შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი X)


25-01-2016, 14:24
ავტორი Nina))
ნანახია 3 539

დილით უკვე დამშვიდებულს გაეღვიძა ელენას,ამჯერად დათუნაზე იყო აკრული,მერე ყველაფერი გადახარშა გონებაში და შეშინებული კიდევ უფრო აეკრო,დათუნასაც გამოეღვიძა
-დილა მშვიდობისა,ანგელოზო-გაიღიმა გოგონას,საპასუხოდ ელენამაც გაუღიმა
-დილა მშვიდობის
-აბა,მითხარი ახლა რა გეგმები გაქვს და როდემდე უნდა გამილამაზო სახლი?
-ხვალ მივდივარ,დათო,თეკლა მარტო მყავს დატოვებული..-უხერხულად შეიშმუშნა ელენა
-კარგი,მაშინ ჯერ გადაღებებზე გამომყევი და მერე კალიფორნიის ქუჩები შემოვიაროთ..თანახმა ხარ?-წარბები აათამაშა მამაკაცმა,როგორ შეეძლო ამ ცისფერი თვალების პატრონისთვის უარი ეთქვა?
-რა თქმა უნდა-ისიც აყვა წარბების თამაშში
-კარგი,მოიცა,საიმონს დავურეკავ და ვეტყვი რომ მხოლოდ ერთი სცენა გადავიღოთ დღეისთვის,ისედაც იმდენად დამღლელია ეს ყველაფერი-თვალები გადმოატრიალა დათუნამ,მერე გულში გაიფიქრა: "მითუმეტეს ამან დამაკარგვინა შენი თავიო.."
-კარგი,თანახმა ვარ,ხვალისთვის ბილეთებიც ვიყიდოთ რაა
-არ არის პრობლემა,მანამ,მოიცა,რას ჩაიცმევ? რაიმე მოგაქვს?
-კი სარაფანი და ბოტასები
-როგორც ყოველთვის-გაუღიიმა მამაკაცმა-მაშინ მე გავალ და მოწესრიგდი კარგი?
-კარგი-შუბლზე აკოცა მამაკაცმა და ოთახი მშვიდად დატოვა...

***
-დემეტრე,დაწყობილი ხარ?
-რა მოხდა,კაკი?
-კარგი,ნინასთან დაბრუნდი დაბრუნდი,მაგრამ რა საჭიროა ფოტოს საჯაროდ გამოჭენება?
-რაზე მელაპარაკები
-ინსტაგრამზე როდის შეხვედი?
-გუშინ,რა მოხდა?
-მონიშნულ ფოტოებში შედი ახლავე!-უბრძანა კაკიმ და დემეტრეც დაემორჩილა მას,ნინას გადაღებული ფოტო რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა და ერთადერთი რაც გონებაში ამოუტივტივდა ელენა იყო,რომელიც ინსტაგრამის ხშირი მომხმარებელი გახლდათ
-ელენა,ელენა,ელენამ ნახა?-ხმა გაებზარა მამაკაცს
-დიახ,ნახა!
-თეკლას უთხრა რამე? კაკი გეხვეწები დამეხმარე..
-არაფერი უთქვამს თეკლასთვის,უბრალოდ ფოტო დაულაიქებია,თეკლამ ნახა,სასწრაფოდ უნდა მოიცილო ნინა,თუ ელენასთვის ბრძოლას აპირებ,ნინა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქნება,ამიტომ სანამ დათვრები მანამ გააკონტროლე ყველაფერი!
-კარგი,კარგი,ჯანდაბა,როდის ჩამოდის ელენა?
-ხვალ საღამოს ექვს საათზე აქ იქნება.
-კარგი,მეც მანდ ვიქნები,სიგიჟის ახალი ეტაპი იწყება ხვალ!
-არანორმალურები ხართ!-მარტივად გამოიტანა დასკვნა კაკიმ და ტელეფონი გაუთიშა მამაკაცს.
-ნინა,სასწრაფოდ ჩემს ოფისში მოდი,არ მაინტერესებს არანაირი საქმე,სასწრაფოდ!-უღრიალა ნინას და გამწარებულმა დაახეთქა ტელეფონი მაგიდაზე...

***
-დათუნა..-ხელზე მაგრად მოუჭირა ელენამ,როდესაც მათკენ მომავალი მარია დაინახა,ეგონა ნინასავით სწერვა აღმოჩნდებოდა,დათოს გაეღიმა და გოგონას უჩურჩულა
-დაიცადე,მოგიახლოვდეს,გაგიკვირდება-ხელი მოუსვა სახეზე,მართლაც რომ გაუკვირდა ელენას,მარია მოვიდა და მოეხვია მას
-შენ ისეთი საყვარელი ხარ,უბრალოდ თქვენ ისეთი კარგები ხართ ერთად,რომ სიტყვებს ვერ ვუყრი ერთმანეთთან-საოცრად თბილი ხმა ჰქონდა გოგონას,და ისეთი გულწრფელი თვალები,მართლაც რომ ისეთი კარგი იყო მარია,არ ჰგავდა ნინას და არც დაბოღმილ გოგონებს,რომლებსაც უარი უთხრეს,ის მართლაც რომ საოცარი ადამიანი იყო
-ამმ,მადლობა,მეგონა უფრო სხვანაირი იქნებოდი-მორიდებულად ჩაილაპარაკა ელენამ
-ოუ,არაუშავს,აქ არავინ აქცევს ამას ყურადღებას,მართალია მედია ცოტა ხანს კიდევ ისაუბრებს,მაგრამ მედიას დრამა სჭირდება და აი,მას აქვს უკვე მიზეზი,სხვათა შორის ჩვენთვის ეს უკეთესიც არის,უფრო მეტი ასლი გაიყიდება ჩვენი ახალი ფილმის და უფრო განხილვადი გახდენა,ნუ მოკლედ,ეს სიბინძურე შენთვის არ არის ლამაზო,ახლა ის მითხარი როგორ შერიგდით
-მარია,ჩვენ ერთად არ ვართ
-მოიცა,დავიდ,მატყუებ,როგორ არ ხართ,აბა ის კოცნა?-გაიკვირვა მარიამ
-უმმ,იცი,ის უბრალოდ,გამოსამშვიდობებელი..ოუ..-გაწითლდა ელენა,მარიამ კი გადაიხარხარა,როგორც ჩანს უკვე დიდი ხნის მიხვედრილი იყო,უბრალოდ აწვალებდა დათოსა და ელენას
-მარია,როგორც ყოველთვის,მაიმუნობ!-ცხვირზე ხელი დაკრა დათუნამ და ელენას გაუღიმა,თითქოს თვალებით აუხსნა რომ შებოჭილი არ ყოფილიყო,დათუნას ერთმა ღიმილმა თითქოს ყველაფერი განმუხტა და დიდძალი ენერგია შემატა,მანაც საპასუხოდ გაუღიმა და დათოს დავალებით ერთ-ერთ სკამზე მოთავსდა და გადაღებებს მშვიდად უყურებდა,ისეთი სახალისო იყო კადრს მიღმა დათუნა,იმდენ სისულელებს გაიძახდა,მითუმეტეს ახლა,როდესაც მისთვის საყვარელი ადამიანი იჯდა და უყურებდა მას,რამდენიმე ფოტო გადაუღო და რა თქმა უნდა,ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა,თუ ეგონა დემეტრე დევდარიანს რომ ყველაფერი შერჩებოდა ძალიანაც ცდებოდა,როგორც აღმოჩნდა დათუნა და მარია იყვნენ მთავარ როლში,სცენარს რომ თვალი გადაავლო გაეღიმა,ყველაფერი თითქმის ისე იყო,როგორც დემეტრესა და ელენას პირველი გაცნობისას,მერე ისევ ის ფაქტი აღიდგინა გონებაში,როგორ ეფერებოდა მძინარე დემეტრეს ნინა და თავი გააქნია,გადაწყვიტა თეკლასთვის დაერეკა,თუმცა იმ წუთას გაანათა მისმა ტელეფონმა და კახის სახელი დაეწერა ზედ

-გისმენ,მამიკო.
-ელენა,შვილო,მე იმისთვის გაგიშვი იქ რომ დათუნასთვის გადაგეფიქრებინა ეგ ყველაფერი და არა იმისთვის რომ გეკოცნა და მერე მთელ გაზეთებში თქვენი ფოტოები დაბეჭდილიყო-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა კახიმ,არადა მის ხმაში უფრო მეტი დაბნეულობა იყო ვიდრე სიბრაზე
-ოჰ,მა,ჩვენ უბრალოდ გამოსამშვიდობებლად ვაკოცეთ-ტუჩებზე ხელი მიირტყა ელენამ,როდესაც გააცნობიერა რას უხსნიდა მამამის
-შვილო,ოჰ,მეც კარგი ტიპი ვარ,რაზე გესაუბრები,ის მითხარი როდის მოდიხარ აქეთ?-სიტუაციის გამოსწორება სცადა კახამ
-ხვალ ექვს საათზე ბათუმში ვიქნები,თეკლა და კაკი დამხვდება და ისევ მთაში ვბრუნდებით,შენთან კიი,ალბათ ცოტა მოცდა მოგიწევს ისევ-გაამხნევა მამა
-კარგი,კარგი.. წავედი, და იცოდე არანაირი კოცნები!-მაინც არ უქნა გული კახის და გააფრთხილა თავისი გოგო,ეს კაცი საოცრად თანამედროვე და თავისუფალი მამაა,ელენასთვის უკვე დიდი ხანია ის მამაც არის და დედაც,იგი ცდილობს ყველაფერში გაუგოს და არ აგრძნობინოს რომ დედის დაღუპვის შემდეგ არავისზე შეუძლია საიდუმლოებებსა და პირადულ ამბებზე საუბარი...ელენასაც ჩაეღიმა,როგორ მოენატრა მისი ჭირვეული მამიკო,სულ რომ პატარა ბავშვივით ჭირვეულობს,ხან ეს არ მოსწონს,ხან ის,ელენაც მორჩილად ასრულებს მის ყველა სურვილს,რადგანაც მამაზე უკეთესი აღარავინ გააჩნია ამ ქვეყნად...

***
-შუადღე მშვიდობისა,დემეტრე,როგორ ხარ?-გამომწვევად ჩაცმული ნინა შემოვიდა დემეტრეს კაბინეტში
-რომელ მშვიდობიან დღის მეორე ნახევარზე მესაუბრები,რა გამოაქვეყნე,ნინა?
-არაფერი,უბრალოდ ჩვენი ერთად გადაღებული ფოტო,არამგონია შენ უკმაყოფილო იყო გუშინდელი საღამოთი
-ღმერთო ჩემო,რამ გადაგრია ნინა,სულ უფრო და უფრო დაბლა როგორ ეშვები? რამდენჯერაც ერთად დავწვებით იმდენჯერ ფოტო უნდა გადაიღო და გამოაქვეყნო? ხვდები მაინც რას აკეთებ?-გამწარებული წამოდგა დემეტრე და მაგიდას დაარტყა ხელი,ნინა შეცბა,მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაუტეხავს,ადგა და ცხვირწინ აუფრიალა ელენასა და დათუნას ფოტოთი გამოჭედილი გაზეთი
-შენ იმ მდაბიოს გამო მეჩხუბები,ის კი კალიფორნიაში ერთობა თავის კაცთან ერთად,გონს მოდი დემეტრე,ზნედაცემული ჩვენ ორს შორის ის არის და არა მე!-იქვე მდგარ საკალმეებს გაჰკრა ხელი და იატაკზე დაანარცხა,მერე ფურცლებს დაავლო ხელი და ისინიც ერთმანეთის მიყოლებით შრიალით დაეშვნენ იატაკზე -დავიღალე,დემეტრე,რაც ის გოგო გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დავკარგეთ, ყოველთვის ვკამათობთ,ყოველთვის დამნაშავე მე გამოვდივარ,ის კი თითქოსდა ანგელოზი იყოს ისე იქცევა! დავიღალე გესმის?! -გაჰკიოდა და ყველაფერზე რაზეც კი ხელი უწვდებოდა ყველაფერს ძირს აქანებდა,დემეტრეს მოთმინების ფიალა აევსო,მკლავზე მოკიდა ხელი და კარებისკენ გააქანა

-უკანასკნელი იყოს,ნინა,მოდიოდე ჩემს ოფისში და თავდაყირა აყენებდე კაბინეტს! მოგწონს თუ არა ,მოგიწევს შეეგუო იმას რომ ჩვენ დავშორდით და რაც ელენა ზვიადაურს შეეხება შენ მასთან ვერასდროს მიხვალ! თქვენ ორს შორის ზნედაცემული ის კი არა,შენ ხარ! ბინძური ხერხებით ცდილობ მის მიწასთან გასწორებას,მაგრამ აქ ელენა არაფერ შუაშია,უბრალოდ საკუთარ თავს იმცირებ მეტი არაფერი! ახლა კი წადი და აქ აღარასდროს დაგინახო მოსული!-კარები ცხვირწინ მიუკეტა ნინას,გოგონა შებარბაცდა,მერე კაბა გაისწორა და წასვლას აპირებდა,როდესაც დემეტრეს მამა,მერაბი გაახსენდა,მერაბის ძალიან უყვარდა ნინა,ამიტომ სჯობდა ეს კოზირი სათანადოდ გამოეყენებინა,მოჩვენებითი ტკივილითა და ფეხისთრევით წავიდა მერაბის კაბინეტისკენ,კარზე დააკაკუნა და შველის თვალებით შეხედა მერაბს

-მერაბ,შეიძლება?-თავი დახარა ნინამ
-შემოდი,ნინა,ძვირფასო,შენთვის ხომ იცი,ყოველთვის შეიძლება აქ შემოსვლა,შემოდი,შვილო, რას დამდგარხარ-ნინა ფრთხილად შევიდა კაბინეტში და მერაბის კისერზე შემოეხვიე
-მერაბ,რომ იცოდე რა ცუდ დღეში ვარ-აქვითინდა მერაბზე მიკრული გოგონა და გულში ზეიმობდა,რადგანაც იცოდა ნინას გულის ტკივილს მერაბი არ შეარჩენდა
-რა მოხდა,ნინა,არ გადამრიო,რა გატირებს,შვილო?-მიმართა შეშფოთებულმა კაცმა
-შენი შვილი დამშორდა,ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს გამო,მერაბ,სიკვდილი მინდა,მაა..-აზლუქუნდა ისევ,იცოდა მერაბის სუსტი წერტილი,მერაბს ყოველთვის სურდა გოგო,მაგრამ თამილამ მას მხოლოდ ერთი ვაჟი აჩუქა და მას შემდეგ გაუჩინარდა,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო,ასე ადგა და გაქრა,ნინას კი საკუთარ შვილად თვლიდა,ამიტომ საოცრად ესიამოვნა მისგან დაძახებული სიტყვა: "მა" და სწორედ ამ სიტყვამ მონუსხა,წარმოიდგინა,როგორც მისი შვილი,რომელსაც გატეხილი ჰქონდა გული მამაკაცის გამო და საშინლად გაბრაზდა
-შენ არ იტირო,ჩემო გოგონა,მითხარი ვინ არის ის გოგო და ყველაფერს მოვაგვარებ,ვანანებ თქვენს ურთიერთობაში რომ ჩაყო ცხვირი,შენ არ იდარდო,შვილო,ოღონდაც შენ არ იტირო,დემეტრესაც გავცემ საკადრის პასუხს და აგერ ნახავ მალე შერიგდებით-ნინამ ტირილს უკლო და მოჩვენებითი გულუბრყვილობით შეხედა მამაკაცს
-მართლა,მამა?
-ჰო,შვილო,ჰო,მითხარი იმ გოგოს სახელი და გვარი
-ელენა ზვიადაური - მამაკაცს სახელისა და გვარის გაგონებაზე ცისარტყელას შვიდივე ფერმა გაჰკრა სახეზე,საბოლოოდ კი მკვდრის ფერი დაედო
-როგორ,კახა ზვიადაურის შვილი?
-ჰო,როგორც გავიგე მამას კახა ჰქვია,დედას კი ნატალია ერქვა,ახლა გარდაცვლილია
-არ არსებობს,ღმერთო-აშკარად ცუდად გახდა მამაკაცი-ჩემი ნატალია...-ამოიბუტბუტა და იქვე დადებულ წყლიან ჭიქას დაავლო ხელი და სულმოუთქმელად ჩაცალა ბოლომდე...

***
-თეეკს,როგორ ხარ? -მხიარულად მიესალმა მეგობარს
-არამიშავს,მაგრამ შენ ხმაზე გეტყობა რომ საოცარ განწყობაზე ხარ,გოგო,შენ იქ დათუნას მოსავლელად გაგიშვით და არა ტუჩებში საკოცნელად და მთელი თბილისის ფეხზე დასაყენებლად-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თეკლამ
-ოჰ,კარგი რა თეკსს,ცოტაოდენი პოზიტივი,ხვალ ექვს საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი,ხოდა კეთილი ინებეთ და დამხვდით შენ და კაკი
-ოჰ,მეტი საქმე არ გვაქვს რა,დათუნამ ჩამოგიყვანოს
-თეკლა,კარგი რაა,რატომ ბრაზდები,ან დათუნა რა შუაშია,ხომ ხვდები რომ ტყუილად ვარდები არა?
-აბა დემეტრე? დემეტრე მომწონსო?
-მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს თეკლა და რატომ აზვიადებ?
-კარგი,ხო,მაგრამ იცოდე,რომ ჩამოხვალ ღერა-ღერა დაგაწიწკნი თმებს
-ოკეი,მეც ძალიან მიყვარხარ
-ერთი ამას უყურეთ,მხოლოდ ერთი დღეა რაც ჩასულია და დამიწყო აქ ინგლისურად საუბარი
-კარგი რაა,თეკლა,შენი შეცვლა და დასერიოზულება არასდროს იქნება
-ნეტა შენ არ მეუბნებოდე ამას
-კარგი,წავედი,დათუნა მორჩა გადაღებებს და სასადილოდ გავდივართ,ჰო ისე მარია გავიცანი,საოცარი გოგოა
-ელენა,მითხარი რომ კარგად ხარ და არაფერი გიჭირს,თორემ ლამისაა ფეხით ჩამოვიდე კალიფორნიაში
-დაწყნარდი,ხვალ ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნი..
-ველოდები ხვალინდელ დღეს.

-მორჩი?
-ჰო,შეგვიძლია წავიდეთ,ისე მარიას შენთან,კიარადა ჩვენთან ფოტოს გადაღება უნდა
-მოიცა,ჩვენთან?ანუ შენ იგულისხმე შენ და მე'ც?-გაუკვირდა გოგონას
-ჰო,ასე თქვა ძალიან მაგარი კომენტარები მოყვება და მედიის სახის დანახვა მინდა ამ ფოტოზეო,მაინტერესებს რა რეაქცია ექნებათო,ძალიან აღრენილია ჟურნალისტებზე-ელენას გაეღიმა,მხრები აიჩეჩა და საბოლოოდ დასთანხმდა,საბოლოო სელფი გადაიღეს და ერთმანეთს გამოემშვიდობნენ მარია და ელენა

-იმედია ისევ შევხვდებით,ქართველო ჯულიეტა.-გაუღიმა გოგონას და ხელი დაუქნია,ელენამაც ხელი დაუქნია საპასუხოდ და დათუნამ მანქანა იქაურობას თვალისდახამხამებაში მოაცილა

-კარგი,ახლა სად წავიდეთ? ალბათ გშია ხო?
-მხეცივით-დაეთანხმა ელენა
-კარგი,მაშინ სანაპიროზე ერთი ძალიან მაგარი რესტორანი ვიცი,შენ რათქმა უნდა საცურაო კოსტიუმი არ მოგაქვს, აქ ხომ დასასვენებლად არ მოდიოდი-გაუღიმა გოგონას,ელენამ კი საპასუხოდ თავი დაუქნია-კარგი,მაშინ ჯერ მაღაზიებში შევიდეთ შენთვის რაღაცები ვიყიდოთ,მეც ვიყიდი შორტებს,საშინლად მეზარება სახლში წასვლა,ამიტომ პირდაპირ გავიდეთ,რაც მთავარია ბილეთები ნაყიდი გვაქვს,არადა ჩემზე რომ იყოს საერთოდაც დაგიტოვებდი აქ და არ გაგიშვებდი იქეთ-ცხვირზე დაკრა ხელი და უახლოეს მაღაზიასთან გააჩერა. იმდენი სექცია მოიარეს რომ უკვე ორივე დაიღალა,არადა ერეთი დათუნას მოსწონდა,ერთი კი ელენას,საბოლოოდ ვერც ერთ სარაფანსა და ვერც ერთ საცურაო კოსტიუმზე ვერ შეთანხმდნენ
-კარგი რა,დათუნა,საცურაო კოსტიუმს მაინც რას ერჩი,ვარდისფერია,ლამაზია,ან მე ვიცმევ შენ ხომ არა?!-გაუჯავრდა მამაკაცს და ბიუსჰალტერი მხარზე გადაკიდა
-ჩემს გვერდით იქნები დღეს და მე რაც მინდა იმას ჩაიჩმევ გასაგებია?!-მკაცრად ჩაილაპარაკა,მერე კიდევ დააყოლა-ტიპიური ქართველი ბაბულიკა რააა-სიცილი აუტყდა ორივეს,მერე ერთმა პატარა გოგომ შემოირბინა და დათუნას დანახვაზე გაექანა და დათუნას ჩაეხუტა,როდესაც პატარამ გული იჯერა დათუნას მოფერებით,მერე ელენასაც ჩაეხუტა და დედამისს სთხოვა ფოტო გადაეღო მასთან,როგორც ჩანს საკმაოდ პოპულარული მსახიობია დათუნა ამერიკაში,პატარამ ფოტო გადაიღო მათთან და მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა: "ძალიან უხდებით ერთმანეთსო"-მერე თვალს მიეფარა დედასთან ერთად,ელენამ და დათომ ერთმანეთს შეხედეს,უხერხულად გაიღიმეს და ძებნა განაგრძეს.
-ეს შეუდარებელია-წამოიძახეს ერთად და შავ საცურაო კოსტიუმს დაავლეს ხელი
-ეგ ჩაიცვი და ეს შავი სარაფანი,საუცხოო იქნება,მერწმუნე-აღტაცებით აღნიშნა დათომ და ელენას მიაწოდა..
მთელი დღე მხიარულად გაატარეს,სადასად არ წავიდნენ,სანაპიროზე ულამაზეს რესტორანსი ისადილეს,ათას რამეზე ისაუბრეს,ძველი დრო გაიხსენეს და ახლა ჩახუტებულები წამოწოლილიყვნენ ზღვის ნაპირზე.
-მოგეწონა აქაურობა?
-ძალიან,დათო,რა სილამაზეა.
-იქნებ დარჩენილიყავი? იქნებ არ წასულიყავი და ჩემთან ყოფილიყავი ცხოვრების ბოლომდე...
-დათო...-დადუმდა გოგონა,ისე რატომ უნდა ეთქვა უარი,მთელი რიგი დადებითი მხარე ჰქონდა ყველაფერს,მაგრამ იყო ერთი უარყოფითი,რომელიც ამ მთელ რიგ დადებითებს წონიდა..იყო დემეტრე და მეტი არაფერი..
და მაინც რა არის ბედნიერება ტკივილის გარეშე! ათასგვარი სირთულის გარეშე,ასეთი ბედნიერება არასდროსაა სრულყოფილი, ცრემლის ფასი უნდა გავიგოთ რომ ბოლომდე შევიგრძნოთ ბედნიერება..
-ეს ყველაფერი არარეალურია,დათო,მე და შენ უკვე დასრულდა..-უხერხულად გაუღიმა მამაკაცს,დათუნამ კი უფრო მჭიდროდ მიიხუტა...

***
-კაკი,რა ფოტოებია გაზეთში გამოჭენებული?
-ყველა შოკირებული ვართ,დემეტრე,ხვალ ჩამოდის ექვს საათზე ელენა და უნდა დავხვდეთ ბათუმში
-თავი არ შეიწუხოთ,მაგას ვანახებ კოცნა როგორ უნდა! მე დავხვდები!
-დემეტრე არ გაბედო,შეეშვი იმ გოგოს,თავი დაანებე,აცადე მშვიდად ცხოვრება!
-მე მაცადა?
-კი,მაგრამ მას ხომ არ უთქვამს გინდა თუ არა დაშორდი ნინასო,ის კიარა საეროდ არაფერი უთქვამს!
-დათუშკი შენგელიამ უნდა გაიგოს რომ ელენა მე მეკუთვნის,მხოლოდ მე!
-დემეტრე ნუ მიედ-მოედები! შენი პრინციპების გამო იმ გოგოს ნუ შეიწირავ!
-დამშვიდდი,კაკი,ყოველთვის ვიცი რა მინდა!
-მართალი ხარ,მაგრამ არასდროს იცი რა მოჰყვება ამ შენს მინდას!
-კაკი,მოკეტე-უღრიალა მეგობარს და ტელეფონი გაუთიშა,ლამის ძარღვებიდან გადმოესხა სისხლი,როდესაც ნინამ წინ ის ფოტო აუფრიალა,იეჭვიანა,საშინლად იეჭვიანა,უნდოდა მივარდნილიყო ელენასთან და ის ყველა ადგილი გაეხეხა მისთვის სადაც კი დათუნას ტუჩები შეეხნენ,ლამისიყო ფეხით ჩასულიყო ფლორიდაში და ძალით წამოეთრია ელენა უკან.

-შარში ხარ,დემეტრე-ამოიფრუტუნა მისთვის და სავარძელზე გადაწვა,საფეთქლებზე ხელები მოიჭირა რომ არ გასკდომოდა თავი -ხვალიდან ახალი ეტაპი იწყება,ძვირფასო! -თითქოს შეიშალა,საკუთარ თავს დაუწყო ლაპარაკი...
მართლაც რომ ახალი ერა იწყებოდა მათ ურთიერთობაში,რომელსაც ამჯერად მარტო დემეტრე კიარა,არამედ ელენაც წარმართავდა,არ დანებდებოდა ელენა,არაფრით...

-----------------
მაპატიეთ,ცოტა დავაგვიანე და ცოტათი პატარა თავია,მაგრამ მასწავლებელთან გავრბივარ და მეტი ვერ მოვახერხე.
თან ჩემი თვალებისთვის არ შეიძლება კომპიუტერთან დიდ ხანს ჯდომა და ვეცდები გამოვასწორო ^^
მიყვარხართ ძალიან.



№1 სტუმარი Elene

ეს რა დაგვიანებაა სხვებთან შედარებით :დ ე.ი მაგარიააა სასწაული გავგიჟდი მოკლედ მიყვარხარ და ესენიც მიყვარს და გავგიჟდი რააა :დდდ

 


№2 სტუმარი darina

Ra vqna me datunas mainc ver vitan, demetre da elena ertmanets avseben dzalian momwons es wyvi, imedia male eshvelebat, kargi gogo xar shen.

 


№3  offline წევრი natia-natia

მაგარიაა ძაან

 


№4  offline მოდერი Nina))

Elene
ეს რა დაგვიანებაა სხვებთან შედარებით :დ ე.ი მაგარიააა სასწაული გავგიჟდი მოკლედ მიყვარხარ და ესენიც მიყვარს და გავგიჟდი რააა :დდდ


ვაიმე,მადლობა,მეც ძალიან მიყვარხარ! love

darina
Ra vqna me datunas mainc ver vitan, demetre da elena ertmanets avseben dzalian momwons es wyvi, imedia male eshvelebat, kargi gogo xar shen.


ნუუ,ჰო.. მთავარ გმირად აქ წარმოჩენილი დემეტრეა და არა დათუნა,ამიტომ შედარებით მეტი წილი დადებითი თვისებები დემეტრეს გააჩნია,ვიდრე დათუნას. მადლობა,ძალიან,ძალიან დიდი love


natia-natia
მაგარიაა ძაან


ნათუშკი,მადლობა დიდი,შენ ჩემი ერთგული მკითხველი ხარ,ერთი სიახლეც არ გამოგიტოვებია ჯერ! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent