შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


22-01-2016, 18:51
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 951

მეოთხე თავი
ერთი კვირის წინ საშინელმა ქუხილმა გააპო უკუნი და გოგონა მძმედ დაეცა ცივ მიწაზე.იქ მარცხენა მხარეს,გულიდან ოდნავ ზემოთ ტყვიამ ტანსაცმელისა და კანის ფენა გაარღვია და მის ქვეშ დატყვევებულ სისხლს თავისუფლება აჩუქა.სადღაც ტყეში ტოტების მტვრევის ხმა კვლავ ისმოდა ...დავიდი გარბოდა...რამდენიმე საათში იგივე ხმა განმეორდა ,მაგრამ ამჯერად საწინააღმდეგო მხარიდან.საშინელმა ხმამ იქვე მცხოვრები ადამიანებიც შეაშფოთა და მომხდარის სანახავად უბიძგა.იქ მისულებს კი ჩვეულებრივი,მელოდრამისთვის თუ საშინელებათა ფილმისთვის დამახასიათებელი სურათი დახვდათ.გოგონა და დიდი წითელი ზოლი... ერთი კვირის წინადნდელ სარეცელთან შედარებით ,ახლა თბილი ლოგინი და მშვიდი ატმოსფერო სულ სხვაგვარად ეჩვენა ჰანანს.ახსოვდა რამე იმ დღიდან ? რათქმაუნდა,საოცარი სიცხადით გარბოდნენ მის თავში ერთმანეთში ახლართული ფიქრები.მწვავე ტკივილი და დავიდი ,რომელმაც უღალატა..მოატყუაა.მაგრამ ეს ღალატზე მეტი იყო,მან ის სასიკვდილოდ გაწირა...დავიდისთვის მკვდარია ..ახლა არავინ ყავს.უეცრად საშინელმა მარტოობის გრძნობამ მოიცვა.სიყვარული ზიზღად იქცა ,ცხოვრება კი ტანჯვად.რა არ განეცადა მაგრამ ასე მწარედ არაფერი შეხებია მას.მკერდზე დაიხედა .იქ სადღაც ,სიღრმეში ყრუ ტკივილს გრძნობდა ,მაგრამ ეს ჭრილობა არ იყო.მას გული ტიკოდა ,რომელიც კიდევ ერთხელ მოკვდა ,ამჯერად ჰანანთან ერთად...ის ახლა მხოლოდ სუნთქვადა და ხედავადა.
********************
-გიყვარს?
-მიყვარდა.
თვითმფრინავში მჯდარი ასადი მხოლოდ ამაზე ფიქრობდა.ისიც მხოლოდ სუნთქავდა ,მის არსებობას სიცოცხლე არ ერქვა.ისიც ხელმეორედ მოკვდა.პირველად მაშინ როცა გაიგო რომ გოგონა ვინც ფოტოთი შეიყვარა ,სხვისი გახდა და მეორედ მაშინ როცა მაინც ესროლა.შეიძლება ,ბევრმა იფიქროს რომ ასადს ჰანანი არ უყვარდა და მხოლოდ ჟინის მოსაკლავად და შურისძიებისთვის იყენებდა ,მაგრამ..მაგრამ ყოველთვის არსებობს ეს საბედისწერო სიტყვა.ვინ იცის,იმ მომენტში როცა ესროლა ,ასეთი მაგრამ რომ დაბადებულიყო მის გულში იქნებ არ ესროლა,იქნებ მოეშორებინა ეს უხილავი ჯაჭვები და მასთან ჰანანთან ერთად გაქცეულიყო.ეს ხომ ერთი ბანალური ფილმის ,ბანალური ფინალი იქნებოდა .მაგრამ მათი ცხოვრება ხომ უფრო მეტად ჰგავდა ფილმს.არავინ იცის უყვარდა თუ არა ასადს გოგონა ,რომელიც ასე გაიმეტა. ახლა პალესტინაში ჩავა და მეორეჯერ ჩაიდენს მკვლელობას...
რამდენიმე საათის შემდეგ,ასადის მანქანა უკვე პალესტინის ქვიშიან გზაზე მიდიოდა და მანძილი სამიზნეს შორის უფრო და უფრო მოკლდებოდა.ასადს გაახსენდა უცნაურ დამთხვევათა თუ შემთხვევათა მთელი ჯაჭვი,რომელიც ასე მძიმედ გადაშლილიყო მასა და იმ გოგონას შორის ,რომელიც სამუდამოდ ჩაჭედილიყო ასადის ფიქრებში.იმ ლაჩარმა ,გოგონა დაწვა ,თუმცა საოცარი შემთხვევის წაყლობით იგი მაინც გადარჩა და ამერიკამდე ჩააღწია.ალბათ ჰანანს ეგონა რომ არფერი იცოდნენ მისმა მშობლებმა-ფიქრობდა ასადი და თან თვალს აყოლებდა ალიზით ნაგებ პატარა არბულ სახლებს.-მაგრამ,ექიმმა მეორე დღესვე ყველაფერი მოუყვა მათ .ისინი კი ასადს დაუკავშირდნენ .მან თავიდან იუარა ,მაგრამ მერე გადაწყვიტა დამტკიცებინა რომ აღარ უყვარდა და ეს გააკეთა კიდეც.
მანქანა პატარა სახლის წინ გაჩერდა.სიმშვიდე იყო.პატარა აივანზე ჭრელი ხალიჩა გადმოეკიდებინათ,რომლის ფერადი ძაფები მზის შუქს ირეკლავდა.
-ასად აქ რა გინდა ?-ჰკითხა ჰანანის მამა და სახლში შეიპატიჟა.ჩვეულების თანახმად,ლეღვის ქვეშ ჩრდილში მოიკალათეს და ჰანანის დედასაც უხმეს.
-მოკალი?-პირველმა დედამისმა იკითხა.ასადს არ გაჰკვირვებია,ასეთები არიან მონები,რომლებსაც წართმეული აქვთ ყველაფერი და დედობრივი სიყვარულიც კი.
-მოვკალი-თქვა მამაკაცმა და მათ სახეებს დააკვირდა.საშინელი სიმშვიდისა და სიხარული გრძნობა გამოისახა მათ არაფრისმეტყველ ნიღბებზე.
-ჰასანი სად არის ?-იკითხა ასადმა.
-პოლიციამ წაიყვანა.
-მიუსაჯეს?
-ორო წელი.
-გასაკვირია-ასადს მართლაც გაუკვირდა ,ასეთ დანაშაულზე მამაკაცებს იშვიათად სჯიდნენ ,რადგან იქ ეს არცაა დანაშაული.მდინრე იორდანეს სანაპროებზე ეს მოვალეეობა.თითოეუი მამაკაცი მოვალეა სისხლით ჩამოირეცხოს ,ღირსების დანაშაული.
-ჰასანთან რა გესაქმება ?-ჰკითხა ჰანანის მამამ.
-პირადი საქმეა.
-გასაგებია.
-უნდა წავიდე.
თქვა ასადმა და ისე წამოვიდა მათ პასუხს არც დაელოდა.
მისთვის უჩვეულო ზიზღს გრძნობდა ,მათ მიმართ.კიდევ სხვა რაღაც აწუხებდა,მაგრამ ვერ გაეგო რა .
ჰასანი მისთვის შესაფერის ,პატარა საკანში გამოემწყვდიათ .როგორც ჩანს იგი შემზადებული იყო ასადთან დასახვედრად,რადგან როგორც კი იატაკზე მამაკაცის ჩრდილი გამოჩნდა,იქ დაგროვილი,დახუთული ჰაერი ჰასანის ხმამ შეარხია.
-გთხოვთ მომისმინეთ ,ვიცი ვინც ხართ მაგრამ მე რა შუაში ვარ..-კიდევ აპირებდა უსარგებლო სიტყვების ფლანგვას მაგრამ ასადმა არ აცადა.
-ნურა მოკალი.
-ჩემი ნებით არ გამიკეთებია.
-რა მნიშვნელობა აქვს ,შენ ის მოკალი.
-კი მაგრამ შენთვის რატომაა ის მნიშვნელოვანი ? შენ ხომ ჰანანი უნდა მოგეკლა.ჩემი დაწყებული საქმე დაგემთავრებინა?!ნურა შენ არ გეხება.
-ჰანანს ნუ ეხები,ჩვენ ახალ ნურაზე ვსაუბრობთ.
-იცი შენი რა მიკვირს .რატომ გაღიზიანდი ასე ჰანანი ჩემი რომ გახდა ? გოგონამ ხომ არაფერი იცოდა შენს შესახებ.
-გაჩუმდი-ასადმა ზიზღით ჩაილაპარაკა და გისოსებს ხელი ისე ძლიერ მოუჭირა ,რომ საშინელი ტკივილი იგრძნო .
ჰასანი მიხვდა ამით რომ სტეკნდა და ამიტომ გადაწყვიტა მისი მოწინააღმდეგე ბოლომდე გაენადგურებინა.მაგრამ სიძულვილით დაბრმავებულმა ,სიფრთხილე დაივიწყა და ის თქვა რაც ასადმა არ იცოდა...
-რაო არ გსიამოვნებს არა ამაზე საუბარი ?გინდა გითხრა როგორ მოხდა პირველად ? მოიცა,დაწყნარდი აქ მაინც ვერაფერს მიზამ ,თუარადა შენც ამავე საკანში აღმოჩნდები.ისე მოხდა ,რომ მინდორში მარტო აღმოვჩნდით.სულ ახლოს ჩემ წინ იდგა და თვალს მარიდებდა.მივხვდი რომ ჩემი ეშინოდა და წასვლა უნდოდა ,მაგრამ მისი ფარა ჯერ არ მოეყვანათ და ამიტომ იძულებული იყო დალოდებოდა.ვიცოდი რომ კიდევ ერთი საათი იყო ,მათ მოსვლამდე.მივუახლოვდი.მან უკან დაიხა ,მერე შეშინებულმა გამომხედა და როცა ყველაფერს მიხვდა გაიქცა.თუმცა მეც გავეკიდე ,ვერ გამსწრო-ჰასანი ამ ყველაფერს ღიმილით ჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა მის წინ მდგარ მამაკაცის ფიგურას .რომელიც კანკალებდა,იგრიხებოდა,მუშტებს კრავდა და ძალაგამოცლილი გისოსებს ეყრდნობოდა.ასადს პირი გაეღო და ცდილობდა ჰაერი ღრმად შეესუნთქა.ფილტვები ეწვოდა,გული ერეოდა ,ტირილი უნდოდა .მაგრამ ვერაფერს ახერხებდა .თავი საშინლად უხურდა და თითო სიტყვა კაწრავდა,ფხაჭნიდა და ფლეთდა . -დავიჭირე.ყვიროდა,კიოდა და დახმარებას ითხოვდა.წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა ,მაგრამ ვერაფერს გახდა.როცა ყველაფერი დამთავრად წამოვდექი,მაგრამ ის არდ დგებოდა.ვაიძულე ამდგარიყო და დავემუქრე ,კიდევ თუ არ შემხვდებოდა სახელს გავუფუჭებდი.მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე არ მოვიდა და მეც ღირსების დანაშაულის ჩადენა დავაბრალე...-ასადი ღმუოდა,დაჭრილი ცხოველივით იგრიხებოდა და აწყლიანებული და ჩაწითლებული თვალები ჰასანის სახისკენ მიეპყრო.
-მისმა მშობლებმა მისი დაწვა მთხოვეს .რამდენიმე დღის შემდეგ ნურას დახმარებით შევხვდი და და დავარწმუნე რომ მიმყავდა.მერე მე ისე დავწვი.იცი როგოე ? ნავთი გადავსახი და დავწვი.-ჰასანს ეგონა ახლა კი საბოლოდ დაეცემა და ჩემს წინაშე გაერთხმებაო,მაგრამ შეცდა .ასადი წამოიწია,გისოსში ხელი გაყო და კისერში ეძგერა ჰასან.
-მოგკლავ-უთხრა და მთელი ძალით მოუჭირა ჰასანს-მაგრამ ახლა სხვა საქმე მაქვს.
ბარბაით გამობრუნდა.ის დიდი კედელი ,რომელსაც წლებია აგებდა და ცდილობდა მის უკან დაემალა ჰანანის სიყვარული უეცრად დაინგრა,ჩამოიშალა და მისგან არაფერი დარჩა.მისთვის მნიშვნელობა იმას კი არ ჰქონდა იყო თუ არა ჰანანისთვის პირველი,არა არამედ ფიქრობდა რომ ჰანანმა ის საკუთარი ნებით დათმო,საკუთარი სურვილით გაცვალა ჰასანში.
ასადი
როცა ეს გავიგე ყველაფერი შეიცვალა,ვიგრძენი რომ ჰანანი მიყვარდა.მიყვარდა მთელი არსებით,თითოეული უჯრედით.მაშინაც კი როცა მასთან ვიყავი ,ვცდილობდი ველური ვნებით დამეფარა ჩემი სიყვარული.თავს ვირწმუნებდი ,რომ მეზიზღებოდა ,მძულდა და გულს მირევდა ,მაგრა სინამდვილეში მიყვარდა.თუმცა მაინც ვესროლე.როგორ მინდა დაბრუნდეს ის ღამე ,სიამოვნებით ჩავებღაუჭებოდი ტყვიას და სისხლის უკანსაკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდი იმისთვის,რომ ის ტყვია არ მოხვედროდა.რითი ვარ ჰასანზე უკეთესი?მე მას ვესროლე და შუაგულ ტყეში დავტოვე.ჩემი სიცოცხლის უკანასკენილი ძაფი,ჩემივე ხელით გავწყვიტე...
მოკლული
ასადმა მხოლოდ იქ ,მაშინ გაისაზრა ,რომ შეიძლება ჰანანი ცოცხალი ყოფილიყო.იქნებ ეს აქამდეც ცოდა ,მაგრამ არ უნდოდა რომ გაეგო.მანქანა ისე მიყავდა ,როგორც მთვრალს.მაგრამ ის ახლა მართლაც მთვრალი იყო...მთვრალი იყო,ტკივილით,ტანჯვითა და უბედურებით.მანქანა ჰანანის სახლის წინ გააჩერა და კარი დაუკითხავად შეაღო.მაშინვე სახლში შევიდა.სადაც შვილის გარდაცვალების ასაღნიშნად ,მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ლხინი გაემარტატ,ხოლო ნებისმიერი ევროპელისათვის კი სატანური დღესასწაულის დაუჯერებელი სანახაობა.ჰანანის მამა ამ დღისთვის მომზადებულ ჩაის მიირთმევდა,დედა კი ბედნიერი სახით მის წინ დამდგარიყო და ქმარს უღიმოდა.
-იცოდით არა ჰანანი რომ გააუპატიურეს და მაინც ?-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ,რადგან მეტისმეტი აღელვებისგან ხმა უთრთოდა.
ჰანანის მამა მიხვდა ,რომ მან ყველაფერი იცოდა.

-ამას რა მნიშვნელობა აქვს ? მან ღირსების დანაშაული ჩაიდინა.
-რაა ? ამას როგორ ამბობ ? ის გააუპატიურეს ? მე მითხარით რომ ყველაფერი მისი ნებით მოხდა...იარაღად გამომიყენეთ.
-გიმეორებ ამას მნიშვნელობა არა აქვს .-მშვიდად უპასუხა ჰანანის მამამ.
ასადმა თვალით სამზარეულო მოძებნა და იქით გაეშურა.უკან კი დანით ხელში დაბრუნდა.დანის დანახვაზე ჰანანის მამა ყვირილით წამოვარდა ადგილდან და ერთერთ ოთახში გაიქცა.ასადმა თავიდან მოიშორა,მის ფეხებთან დაცემული ქალი და ოთახისკენ გასწია.კარი ,რომ შეაღო ოთახში არავინ დახვდა.
-სად იმალები?-იყვირა მან და თავლი მოავლო ოთახს.
მხოლოდ ძირს დახედვისას შეამჩნია იქვე პატარა კარი,რომელიც სადრაც სიბნელეში ჩადიოდა.ისიც გაჰყვა სიბნელისკენ მიმავალ კარში გამოჩრილ კიბეს და თავის ბნელ სარდაფში ამოჰყო.საშინელ სიმჟავისა და ნესტის სუნი ,იქაურობას კიდევ უფრო საშინელსა და ადამიანების სამყოფელისათვის შეუფერებელს ხდიდა.მაგრამ როცა თვალი სიბნელს შეეჩვია ,მაშინ ასადმა იქვე კუთხეში გაშლილ ლეიბსაც მოჰკრა თვალი.აშკარა იყო,ვიღაც ცხოვრობდა ამ ორმოში.მერე ყუთებს იქეთ ,დამალულ სხეულსაც მოჰკრა თვალი.
-რა აზრი აქვს ,საცოდავო.მაინც ვერ დაიმალები.-თქვა ზიზღნარევი ხმით ასადმა.
მის ხმაზე ყუთებიდან ადამიანი გამოვიდა,მაგრამ საკმაოდ უცნაური ფორმა მიეღო მის სხეულს...ასადი კარგად დააკვირდა და გაარჩია ,რომ მის წინ ორი ადამიანი იდგა.ერთი მომცრო ტანის იყო,მისი სხეული კი უცნაურად თრთოდა,მის უკან კი ჰანანის მამა იდგა. იატაკიდან ჩამომავალი მკრთალი სინათლის ფონზე ასადმა კარგად გაარჩია ნაცნობი სახე,სადღაც სურათზე ასახული უნახავს ,ეს ოდნავ უხეში ნაკვთები,შავი თვალები და კუპრივით შავი ხვეული თმა...მის წინ ნურა იდგა.მამამის ნურასთვის ხელები ყელში წაეჭირა და ამით ცდილობდა თავი დაეცვა ასადისაგან.
-ნურა-ასდმა გაოცებით ამოთქვა და გოგონას დააკვირდა.უეცრად მიხვდა ვისი იყო ის ლეიბი,ჩამოსვლისას რომ მოხვდა თვალში.მიხვდა ,რომ ეს მჟავე სუნი ,ადამიანი სხეულის სუნი იყო,რომელსაც წყალი დიდი ხანია არ შეხებია.
-ხელი გაუშვია .აზრი არ აქვს-თქვა და მათ მიუახლოვდა.
მამაკაცს იმდენად ეშინოდა მოახლოებული სიკვდილის.ვერ აცნობიერებდა რომ ვერც კი მოასწრებდა ნურას გაგუდვას,რადგან ასადი არ დააყოვნებდა და იმავე დანით დაჭრიდა,რომლითაც ახლახან საზეიმო ნამცხვარს ჭრიდა.ასადმა მისკენ გაიწია ,დანა დააგდო და ორივე ხელი ჩაავლო საყელოში.რამდენიემ სათიანი ბრძოლისა და ჭიდილის შემდეგ ასადი შეჩერდა ,რადგან მიხვდა რომ შეიძლებოდა ხელში შემოკვდომოდა ჰანანის მამა.ნურას ხელი დაავლო და ზევით ავიდა.
-არ გაბედო-გზად ჰანანის დედა გადაუდგა.მაგრამ ასდამა ზიზღით შეხედა და გვერდი აუარა.
რამდენიმე საათში ორივე მანქანში იჯდა და აეროპორტისკენ მიდიოდნენ.ასადის ცხოვრება ამ რამდენიმე საათში თავდაყირა დადგა,ყველაფერი რისიც კი წამდა უფერული გახდა .ახლაც კი გვერდით ის იჯდა ვინც მკვდარი ეგონა.ვისიგულისთვისაც პალესტინაში ჩამოვიდა,მაგრამ სულ სხვა მიზეზით.
ასადმა თავისდაუნებურად გააცნობიერა ,როგორ შეცვალა ჰანანის სიყვარულმა .რამდენიმე წამში გაუქრო მოკვლის სურვილი,გადააფიქრებინა ჰასანის მოკვლა .მაგრამ ის მკვდარია,მტკივნეულად გაჰკრა ამ სიტყვებმა გულში...
ნურა რობოტივით ემორჩილებოდა.კერძო თვითმფრინავით გაფრიინდნენ ამერიკაში.ნურა და ასადი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და გაკვირვებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს .ნურასთვის ასადი უცხო ,კეთილი მამაკაცი იყო.მართალია ტყვეობაში ყოფნის პერიოდში,მაშინ როცა მკვდრად ასაღებდნენ მას არ ჰქონდა კარგი კვება და პირობები მაგრამ ახსოვდა რომ ადრე,მისი და ხშირად ახსენებდა ,ხოლმე ვიღაც ასადს .ნურას ახლაც ჰქონდა მისი დი დღიური სადაც დიდი ასოებით ეწერა ასად მიყვარხარ...
ხელმეორედ...
ლეტიცია საავადმყოფოში მეორე დღესვე მიიჭრა.
-ჰანან,რა მოხდა ?ეს ვინ გაგიკეთა?
-დავიდმა.-ჩუმად თქვა ჰანანმა და ყელში მოწოლილი ბურთი გადაყლაპა.
-რატომ ?
მიხედავად იმისა ,რომ ჰანანი ისევ სუსტად იყო.საშინლად სურდა ვინმესთვის რამე მოეყეოლა და ყველაფერი მოუყვა ,რაც იცოდა.
-როგორც ჩანს დავიდი ჩემს მოსაკლავად იყო გამოგზავნილი.ვიცოდი რომ არაბი იყო მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი,რომ იცოდა ვინც ვიყავი...
-ჰანან არა უშავს ,მას პოლიციც დაიჭერს.
-არ ვიცი,რამენად მოახერხებენ ამერიკაში ერთერთი უმდიდრესი არაბი ინვესტორის დაჭერას.
-ეგ რა შუაშია? ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.მალე მარიაც ჩამოვა და მასაც ვეტყვით.სამუდამოდ შიშში ხომ ვერ იცხოვრებ.
-არ ვიცი,ლეტიცია.ერთადერთი კარგი ამბავი გავიგე დღეს.
-რა ამბავი?-დაინტერესდა ლეტიცია.
-ის რომ შენ შეძელი და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდი.
-რადგანაც საავადმყოფოში მოვედი ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერს დავუბრუნდი.
-მაქსი?
-რა დროს მაქსია,მიკვირს შენი ასეთი რამ დაგემართა და მაინც ჩემზე ფიქრობ.
-შენ ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ.
ჰანანმა თვალები დახუჭა და იმ ფერად სამყაროში გადეშვა სადაც არც ტანჯვააა,არც სიყვარული და არც არეფრი.უბრალოდ სუნთქვა და მორჩა...
ნურა ასადათან ცხოვრობდა.თავის ოთახში ყოფნას ამჯობინებდა და იშვიათად თუ ეტყოდა რამდენიმე სიტყვას ასადს და მსახურს,რომელიც სპეციალურად მისთვის დაიქირავეს ,რადგან ნურამ ინგლისური არ იცოდა.
-რატომ წამოიყვანე?-ჰკითხა ბიძამისმა ასადს.
-მისი და მიყვარს.
-ის ხომ მკვდარია?
-მერე რა მე მაინც მიყვარს.
-შენით ვამაყობ-უთხრა ბიძამისმა და გაიღიმა.ასადს გაუკვირდა არასდროს გაუგონია ასეთი სიტყვები მისგან.
-მამა ასე არ იფიქრებს.
-ის ისე იფიქრებს როგორც შენ გინდა.
-რა აზრი აქვს ?-თქვა ასადმა.
-უდიდესი.
-არ მესმის რას გულისხმობ.
-რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე.ნურას დავიცავ.
-ჰანანი?
-უნდა გავარკვიო,რა ბედი ეწია.
ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა.ჰანანი სავადმყოფოდან გამოწერეს.მის მიერ შეტანილი საჩივარი სწრაფად გააქარწ....ს.უფრო სწორად გააქარწყლა ასადის ბიძამ.მან მშვენივრად იცოდა ჰანანი რომ გადრჩა ,მაგრამ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა და დინებას გაჰყოლოდა. დრომ თავისი ქნა,ნურას ასადს გაუშინაურდა.ორი კვირის განმავლობასი ისინი დამეგობრდნენ,ასდმა ყველაფერი მოუყვა მაგრამ ნურა ხედავდა ,როგორ უყვარდა მისი და.ასადი დილით ადრე გადოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდა,მაგრამ დროს მაინც ნახულობდა რომ ნურასთან ესაუბრას.ყოველდღე სხვადასხვა საავადმყოფოში დადიოდა,ჰანანის ბინას სტუმრობდა მაგრამ ვერსად პოულობდა.საღამოობით კი ნურა ჰანანის ბავშვობაზე უყვებოდა.
-შეხედე,ეს ჰანანის დღიურია-ნურამ პატარა გაცვეთილი დღიური გაუწოდა მამაკაცს.
-შუა გვერდზე გადაშალე.
ასადმა გადაშალა და მის თვალწინ პატარა გულში ჩაწერილი უზარმაზარი სიტყვები ამოიკითხა:
أنا أحبك -მე შენ მიყვარხარ.
შემდეგ კი ასად მე შენ მიყვარხარ. ეტყობოდა რომ ამას გამოუცდელი და პატარა ხელები წერდა.ამ ხელებს არც ესმოდათ სიყვარულის მნიშვნელობა,მაგრამ კარგი მომავლის იმედი ჰქონდათ. და მაინც მამაკაცის ცისფერი თვალების წინ ცეკვავდნენ,მღეროდნენ და თამაშობდნენ სიტყვები:-ასად მე შენ მიყვარხარ.
ჰანანი კი თავისთვის იტანჯებოდა.ახალ სახლთან შეგუებას ცდლობდა და შეცვლილი სახელით და გვარით ახალ ნიღაბს ირგებდა.ეძება..ეძება და ისეთი სამუშაო იშოვა ,რომელიც მისი აზრით ნაკლებად გამოაჩენდა მის პიროვნებას.ბავშვთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა...ეს ბავშვებიც მასავით ობლები და მარტოსულნი იყვნენ...
**********************************
არ მჯერა რომ მათი ისტორია ასე დასრულდება,არ მჯერა რომ ეს ზღაპრული თავგადასავლი ,ჩაფერფლილ სახლს დაემსგავსება...ასადი ძებნას აგრძელებს,მჯერა რომ ის ჰანანს იპოვის .მან ხომ მე გადამარჩინა.ჰანანმა ასადი შეცვალა ,ამას მე კი არა ყველა ამჩნევს.ის უფრო კეთილი გახდა.ახლა ყველაზე ზრუნავს ,ყველას ეხმარება.ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდა,უფრო ფერადი.თითქოს დამავიწყდა კიდეც სარდაფში გატარებული ბნელი დღეები...ხვალ ასადს თავშესაფარში მივყავარ...ყველაზე მეტად მიახრია ,რადგან იქ არაბი ბავშვები მელოდებიან...კარგია როცა იცი,რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent