შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (10)


24-01-2016, 00:44
ავტორი neka
ნანახია 3 544

* * * * * * * *
_გძინავს?
_რა ხდება კახუშ? -ღამის სამი საათი იყო, ვიცოდი, რომ უნდა დაელია, მაგრამ ასე თუ დათვრებოდა არ მეგონა.
_უშენობამ მომიარა მართუს, ჩამო რა თორე პირდაპირ ფანჯრიდან შემოვალ..
_არ გააფრინო, ძლივს ლაპარაკობ ჩამოვალ ახლავე -მაგიჟარს ვგავდი, როგორ გამიჭირდა თბილი საწოლიდან გამოსვლა, მაგრამ ვიცოდი ქვევით კახი მელოდებოდა... სირბილით ჩავედი, ლიფტს არ დავლოდებივარ... ფეხზე ძლივს იდგა...
_კაი რა კახი ასე როგორ დათვერი? -მერედა როგორ უხდებოდა სიმთვრალე, სახეზე ღიმილი არ მოშორებია. მანქანის საბარგულთან იდგა, შავი ქურთუკი ეცვა თხელი და ფეხები გადაჯვარედინებული ქონდა...
_მოდი ჩემთან ჩქარა -მისი სითბო არასდროს მომკლებია, მაგრამ ამ საღამოს განსაკუთრებით მოსიყვარულე იყო,
_ჩამეხუტე მართუს სულ გაყინულხარ -ისე მესიამოვნა მისი სითბო, მგონი ჩამეძინა...
_ამ დრომდე რას აკეთებდი?
_რავიცი იმდენი გოგო იყო ტო, რომლისთვის მიმეხედა არ ვიცოდი
_ხო არა? ხო იცი არ მიყვარს ეგეთი ხუმრობები -შევხედე გაბრაზებულმა და მოვშორდი
_კაი ტო -იცინოდა- თუ ხვდები ვაბშე რაზე ბრაზდები? -ისევ გულიანად იცინოდა
_კიდე გაიცინებ და იცოდე ავალ, ამის სათქმელად ჩამომიყვანე ხო?
_აუ მართუს ახლა არ დაძაბო ჩემ თავს გაფიცებ თორემ მოგიტაცებ, მამენტ საერთოდ არ გინდა კაბა ეს პიჟამაც გიხდება- კიდე გადაიხარხარა
_დამცინი არა?! -წასვლა დავაპირე, ხელი ისე სწრაფად მომკიდა და მკლავებში მომიქცია აზრზე ვერ მოვედი. მე თვითონ არ ვიცოდი რაზე ვბრაზდებოდი.. ვიცოდი ბავშვურად ვიქცეოდი, რა მქონდა საეჭვიანო... მის სიყვარულში ასი პროცენტით დარწმმუნებული ვიყავი
_ხო იცი როგორ მიყვარხარ მართუს -თვალებში ვუყურებდი, ხელები ჩემს წელზე ქონდა მოხვეული , რომს მდომებოდა ვერსად წავიდოდი
_შენს მეტი არავინ მინდა, ვაბს არავინ, მგონი გადამწია შენმა სიყვარულმა...
_ხო ეგ მეც შევამჩნიე -გავუღიმე და თვალებზე ვაკოცე, მერე ხელი მოვხვიე და ასე ჩუმად ვიყავით მთელი ოცი წუთი
_ახლა ადი თორე გაცივდები -თავისი ქურთუკი ჩამაცვა და გამაფრთხილა -მე დაგესიზმრები იცოდე...
_ჭკვიანად წადი არ მანერვიულო
_არა შენ თავს ვფიცავარ
ღრმად ამოვისუნთქე , სიყვარულით ავივსე, კმაყოფილი ვიყავი... ლიფტს დაველოდე და მალე სახლში ჩემს საწოლში ამოვყავი თავი.
* * * * * * * *
გათენდა, ნატაშკასთან უნდა შევსულიყავი, მალემოვწესრიგდი და როგორც ყოველთვის ფორმაში ნატასთან შევედი
_ნატაშ სად ხარ?
_მოდი გოგო, აბაზანაში ვარ გამოვდივარ
_რა ხდება რისთვის ემზადები?
_რა არ იცი? კახის არ უთქვამს?
_რა უნდა ეთქვა ისეთი მთვრალი იყო საერთოდ როგორ მოაღწია (იცინიან)
_გოგო რა ვიცი უბანში აქვთ ასეთი წესი ყოველ ეელს იკრიბებიან და ქეიფობენ, ძაან მაგარ დროს ვატარებთ
_ხო, აუ კარგია ძაან, დავურეკავ კახის
_კახუშ რას შვრები? ცოცხალი ხო ხარ?
_კი მართუს, ახლა ავდექი, სად ხარ შენ?
_მე ნატაშკასთან
_იყავი მანდ და გამოვალთ მიჭები
მალე ამოვიდნენ, კახი, უტი, დაჩი და გაგი, არ ვიცი, როდის შევეჩვეოდი კახის არსებობას ჩემს ცხოვრებაში, მისი სახელი და ლოდინი ისევ მიფორიაქებდა სულს და ყოველ წუთს და წამს, ისევ იგივე გრძნობით და სიძლიერით ველოდებოდი მის მოსვლას... როგორც ყოველთვის ბიჭები ფორმაში იყვნენ.
_აბა რას შვრებით გოგოებო? ემზადებით? -გვკითხა უტიმ
_მე არაფერი ვიცოდი -ვუპასუხე მე
_ხო სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა -მითხრა კახიმ, მოვიდა და ჩამეხუტა კარგა ხნის უნახავივით
_ვისთვის ხარ ასეთი ლამაზი? -მკითხა, მე გავუღიმე, არ ველოდი ამ კითხვას
_მარტო შენთვის
_სულ სულ ჩემთვის?
_ნუ ეხლა -გავიცინეთ ყველამ
_ხო რა უნდა მეთქვა, კაროჩე მართა არ მოდის, ვინმემ რომ სხვანაირად შემოგხედოს მართუს ხო იცი უნდა დავამტვრიო ძვლებში.
მართას სახეზე ფერები გადაუვიდა, ამას ნამდვილად არ ელოდა
_ანუ ვერ ვხვდები კახი მეღადავები ხო?
_რა ღადავი მართუს გინდა მთელი უბანი დავხოცო?
ამას მართლა არ ელოდა.. სავარძელში უსულოდ ჩაჯდა, ხმა არ ამოუღია, ალბათ იმ წამს რა არ გაიფიქრა. კახი თავაძეს იმის თავი არ ქონდა რომ თავის გოგოსთვის მიეხედა...
_აუ რა დაგემართა ტო, შენ მართლა დაიჯერე? როდის გაიზრდები მართა..
_შენ ვერ ხარ ხო? ვაბშე არ წამოვალ აი ახლა რა, სადაც გინდა იქ წადი...
_გამაგიჟებ, ვინ გგონივარ, ჩემი გოგო ყველგან ჩემთან ერთად უნდა იყოს რისი გაკეთებაც არ უნდა მომიწიოს ამისთვის... ახლა მიდი გაემზადე და არ მანახო ასეთი სახე
_ხუმრობები რო დახვეწო არა? გული გადამიქანდა
_ზედმეტად კარგადაც ვხუმრობ მართუს - თვალი ჩამიკრა და გაიცინა
ბიჭები ქვევით გელოდებოდნენ, მე და ნატაშკა ვტრიალებდით სარკის წინ, კახიმ ამაწრიალა, დროზე მოჩით ისედაც ლამაზები ხართო.. ჩემი მუსტანგი დავტოვე კახის მანქანით მივდიოდით მე, უტი და ნატაშკა. დაჩი, გაგი და ორი გოგო სხვა მანქანით.
უბანში იმდენი ხალხი იყო თავი ქორწილში გეგონაბოდათ, ყველა მართას და ნატას ელოდა, უბნის გოგოები შურით უყურებდენენ კახის გოგოს და ყველას აინტერესებდა მართას ნახვა, კახიც სიამაყით ელოდა მართას, ყველაფერი მისით ხდებოდა.. როგორც იქნა გამოჩნდა.. ხორცისფერი კაბა ეცვა ზურგამოღებული, საუცხოო იყო, ნამდვილად ღირდა ლოდინი.. ყველას მას უყურებდა, საშინლად გამოყვანილი ტანი ჰქონდა, იცოდა რა უხდებოდა. კახი ჯერ ვერ ხედავდა, უტიმ ხელი კრა და ანიშნა _შეხედე - შემოიხედა და მის წინ საოცრად მომხიბვლელი მართა აისვეტა, ჯერ არაფერი უთქვამს, უფრო სწორად ვერაფერი თქვა
_შეუდარებელი ხართ დედოფალო
_გმადლობთ მეფეო
გოგოები უკან ჩასხდნენ, მალე რესტორანშიც მივიდნენ, ყველა მართას და კახის უყურებდა, ასეთი წყვილი თბილისს აქამდე არ ენახა. ადგილიც შესაფერისი ქონდათ.. კახი დასტოინად დააბიჯებდა და სიტუაციას აკონტროლებდა, ლაფსუსი არ უნდა გაპარვოდა... ლხინიც დაიწყო, სუფრას რა თქმა უნდა წინამძღოლი ყავდა.
_წელს ჩემო კარგებო სულ სხვა რაკურსით წავიყვანთ ყველაფერს, გვაქვს ნომინაციები სადაც მონაწილეობას ორი სასტავი მიიღებს ან მათი წარმომადგენელი. მოკლედ შევეჯიბრებით სხვადასხვა ცეკვებში
_ო, ეს რაღაც ახალია -თქვა ნატამ
_ახლა რა უნდა ქნათ?
_არ ვიცი , ბიჭები რო არ იცეკვებენ ვიცი .. მე კიდე ცეკვა არ ვიცი, მოკლედ არაფერი გვეშველება -გაიცინა ნატამ
_ეს რა სირ..ბა, ვის როგორც უნდა ისე იცეკვებს -თქვა უტიმ
_კახუშ რას იზამ?
_კაი რა , რა უნდა ვქნა მართუს, აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ გგონია ჩამომახსნის ვინმე?- გაიცინა და შუბლზე მაკოცა
ჯერი ჩვენზე მოვიდა, ვინ რა იბოდიალა ვინ იცის, ჩვენი ბიჭები ხო კვდებოდნენ სიცილით სხვების საცოდაობას რომ უყურებდნენ. ცეკვა ბავშვობიდან ვიცოდი მაგრამ არ მინდოდა აქ თავის გამოჩენა, რაღაცნაირად მერიდებოდა...
_მართა შენ ხო არ ცეკვავ -მკითხა უტიმ
_კი ბავშვობიდან ვცეკვავ, მაგრამ მიტყდება
_კაი რა, რა გიტყდება, მიდი რა აჩვენე ამათ კლასი.
კახი გასული იყო, ვიღაცას ელაპარაკებოდა, მარტო არ ვიცეკვებდი ვიცოდი, მოცეკვავეები დაქირავებული ჰყავდათ. გავედი, ჩემი საყვარელი მუსიკა ჩართეს რატომღაც, მოცეკვავედ რა თქმა უნდა ბიჭი მომიჩინეს. მეგონა კონცერტზე გამოვდიოდი, ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი ცეკვა დავიწყე ყველაფერი დამავიწყდა, მახსოვს როგორ გაოცდენენ, ტაშს როგორ უკრავდენენ.
ტაშის გაგონებაზე კახის გაუკვირდა ასეთი ვინ არისო, შემოიხედა და დაინახა მართა, საოცრად გაუკვირდა. მალე უტი მივიდა მასთან. მართა მოცეკვავე მეწყვილეს კარგად აეწყო და საოცრად გამოსდიოდა ყველაფერი...
_ნახე ტო, რა კარგად ცეკვავს -კახის ჯერ არ ესიამოვნა ვიღაც ბიჭთან მართას ყოფნა, მაგრამ იმასაც ხედავდა რომ ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა
_ხო არ ვიცოდი ესეც თუ შეეძლო -დიდად კმაყოფილი არ ჩანდა, მაგრამ აშკარად ეამაყებოდა თავისი გოგოს უპირატესობები. ისეთი ოვაციები იყო, გეგონებოდათ დარბაზი დაინგრაო.
ცეკვას მოვრჩი, მოცეკვავემ ხელზე მაკოცა, გულში მეცინებოდა თუ ამას კახი ხედავდა გულზე გასკდებოდა.. წამოვედი და პირდაპირ კახისთან მივედი
_როგორი იყო? -გავუღიმე
_კიდე რითი უნდა გამაკვირვო? ჩინების ჩამოხსნას გადამარჩინე -გულში ჩამიხუტაყველას თვალწინ, მერე ხელები მომხვია და ჩვენს ადგილას დავბრუნდით. ყველა მეუბნებოდა რა მაგრად ცეკვავო, მოკლედ ეს საღამო კარგად დამამახსოვრდა, ყველაზე სასიამოვნო მაინც კახისთან ვალსი იყო... ნასვამი კაკხი მიყვარდა, გულღია და ნამდვილი იყო...
_მოცეკვავეს კიდევ რამე რომ გაებედა, კოჭებს დავუხვრეტდი -შემომხედა და გაიცინა
_ასეც ვიცოდი, რომ ნერვენი მოგეშლებოდა
_ნერვები მომეშალა ხელები ზურგზე რომ მოგხვია, კიდევ უფრო ამოღებული არ გქონდა რამე?
_რა სულელი ბიჭი ხარ, სულელი და საყვარელი...
-კაი ტო, ოღონდ საყვარელი არა -ეცინებოდა
_კი კი, უზომოდ საყვარელი ბიჭი მყავხარ
_კარგი იყოს, ოღონდ მარტო შენთვის იცოდე, მარტო შენთვის
ყველა ხედავდა მერთას და კახის სიყვარულს, მათ თვალებს, ახლა მართლა დარწმუნდნენ რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი, მაგრამ არსებობდა კახის გულში რაღაც, რაც ბოლომდე ბედნიერების უფლებას არ აძლევდა, არ ამბობდა, მაგრამ მუდამ ფიქრობდა...
ეს ღამეც სასიამოვნოდ დასრულდა... მიუხედავად იმისა, რომ ნასვამები იყვნენ, ბიჭები საჭესთან მაინც დაჯდნენ, კახის ვინ გააჩერებდა.. კახი თავაძეს მანქანა ყველამ იცოდა და ვერავინ ბედავდა მის შეწუხებას... კარამდე მიმაცილა და შუბლზე მაკოცა, უნდოდა რაღაც ეთქვა, გაეკეთებინა, მაგრამ თავს იკავებდა, პირველად ვნახე მისი ასეთი თვალები.. კარს ცალი ხელით მიეყრდნო, მე უკვე შიგნით ვიდექი, ღრმად ამოისუნთქა, ცდილობდა გულიდან სათქმელი ამოეღო, მაგრამ მაინც ვერ თქვა, მეც ზედმეტი არაფერი მიგრძნობინებია...
_დაიძინე მართუს -არ მომხვევია, არც შეუბლზე უკოცნია, არც თვალებზე, არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ მასში სევდა ვნახე, საშინლად ნაღვლიანი იყო. რა მოხდა არ საღამოს ვერ მივხვდი. კარი დავხურე და დასაწოლად გავემზადე. ღამით დედაჩემმა დამირეკა
_მართა დედა როგორ ხარ?
_ნანუ, მე კარგად, მაგრამ ამ დროს შენ რატომ მირეკავ მოხდა რამე?
_დედა რაღაც ვერ ვარ კარგად, შეგიძლია ხვალვე გამოფრინდე? -საშინლად ავნერვიულდი
_ასეთიი რა ხდება, მითხარი არ მომატყუო
_ისეთი არაფერი, დეიდას არ სცალია დედა, ეწიმთან დავდივარ და გადაღლა არ შეიძლება, სადღაც ორი კვირა მჭირდება, თუ პრობლემები არ შეგექმნება ხვალვე გადმოფრინდი
_კაი ნანუ, ხვალვე იქ ვიქნები, არ ინერვიულო
_ახლა დაიძინე დე, მხვალ გნახავ, მომენატრე ძალიან
_მეც დე, მომენატრა შენთან ლაპარაკი
ბილეთი იმ საღამოსვე დავჯავშნე, დილით შვიდ საათზე გავდიოდი, კახის ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა
იმ ღამეს ყველაფერზე დავფიქრდი, კარგადაც მიხვდვდი კახი რატომაც იყო ამ მდგომარეობაში. ამ ხნის განმავლობაში მისთვის არცე ერთხელ არ მითქვამს რომ მიყვარს... თვითონ კი სიყვარულს ყველაფრით მიმტკიცებდა. მიყვარდა სიგიჯემდე, ყვირილამდე, ტირილამდე, მაგრამ თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ამ სიტყვით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს სამოუდამოდ გადავწყვეტდი, მაგრამ დრო მოვიდა ყველაფერი მეთქვა, ასეც ვაპირებდი სათანადო დრო უნდა მომეძებნა, რომ მისი და ჩემი ბედნიერება ორმხრივი ყოფილიყო...
ვურეკავდი, რომ ჩემი წასვლის ამბავი მეთქვა, მაგრამ ისევ გამორთული ქონდატელეფონი, დაკავშირება დილისთვის გადავდე, ჩავაწყვე ყველაფერი რაც დამჭირდებოდა, დილისთვის ყველაფერიმზად მქონდა.
კახი იმ ღამით ბიჭებთან ერთად იყო, სმა ისევ გააგრძელს, მისი ასეტი მდგომარეობა უტის არ გამოპარვია
_კახი ტო, რა გჭირს?
_არაფერი
_რა არაფერი, სულელი ხო არ ვარ, რომ ვერ შეგამჩნიო.. მართასთან ხდება რამე?
_კაროჩე არ ვიცი რა ვიფიქრო, როცა მასთან ვარ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ასეც არ შემიძლია, არ მინდა რამის თქმა დავაძალო, ტიპს ჯერ არ უთქვამს მიყვარხარო, სრ მენდობს თუ რა ხდება აზრზე არ ვარ, არადა ხო იცი რა დედამოტ...ლად მიყვარს... სხვანაირად როოგორ დავუმტკიცო ტო, ხო ვერ ვეტყვი მითხარი რო გიყვარვართქო.. თვითონ არაფერს ამბობს, მე კიდე ის კაცი არ ვარ, რომ რამე დავაძალო, ისეთ გოგოს ვერ ვაკოცებ რომელსაც რაღაცეები არ აქვს ბოლომდე გარკვეული, მიყვარს მაგრამ, კაროჩე რა....
_კახუშ დაიცა რა, ეგ გოგო თუ არაფერს ამბობს საქმით გიმტკიცებს, უყვარხარ ტო , აბა რა.. უბრალოდ არ ჩქარობს ხო იცი როგორიცაა...
_არა, ბაზარი არაა, სიცივე ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, მაგრამ მინდა ყველაფერი გარკვეული იყოს. მე არ ვთამაშობ უტი, ხო იცი მაგ გოგოსთან სამომავლო გეგმებს ვაწყობ.. ვაბშე თვითონ თუ ფიქრობს ამაზე, არ ვიცი, ახლა სახლში დავტოვე, მიხვდა რო რაღაც ვერ ვიყავი...
დილით კახის დავურეკე, ისევ გამორთული იყო, არ მინდოდა გამოუმშვიდობებლად წავსულიყავი, საშინლად მომინდა მასთან წასვლა, ჩახუტება,,, ვერაფრით დავუკავშირდი.. წერილი გავუგზავნე ნომერზე. ორი კვირით ვშორდებოდი, თან როგორ, ის ბოლო ღამე, მისი თვალები.. როგორს ვტოვებდი.. იმდენი ვიტირე თვალები დამისივდა. აეროპორტში ნატაშკამ გამაცილა, მანქანა მას დავუტოვე.
_ნატაშ კახის ვურეკავ, გამორთული აქვს, არ შემიძლია, ორი კვირით მივდივარ ისე, რომ არც გამომშვიდობებია, უთხარი რა რა სიტუაციაც არის
_კაი რა მართა, რა გატირებს, გააფრინე? ჩამოსვლას არ აპირებ აქით?
_ხო, მაგრამ ბოლოს რომ დამემშვიდობა არ მომეწონა, ვიცი რაღაც კარგად არ არის
_დამშვიდდი, დაგირეკავ მერე, მშვიდად ჩადი და მალე ჩამოდი
მოკლდედ გავფრიმდი, მაგრამ აშკარად ცუდად ვიყავი, კახის ორი კვირა ვერ ვნახავდი.. ახლა კიდე უარესი, გამახსენდა ერთ კვირაში დაბადების დღე იქნებოდა, სულ შევიშალე, მეგონა ყველაფერს ჩემი ხელით ვანგრევდი. როგორ შეიძლებოდა მის გვერდით არ ვყოფილიყავი ასეთ დროს. პირველი დაბადების დღე იქნებოდა ჩემთან ერთად, მაგრამ მე რისი გაკეთება შემეძლო, დედაჩემ როგორ დავტოვებდი ასეთ დროს. მოკლედ ერთ მხარეს დედა, მეორე
ვერსად წახვალ (10)
მხარეს კი კახი...
____
დიდი თავია და ამიტომ ბევრი რამის შეფასება მოგიწევთ, კომენტარებს დაველოდები დიდი ინტერესით. დამამატეთ facebook-ზე ნეკა ონიანი



№1  offline წევრი natia-natia

მალე დადე კაი დზაან მომწონს

 


№2 სტუმარი nio k.d.

ar daashoro raa gtxov. dzalian mgari wyvilia da dzalian miyvars. male dade momdevno da imedia marta chamova kaxas dabadebis dgeze.

 


№3 სტუმარი MariaM

Gabrazebuli var... Mainc patara tavia.. Rac shეეxebamartas me mjera rom chamova an sulac kaxi aakitxavs :)))) ar minda es dashorebebi da momkali ra &_& rac sheexeba sxvebze vafshe ar wer.. Tavebi mainc pataraa :/ :)))) am tavshi pretenziebit var :Ddddd tan mezareba axla msuye komentris wera da meorejer dagiwer an shemdeg tavshi ar mogakleb(giji gogona)

 


№4  offline წევრი სალი-სალი

ამ მოთხრობის ყველა თავი იდეალურია მათ შორის კი ესეც.. მომეოწნა ძალიან.. მალე არ დაამთავრო გთხოვ ეს ისტორია. მინდა უფრო მრავალფეროვანი სიყვარულით აღსავსე და ცოტა დაძაბული მომენტებიც იყოს. ძალიან მაგარი ხარ ყველა დეტალს ისე კარგად აღწერ წაკითხვა რომ გესიამოვნება.. აუ ნატა ეულად არ დამიტოვო რაა:D <3

 


№5  offline წევრი neka

MariaM
Gabrazebuli var... Mainc patara tavia.. Rac shეეxebamartas me mjera rom chamova an sulac kaxi aakitxavs :)))) ar minda es dashorebebi da momkali ra &_& rac sheexeba sxvebze vafshe ar wer.. Tavebi mainc pataraa :/ :)))) am tavshi pretenziebit var :Ddddd tan mezareba axla msuye komentris wera da meorejer dagiwer an shemdeg tavshi ar mogakleb(giji gogona)

ისტორია მხოლოდ კახის და მართას სიყვარულზე მოგვითხრობს, ამიტომ სხვა წყვილი არ იქნება, სულ რაღაც ორ თავში დასრულდება მათი ეს ამბავი, ეს ისტორია. ამაზე დიდ თავს ვერ დავწერ რადგან გათვლილი მაქვს ეპიზოდების მიხედვით, რომ გამეგრძელებინა მაშინ ერთ თავში უნდა დამეწერა ყველაფერი, რა ცარ იქნებოდა მართებული. მიხარია, რომ კითხულობ ❤️❤️❤️

სალი-სალი
ამ მოთხრობის ყველა თავი იდეალურია მათ შორის კი ესეც.. მომეოწნა ძალიან.. მალე არ დაამთავრო გთხოვ ეს ისტორია. მინდა უფრო მრავალფეროვანი სიყვარულით აღსავსე და ცოტა დაძაბული მომენტებიც იყოს. ძალიან მაგარი ხარ ყველა დეტალს ისე კარგად აღწერ წაკითხვა რომ გესიამოვნება.. აუ ნატა ეულად არ დამიტოვო რაა:D <3

ყოველთვის განსაკუთრბულად ველოდები შენს კომენტარს, რადგან განსაკუთრებულად კარგად მიწერ ყველაფერს. ძალიან მიხარია, რომ სულ კითხულობ და მოგწონს ❤️ მადლობა ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი გიჟი გოგონა :)

neka
MariaM
Gabrazebuli var... Mainc patara tavia.. Rac shეეxebamartas me mjera rom chamova an sulac kaxi aakitxavs :)))) ar minda es dashorebebi da momkali ra &_& rac sheexeba sxvebze vafshe ar wer.. Tavebi mainc pataraa :/ :)))) am tavshi pretenziebit var :Ddddd tan mezareba axla msuye komentris wera da meorejer dagiwer an shemdeg tavshi ar mogakleb(giji gogona)

ისტორია მხოლოდ კახის და მართას სიყვარულზე მოგვითხრობს, ამიტომ სხვა წყვილი არ იქნება, სულ რაღაც ორ თავში დასრულდება მათი ეს ამბავი, ეს ისტორია. ამაზე დიდ თავს ვერ დავწერ რადგან გათვლილი მაქვს ეპიზოდების მიხედვით, რომ გამეგრძელებინა მაშინ ერთ თავში უნდა დამეწერა ყველაფერი, რა ცარ იქნებოდა მართებული. მიხარია, რომ კითხულობ ❤️❤️❤️

სალი-სალი
ამ მოთხრობის ყველა თავი იდეალურია მათ შორის კი ესეც.. მომეოწნა ძალიან.. მალე არ დაამთავრო გთხოვ ეს ისტორია. მინდა უფრო მრავალფეროვანი სიყვარულით აღსავსე და ცოტა დაძაბული მომენტებიც იყოს. ძალიან მაგარი ხარ ყველა დეტალს ისე კარგად აღწერ წაკითხვა რომ გესიამოვნება.. აუ ნატა ეულად არ დამიტოვო რაა:D <3

ყოველთვის განსაკუთრბულად ველოდები შენს კომენტარს, რადგან განსაკუთრებულად კარგად მიწერ ყველაფერს. ძალიან მიხარია, რომ სულ კითხულობ და მოგწონს ❤️ მადლობა ❤️❤️❤️

wassat ვაიმე ორ თავშიო.. sad აუუუ.. კაი რა what შემდეგი ისტორია მაშინ დიდი თავებით იყოს wink

 


№7  offline წევრი neka

nio k.d.
ar daashoro raa gtxov. dzalian mgari wyvilia da dzalian miyvars. male dade momdevno da imedia marta chamova kaxas dabadebis dgeze.

ძალიან მაგარი ამბებია მომდევნო თავებში ❤️❤️❤️❤️

natia-natia
მალე დადე კაი დზაან მომწონს

მადლობა, მიხარია ❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი NEne

Marta da kaxi rom dashordes gavafren :-( es ar qna gtxov, ise magari gogo xar tavi gagizrdia magram kide daamate cota :-*

 


№9 სტუმარი Giji

Vaime cudad var.. Es ra ubedurebaa.. Au ratom daashore kai ra :/ :((( imedia shearigeb <3 didi imedebi maqvs <3 ^^^^

 


№10  offline წევრი neka

Giji
Vaime cudad var.. Es ra ubedurebaa.. Au ratom daashore kai ra :/ :((( imedia shearigeb <3 didi imedebi maqvs <3 ^^^^

ხომ უნდა განერვიულოთ ზოგჯერ wink wink

NEne
Marta da kaxi rom dashordes gavafren :-( es ar qna gtxov, ise magari gogo xar tavi gagizrdia magram kide daamate cota :-*

მაგრად მიხარია ესე რომ ხარ დაინტერესებული❤️❤️❤️ მადლობა შეფაცებისთვის ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent