შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში (დასასრული)


22-01-2016, 00:31
ავტორი dona gedi
ნანახია 3 419

ანდრია და ბიჭები სასახლეს რთავდნენ საშობაოდ. ელენი, მერიემი უკვე დემეტრეს ცოლის სტატუსით და ანა, მედდრა რომელიც იოანეს უვლიდა, სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ელენს ძალიან უყვარდა შობა და ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება.. ერთადერთი, რაც გუნებას უფუჭებდა ის იყო, რომ თოვლი არაფრის დიდებით არ მოვიდა. ანდრია სახურავზე შემოსკუპებულიყო და სასახლეს გარშემო ნათურებს ახვევდა. ბიჭები კი ყველანაირად ცდილობდნენ ეცუღლუტათ.
დემე შიგნით შევიდა, იოანე კი უკან გაყვა ვითომ ჩუმად, მაგრამ ანდრია ყველაფერს აკონტროლებდა. სამზარეულოში მყოფი გოგოების ლაპარაკსაც კი. თუმცა ანამ არაფერი იცოდა ანდრიას შესახებ.
_ბიჭო შენ რა კუდივით დამყვები?-მოუბრუნდა დემეტრე იოანეს.
_სულ შენ დაგყვები რაა.-გაეცინა ბიჭს და ანას ჩუმად მიეპარა და შეახტუნა.
_გოგოებო ცხელ შოკოლადს არ გაგვიკეთებთ? ცივა გარეთ. -საყვარლად გაიცინა დემეტრემ.
_გაგიკეთებთ.-გაუღიმა ელენმა.
მალე ფინჯნებით ხელდამშვენებული გაემართა გარეთ და კინაღამ გული გაუსკდა ანდრია რომ აესვეტა წინ და მოწყვეტით აკოცა, ბიჭებს რომ ვერაფერი დაენახათ და სინი ხელიდან გამოართვა. გაშტერებული გოგო უკან შებრუნდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა: _ბოლოს მომიღებ ანდრია, მაცადე, ადრეც ხომ დაგპირდი, ნახავ თუ სამაგიერო არ გადაგიხადო.
იცოდა რომ ბიჭი გარეთაც გაიგებდა მის ხმას.
უცბად მის უკან გაჩნდა და ყურში ჩასჩურჩულა:
_თუ რამის გაკეთება შეგიძლია, გააკეთე, მე უკვე აღარ მჯერა შენი შურისძიების. -ახითხითდა ანდრია, მაგრამ სიცილი პირზე შეახმა ელენის სხეული რომ დაბლა დაეშვა და ის იყო თავი მაგიდისთვის უნდა ჩამოერტყა, რომ ანდრიამ ხელში აიტაცა და დივანზე დაასვენა.
_მერიემ, წყალი!-იმხელა ხმაზე დაიყვირა, გარედან ბიჭებიც კი შემოვარდნენ.
_რა დაემართა? -მერიემს წყალი მოჰქონდა და თან ეღვრებოდა აკანკალებული ხელით.
_არ ვიცი. -ანდრიამ ახლა აფთიაქის ყუთი დაავალა. თვითონ კი ელენს ფეხებთან ბალიშები ამოუდო და თან სახეზე წყლიან ხელს უსვამდა.
_პულსი გაუსინჯე.-შეახსენა ანამ.
_საგანგაშო მდგომარეობაში არ აქვს, გავუსინჯე უკვე.-უპასუხა ანდრიამ. ძალინ უჭირდა ადამიანურად მოქცევა. უნდოდა სწრაფად ემოძრავა, პულსი კი გაუსინჯავად ესმოდა.
_მერიემმა რაღაც მიუტანა ელენს ცხვირთან და გოგო დაიჯღანა, მერე კი თვალები გაახილა.
_ანდრია.-გაეღიმა მას. მერე კი მოიღუშა. თავბრუ ეხვეოდა და ღებინების შეგრძნება ჰქონდა.
_ისევ ცუდად ხარ?
_თავბრუ მეხვევა.
_ეს დალიე. -მერიემმა წამალი გაუწოდა. გოგო კი დამორჩილდა.
_სულ გაფითრდი. წამოდი საძინებელში წაგიყვან. -ანდრიამ ხელში აიყვანა და ზევით ავიდა.
_არ მინდა ანდრი, კარგად ვარ. მართლა.
_აბა რა დაგემრთა? გონებას უაზროდ არ კარგავენ. რამე ხომ არ?... რამე ისე ვთქვი?
_არ მახსოვს.-გულახდილად აიჩეჩა ელენმა მხრები. _ყველაფრის საკუთარ თავზე აღება ნუ გიყვარს. უბრალოდ დღეს არ მიჭამია და ალბათ ამის ბრალია.
ელენი საწოლზე წამოჯდა და ფეხები რბილ ხალიჩაზე გადმოუშვა. ანდრია კი დაბლა დაჯდა და ხელები წელზე დაალაგა ქალს.
_ელენ, კარგი რა. ხომ არ შეიძლება ბავშვივით სულ მე გახსენებდე რომ უნდა ჭამო..
_ნუ მაბრალებ! ყოველთვის კარგად ვჭამ და არც მავიწყდება, უბრალოდ არ მინდოდა. დილით რაღაცნაირად, რომ დავინახე საჭმელი არ მინდოდა და რატომ უნდა ვჭამო ძალით?
_იმიტომ, რომ ცუდად არ გახდე.
_კარგად ვარ! გთხოვ არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, დედაჩემივით იქცევი.
_თუ საჭირო გახდა, ბებიასავითაც მოგექცევი.-გაეცინა ანდრიას და ელენიც აიყოლა.
_ჩემთვის გაუფრთხილდი თავს, კარგი? -თქვა ბიჭმა და ელენმაც ხელები თავზე მოხვია დაბლა ჩაჩოქილ ანდრიას და მუცელზე მიიკრა.
_რაღაც უცნაური ხმები ისმის შენი მუცლიდან . - გაეცინა ბიჭს. ელენი კი აწითლდა.
_დაბლა ჩავიდეთ, კარგად ვგრძნობ თავს, საჭმელსაც შევჭამ და თან უნდა მოვამზადოთ კიდეც..
_არ გადაიღალო კარგი?
_კარგი, ვეცდები. მოდი ჩემთან.-ანდრიამ ფრთხილად აკოცა ელენს და მასთან ერთად ჩავიდა დაბლა.
_წავალ მე გარეთ და იცოდე თუ ცუდად იგრძნობ თავს..
_კარგი, კარგი ნუ ნერვიულობ. ფრთხილად ვიქნები.
ელენი მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა გოგონებთან ერთად, მაგრამ უჭირდა კონცენტრირება მოეხდინა მათ საუბარზე, რადგან მხოლოდ იმის მოფიქრებას ცდილობდა, როგორ ეძია შური და მდგომარეობიდან გამოეყვანა ანდრია. უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ თვითონ არ იყო მის სიახლოვესთან სუსტი, თუმცა ძალიან ეპარებოდა ეჭვი თავის თავში. მაგრამ მაინც უნდა ეცადა.
ბიჭები მალე მორჩნენ საქმიანობას და მისაღებში რაღაცას უყურებდნენ ტელევიზორში. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ოთახს მხოლოდ მისი და ნაძვისხის შუქები ანათებდა. ანდრიაც მათთან იჯდა, თუმცა მხოლოდ სამზარეულოდან გამომავალი ელენის გულისცემის ხმისკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი.
საჭმელების მომზადებას რომ მორჩნენ, გოგებმა აბაზანას მიაშურეს. ელენი პირველი დაბრუნდა მისაღებში და მოულოდნელად თვალი მოჰკრა ტელევიზორში ლამაზ გოგოს, რომლის ქმედებამაც ჩააწოდა იდეა, როგორ უნდა ეძია შური. ანდრია ელენის ჯერ კიდევ ნესტიან თმას მისჩერებოდა. ელენს გაეღიმა თავის იდეაზე. ანდრია კი ვერ მიხვდა და ნერვები მოეშალა. ხელი დაარტყა დივანზე და ელენი იხმო, რომ მის გვერდით დამჯდარიყო. გოგო მიუახლოვდა და კომფორტულად მოიკეცა ფეხები, თავი კი მკერდზე მიაყრდნო. სრული კომფორტი იგრძნო, ისე ამშვიდებდა ნაძვისხის განათება.
_თავი გაგიცივდება. რატომ არ იშრობ ხოლმე კარგად? -ელენმა ღიმილით ახედა ბიჭს, მისი თვალები თბილი იყო.
_მიყვარს სველი თმის შეგრძნება. თან აქ ძალიან თბილა, ნუ გეშინია.
ანდრიამ ფრთხილად შეახო ტუჩები მის შუბლზე და გაყუჩდა.
_რატომ გაგეღიმა წეღან?
_როდის?
_რომ შემოხვედი.
_არ მახსოვს.-ელენმა იცრუა, მაგრამ ანდრიამ იგრძნო, რადგან მისი გულისცემა აჩქარდა. თუმცა აღარაფერი უთქვამს.
_ბევრი დაგრჩათ მოსამზადებელი თუ მოათავეთ?
_არა, ხვალ მხოლოდ ნამცხვრები და ყველაფერი მზად იქნება. საჩუქრებიც ადგილზეა.
_მგონი დღეს ზედმეტი მოგივიდათ, არ მინდა რომ ესე იღლებოდე.
_ყველაფერი კარგადაა, ხვალ აღარ მომცე ბევრის გაკეთების ნება, თორემ 12 საათისთვის შეიძლება ჩამომეძინოს დაღლილობისგან.- გაიცინა ელენმა.
_არავინ მოგცემს ძილის უფლებას.
_თქვენ რა დაგრჩათ გასაკეთებელი? უფროსწორედ შენ?-ორივეს გაეცინა.
_რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ? ჩვენ დაგვცინით?-იკითხა იოანემ და წამოიმართა. ანა სადაა ამდენ ხანს?
_აცადე, აბაზანაშია.-უპასუხა ელენმა.
უცბად ანდრია დაიძაბა, თუმცა ეს მხოლოდ ელენმა იგრძნო. მერე თვალები გაულურჩდა და აუციმციმდა.
_წავალ ერთი ავაკითხავ. წამოდგა ბიჭი და ზევით გაემართა.
ბიჭები კომენტარებს უკეთბდნენ, მაგრამ ელენს აღარ მოუსმენია მათთვის.
_ანდრია, რა მოხდა?
_არაფერი.-გაეცინა ბიჭს და ისევ აკოცა ელენს.
_ანდრია!-გოგო უკვე ბრაზდებოდა.
_არ მაქვს თქმის უფლება,-ეშმაკურად იცინოდა._თუმცა მაინც შეიძლება, მხოლოდ მე და შენ ვიცოდეთ.
_ამოღერღე.
_მერიემს სიურპრიზი აქვს დემეტრესთვის. და ჩვენთვის ყველასთვის.
ელენი ვერ მიხვდა.
_რა სიურპრიზი ანდრია?
_მის მუცელში ახალი არსება ბინადრობს.
_რაა?-ხმამაღლა წამოიკივლა ელენმა და მერე უცებ გაჩერდა, როცა მიხვდა რომ ბიჭებმაც გაიგეს.
_რა გჭირთ ბიჭო სულ გააგიჟე ეს გოგო, რაებს ელაპარაკები?-დაეკითხა დემეტრე.
ანდრიას მხოლოდ გაეღიმა.
_ეს როგორ? შენ საიდან გაიგე? ღმერთო რა ბედნიერებაა. ეს ხომ სასწაულია ანდრია. -ელენი კინაღამ ატირდა სიხარულისგან. ანდრია კი მოულოდნელად მოიღუშა.
_მე ხომ ყველაფერი მესმის ძვირფასო.
_ანდრია შენი თვალები ნაცრისფერია. რა დაგემართა?
ბიჭმა სწრაფად მოახდინა რეაგირება, თვალები დახუჭა და რომ გაახილა ისინი მწვანე იყო.
_ანდრია?
_დაივიწყე, ამაზე ახლა არ მინდა ლაპარაკი.
_კარგი. -ელენი ჩაფიქრდა და მაინც დემეს და მერიემის ბედნიერებას მიადგა. მერე კი მიხვდა რა კაწრიდა გულს. სწრაფად წამოხტა და მაღლა გაიქცა.
ანდრიას რა თქმაუნდა ვერ გაასწრებდა.
_ახლა არა, დამტოვე ანდრია. არ შემიძლია.-ელენი უკვე ტიროდა. ანდრიამ ხელი შეაშველა და ოთახში შეიყვანა.
_დამტოვე. არ მინდა რომ მიყურო! წადი!
_არა. არ შემიძლია. ვეღარ დაგტოვებ.-ანდრია გაურკვევლობაში იყო. საერთოდ ვერ მიხვდა რა დაემართა ელენს. ათასჯერ გადახედა მათ დიალოგს და ვერ გაიგო რა ეწყნა ელენს.
_იმიტომ ტირი რომ არ გითხარი რატომ მქონდა ნაცრისფერი თვალები?
ბოლოს დასკვნა გამოიტანა ანდრიამ.
_არა. ყოველთვის შენში ნუ ეძებ..-სლუკუნებდა ელენი._მხოლოდ ჩემი თავის გამო ვტირი..
_მითხარი რაშია პრობლემა და ერთად გავუმკლავდებით.
_ამის გამო შეიძლება აღარ მოგინდეს ჩემთან ყოფნა. მე კი არ შემიძლია დაგკარგო.
_კარგი რა ელენ, არ არსებობს მიზეზი რის გამოც შენთან ყოფნა აღარ მომინდება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ აღარ გეყვარები. ამ მხრივ კი არამგონია რამე შეცვლილიყო.
ელენი ცდილობდა დამშვიდებულიყო, ნერვები ეშლებოდა, რომ აქამდე არ უფიქრია ამ საკითხზე. იქნებ ქვეცნობიერად გაურბოდა კიდეც.
_ანდრია, მე აქამდე არც კი მიფიქრია ამაზე გესმის, ახლა როცა ფაქტის წინაშე დავდექი და დავინახე როგორი თვალები გაგიხდა, როცა გაიგე ბავშვის შესახებ...
-ანდრია საშინლად დაიძაბა.
_მე თითქმის არ მაქვს იმის შანსი, რომ...-ელნმა თავი ვეღარ შეიმაგრა. არ შეეძლო ამის თქმა, არ უნდოდა ამაზე ფიქრი..
_ელენ, დამშვიდდი. შემომხედე. თავლებში მიყურე! -ქალი დამორჩილდა. იგრძნო რომ ანდრია რაღაცას უკეთებდა, მაგრამ თვალი ვერ მოაშორა. ცოტა მოეშვა. სუნთქვა აღუდგა და დასუსტებული სხეული მთლიანად ბიჭს მიანდო.
_ელენ, ეს შეუძლებელიც კი იქნებოდა. მე არ ვიცი ასეთი შემთხვევები გესმის? მე სხვა ვარ, არ ვარ ჩვეულებრივი, ასე რომ წარმოუდგენელიც კია, რომ ჩვენ შვილი გვყავდეს.. ეს ვერ იქნება ნორმალური, ბუნებრივი მოვლენა.. ასე რომ შენ არაფერ შუაში ხარ. აქ მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ჩემი არსებობაა..
ელენი გაოცებული მიშტერებოდა ანდრიას. არც ამაზე უფიქრია აქამდე..
ბოლოს კი მთელი ძალით მიეკრა მკერდზე და შეეცადა გაეფანტა ყველა ცუდი ფიქრი გონებიდან.
_ჩემო პატარა..-ანდრია ტკბებოდა და იტანჯებოდა მისი სურნელით. _შეიძლება გკითხო?-ელენმა თავი ისე დაუქნია რომ ისევ მის მკერდზე იყო მიხუტებული.
_შენ, რატომ.. ეს მისი ბრალია?
_კი.. როცა.. ხომ იცი.. მაშინ საავადმყოფოში მომათავსეს, და ექიმმა თქვა, რომ მხოლოდ 10% არსებობს იმის, რომ ბავშვის გაჩენა შევძლო.. და გამაფრთხილა რომ სტრესი ამ პროცენტებს უფრო შეამცირებდა.. მე კი, მას შემდეგ იმდენი გამოვიარე..
ელენს აღარ უნდოდა ლაპარაკი, ანდრია კი რათქმაუნდა ყოველთვის ხვდებოდა ამას.
_ელენ, მე შენ მიყვარხარ, ყველაფრის და ყველას გარეშე.. მხოლოდ შენ.. ხანდახან ვფიქრობ რომ ამდენს არ ვიმსახურებდი..
_შენ არ გაქვს მაგის თქმის უფლება, მე კი ნამდვილად არ ვიმსახურებდი.. ალბათ შენ შვება ხარ ყველაფერი იმის, რაც მე გამოვიარე, სხვა შემთხვევაში მე ვერ გავუძლებდი.. მიყვარხარ ძვირფასო..

იმ ღამით დემეტრემ ახალი ამბავი გაიგო. ელენი და ანდრია კი შეთანხმდნენ, რომ არაფერს შეიმჩნევდნენ, თუ დემეტრეზე ადრე მათ გაიგეს.
ელენი რაღაც ღუტუნმა გამოაღვიძა. თვალები გაახილა და ანდრიას დახედა, რომელსაც მის ყელში ჩაერგო თავი და ტუჩებს აცმაცუნებდა. ელენმა ვეღარ მოითმინა და ბიჭის ბაგეს წაეტანა. ანდრია ძლივს გაერკვა სიზმარში იყო თუ რეალობაში. ელენს მის რეაქციებზე სიცილი აუვარდა, მერე გაახსენდა თავისი გეგმა. მოეწონა, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადაგა, ამაღამ კი ნამდვილად შეშლიდა ჭკუაზე.
ელენი სწრაფად წამოხტა სანამ ბიჭი საწოლში შეითრევდა და აბაზანაში შევარდა კმაყოფილი სახით. ანდრია კი გაშტერებული დატოვა.
აბაზანიდან გამოსულს ბიჭი ადგილზე აღარ დახვდა. სამზარეულოს მიაშურა გოგონებთან ერთად და თავს ძლივს იკავებდა, რომ მერიემს მუცელზე არ მოფერებოდა, მაგრამ მან მალევე გაუმხილათ სიმართლე და ელენსაც დიდხანს არ დასჭირდა თავის მოჩვენება. ანა კი მართლა შოკში იყო ახალი ამბით. ელენმა გაიფიქრა, რომ იოანე აღარსად გაუშვებდა ანას და უხაროდა, რომ მისი არჩევანი თვითონაც ასე მოსწონდა.
_რაღას აკეთებენ ბიჭები არ იცით?-იკითხა ელენმა._ანდრიას კი ვკითხე გუშინ და ვეღარ მითხრა რა დარჩათ გასაკეთებელი. ხომ მორთეს უკვე და?
_არც მე მითხრა.-ორივემ ერთდროულად წამოიძახეს და სამივეს სიცილმაც არ დააყოვნა.
_დემეტრემ პირდაპირ აიცილა კითხვა და მერე ჯეკომ მითხრა სიურპრიზია მაინც ვერ დაგვაცდევინებო.-სიცილით თქვა მერიემმა და გოგოებს გადახედა.
_მოდი ჩუმად გავიპაროთ და ვნახოთ რას აკეთებენ.-იდეა წამოჭრა ანამ.
_გაიგებენ მაინც ვერ მიეპარები მაგათ, შეუძლებელია.-გაიღიმა ელენმა და მერიემს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.
_ხო, თან რადგან სიურპრიზი უნდათ იყოს. ნუ ჩავუშლით.
_კარგით. -ტუჩები დაბრიცა ანამ. _უბრალოდ მე ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ..
ელენმა უცბად ფურცელი და კალამი აიღო და მერიემს გეგმა დაუწერა. უნდა მიემართათ ელენისთვის ვითომ ისიც ოთახში იყო ის კი მოულოდნელად გაიპარა სამზარეულოდან და იქით აიღო გეზი, საითაც ბიჭები ეგულებოდა. ანა აღფრთოვანებული იყო და დიდი მონდომებით ელაპარაკებოდა ელენს, რომელიც სინამდვილეში მასთან არ იყო. ელენი კი მტაცებლური სიფრთხილით მიიპარებოდა გარეთ. ის იყო სასახლის კარის ზღურბლზე გადააბიჯა და ვიღაცის სხეულს შეასკდა.
წამოკივლებაც ვერ მოასწრო ისე დაეძგერა ანდრია ტუჩებზე. სინამდვილეში ეს ხრიკი იყო, რომ გოგოს ყურედღება გადაეტანა და ნივთმტკიცებები მოეშორებინა ხელიდან, ელენი რომ ვერ მიმხვდარიყო სიურპრიზის არსს. გამოუვიდა კიდეც. ელენის თვალები მიინაბა და მალე თმაში ჩაავლო ბიჭს ხელები. ანდრიამ გოგო კარზე ააკრა, ნივთები გარეთ გადაყარა და კარებიც მიიჯახუნა ელენის სხეულს უკან.
_აბა, სად მიბრძანდებოდი პატარა ქალბატონო?
ელენმა უკმაყოფილოდ ახედა. მერე კი სახე მოებრიცა.
_მითხარი რაა.
_არა. რაღა აზრი აქვს მაშინ?
_უხ, გამიშვი. არ მინდა, რაც გინდათ ის გააკეთეთ.-ვითომ გაბრაზდა ელენი და ეცადა მისი ხელებიდან განთავისუფლებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ამ დროს იგრძნო, რომ თავბრუ დაეხვა და თვალთ დაუბნელდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია ანდრიასთვის.
ბიჭმა ყელზე ფრთხილად დაუსვა თითები და მერე დაბლა ჩამოუყვა. წელამდე რომ ჩამოვიდა ელენი უკვე თვითონ აღარ იდგა ფეხზე. ანდრიას ეჭირა მისი სხეული და კმაყოფილი უყურებდა ქალს, კაცური სიამაყე პიკს აღწევდა. ყველაზე დიდ კმაყოფილებას გრძნობდა, როცა ხვდებოდა, რომ შეეძლო სანთელივით დაედნო ელენი. ელენი კი საშინლად ბრაზდებოდა ამაზე.
_რაო რა შურისძიებაო?-ახითხითდა ანდრია. ქალი კი მისმა სიტყვებმა გამოაფხიზლა, მყარად დადგა ფეხზე, მერე წინ წაიწია, ბიჭის ტუჩებს მიუახლოვდა და ზედ დაიჩურჩულა:
_მალე იგემებ!-თვალები დაუწვრილდა და სწრაფად მოშორდა საკოცნელად გამზადებულ ბიჭს. სამზარეულოსკენ წავიდა სწრაფად, რომ სურვილს უკან არ დაებრუნებინა.
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ფილმს უყურეს და მერე, სუფრის გაშლა სანამ მოითავეს, თითქმის გახდა კიდეც თორმეტი. ბიჭები სუფრას არ მიუსხდენენ.
_სიურპრიზის დრო დადგა ალბათ.-სიცილით გადაულაპარაკა მერიემმა ანას. ის კი აშკარად ვეღარ ითმენდა.
ყველანი გარეთ გავიდნენ. ელენს გული სწყდებოდა, რომ ფეირვერკს ვერ ნახავდნენ, რადგან სასახლე უკაცრიელ ადგილზე იყო და მოსახლეობის მხიარულება აქამდე ვერ მოაღწევდა. თუმცა ანდრიამ იცოდა ეს.
აფეთქებების ხმა აღწევდა მათ ყურამდე, მაგრამ ცაზე არაფერი ჩანდა.
ანდრია წამიერად გამოეცალა ელენის სხეულს და მალე გაჩნდა მის გვერდით. ფრთხილად აკოცა ტუჩებზე და გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა.
_მაღლა აიხედე ელენ.
ელენი მთელი სხეულით შეხტა იმხელა ხმაზე აგუგუნდა ფეიერვერკი. დაინახა რომ გოგნებსაც ასეთვე რეაქცია ჰქონდათ. ანდრიას სასახლის იმ კოშკზე, რომლზეც ერთხელ ელენი აიყვანა, შუშხუნები დაემაგრებინა და ეს აშკარად არ იყო ცოტა. რადგან ცაზე ადგილი არ დარჩა, რომელიც მას არ გაეფერადებინა. ელენი მიხვდა, რომ ანდრიას სისწრაფის დამსახურება იყო, ყველამ ერთად რომ იფეთქა. მთელი ძალით მიეხუტა ბიჭს, მან კი ხელში აიტაცა და ადამიანური სისწრაფით დააბზრიალა.
_ყველაზე მეტად მიყვარხარ.-გაიბადრა ელენი.
ანდრიამ მხოლოდ აკოცა პასუხად და ისევ ზევით აახედა, რადგან ფეირვერკი მთავრდებოდა. ახლა კი წითელი ფრანები აიშალა მაღლა. თეოდორს სხვებისთვისაც მოეტანა ფრანები და მაღლა უშვებდნენ, თუმცა კოშკიდან ასული ფრანები უკვე მაღლა იყვენენ. ელენს საოცრად კარგი განწყობა ჰქონდა, სასმელმა კი უფრო აუმაღლა ის და გამბედაობაც მოემატა, რაც აუცილებლად სჭირდებოდა ახლა.
ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის, ისინი კი ვინც ეკლდნენ, უბრალოდ არასდროს დაავიწყდებოდა, მაგრამ უნდა ესწავლა, რაღაცეებთან შეგუება. თუმცა არ იცოდა, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რასაც ოდესმე შეეგუებოდა. ალბათ არა.
ყველა კარგად იყო შემთვრალი, ანდრიას კი რადგან სასმელი ვერაფერს დააკლებდა, მხოლოდ თვალები უჟუჟუნებდა, ისიც მხოლოდ ბედნიერებისგან. ანა ამის გამოც გაკვირვებული იყო. ის ხვდებოდა, რომ ანდრია არ იყო ჩვეულებრივი, მაგრამ ისიც ვერ გაეგო, როგორი იყო. საჩუქრებიც რომ გახსნეს, ნელ-ნელა დაიშალნენ ოთახებში. ელენმა ანდრიას შოკოლადის აბაზანის მომზადება სთხოვა, თვითონ კი ლამაზად დაალაგა თეფშზე შოკოლადის მუსი, მარწყვი, ნაყინი, ლიმონიც კი და მსგავსი სასუსნავებით ხელდამშვენებული საძინებლისკენ გაემართა. თეფში ტუმბოზე შემოდო და ანდრიასთან შევიდა აბაზანაში. ბიჭს თითქმის მოემთავრებინა აბაზანის ავსება და კმაყოფილი იყო შოკოლადის და ქოქოსის სურნელით, რომელიც ელენისგან დაუკითხავად გაურია წყალში.
_შენც გინდა?-მაიმუნურად გაუცინა ელენმა ბიჭს და მკერდზე დააწყო ხელები, ბიჭმა კი სწწრაფი რეაგირება მოახდინა და წელზე მოეხვია.
_მინდა.-უჩურჩულა და ყურთან აკოცა. უკვირდა ელენის შემოთავაზება.
_მაშინ მოდი.-უპასუხა ელენმა და საღამოს კაბა გაიხადა. ანდრია სულ გაგიჟდა, ელენს არ უყვარდა მასთან გახდა. მიხვდა რომ თვითონ უნდა ემოქმედა, რადგან ქალს გული აუჩქარდა და ეტყობოდა რომ შეიძლებოდა გადაეფიქრებინა.
ანდრიამაც გადაიძრო მაისური და ელენს მიუახლოვდა. ცოტახანში ისე დასრიალებდა ანდრიას ტუჩები ქალის ყელზე, რომ ელენი ვერაფერს მიხვდა, როგორ გაქრა მისი ტანიდან ყოველგვარი მატერია და როგორ აღმოჩნდა ანდრიასთან ერთად წყალში. ყველაზე სასიამოვნო იყო ცხელი წყლისა და ანდრიას სხეულის შეგრძნება, წყნარად ედო მის მკლავზე თავი და თვალები მიენაბა. ანდრია კი დროდადრო კოცნიდა. ელენი არ აძლევდა უფლებას ღრმად შეეტოპა. ანდრია კი ვერ ხვდებოდა რატომ.
წყლიდან რომ ამოვიდნენ და ხალათებში გაეხვივნენ, ელენი ბიჭს მიუახლოვდა და შავი შარფი თვალებზე ააფარა.
ანდრია დამუნჯდა კიდეც მის ასეთ ქცევაზე, მერე კი მიხვდა, რომ ეს იყო მისი შურისძიება და კინაღამ ხარხარი აუვარდა, მაგრამ არ უნდოდა ხელი შეეშალა ქალისთვის და თავი შეიკავა.
_ვთამაშობთ?
_კი.-გაეცინა ელენს და პულსი აუჩქარდა.
_რა ჰქვია თამაშს, ან წესები?
_გამოცნობანა.-აკისკისდა ელენი და თეფშით ხელში, ლოგინზე მოკალათებულ ბიჭს მიუახლოვდა. _წესები ასეთია, უნდა მიხვდე, რის გემოს იგრძნობ. თანახმა ხარ?
_თანახმა ვარ პატარა ქალბატონო.-გაეცინა ანდრიას._და თუ ვერ გამოვიცნობ?
_თუ ვერ გამოიცნობ, კოცნასაც დაკარგავ.
_კარგი. აღფრთოვანდა ანდრია და დაელოდა.
ელენმა მარწყვი ტუჩებით დაიჭირა და ანდრიას ტუჩებს მიუახლოვდა. ბიჭმა იგრძნო როგორ შეეხო ხილი მის ბაგეს და ისე წაართვა მარწყვი, რომ ელენის ტუჩებს შეხებოდა.
_მარწყვი, ეს ადვილია.-გაეცინა ანდრიას.
_თანდათან გართულდება.-ელენიც აყვა მას.
მარწყვი შოკოლადის მუსში ჩააწო და სულ პატარა ისე მოკბიჩა, რომ ტუჩზე შოკოლადი დარჩენოდა. ბიჭს მიუახლოვდა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო, ანდრიამ კი კარგად მიიკრა ქალი მკერდზე და შოკოლადიანი ტუჩები დააგემოვნა. ელენი მალე მოწყდა და პასუხს დაელოდა.
_შოკოლადი და მარწყვი. გამოვიცანი?
_კი.-გაეღიმა ელენს.
ახლა ლიმნის პატარა სამკუთხა კუთხე აიღო ოდნავ მარილში ამოაწო და კონიაკი მოწრუპა.
_მესმის ხმა, რაღაც მოსვი ხომ?
_ნუ თაღლითობ.
ანდრიას პასუხის გაცემა არ დასცალდა. ელენის ტუჩები შეეხო. ახლა ის მომჟავო, მომლაშო და მომწაროც კი იყო, თუმცა ანდრიას მხოლოდ არომატი შეხვდა, ხილი კი არა. კონიაკი ძალიან მოეწონა მის ტუჩებზე და ვეღარ შორდებოდა, უკვე ჯანდაბაში მოისროლა ეს თამაში, მაგრამ ელენმა არ აცადა, მაინც მოშორდა. ანდრია ახლა მიხვდა, რომ ელენს მართლა გამოსდიოდა შურისძიება.
მეოთხე ცდაზე, ნაყინის არომატი რომ იგრძნო, ყველაფერი აუდუღდა ანდრიას, მაგრამ ელენი მაინც მოშორდა. მეხუთე ცდაზე კი ვანილიანი ტიჩები რომ იგემა, ვეღარ გაუძლო და შავი მატერია სწრაფად მოიძრო თვალებიდან. ქალის ატრიბუტები საწოლს მოაშორა და წამში გაანთავისუფლა ელენი ხალათისგან, მერე თვითონაც მიბაძა და მოთოკილ ვნებებებს გასაქანი მისცა. ვეღარც ელენმა შეძლო თავის შეკავება, იმდენად იზიდავდა ანდრიას კანი რომელიც ქოქოსის და შოკოლადის სურნელით იყო გაჟღენთილი, რომ გონებას კარგავდა. ისეთი ძლიერად ეკრობოდა ანდრიას მკერდი და მუცელი ელენს, რომ მომენტალურად სუნთქვაც ავიწყდებოდა. ანდრიას ამაზე ზრუნვაც უწევდა, რომ ქალი გაგუდვისგან ეხსნა და თან ხითხითებდა. ელენს კი სულ არ ეცალა ამის აღსაქმელად.

***
დილით ანდრიას ტუჩების შეხებამ გამოაღვიძა. გუშინდელი რომ გაახსენდა, ერთიანად აჭარხლდა. ეს ანდრიამაც იგრძნო და თვალებში ჩააჩერდა. რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე გაეცინა და შუბლზე აკოცა.
_გაღიარებ, ნამდვილად გამოგივიდა შურისძიება.
ელენს უარესი ფერი დაედო.
_მომწონს რომ წითლდები.-სიცილით უთხრა ანდრიამ და ორივე ლოყაზე აკოცა, რომ სიწითლეებს შეხებოდა.
_ანდრია, მომშორდი! მაწვები ანდრია, ჩქარა!-წამოიძახა ელენმა და წამოხტა, რომ აბაზანაში გაქცეულიყო, მაგრამ ფეხზე ამდგარს თავბრუ დაეხვა და დაეცა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. გულისრევის შეგრძნება ისევ ჰქონდა, მაგრამ მგონი მხოლოდ შეგრძნების დონეზე რჩებოდა.
_რა დაგემართა?-მივარდა ანდრია. არ იცოდა უნდა შეხებოდა თუ არა საერთოდ ქალს. _ელენ? გესმის ჩემი? რამე გატკინე?-ელენს თვალები დაეხუჭა და ცდილობდა თავბრუსხვევა დაეძლია.
_არაფერია, გამივლის. თავბრუ დამეხვა.
_ეს პირველად არ გემართება, ექიმთან უნდა წავიდეთ! მე ხომ არ გატკინე რამე? შენ მითხარი მაწვებიო... ხნადახან მავიწყდება რომ ასეთი სიფრიფანა ხარ.-შეწუხებული ბუტბუტებდა ანდრია.
_ეგ იმიტომ გითხარი, რომ მეგონა გული მერეოდა და შენ მუცელზე მეწექი. აბაზანაში გაქცევა მინდოდა, მაგრამ სწრაფად რომ წამოვდექი თავბრუ დამეხვა.
_ახლა აღარ გერევა?
_არა მგონი გადამიარა. თუ ცოტათი კი.-მოიღუშა ელენი.
_შეძლებ ადგომას?
_კი, ალბათ.
_მოდი. -ხელი მიაშველა ანდრიამ და აბაზანაში გაიყვანა. დილის პროცედურებში დაეხმარა და შემდეგ ჩასაცმელად გამოიყვანა.
_მიდი დაჯექი მე მოგიტან ტანსაცმელს, ჩაიცვი და წავიდეთ კარგი?
_მეც შემიძლია მოძრაობა ანდრი, ნუ პანიკობ. იქნებ თავისით გადამიაროს? არ გვინდა რა ექიმთან, გთხოვ.
_არა, რომ არ გადაგიაროს? უბრალოდ ანალიზებს გაგიკეთებენ და გავიგებთ რა გჭირს.
_კარგი, მირჩევნია წავიდე ვიდრე ნერვიულობით მოგკლა.-გაუღიმა ელენმა. შენნაირი პანიკიორი ბებიჩემიც კი არ იყო.-დასცინა მან. ანდრიასაც გაეცინა და შერჩეული კომფორტული ტანსაცმელი გაუწოდა ელენს.
მანამდე თვითონ შევიდა აბაზანაში და ისეთი სწრაფად გამოვიდა, რომ ელენმა ჩაცმის დამთავრებაც ვერ მოასწრო. სანამ ელენი თმას შეიშრობდა, ანდრია ქვევით ჩავიდა. ჯერ მხოლოდ თეოდორს ეღვიძა. ის ყველაზე დინჯი და სერიოზული იყო. უყვარდა ანდრიას მასთან საუბარი. ახლა რატომღაც უხაროდა რომ მხოლოდ მას ეღვიძა.
_თეოდორ, როგორ გეძინა?
_კარგად, მაგრამ თავის ტკივილმა გამაღვიძა, ცოტა ზედმეტი მომივიდა ალბათ დალევა.-გაიცინა ბიჭმა.
_გაზიანი წყალი მაცივარშია.
_მოხდა რამე? რაღაც ისეთი ჩანხარ..
_ჯერ არ ვიცი თეოდორ. ელენს ისევ თავბრუ ეხვევა, გონებას კარგავდა დილას. უნდა წავიყვანო ექიმთან და საღამოს დავბრუნდებით ალბათ, თუ ყველაფერი კარგად იქნება.
_ძმაო, დღეს პირველია, ყველა ისვენებს. იპოვი ვინმეს?
_ხომ იცი ბევრი ადამიანია ჩემთან ვალში.-გაუღიმა ანდრიამ ეშმაკურად. იცოდა რომ მაინც ყველაფერს მიიღებდა, რაც არ უნდა მოენდომებინა. ამიტომ სულაც არ აინტერესებდა ახალი წელი იყო, თუ ძველი.
_არავინ შეაშინო.-მიუხვდა თეოდორი.
_არამგონია დამჭირდეს, მართლა ვიცნობ ერთ კარგ ექიმს ადრე დავეხმარე და..
მაშინაც ის დაგვეხმარა, იმ ნაბიჭვარმა რომ...-ანდრიამ აღარ დაასრულა ისე გაქრა.
რადგან ელენის ხმა მოესმა, რომლიც იატაკზე ესვენა. თეოდორიც მიხვდა და უკან გაყვა ანდრიას.
_ელენ.-წამოიძახა ანდრიამ და ქალი ხელში აიტაცა. თეოდორს კიბეზე ჩაუქროლა. პაიკამ რომ გაუარა ქალი დაბლა სართულზე დაასვენა და გონზე მოსვლა აცადა.
_ისევ?-ამოილაპრაკა ელენმა საცოდავად.
_კარგად ხარ ელენ?
_მგონი.-გაუღიმა ელენმა. ისევ გრძნობდა თავბრუს ხვევას.
_მეც წამოვალ ანრია.-მიმართა თეოდორმა.
_არ გინდა, თუ რამეა დაგირეკავ.-უპასუხა და ქალით ხელში გარეთ გავიდა. ელენი მანქანაში მოათავსა და ადგილს არანორმალური სისწრაფით მოსწყდა.
ელენი ექიმთან რომ შევიდა, ანდრიას კაბინეტი დაატოვებინეს. გოგომ კი დრო იხელთა და ექიმს ფურცელზე დაუწერა, რომ დიაგნოზი ხმამაღლა არ ეთქვა მისთვის და ფურცელზე დაეწერა. სხვა შემთხვევაში ანდრია გაიგებდა.
_რამდენიმე საათში ექიმი ელენთან დაბრუნდა პასუხებით.
_ის იყო უნდა დაეწყო, რომ ანდრიამ კარზე დააკაკუნა. ექიმმა დაწერილი პასუხი ელენს გაუწოდა, თვითონ კი კარისკენ წავიდა. ქალმა ფურცელს დახედა და გაშრა.
_რა ხდება?-იკითხა ანდრიამ და ექიმს მიაჩერდა.
_ჯობს ეს თვითონ გითხრათ.-გაუღიმა კაცმა და ოთახი დატოვა.
ელენს ცრემლები სცვიოდა, ანდრია მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. ელენის თვალები სულაც არ გამოხატავდა იმას, რასაც ანდრია ელოდა. ქალი წამოხტა და ბიჭს მთელი ძალით მოეხვია, თავი მის კისერში ჩარგო და შეეცადა სლუკუნი შეეწყვიტა.
_ჩემო პატარა, არ მეტყვი რა მოხდა?
გოგო ოდნავ მოშორდა მის სხეულს და პანიკით მოცულ თვალებს ჩააჩერდა.
_ანდრია, მამა გახდები.-ტირილნარევმა თან გადაიკისკისა. ანდრია კი სრულიად გააქვავა._მე კი დედა.-ანდრიას თვალები გალურჯდა და ჩამოიღვენთა. ქალი ხელში აიტაცა და ისე მოეხვია, თითქოს ვინმე ხელიდან გლეჯავს და მისი გაშვება არ უნდაო.
მერე ფრთხილად დასვა და მაისური ფრთხილად აუწია. ელენის მუცელს ტუჩებით შეეხო და ცრემლები წამოუვიდა. არ შეეძლო ამდენი ბედნიერება დაეტია გულში..
ცრემლები კი, ჩევნი მხსენლი, ზედმეტი უბედურების და ბედნიერების დროს რომ გვეხმარება ხოლმე, არცერთის თვალებიდან არ წყვეტდა დენას.
არც სიცილი უთმობდა ცრემლებს.
ეს იყო ყველაფერი, რაც კი მათ შეეძლოთ, ცხოვრებისთვის გამოეგლიჯათ ხელიდან.
სიყვარული და მისი ნაყოფი. სხვა არაფერი სჭირდებოდათ...
_ელენ, მაღლა აიხედე. -უთხრა აღფრთოვანებულმა ანდრიამ საავადმყოფოდან გამოსულ ელენს.
_რა არის?-იკითხა ელენმა, რადაგან ვერაფერი დაინახა მოქუფრული ცის გარდა.
_ფიფქები ცვივა, ასე რომ ელოდი. -ლურჯი თვალები შეანათა ქალს და მისი გაბადრული სახით ტკბობა იწყო. რადგან ისინი ვერ აღწევდნენ ქალამდე, ხელში აიტაცა და ზევით აფრინდა ფიფქებთან შესახვედრად.
_გამომყვები ცოლად?- იკითხა მოულოდნელად და ფიფქებთან მოთამაშე ქალს თავლებში დაჟინებით მიაჩერდა, რომ არცერთი ემოცია არ გამორჩენოდა.
_რათქმაუნდა გამოგყვები.-გადაიკისკისა ელენმა და სიცივეზე უფრო მეტად აწითლებული ტუჩები ქმრის ტუჩებს მიაწება.


ვიმედოვნებ, რომ იმედი არ გაგიცრუეთ ასეთი დასასრულით.. მადლობა ვინც ბოლომდე მომყევით და უძლებდით ჩემს უპასუხისმგებლო დაგვიანებებს და ერთ ლუკმა თავებს :დ გული მწყდება, რომ ზოგიერთმა ერთგულმა მკითხველმა დამტოვა :/ თუმცა ეს ალბათ ჩემი ბრალია.. შენიშვნებს ისევ ველი, რადგან მგონია, რომ ამ ისტორიას რაღაც ეკლდა... ალბათ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გამო ვწერდი ბოლოს უკვე... და იმიტომ, რომ უკვე ახალი ისტორიები მიტრიალებდა თავში.. ჩემდა უნებურად შემიყვარდით ყველა, ჩემებური სიყვარულით.. იმდენად, რამდენადაც აქ ურთიერთობა გვაძლევდა ამის საშუალებას^^
მაინტერესებს, თქვენი აზრი, ჩემი პირველი ისტორია გერჩივნიათ თუ ეს? ან მე თუ გამიფუჭდა ისედაც გაფუჭებული წერის სტილი? ან საერთოდ ღირს რომ კიდევ ვწერო აქ?
სიყვარულით, თქვენი გედი <3



№1  offline წევრი S o f i a

ვაიმე ქალბატონო შენ ჩემი გაიჯება გინდა? გავგიჟდი გადავირიე და რაც მთავარია უზომოდ მიყვარხარ ძალიამ ძალიან შემიყვარდი ❤️ ეს მოთხრობ კი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოხრობაა რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით, ემოციებით სავსე ვკითხულობდი. დაწმუნებული ვარ რომ მომენატრება მოთხრობა და ანდრია ძალიან ❤️ ნუ შენ რა თქმა უნდა მაგარამ იმედი მაქვს რომ შემდეგი ისტორიით დაგვიბრუნდები თან რაც შეიძლება მალე. მართლა ძალიან კარგად წერ და ნიჭი გაქვს. ყოველ თავზე უფრო და უფრო დიდი პროგრესი გაქვს და ყოველთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. მიყვარხარ და გელი გელი მოგელიიი :დდდ❤️ ეჰჰ გული მწყდება რომ დამთავრდა!

 


№2  offline მოდერი bibo

აი წუხელ წავიკიტხე ყველა რა გითხრა არ ვიციი ვგიჯდები მე ამ ისტორიაზეეე იცოდე |შენ სასწაული ხარ საოცრება აი ვგიჯდები ასეთ ფანტაზიაზე და რა ვქნა მიყვარს საოცრებაააა,აი ანდრიაზე რა ვთქვა არ ვიცი სასწაულია სიტყვირტ აუგწერელი საოცრება რავი რა მოპმინდა მეც მასეთი ბიჟი რა ეს უხ შენზე რა ვთქვა არ ვიციიი აი სასოცრება ხა შოკოლადო სასწაული თორტი და კიდო ბევრობა კაი რაგაცებიიიიიიი love love love love ერთ დგეში წავიკიითხე ყველა თავი გავგიჯდეი კინაგამ ისე მომეწონა ჩიტო აბა შენ იციი წარმატებებიიი love love love love

 


№3  offline წევრი dona gedi

S o f i a
ვაიმე ქალბატონო შენ ჩემი გაიჯება გინდა? გავგიჟდი გადავირიე და რაც მთავარია უზომოდ მიყვარხარ ძალიამ ძალიან შემიყვარდი ❤️ ეს მოთხრობ კი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოხრობაა რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით, ემოციებით სავსე ვკითხულობდი. დაწმუნებული ვარ რომ მომენატრება მოთხრობა და ანდრია ძალიან ❤️ ნუ შენ რა თქმა უნდა მაგარამ იმედი მაქვს რომ შემდეგი ისტორიით დაგვიბრუნდები თან რაც შეიძლება მალე. მართლა ძალიან კარგად წერ და ნიჭი გაქვს. ყოველ თავზე უფრო და უფრო დიდი პროგრესი გაქვს და ყოველთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. მიყვარხარ და გელი გელი მოგელიიი :დდდ❤️ ეჰჰ გული მწყდება რომ დამთავრდა!

ჩემო სოფია მეც ძალიან მიყვარხარ <3 მადლობა ყველაფრისთვის ^_^ ვფიქრობ ისევ დავბრუნდები ახალი ისტორიით რადგან მუზები არ მასვენებს wink დებილივით ვიკრიჭები ახლა შენი კომენტარის შემხედვარე wink love მათბობ love

bibo
აი წუხელ წავიკიტხე ყველა რა გითხრა არ ვიციი ვგიჯდები მე ამ ისტორიაზეეე იცოდე |შენ სასწაული ხარ საოცრება აი ვგიჯდები ასეთ ფანტაზიაზე და რა ვქნა მიყვარს საოცრებაააა,აი ანდრიაზე რა ვთქვა არ ვიცი სასწაულია სიტყვირტ აუგწერელი საოცრება რავი რა მოპმინდა მეც მასეთი ბიჟი რა ეს უხ შენზე რა ვთქვა არ ვიციიი აი სასოცრება ხა შოკოლადო სასწაული თორტი და კიდო ბევრობა კაი რაგაცებიიიიიიი love love love love ერთ დგეში წავიკიითხე ყველა თავი გავგიჯდეი კინაგამ ისე მომეწონა ჩიტო აბა შენ იციი წარმატებებიიი love love love love

ვერ კი წარმოიდგენ როგორ მიხარია love ის რომ არ დაგეზარა და მთელი ერთად წაიკითხე ჩემთვის რაგაც სასწაულია ^^ love შოკოლადო ყველაზე ძალიან მომწონს wink ^^^

 


№4  offline მოდერი bibo

Ai damezara ki ara ravi ise momwona ver gavimete dasasrulistvis meore nawilic da meate nawilic minda ise kai iqneba amati shvili xo ici shen .saswauli xar aqamde sad viyavi ar messmis rogior gamomcha es istoria vgijdebi tkbilo shenze ai yvelaperi iyo am istoriashi tkivili sixaruli siyvaruli yvelaperi saswauli xar torti da ravi ra es andria ki biskviwi asetze mec ar vityodi uars :*

 


№5  offline წევრი dona gedi

bibo
Ai damezara ki ara ravi ise momwona ver gavimete dasasrulistvis meore nawilic da meate nawilic minda ise kai iqneba amati shvili xo ici shen .saswauli xar aqamde sad viyavi ar messmis rogior gamomcha es istoria vgijdebi tkbilo shenze ai yvelaperi iyo am istoriashi tkivili sixaruli siyvaruli yvelaperi saswauli xar torti da ravi ra es andria ki biskviwi asetze mec ar vityodi uars :*

მეც კი ვფიქრობდი მეორე ნაწილზე, მაგრამ ჯერ ვეგარ დავწერ ამათზე, მერე კი შეიძლება love

 


№6  offline წევრი Firefly

მე ვგიჟდები ისე მიყვარსეს ისტორიაააა
დაა გელოდები ახალი მოთხრობით!
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი teo...

Pirvelad wavikitxe sheni motxroba,dzalian momewona,yvelasgan gansxvavebulia ,dasasruli aseti unda yofiliyo siyvarulis dabednierebis ufleba yvelas aqvs.didi madloba im emociebistvis rac kitxvisas ganvicade.aucileblad unda wero.

 


№8  offline წევრი dona gedi

Firefly
მე ვგიჟდები ისე მიყვარსეს ისტორიაააა
დაა გელოდები ახალი მოთხრობით!

მადლობა ცჰემო კარგო love

teo...
Pirvelad wavikitxe sheni motxroba,dzalian momewona,yvelasgan gansxvavebulia ,dasasruli aseti unda yofiliyo siyvarulis dabednierebis ufleba yvelas aqvs.didi madloba im emociebistvis rac kitxvisas ganvicade.aucileblad unda wero.

მადლობა შენ love მართალი ხარ, ვერ გავძლებ წერის გარეშე love

 


№9 სტუმარი avadmyofi

ვაიმეეე გავგიჟდი რამდენიხანი ველოდი ^_^ მომეწონა ძალიან უცნაური და ისეთი მოთხრობაა აი რომ დაინახე დადე ახალი თავი გამეღიმა ☺ რა საყვარელი იყო ანდრია როდესაც გაიგო რომ მამა გახდებოდა

 


№10  offline წევრი dona gedi

avadmyofi
ვაიმეეე გავგიჟდი რამდენიხანი ველოდი ^_^ მომეწონა ძალიან უცნაური და ისეთი მოთხრობაა აი რომ დაინახე დადე ახალი თავი გამეღიმა ☺ რა საყვარელი იყო ანდრია როდესაც გაიგო რომ მამა გახდებოდა

მიხარია რომ მოგეწონა ჩემო კარგო love

ნი ნუ ცი, არა მარტო ნანახი, წაკითხული მაქვს იმდენჯერ რომ თითქმის ზეპირად ვიცი wink ნამდვილად იყო გავლენა winked

ისე ფილმი არაფრად არ ღირს, წიგნია მთელი სიამოვნება winked

 


№11  offline წევრი Eternity8

ყველა თავი ერთად წავიკითხე და გაოცებულო დავრჩი. მეგონა არ მიყვარდა ფანტასტიკა.. თურმე ვცდებოდი!)) პირველ რიგში, ძალიან ლამაზად წერ! მეორე, ისტორიაა ძალიან საინტერრსო და განსხვავებული!! მესამე --- ა ნ დ რ ი ა !!! რომ გავაგრძელო ვერ მოვრჩები ვერასდროს, ასე რომ მოკლედ გეტყვი: იდეალური ისტორიაა, თავიდან-ბოლომდე ;) ბრავო!

 


№12  offline წევრი dona gedi

Eternity8
ყველა თავი ერთად წავიკითხე და გაოცებულო დავრჩი. მეგონა არ მიყვარდა ფანტასტიკა.. თურმე ვცდებოდი!)) პირველ რიგში, ძალიან ლამაზად წერ! მეორე, ისტორიაა ძალიან საინტერრსო და განსხვავებული!! მესამე --- ა ნ დ რ ი ა !!! რომ გავაგრძელო ვერ მოვრჩები ვერასდროს, ასე რომ მოკლედ გეტყვი: იდეალური ისტორიაა, თავიდან-ბოლომდე ;) ბრავო!

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო love მიხარია რომ მე ვიყავი შენი აღმოჩენის მონაწილე, ფანტასტიკა რომ მოგეწონა winked და ისიც მიხარია რომ ყველა თავის ერთად წაკითხვა არ დაგეზარა winked love

 


№13  offline წევრი Eternity8

dona gedi
Eternity8
ყველა თავი ერთად წავიკითხე და გაოცებულო დავრჩი. მეგონა არ მიყვარდა ფანტასტიკა.. თურმე ვცდებოდი!)) პირველ რიგში, ძალიან ლამაზად წერ! მეორე, ისტორიაა ძალიან საინტერრსო და განსხვავებული!! მესამე --- ა ნ დ რ ი ა !!! რომ გავაგრძელო ვერ მოვრჩები ვერასდროს, ასე რომ მოკლედ გეტყვი: იდეალური ისტორიაა, თავიდან-ბოლომდე ;) ბრავო!

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო love მიხარია რომ მე ვიყავი შენი აღმოჩენის მონაწილე, ფანტასტიკა რომ მოგეწონა winked და ისიც მიხარია რომ ყველა თავის ერთად წაკითხვა არ დაგეზარა winked love


დამეზარა? მადლობა შენ ესეთი სიამოვნებისთვის! <3 ლამაზი სიზმრები მაჩუქა ანდრიამ :) იმედი მაქვს მალე ვიხილავ შენს ახალ ისტორიას <3

 


№14  offline წევრი dona gedi

Eternity8
dona gedi
Eternity8
ყველა თავი ერთად წავიკითხე და გაოცებულო დავრჩი. მეგონა არ მიყვარდა ფანტასტიკა.. თურმე ვცდებოდი!)) პირველ რიგში, ძალიან ლამაზად წერ! მეორე, ისტორიაა ძალიან საინტერრსო და განსხვავებული!! მესამე --- ა ნ დ რ ი ა !!! რომ გავაგრძელო ვერ მოვრჩები ვერასდროს, ასე რომ მოკლედ გეტყვი: იდეალური ისტორიაა, თავიდან-ბოლომდე ;) ბრავო!

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო love მიხარია რომ მე ვიყავი შენი აღმოჩენის მონაწილე, ფანტასტიკა რომ მოგეწონა winked და ისიც მიხარია რომ ყველა თავის ერთად წაკითხვა არ დაგეზარა winked love


დამეზარა? მადლობა შენ ესეთი სიამოვნებისთვის! <3 ლამაზი სიზმრები მაჩუქა ანდრიამ :) იმედი მაქვს მალე ვიხილავ შენს ახალ ისტორიას <3

^^ ვფიქრობ დიდხანს არ გალოდინებთ love

 


№15  offline წევრი lilearchvadze:)

ძალიან კარგიიყოო <3 <3

 


№16  offline წევრი tamtu

Vaimeeee iseti kmakopili var ro cavikitxe dastulebuli. Umagaresia chemo kargooo. Shen ki ici me rogor momconda es ostiria. Dagibrundi da isev sheni ertgili mkitxveli var. Gamatbi dzalian. ♡♥♡♥♡♥

 


№17  offline წევრი veroo

Sad viyavi aqamde rogorarvicodi es aisaiketesoa erti amositqvit waikitxav adamiani dzalian momewona fetezis janris gavlena gasxvavebuloba shemata

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent