შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკომანია (5)


24-01-2016, 19:22
ავტორი khatuna
ნანახია 1 887

ტასომ უკვე ბევრი ლექცია გააცდინა ლევანის გამო და დღესა უცილებლად უნდა წასულიყო...ეშინოდა ლევანის მარტო დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მაქსიმე დღეს არ მუშაობდა და მთელი დღის ლევანისთვის დათმობას აპირებდა. ამიტომ ტასოს სანერვიულო არ ჰქონდა. დილით დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა ლევანს , რომ გაეღვიძა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ... გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა .. დაიბანა და როგორც კი ჩაიცვა თავისი ყუთიდან ნარკოტიკი აიღო... ნემსიც გაამზადა ,ორი თითი დაარტყა ნემსის წვერს. რეზინა მკლავზე მოიჭირა , ძალიან ძლიერად მოიჭირა.. კბილებით დაიჭირა და წამალი ვენაში შეუშვა. ძალიან ცოტა .. ცოტა გაიკეთა , რადგან გარეთ გასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ცოტახანში გასაღები აიღო და გარეთ გავიდა. ტელეფონიც სახლში დატოვა..არავისზე არ უფიქრია .. არ აინტერესებდა ტასო ინერვიულებდა თუ არა. არც იცოდა სად მიდიოდა , ადგა და წავიდა.. არავის მისალმებია ქუჩაში , გათიშული დადიოდა.თვალები ეხუჭებოდა და თან ძალიან ციოდა.. კანკალებდა სიცივისგან.. ხელები სულ გაუთეთრდა.. რუსთაველზე ელენემ დაინახა .. მაღაზიაში იყო და მაქსიმესთვის არჩევდა მაისურს.. ყველაფერს თავი მიანება და ლევანს გაეკიდა , ერთი წამიტ ეგონა შეიძლება შემეშალაო , მაგრამ მაინც მიყვებოდა, არ დაუძახა .. აინტერესებდა სად წავიდოდა. ტელეფონი ამოიღო და მაქსიმეს ნომერი ძლივს მოძებნა .. თან ნმერს ეძებდა და თან ეშინოდა ლევანის არ დაეკარგა მხედველობიდან. მაქსიმეს დაურეკა და უთხრა ნახა თუარა ლევანი დღეს.

- მაქს, რას შვები?
- ლევანთან მივდივარ .. ვანხავ როგორ არის.
- სად ხარ ახლა?
- კორპუსთან ვარ უკვე... მოხდა რამე?
- არაფერი . მეც მაინტერესებს როგორ არის და დამირეკე , რომ მიხვალ .
- კარგი.

ელენე უკვე დიაღალა სიარულით. ლევანი არსად არ გაჩერებულა. ძალიან გაკვირვეული იყო ელენე .. ასე შორს თუ მიოდიოდა ფეხით რატომ გამოვიდაო.
მაქსიმეს კარი არავინ , რომ არ გაუღო დაეჭვდა და ელენეს გადაურეკა.

- ელენე.. არ მიღებს კარებს და მოხდა რაღაც და არ მეუბნები ხო?!
- ლევანს უკან მივყვები. არ გაჩერებულა .. უკვე დავიღალე , დარწმუნებული ვარ არც თითონ იცის სად მიდის, გავაჩერებ და დაგირეკავ სახლში როცა მივიყვან.
- გამოგივლი სად ხარ.
- არა ტაქსით წავიყვან.
- კარგი .

ელენემ ფეხს მოუჩქარა და ლევანს დაუძახა. ლევანმა ელენეს ხმა , რომ გაიგო ესიამოვნა თვალები მაგრად დახუჭა და თითქოს ყველაფრისგან განთავისუფლდა. მიხვდა , რომ მარტო არ იყო და არარაფრის ეშინოდა. ხმაზე გაჩერდა , მოტრიალდა გამოიქცა და ელნეს ჩაეხუტა. ელნესაც გაუხარდა , რომ მართლა ლევანს მისდევდა და სახლში დააბრუნებდა მალე.

- ლევან სად დადიხარ?! ცუდად ხარ?! წამოდი სახლში წაგიყვან.
- აქ რა გინდა?
- მე რა მინდა აქ? ამდენიხანია მოგყვები სად მიდიოდი?
- არ ვიცი.. არვიცი სად მივდიოდი.

ლევანმა ხმა , რომ ამოიღო ელენემ მაშინვე შეატყო წამლით გაბრუებული რომ იყო და ხელი მაგრად მოკიდა. თან უთხრა აქ იდექი არ წახვიდე არსადო .. თითქოს სადმე გაექცეოდა.. თითონ კი ცოტა გზისკენ გაიწია და ტაქსი გააჩერა. ჯერ ლევანი შესვა და მერე გვერდით მიჯდა.. ხელი ისევ დაუჭირა და ხლეებს უვამდა .. უთბობდა გაყინულ ხელებს. ელნემ სახლში მიიყვანა ლევანი და რაღაცეები მოახურა.. მაქსიმე იქ აღარ დახვდათ.. გადაურეკა და უთხრა , რომ მოსულიყო.

- მაქს.. სახლში მივიყვანე უკვე და სველი იყო გასული.. თან როგორც ვატყობ კაიფში.. მალე მოდი..
- მოვკლავ მაგას.. ტასო გაგიჟებულია.. ჩემთან არი.. წამოვალთ.
- დამშვიდდით და მალე მოდით.

ყველაფერს ერთდროულად აკეთებდა ელენე.. ტან თმებს უშრობდა ლევანს და თან ჩაის ადუღებდა.. თბილი ტანსაცმელი მისცა.. ჩაის დასახამად , როცა გავიდა ელენე.. ლევანმა პლედები მოიშორა და ელენს გაყვა. ჩაიდანი გამორთვა , თან ისე რომ ხელზე შეხებოდა ელენეს. მერე კარგად მოკდა ხელი და თავისკენ ახლოს მოსწია. ელენეს შეეშინდა და უკან იწევდა , მაგრამ ლევანს ძალიან მაგრად ეჭირა ელენეს ხელები. მერე თმა გადაუწია ყურიდან და გაუღიმა. ელნემაც გაუღიმა და ლევანის ხელი მოიშორა სახიდან. ელენე გამოვიდა სამზარეულოდან და დივანის უკან იდგა შეშინებული.. არუნდოდა შეემჩნია როგორ ეშინოდა , მააგრამ მაინც კანკალებდა და ლევანიც ხვდებოდა როგორ შეაშინა.. მაინც ელენესკენ მიიწევდა .. მიახლოვდა და ხელის დაჭერა ისევ უნდოდა , მგარამ ელენე უკვე ისტერიკაში იყო და უხეშად გააშვებინა ხელი , ამაზე ლევანი უფრო გამწარდა და წარბებ შეკრულმა მკლავზე მწარედ მოუჭირა ხელი. თავისკენ მიიზიდა და კოცნაც დაუპირა. ელენემ სწრაფად მოიშორა და სახეში რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე გაარტყა.. მხოლოდ ტუჩების მიდება მოასწრო ლევანმა და დიდი ტკივილი იგრძნო სახეში.. კბილებიც კი აატკივდა იმ მხარეს. აპირებდა სამაგიეროს გადახდას ელენსთვის , მაგრამ მასქიმემ და ტასომ შემოაღეს კარები. ელენე შეშინებული მივარდა მაქსიმესთან და ჩაეხუტა. ტასომ ლევანი ოთახში აიყვანა და ელენემაც ყველაფერი უთხრა მაქსიმეს. თითონ გაბრაზებული არ იყო , მიხვდა ,რომ არიცოდა რას აკეთებდა და რამე უნდა მოეხერხებინათ მისითვის.. ტასოს ლევანი ვერ ცნობდა.. ხელსაც არ კიდებდა... მაქსიმე გაცოფებული შევარდა ლევანის ოთხაში და ელნესთან გამოათრია.. ელენეს ფეხებთან წააქცია და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ლევანი ხმას არ იღებდა ტასო კი გაგიჟებული უყურებდა მათ. არიცოდა რა ხდებოდა და თან ეცოდებოდა ლევანს ასე რომ ურტყამდა მაქსიმე. თვალები ცრემლით ევსებოდა.. ელენეც კი ყვიროდა, მაგრამ მასიმეს არცერთის ხმა არ ესმოდა.. ხელბი ძლიერად მოკიდა საყელოზე ლევანს , ფეხზე ააყენა და მუშტი დაარტყა.. ისე რომ ლევანი ძირს დავარდა .. საერთოდ ვერ გრძნობდა სხეულს ლევანი .. ტკივილისგან ოხრავდა.. ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემულ ი, რომ ერთმანეთს დაიცავდნენ და არც წარმეოდგინა მაქსიმეს ოდესმე ლევანის ცემა თუ მოუწევდა. მკვდარს გავდა ლევანი.. მაქისმეს ისევ ააყენა , თავის ოთახში შეაგდო და გარედან ჩაკეტა.. ლევანი იქ მოვიდა ცოტა აზრზე და კარებს ხელებს ურტყავდა.. თან მთელი ძალის ყვიროდა სისულეებს.. ვერაფერს რომ ვერ გახდა ოდნავ დაბალი ხმით ყვირლი დაიწყო ..

- მეზიზრებით!

მაქსიმე კარებთან მივიდა და დაემუქრა რომ გამოათრებდა და უფრო ცემდა თუ არ გაჩუმდებოდა.. ამაზე ლევანი გაჩუმდა და უკვე რბილი ხმით დაუწყო ლაპარაკი..

- მაქს.. გთხოვ.. გამომიშვი... მაპატიე რა.. გამიღე კარები.
- საღამოს მე და შენ კლინიკაში წავალთ.. იქ იმკურნალებ და რამდენიმე თვეში ან წელში დაბრუნდები აქ.
- რა? არა მაქს ... არ წამოვალ..
- შენ არ გეკითხები..

ტასოს ელენემ აუხსნა ყველაფერი და ტასო არც ამაზე გაბრაზებულა.. პირიქით მაქსიმეს უხსნიდა ,რომ შეცდომა დაუშვა და უნდა გამოეშვათ.. არიცოდა რას აკეთებდაო და ჯობია მარტო დამტოვოთ მასთანო. მაქსიმე ისეთი გაბრაზებული იყო საერთოდ არ აინტერესებდა ტასოს აზრი.. ტასო ოთახის კარებთან მივიდა და იქიდან ელეპარკებოდა ლევანს.. ლევანი თბილ ისიტყვებთ ცდილობდა ტასოს მოთაფვლას.. მაქსიმე ავიდა და ტასო იქიდან გამოყვანა..

- ნუ უჯერებ მაგას! გამოფხიზლდება და მერე გამოვუშვებ..
- ესე ვერაფერს ვერ გააგებინებ და შენ ჩემზე კარგად არ იცი რა ჭირდება! - ტასო უკვე უყვიროდა მაქსიმეს.. გასაღები მაინც წაართვა და ლევანს კარები გაუღო .. შიგნით შევოდა და შიგნიდან ჩაკეტა კარი. ტასოს მაგრად ჩაეხუტა ლევანი... ცდილობდა დაემშვიდებინა ლევანი..

- იქ ვერ წავალ ანასტასია! მოვკვდები იქ..
- არ მიდიხარ არსად.. ახლა გაბრაზებულია და იმიტომ გითხრა.. გადაუვლის..
- მე შენ მიყვარხარ.. ხოიცი.. მარტო შენ..
- ვიცი.. მეც მიყვარხარ..

მაქსიმე და ელენე წავიდნენ და არც საღამოს მოსულან.. ტასო დარჩა ლევანთან. დილით ლევანი გამოფხიზლებული იყო და თან საშინელ ხასიათზე.. თავის თავზე იყო გაბრაზებული და ტასოსიც ცხვენოდა.. ტასოს დანახვაზე თავი დახარა და დილამშვიდობისაც არ დამთავრებინა ტასოს ლევანმა მიახალა ,რომ გადაწყვიტა სამკურნალოდ წასულიყო. ტასოს გაუკვირდა ლევანის გადაწყვეტილება, მაგრამ მიხვდა რის გამოც ამბობდა ამას ლევანი..

- არ შეჭამ არაფერს? (ტასო)
- არ მისმენ?
- გისმენ.
- მაქსიმეს დაურეკე და უთხარი , რომ წამიყვანოს.
- მართლა გინდა , რომ წახვიდე?
- თქვენც ეგ არ გინდოდათ? - ცინიზმი დაინახა ტასომ ლევანის ისტყვებში.
- ფიქრობ რომ გაძალებთ?!
- არა, მინდა , რო წავიდე. ასე უკეთესი იქნება.
- დაველაპრაკები მაქსიმეს.

ტასომ იცოდა , მაქსიმემ გაბრაზებულზე რომ თქვა ის სიტყვები , მაგრამ მაინც დაურეკა და უთრა ლევანის გადაწყვეტილება.. ტასოს თავიდანვე უნდოდა ლევანის გამოჯანმრთელება , მაგრამ ახლა არსად არუნდოდა გაეშვა ლევანი. მიხვდა , რომ ვერ გაძლებდა მის გარეშე. ისეთი დარწმუნებული ლაპარაკობდა ლევანი ტასომ იფიქრა შეიძლება მართლა გადავუყვარდიო.
შუადღეს , მაქსიმე მოვიდა, ამ დროისთვის ლევანს ტანსაცმელი და რაღაც საჭირო ნივთები ჩალაგებული ჰქონდა ჩანთაში, საწლზე იჯდა და ელოდებოდა მაქსიმეს. მაქსიმემ ბრაზიანი სახე მიიღო და კიბეებზე ისე ავიდა.. ოთახში შევიდა და ცოტახანი უბრალოდ უყურებდა ლევანს.. მერე ისევ ლევანი დააელაპარაკა.

- როდის უნდა წავიდეთ? (ლევანი)
- შეგიძლია დარჩე.
- არ შემიძლია. თუგინდა ჭამე რამე და მერე წავიდეთ.
- გინდა ხვალ წავიდეთ.
- თუ არ გინდა ჩემი წაყვანა, ჩემით წავალ. მითხარი სად მივიდე.
- კარგი დამშვიდდი. წამოდი წავიდეთ.

ყველაფერი გათიშეს სახლში.. ფარდებიც გადაწიეს... ისეთი შეგრძნება ქონდათ თითქოს სამუდამოდ კეტავდნენ ამ სახლს. როცა კარი გადაკეტა ლევანმა ტასომ თავისკენ მიიზიდა.. თითისწვერებზე აიწია და ტუჩებში აკოცა.. მერე ჩაეხუტა და დიდი ხანი არ უშვებდა. ტირილიც დაიწყო. ვერ უშვებდა ხელებს. იყინებოდნენ გარეთ მაგრამმაინც ვერ შორდებოდა ტასო. მერე ელენემ ორივეს მოხვია ხელები და მასაც წამოუვიდა ცრემლები.

- კარგი! არ ვკვდები მე იქ. (ლევანი)
- წავიდეთ მალე. (მაქსიმე თითონაც ვერ იკავებდა ცრემლებს მაგრა თავი გაბრაზებულად უნდა მოეჩვენებინა და ცივად დატოვებინა ლევანი იქ.)

გზაში არაფერს არ ამბობდა არცერთი.. დიდი ხანი მიდოდნენ. მერე სადღაც ისეთ ადგილას მოხვდნენ ლევანს გაუკვირდა.. საერთოდ არ გავდა გიჟების ადგილს. გიჟების ადგილი არც იყო , მაგრამ მაინც სხვანაირი წარმოედგინა იქაურობა. არ გადმოდიოდა მანქანიდან. მერე მაქსიმემ კარი გაუღო და ღიმილით უთხრა.

- კარი უნდა გამეღო. მომიტევეთ.
- არაუშავს. - ლევანმაც გაუღიმა.

იქაურობა ძალიან ლამაზი იყო. შენობა კი გავდა საავადმყოფოს მაგრამ ეზომ იმხელა შთაბეჭდილება მაოხდინა ლევანზე ,რომ საერთოდ დაავიწყდა რატომ იყო ის მისული. როცა შენობას მიუახლოვდნენ ვიღაც თეთრ ხალათიანი ქალი მაქსიმეს ღიმილით შეეგება.. გვერძე გაიყვანა და რაღაცას ელაპარაკებოდა.. გარშემო ბევრი ხალხი იყო ... ყველა თავისთვის.. ზოგი წიგნს კითხულობდა .. ზოგი სეირნობდა მწვანე მინდორზე.. ზოგი ერტად იყო შეკრებილი და თავის გამოგონილ თამაშებს თამაშობდნენ.. ზოგი მღეროდა.
გარეთ ბევრი სკამები იდგა... ლამაზად შეღებილი.. ბევრი ხეები იყო და ბაღიც... როცა ლევანი დიაანხეს ყველამ შეწყვიტა თავის საქმე და ლევანს უყურებდნენ. ზოგმა გაუღიმა კიდეც. (გოგოებმა) როცა მაქსიმემ და იმ ქალმა ლაპარაკი დაასრულეს, ის ქალი ლევანს მიახლოვდა და ფიქრებიდან გამოიყანა ხელის შეხებით..

- შენ ლევანი ხარ ხო?
- ხო.
- აქ ძალიან მოგეწონება... დამიჯერე.. წამოდი ყველაფერს განახებ..

ლევანმა საწყალი სახით გახედა მაქსიმეს , მაქსიმემ მხოლოს ის უთხრა ჭკვიანად იყავიო და მანქანაში ჩაჯდა. ლევანი თვალებით იჭერდა მაქსიმეს.. მოსწონდა იქაურობა სანამ მასიმე იქ იდგა. როცა წავიდა ყველაფერმა ფერი შეიცვალა და ლევანმა ისევ მოიწყინა. ყველა ლევანს მოეხვია და დაყვებოდნენ. შიგნით როცა შევიდნენ ერთი ბიჭი დერეფანში დადიოდა და ექიმებს აწვალებდა.. ლევანი რომ დიანახა გაჩერდა და ბრძენის სახით მიახლოვდა..

- შენი დროც მოვიდა?
აქ ის თეთრ ხალათიანი ჩაერთო ლაპარაკში და ლევანი უკან დაწია.
- ირაკლი , ნუ აშინებ! - ირაკლი იყო ის მხიარული ბიჭი. საერთოდ არ ეტყობოდა ნარკომანის არაფერი.. ისეთი მხიარლი იყო. ბოლო ხმაზე იცინოდა..

იმ ქალმა ყველაფერი აუხსნა ლევანს და თავის ოთახიც აჩვენა.

- რამე თუ დაგჭირდება შგიძლია მითხრა. მე ნათია მქვია. მოეშვი და გამხიარულდი. პატარა მაგიდაზე ორი აბი ვარდისფერი წამალი დაუდო და უთხრა დალიეო. თითონ გავიდა და ლევნაი მარტო დატოვა. როც წამლები ხელში აიღო ირაკლიმ ჩუმად დაუძახა... კარების გვერდით იდგა..

- არ დალიო!
- რატომ?
- არ დალიო ეგ წამლები.. რაიცი რას გასმევენ. - ტან სიცილ იაუტყდა.
- შეგიძლია თავი დამანებო? - ლევანმა კარები მიუკეტა..
- არ გამიბრაზდე. მოგიწევს შემეგუო.
- მოგიწევს შენ შემეგუო.
- შენნაირები ბევრი იყო აქ , მაგრამ მოვარჯულეთ.
- ღმერთო.. ვიცი რომ ვისჯები.

ირაკლიმ ისევ სიცილი დიაწყო ოღონდ ახლა ლევანს დასცინოდა. ისე წუხდა ლევანი , ირაკლი სიცილს ვერ იკავებდა.
ცოტახანში ლევანი გარეთ გავიდა... იქაურობას უფრო კარგად შეავლო თვალი.. შენობის უკან გადაწყვიტა გასვლა და როგორც კი კუთხესთან მივიდა ირაკლი გამოხტა..

- ბუუუ!

ისე შეეშინდა ლევანს უკან რომ გაიწია ფეხი წამოკეა ქვას და ძირს დაეცა. ისევ ხარხარი დაიწყო ირაკლიმ..

- რისი შეგეშინდა? - სიცილით მუცელი ატკივდა. როცა მიხვდა ლევანს საერთოდ არ ეცინებოდა გაჩერდა და წამოაყენა. სიცილს მაიცნ ვერ იკავებდა .. სახეზე ხელებს იფარებდა.

- სად მიდოდი?
- არსად. ვათვალიერებდი.
- მართლა შეგეშინდა?
- შემეშვი. შენ ყველას ესე ექცევი!
- არა შენ ამოგიჩემე.
- ვხვდები.

ლევანმა ფეხს მოუჩქარა და შენობაში შევიდა. ირაკლიც შეყვა და იმისდა მიუხედავად ,რომ ლევანს ასაერთოდ არ აინტერესებდა ირაკლი ლაპარაკი. ირაკლი მაინც უხსნიდა ყველაფრის დანიშნულებას შენობაში. მერე ირაკლიმ ერთი გოგოს ოთახში შეიხედა და ლევანს ცერა თითით ანიშნა რა გოგოც იქებოდა იქ. ლევანს გაეღიმა და გზა განაგრძო.

- წამოდი ბუფეტში ჩაგიყვან.
- არმინდა. შენს გარეშეც მივალ.
- კარგი. მაშინ თეკლას გაგაცნობ.
- თეკლა ვინარის?
- ერთი გიჟი გოგოა.. პოზიტივია...
- არმინდა.
- კარგი. თავისით გაგიცნობს მერე.

ლევანი ისევ თავის ოთახში დაბრუნდა და შიგნით ისევ ვირაც თეთრხალათიანი დახვდა , ოღონდ უფრო ახალგაზრდა.

- მე ექთანი ვარ. წამლებს მოგიტან ხოლმე. - თან ისევ ის ვარდისფერი აბები მიაწოდა.
- კარგი. - ლევანმაც გამოართვა და კარებთან ისევ ირაკლი დაინახა.. ირაკლიმ ისევ ანიშნა რომ არ დაელია ის წამლები და გაეღიმა. ლევანმა ყურადღება აღარ მიაქცია და წამლები დალია.
ექთანმა ოთახი დატოვა და ირაკლი შიგნით შევიდა. რაღაცეებს ათვალიერებდა. ლევანს თავბრუდაეხვა და გული წაუვიდა. ირაკლი უცებ მივარდა ლევანთან ხელში აიყვანა და რაღაც ოთახში შეიყვანა.. სულ ექიმები ეხვეოდნენ თავს..

(მაინტერესებს თქვენი აზრი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent