შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი VII)


22-01-2016, 01:28
ავტორი Nina))
ნანახია 4 027

ელენა ისევ ეწინააღმდეგებოდა,მართალია,ცოტა ხნის წინათ თვითონ უნდოდა ეკოცნა,მაგრამ მან უარყოფითი პასუხი მიიღო დემეტრესთან,რა გამოდის,როცა უნდა მაშინ აკოცებს?! ეს ხომ არასწორია?! ელენა არავის სათამაშო არ არის,მითუმეტეს დემეტრე დევდარიანის,მამაკაცის,რომელსაც ყველა და ყველაფერი მისი ჰგონია,არა,ამას ასე არ შეარჩენს,ძლივს მოიშორა და ხელი გაარტყა
-საბოლოოდ გაფრთხილებ! არც გაბედო და არ მომიახლოვდე!-ცხვირი აიბსზუა და იქაურობას გაეცალა,დაპირდა საკუთარ თავს რომ დემეტრეს გაამწარებდა,ამდენ დამცირებას არ შეარჩენდა,არავინ არ იყო დემეტრე დევდარიანი მისთვის და ამას საკუთარ თავს და ყველას დაუმტკიცებდა. ნახევარ საათში ჯინსის მოკლე შორტებით,თეთრი ტოპით და თეთრი ბოტასებით გამოეცხადა დემეტრეს
-მზად ხარ?
-ნახევარი საათია გიცდი
-კიდევ დიდხანს მოგიწევს ლოდინი
-ღამისფერი თვალები გაქვს,კარგო.-წაიღიღინა ელენას გასამწარებლად,უცებ ამოუტივტივდა ის ღამე გონებაში და მხოლოდ გაეღიმა,ჩანთა კი უკან მოისროლა,სიმღერებს კი აუწია,მთელი გზა ცეკვავდა ელენა,ერთხელაც არ შეუსვენია
-არ დაიღალე?
-ჯერ არ დავბერებულვარ,შენსავით-ენა გამოუყო მამაკაცს
-ერთი სული მაქვს ჩავიდეთ და მოგიშორო
-ასევე,ძვირფასო-ისევ გამოაჯავრა ელენამ
-სულ ასეთი ხარ?-ინტერესით დაუსვა მამაკაცმა კითხვა,ელენა კი ვერ მიუხვდა
-ასეთი როგორი?
-ენერგიული
-კი სულ ასეთი ვარ,მერედა შენ რა?
-არაფერი,არაფერი..-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა-ბოლოს აღარავის ამოუღია ხმა,დარჩენილი გზა დუმილში გაატარეს,როგორც იქნა ჩავიდნენ,ისინი ჯერ პლიაჟზე იყვნენ და გეზი სანაპიროსკენ აიღეს,მოძებნეს და ხელი დაუქნიეს,იმათაც ანიშნეს ჩამოდითო და ამათმაც გახდა დაიწყეს,თან ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ,ელენა მამაკაცის სხეულს სწავლობდა,დემეტრე კი პირიქით.
-თუ მორჩი ჩემს თვალიერებას შეგიძლია წყალში ჩამიყვანო
-არა,ამას ვერ ვიზამ
-მოგიწევს-გაუღიმა ელენამ
-მოიცა-გვერდით მაღაზია იყო ,შევიდა და ელენას იხვის კამერა უყიდა,უკნიდან მიეპარა და წინ აუფრიალა-ნახე,პატარავ,რა გიყიდე-აღტაცებით ახარა ელენას იხვის არსებობა-
-არ მჯერაა-თითქოსდა სიხარულით გამოართვა ელენამ,წინ იხვს პატარა იხვი აჯდა,მოხსნა სათამაშო და ჩანთაში გააქანა,ხოლოდ კამერა დემეტრეს ურტყა თავში,მერე გაიქცა თან კისკისებდა გზაზე,ყვიროდა და დროულად უკან მომავალ დემეტრეს უყურებდა,ბოლოს დაიჭირა მამაკაცმა და ქვიშაში აგორავა
-გეგონა გამექეოდი? არა,პატარავ!-მაგრა მოუჭირა ხელები და ღიტინი დაუწყო,ბოლო ხმაზე აგრძელებდა გოგონა კისკის და დემეტრეც ერთობოდა ამით,არ აინტერესებდათ რომ ათასი წყვილი თვალი უყურებდათ,ზოგი ვიდეოსაც კი უღებდა,მაგრამ იმ წუთში მხოლოდ ელენა იყო,და მისი ტუჩები,რომლებიც ასე ექაჩებოდნენ მისკენ,თითქოსდა აჯადოვებდნენ.
ბოლოს მთელი ძალები მოიკრიფა და ზურგზე მოიგდო,წყლისკენ გააქანა და თეკლა და კაკისა მიუახლოვდა,ელენა წინ გადმოიგდო,თითქოსდა უსულო საგანი ყოფილიყო და მათ მიესალმა
-გამიშვი ხელი-გაჯიუტდა ელენა,ამგრამ კვლავ იცინოდა
-დარწმუნებული ხარ?
-ხელებს ნუ მიფათურებ,გასწი ხელები-კისკისი აუტყდა ელენას,სიცილში კი ყველა აჰყვა
-როდის ჩამოხვედით?
-ამ წუთის ჩამოსულები ვართ.ისე,შეგეძლო გაგეღვიძებინე,მაგრამ ვის რათ უნდა ელენა
-ისე,რა კარგი ცოლ-ქმარივით იქცეოდით-წაიყრუა თეკლამ
-ღმერთმა დამიფაროს-ერთდროულად წამოიძახეს ელენამ და დემეტრემ და მერე ერთმანეთს გადახედეს
-კარგი,არ მცემოთ,ცოტახანი აქ გავჩერდეთ,მერე ფრენბურთი ვითამაშოთ და შეღამებულზე წავიდეთ იქ.
-კარგი,თეკლა,ხვალ მივდივართ ხო?
-კი-დანანებით ჩაილაპარაკა თეკლამ
-სად მიდიხართ?-გაკვირვებულმა იკითხა დემეტრემ
-მთაში,თეკლასთან
-არ ჩამოხვალთ?-გული შეეკუმშა მამაკაცს
-რატომ,მოგენატრები?-მისკენ შებრუნდა ელენა
-არა,კაკი მეცოდება თეკლას გარეშე
-ფუ,ცხოველი-ისევ შემობრუნდა ელენა,კაკისა და თეკლას გაეცინათ
-გინდა ცურვა გასწავლო?
-მინდა
-მაშინ წამოდი,უფრო ღრმად
-კარგი
-მე დავბრუნდები,ძმაო,რძალო,ამას კი იქ დავტოვებ
-დაქალს გაბარებ იცოდე
-ოჰ,კარგ ხელში ვარ-ამოიბუტბუტა ელენამ
-ნუ ჭირვეულობ და ეცადე ჩემს ხელებზე იტივტივე
-ო,არა,ხეკებს ვერ აჩერებ,ვერც თვალებს,კონცენტრირებას კი ჩემს მკერდზე აკეთებ და არა ჩემს დაჭერაზე-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ელენამ და ენა გამოუყო
-ბევრს ლაპარაკობ,მე კი ჩემეული ტაქტიკა მაქვს შენს გასაჩერებლად,როგორც ჩანს ვიღაც ენას კბილს თუ არ დააჭერს ცუდი რაღაც მოუვა
-არც გაბედო
-ნუ მეხუტები
-სულაც არა,უბრალოდ ვცდილობ არ დავიხრჩო
-ოჰ,არაჩვეულებრივი მიზეზია
-სარკაზმს მოეშვი-შეუღრინა,მერე მისთვის ჩაიდუდღუნა,თუმცა როგორც ჩანს მაინც გაიგო-Самовлюбленный идиот...
-ხელს გიშვებ
-კარგი ხო
-მთავარია წყლის ქვეშ გაჩერება პანიკის გარეშე შეძლო
-ეგ ერთხელ შევძელი,არ გამიჭირდება
-კარგი,მაშინ ვცადოთ ისევ
-არის,მასწავლებელო
-ერთი,ორი,სამი-ერთად ჩაყვინთეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ელენას გამოუვიდა,მერე დემეტრემ ენა გამოუყა და მასაც გაეცინა,ზევით ხველება0ხველებით ამოყვინთა
-იდიოტი ხარ!
-მე რა დავაშავე?!-ისე გაიკვირვა დემეტრემ თითქოს თვითონ არ გაეჯავრებინა ელენა
-შენ გამაცინე
-არ უნდა გახსოვდეს რომ წყლის ქვეშ ხარ?
-ოფ,დემეტრე,ოფ.
-ელენა ზვიგენი-წამოიძახა დაპანიკებულმა
-ვაიმე სად,დემეტრე,არ დამტოვო რა..-ლამის თავზე აახტა პანიკაში ჩავარდნილ მამაკაცს,ისე ძლიერად ეხუტებოდა ერთი პერიოდი კინაღამ დაიხრჩო დემეტრე,ბოლოს ვერ გაძლო და გაეცინა,ამით ელენასგან სასჯელიც დაიმსახურა,ლოყაზე უკბინა მამაკაცს,თუმც დემეტრე რა დემეტრეა საკადრისო პასუხი რომ არ გაეცა

***
-უხდებიან არა?-წამოჭრა კაკიმ თემა
-ჰო,არრა,ორივე ერთნაირია,რაღაცას გააფუჭებენ
-არა,შეხედე რა საყვარლები არიან,როგორ უყურებენ ერთმანეთს
-ერთმანეთს მუდმივად ამწარებენ
-ვერც კი ხვდებიან ამით როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს
-თავიდან ჩხუბით გაიცნეს ერთმანეთო
-ჩხუბით დაწყებული ურთიერთობები დიდხანს გრძელდება
-ჩვენ ჩხუბით არ დაგვიწყია თეკლა,მაგრამ მინდა სამუდამო იყოს ეს გრძნობა,მიყყვარხარ.
-სამუდამოდ?
-სამუდამოდ!
-მიყვარხარ,კაკი!
-მეც მიყვარხარ თეკლა!

***
-დაისჯები ამისთვის!
-რა?! მე რატომ?
-მიკბინე!
-შენ მაიძულე
-მე მოგატყუე
-ხოდა ტყუილისთვის დაისაჯე
-ხო,შენც დაისჯები კბენისთვის-დემეტრე ნელენას ტუჩებისკენ წავიდა,ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის და უკბინა,სამაგიეროდ ელენამ გაარტყა
-არანორმალური ხარ,ცხოველი,ხომ გაგაფრთხილე რომ აღარასდროს გეკოცნა ჩემთვის!
-არც მიკოცნია
-შენ ტუჩებით შეეხე ჩემს ტუჩებს
-მაგრამ გიკბინე
-მაგრამ მაინც შეეხე
-შევეხე და როდესაც მომინდება მაშინ შევეხები
-ღმერთო ჩემო,რაზე გეკამათები,ამიყვანე ნაპირზე
-როგორც იტყვი
-ცხოველო
-პირველყოფილივით იქცევი-როგორცკი ნაპირზე ავიდნენ გაეცალა დემეტრეს
-ახლა მაინც რაღა მოხდა?
-ჭირვეულია,კაკი,ჭირვეული
-მიკბინა
-არა,პირველი შენ მიკბინე
-მე ლოყაზე გიკბინე,შენ კი ტუჩზე,ოო,არა ზედმეტი ვთქვი
-აქ თურმე რა ამბები ტრიალებს-ჩაიხითხითა თეკლამ
-შენ მოკეტე!-დაუღრინა დაქალს
-ელენა,სწრაფად საავადმყოფოში
-არა,ელენა კი არა დემეტრე უნდა წავიყვანოთ-მიუხვდა თეკლა კაკის
-არა,დემეტრე უფრო ცოფიანია
-ღმერთო ჩემო,მე წავედი!-ისევ შეუღრინა ელენამ
-სად მიდიხარ?-გაუკვირდა თეკლას
-იტირებს და მოვა-გამოაჯავრა დემეტრემ და გაიცინა
-აი,იმ ბიჭთან,თვალისმომჭრელად მიღიმის-ფრენბურთის მოთამაშესკენ ანიშნა თვალით
-ჩვენც მოვდივართ-დაასწრო კაკიმ დემეტრეს
-როგორც გინდათ-მხრები აიჩეჩა ელენა
-გამარჯობა,თამაში შეიძლება?
-თქვენთვის ყველაფერი შეიძლება,ლამაზო-კვლავ გაუღიმა ბიჭმა
-ოუ,საყვარელო,ცოტა სწრაფად დარბიხარ,შეიძლება შენს ქმარს დაელოდო-უკნიდან დემეტრე მიუახლოვდა და ხელები მუცელზე შემოაჭდო
-რა,შენ ჩემი-დემეტრემ ტუჩებზე და შემდეგ ხალხზე ანიშნა-არასდროს გესმოდა,მე სპორტსმენი ვარ საყვარელი-დაუღრინა მამაკაცს
-ო,ბოდიში,ქალბატონო,ზედმეტის თქმა არ მინდოდა
-არაუშავს,შემდეგისთვის გაითვასლისწინებ-გაუღიმა ელენამ
-შემდეგი,რა თქმა უნდა არ იქნება-კვლავ მოუჭრა დემეტრემ
-ხო,რა თქმა უნდა,არ იქნება-კვლავ ღრენით შეხედა ელენამ,კაკი და თეკლა სიცილით იგუდებოდნენ ამ ორის შემყურე
-მე და კაკი ერთად ვართ-დაასწრო ელენას თეკლამ
-მეც მათკენ ვარ-წამოიძახა შეშინებულმა უცნობმა
-შესანიშნავია,ახლა ბიჭებიც უნდა დამიფრთხო
-რა თქმა უნდა,სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!
-გვესაჭიროება მოთამაშეები-წამოიყვირა ელენამ,მათკენ ორი გოგო და ერთი ბიჭი წამოვიდა,ერთი გოგო დემეტრეს მიუახლოვდა
-მე მინდა-ელენამ ტვალები ჭყიტა და დემეტრესკენ წავიდა
-ძვირფასო ქმარუკა,ძალიან ყოყმანობ-ხელი მოხვია და შიშველ მხარზე მიაწება ტუჩები,ორივეს ჟრუანტელმა დაუარა,თითქოსდა ხედავდა კაკი და თეკლა ამ ვითომდა თამაშში რამხელა ვნებასა და სიმპათიებს მალავდა ეს ორი,დემეტრეს ჟრუანტელი არ დაუტოვებია ელენას უყურადღებოდ და ჩაეღიმა
-კარგი,შენ და ის გოგო ჩვენს გუნდში იქნები
-ეს არასწორი ბრზოლა იქნება,ძვირფასო,ის ბიჭი ჩვენსკენ იქნება,გუნდში თანაბარი ძალები გვჭირდება
-თანახმა ვარ-სიხარულით წამოენთო მამაკაცი,სანამ თამაშს დაიწყებდნენ დემეტრემ რაღაც უჩურჩულა გოგონას,როგორც უკვე გაირკვა ანას,ის კი სიცილით გაიგუდა,ამაზე ელენა დაიბოღმა,უნდოდა მისულიყო და გაეპუტა.
თამაში დაიწყო,ელენაწინ დადგა,ის გოგო ოდნავ უკან,ხოლო დემეტრე მის გვერდით,ბექა კი ელენას ამოუდგა გვერდში,დემეტრე არასდროს ესროლა ელენას ბურთს,რის გამოც კაკი და თეკლას გუნდი ხუთოთ ნულს უგებდა,ბოლოს როგორც იქნა ხელში ჩაუვარდა ელენას ბურთი მან კი ჩაგდების ნაცვლად ანას მოარტყა თავშო,კაკი და თეკლა სიცილით დაიხოცნენ
-როგორ ეჭვიანობს ელენა-კისკისით უჩურჩულა კაკიმ
-ასეთი ელენა დიდი ხანია არ მახსოვს
-არც მე ასეთი დემეტრე
-საინტერესოა რა ხდება ამ ორს შორის.
ელენამ დრო იხელთა და ბექა უჩურჩულა
-როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა ხელში ამიყვანე და ისე ჩავუგდოთ ბურთი ამით სამ ქულას მოვიპოვებთ-თამაშის წესი მის სასარგებლოდ გამოიყენა ელენამ
-როგორც იტყვი-როგორც იქნა ელენასკენ წამოვიდა ბურთი,ბექამ დაინახა თუ არა ელენას ხელი მოკიდა მენჯთან და ხელში აიტაცა,ელენამ მოხერხებულად ჩააწოდა და სამი ქულაც მოიუტანა გუნდს და დემეტრეს გაბრაზებაც მოახერხა,გამარჯვების საზეიმოდ ჩახუტა ბექას,მაგრამ დემეტემ გამოგლიჯა
-რას აკეთებ?
-შენგან განსხვავებით ვცდილობ გუნდს ქულა მოვუტანო
-მან ზედმეტად მკვეთრი მოძრაობა გააკეთა,აქ კი როგორც ცოლ-ქმარს ისე გვიცნობენ,არ მინდა ვიღაც იდიოტმა ჩემზე როგორც ცუდ ქმარზე ისე ილაპარაკოს
-ოუ,დამშვიდდი რომე,ეს თამაშია ! თუ ასე არ მოგწონს ეს ყველაფერი შენვე არ დაგეწყო ეს ვითომ ცოლ-ქმრობა!-არ დაუთმო გოგონამ,ბოლოს მაინც მოუგეს თეკლა და კაკიმ. თამაში დამთავრებული არ იყო,როდესაც ანა დემეტრესკენ გაექანა და ტუჩებზე ეძგერა,ეს ისეთი მოულოდნელი იყო ელენას თვალები შუბლზე აუვიდა,მაგრამ არ შეიმჩნია,ხალხმა კი მათკენ გაიშვირეს ხელი,განსაკუთრებით ელენას უყურებდნენდა რაღაცას ჩურჩულებდნენ,წამოწითლდა ელენა,ცრემლებს ძლივს ყლაპავდა,რომ არ ეტირა,განადგურებულად იგრძნო თავი,დამცირებულად,მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს.
-იდიოტი ხარ,შენს გამო კნუტის მსგავსად უნდა ვიარო დახატულმა!
-შემომხედე,მგონი მეც მასე ვარ!-შეუღრინა დემეტრემ
-გაიღიმეეთ!-თეკლამ მათ ფოტო გადაუღო და ინსტაგრამსე ატვირთა,სადაც ორივე მონიშნა
-დეგენერატი ხარ,თეკლა!
-შენი ტყუპი ვარ ნუ დაგავიწყდება-დემეტრემ ტელეფონი ამოიღო,რასაც თან ანას ტელეფონის ნომერი ამოყვა,ახლა კი ყველაფერს მიხვდა ელენა თუ რა უჩურჩულა დემეტრემ მას,მივარდა და გაარტყა
-ეს რისთვის?!-ღრენით შეხედა მამაკაცმა
-მან ყველაფერი იცოდა,იცოდა რომ ცოლ-ქმარი არ ვიყავთ,სწორედ ეს უჩურჩულე მან კი დამცინა,ისტერიჩკა ცოლივით რომ ვიქცეოდი
-შენზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვარ,ძვირფასო!
-არაკაცი ხარ!-მშვიდად უთხრა და დემეტრეს გულზე მისმა სიმშვიდემ ტალღის მსგავსად გადაირა,ეგონა ისევ აწიოკდებოდა და ისევ კოცნით გააჩერებდა,მაგრამ ასე არ მოხდა,ამჯერად კაკი და თეკლასთან მოთავსდა მანქანაში.
-პირველი საშიშ ოთახში შევიდეთ რააა-შეეხვეწა თეკლა
-თქვენ შედით,მე არ შემოვალ
-აუ რატო? წამოდი რაა-შეეხვეწა კაკი
-ნუ ეხვეწები,არ უნდა და ნუუ უნდა-გაბრაზდა დემეტრე
-აქვე იყავი მაშინ-გააფრთხილა თეკლამ
-თავს არ დაიკარგავს-კვლავ დაგესლა დემეტრემ,სამაგიეროდ ელენა იყო უჩვეულოდ ჩუმად და ხმას არ იღებდა
-კარგი,თეკს-დაქალს გაუღიმა და იქვე ქალთან მივიდა,რომელიც ბამბის ნაყინს ყიდდა,იყიდა და ლოდინი დაუწყო მათ,თუმცა ისინი იგვიანებდნენ,ამიტომაც გადაწყვიტა ბატუტზე დამჯდარიყო

***
-დემეტრე უაზროდ იქცევი
-კაკი,ნუ მასწავლი როგორ მოვიქცე
-არ გასწავლი,უბრალოდ გეუბნები,ის ისეთი არ არის როგორიც ნინაა,ან როგორებიც სხვები იყვნენ-უთხრა როდესაც ბილეთის საყიდლად შევიდნენ
-ნინა რა შუაშია
-არ ვიცი,ზოგადად ვთქვი
-დამშვიდდი!

***
როდესაც გამოვიდნენ და თეკლამ ელენა ვერ შეამჩნია ანერვიულდა
-სად წაბოდა?-დაპანიკდა თეკლა,სამაგიეროდ დემეტრემ შეამჩნია,როგორ ცეკვავდა ელენა
-იქ შეიხედე-ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა იყო ჩამოსული და ელენა სალსას ეცეკვებოდა ვანიკოს
-ეს უნდა დავაფიქსირო-ვიდეოს გადაღება დაიწყო თეკლამ
-აჰა,არ გამოგრჩეს-ისევ წაიგესლა დემეტრე და ელენას ყურებით გაერთო
-ეს გოგო დღითიდღე მაოცებს,ყველაფერი როგორ კარგად გამოსდის-აღნიშნა აღფრთოვანებულმა კაკიმ
-დამიჯერე,კოცნა არა-წასჩურცულა მამაკას
-სამაგიეროდ შენი დაჰიპნოზება კი-როგორც იქნა სიმღერა მორჩა და ელენა მათკენ წამოვიდა
-აუ,ეშმაკის ბორბალზე წავიდეთ რა
-კარგი აზრია-დაეთანხმა კაკი
-თვით ეშმაკი აქ არ ხარ?-ვლავ დემეტრე,თუმცა ელენამ ესეც უპასუხოდ დატოვა,ყველაზე მაღლა უყვნენ როდესაც ელენა სკამზე დადგა და ხელები გაშალა
-ელენა,ჩამოდი,საშიშია-დაპანიკდა თეკლა
-მართალია თეკლა,ჩამოდი რა-დაეთანხმა კაკი
-არაფერია საშიში,უბრალოდ შეიგრძენი წამი-წამოიყვირა ელენამ,როდესაც უეცრად დაქანავდა და რომ არა დემეტრეს სწრაფი რეფლექსი ელენა გადავარდებოდა,მკლავზე მოუჭირა და ადგილზე დააგდო
-რომ გეუბნებიან უნდა დაუჯერო,შეიძლებოდა გადავარდნილიყავი
-შენთვის უკეთესი არ იქნებოდა?!-უხეშად გამოგლიჯა ხელი დემეტრეს და ვერცკი მიხვდა ისე ძლიერად ატკინა მამაკაცს გული,ყველაფერს იფიქრებდა გარდა იმისა რომ გოგონას ასე შესძულდებოდა იგი!
ძალით შეათრიეს ფოტოკაბინაში ორივე და ფოტოები გადაიღეს,კაკიმ ოთხი ასლი მოითხოვა,ერთი თეკლას მისცა,მეორე დემეტრეს ჩაუგო მანქანაში ჩუმად,მესამე თვითონ დაიტოვა და მეოთხე თეკლას ჩააგდებინა ელენას ჩანთაში,ელენა აქეთობასაც კაკისთან და თეკლასთან ჩაჯდა და გზაშივე ჩაეძინა,სასტუმრომდე არ გაუღვიძნია და აღარც მერე გააღვიძეს
-დღეს თქვენი ბოლო დღეა,ხომ ასეა?
-ხო -უპასუხა თეკლამ
-ხოდა ახლა ამას ავიყვან და არავინ ეტყვით ვინ აიყვანა ოთახში,თქვენ თქვენს საქმს მიხედეთ,მე დავაწვნ და ამაღამვე თბილისსი მივდიავრ,ნინამ დამირეკა ,გადაღებებზე მივყვები-იცრუა დემეტრემ
-ნახვამდის,დემეტრე
-გნახავ ძმაო
-ნახვამდის თეკლა-თეკლა გადაკოცნა,ელენა კი მის ნომერში დააწვინა,ერე საფეთქელთან აკოცა და მისი თმების სურნელი შეისუნთქა
-მარწყვო,მშვიდობით,ნეტავ ერთხელ მაინც გეფიქრა რომ შეიძლებოდა მეც მომწონებოდი...-ბოლოჯერ დაეწაფა მის ტუჩებს და იქიდან ისე გაუჩინარდა,თითქოს არც ყოფილა...



№1 სტუმარი darina

Davigale am sulelebis chxubit rodis unda eshvelot neta, arada rogor momwons es wyvili.

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმეე რასაყვარლები არიან დზაან მომწონს

 


№3  offline მოდერი Nina))

darina
Davigale am sulelebis chxubit rodis unda eshvelot neta, arada rogor momwons es wyvili.


ზუსტად ამ ორი კვირის შემდეგ დასრულდება მათი ჩხუბი და დაიწყება შედარებით ჩამოყალიბებული ურთიერთობა,ახალი ეტაპი,თუმცაღა... ჩემი აზრით,რომ არა მათი ასეთი გაუთავებელი კინკლაობა ესენი ისეთი საყვარლები არ იქნებოდნენ როგორებიც ახლა არიან.
ზუსტად ეს ჩხუბია მათი კოზირი ^^ მადლობა რომ კითხულობ <3

natia-natia
ვაიმეე რასაყვარლები არიან დზაან მომწონს


ცოტა საძაგლებიც ^^ მადლობა შენ,რომ კითხულობ! <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4 სტუმარი Elene

დღეს წავიკითხე ყველა თავი ძაან მომეწონა და მალე დადე რააა მაგარია მომწონს ასეთი კინკლაობაა უფრო საინტერესოს ხდის და შენც ჩემო კარგო შეუდარებელი ხარ მომწონს ამ ისტორიის კითხვა ძალიან გთხოვ რო არ დააგვიანოო

 


№5  offline მოდერი Nina))

Elene
დღეს წავიკითხე ყველა თავი ძაან მომეწონა და მალე დადე რააა მაგარია მომწონს ასეთი კინკლაობაა უფრო საინტერესოს ხდის და შენც ჩემო კარგო შეუდარებელი ხარ მომწონს ამ ისტორიის კითხვა ძალიან გთხოვ რო არ დააგვიანოო


არა,ჩემო საყვარელო,ჯერ-ჯერობით შუალედებში ვახერხებ ხოლმე დადებას და ვეცდები არც დავაგვიანო,მადლობა შენ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. მიყვარხარ! <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent