შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (9-დასასრული)

21-01-2016, 21:39
ავტორი ანკა
ნანახია 9 779

წყვილი რამდენიმე დღეში წამოვიდა თბილისიდან და ლონდონის სახლში დაბრუნდნენ. ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. დემემ ელენეს მამა გაიცნო. ბატონმა თემურმა გოგონა საკუთარი შვილივით მიიღო და მაშინვე დაიმსახურა მისი უსაზღვრო კეთილგანწყობა.
ზაფხულის არდადეგები მიიწურა და სასწავლო წელიც დაიწყო.
-აუუ ელენეე! - დაიწყო ისევ ბუზღუნი უკმაყოფილო დემემ. თითქმის ყოველ მეორე საღამოს ეხვეწებოდა ელენეს ქორწილი მალე გადავიხადოთო, გოგონა კი პასუხობდა ჯერ სწავლას მოვრჩები და მერე გამოგყვები ცოლადო.
-რა? - ჰკითხა ისე, რომ უკვე წინასწარ იცოდა რასაც ეტყოდა მამაკაცი.
-უკვე ვეღარ ვითმენ, მინდა რომ მთლიანად ჩემი გახდე - ასეთი რამ მამაკაცმა პირველად უთხრა პირდაპირ და გოგონასაც ისე შერცხვა, რომ სულ აჭარხლდა სახეზე. - ნუ გრცხვენია სულელო - თბილად გაუცინა, როდესაც მისი რეაქცია დაინახა და სამზარეულოში მოფუსფუსეს ზურგიდან აეკრო.
-ტვინი არ გაქვს რა - გაეცინა ელენეს.
-ტვინი კი არა ერთი ორგანო მაქვს, რომელსაც...
-კარგი, კარგი! - კისკისით გააწყვეტინა სათქმელი, მისკენ მიბრუნდა, ხელები კისერზე მოხვია და ტუჩებში აკოცა.
-შვილი მინდა... - დაღლილი ტონით მიმართა გოგონას, შემდეგ კი დახლზე შემოსვა, ფეხებს შორის მოექცა და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. ხელები ფეხებზე აასრიალა მაისურის ქვეშ შეუცურა და ხერხემალს ააყოლა. რამდენჯერაც არ უნდა გაეკეთებინა დემეს ასე, ელენეს მაინც ჟრუანტელი უვლიდა და შიგნიდან სულ ხურდებოდა. მამაკაცი კისერში ჩავიდა კოცნით და გოგონაც ალერსით გააბრუა, შემდეგ კი ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდა და ოსტატურად დაუკოცნა გემრიელი ბაგეები.
მიუხედავად ამდენხნიანი ურთიერთობისა მამაკაცს საქმე სექსამდე არასდროს მიუყვანია. გოგონას იმდენ პატივს სცემდა, რომ ქორწილამდე მისთვის ხელი არ დაეკარებინა, თუმცა რა ექნა რომ მისი სრულიად დაპატრონების სურვილი კლავდა...
-აღარ ისწავლო... - გოგონას ტუჩებს მოწყდა და უეცრად თქვა.
-რა? - ამოიკნავლა ვნებისგან მიბნედილი ხმით ელენემ და თვალები ააფახულა.
-გამოდი უნივერსტეტიდან და ცოლად გამომყევი - უთხრა მყარად.
-კი, მაგრამ...
-რათ გინდა სწავლა? მუშაობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოგიწევს იმდენი ფული მაქვს
-ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ პროფესია მქონდეს. შვილი რომ მკითხავს შენ რა პროფესიის ხარო ხომ არ ვეტყვი უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია ისე მინდოდა მამაშენს გავყოლოდი ცოლადთქო - გულუბრყვილოდ ატიტინდა და დემეს გაცინებაც მოახერხა.
-კარგი, კარგი... უბრალოდ როცა მახსენდება რომ კიდევ სამი წელი მხოლოდ შეყვარებულის სტატუსი გექნება ჭკუა მეკეტება - გოგონას ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა.
-მეც მინდა ქორწილი, მაგრამ ჯერ სწავლას უნდა მოვრჩე - დამნაშავე ბავშვივით აუხსნა დემეს საქმის ვითარება.
იმ საღამოს წუწუნ-ბუზღუნი ასე დაამთავრა დემემ. დღე დღეს მისდევდა და ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა. ბატონი თემური უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული იყო.
დადგა გაზაფხული... ლილი მეცხრე თვეში იყო, 17 კილო ჰქონდა მომატებული ორსულობისას და გაუთავებლად წუწუნებდა გავსუქდიო. საბა კიდევ უხაროდა, რომ თავისი ქალბატონის კაპრიზებს ბოლო დღე-დღეზე მოეღებოდა. ბიჭს ელოდებოდნენ და აპირებდნენ ერეკლე დაერქმიათ.
-ელე, გაიღვიძე მივდივართ - შუაღამეს ელენე დემემ გააღვიძა, რომელიც უკვე ჩაცმული და წასასვლელად გამზადებული იყო.
-რა ხდება? - იკითხა ნახევრად მძინარემ.
-ლილი მშობიარობს
-მართლა? - მაშინვე თავი წამოყო და ფეხზე წამოვარდა.
-ხო, მიდი ჩაიცვი, მე ყავას გავაკეთებ - დაუბარა და ოთახიდან გავარდა. ელენემ კომფორტული სამოსის ჩაცმა არჩია. ჯინსი, ფართხუნა ზედა და შავი კეტები ჩაიცვა, თმები კოსად შეიკრა და ოთახიდან გამოვიდა. პირველ სართულზე ჩასულს, ყავა მართლაც გამზადებული დახვდა. სასწრაფოდ დალიეს, რათა გამოფხიზლებულიყვნენ და სახლიდან გავარდნენ.
-როგორაა - აჩქარებული ნაბიჯებით მივიდნენ თემურისთან და ლილის მდგომარეობა ჰკითხეს.
-არ ვიცი, რამდენიმე საათია უკვე შესულები არიან, საბაც მასთანაა.
-კიდევ ვინაა იქ?
-ლილის დედა
-აჰაა, კაი...
-გამარჯობათ, ბატონო თემურ - ღიმილით მიესალმა გოგონა სამამამთილოს.
-გაგიმარჯოს შვილო, როგორ ხარ? - თბილად გადაკოცნა გოგონა.
-კარგად, მადლობა. - ამ დროს პალატიდან ბავშვის ტირილის ხმა გაისმა.
-აბა თემურ, გილოცავ ბაბუობას! - მამამისს ღიმილით გადაეხვია დემე და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
მალე ექიმიც გამოვიდა და მომლოდინეებს ბიჭის - პატარა ერეკლეს დაბადება ახარა.
-წავალ დასალევს მოვიტან - თქვა დემემ და საავადმყოფოდან სწრაფი ნაბიჯებით გავარდა.
პალატაში შესულებს მიუსწრო სასმლით ხელში და ძმას გადაეხვია.
-გილოცავ მამობას! არ უნდა აღვნიშნოთ?
-უნდა აღვნიშნოთ აბა რა! - მხარი დაუჭირა ბედნიერმა საბამაც და ერთი ბოთლი შამპანური აიღო.
გათენებამდე აღნიშნავდნენ პატარა ერეკლეს დაბადებას.
როდესაც დედა-შვილი საავადმყოფოდან გამოწერეს უფრო დიდი ქეიფი გამართეს და გათიშვამდე სვავდნენ. მეორე დღეს კი ყველა მსმელს თავი უსკდებოდა...
.................
გავიდა სამი წელი და დემეს თვალებში ჭინკების რაოდენობაც იმატებდა. მალე ელენე სწავლას მორჩებოდა და მაშინვე ქორწილისთვის მზადებას შეუდგებოდნენ. პატარა ერეკლე ძალიან ოხერი და მაიმუნი ბავშვი იყო, პატარა ეშმაკუნას ეძახდნენ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყოდა ხოლმე, რომ მთელი ოჯახი გაოცებისგან პირს აღებდა, საიდან ისწავლაო. ასე უკვე 2 წლის ასაკში აოცებდა ყველას და 3 წლის ხომ წარმოგიდგენიათ როგორი ეშმაკუნა იქნებოდა.
-ქორწილს როდის გეგმავთ? - მისაღებ ოთახში დაჯდა ლილი ელენესთან ახლოს და პატარა ერეკლეც გამოტანტალდა ფეხშიშველი, ვინაიდან ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა.
-არ ვიცი, მაგრამ მალე რომ იქნება ფაქტია, თორემ დემე გამიგიჟდება - კისკისით უპასუხა და ოთახში შესულ საქმროს გახედა.
-რაზე ჭორაობდით? - იკითხა საბამ და მისკენ გაქცეული ერეკლე ხელებში აიტაცა.
-მა, დედიკოს აინტერესებდა როდის შეძლებდნენ ელენე და დემე ისე მაიმუნობას შენ და დედიკო როგორც მაიმუნობთ ხოლმე - გულუბრყვილოდ ახსნა ბავშვმა საქმის ვითარება და ყველა ახარხარდა. ელენესაც გაეცინა, თუმცა ცოტათი ლოყები შეეფაკლა.
-და რას მაიმუნობენ? - წარბაწეულმა დაეჭვებით იკითხა დემემ და ერეკლეს შეხედა, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-ამმ... არ ვიცი.. - თავი გააქნია დაბნეულმა.
-ეგ როგორ არ იცი, მაიმუნმა მაიმუნობა ხომ უნდა იცოდეს - თითი ცხვირზე ჩამოკრა პატარას და გაუცინა, შემდეგ კი ელენეს გვერდზე მიუჯდა და ხელი გადახვია.
-მაიმუნობაზე გამახსენდა, ნეტა მეორე მაიმუნი როდის გვეყოლება? - ფხუკუნით გახედა საბამ ცოლს.
-აუ რას აკეთებთ მითხარით რაა - იკითხა ერეკლემ და ოთხივეს გადახედა.
-რომ გაიზრდები გაიგებ მა - თვალი ჩაუკრა პატარა ერეკლეს და ბავშვიანად დაიკავა ადგილი ცოლის გვერდით.
-მეორე მაიმუნი ცხრა თვეში იქნება ძვირფასო - გაუცინა ცოლმა და საბამ გაოცებისგან პირი დააღო.
-რა??
-ვაა, გილოცავთ ეე! - თქვა გახარებულმა დემემ.
-გაიგე მა? - ბავშვს მიუბრუნდა საბა.
-მაიმუნს მიყიდით? - თვალები გაუბრწყინდა პატარა ერეკლეს.
-მაიმუნს ვერ გიყიდით მა, მაგას მერე როგორ უნდა მოვუაროთ
-ხო მეუბნებით სუფთა მაიმუნი ხარო და მე თუ მივლით იმას რატო ვერ მოუვლით - გაუკვირდა ერეკლეს და ახლა დედამისს გახედა - დე, მაიმუნს მყიდულობთ და მატყუებს მამიკო ხო?
-არა დე, მაიმუნს არ გყიდულობთ - გაეცინა ლილისაც - მალე პატარა დაიკო ან ძამიკო გეყოლება და იმასთან ერთად ითამაშებ
-მართლა? მაგარია - გაუხარდა მასაც - დაიკო ან ძამიკო მაიმუნს ჯობია ხო? - იკითხა და ახლა ბიძიას გახედა.
-ჯობია - თვალი ჩაუკრა დემემ და გაეცინა.
-შენ როდის უნდა გამომყვე ცოლად? – თქვა და ახლა ელენეს შეხედა.
-როცა ყველაფერი მზად იქნება მაშინ - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-ანუ რომ მოვრჩებით მზადებას ეგრევე? - გადაამოწმა კიდევ ერთხელ.
-კი - სიცილით დაუდასტურა.
-მაშინ ფურცელი და პასტა მინდა სია ჩამოვწეროთ, საქმეს წინ წავიგდებ - სიცილით თქვა და ვითომ მართლა აპირებს ადგომასო ისე გაითამაშა.
-აუ ხო რა მართლა მალე მოვაგვაროთ ეგ და ეს ბავშვები იქნებ დავამთხვიოთ ჰა? - თქვა საბამ და ცოლს გადაეხვია.
-მე ვიქნები სიძე! - წამოიძახა ერეკლემ.
-არა მა, შენ ჯერ ცოდო ხარ დატყვევებისთვის. რომ გაიზრდები მერე შენც იქნები სიძე, მარა ახლა ბიძაშენს აცადე კაი? - სიცილით დააშოშმინა მონდომებული პატარა.
-კაი ჰო... - უკმაყოფილოდ დაემორჩილა მამიკოს და მის კალთაში კომფორტულად მოთავსდა.
-უი ელე, ამასწინათ რაღაც ბარათს გადავაწყდი, დარბაზების სურათებია და ძალიან მომეწონა. მგონი კარგი იქნება იქ თუ გადაიხდით ქორწილს - თქვა ლილიმ
-მიდი მოიტანე აბა ჩვენც გვანახე - უთხრა დაინტერესებულმა ელენემ.
საღამომდე განიხილავდნენ დარბაზებს და ბოლოს აარჩიეს. დემემ თქვა შენ ოღონდ ცოლად გამომყევი და ყველაფერი ერთ კვირაში მზად იქნებაო, საქორწილო კაბის ფულიც მისცა ელენეს და დაავალა მეორე დღესვე წასულიყო კაბის ასარჩევად.
ყველაფერი მართლაც ერთ კვირაში მოგვარდა. ელენემ ქორწილში მარი, თათია და გიო დაპატიჟა. როგორ შეიძლებოდა ისინი ამას გამოკლებოდნენ! რა თქმა უნდა, დანარჩენი ბავშვებიც: სალომე, ნიკა, ლუკა, ლაშა და თიკო.
ქორწილის დღეს პატარძლის კაბაში გამოწყობილი სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ ეს დღე დადგა! ის საყვარელ მამაკაცს ცოლად მიჰყვებოდა! განა თვითონ არ უნდოდა გათხოვება ამაზე უფრო ადრე? უნდოდა, მაგრამ ისიც უნდოდა, რომ ოჯახისთვის მაქსიმალური დროის დათმობა შეძლებოდა, სწავლის პარალელურად კი ამას ვერ მოახერხებდა.

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (9-დასასრული)

შავი ლიმუზინიდან გადმოვიდა თავისი დიდი თეთრი კაბით, ხელში ვარდები დაიჭირა და ირგვლივ მიმოიხედა. ცნობილი ბიზნესმენის ქორწილით ჟურნალისტებიც დაინტერესებულან და ათასი ფოტოგრაფი უღებდა სურათებს. მარი და თათია მისი მეჯვარეები იყვნენ და დემესთან ერთად საკურთხეველთან ელოდებოდნენ. ხალხს თვალი მოავლო და მათი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ყველაფერი იდეალურად ჰქონდა. ბედნიერმა გაიღიმა და საკურთხევლისკენ გაემართა. შევიდა თუ არა ეკლესიაში, მაშინვე დემეს თვალებს შეეჯახა და თვალები აუციმციმდა. მამაკაცს შავი შარვალ-კოსტიუმი ძალიან უხდებოდა. დემეს მეჯვარე საბა იყო. დემე საცოლეს გაბრწყინებული თვალებით უყურებდა და მისი სილამაზით მოჯადოებული იყო.
ჯვარი დაიწერეს და დამაგვირგვინებელი კოცნაც არ დავიწყებიათ. ატყდა ტაში და ირგვლივ ხალხის ბედნიერი შეძახილები გაისმა. ყველა ულოცავდა წყვილს ბედნიერებას. მანქანამდე ძლივს მიაღწიეს, რადგან ჟურნალისტები დაესივნენ, თუმცა მაინც მოახერხეს დასხლტომოდნენ ხელიდან და ხელის მოსაწერად გაემართნენ.
-ყველაზე მაგარი დღეა ჩემს ცხოვრებაში - ბედნიერმა გაიღიმა და ქმარს ნაზად მოეალერსა.
-უკვე ოცნებად მქონდა ქცეული შენი ცოლად მოყვანა - გაიცინა დემემაც და პატარძალს ტუჩები დაუკოცნა. მძღოლი კინაღამ გადარიეს იმდენს კოცნიდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ შემთხვევაში ელენესაც კი არ ადარდებდა რას იფიქრებდა ბატონი მძღოლი და დემეს ხომ საერთოდ...
ხელი მოაწერეს და შემდეგ საქეიფოდ ლილის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი რესტორნისკენ გაემართნენ. მთელს რესტორანში მათ გარდა არავინ იყო. ტორტიც დიდებული ჰქონდათ და ყველაფერი. ყველა სათითაოდ წამოდგა ფეხზე და ახალდაქორწინებულები დალოცეს. შემდეგ ნეფე-პატარძალმა პირველი ცეკვა შეასრულეს ცოლ-ქმრის ამპულაში და ცეკვის საღამოც გახსნეს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპარშია ხოლმე...
-დემე, მე მეგონა შენი მეჯვარე ჯეკი იყო და არა საბა - დაეჭვებულმა უთხრა ქმარს და თან ცეკვა განაგრძო.
-იყო - გაეცინა დემეს.
-რა? ანუ? - სიცილში აყვა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-მარი ხო შენი მეჯვარე იყო და ჯეკს კიდე დაევასა ცოლად უნდა მოვიყვანო ეგ გოგოო. მეჯვარეების დაქორწინება ხო არ შეიძლება და ამიტომ მეჯვარე შევცვალე - აუხსნა მოკლედ.
-მართლა? აუუ რა მაგარიაა! - ისედაც გახარებულს კიდევ უფრო გაუხარდა ახალი ამბის გაგება.
-ოღონდ მარის ჯერ არ უთხრა
-მაგაზე არ ინერვიულო - უდარდელად გადაიკისკისა და დემეს გახურებული ტუჩებიც იგრძნო თავისაზე...
………….
წყვილი რესტორნიდან ცოტა ადრე „გამოიპარა“ და სახლის გზას დაადგნენ. ელენეს რცხვენოდა და ქმრისთვის თვალის გასწორებას ვერ ახერხებდა. დემე ხვდებოდა ამას და თავის მზერას კიდევ აღარ უმატებდა ისედაც დაბნეულ ქალბატონს. უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან და ელენეც გადმოიყვანა.
-ჩემი პატარა ცოლუკაა... - თბილად გაუღიმა და ტუჩებში ნაზად აკოცა გოგონასთვის დაძაბულობა რომ მოეხსნა. ელენემაც გაუცინა და კისერზე ჩამოეკიდა. - ხომ არ დაიღალე? - ჰკითხა მზრუნველად და მანქანაზე ააყუდა.
-არა... მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი ვარ... - ესღა უთხრა, შემდეგ კი მამაკაცი ბაგეებზე დაეწაფა. ძალიან ვნებიანად და მომთხოვნად კოცნიდა, ხელები წელიდან თეძოებზე ჩაასრიალა და გოგონას ყოველგვარი დაძაბულობა წამში მოხსნა, შემდეგ ხელში აიყვანა და ოთახისკენ წავიდა.
საწოლზე ფრთხილად დააწვინა, თვითონ კი ზემოდან მოექცა და კისერში აკოცა. გოგონა მოსალოდნელი ღამის მოლოდინში ყველაფერს გაორმაგებულად გრძნობდა. გული ჩიტზე სწრაფად უცემდა და გრძნობდა როგორ აჟრიალებდა მამაკაცის ყოველი შეხებისას. დემემ ფრთხილად გახადა საპატარძლო კაბა და ვნებისგან დაბინდული მზერით დაეწაფა მის მკერდს. ერთი ხელის მოსმით გააძრო ლიფი და ისე დაუკოცნა მთელი სხეული. ელენე უკვე სრულიად მოდუნებული იყო. აღარაფერი ახსოვდა და არც არაფერზე ნერვიულობდა, მხოლოდ დემეს შეხებას და კოცნას აღიქვავდა და ტუჩზე კბილს იჭერდა სიამოვნების ხმის შესაკავებლად. ხელი ელენეს ფეხზე აასრიალა, შემდეგ კი მუცელზე მოეფერა და მკერდს მიადგა. გოგონა სიამოვნების ხმებს ვერ იკავებდა, როდესაც მკერდზე მამაკაცის თბილ ტუჩებს და კბილებს გრძნობდა. დემემ ქვედა საცვალიც გააძრო. ელენემ მას თმებში ოდნავ მოქაჩა ხელი და თავისკენ მიიზიდა საკოცნელად. საოცრად სიამოვნებდა მისი ყოველი შეხება. იმის შეგრძნება, რომ გაერთიანებულები იყვნენ... შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა, თუმცა იმდენად სიამოვნებდა ეს ყველაფერი, რომ თვალებმილულული კრუსუნებდა.
-დღეიდან მთლიანად ჩემი ხარ და მე მეკუთვნი... - შუბლზე მიაკრო მწველი ტუჩები, შემდეგ კი ელენე გულში ჩაიკრა და ცხვირი მის თმებში ჩამალა.
-საუკეთესო ქმარუკა მყავს... - დემეს ყურთან დაიჩურჩულა ელენემ და იქვე მსუბუქად აკოცა, შემდეგ კი მამაკაცის მკლავებში გაიტრუნა და დაღლილს წამში დაეძინა...
მეორე დილა უბედნიერესი დღეების პირველი დღე იყო. დილაადრიან გაფრინდნენ პარიზში, შემდეგ რომში, ვენეციაში, რიოში და ავსტრალიაშიც კი. მთელ მოგზაურობას 2 თვე მოანდომეს და უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.
უკვე ორივეს შეეძლო მთლიანად დამტკბარიყვნენ ერთმანეთით, დილით კი სხვანაირად მოკაშკაშე თვალებისთვის ეცქირათ. გაიღვიძებდნენ თუ არა, ერთანეთს აეწეპებოდნენ, აჭუკჭუკდებოდნენ და ყოველი სიტყვის მერე ერთმანეთს კოცნიდნენ. ამაზე დიდი ბედნიერება რა იყო?
რა იყო და იმის გაგება რომ ორსულად იყო. ქორწილიდან ორ თვეში, მოგზაურობიდან ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა და ჭკუაზე არ იყო ისე გაუხარდა. მაშინვე დემეს დაურეკა და ბედნიერმა ახარა. მამაკაციც ისეთი გახარებული იყო ახალი ამბით, რომ მთელი სამეგობრო შეკრიბა და იქეიფა. ეტყობოდა რომ ქართველი იყო!.. ელენემ კი ხტუნვა და სირბილი დაიწყო მთელს სახლში, შემდეგ კი გაახსენდა რომ ორსული თავს უნდა მოფრთხილებოდა და მაშინვე დივანზე დაჯდა. იმ დაჯდომის შემდეგ მთელი ცხრა თვე ფეხზე არ ამდგარა. დემეს ათასნაირ საჭმელს აბარებდა: ხილს, ბოსტნეულს, შოკოლადს, რძის პროდუქტებს, კანფეტებს... რაც კი მაღაზიაში იყიდებოდა ყველაფერს ითხოვდა მსუნაგი ქალბატონი და სწორედ ამ კარგი მადის გამო ცხრა თვეში ისე გაიბერა, რომ სიარულიც კი უჭირდა. მაგრამ რა მისი ბრალი იყო? დემეს შვილი იყო მსუნაგი! დიახაც!.. ასეთი პასუხი ჰქონდა ქმრის ყოველ შენიშვნაზე, თუ რამდენს ჭამდა მთელი დღის განმავლობაში.
ბიჭს ელოდებოდნენ და ეს ორმაგად უხაროდათ. ორივეს პირველი ბიჭი უნდოდა, თუმცა სახელი ჯერ არ ჰქონდათ მოფიქრებული, ვარიანტი კი ათასგვარი იყო...
მშობიარობა გამთენიისას დაეწყო, დემემ მალევე გააქანა საავადმყოფოში და გვერდიდან არ მოსცილებია. მიუხედავად იმისა, რომ ელენეს ძალიან ეშინოდა, ქმრის გვერდზე ყოფნა აძლიერებდა და ეს ტკივილიც დაძლია. ყველაფერი კი იმწამსვე დაავიწყდა შვილის ტირილი რომ გაიგო და ბედნიერს გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან.
-ჩვენი ბიჭი! მიყვარხარ ჩემო პატარა... - ბედნიერი დემე ელენეს ჩაეხუტა და ტუჩებზე ნაზად აკოცა, შემდეგ კი პატარა ალექსანდრე დაიჭირა ხელებში. არ ეგონა მამობა ასეთი მაგარი შეგრძნება თუ იყო. თავისი პატარა ბიჭი ისეთი ციცქნა და უსუსური იყო ეშინოდა ხელში არ შემოტყდომოდა. თავზე ნაზად აკოცა და ელენეს მიუწვინა. დედობა მამობაზე მეტი თუ არა ნაკლები ნამდვილად არაა. ამდენი ხანი მუცლით ატარებდა, ახლა კი ჩახუტებული ჰყავდა და მის პაწაწინა თითებს ეფერებოდა!.. სულ არაფრიდან გაჩნდა და მისი ყველაფერი გახდა დემესთან ერთად.
რამდენიმე დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან და სახლში დაბრუნდნენ. ელენე ყველაფერს დიდი სიფრთხილითა და მონდომებით აკეთებდა. უხაროდა და ჭკუაზე არ იყო ისე ბედნიერად გრძნობდა თავს. მშობიარობის შემდეგ ვარჯიშიც დაიწყო და მალევე დაიბრუნა ის იდეალური სხეული, რომელიც ადრე ჰქონდა.
საბას და ლილის ერთი თვით ადრე გაუჩნდათ მეორე პატარა, ისიც ბიჭი. მეორე ბიჭს ლუკა დაარქვეს და ახალ შვილზე განაგრძეს „მუშაობა“ გოგოს „გაკეთების“ იმედით. საბა იძახდა რამდენი შვილის გაკეთებაც არ უნდა მომიწიოს, სანამ გოგო არ გამიჩნდება მანამდე არ გავჩერდებიო.
ჯეკს რაც შეეხება, ელენეს მარის ნომერი სთხოვა და სკაიპშიც დაიმატა. მონათესავე სულებმა ადვილად ამოიცნეს ერთმანეთი და მალევე შეყვარებულები გახდნენ. უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ და ამიტომ ჯეკმა მარი თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად, თან ოჯახსაც გააცნო. ელენე ჭკუაზე არ იყო, როცა გაიგო, რომ დაქალი მუდამ გვერდზე ეყოლებოდა და ძალიან ბედნიერი იყო.
ალექსანდრე პატარაობისას ძალიან წყნარი და სერიოზული ბავშვი იყო. დემეს გაჭრილი ვაშლივით გავდა - ნახშირის შავი თვალები, შავი თმები და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა. ორი წლის ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ გოგოების რისხვა და კუმირი იზრდებოდა და ამის გამო დემე ხშირად იწონებდა თავს. უხაროდა და რა ექნა!
დემეს და ელენეს მეორე გოგო ეყოლათ და პატარა პრინცესას ლიზი დაარქვეს, ალექსანდრეზე ორი წლით პატარა იყო. რაც შეეხება ერეკლეს, ის ფაქტიურად დიდი კაცი იყო, ალექსანდრეზე სამი წლით უფროსი იყო და ხშირად „აქცევდა ყურადღებას პატარებს“. ლუკა, საბას და ლილის მეორე შვილი, ლიზასხელა იყო.
დემე და საბა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელს უფრო მეტი შვილი ეყოლებოდა.
როდესაც ელენემ მესამე შვილი გააჩინა - იოანე, იმ დღეს მარიმ და ჯეკმა მეგობრებს მათი გეგმების შესახებ ახარეს. დიდებული ქორწილი გადაიხადეს და თაფლობის თვე საქართველოში მოგზაურობაში გაატარეს. ჯეკი აღფრთოვანებული დაბრუნდა, ულამაზესი ქვეყანა ყოფილა საქართველო და კიდევ წავალ აუცილებლად ოჯახთან ერთადო...
........................
-ელე, ლიზას ამ კაბას როგორ აცმევ, ვერაფერი მოვუხერხე - მხარზე გადაკიდებული მოკისკისე ბავშვითა და ლამაზი ვარდისფერი კაბით ხელში შემოვიდა საგონებელში ჩავარდნილი დემე და ცოლს შეხედა მიშველე რამეო.
-მომეცი, მე ჩავაცმევ - გაიცინა და 3 წლის პრინცესა აიყვანა.
-დე, მამიკო ვერ მიხვდა როგორ უნდა ჩამაცვას კაბა - აკისკისდა ისევ და საწოლზე ცეკვა დაიწყო.
-მოიცა ერთწამს ჩაგაცვა და მერე იცეკვე კაი დე? - გოგონა გააჩერა და კაბა კოხტად გადააცვა.
-მა! არ გაინძრე თორემ მოგკლავთ! - ოთახში ავტომატიანი ალექსანდრე შემოვარდა, 5 წლის ვაჟკაცი, მას კი 2 წლის იოანე შემოყვა - იო, დაატყვევე... - მიუთითა ძმას და მანაც დემეს გარშემო პატარა ძაფით სირბილი დაიწყო.
-იო, ნუ დარბიხარ გაოფლიანდები! - შენიშვნა მისცა ელენემ და ლიზას თმების დავარცხნა დაიწყო პარალელურად.
-რაო? მე მატყვევებთ? აბა ერთი-ერთზე შემეჭიდე თუ მაგარი ხარ! - ძაფები ერთი ხელის მოსმით გაწყვიტა, ერთ ხელში ალექსანდრე მოიგდო, მეორეში კი იოანე, საწოლზე დახტა მათთან ერთად და ჭიდაობა დაიწყო.
-დემე! შენც პატარა ბავშვი ხარ? აეროპორტში გვაგვიანდება ისედაც! - გაუბრაზდა ქმარს და ბარბივით შეკაზმული ლიზა ხელში აიყვანა.
-დე, კაცები შტერები არიან ხო? - გაფართოებული თვალებით ახედა ლიზამ დედას.
-ხო დე, ყველა კაცი უტვინოა - გაეცინა და პატარა პრინცესას შუბლზე აკოცა.
-მიყვარხარ დედიკოო! - ატიტინდა და კისერზე ჩამოეკიდა ელენეს.
-მეც მიყვარხარ ჩემო ფერია - ბავშვი გულში ჩაიკრა და გაეღიმა.
-დედიკო ჩვენც გვიყვარს - ორი ბავშვით ხელში წინ აეტუზა დემე შტერუკელა ცოლს და მომაჯადოვებლად გაუღიმა.
-ხო, ძაან ძაან გვიყვარს! - დაამატა ალექსანდრემ.
-ქო - ამოიბურტყუნა პატარა იოანემ.
-მეც ძალიან მიყვარხართ - გაიღიმა ელენემ და ქმარს მიუახლოვდა.
-მეტი მაიმუნი აღარ გვინდა, რას იტყვი? - ჰკითხა სიცილით.
-ნამდვილად გეთანხმები - დაეთანხმა ისიც. დემემ ალექსანდრე ძირს დასვა, გათავისუფლებული ხელი ცოლს წელზე მოხვია, ტანზე აიკრო და მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
-აუუუ, ისევ დაიწყეს რაა!.. - აბუზღუნდა ალექსანდრე და სამივემ გვერდზე გაიხედა...

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (9-დასასრული)

.............
ამ ისტორიის დამთავრება ასე გადავწყვიტე...
ძალიან დიდ მხარდაჭერას, სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი თქვენგან მთელი ამ დროის განმავლობაში და ამის გამო მადლობელი ვარ უზომოდ! ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ მიფუჩეჩებულია ან რამე მაგდაგვარი, მაგრამ არა... უბრალოდ მომინდა ასე საყვარლად დამემთავრებინა, რავიცი...
მიყვარხართ ყველა და იმედი მაქვს საბოლოო ჯამში ისიამოვნეთ ისტორიით!

გემშვიდობებით დროებით!!!

№1  offline წევრი Ninuca)

ვაიმე ვაიმე :D ეს იყო ძაან ძაან მაგარიი :* იმედია შემოგვთავაზებ მალე ახალლ ისტორიასააც <3

№2  offline მოდერი ანკა

Ninuca)
ვაიმე ვაიმე :D ეს იყო ძაან ძაან მაგარიი :* იმედია შემოგვთავაზებ მალე ახალლ ისტორიასააც <3

რამდენად მალე დავადგავ საშველს არ ვიცი wink მაგრამ შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ ჩემო საყვარლებო love love love

№3  offline წევრი anuka^_^

არგაპატიებ. აი მატირე რო დაასრულე და არ გაპატიეეეეეეეეეეეეეეებ
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№4  offline მოდერი ანკა

anuka^_^
არგაპატიებ. აი მატირე რო დაასრულე და არ გაპატიეეეეეეეეეეეეეეებ

რამენაირად შემოგირიგებბ love love love

№5  offline წევრი anuka^_^

ანკა
anuka^_^
არგაპატიებ. აი მატირე რო დაასრულე და არ გაპატიეეეეეეეეეეეეეეებ

რამენაირად შემოგირიგებბ love love love

შანსი არ გაქ !! რაღათ მინდა აწი მე სიცოცხლეეეეეეე. ჩემი დემეეეეეეე (((((((
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№6  offline მოდერი ანკა

anuka^_^
ანკა
anuka^_^
არგაპატიებ. აი მატირე რო დაასრულე და არ გაპატიეეეეეეეეეეეეეეებ

რამენაირად შემოგირიგებბ love love love

შანსი არ გაქ !! რაღათ მინდა აწი მე სიცოცხლეეეეეეე. ჩემი დემეეეეეეე (((((((

გამოვასწორე ;) ხო? wink love love love შემოვირიგე ჩემი გოგოო!! <3 love

№7  offline წევრი anuka^_^

კაი ჰო :( მარა იცოდე მოგკლავ ეს ისტორია ოდესმე რო დასრულდეს ;დდ <3 სულ უნდა წეროო ^_^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№8  offline მოდერი bibo

Ai ra iyo exa es ra ux rato damtavre ase uceb vaxx me kido mindoda bevri xani kaco iseti tkbili da kargi iyo menanebodaaa dasamtavreblad ra.iseti kargi xar ra gitxra ar vici ai usashinlesad momwonxar saocreba xar ai saswuliii vgijdebi shenzeee aii chokoladi tkbiliii da raviii dzann magari xar chito.gelodebi axali istoriebit :*

№9  offline წევრი anuka^_^

bibo

მეც ვტიროდი დასასრულიო რო ეწერა კივილი დავიწყე კინაღამ ;დდდდდდდდდ

მარა გავაგრძელებო ამ ისტორიას დამპირდა და არ გააგრძელებს იცის რაცმოუვააააა :დდ
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№10  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობაა <3 ჩემი საყვარელი გოგო! love თავი შემაყვარე უკვე love

ვაიმე არ მომკლა გოგო wink love

№11  offline წევრი anuka^_^

გინდა ისევ გაგებუტოოო??
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№12  offline მოდერი ანკა

უიჰჰჰ არაა!!!! <3 <3 მიყვარხარ! love

№13  offline წევრი anuka^_^

ანკა
უიჰჰჰ არაა!!!! <3 <3 მიყვარხარ! love

მეც ჩემო კარგოო <3
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№14 სტუმარი nini

აუუუ რა მაგარი იყოო როგორ მომეწონაა აუუ კიდე მინდა recourse აიი ძააან მაგარი ხარ love

№15 სტუმარი Xatia

Yochax ase jobia. Lamazi da sayvareli istoria iyo.

№16  offline მოდერი ანკა

nini
აუუუ რა მაგარი იყოო როგორ მომეწონაა აუუ კიდე მინდა recourse აიი ძააან მაგარი ხარ love

ძალიან დიდი მადლობაა love love love

№17  offline მოდერი bibo

Mec shemiyvardi raga dagimalo da kargi xar ukargesiii gavwitldi me bevrebi shen ro mitxari tavi shemayvareo da ar mixdeba me witeli loyebi turashaulis vashlze mimigavs loyebi. :D yvelaze kargi xarr ukargesi tkbilooo biskviwo axali istoriebit gelodebiii male ogon :* <3

№18  offline მოდერი ანკა

Xatia
Yochax ase jobia. Lamazi da sayvareli istoria iyo.

მადლობა დიდიი <3 მიხარია რომ მოგეწონა love love love

bibo
Mec shemiyvardi raga dagimalo da kargi xar ukargesiii gavwitldi me bevrebi shen ro mitxari tavi shemayvareo da ar mixdeba me witeli loyebi turashaulis vashlze mimigavs loyebi. :D yvelaze kargi xarr ukargesi tkbilooo biskviwo axali istoriebit gelodebiii male ogon :* <3

მადლობაა love რამდენად მალე დავბრუნდები არ ვიცი, მაგრამ დაგიბრუნდებით და იმედია გემახსოვრებით wink love love love

№19  offline წევრი natia-natia

როგორ გამებედნიერე შენხო არიცი მაგარი გოგოხარ დზაანნნ

№20  offline მოდერი ანკა

Veronika
Ai ubralod SAOCREBA xar <3 <3

ძალიან დიდი მადლობა <3 love love love

natia-natia
როგორ გამებედნიერე შენხო არიცი მაგარი გოგოხარ დზაანნნ

მადლობა საყვარელოო love love love

№21  offline წევრი anuka^_^

ჩემი საოცრება ხარ ხოო ანკა?? <3 love love love
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№22  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან,ძალიან კარგი იყო!მართლა ძალიან მომეწონა.ვახსენე მგონი ადრე,ეს პირველი შენი ისტორიაა რომელსაც ვკითხულობ და უკვე აღმაფრთოვანე.ამის შემდეგ შენი ერთგული მკითხველი ვარ ^_^

№23  offline წევრი kaxelii

love აი ძალიან ძალიან მაგარი და საყვარლობა იყო. მიყვარს ესეთი ტკბილი დასასრულები.

№24  offline მოდერი ანკა

Lanas Statusebi
ძალიან,ძალიან კარგი იყო!მართლა ძალიან მომეწონა.ვახსენე მგონი ადრე,ეს პირველი შენი ისტორიაა რომელსაც ვკითხულობ და უკვე აღმაფრთოვანე.ამის შემდეგ შენი ერთგული მკითხველი ვარ ^_^

ძალიან დიდი მადლობაა! უზომოდ გამახარე love love love

nino k.d.
love აი ძალიან ძალიან მაგარი და საყვარლობა იყო. მიყვარს ესეთი ტკბილი დასასრულები.

მადლობაა love love love love love

№25  offline აქტიური მკითხველი terooo

საოცრად გამათბო ამ ისტორიამ... ძალიან თბილი და საყვარელი იყო

№26  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე ეს რა მაგარი ისტორია იყოო wink wink შოკირებული ვარ wink ყველა თავი ერთად წავიკითხე და საოცრება იყო ვგიჟდები ისე მომწონს love love

№27  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaaan magarii iyoo... axla wavikitxe yvelaa meec sayverlebii ❤️

№28  offline მოდერი ანკა

terooo
საოცრად გამათბო ამ ისტორიამ... ძალიან თბილი და საყვარელი იყო

დიდი მადლობა საყვარელოო love love love

sameone crazy girl
ვაიმეეე ეს რა მაგარი ისტორია იყოო wink wink შოკირებული ვარ wink ყველა თავი ერთად წავიკითხე და საოცრება იყო ვგიჟდები ისე მომწონს love love

ძალიან მიხარია love მადლობაა love love love

uchveulo
dzaaan magarii iyoo... axla wavikitxe yvelaa meec sayverlebii ❤️

მადლობა love love love

№29 სტუმარი nina(nina)

ძალიან კარგია,თავი შემაყვარეთ შენც და შენმა პერსონაჯებმაც. ძალიან თბილი ისტორიაა.დასასრულიც საოცარი.ამ ისტორიაში თითქმის ყველა იმ სახელმა "გაიჟღერა" რომელიც მე სიგიჟემდე მომწონს.კარგი იყო,ცოტა დაძაბულობა,ბევრი სითბო და სიყვარული,რაც ისტორიას სჭირდება. საოცრება ხარ <3 <3 <3 <3

№30  offline მოდერი ანკა

nina(nina)
ძალიან კარგია,თავი შემაყვარეთ შენც და შენმა პერსონაჯებმაც. ძალიან თბილი ისტორიაა.დასასრულიც საოცარი.ამ ისტორიაში თითქმის ყველა იმ სახელმა "გაიჟღერა" რომელიც მე სიგიჟემდე მომწონს.კარგი იყო,ცოტა დაძაბულობა,ბევრი სითბო და სიყვარული,რაც ისტორიას სჭირდება. საოცრება ხარ <3 <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent