შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი საგიჟეთი [4]


24-01-2016, 19:10
ავტორი makharadze
ნანახია 1 889

ბავშვებო სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა გითხრათ, რომ წინა თავი გუშინ ძალიან გვიან აიტვირთა და სადღაც ბოლოში ჩავარდა და თუ არ გაქვთ წაკითხული ჯერ ის ნახეთ, რაღაცები რომ არ აირიოს.

მშვიდი საგიჟეთი, 4

იმ ღამით აფსოლიტურად ყველა დეასთან და სანდროსთან დარჩა, ანუშკას გარდა. არც დაუძინიათ, ბოლომდე ისიამოვნეს იმ დღით... დღითაც და ღამითაც. ძალიან ბევრი ილაპარაკეს ... ისაუბრეს ყველაფერზე, რაც კი აზრად მოუვიდათ.
ყველაზე მეტად მაინც ის აოცებდა დეას, რომ ამ „სულით“ სპორტსმენებს შესანიშნავი განათლებაც ჰქონდათ. არც-ერთი იყო ისეთი, სიტყვები ერთმანეთზე რომ ვერ გადაება. სპორტსმენევზე გავრცელებულ, აფსოლიტურად ყველა მოსაზრებას აქარწყ.ლებდნენ ეს ბიჭები. საუბარშიც ეტყობოდათ, მათი ერთადერთი საფიქრალი კალათბურთი რომ იყო, მაგრამ მაინც ყველაფერზე შეეძლოთ საუბარი! აფსოლიტურად ყველაფერზე!
ძალიან განათლებულმა, მხიარულმა, დადებითმა და იუმორით სავსე ბიჭებმა ღამე დეასაც გაათენებინეს. სანდრო ეხვეწებოდა, დაიძინე თუ გეძინებაო, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია დეას. გიჟი უნდა ყოფილიყო, მსგავს სიტუაციას რომ მოშორებოდა და დაეძინა. მხოლოდ ის ეხამუშებოდა, მათთან ერთად ანუშკაც რომ არ იყო.
სახლში ადრე მივიდა უმცროსი გასვიანი და იმ წამსვე დაეძინა. ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი დატვირთვა მიიღო.
გათიშულს დაეძინა.
ღამით ზუკა დაესიზმრა. მართლა ვერ მიხვდა იმ ღამის და დადა გასვიანის შემდეგ „ზუკა“ საერთოდ რა შუაში იყო, მაგრამ თვალები რომ გაახილა, უკვე ცუდ ხასიათზე იდგა.
მისაღებში ჩხუბობდნენ.
ძალიან ხმამაღლა ყვიროდა ანდრია და კახას ხმაც ესმოდა შიგადაშიგ.
ფეხები მოეკვეთა ანუშკას. ძალიან სასოწარკვეთილი ეჩვენა ძმის ხმა ... თავი ისე სტკიოდა, სიტყვებს ვერც არჩებდა ... მხოლოდ დედამისის სახელი გაიგონა რამდენჯერმე და სუნთქვა შეეკრა. ორგანიზმი აუწრიალდა და სული აეწვა, ძალიან. ხმოლოდ ძმის პირიდან ამომავალი არაადამიანური ხმები სწვდებოდა მის ყურთასმენას.
კანკალით გამოაღო კარი და მისაღებში გავიდა.
-არ მაინტერესებს! - მისკენ ზურგით იდგა ანდრია და ბოლო ხმაზე უყვიროდა კახას. ძმის ათრთოლებული ბეჭები არ გამორჩენია ანუშკას მხედველობას, - სულ ფეხებზე მკ.იდია! - დროდადრო თავზე იჭერდა ხელებს ანდრია, - ფეხებზე შენი საქმეები! შენ არავინ არ გიყვარს! შენ არც შენი ცოლი გიყვარდა, არც დეა გიყვარს, არც ჩვენ და არც არავინ, იმ საბუთების გარდა, დილიდან საღამომდე თავი რომ გაქვს ჩაყოფილი და იქექები! სხვა არაფერი გახსოვს! შენ არავინ არ გიყვარს ... არავინ!
-გაჩუმდი! - მაგიდას დასცხო ხელი კახამ. აღარაფერი ესმოდა ... მხოლოდ ჩაქუჩების გაძლიერებულ კაკუნს გრძნობდა საფეთქლეფთან და გაუსაძლის ტკივილს გულ-მკერდში, სახე ცარცისფერი ჰქონდა ... - გაეთრიე აქედან, ანდრია! გაეთრიე!
-არსად არ გავალ! - ყვირილს არ წყვეტდა გასვიანი, - არ მაინტერესებს მეთქი, ან დღეს დედას საფლავზე ახვალ, ან თვალით არ დამენახო! ერთი შვილი უკვე დაკარგე, მეორესაც დაკარგავ! - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა ანდრიასს ... ვეღარც ყვიროდა ... ყველაფერმა უბრალოდ ძალიან დაღალა.
-ანუშკა, შედი ოთახში! - კახამ მოკრა თუ არა თვალი შვილს იმ წამსვე წამოვიდა მისკენ. ყველაფერს იზამდა, ოღონდ ანუშკას არ მოესმინა მისი და ანდრიას დიალოგი. ვერ გადაიტანდა. ამდენის გაძლება მართლა არ შეეძლო.
სანამ კახა მიუახლოვდა, მანამ იგრძნო ანუშკამ მკლავში მთელი ძალით ჩაფრენილი ხელი და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ანდროსთან ერთად საკუთარ ოთახში. ატკიებულ მკლავზე მოიჭირა თითები და ძმას ოდნავ მოშორდა. მიტკლისფერი ედო ანდრიას. ადამიანს არ გავდა.
არაფერს არ ჰგავდა ....
მთელი ორგანიზმი უდუღდა, სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული ეწვოდა.
ვერაფერს იაზრებდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ყველაფერი ეთქვა და ამით დაესრულებინა. არც ის ანაღვრებდა, ამ დღეს მთელი ცხოვრება რომ ინანებდა. ანუშკა უყვარდა. ანუშკა ძალიან უყვარდა .... რამე რომ ტკიოდა, იმასაც გრძნობდა. მაგრამ იმ წამს მართლა არეფრი ახსოვდა ... არც ის სიყვარული, დის მიმართ რომ გრძნობდა და არც ის, როგორ ატკენდა გულს ანუშკას.
-შენ ხვდები, რომ შენი ბრალია? - დისკენ მთელი სისწრაფით შებრუნდა ანდრია. ანუშკას ეგონა, რომ რაღაც მოესმა, - ეს სიტუაცია შენი ბრალი როა, იაზრებ? შენ რომ არა, ანუშკა ... შენ რომ არა, დღეს დედას საფლავზე ასვლა კი არ მომიწევდა, დაბადების დღეს სახლში მოვულოცავდი და მის სუნს ვიგრძნობდი! შენ რომ არა, ბავშვობა არ გამიმწარდებოდა, სიცოცხლე არ გამიმწარდებოდა, ანუშკაა! შენ რომ არ არსებობდე ... - სხეული დაუბუჟდა ანუშკას. ვერაფერი იგრძნო ... ვერც ტკივილი, ვერც წყენა ... - შენ უნდა მოეშორებინე, შენ არ უნდა დაბადებულიყავი! - ვაზა მთელი ძალით შეახეთქა კედელს ანდრიამ.
დაკეტილ კარს კახა ეჯაჯგურებოდა. შვილს ეძახდა გამუდმებით.
ვერ იმეტებდა ანუშკას ამხელა სტრესისთვის. ყველაფერი რომ ეთქვა ანდრიას, ღმერთო, ყველაფერი რომ ეთქვა ...
-შენ არ უნდა არსებობდე, - ანუშკას უახლოვდებოდა, ძალიან ნელა .. - შენ არ უნდა იყო! - ღრიალს არ წყვეტდა ანდრია. ერთიანად ჩასწითლებოდა ყავისფერი თვალები. ბინდი გადაკვროდა მზერაზე. გამოსახულებებსაც ვეღარ არჩებდა. სიკვდილი უნდოდა იმ წამს ძალიან ... ვეღარ გაჩერდა ... ახლა არ შეეძლო ყელში მოწოლილი სიტყვების უკან ჩაბრუნება, ოღონდ ახლა არა ... - გეფიცები, რომ არ არსებობდე, გული ერთი წამით არ დამწყდებოდა! - ანუშკასს მართლა ერჩივნა, რომ იმ წამს მომკვდარიყო. კარს იქით ყვირილს არც კახა წყვეტდა ... - მე და დეას დედა გვეყოლებოდა! მთელი სიცოცხლე არ გაგვიმწარდებოდა! მის საფლავზე ყვავილებს არ ავიტანდით! შენ არ უნდა არსებობდე! შენ არ უნდა იყო! - კედელს მუშტებს უშენდა ანდრია ... უნდოდა ვინმესთვის დაერტყა, უნდოდა რამე დაემტვრია ... ანუშკას ხომ ვერ დაარტყამდა, ისიც ეყობფოდა, ეს აზრი საერთოდ რომ გაივლო გონებაში. მის დაბინძურებულ სინდის მხოლოდ ესღა აკლდა, რომ დისთვის ხელი დაერტყა. ანუშკა კუთხეში ჩაიკეცა.
აკანკალებული ხელები შემოაჭდო ფეხებს და თავი დახარა. ეს იყო მომენტი, როცა მთელი გულით ნატრობდა სიკვდილს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საფეთქელზე ცივ იარაღს ადებდა ვინმე. რაღაცას ელოდა, ოღონდ არ იცოდა რას ... გაქრობა უნდოდა მხოლოდ. მეტი არაფერი. დედასთან უნდოდა ძალიან ....
სხვა შემთხვევაში, ხმამაღალ სიტყვასაც არ აპატიებდა ანუშკა ანდრიას. ერთ ხმამაღალ სიტყვას, ერთ ზედმეტ სიუხეშეს .... მაგრამ ახლა ვერა .... ახლა არანაირი პრინციპი არ მოქმედებდა .... არანაირი თავმოყვარეობა არ ჰქონდა იმ წამს ანუშკას ....
ოთახიდან გავარდა ანდრია და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. ღმრრთმა იცის, სად წავიდა ....
ახლა ოთახში კახა შემოვარდა, სახეწაშლილი ... მხოლოდ ერთხელ გახედა კუთხეში მოკუნტულ შვილს. სხეული თუ ჰქონდა საერთოდ, იმასაც ვერ გრძნობდა. ყველაფერი ერჩივნა იმ სიტყვების გაგონებას, რაც ანდრიამ დას უთხრა.
შვილისთვის არაფერი უთქვამს. ასე უმოქმედოდ დგომა მართლა არ შეეძლო.
ანდრიას გაეკიდა. მერე, აღარაფერი გაუგინია ანუშკას. არც რამის ცოდნა უნდოდა ...
ყველა ჩანუნთქვაზე ისე მტკივნეულად ეკუმშებოდა ფილტვები, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო.
ნათია ტყუპებზე მშობიარობას გადაყვა.
თვალითაც არ ენახათ დედა. მხოლოდ სურათები ჰქონდათ და ასე ეფერებოდნენ. სულ ცდილობდნენ, დედის სახე გონებაში მაინც დაეხატათ და ისე დაემახსოვრებინათ.
კახა სულ მუშაობდა, ასე რომ ფაქტიურად არც მამას გაუტარებია მთელი ცხოვრება მათთან ერთად.
ბავშვები ძიძამ გაზარდა. არც დედის სითბო უგრძვნიათ, არც მამის ...
ზოგჯერ ეჩვენებოდა ანუშკას, რომ დედას ხედავდა. დილაობით, მის ოთახში არეკლილ მზის სხივზე ხედავდა ნათიას სახეს.
მან იცოდა. მე5 თვეში იყო, ერთ-ერთი ტყუპი უნდა მოგაცილოთო, რომ უთხრეს. ისეთი ადგილმდებარეობა ჰქონდა ანუშკას, რომ მისი გაჩენა უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული. ანდრიაზე არანაირი პრობლემა არ ყოფილა ... თუ ანუშკას მოაცილებდნენ, ანდრია ჩვეულებრივად დაიბადებოდა და ნათიას ეყოლებოდა ორი ანგელოზივით შვილი, ნაცვლად სამისა.
ქალს იმ წამსვე უარი უთქვამს. მიუხედავად იმ უდიდესი წინააღმდეგობისა, რომელიც კახამ გაუწია, შვილი არაფრით მოიშორა.
ანუშკა დაიბადა.
თითქოს მისი ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ანუშკას დაბადებიდან, ანუ ნათიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ქალიშვილი ხელშიც არ აუყვანია კახას. საერთოდ ვერაფერს იზარებდა. ჯერ კიდევ ეგონა, რომ ილუზიებში ცხოვრობდა და თვალს რომ გაახელდა, ნათია აუცილებლად დავხდებოდა მის გვერდით მწოლიარე.
ანუშკა 3 თვის იყო, კახამ პირველად რომ აიყვანა ხელში და მაშინ გაიაზრა, რამხელა ბედნიერებას კარგავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
პატივი უნდა ეცა ცოლის გადაწყვეტილებისთვის. ქალი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა პატარა ანუშკას გადასარჩენად. კახას არანაირი უფლება არ ჰქონდა იმის, რომ ბავშვზე უარი ეთქვა.
მერე, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა ...
შეეგუა.
სხვა გზა არ ჰქონდა და ესეც გადაიტანა.
ბავშვებს ძირითადად მანჩო ზრდიდა. თვითონ ისედაც ძალიან გვიანობამდე მუშაობდა და შვილებს მხოლოდ მძინარეებს ხედავდა.
მერე, ანუშკა გაიზარდა და ამ ამბის მისგან დამალვა აზრადაც არ მოსვლია კახას.
იცოდა, რომ სინდისი ძალიან შეაწუხებდა ანუშკას და ეს ყველაფერი მარტივი გადასატანი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ ოდესმე მაინც გაიგებდა. რა აზრი ჰქონდა დამალვას ... პირიქით, უკეთესი იქნებოდა, რომ ბავშვები ამ ყველაფერს თავიდანვე შეგუებოდნენ.
შეეგუენ კიდეც ...
რა ექნათ, მაინც ვერაფერს შეცვლიდნენ.
რა აზრი ჰქონდა საკუთარი თავის ტანჯვა .... ან, რა იყო ანუშკას ბრალი ....
ნათიამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
საკუთარ თავსაც და პატარა ანუშკასააც.

დეას სახლის კარზე ზარი რომ დარეკეს, შუადღის 3 საათი თუ იქნებოდა. წვიმდა. თბილისს ცა თავზე დაემხო იმდღეს. სულ ცარიელი იყო ქუჩები. მხოლოდ მტვერში არეული სისველის სუნი იდგა ქალაქში ...
კარი სანდრომ გააღო სიცილით და ერთიანად გალუმპული, სახეწაშლილი ანუშკა რომ შეეფეთა, ეგონა, რომ ფეხებიდან მიწა გამოეცალა. თვალებში ჩახედა და სული ეტკინა სანდროს.
სულ სველი იყო გასვიანი. თმიდან, წამწამებიდან ეწუწებოდა წვიმის წვეთები. ადამიანს არ ჰგავდა.
სანდროს შეეძლო დაეფიცა, რომ არასდროს ენახა ანუშკა მსგავსს მდგომარეობაში.
არც ანუშკაა და არც ვინმე სხვა.
ხმის ამოღება ვერ მოახერხა. მართლა ვერ მიხვდა ასეთ მომენტში რა უნდა ეთქვა. ულაპარაკოდ გადგა გვერდით და შემოატარა.
სხეული ძლივს შემოიტანა ანუშკამ სახლში. არ ტიროდა. არც ახლა და არც მაშინ, ანდრიამ ცხოვრება თავზე რომ დაამხო.
მისაღებში ბიჭები ისხდნენ. რაღაცაზე საუბრობდნენ და იცინოდნენ ხმამაღლა.
შიგნით არ შესულა ანუშკა. უსიტყვოდ იდგა შემოსასვლელში, კედელთან ... თავდახრილი.
-დეა? - ცოლს დაუძახა სანდრომ. სულ სხვანაირი იყო მისი ხმა და ეს დეას, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია. ისეთი დაფეთებული გამოვარდა ოთახიდან, ეს სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, ანუშკას აუცილებლად გაეცინებოდა.
თვალებით დისკენ ანიშნა სანდრომ და სულ არაფერი უთქვამს, ისე გავიდა მისაღებში. სათქმელი არაფერი ჰქონდა. ეს არ იყო ნორმალური მდგომარეობა. არც ანუშკა იყო კარგად. გაშეშებული დაესვენა სავარძელზე. გული მათკენ ჰქონდა სანდროს. არ შეეძლო ასეთი გაურკვევლობა ...
-ანუშკა ... - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დისკენ დეამ. კიდურები დაუბუჟდა... - ანუშკა, რა გჭირს ...
უმცროსს არაფერი უთქვამს.
დეა დაიშალა. ორგანულად ჩამოიშალა და ანუშკას მოეჩვენა, რომ იმ წამს უფროსი რამდენიმე სანტიმეტრით დადაბლდა.
არ შეეძლო, საკუთარი მდგომარეობით სხვა დაეტანჯა. იმ წამს ისიც იფიქრა, რომ აქ საერთოდ არ უნდა მოსულიყო, მაგრამ მართლა არ იცოდა სხვა რა უნდა ექნა ...
-არაფერი მჭირს. - ხმა ძლივს ამოიდგა ანუშკამ.
ეს მისი ხმა არ იყო. და საერთოდ, ეს არ იყო ანუშკა ...
აივანზე უნდოდა გასვლა. ჰაერის ჩაყლაპვა და ოდნავ აზრზე მოსვლა, სხვა არაფერი ...
ხმა არ ამოუღია, ისე შევიდა მისაღებში და არც არავის მისალმებია, ისე გავიდა იქიდან აივანზე. თვალები გააყოლა სანდრომ.
სახეწაშლილი აედევნა უკან დეა.
-ხმა გამეცი ანუშკა, გამისკდა გული ... - ამოაჯირს ეყრდნობოდა დეა. თავს ვერ იმაგრებდა ...
უმცროსს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთხელ ახედა და ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ დეას ყველაფერი გაეგო.
იცოდა, ასეთ მდგომარეობასი ვერც ვერაფერს ეტყოდა ანუშკა. ძალიან ცუდად იყო. იმაზე ცუდად, ვიდრე შეეძლო აეტანა.
ცოტა ხანს უყურა დეამ, ერთ ადგილს მიშტერებულ დას და ცრემლები ყელში რომ გაეჩხირა, ვეღარ მოითმინა და უკან შებრუნდა. სანდრო შეიყვანა საძინებელში და ისე ჩაეხუტა, კიდურები ატკივდა. სხვა მართლა არაფერი შეეძლო.
კარგა ხანს იჯდა ანუშკა აივანზე. სულ მარტო.
არავინ გამოჰყოლია. დეა და სანდრო არ გადიოდნენ და სხვას არავის ჰქონდა უფლება, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო.
აივანზე იმდენ ხანს იჯდა გასვიანი, წვიმამაც გადაიღო და მზეც გამოვიდა.
მომენტი, როცა რეალობა უმოწყალოდ გილაწუნებს სახეში და ილუზია იმდენად რეალურია, რომ ორივე ლოყა გიწითლდება. ტვინში სისხლჩაქცეულს, გონებაში საყვარელი სიმღერის ტექსტი გიტრიალებს და შეუჩერებლად იმეორებ ერთსა და იმავეს. მზე ანათებს, შენ კიდევ ისეთი ეგოისტი ხდები, რომ გინდა მთელმა სამყარომ შენთან ერთად იტიროს. გინდა იწვიმოს და შვება იგრძნო ... გინდა ვიღაცამ აგოს პასუხი შენს მდგომარეობაზე, გინდა ვინმეს რამე დააბრალო ...
ჰო, იწვიმებს, მაგრამ არაფერი შეიცვლება. ისევ იჯდები ცივ, აგურისფერ კედელზე მთელი სხეულით აკრული და სახეზე მიტკლისფერი გადაგკრავს. თვალდახუჭული, შავ ბურუსში იკარგები, გზას ვეღარ იკვლევ და გტკივა ... ხელებს აცეცებ ... გინდა ვიღაცას მისწვდე ... ვიღაცას, ვისაც უყვარხარ. ფრთები გინდა, რომ გქონდეს და გაფრინდე, ოღონდ შორს კი არა, შენს სოფელში, სადაც პატარა, ცარიელი სახლი გაქვს და ციცქნა ლეკვი გელოდება, საჭმელად ერთი ლურკა პურიც რომ ჰყოფნის.
არაადეკვატურად იქცევი. საყვარელი სიმღერის ტექსტის გამეორებას გონება თავად წყვეტს და სულ სხვა სამყაროში იკარგება.
"-კონიაკს დალევ?
-მანგოს წვენს
-უნდა გაკოცო
-მაკოცე
-შენ არ მაკოცებ?
-მე არა
-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ"
და მაინც, რატომ დათანხმდა ეს ქალი კოცნაზე ასე მარტივად?!
არაფერშუაშია.
ხვდები, რამდენიმე წამიც რომ გაჩერდე ამ მდგომარეობაში, უსათუოდ გააფრენ.
ცხვირს ყავის საოცარი სურნელი გიწვავს, რომელიც არსაიდან მოდის.
არა და, მართლა ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ სიკვდილზე იფიქრო.
კიდურებს ვერ აჩერებ და გინდა, რომ რაღაცას ძალიან ძლიერად მოუჭირო ხელი ... გინდა ენერგია რამეზე გადაიტანო, რომ არ გაგიჟდე...
მოაჯირს დაეყრდნო ანუშკა. ისე დამძიმებოდა სხეული, თავს ძლივს იმაგრებდა. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. თვალდახუჭულიც გრძნობდა, რომ გვერდით ვიღაც ამოუდგა. ჰაერი უსაშველოდ გათბა და უცხო სურნელმა აუწვა ცხირი. ფრთხილად გააპარა მზერა გვერდით. დადა გადრანი შეეფეთა.
ისევ ისეთი იყო, ისევ ძალიან სიმპატიური …
ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა ანუშკას. უზარმაზარი ბურთი გაჩხეროდა წელში და სასუნთქ გზებს უკეტავდა.
არავის დანახვა არ უნდოდა. უნდოდა, რომ დრო გაჩერებულიყო და მის გარშემო გამქრალიყო ყველაფერი.
-წადი. - თვალი თვალში გაუყარა დადას. აღარ ანათებდა გასვიანი. ის ლაღი ანუშკა არ იყო, წინა დღით კლუბი რომ დაიმხო თავზე. არც ის ენერგიული გოგო იყო, გარშემო დადებითი ენერგიით რომ მუხტავდა ყველაფერს. - წადი, რა! - ტონს აუწია გასვიანმა. მართლა არ იცოდა რატომ ეჩხუბებოდა. რა შუაში იყო საერთოდ დადა.... ვერაფერს აღიქვამდა გონება ... მარტო უნდოდა ყოფნა .... არა და, იცოდა, ასეთ მდგომარეობაში მარტოობა გამოსავალი რომ არ იყო. ის გოგო არ იყო, ოთახები რომ ჩამოებნელებინა და სახლი ჩაეკეტა. ხალხი უყვარდა ... მათთან საუბარი უყვარდა და ყველაზე მეტად მდგომარეობიდან ამას გამოყავდა ... - სახლში შედი, უბრალოდ შიგნით შედი! - სრულ აფექტში ჩავარდნილმა ანუშკამ გულ-მკერდზე ოდნავ მიარტყა ხელი გადრანს.
დადა არ დაძრულა. თანაგრძნობით ჰქონდა სავსე თვალები. თბილი თაფლისფერებით დასჩერებოდა სახეზე. სხეული დაუწყნარდა ანუშკას და იგრძნო თუ არა სულის სიმშვიდე, კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. რატომ ჰქონდა ამ ბიჭის თვალებს ამხელა გავლენა. რამდენიმე წუთის წინ ცხოვრება ემხობოდა თავზე, ახლა დაწყნარდა ... არ უნდოდა დამშვიდება ... სიწყნარე არ უნდოდა ... უნდოდა ეყვირა, რაღაც დაემტვრია, საკუთარი თავი დაეტანჯა იმისთვის, რომ და-ძმა უდედოდ დატოვა, იმიტომ, რომ გულში ამართლებდა ანდრიას და კიდევ იმიტომ, რომ ეზიზღებოდა იმ წამს საკუთარი თავი.
-რატომ არ მიდიხარ? - ძალიან ხმამაღლა ყვიროდა გასვიანი და ისევ არ იძვროდა დადა. - წადი, მეთქი, ხომ გითხარი! - მუშტი ისევ მიარტყა გულ-მკერდზე. - შემეშვით! - უფრო მეტად ჩაქრა ანუშკას გამოხედვა. მუდმივად წყლიანი თვალები ახლა ჩაუშრა ... - რატომ არ მიდიხარ, მითხარი? ხომ გითხარი, წადი მეთქი? - აფსოლიტურ აფექტში ჩავარდნილი მუშტებს მთელი ძალით ურტყამდა გადრანის განიერ გულ-მკერს.
წარბი არ შეუხრია დადას. ისევ ისე იდგა, გაუნძრევლად და ისევ ყვიროდა ანუშკაც ... ატირდა. ვერ იმორჩილებდა კიდურებს. ღმერთო, რას შვრევოდა საერთოდ ....
ყველაფერი ესმოდა დადას. იმაზე უკეთ, ვიდრე ამას ვინმე გაიგებდა.
იმდენად ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონია, რომ ანუშლას მდგომარეობა ვერ გაეთავისებინა. მარილიანი სითხე მთელი ორგანიზმიდან ეღვრებოდა გასვიანს.
ღმერთმა იცის, რამდენ ხანს ურტყამდა ხელისგულებს გადრანის გულ-მკერდს. ეგონა, რომ კანი დაუსკდებოდა და დაგუბებული სისხლი გამოჟონავდა ერთიანად. ეგონა, რომ დაიცლებოდა, ეგონა, რომ გაქრებოდა .... აღარ იქნებოდა ... უბრალოდ არსად აღარ იქნებოდა...
ხელებში ძალა რომ ვეღარ იგრძნო, ენერგია რომ გამოეცალა, არაადამიანურ ხმაზე ატირებული ჩაიკეცა კედელთან.
გული ეკუმშებოდა დადას. ძლიერად აჭერდა ქუთუთოებს ერთმანეთს. არ უნდოდა ანუშკას ჩახუტება ... არც თბილი სიტყვები უნდოდა და არც ნუგეში. მხოლოდ ის უნდოდა, რაც დადამ გააკეთა ... უსიტყვოდ, ულაპარაკოდ იდგა მის წინ. უფლება მისცა მანამდე ერტყა მისი გულ მკერდისთვის, სანამ ემოციისგან არ დაიცლებოდა. უფლება მისცა, მის ორგანიზმში დაგროვილი მთელი ჯავრი მასზე ეყარა.
ცოტა ხანს უყურა გადრანმა. ზემოდან დასჩერებოდა მოკუნტულ სხეულს და წვას გრძნობდა მუცელში. რომ შეხებოდა, უფრო მეტად გაანერვიულბდა. ისედაც აფსოლიტურ აფექტში იყო გასვიანი.
ტირილი შეწყვიტა ანუშკამ და სული ოდნავ დაუმშვიდდა. თავს დაწყნარების უფლება მისცა.
სახე რომ დაულაგდა და გააზრების უნარი დაუბრუნდა, მხოლოდ მაშინ დატოვა დადამ აივანი. ასეც უნდა მომხდარიყო. ისედაც ძალიან დაეხმარა ... მთელი ძალით რომ არ დაერტყა დადასთვის, ჯავრი ვინმეზე რომ არ ეყარა მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდა.
გონზე ერთბაშად მოსულმა ანუშკამ, მხოლოდ ახლა გაიაზრა რა გააკეთა. ისე რცხვენოდა, იცოდა, თვალს ვეღარასდროს გაუსწორებდა გადრანს. ადამიანს არც კი იცნობდა, მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი და რა ისტერიკა მოუწყო! ან რა დადას ბრალი იყო, მას თუ ნაგავი ძმა ჰყავდა ... ასეთი არ იყო ... იმპულსურობა ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ ასეთი არა. მწყობრიდან გამიყვანა ანდრიას სიტყვებმა. ამაზე უარესი რა უნდა დამართნოდა, მეტი რაღა უნდა მოსვლოდა ...
დადას ესმოდა. ყველაფეს იმაზე უკეთ იგებდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო.
ზოგჯერ ისეთი მომენტებიც ჰქონდა, რომ უნდოდა ქუჩაში გავარდნილიყო და ნებისმიერი გამვლელისთვის მუშტები ერტყა. ეს ჩვეულებრივი, ადამიანური გრძნობებია ... არაფერია ამაში უცნაური. და არც ადამიანი წარმოადგენს რამეს გრძნობების გარეშე ... იმ წამს საკუთარ თავს ხედავდა ანუშკაში ... არაფერი ეუცხოებოდა, არაფერი უკვირდა ... პირიქით, უნდოდა, რომ კიდევ ეყვირა ანუშკას, ცოტა ხანს კიდევ ერტყა მისი გულ-მკერდისთვის, რომ ენერგია გამოცლოდა და დამშვიდებულიყო.
ზოგჯერ იმხელა განსაცდელის წინასე აღმოვჩნდებით ხოლმე ადამიანები, იმაშიც კი ეჭვი გვეპარება, შევძლებთ თუ არა ამდენის ატანას. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, შევძლებთ თუ არა ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელებას. ეს არის ადამიანის ცხოვრება და ალბათ მუდმივ ბედნიერებას მუღამიც ეკარგება. თუ არ დაეცი, ისე ადგომას ვერ ისწავლი.
9 საათი იყო, სახლში რომ წავიდა ანუშკა. დეასთვის არაფერი უთქვამს, არაფერი მოუყოლია. სანდრო გადაირია, ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებო, მაგრამ თავი არაფრით არ გააყვანინა. იცოდა, ღამით სეირნობა მდგომარეობიდან უფრო გამოიყვანდა.
არ იყო მისი ბრალი ... მას არ უნდა ეგო პასუხი დედამისის გადაწყვეტილებებზე.
და თუ ნათიან ასე გადაწყვიტა, ესეიგი ასე უნდა მომხდარიყო.
იმ ღამით ანდრია სახლში არ მისულა. კახაც ძალიან გვიან დაბრუნდა, მძინარე შვილს აკოცა თავზე და უკან გაბრუნდა. ახრჩობდა ცრემლები. ალბათ ვერც ვერასდროს მოინელებდა ანდრიას სიტყვებს. ანუშკას ყველა ემოციას გრძნობდა ... უფრო მძაფრადაც კი.
მეორე დღეს თამაში ჰქონდათ ბიჭებს. კიდევ ორი მატჩი იყო ჩასატარებელი და მერე ისევ დაბრუნდებოდნენ საფრანგეთში.
არც იმ დღეს ამდგარა ანუშკა საწოლიდან. ცოტა შეჭამა და ისევ დაიძირა. სიცხე მაქვსო, დეას უთხრა და მობილური გათიშა. არ შეეძლო დადას ნახვა. იმდენად რცხვენოდა, რომ ეგონა დაიფერფლებოდა.
მთელი საღამო თვალებით ეძებდა სანდრო გულშემატკივრებში. ვერსად იპოვა. დეაც ვერ იყო ბოლომდე მყარი ... თამაშს ნორმალურად ვერც უყურა, მთელი გულისყური დისკენ ჰქონდა. ყველაზე მეტად ის აგიჟებდა, რომ არ იცოდა რა ხდებოდა. აზრზე არ იყო, რამ გაანერვიულა ასე ძალიან.
სანდრომს მოქმედებებს დადაც ყურადღებით აკვრდებოდა. იმდენად კარგად იცნობდა ლაშხს, რომ არ შეიძლებოდა რამე გამოპარვოდა ... საერთოდ ყველაფერს ამჩნევდა. იმდენად ყურადღებიანი იყო და იმდენად იდეალისტიც, რომ ზოგჯერ ძალიან იღლებოდა. ღრიალი უნდოდა მხოლოდ და რომ ვერ ღრიალებდა, ბურთს გაუჩერებლად ტენიდა კალათში.
პირველად გამოტოვა ჩვენი თამაშიო, დადას რომ უთხრა სანდრომ, მაშინ გადაწყვიტა გადრანმა, რომ ანუშკას აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა. მისამართი სანდროს გამოართვა და აფსოლიტურად გაუფრთხილებლად მიადგა სახლში. რა თქმა უნდა, იცოდა, რატომაც არ მიდიოდა გასვიანი თამაშებზე.
კარი დამხმარე ქალმა გაუღო, სახლში ღიმილით შეუშვა და ანუშკა არც გაუფრთხილებია, ისე მიიყვანა დადა მის ოთახამდე.
-შეიძლება? - კარზე დააკაკუნა და ოდნავ შემოაღო გადრანმა.
ანუშკას ძალიან სუფთა, გრილი სუნი ტრიალებდა ოთახში.
კელდებსაც კი ეტყობოდა საოცარი სისადავე, რაც ამ გოგოს ჰქონდა ხასიათში.
გასვიანს ეგონა, რომ შესასვლელში გაჩხერილი ორ მეტრიანი სხეული უბრალოდ ეჩვენებოდა. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და სასაცილოდ გააქნია თავი აქეთ-იქით. პასუხი რომ ვერ მიიღო გადრანმა, საკუთარი ნებით შევიდა ოთახში. ის ბიჭი არ იყო, რამის რომ მორიდებოდა, ან თავი ეგრძნო უხერხულად ...
ისევ ძალიან ლამაზი იყო ანუშკა. ისევ ეტყობოდა ლოყებზე ფოსოები.
-დღეს თამაშზე არ მოხვედი. - ისეთი მკაცრი იყო დადას ხმა, რომ გასვიანს ეგონა, ამით რაიმე უდიდესი ცოდვა ჩაიდინა.
საწოლიდან ოდნაც წამოიწია ანუშკა. რა აზრი ჰქონდა დამალვას. ის ბიჭი მართლა არ იყო გადრანი, ანუშკას მდგომარეობა სულ ფეხებზე რომ და.ეკიდა და ცხოვრება ჩვეულებრივად გაეგრძელებინა. არაფერს ტოვებდა გაურკვეველს, მოუგვარებელს... არასდროს გაურბოდა პრობლემებს.... არც ის უნდოდა, რომ გასვიანს იმ დღეს მომხდარის გამო გამოეტოვებინა თამაშები და თავი ოდნავ მაინც ეგრძნო უხერხულად. ისეთი მართლა არაფერი მომხდარა, ამდენი ნერვიულბა საჭირო რომ ყოფილიყო.
-ანუშკა, არ მინდა, რომ გუშინდელზე ინერვიულო. - სავარძელზე იჯდა გადრანი. გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაეჯვარდენიბებინა და ისევ დაჟინებით ჩასჩერებოდა თვალებში ანუშკას. თავი დახარა გასვიანმა. მართლა არ იცოდა, მისი მზერისგან ასე დაჟირებით რას ითხოვდა დადა.
-არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო ... - ცრემლებლმა მზერა დაუბინდა ანუშკას.
ძალიან უჭირდა ლაპარაკი.
-ნუ მიხსნი, - შეუვალი იყო გადრანი, - არაფრის ახსნა არ მინდა. ნუ გგონია, ანუშკა, რომ პრობლემები მხოლოდ შენ გაქვს. არც ის იფიქრო, რომ შენი გუშინდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან უცხო იყო, ან რამე ვერ გავიგე ...
-პრობლემა ბევრს აქვს, მაგრამ ამის გამო თითქმის უცხო ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფერშიაშია არავინ ურტყამს. - ანუშკას ყველა სიტყვაში ამჩნევდა დადა, როგორ რცხვენოდა გასვიანს. სასირცხვილო მართლა არაფერი ყოფილა. პირიქით, იმ წამს საოცრად მიამსგავსა გასვიანი საკუთარ თავს და ალბათ, ზუსტად იმ დღის შემდეგ ჩამოუყალიბდა მისდამი რაღაც დამოკიდებულება.
-ხომ გთხოვე, ანუშკა? - თავი გააქნია გადრანმა, - აღარ მინდა, რომ ეს საერთოდ გახსენდებოდეს.
-დადა ...
პირველად მიმართა ანუშკამ სახელით. თვითონ არც შეუმჩნევია, მაგრამ გასვიანს ესიამოვნა ძალიან, ნინას ხავერდოვანი ხმით წარმოთქმული „დადა“:) სერიოზული ხომ არაფერი, მაგრამ მაინც ...
-ზოგჯერ მინდა, რომ ქუჩაში გავიდე და ყველა შემხვედრს დავარტყა. იმიტომ კი არა, რომ რამეს მიშავებენ, უბრალოდ როცა ღიზიანდები მნიშვნელობა არ აქვს ვის ურტყამ. მთავარია დაარტყა, ან რამე დაამტვრიო ... მოზღვავებულმა ემოციამ ჭკუიდან რომ არ გადაგიყვანოს, რაღაც უნდა გააკეთო. - რატომღაც ისევ ზუკა გაახსენდა ანუშკას. არ იცოდა, რატომ ავლებდა პარალელებს ამ ორს შორის, მაგრამ ყველანაირად რომ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ეს ძალიან სიამოვნებდა, - ასეთ დროს დარბაზში მივდივარ. ასე საკუთარი თავის გარდა არავის ვაზარალებ. ფეხზე რომ ვეღარ ვდგავარ, მერე ვჩერდები ... ყველა კუნთი მოქმედებას რომ წყვეტს, მერე ვტრიალდები და მოვდივარ .... და რომ ვუფიქრდები, აღარ ვბრაზობ ... არც რამის დამტვრევის სურვილი მიჩნდება და არც ვინმეს ცემის. - უღიმოდა ანუშკა. მთელი ორგანიზმით, თვალებით, სხეულის ყველა ნაწილით უღიმოდა. ეს ის იყო, რაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ...
ეს არ იყო მანუგეშებელი სიტყვები. არაფერი უკითხავს დადას, არც ის, რა სჭირდა, რატომ იყო ასე განერვიულებული. უბრალოდ აგრზნობინა, რომ მარტო არ იყო ... რომ მისნაირი შეშლილები ჯერ კიდევ დადიოდნენ დედამიწაზე, ხალხს უმიზეზოდ რომ ურტყამდნენ და ნივთებს ლეწავდნენ. საოცარი, ღრმა თავიფლისფერი თვალებით დასჩერებოდა დადა გასვიანს. ანუშკას ეგონა, რომ მალე საკუთარ ანარეკლს შეამჩნევდა ამ ბიჭის საოცრად წმინდა თვალებში.
-ცუდად რომ ვიქნები, აუცილებლად ვიჯირითებ, ჩემი მსხვერპლი ისევ შენ რომ არ გახდე. - გულწრფელად უცინოდა ანუშკა.
სახე შეეცვალა გადრანს. ძალიან შეეცადა არ შეემჩნია, გული მთელი ძალით რომ ჩასწყდა და ბეჭები აეწვა.
ანუშკამ შეამჩნია ... არც მას ეპარებოდა რამე ...
-კარგი, ანუშკა, - ხმაზეც ეტყობოდა, რაღაცამ ძალიან რომ აანერვიულა. ფეხზე წამოდგა დადა, - ხვალ თამაშზე აუცილებლად უნდა მოხვიდე. - უკვე კარისკენ მიდიოდა გადრანი. - გთხოვ, გუშინდელზე აღარასდროს იფიქრო. - გაუღიმა ძალიან გაოცებულ ანუშკას და კარი გაიხურა. ეს იყო ძალიან, ძალიან ნერვიული ღიმილი....
გაფართოებული თვალები გააყოლა გასვიანმა ოთახიდან გავარდნილ გდრანს.
და მაინც, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით და სხვამ არავინ ...
ჩვენ ყველა ვმალავთ რაღაცას და ყველას გვაქვს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენ გვამძიმებს და სხვას არავის.



№1  offline მოდერი bibo

Ai aseti dampali rato unda iyo dzma ar mesmis ver vigeb es sawyali gogo ra shiashia ar mesmis aman tuxra dedas tu ra erti kargad unda cemo ro ver icnos sakutari tavi debili bichiii rebs laparakobda mindoda ise mecema ro ver gaevlo erti ati weli ....es anuki ise shemecoda cotac da vtirodi sawyali gogoo.tu dedam ar gaketa ar moicila amas vin ekitxeboda idiots.vgijdebi shenze saoreba xar saswauli ai vgijdebi raaaa.ise wer ise gadmocem emociebs ro raviii tkbili xar kargi saswauli....sandro da deaze vgijdebi ai I aseti unda wyvili da siyvarulii vgijdebi am wyvilze.dadezec xo vapren da vapren

 


№2 სტუმარი ემი

ეს რას მიშვები, გოგო love

მთელი დღე შენ გელოდი...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან საინტერესოა,სიუჟეტიც განსხვავებულია,მაგრამ ეს''აფსოლიტურად'' აბსოლიტურად უადგილოა,თან არასწორია.მით უფრო ამდენგან.

 


№4  offline წევრი sofi_rio

უხხხხ! მეღირსა რა <3333 ძალიან გაამხარე და იმედია ყოველდღე დადებ! ძალიან მომწონს და ვგიჟდები უბრალოდ ვაბოდებ ანუშკაზე!

ძლივს!! მიხარია რომ დადე<3 და იმედია ყოველდღე ადადებ <33ძალაინ საინტერესო თავი იყო და იმედია მააზე უკეთესებიც იქნება! <#333

 


№5  offline წევრი harryhermione

ვატყობ ყველაზე გიჟი ყველაზე არასტაბილური და მაინც უმაგრესი კიდევ ერთი წყვილი შედგებაა :დდ ძალიან მაგარი გოგოხარ აი პროსტა სხვა რაგითხრა არვიცი უმაგრესიხარ და წარმატებები ველი შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი ემი

სად დაიკარგეეე..

გელოდებით ჩვენ, არ დაგავიწყდეს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent