი გადააქნია და გამწარებულმა გაჰკრა საბანს ფეხი. ^^^ მთელი ღამე თვალები ჰქონდა დაჭყეტილი , ხან ერთ მხარეს გადატრიალდებოდა , ხან მეორე მხარეს. იმდენი იშფოთა , მაინც ვერ მოისვენა საწოლში. ან რა ეგონა საღამოს 11 საათზე , რომ წვებოდა და იძნებდა ? სწრაფად წამოვარდა ფეხზე , უგები და ელასტიკები ჩაიცვა , ოდნავ გაშვებული ზედაც გადაიცვა და დუტის მოსაცმელი მოიცვა . თმაზე ქუდი და ქუდზე კაპიშონი გადმოიხურა , ნაუშნიკებს დაავლო ხელი და მობილურიანა დაეშვა კიბეებზე. სადარბაზოდან გავიდა , ნასიამოვნებმა შეისუნთქა გრილი ჰაერი და აწითლებულ ცხვირის წვერზე , საჩვენებელი თითი გადაიტარა. ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და კრუგი დაურა მთელ შანხაის. იქვე სკვერში ჩამოჯდა და გარშემო მიმოიხედა. - მარტო რატომ ზიხარ ? - გვედით დამჯდარმა , ნაცნობმა მძღოლმა შეაშინა და ესეც ისე შეხტა , უკანალი ეტკინა სკმაზე დაგდებულს. - აქ რა გინდა ? - მისკენ მიტრიალდა და ყურსასმენები მოსაცმელის ჯიბეში ჩაიცურა. - ის რაც შენ ... - ღამის განათებაზე კიდევ უფრო ესიმპატიურებოდა ტაქსისტი. თუმცა დღის სინათლეზე როდის უნახავს რო ? მხოლოდ მაღაზიაში ! საკითხავია ის იყო თუ არა , მაგრამ რაღა ის და ეს ? - მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ ... - დამფრთხალმა ახედა მამაკაცს. - მოდი ! - ხელები შემოჰკრა მსუბუქად ერთმანეთს და გაიღიმა. - სახელი ? - კითხა და თვალები მოჭუტა. - საიდუმლოა ! - თქვა და გაიღიმა. - ნუ მიღიმი და სახელი თუ არ მითხარი , რანაირი გულახდილობა გამოდის ? - თვალები დაქაჩა დეამ. - ბევრს ითხოვ დეა ! - მისგან დაძახებული დეა , იმდენად ჰაეროვნად ჩაესმა ყურებში , მისი სახელი კი არა ამ ცხოვრებისგან რა უნდოდა ის დაავიწყდა. - შენ ? მოიცა ჩემი სახელი საიდან იცი? - კითხა და ჩაიღიმა. - რაც ნაკლები იცი , მით უფრო მშვიდად ხარ ! - ცხვირზე დაკრა თითი და გაუღიმა. - შენ ხარ რემი ხომ ? - კითხა და ფეხები აათამაშა ... - შეუძლებელია , შეუძელებელია ადამიანის ასეთი მსგავსება , ტყუპი გყავს ? არ შემიძლია ასე გაურკვევლობაში ცხოვრება ! - უბრალოდ დაივიწყე კარგი ? - ჰკითხა მშვიდი ტონით და სანთებელა აათამაშა ხელში. - არ ეწევი ? - კითხა და თავით სანთებელასკენ მიანიშნა. - აბა ეგ რათ გინდა ? - ჰკითხა თვალებმოჭუტულმა. - ყოველთვის ამდენ კითხვას სვამ ? - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე . - ან მითხარი ვინ ხარ ან არადა გაქრი ჩემი ცხოვრებიდან ! - უთხრა და ტუჩები მოკუმა. - კარგი ... - თქვა და მშვიდად წამოდგა ფეხზე , სანთებელა იქვე სკამზე დადო და თვითონ ისე გაეცალა ტერიტორიას , ნატროშვილმა გონზე მოსვლა და გააზრებაც კი ვერ მოასწრო. სანთებელას დახედა და ფეხზე წამოდგა , ზურგი აქცია და ორი ნაბიჯი გადადგა. გულმა ვერ გაუძლო , უკან მობრუნდა და ნაცნობი სანთებელა ხელში აიღო , აათამაშა და ოდნავ მიიტანა ცხვირთან. ნაცნობი სურნელი ! სახლში ავიდა და სანთებელა საწოლთან დაიდო . მთელი ღამე , მთვარეულივით ეძინა . ფიქრობდა , მაგრამ გათიშული. არაფრის ძალა არ ჰქონდა , ხელი გადაყო და სანთებელა აიღო. ოდნავ აანთო და ღიმილით გააიგივა იმ თვალებთან , ცის-ფერიდან ცეცხსლიფერში , რომ გადადის ხოლმე. იმ თვალებთან , რომლის ყურებაც არასდროს მობეზრდება. რომლებიც არაფრის საშუალებას არ აძლევენ. ^^^ დილით გვიან გაიღვიძა , რაღა დილით ? უკვე შუა დღის 2 საათი იყო. ფრატუნით გავიდა სამზარეულოში და სახლი მოათვლიერა. მობილურის ეკრანი გაანათა და ესემესი დაინახა ... " დე , მე და მამა საღამომდე არ მოვალთ , ნია ვაკოსთან ერთად წაღვერში წავიდა , თუ რამე დამირეკე" ... დედის ნომერი აკრიფა და ყურთან მიიდო , თან მადუღარა აიღო და წყალს მიუშვირა. - ხო დედი , გაიღვიძე ? - კი და თქვენ სად ხართ ? - ჰკითხა და "დენცქვიტა"-ში შეაერთა მადუღარა. - ჩვენ ლალისთან გამოვედით და მერე მამას მეგობართან მივდივართ , გინდა გამოგიაროთ ? წამოხვალ ? - არა დე , გოგოებს ვეტყვი და ამოვლენ , არ ინერვიულო შენ . - კარგი დე , ჭკვიანად იცოდე ! - დაბარებულივით გაისმა სულ ბოლოს ნაცნობი სიტყვები და დეასაც გაეღიმა. - მიყვარხარ დედა ! - მეც ჩემო ბარსიტა ! - დედა ! - ღიმილი ვერ შეიკავა დეამ და "იმკაცრა". *** - რამ გათქმევინა გაქრი ჩემი ცხოვრებიდანო ? - თვალები დაქაჩა მარიამმა და ცხელი ყავის ჭიქას , თითები მაგრად მოუჭირა. - აბა რა უნდა მექნა ? მომბეზრდა ეს თამაშები , ეს გაურკვევლობა ! - და იქნებ მართლა არ არის , ეს რემი ხარძიანი ? - ქვედა ტუჩზე , საჩვენებელი თითი მიიდო ელენემ. - კარგი რა ! ასეთი მსგავსება ? შანსი არაა ! - და ტყუპი რო ყავდეს ? - მხრები აიჩეჩა ანამ. - მეც ვიფიქრე მაგაზე , მაგრამ ერთი ტაქსისტი , მეორე ბიზნესმენი ? თან გოგო რემი ხომ უხსენა და ეგრე , რომ იყოს იტყოდა რამეს ის ბიჭი , თან სახელი თუ არ გითხრა ... - ჩაფიქრებული იყურებოდა მარიამი. - მიდი აბა ანა იოსელიანი ჩაწერე ფეისბუქში . - ყველამ თვალები ჭყიტა , ცალ-ცალკე დაავლეს მობილურებს ხელი და ცალ-ცალკე დაიწყეს მოძებნა. - არავის მიგდებს , ისეთს ვისაც იმასთან დაკავშირებ . - მხრები აიჩეჩა ნატროშვილმა. - მე ამომიგდო , აი ნახე ... - მობილური ცხვირწინ აუფიალა ანამ დაქალს - ეს ტაქსისტია , თუ ბიზნესმენი ? - ფრჩხილი მიადო ეკრანს. - ვაიმე ანა ! ან ერთს , ან მეორეს , რომ გავდეს ასეთი იქნებოდა ? - ტუჩები გადაატრიალა დეამ . - ვერ დააკვირდი ? ის ძალიან სიმპატიურია! - რაღაც ხდება აშკარად გოგო , რაღაცას თამაშობს , აბა სახელს მაინც გეტყოდა , ან მოგატყუებდა ეს მქვიაო... რა ჯანდაბა ხდება ? - მაგიდაზე ფრჩხილები ააკაკუნა გოცირიძემ. - ხო და ეს ყველაფერი , რომ მომბეზრდა მაგიტომაც ვუთხარი , ან მითხარი გ ვინ ხარ ან არა და გაქრი თქო ! - ლუკას უნდა გავაჩალიჩებინოთ ! - დარწმუნებით თქვა მარიამმა და მობილური ხელში აათამაშა . - მაგის ძმაკაცია , ეცოდინება ვინ არის ! - დაურეკე , უთხარი ამოდი კაი გოგოს გაგაცნობთთქო . - გაიცინა ნატროშვილმა და ფეხზე წამოდგა . - სახლი დამალაგებინეთ რაა ... ^^^ - აბა ? კაი გოგოოო ? - შემოსასვლელში ლუკა შედგა და სახლი მოათვალიერა . - ამ ნაშობას გიყურებთ მთელი ცხოვრებაა და რომელი უნდა დაგკეროთ ? - წარბი ასწია ჰაერში. - ოოო , მოდი დაჯექი ერთწამს ! - მარიამმა ხელი ჩაავლო მაჯაში დეიდაშვილს და სამზარეულოდან ლოჯში "გაიტანა" , მერე ორკაციან სავარძელთან " მიიტანა " და იქ "დადო". - გამიშვი გოგო ხელი ! ფეხები და ხელები მაქვს შესაშური , რას დამაკონწიალებ შენ ... - წარბები შეუკრა და კომფორტულად მოთავსდა ხის გრძელ მაგიდასთან. - რას შვები ლუკ? - წარბები აუთამაშა ნატროშვილმა მეგობარს. - ამ გამოხედვას ვიცნობ ! რა უნდა მთხოვოთ ? - იკითხა და საწყლად მიიჩოჩა , სავარძლის კიდისკენ. - აუ ლუკა შენი დახმარება გვჭირდება ... - მარიამი კალთაში ჩაუსკუბდა დეიდაშვილს და ლოყაზე აკოცა. - რა გინდათ ჰა , ამოღერღეთ თორემ გამისკდა კაცს გული და აიკიდებთ ამდენი ქალის ცოდვას ზურგზე ტვირთად ! - რემი ხარძიანი ხო შენი ძმაკაცია ? - გიორგაძე მიუბრუნდა საქმიანი ტონით . - აუ ჰაჰაჰაჰ , რომელს მოგეწონათ ? - გაიკრიჭა და ღიმილით მიაჩერდა ოთხივეს. - ე ბიჭო თქვა ! -დაიბღვიღა მარიამი. - კი ჩემი ძმაკაცია მერე ? - ბიჭო ტყუპი ხო არ ყავს ? - ელენე ჩაერთო საუბარში. - არა რა ტყუპი , კიდე ერთი ეგეთი რო იყოს ამოისუნთქებდა მსოფლიოს ქალობა და დაიღუპებოდა ჩვენი სასტავი . - ახარხარდა მთელ ხმაზე. - დავყრუვდი . - ტუჩები გაბუსხა ნატროშვილმა . - ანუ ტყუპი არ ყავს ... ხო არ ტაქსაობს ? - შემპარავი გაუხდა ტონი კიკნაძეს. - რა ტაქსაობს ტოო , რათ უნდა ტაქსაობა ? - თვალები გადაატრიალა ბიჭმა. - აბა რა ჯანდაბა ხდება ? - ფეხები ააბაკუნა ძირს დეამ . - რა ხდება ? - გაიკვირვა ლუკამაც. - მაგის გარკვევას ვცდილობთ რამდენი ხანია ! - მარიამი კალთიდან გადმოსპუდა და ხელებგადაჯვარედინებული , გადაჯდა გვერდით . გოგოების კალთაში ედო თავი და ყველაფერზე ფიქრობდა. შიშის გარდა ყველაფერს გრძნობდა... ინტერესს , ინტრიგას , მოწონებას და რა თქმა უნდა მისი ნახვის სურვილიც კლავდა. უცნაურად ეჩვენებოდა ყველაფერი , ყველაფერი გარდა ერთისა. ის გრზნობები არ ეუცხოებოდა , ყველაზე დისკომფორტულ კომფორტს განიცდიდა მაშინ , როდესაც მასთან ერთად იყო. როდესაც მის ცასავით ცისფერ თვალებს უყურებდა , როდესაც ხედავდა , როგორ იცვლებოდა თვალისფერი და ხდებოდა რაღაც მღელვარე , მღელვარე და ცეცხლისფერი. გრძნობდა , როგორ ხდებოდა გადატრიალება მასში და შიგნეულად, როგორ იწვოდა. დროის შეგრძენა ჰქონდა დაკარგული და ცხოვრების მიზნად მხოლოდ ერთი რაღაც ჰქონდა დასახული. "გაგეო და ამოეხსნა ის , რაც მის გარშემო ხდებოდა ბოლო კვირის მანძილზე" გული უფრიალებდა და მოუსვენრად იწვა ერთ ადგილას. თითქოს ყოველი სიტყვა , გამოსახულება ერთმანეთში ერეოდა და მგრძნობელობას კარგავდა. ბავშვობიდან რაც ყველაზე მეტად აშინებდა და ეზერებოდა ეს მხოლოდ გაურკვევლობა იყო. მოუსვენრად წამოჯდა ადგილზე და ცრემლიანი თვალები შეანათა მარიამს. - არ შემიძლია რაა ... - აბუზღუნდა და გამჭირვალე , მარილიანი სითზე დაუდევრად გადმოუშვა , ჯერ წამწამზე , შემდეგ ღაწვებზე , სულ ბოლოს კი ლოყაზე ჩამოკონწიალებული კისერში ჩაუცურდა და უხეშად მოიქავა ის მიდამოები , სადაც წამის წინ ცრემლი მოგორავდა. - კარგი რაა ... - მარიამმა დაქალი მიიხუტა და თმაზე აკოცა . - რის გამო ტირი , პროსტა უნამუსობაა რაა . - მასთან ერთად ტკიოდა კიკნაძესაც , მაგრამ მიჩვეული იყო ემოციების დაფარვას და ეს არც ერთ მის დაქალს არ აწუხებდა , ყველა კარგად ხვდებოდა რა და როდის აწუხებდა მას და უდაოდ ყოველთვის ძლიერ დასაყრდნობს ხედავდნენ მასში. ამიტომაც არ აინტერესებდა ამ სამს მისი ენის სიმწარე , რადგან მისი მწარე წამოსროლილი რეპლიკები , თითოეულის გულს მალამოსავით ედებოდა , და ზუსტად იოცდე ყველამ , რომ თუ მწარე სიმართლის მოსმენა დასჭიდებოდათ , აუცილებლად უნდა მისულიყვნენ მარიამთან. ალათ ყველას უნდა ყავდეს მისნაირი ერთი სამეგრობროში , რომ გონს მოეგონ და ოცნების კოშკები არ ააგონ , იმის გამო , რომ მაღლა აფრენამდე , დასაცემად შეამზადოს. გიორგაძესაც არანაკლებ მწარე ენო ჰქონდა , მაგრამ ის ისეთი კეთილი და უბრალო იყო ... ის ვერაფერს დაგიშავებდათ , ვერ გაწყენინებდათ. - არ უნდა ავცანცარებულიყავი , მე ავცუნდრუკი ცუდად და მივიღე კიდეც ! ჯანდაბა რა უნდოდა ? რას გამოჩნდა ? ვერ მქონდა დაწყობილი ცხოვრება ? ვერ ვუფრენდი ჩემთვის ? მარტო და წყნარად ? ვერ ვიყავი უდარდელი ? ნუთუ აუცილებლად რაიმე პრობლემა უნდა ჰქონდეს ადამიანს ცხოვრებაში ? გავიზარდე ? საამისოდ მზად ვარ ? იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში , არ შემიძლია ... ასეთ გაურკვევლობაში ცხოვრება არ შემიძლია , შეიძლება გავაფრინო ! - თმაში ხელები შეიცურა და შემდეგ მაგრად მიეხუტა დაქალს. სამივე უსმენდა და მათაც ტკიოდათ , იცოდნენ რამდენად უმძიმდა ახლა მას . გვერდში ედგნენ , მაგრამ არ იცოდნენ , როგორ დამეშვიდებინათ . - არ ვიცი რა გითხრა , როგორ დაგამშვიდო , როგორ განუგეშო ... - ხმადაბლა ჩასჩურჩულა და თმაზე აკოცა. - ჩემთვის ისიც ნუგეშია , რომ ახლა ჩემთან ხართ , სამივე ! - ლოყაზე აკოცა და მხარზე მიადო თავი. ^^^ ქუჩაში მისერინობდა და ყურსასმენებში საყვარელ სიმღერას უსმენდა. ვერაფერზე ფიქრობდა , მხოლოდ ერთი უტრიალებდა თავში, გზაზე იყურებოდა და ცდილობდა არც ერთი მანქანა გამორჩენოდა თვალდახედვიდან . ყველა მანქანაში , თავის ტაქსს ეძებდა და ცრემლიანი თვალებს მუჭით იმშრალებდა. ყინვის გამო მთელი სახე და ცხვირის წვერი გაწითლებული ჰქონდა. ნელა მიაბიჯებდა ნაცნობ გზაზე და ნაცნობ შენობებს ნოსტალგიური მზერით უყურებდა. უნდოდა ისევ ის პატარა გოგო ყოფილიყო. მამას და დედას , ნიასთან ერთად , რომ დაჰყავდათ და ყოველთვის დიდ ნაყინს აჭმევდნენ. ნიას ეჯიბრებოდა , ვინ უფრო მალე შეჭამსო და კი ჰქონდა მთელი სახე , ნაყინით დათხვრილი. ემოციურად გაეღიმა და ისევ ცრემლები წასკდა. ოცნებობდა ახლაც ის დრო ყოფილიყო , უპრობლემო , ლაღი და მხიარული ბავშვი უნდოდა ყოფილიყო. უნდოდა მხოლოდ იმ დროის უკან დაბრუნება უნდოდა , და თავიდან იმის განცდა , რასაც მაშინ განიცდიდა. გულში რამდენჯერმე იგრძნო . როგორ გაუარა დენებით რაღაცამ მტკივნეულად. ემოციური მდგომარეობა , ჩართულმა სიმღერამ უფრო გააძლიერა და მისი გაძლებაც რთული გახდა. კუჭში , მუცლის გავლით რაღაც ძალიან მაგრად ატკივდა და ხელი მიიჭირა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და იქვე , დასხმულ ბეტონზე , მდგომ რკინის სვეტს ხელით დაყერდნო. თავი ჩახარა და ერთ ადგილას ჩაგუბებუ წყალს ტკვილიანი მზერით ჩახედა. გუბეშიც იყო ჩაგუბებული წყალი , როგორც მის გულში ამდენი ტკვილი. ვითომ არაფერი არ მომხდარა არა ? მაგამ გულჩვილი ნატროშვილისთვის ეს ბევრად მეტი იყო , ვიდრე ჩვენ გვგონია. მხარზე მძიმე ხელი იგრძნო და გული გაუთბა , ეგონა ის დახვდებოდა ვის გამოც ეს ყველაფერი ჭირდა , მაგრამ უკან გაბრუნებულს და მოხუცი კაცი დახვდა , რომელმაც კითხა როგორ იყო. თავი დაუქნია , სახეზე შემხმარი ღიმილით და წასულ კაცს ისევ იგივე პოზაში მდგომმა და თავჩახრილმა გააყოლა მზერა. ისევ იგრძნო მხარზე ხელი და თავი ტკვილიანი მზერით გააუბრუნა. წინ კი ხარძიანი ედგა , არა ტაქსისტი , არა სპორტულებში გამოწყობილი მძღოლი , არამედ ჩვეულებრივ კლასიკურ ფორმაში მდგომი რემი. თავი გადააქნია და ოდნავ გაღიმებულმა გახსნა ბაგეები. - კარგად ხარ ? - კითხა მამაკაცმა და თმის ჩამოგდებული ლაკონი , ყურსუკან გადაუწია. - არც ისე ... - პირგამშრალმა ამოიხრიალა ცალი ხელით , მამაკაცის ძლიერ მხარს დაეყრნო. - მოდი აქ ! - ხელი წელში შეუცურა და , მეორე ფეხებში და ხელში აიყვანა. თავი გულმკერდზე მიადო და ხელები კომფოტულად შემოხვია კისერზე. სახე გააბადრულმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ამოილუღლუღა და ტუჩების ცმაცუნით წავიდა ტკბილ სიზმრებში. უნებურად ამოუტვივტივდა გონებაში ის დღე , ტაქსისტამა "მისმა ტაქსისტმა" , რომ მიიხუტა , უცნობი კაცისგან შეშინებული . მის კისერში ჩამალულიც ასე გაირინდა ... ახლა კი ... ახლაც ნაცნობ სურნელს გრძნობდა და კმაყოფილი ამოძრავებდა დროდადრო ცხვირს. უკვე მონატრებულ სურნელში , მთელი გრძნობით ცურავდა . ჩემი დის დაბადების დღისთვის მგონი ერთად 15 სიურპრიზს ვგეგმავ , არ გამიბრაზდეთ რა პაწაწუნა თავისთვის ... ძალიან დიდი მადლობა ასე , რომ მოგწონთ და გვერდში მიდგახართ. მიყვარხართ და მეამაყებით ასეთი მკითხეველი , რომ მყავხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.