შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფორთოხალი (2)


23-01-2016, 17:22
ავტორი nirvanus
ნანახია 1 820

სახლში როგორც კი მივედი მაშინვე მობილური აწკრიალდა. საშინლად მტკიოდა თავი ვგრძნობდი, რომ მაციებდა.. მაშინ გამახსენდა წვიმაც და სახურავიც.. ყელის უსაზღვრო ტკვილთან ერთად
თვალები მეწვოდა და გარშემო არსებულ სიტუაციას ძლივს აღვიქვამდი.
მობილურის გაუჩერებელი წკრიალისთვის, რომელიც ექოდ ჩამესმოდა ყურებში ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა ერთადერთი რაც მჭირდებოდა დერეკი იყო..
დავურეკე მაგრამ არ მპასუხობდა..
ძალიან ვინერვიულე. ისტერიულად დამეწყო უკვე კანკალი და ვხვდებოდი, რომ ფეხებში ძალა მეცლებოდა.. სადაცაა უნდა წავიქცე მაგრამ არა.. ვიღაცამ ისე ძლიერად დამიჭირა მერჩივნა წავქცეულოყავი ვიდრე ხელის ასეთი ტკივლი მეგრძნო..
გონს რომ მოვედი მაშინ გავაცნობიერე, რომ ცრემლები მომდიოდა და ისტერიულად, გაუჩერებლივ ვუმეორებდი ჩემს წინ მდგარ დერეკს, რომ მჭირდებოდა, რომ ცუდად ვიყავი, რომ მის გარეშე მოვკვდებოდი.
-დარწმუნებული ხარ? (დერეკი)
-გთხოვ! ასე ძალიან არასდროს არაფერი არ მითხოვია შენთვის. ახლა თავს ყველაზე უსუსურად ვგრძნობ. არვიცი ვერც გადმოვცემ რამჭირს
უბრალოდ ვგრძნობ რომ ამ სამყაროდან წასვლა მინდა დერეკ.. მინდა რაც შეიძლება ბევრი ვიმოგზაურო..
-არვიცი. ასეთ მდგომარეობაში მისი მიღება ძალიან სარისკოა ელისონ.საკუთარ თავს აღარ გავხარ გესმის?
-კარგი რა. ეს ხომ მხოლოდ ჰეროინია.. უბრალოდ ჰეროინი..ვიცი! მაგრამ გთხოვ ეს ბოლო იქნება გპირდები...
დრეკეი მიყურებდა და გრძნობდა რომ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და ჩემი დახმარება ამჯერად მხოლოდ ამწამალს შეეძლო.
ცოტახანი კიდევ მიყურა და გადაწყვიტა "დამხმარებოდა"
გამიკეთა.. მაშიინვე შვება ვიგრძენი თითქოს ყველა დაძაბულობა მომეხსნა და ამ ქვეყანას აღარ ვეკუთვნოდი. დერეკის წასვლის შემდეგ ავდექი.აბაზანაში შევედი, ჯაკუზში ჩავწექი, თვალები დავხუჭე და დაახლოებით 20 წუთი ასე ვიყავი.. შემდეგ იყო უსაზღვრო სურვილი ჩამეყვინთა და იქიდან აღარ ამოვსულიყავი.
ასეც მოვიქეცი..
მესიამოვნა ცხელი წყალი სახეზე, მესიამოვნა თვალების გახელისას დანახული ნივთები, თუ როგორ მოძრაობდნენ.. თითქოს დაცურავდნენ .. ჰო დაცურავდნენ...
შემდეგ იყო ისევ დახუჭლი თვალები.. იყო ხმები.. წყლის ხმები..
იყო ისევ ის ლამაზი ადგილი..
დაბურული ტყე..
ქოხი..
სიმშვიდე.
ბუხარი.
წიგნები.
იყო წვიმაც..
და ბოლოს იყო ყვირილი... განწირული ყვირილი ჩამესმოდა ყურებში.. გაბრუებული ვიყავი ამიტომ ვერ ვარჩევდი ხმებს.. შევშინდი და მინდოდა გავქცეულიყავი.. ტყეში გავქცეულიყავი და სულის სიკვდილამდე მერბინა.. მეც მინდოდა მეყვირა. მეტირა..
მაგრამ არა.. ვერ ვახერხებდი.. რაღაც მიშლიდა ხელს..
მოულოდნელად შეწყდა ყველაფერი
წვიმაც, იასამნის სურნელიც, სიმშვიდეც..
ყოველივე ბურუსსა და ყვირილს მოეცვა.
თვალებს ვახელდი მაგრამ აღარ იყო ჩემი ოცნებები.
აღარ იყო ტყე..
გაქრა..ყველაფერი.. ყველა ჩემი ოცნება გაქრა.
-ელისონ გთხოვ!
ექოდ ჩამესმოდა საქუთარი სახელი ვგრძნობდი სახეზე როგორ მირტყავდა ხელებს.ვერ ვიაზრებდი ვინ იყო. სად ვიყავი.
გონება დავკარგე...
თვალები რომ გავახილე დიდი თეთრი შუქების გარდა ვერფაფერი დავინახე. თვალის მომჭრელი სინათლე თავს მატკიებდა.. მინდოდა თვალები გამეხილა მაგრამ ვერ ვახერხებდი. ბოლოს როგორც იქნა ხელები ავიფარე და წამებში მოვახერხე თვალი შემეჩვია იქაური გარემოსთვის..
პატარა ოთახის ერთი თვალის მოვლაც საკმარისი იყო ყველაფრის გასააზრებლად.
საავადმყოფოში ვიყავი..
უბრალო ოთახი იყო. არაფრით გამორჩეული. ზუსტად ისეთი მერომ შემეფერება. არ იყო წამლის სუნი..
არაფრით არ ჰგავდა პალატას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ საავადმყოფო იყო..
პატარა ნათელი ოთახი, სადა კედლებით გარშემორტყმული.. საწოლის გვერძე კი პატარა მრგვალი ყავისფერი მაგიდა.
მაგიდაზე იასამანი იდო და კალათი, რომელიც წითელი ფორთოხლებით იყო სავსე..
ჰოო წითელი ფორთოხალი რთული შემთხვევა.. ის ერთადერთი ნარკოტიკია, რომელზეც მართლაც დამოკიდებული ვარ..
თითქოს სისხლის ნაკლებობას განვიცდი და ვცდილობ სიცარიელე სწორედ ამ გამორჩეული ფორთოხალით შევივსო.
ოთახის თვალიერებით თითქოს ვერ ვკმაყოფილდებოდი . .ადგომა მოვისურვე და მაშინ გავაცნობიერე რომ წამლის სუნით გაჟღენთილი თეთრი გრძელი რაღაც საშინელება მეცვა.
საკუთარი თავის თვალიერებით ვიყავი დაკავებული, რომ კარი გაიღო და იასამანით ხელში შემოვიდა.. ჯერ ყვავილებს შევხედე.. გამეღიმა.. ჩემი საყვარელი ყვავილი იყო..
შემდეგ შევხედე ნაცნობ სახეს რომელიც დაჟინებით მაკვირდებოდა და თითქოს ჩემს თითოეულ მოძრაობას, მიმიკას, რეაქციას სწავლობდა..
პირველად დავკომპლექსდი რაც ასევე კარგად შემაჩნია ჩემს წინ მდგარმა დერეკმა..
-ბოდიში მინდა მოგიხადო..
მორიდებით წარმოთქვა სულ რაღაც 3 სიტყვა და ყვავილები გამომიწოდა.
-რისთვის?
-რა რისთვის რა რისთვის... ჩემი ბრალია ყველაფერი..
-მე კიდევ მადლობის გადახდა მინდოდა..
-ელისონ! დროზე რომ არ მომესწრო ახლა აქ არიქნებოდი.. ეს კი ჩემი ბრალია გესმის? შენ დახმარება მთხოვე და არა სიკვდილი..
-და დამეხმარე კდიეც დერეკ. შენ არიცი რამხელა ბედნიერება განვიცადე იმ წამს.
-ელოსონ არმაინტერესებს ეს იცოდე ბოლოა..
-კარგი გპირდები რომ ბოლო იყო.

დერეკი.. დერეკი სრულყოფილებაა. პირველივე კურსიდან ამოვიცანით ერთმანეთი და თითქოს საერთო "მე"ს წარმოვადგენდით. არ ვიცი რა ურთიერთობა დავარქვა. არანაირად არ ვიყავით შეყვარებულები მაგრამ ამავდროულად ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვესმოდა ერთმანეთის. მოკლედ რომ ვთქვათ ერთადერთი ადამიანია ვისთანაც ნებისმიერ თემაზე შემიძლია დალაპარაკება.. ჩემი მეორე "მე" ა. ძალიან ბევრს ნიშნავს.. ყოველთვის გვერდით მიდგას.
ახლაც აშკარად ეტყობოდა როგორ იდანაშაულებდა თავს ჩემი "გაბედნიერების" გამო..
იმდღესვე მორჩა ყველაფერი. წამლით გაჟღენთლი ტანისამოსი სიამოვნებით დავტოვე და სახლის გზას გავუდექი დერეკთან ერთად.
სხვა დღეებისგან განსხვავებით ყველაფერი დალაგებულად მეჩვენა.
ჩემი ნახატები, რომლებიც მისდღემში მიმოყრილი იყო ხან იატაკზე ხანაც საწოლზე, ამჯერად კედელზე გაკრულოყო.. ოთახში სასიამოვნო ჰანგები არღვებდა სიჩუმეს. რათქმაუნდა Archive..
ერთი სტყვით დერეკმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემთვის სრული იდილია შეექმნა..
დღეები ისე გადიოდა, რომ არაფერი არ იცვლებოდა..
დილით ადგომა.. უნივერსიტეტი.. წითელი ფორთოხალი.. შემდეგ ისევ სახლი.. ისევ წითელი ფორთოხალი და სახურავი...
ღმერთო ჩემო სახურავი..
ძალიან მომინდა ისევ იმ მაღალი კორპუსის სახურავზე ავსულიყავი. ამჯერად ღამე იყო.
ავედი..
დავწექი..
თბილოდა..
პლედში გახვეული ვუსმენდი ბოლოხმაზე მუსიკას.
უეცრად კი ....
ის.
ისევ ის ბოხი ხმა..
-მზისფერო.. რამე შეიცვალა?
-არა.
ისე ვუპასუხე არც შემიხედავს.
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო მაგრამ არა..
მომიახლოვდა.. ჯერ ზემოდან მაკვირდებოდა.. შემდეგ კი გვერძე მომიწვა.. ხელები თავქვეშ ამოიდო და ცას ახედა.
არანაირად არ იყო რომანტიული, არ იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა მისი იქ ყოფნა..
თავი გვერძე გავატრიალე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როგორ მიყურებდა თავისი მუუქი შავი ძალიან.. ღმერთო.. ზედმეტას მუქი შავი თვალებით...
გაუნძრევლად ვიწექით და ვუყურებდით ერთმანეთს რამდენიმე წუთი.. ადგა..
მობეზრდა ასე წოლა და ჩემი ყურება.. რათქმაუნდა ყველაფერი დროებითია წავიბუტბუტე ჩემთვის რადგან უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა..
-არაფერი არაა დროებითი ..
გაისმა კვლავ. მომიახლობდა, დაიხარა, არვიცოდი რას აკეთებდა.
-ლამაზი ხარ ელისონ
ყურში ჩამჩურჩულა და მწვავე კოცნის კვალი დამიტოვა საფეთქელთან. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როდესაც იქაურობა მოულოდნელად დატოვა...
ხელში კი... ხო არმეჩვენება დიდი წითელი ფორთოხალი იდო..
საიდან?
საიდან იცოდე ჩემზე ამდენი ინფორმაცია..
მინდოდა მოგზაურობიც გაგრძელება ამჯერად სახურავზე მაგრამ წამოვედი. იმ იმედით რომ გზაში მაინც შევხვდებოდი ამაო იყო..
სახლის გზას გავუდექი ჩემი ფორთოხლითურთ და რატომღაც მიხაროდა ეს დღე..
---------------------------------------
ესეც მეორე.. არვიცი რაგამოდის მართლა არვიცი. უბრალოდ მინდა რომ წაიკითხოთ <3



№1  offline წევრი ფორთოხალი

სათაური აქვს ძალიან კარგი :))
ოღონდ, 'გვერძე' არა - გვერდზე

 


№2  offline წევრი nirvanus

ფორთოხალი
სათაური აქვს ძალიან კარგი :))
ოღონდ, 'გვერძე' არა - გვერდზე

გმადლობ გავითვალისწინებ ;3

 


№3 სტუმარი A

Ravi momwons jerjerobit cota idumalia da scored amitom msiamovnebs kitxva. Ase jobia rac upro damaintrigebelia mit upro saintetesoa. Warmatebebi. Vnaxot ra iqneba.

 


№4  offline წევრი nirvanus

A
Ravi momwons jerjerobit cota idumalia da scored amitom msiamovnebs kitxva. Ase jobia rac upro damaintrigebelia mit upro saintetesoa. Warmatebebi. Vnaxot ra iqneba.

ჰომ ვეცადე ზუსტად ეგეთი გამოსულიყო.
მიხარია რომმოგწონს ;3

 


№5 სტუმარი A

nirvanus
A
Ravi momwons jerjerobit cota idumalia da scored amitom msiamovnebs kitxva. Ase jobia rac upro damaintrigebelia mit upro saintetesoa. Warmatebebi. Vnaxot ra iqneba.

ჰომ ვეცადე ზუსტად ეგეთი გამოსულიყო.
მიხარია რომმოგწონს ;3

nirvanus
A
Ravi momwons jerjerobit cota idumalia da scored amitom msiamovnebs kitxva. Ase jobia rac upro damaintrigebelia mit upro saintetesoa. Warmatebebi. Vnaxot ra iqneba.

ჰომ ვეცადე ზუსტად ეგეთი გამოსულიყო.
მიხარია რომმოგწონს ;3

Martlac dzalian momewona da mainteresebs shemdegi male dade ra....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent