შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული 5


25-01-2016, 23:40
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 067

**** დღე 2 ****
დილით სანდროს ზარმა გამაღვიძა...
-გისმენ??
-ეგრე არა..
-დილამშვიდობის მწვანე თვალება..
-დილამშვიდობის ძილისგუდა... მოემზადე გამოგივლი.
-კარგი.
ავდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი წყალში ნებივრობას გავაგრძელებდი ჩემს დას რომ არ დაეძახა.
-რუსო მოგაკითხეს მალე გამოდი..
-კაი მოვდივარ..
სწრაფად ჩავიცვი თმა გავიშრე და მაკიაჟი გაიკეთე.
-დილამშვიდობის სანდრო.
-დილამშვიდობის.
-მზად ხარ წავიდეთ??
-კი მზად ვარ წავედით და სად მივდივართ??
-შენი დახმარება მჭირდება... გიორგის სეკრეტ სანტა ვარ და საჩუქარი უნდა ამარჩებინო.
-კარგი წავედით.
დიდხანს ვიხეტიალედ ბოლოს მაინც რამოდენიმე წიგნი შევარჩიეთ გიოსთვის...
-რამე ოცნება გაქვს??
-კი და ეგ ოცნენაც ოთხ დღეში ამისრულდება.
-სანდრო მე სერიოზულად გეკითხები.
-კარგი მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.
-რატომ??
-დედას გადავარჩენდი დღეს ის ჩემთან იქნებოდა...
-ვწუხვარ რა დაემართა დედაშენს??
-არ მინდა ამაზე საუბარიი.
პირველად ვხედავდი სანდროს სევდიან სახეს და პირველად მომინდა მაგრად ჩავხუტებოდი... სანდრომ ზურგი მაქცია მივხვდი არ უნდოდა მისი ტკივილი ეჩვენებია ჩემთვის... მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე მიკვირდა საკუთარი თავის მაგრამ ვიცოდი ახლა სანდროს ვჭირდებოდი..სანდრო შემოტრიალდა და მაგრად ჩამეხუტა...
-ამას რატომ აკეთებ რუსო??
-არ ვიცი..
-წავედით სამსახურში??
-კიი.
სანდრო მთელი დღე მოწყენილი იყო... ეს მეც მანერვიულებდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მანერვიულებდა ასე ეს ფაქტი. მისი უხასიათობა ჩემი ბრალი იყო ამიტომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა..
-სანდრო..
-გისმენ?
-წავიდეთ?
-სად?
-მენდობი?
-კი გენდობი..
-მაშინ წამოდი..
სანდრომ კარი გამიღო.
-არა აქ შენ ჯდები მომეცი გასაღები.
-შენ რა მანქნის მართვა იცი??
-დიახ ვიცი.. ჩაჯექი მანქანაში დროზე.
მთელი დღის მანძილზე სანდრომ პირველდ გაიღიმა.
-ღიმილი უფრო გიხდება.
-ნაბიჯი ჩემსკენ უკვე გადმოდი ხედავ??
-არა სანდრო უბრალოდ ღიმილი მართლა გიხდება.
-სად მივდივართ?
-საიდუმლოა..
-შენ რა მიტაცებ??
-ნუ სულელობ..აი მოვედით.
-ეეე რა ლამაზი ადგილია აქამდე რატომ არ ვიცოდი??
-ახლა ხომ იცი..
-ხო მე კიდე იმედი მქონდა მომიტეცა მეთქი.
-კარგი გეყო რაა.
-ხომ იცი იმედი ბოლოს კვდება...წამო მანქანაში მალე გაწვიმდება..
-მარე რა მე მიყვარს წვიმა საათობით შემიძლია ვიხეტიალო წვიმაში.
-რომ გაცივდე?
-მერე რა??
-გაცივდები მერე ანთებაო და რაღაცაები...
-ხოო შენ რატომ გადარდებს?
-როგორ თუ რატომ??
-ხო აი ესე რატომ??
მაგრად გაწვიმდა.. უკვე გაწუწულები ვიყავით მაგრამ სანდრო წელზე ხელებს მიჭერდა და არ მიშვებდა..
-გაკოცო??
-ესე არ მითხარი როცა მომინდება მაშინ ჩაგეხცუტები და შენ არ შემეწინააღმდეგებიო??
-ესეიგი არაფერს მოიმოქმედებ??
სანდრო პასუხს არ დალოდებია ისე მაკოცა მისი ტუჩები ისეთი თბილი იყო და ეს კოცნა არაამქვეყნიური იყო არ მინდოდა დამთავრებულიყო რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა თითქოს სამოთხეში ვიყავი...
-ისევ აგიწითლდა ლოყები.
-მართლა??
-ჩემი გრცხვენია??
-არა.
-როგორი თავდაჯერებული ხარ.... რატომ დუმხარ??
-არ ვიცი რა ვთქვა და იმიტომ.
-წავიდეთ??
-სახლში??
-ხო არ გინდაა?
-კი უნდა გამოვიცვალო თორემ გავცივდები.
სანდრომ სახში მიმაცილა და თვითონ წავიდა..
"გამოიცვალე?? როგორ ხარ??"
"კარგად ვარ.. რახან პირველი შენ მომწერე უკვე ძალიან კარგად ვარ."
"არ უნდა მომეწერა ეხლა თავში აგივარდება :-D "
"არ ამივარდება ნუ გეშინია... შენ რას შვრები??"
"არაფერს წიგნს ვკითხულობ შენ??"
"მე ვფიქრობდი.."
"რაზე??"
"რაზე არა ვისზე ვფიქრობდი"
"მე ბოდიში ვისზე ფიქრობდი??"
"ვისზე და ერთ ძალიან საყვარელ და ლამაზ გოგონაზე.. მის ტკბილ ტუჩებზე და ულამაზეს ღიმილძე რომლის დროსაც ლოყები ეჩხვლიტება.."
"მართლა??"
"ხოო სახელი არ გაინტერესებს??"
"არა"
"დავიჯეროო??"
"არა"
"იცი მე მართლა მინდა შენგან შვილები... ოთხი შვილი მინდა"
"რატომ მაინცდამაინც ოთხი??"
"იმიტომ რომ დას აუცილებლად უნდა ყავდეს და ხოლო ძმას უნდა ყავდეს ძმა"
"აბსურდული მიზეზებია"
"მაშინ ასე გიპასუხებ მინდა და მორჩა"
"უბედური შენი ცოლი"
"რატომ უბედური?? მე ვფიქრობ რომ შენ ძალიან ბედნიერი იქნები."
"მე?? და რატომ მე??
"იმიტომ რომ მე ასე მინდა"
"სამი დღე დაგრჩა მხოლოდ"
"მე მჯერა საკუთარი სიყვარულის"
"მე კიდე ჩემი თავის რომ სამ დღეში ვერ შეძლებ თავი შემაყვარო... ძილინებისა მწვანე თვალება"
**** დღე 3 ****
დილით ადრე ავდექი და სამსახურში წავედი... სანდროს არ მოუწერია ჩვეულებრივად შემხვდა არ მოუთხოვია რომ მისთვის მწვანე თვალება დამეძახა და არც ჩამხუტები... ამან გამაკვირვა... სანდროს ხელში რაღაც რვეული ეჭირა და მე ყურადღებას არ მაქცევდა... მაღაზიაში ჩვენს გარდა არავინ იყო მეც თითქოს არ მაინტერესებდა სანდროს უყურედღებობა წიგნების დალაგება დავიწყე...
-"დაბ-რუნ-დი ასე გელოდები ხელებ გაწვდილი,
გავხარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას.
და სიყვარული როდის არის იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს.."
-რაა??
-არაფერი უბრალოდ ლექსს ვკითხულობდი.
-მაშინ შენთვის იკითხე ჩუმად ბატონო სანდრო.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ.
-"აუტანელს რომ აიტან მაშინ გიყვარს,თორემ თუ ადვილი ასატანია, მაშინ არც არაფერი გაგიკეთებია სიყვარულის გადასარჩენად...."
-რა თქვი??
-მე არ მითქვამს ერიხ მარია რემარკმა თქვა..
-კარგი ფრაზაა...
სანდრო ცოტახანს გაჩუმდა მეგონა რომ დაასრულა ეს ფილოსოფიური გამოსვლა მაგრამ ამაოდ ცოტახანში ისევ გააგრძელა.
-"მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს: გააბედნიერო საყვარელი ადამიანი...!"
-ეს ვინ თქვა??
-სტენდალმა..
-აღარ დაასრულებ ამ თამაშს??
-მე არ ვთამაშობ უბრალოდ ვკითხულობ ჩემს საყვარელ ფრაზებს საყვარელი წიგნებიდან... ჩვევა მაქვს ფრაზების ამოწერა და მერე კითხვა რაც შეიძლება ხშირად რომ კარგად დამამახსოვრდეს და ცხოვრებაში გამოვიყენო.
-ნწ...ნწ...
-"სიცოცხლეს უფრო ადვილად დავთმობ ვიდრე შენ, მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია ღმერთმა გამომიგზავნა.."
-ეს სიტყვები კუკარაჩადანაა... მურტალომ უთხრა ინგას როცა ინგამ უთხრა რომ არ უყვარდა და ფული დაუბრუნა.
-მოდი მე ვიტყვი ფრაზებს შენ გამოიცანი...
-"ამდენი ხნის შემდეგაც გიყვარს? -ყოველთვის..."
-სევერუს სნეიპის სიტყვებია.
-"ადამიანები უერთმანეთოდ ვერა ვძლებთ, გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია მარტოობის ატანა,ხშირად ამ სიყვარულს ერთად ყოფნისას ვერა ვგრძნობთ და მარტო დარჩენილს სული გველევა გვენატრება ერთმანეთი"
-გოდერძი ჩოხელი "ადამიანთა სევდა".
-"ის, ვინც შენ ჩემში გიყვარს, რათქმაუნდა ჩემზე უკეთესია-მე ისეთი არ ვარ, მაგრამ გიყვარდეს და გპირდები მე შევიცვლები ვეცდები უკეთესი ვიყო.."
-მიხაილ პრაშვინის სიტყვებია..
-"სულელი ქალი ადვილი დასაყოლიებელია, მამაკაცები ამას ალღოთი გრძნობენ ამიტომაც მათ უფრო ეტანებიან ვიდრე საშუალო გარეგნობის განათლებულ ქალებს."
-ეს ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია შენ ეთანხმები ამ სიტყვებს??
-რომ ვეთანხმებოდე ვინმე სულელ ქალს ავარჩევდი და არა შენ..
-კარგი გავაგრძელოთ...
-"არასოდეს დამავიწყდება წამი როცა მივხვდი რომ მიყვარხარ...!"
-პაულო კოელიო.
-ეს ფრაზის გამოცნობისთვის არ მითქმია იმიტომ გითხარი რომ მართლა არ დამავიწყდება ის წამი..
-მე საქმე მაქვს წავედი.
-"ადამიანები რომლებსაც ერთმანეთი უყვარს ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს.." ...... ჭკვიანია ეს კაცი რას ერჩიან ვერ ვხვდები.
"მე მიყვარს შენი გონება, მე ვაფრენ შენი შინაგანი სამყაროს გამო და შენი გარეგნობი კი უბრალოდ ბონუსია.."
-ეს ფრაზა ჩემი საყვარელი წიგნიდანაა.... უკვე გვიანი სახლში წამიყვან??
-კარგი წავედით.
სანდრომ სახლში მიმაცილა და წასვლისას საფიქრალი დამიტოვა..
-"დაწოლისას, დაძინებამდე არის რაღაც ერთი პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.." აი მაგ წამს იფიქრე ჩემზე და მიხვდები რომ გიყვარვარ... ეხლა ადი სახლში და იფიქრე რომ ხვალ 4 დღე გათენდება.
*********
ესეც მეხუთე თავი.... იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი darina

Ara ra rogori sayvarelia sandro me rom gadmomigdo ara?es gogo nervebs mishlis.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

darina
Ara ra rogori sayvarelia sandro me rom gadmomigdo ara?es gogo nervebs mishlis.

სულ ცოტა დარჩა და ეგ გოგო პასუხს აგებს...

 


№3 სტუმარი darina

Maiaabuladze
darina
Ara ra rogori sayvarelia sandro me rom gadmomigdo ara?es gogo nervebs mishlis.

სულ ცოტა დარჩა და ეგ გოგო პასუხს აგებს...

Chemi bichi ar damitanjooo :-D :-D, dzalian magari gogo xar da velodebi shemdeg tavs.

 


№4  offline წევრი Firefly

ჰმ სერიოზულად მინდა რომ სანდრო მაჩუქო! :დდდ
მაგარი გოგო ხარ,მალე დადე შემდეგი
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი A

Sandro ertia da shen tu
Firefly
ჰმ სერიოზულად მინდა რომ სანდრო მაჩუქო! :დდდ
მაგარი გოგო ხარ,მალე დადე შემდეგი

Sandro ertia da shen rom gachuqos mere rusos raga ergos? Ras izavt unda gaiyot rogoeme.:D:D

Gagrdzeleba da meeqvse tavi male dade ra..... Velodebi moutmenlad.

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

darina
Maiaabuladze
darina
Ara ra rogori sayvarelia sandro me rom gadmomigdo ara?es gogo nervebs mishlis.

სულ ცოტა დარჩა და ეგ გოგო პასუხს აგებს...

Chemi bichi ar damitanjooo :-D :-D, dzalian magari gogo xar da velodebi shemdeg tavs.

არც სანდროა მთლად ანგელოზი და იძიებს შურს wink

 


№7 სტუმარი A

Maiaabuladze
darina
Maiaabuladze
darina
Ara ra rogori sayvarelia sandro me rom gadmomigdo ara?es gogo nervebs mishlis.

სულ ცოტა დარჩა და ეგ გოგო პასუხს აგებს...

Chemi bichi ar damitanjooo :-D :-D, dzalian magari gogo xar da velodebi shemdeg tavs.

არც სანდროა მთლად ანგელოზი და იძიებს შურს wink

Xo da girsic iqneba ruso. Aba ra datanja es bichi? Awuwunwbs tyuilad da ar daimsaxura shurisdzieba...? :D:D:D:D:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent