შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება - 6


25-01-2016, 19:11
ავტორი D-roni
ნანახია 8 952

რომ გაიაზრა , სად იყო და რას აკეთებდა , გველნაკბენივით ჰკრა ხელები და ოდნავ ჰახტა უკან .
ხარძიანი მის თითოეულ მოქმედებას , ღიმილით აკვირდებოდა და მის შეშინებულ , დამორცხვილ სახეზე ხვდებოდა , რომ თანდათან მიზანს აღწევდა.
- ასე , არასდროს აღარ მებრდღვნა ხალხში , გაიგე ?! - ძლივს სუნთქავდა და ცდილობდა სიტყვები არ გაპარვოდა .
- აა , ანუ მარტო თანახმა ხარ ? - კითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა , დაბნეული ნატროშვილის დანახვაზე.
რა ქნას , ძალიან მოსწონს , როცა აბრაზებს , აწითლებს და რაც მთავარია მისი კოცნით აბნევს და ადნობს.
კის ღაწვებზე შეპარული სიწითლე , რემისთვის სტიმულია , რომ ორმაგი ძალებით ამუშავდეს და კიდევ ბევრჯერ ააწითლოს , საყვარელი ქალი .
დაბნეულმა ნატროშვილმა , რაღაც ამოილუღლუღა და ბურდღუნით წავიდა სამზარეულოსკენ , თვალებ გადატრიალებული.


°°°


მათ გარდა გოგონები ლუკასთან ააერთოდ არ იყვნენ , ამიტომ ერთმანეთს შესჩერებოდა ყველა.
ელენემ , როგორც კი დაინახა , როგორ კოცნიდა მის დაქალს ხარძიანი , მაშინვე სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ და წყალი მოიყუდა ერთიანად.
უკან შებრუნებულმა , ტუჩები გაილოკა და ღიმილი სახეზე შეაშრა.
ამ ბოლო დროს , საგრძნობლად უჭირდა გრძნობების დამალვა და არ აფიშირება.
არავის არ ეუბნებოდა , გოგონრბთანაც კი არ საუნრობდა , მაგრამ იცოდა სამივე ხვდებოდა და უსიტყვოთ უგებდა.
ლუკამ წარბი ასწია და დახლს მიეყრდნო .
ელენემაც აქაჩა წარბები ჰაერში და ფეხებ გადაჯვარედინებულ მეგობარს , ერთხელ აავლო თვალი სხეულზე.
- როდიდან გახდი ასეთი ნაზი ? - ჰკითხა და წელში შეცურებული ხელით , ისე აიკრო მთელ სხეულზე , რომ ადგილიდა არც კი დაძრულა .
გულაფართხალებულმა ელენემ, ნერწყვი ძნელად გადააგორა სასულეში და შუბლი , მის შუბლს მიადო.
თვალებში უყურებდა და იქ იკარგებოდა.
ვერაფერს ვერ ხვდებოდა , ვერ აანალიზებდა სად იყო ... რას აკეთებდა , საერთოდ ვერაფერს აკეთებდა , არაფერზე ფიქრობდა , არც გაშიშვლებულ გრძნობებზე და არც აჩქარებულ ორ გულზე , რომლიც ხმაც ეჭვი მაქვს სახლის მეორე ბოლოში ისმოდა.
- და როდის ვიყავი ქაჯი ? - იკითხა ისე , რომ მისი თვალებისთვის , მზერა არ მოუშორებია.
- იცი ახლა რა მინდა ? - ჩუმი და ჩახშული გაუხდა ხმა ჩიქოვანს
მარიამი დაიბნა , პირველი ის იფიქრა რაც თვითონ უნდოდა , სახეზე წამოწითლდა და შუბლი მის სახეს მოაშორა , თავი უკან გასწია და ღიმილით გაუქნია თავი.
- რა და ... - ხელები აამოძრავა მის მუცელზე და ჭიანჭველებიც აყვნენ მას . - რაზეც მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ , როგორ შეხვდები? - მისკენ გადაიწია და ტუჩებთან დასჩურჩულა.
საწყალი კიკნაძე , სააქას აღარ ეკუთვნოდა და სადღაც დაფარფატებდა , მთელი ყურადღებით .
მის ტუჩებს , თვალებმოუშორებლად უყურებდა და ვერ ხვდებოდა , ახლა რა უნდა ექნა .
გული კინაღან გაუსკდა , როცა კარი ვიღაცას კი არ შემოაღო , მხარზე მოიდო.
დეა , რომ დაინახა გახარებული აცქმუტდა , მამაკაცის მკლავებში და მისი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა .
ნატროშვილმა დაქალს თვალებმოჭუტულმა გახედა , ლუკას კი თვალებით ბოდიში მოუხადა.
ელენე ტერიტორიას , წამში მოწყდა და სასტუმრო ოთახში გავარდა , სადაც მეგობრები წრეზე ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ .
მარიამს გვერდით მიუჯდა და მხარზე დაადო ნიკაპი.
ლუკა და დეა , მალე გამოვიდნენ და გვერდი-გვერდ დასხდნენ და ლაპარაკში ჩაერთვნენ.
- კარგი ახლა , სვანები არიან შეგნებული და ჯიუტი ხალხი ! აი ხევსურები მართლაც , რომ ხისთავებიანი არიან ! - განაცხადა ამაყმა დეამ .
- რა არიან გოგო შეგნებულები ?! - თვალები დაქაჩა მარიამმა . - ეგენი თუ შეგნებულები არიან , მე რაღა ვყოფილვარ ? - გაკვირვებულს აღმოხდა .
- შეუგნებელი ... - უდარდელი , ტონითა და მხრების ჩეჩვით უპასუხო ვიბლიანმა და ლუდი მოსვა.
იმდენად მოეშალა მარიამს ნერვები , გაიფიქრა ° ეს თუ არ გამოვიყვანო წყობილებიდან , მე არ ვიყო მარიამ კიკნაძეო°.
- შენ სვანი ხარ ხო ? - ირონიული ღიმილით ჰკითხა და თითები მუხლებზე აათამაშა.
- კი სვანი ვარ , ვარ ადამიანი , რომელიც იმ ადგილის შვილი ვარ , რომელიც თვით მეფეებმაც კი ვერ დაიპყრეს და გეტყვი იმასაც , რომ სვანებს უწევთ იყვნენ ჯიუტები და მებრძოლები , რადგან ამას იქაური ცხოვრების სტილი აიძულებთ ! - ისეთი შეუვალი იყო ვიბლიანი , რომ ვერც ერთი გაბედავდა სიტყვაზე აკიდებას , მარიამის გარდა !
- ვა შენ ადამიანიც ხარ ? - გაოგნებულა აათვალიერ- ჩაათვალიერა მამაკაცი და მის სახეზე გულში , ფეიერვერკები გაუშვა.
- შენგან განსხვავებით კი ! - ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და გაუღიმა .
მარიანი ისე აენთო შიგნეულად , რომ ახლა მისი მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდა .
პირველი ადამიანი იყო და თანაც კაცი , რომელიც

მასთან ასე საუბარს ბედავდა და აქეთ ეიახვებოდა.
- ვა არ ვიცოდი , ჩემს თავთან შედარებებს თუ აკეთებდი ... - თითქოს ხავსს მოეჭიდა და მაინც არ დანებდა.
ყველა გაყურსული უყურებდა და ვერც ერთი ბედავდა , ვერც სიტყვის თქმას , ვერც ჩარევას და მითუმეტეს ვერც სიცილს .
- შედარება ყოველთვის უნდა გააკეთო , შენზე დონით მდგარ დაბალ ადამიანთან , რომ საკუთარ თავში ადამიანური თვისებები აღმოაჩინო!
ისეთი სიმშვიდით საუბრობდა ვიბლიანი , რომ მარიამი უკვე თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა .
კიდევ კარგი საკუთარი ემოციების მართვა კარგად ეხერხებოდა , მოკვდებოდა რამე ისე , რომ ვერ ეთქვა და თავი გამოეაშკარავებინა.
- იმას ვერასდროს იპოვი , რაც შენში არაა ! - საზოგადოდ ჩაილაპარაკა და კმაყოფილება გაუჩდა , როცა მიხვდა მამაკავი უკვე მწყობრიდან გამოიყვანა.
- ანუ არც ეძებ არა _? - ცინიკურად ჩაიღიმა მამაკაცმა.
- არც მჭირდება მოძებნა ! - სიანაყით ჩაიალაპარაკა მარიამმა და საზოგაედოებას თვალი მოავლო . - რამე არ ვითამშოთ ? - ეგონა მის ამ შემოთავაზებაც გააკეთებდა რეპლიკას ვიბლიანი , თუმცა შეცდა ... მამაკავს სახე ეწერა , რომ საუნრის გაგრძელება აღარ სურდა.
- ვითამშოთ ! აუ იცი რა ვითამაშოთ ? - აღბრთივანდა ანა - მოკლედ ყველა ვიტყვით რა მოგვწონს , ჩვენს წინა მჯდომ ადამიანებში , ყველაზე მეტად ! ოღონდ ვიზუალურად და არა სულიერად , ასევე ამბობენ ბიჭები და გოგონები ჩუმად !
- და აზრი ? - იკითხეს წარბაწევით ბიჭებმა .
გოგონები გიორგაძეს , თვალებს უბრიალებდნენ .
- მე არ ვთამაშობ და აგიხსნით თან თამაშის დროს , დაიწყეთ ! ლუკაჩო შენი ჯერია ჯერ , თქვი აბა ელენიკოში და მოგწონს - ელენეს გახედა და ჩაიღიმა.
ჩიქოვანმა ჯერ მიიხედ-მოიხედა და ჩაიღიმა .
- კისერი! - ელენემ ამის გაგებისას , თვალები გადაატრიალა და აწითლებულმა ღინილით ჩახარა თავი.
- რემი , შენ რა მოგწინს დეაში ? - სასხვათაშორისოდ იკითხა გიორგაძემ .
- მე ? ტუჩები ... - ისე თქვა , თითქოს არაფერი მომხდარა .
ყველა აფხუკუნდა , ნატროშვილმა თვალები დაქაჩა და მოსალოდნელი ° საფრთხის° მოლოდინშვი გაირინდა.
- თოკო , შენ რა მოგწონს მარიამში ? - იკითხა და ვიბლიანს მიაჩერდა.
მან ჯერ ჩაიღიმა და შემდეგ მზერა აატარ-ჩაატარა გაბრაზებულ მარიამს , რომელიც თვალებით აწამებდა უკვე ანას .
- მე მკერდი ! - ჩაილაპარაკა და მარიამი უკვე ცოცხლებში აღარ ეწერა .
ისე იცინოდნენ , მუცელზე ხელს იჭერდნენ .
- ნეტა მეტს , რატომ არ ველოდი ? - ირონიული გაუხდა კიკნაძეს ტონი. - შენი ხის ტვინი , მაგის იქით ვეღარც წავა !
- ალბათ იმიტომ არ ელოდი , რომ შენც ეგ გინდოდა - თვალებით მის , მოღეღილ და სავსე მკერდზე ანიშნა .
- სიჩუმე ! ბიჭებო , დაყევით ახლა და აკოცეთ იმ ადგილებში გოგოებს , რაც თქვით ! - თვალები ააფახულა გუორგაძემ.
ლუკა კმაყოფილი სახით წამოდგა და ელენეც წამოაყენა , ყველა პირგამშრალი უყურებდა ორივეს , კარგად იცოდა ჩიქოვანმა , რამდენს ახერხრბდა ერტი ყელში კოცნა , ამიტომ რაც შეიძლება ხანგრძლივი , სველი და მხურვალე კოცნა დაუტოვა გოგონას.
თვალებმიბნედილმა ელენე ღიმილით შათვალიერა ჩიქოვანმა და ადგილზე °დადო°.
ფეხზე არ ამდგარა ხარძიანი , ისე მოქაჩა თავისკენ დეა და მთელი ვნებით წაეტანა მის ბაგეებს.
დამორცხვილმა ვერც აყოლა და ვერც გაჩერება მოახერხა და იჯდა ასე სულელივით ..
რიგი ვიბლიანზე და მარიამზე, რომ მიდგა ამაზე სასაცილო არაფერი მომხდარა.
ვიბლიანი ფეხზე წამოდგა , მარიამი ადგა და ადგილიდან გავარდა , სამზარეულოში შევარდა და კარის ჩაკეტვა ვერ მოასწრო , რომ თორნიკემ გააღო და დახურულ კარზე ააკრა .
კიკნაძემ ღრმად ამოისუნთქა და ატავი უკან გასწია .
თორნიკეს ჩაეღიმა და სახე ძალიან ახლოს მიუწია.
მარიამი ფეხია წვერებზე აიწია და კარს უფრო აეკრა.
კმაყოფილი სახით ჩაწია თავი და მის მკერდს ნეტარებით დაეწაფა.
კიკნაძდს მთელი სხეული აუხურდა , ერთდროულად დაეძაბა და თან ძალიან მოუდუნდა.
დაბნეულს კვესა , რომ შეეკაცებინა ქვედა ტუუჩს კბილები მოსდო და ვიბლიანის თმაში თითები მთელი ძალით ახლართა.
გონს , რომ მოვიდა უკვე სამზარეულოში ოდგა და გოგონები ანჯღევდნენ .
მის გარშემო კვალიც კი არ იყო , ვიბლიანის და ეს უფრო აშფოთებდა თავის სისუსტეზე მეტად .
იმდენი რაღაც გაუბედა და დაატეხა თავზე , ამ თავხედმა კაცმა ერთი სული ჰქონდა , მოეხელთებინა და ის თმა ღერა-ღერა დაეპუტა .
გოგონები სიცილით ამშვიდებდნენ , ისედაც მშვდად მყოფ მარიამს და დასცინოდნენ ასე რამ გამოგაბენტერაო.
თვალების ბრიალით გავიდა მისაღებში და იქაც ვერ დაინახა თორნიკე .
თურმე დაურეკეს და გავიდა.
იმდენი მაგია ჰორმონებს რა ვუთხარი მე !
ეშუშება ის ადგილები ალბათ , მოუხდება კიდეც !

მოიყაროს გაყინული და ცოცხალი ხახვი !

გაბრაზებული დააბოტებდა , აქეთ-იქით სამზარეულოში და ხან ერთ სკამს შეეჯახა , ხან მეორეს.
მტკივანი ფეხის ზელვით გავიდა , უკვე დამშვიდებული მეგობრებთან და ვითომც არაფერიო , ისე დაჯდა და ლუკას ნიკაპი ჩამოადო მხარზე.
- ჩემი გოგო , ხო არ შეგაშინა იმ ურჩხულმა ? - სიცილით გაიხსენა ძმაკაცის "გმირობანი" .
- შემაშინა კი არა , ფეხებით ჩამოვკიდებ და გამათბობელზე ვარტ"ყმეი"ნებ თავს ! - გაიჯგიმა და გაკრეჭილმა გაიხედა გვერდით .
სახეზე ღიმილი მიახმა , გაბრაზებული ვიბლიანი ,რომ დაინახა.
მამაკაცი ფეხებ ოდნავ გაშლილი იდგა და ჯიბეებში ხელები ეწყო.
გაბრაზებული უყურებდა კიკნაძეს და ლუკას თვალებით ეუბნებოდა " მოგიკლავო".
- რაო , რაო სად ჩამოვკიდებო ? - წინ დაუჯდა და ხელის მტევნები მუხლის თავებზე დაიდო.
- იქ ... - თავით დაბნეულმა ანიშნა გამათბობელზე და მის თვალებში ჩაიკარგა.
ასეთი სიმპატიური ბიჭი პირველად ნახა !
არა განა იტყუება ? ვიბლიანი ყოველთვის სარგებლობდა , თავისი გარეგნობით .
ერთ ადგილას გაივლიდა და მოპირდაპირე ქუჩაზე მოსიარულე ქალები , უკვე მასზე საუბობდნენ.
ის კი მაინც ასეთი მკაცრი სახითა და ბოხი , უხეში ხმით მოძრაობდა.
მაღალი ტემბრი ჰქონდა და ერთ ბგერაშიც ეტყობოდა , რომ სვანი იყო.
ისეთი კეთილი და ალალი იყო , ისე უყვარდა თავის ძმაკაცები ...
ყველაფერს დათმობდა მათ გამო.
წარბაწევით მიაჩერდა , წინ მჯდომ კიკნაძეს და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- იცით რა ? წაღვერში მინდა ძალიან წასვლა , და ლუკჩ წავიდეთ რაა ... - ყელი გამოიწელა მარიამმა და გაიღიმა.
- წავიდეთ ჩემო პატარა , აი ბიჭებიც წამოვლენ და შენი გოგოებიც , მაგრად გავერთობით , არა ელენიკო ? - წინ მდგომისკენ გააპარა მზერა, რომელიც უდარდელად მიირთმევდა წითელ ვაშლს.
გოცირიძეს თვალები გაუშტერდა და ვაშლი კინაღამ გაუვარდა ხელიდან.
- ელენიკოს სახელი აქვს ლუკაჩო , და ელენე ქვია ! - თვალები უბრიალა და უკანალით , ტუმბოს ოდნავ გაღებული , მომცრო ზომის კარი მიკეტა.
- გენაცვალე ტაკოებში ! - ჩურჩულით გადასძახა და მის გადამცდარ ლუკმაზე , სიცილი ატეხა.
- გაიქეცი ! - დაიყვირა გოცირიძემ და გაქცეულ ლუკას მთელი არსებით გაეკიდა.
ჩიქოვანი ოთახისკენ გაიქცა , რომელიც სახლის მეორე ბოლოში იყო მოქცეული , სრულიად იზოლირებული და მშვიდი ადგილი აერჩია ლუკას დასაბინავებლად.
კარი ოდნავ გაღებული დატოვა და უკან ამოუდგა.
კიკნაძე როგორც კი მივიდა ოთახთამ , ოდნავ შეიხედა და თვალები მოჭუტა.
როგორც კი ხელი იგრძნო მაჯაში , რომელმაც ოთახში შეაგდო და უკვე დახურულ კარზე ააკრა , ძლივს შეიკავა კივილისგან თავი და ტუჩები მოკუმა.
- რას აკეთებ შე ველურო შენ ჰა ?! - წამოიყვირა და მაშინვე მოკეტა , როცა რაღაც ფაფუკი და ცხელი იგრძნო ტუჩის კუთხეში.
გახურებული ხელი მაისურის ქვეშ , რომ შეაღწია ჩიქოვანმა მაშინ მიხვდა , ელენე , რომ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე.
კარგად იცოდა ორივემ , რომ არასდროს ყოფილან მეგობრები !
ისინი ყოველთვის , ყველა ასპექტში მეგობრებზე ბევრად მეტნი იყვნენ ერთმანეთისთვის , თუმცა ამ იარლიყს იმიტომ იკრავდნენ , რომ სტატუსი ჰქონოდათ ისეთი , მათი საქციელი და ყოველთვის ახლოს ყოფნა გამართლებული , რომ ყოფილიყო და განსჯას არ დაქვემდებარებოდა.
სიამოვნებისგან თვალები მიელულა კიკნაძეს და ქვედა ტუჩზე თვალებ დახუჭულმა დაიჭირა კბილები.
- რაო , რატო მომდევდი ? - კისერზე გადავიდა ტუჩებით და იქაურობა მოიარა.
- უნდა მეცემე ! - ძლივს თქვა და ხელები მის თმებში ააცურა.
- მერე ? - იკითხა და ელენეს კვნესა , რომ გაიგო უფრო მაგრად მოუჭირა კბილები კისერზე.
- მერე უნდა გცემო ! - ჩაილაპარაკა ენის ბორძიკითხ და თმაში მოქაჩა.
სიცილით ასწია თავი ჩიქოვანმა და მთელი ვნებით დააკვდა ბაგეებზე.
კოცნიდა ამაღელვებლად და მსუბუქად.
ვნებიანა და მძიმედ.
ნაზად და მაინც ძალიან დიდი სიველურით .
ნასიამოვნები ელენე , მის მკლავებში კრუტუნებდა და აღარ იცოდა სიამოვნებისგან სად წასულიყო.
ლუკამ მუსუბუქი მოძრაობით შემოიჯინა მუცელზე და კარს უფრო მაგრად ააკრა.
- ძაან გამიცუღლუტდი შენ ... - ტუჩები მოაშორა თუ არა ელენე ისევ დააკვდა , ამით გახალისებულმა ესღა თვქა.
- სულ არ გაგიცუღლუტდები ! იმასთან წავალ , ვისაც ეს ძალიან უნდა ! - თქვა და მისი სხეულიდან ჩამოჩოჩება სცადა.
- აბა ! დასტოპდი ახლა და გაიყინე ადგილზე ! - თქვა მკაცრად და მის ტუჩებს , თავისი გაუხახუნა.
- ვინ მაცლის გაყინვას ? დავდნი ამხელა ქალი ! - ჩაილაპარაკა და ხელები მისი მაისურისკენ წაიღო , შიგნით შეაცურა და პრესზე აათამაშა.
- ამხელა ქალი , თუ პატარა ბავშვი ? - იკითხა წარბაწევით და მისი მკერდი დალაშქრა.
- არამგონია , ყველა პატარა ბავშვს ასე ექცეოდე ... - ჩაილაპარაკა შეპარვით და თმაში მოქაჩული ხელით , თავი უკან გააწევინა . - თუ ვცდები და პედოფილზე ვარ შეყვარებული ? - იკითხა წარბაწევით და მის სახეზე ჩაიღიმა.
- რა ხარ ? - იკითხა გაბადრულმა და ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში ,. საყვარელი ქალი.
- შეყვარებული ... - მშვიდად ჩაილაპარაკა და კისერში აკოცა მამაკაცს.
- მეც , რომ ვარ შენზე შეყვარებული უგონოდ ამას მერე გეტყვი ... - ჩაიქირქილა სიცილით და მოწყურებულივით დააკვდა მის ყუჩებს.



***


მეგორებთანაც , ასე მუცელზე შემომჯდარი გაიყვანა .
ყველა ღიმილით უყურებდა , ბოლოს გოგონები წამოიშალნენ.
დეა წინ წაიჭრა და ისე მიახტა ლუკაზე შემომჯდარ ელენეს , რომ მამაკაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და პირდაპირ გრძელ დივანზე გადაეშვა ზურგით .
თავზე დეა დაახტა , ზემოდან მარიამი და ანა სიცილით გამორბოდა , სიჩქარე აიღო და მთელი ძალით დაეცა ყველას.
- აწიეთ ! - ამოიდუდღუნა ჩიქოვანმა და თავი წამოწია .- დამაიმპოტენტეს . - გაჭირვებით ამოლუღლუღა და ელენედ მკერდს ცხირი გაუხახუნა . - მმმ ...
- გაიწიეთ ! - დაიყვირა შერცხვენილმა გოცირიძემ და ფეხზე სწრაფად წამოდგა. - მასხარა ! - მთელი ძალით დაეცა შეყავრებულს ზემოდან და მუელზე ღუტუნი დაუწყო.
- შენი აზრით , ამდენ კუბიკზე მექნება რეაგირება ? -წარბი აზიდა ზემოთ და ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი , წარბები აათამაშა და ქვემოთ მოქცეული შეყვარებული , ღუტუნისგან დაახრჩო.

ვერანდაზე გადიოდა , როცა რაღაც ხმა გაიგო.
- როდის უნდა უთხრა ? ხომ ხვდები , რომ უკვე მნიშნვნელოვანი ადგილი გიჭირავს მის გულში ? კარგი რა ნუღარ ტანჯავ რემი ... - აწუწუნდა მარიამი და დეაც ცრემმორეული მიაჩერდა მამაკაცს და დაქალს.
- არა , ჯერ ცოტა იწვალოს , აბა მე , რომ მაწამა კაი იყო ? თან მინდა ტაქსისტის როლში კიდევ ერთხელ გამოვჩნდე .- გაიცინა და მარიამის მუჯლუგუნზე , სახე დამანჭა.
რაღაცის თქმას აპირებდა კიკნაძე , ნატროშვილი , რომ შეიჭრა აივანზე და ორივეს გაავებული მიაჩერდა.
- შენ ქალბატონო , ხმა არ გამცე ! - გაცეცხლებული მიაჩერდა დაქალს და მზერა ხარძიანს გაუსწორა . - შენ კიდევ , ტაქსისტი და ბიზნეზმენი კი არა ... ნამდვილი ... ნამდვილი ... ტყეჭორა ხარ ! - თვალები დააკვესა და იქიდან გამოვარდა.
გაოგენბული რემი ღიმილს ვერ იკავებდა , ჯერ რა სიტყვაა "ტყეჭორა" ?
- რაო რა ხარო ? - თვალები დაქაჩა და მობუზული მარიამისკენ მირუნდა.
- ტყეჭორაო ! - გაუმეორა ისე და ისეთი სახით გახედა " ეს როგორ არ იციო" ?
- რა არის ტყეჭორა ? - წარბი აზიდა ჰაერში ხარძიანმა.
- რა არის და ... ტყის კაცი , გლეხი , ხიხო , გოიმი და ...
- ხო და კიდევ , ყვერჩიტაც ხარ , კუჭუნჭურაც და საერთოდ ყველაფერი ! - ენა გამოიყო ხარძიანს , აივანზე მობრუნებულმა ნატროშვილმა და იქიდან წამოვიდა.
ისეთი გამწარბეული იყო , ისეთი გაბრაზებული , რომ შეეძლო უკან ისევ მიბრუნებულიყო და იმ ლამაზი ცხვირით ეთრია.
თავს დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობდა.
გარიყულად და დაუცველად.
ყველაზე მეტად იმაზე გაბრაზდა , რომ მარიამმა ყველაფერი გაიგო და არაფერიც არ უთხრა !
სახლისკენ გაქიცა და ყველა ტაქსს ამრეზიით გახედა.
- არ გეღირსოთ კლიენტურა ! - მიაწყევლა და სადარბაზოს კიბეები აირბინა . - არ გეღირსოთ წესიერი მთავრობა ! - წყევლად არ წყვეტდა ნატროშვილი . - ამოწყდით ერთ დღეს ყველა ! - ლაქლაქებდა და ბინაზე გაბმულად რეკავდა ზარს. - გახმით და აღარ აყვავდეთ არავინ ! - დააგვირგვინა და სახლში შეაბოტა.
ოთახში შევარდა და გარდერობიდან ჩემოდანი გამოიღო .
დაკეცეცილი და მისთვის საჭირო ტანის სამოსი ჩაალაგა და შეკრა.
- არაფრის ღირსები თქვენ არ ხართ ! - წყევლის დროს შემოსუწროთ ნიამ და ვაკომ . - გაგეხსნათ მიწა და ჩაგიტანოთ თან ! - გაცეცხლებულმა მიაყარა და ძირს დახედა , მართლა ხომ არ გაიხნსა იატაკაცო. - ჯიშ-ჯილაგი გაწყდეს ყველასი ერთდროულად ! - ენა გამოყო და თვალები გადაატრიალა . - გურული მაინც ვიყო , რამეს მოვიფიქრებდი კიდევ ! ჩემს უბედურ და უბადრუკ ბედს რა ვუქენი , თორემ ახლა ცხრა გზის დაწყევლილ დაკრუვლული უნდა მუავდეთ ყველა ! ჩავიდე ჯერ წაღვერში და მერე გაწყდეს ყველაფერი ! ამათ არ ეღიროსთ კაი არაფერი ! - ჩაიქირქილა და მოცინარ ვაკოს გადახედა. - ჰა ახლა , ჩამიყვან წაღვერში თუ შენც მიგაწყევლო ? - ჰკითხა წარბაწევით .
- ოღონდ შენ გაჩუმდი და იმის იქით წაგიყვან . - ხელები აღმართა ჰაერში.
- იმის იქით შენ წადი თუ კაია ! - დოინჯი შემოიდო და მობილური აიღო. - ბებო , ბაბუ ... მოვდივარ თქვენთან და ის ამოსაწყვეტი ძაღლი დააბით , მაგის ყეფის თავი არ მაქვს ! - თავზე მიიდო ხელები.
- რა გჭირს ბებია ? - შეიცხადა ნინიამ.
- ჯანდაბა , ჯარხანა და არ გადარჩენა ! - ჩამოთვალა თითებზე და ტუჩები გააწკლაპუნა . - აფრები აუშვით , დროშები ააფრიალეთ ! ორი თვე მანდედან ვერ მომიშორებთ ! - მტკიცედ ჩაილაპარაკა და დედას და მამას დაემშვიდობა.
ჩანთაში სატენი და ნაუშნიკები ჩაიგდო.
ვაკოს ანიშნა , ორ დიდ ჩემოდანზე ჩაეტანა და ყველას აკოცა.
- ჰა ახლა , ჩემს ჩამოსვლამდე ნუ გაწყდებით ! - გაიცინა და კიბეები ჩაირბინა . - თუ ვინმემ მომიკითხა , უთხარით ევერესტიტან გადახტა და იმ ქვეყნიდანაც არ მოსასვენებთ - თქო ! - ასძახა და მანქანასთან მივიდა.
სადარბაზოსთან ხარძიანის მანქანა გაჩერდა და ჩქარი ნაბიჯებით გადმოვიდა იქიდან რემი.
გაბრაზებულმა შეკრა წარბები მისი ჩემოდნების დანახვაზე და გოგონა აათვალიერ-ჩაათვალიერა.
- სად მიდიხარ ?! - ბოხი გაუხდა ხმა მამაკაც და ისევ შენიშნა დეამ , მისი თვალის ფერის ცვალებადობა.
ცასავით თვალები , ისევ ცეცხლისფრად გარდაიქმნენ და გაბრაზება დაეტყოთ თვალებზე.
- მოუსვლელში და მიუსველელში , კმაყოფილი ხარ ?! - კითხა გაბრაზებულმა.
- კარგი , რომ მიხვალ გადმორეკე , ჭკვიანად იცოდე , მეც მალე ჩამოვალ წაღვერში ! - შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაიხუტა გაშეშებული ნატროშვილი.
იმდენად ესიამოვნა მისი შეხება , წყევლა-კრულვა კი არა სახელი დაავიწყდა თავისი.
სწრაფად მოშორდა ხარძიანი და ცხვირზე აკოცა გოგონას.
- ჯანდაბაში და იმის იქითაც წასულხარ ხარძიანო ! - მიაძახა და ღიმილით ჩაჯდა მანქანაში . - ჯანდაბაში და იმის იქით , რომელიც წაღვერის გზაზე მოდის ხარძიანო ! - ჩუმად ჩაილაპარაკა და ვაკოს გადახე . - წავედით ... ჯანდაბაში და იმის იქით ...



ესეც ასე , მგონი საკმაოდ ბევრი ვიწყევლე :დდ იმედია მოგეწონებათ ... მადლობა , რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოხატავთ , ჩემთვის დიდი სტიმული ხართ და თქვენს კომენტარებს , რომ ვხედავ მინდა ვწერო და ვწერო.
მიყვარხართ !!!




ორმაგი ცხოვრება - 6



№1  offline მოდერი bibo

Vaimeee ra kargi iyo tkbilo saocreba vgijdebi shenze tkbilo da utkbilesoo ux amat hormonebis gadazgvaveba aqvt ra.au elene da luka momwons dzan.mri da toka xo saertod ux vgijdebi shenzeee

 


№2  offline წევრი milangirl

აუ რა კაი თავი იყო smile წყევლაზე ბევრი ვიცინე wink wink ვისწავლი, რა იცი რაში გამომადგება wink ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი A

Xo da shenc were da were me da sxvebi ki sicilit muclebs avitkiebt ok? :D ise martla dzalian magaria da male dade ra axali.... Dzalian miyvars es istoria...... :-*:-*:-):-)

 


№4  offline წევრი ტომა

გემრიელად ვიცინე "ყვერჩიტა" და "არ გეღირსოთ კლიენტურა" პიკი იყო:დ
წარმოვიდგინე ტაქსისტების რეაქცია ის ყველაფერი რო მიაწყევლო :დდდდდ

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეეე, ეს რა იყოო. მუცელი ამტკივდა ბოლოსკენ. ყოჩაღ ნუცა და უუუზარმაზარი მადლობა. ყვერჩიტამ დაგლიჯა რასაც ჰქვია:))))). როგორ მომწონს რომ ზომიერების დაცვას ახერხებ. უი, " არ შემხვედრია ამ თავში. ამისთვისაც ყოჩაღ შენ.

 


№6 სტუმარი kati

გურული ტუ არაა,უეჭველი ვინმე ეყოლება ახლობელი გურული.ვაიმე რა კარგი თავი იყო,განსაკუთრებით წყევლა. wink

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magariaa .... remi ra sayvareliaa ❤️ male dadee raa shemdegii ❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი tatuka20

კარგი იყო <3

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე გავწყდი wink wink იმდენი ვიცინე უკვე ვეღარ ვსუნთქავ wink შენ ხარ ყველაზე პოზიტიური ადამიანი ამქვეყნად love love აი სულ რომ ვკვდებოდე შენ ისტორიას რომ ვკითხულობ ენერგიით ვივსები wink love გმირებზე აღარაფერს ვამბობ მაბოდებს სამივე წყვილზე აი ჭკუა ვკარგავ wink love მიყვარხაააააარ მარტო შენ love love love

 


№10  offline წევრი natia-natia

აუუ მაგარია ძაან

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

ისევ ვიცნინე..
მომწონს შენი იუმორი.
ეს რაა? არ ველოდი,რომა სე გაიყვეს გოგოები.
ველი მომდევნოს love

 


№12  offline წევრი keta♥

ტირილამდე ვიცინე, ეს რა იყო? ვნებებიდან და მთელი ამბებიდან უცებ ხარხარზე გადავედით ესე მარტივად და კომფორტულად. არ დამისრულებია, მაგრამ ვგიჟდები ამ ისტორიაზე უკვე!!! love

 


№13  offline წევრი მეDina

აუ რა მხიარული თავი იყო :) ნამდვილად მჭირდებოდა ცოტა მძიმე დღე მქონდა გუშინ და... ღმერთმა დაგლოცოთ ნუცა, შენ და ყველანიი ♡ ძალიან კარგები ხართ.
--------------------
☆NaT☆

 


№14  offline წევრი ucnobi_18

აღარ შემიძლიიაა აიიმართლა მუცელი მეტკინაა ღმერთო ტყეჭორა რამ მოგაფიქრა :D

 


№15  offline წევრი მეDina

გაგრძელება აქვსო და რომ შემეხსენებია მეორედ წავიკითხე, ამ თავზე ისევ ბევრი ვიცინე :D შენ გაიხარე
--------------------
☆NaT☆

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent