შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (6)


27-01-2016, 15:17
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 829

-ახლავე მომაშორე ფეხიდან ეს თოკები! _კბილებში გამოვცერი და დასვრილ მაისურს დავხედე,რომელიც ბიუსჰალტერზე მიმკრობოდა.
-თოკების მოხსნა არ შეიძლება,იქამდე სანამ გამარჯვებული არ გვეტყვის ამას. _კმაყოფილი და ანთებული თვალები ურცხვად გამისწორა და მალე მკერდსაც ჩასწვდა.
-არ მეცინება,მომხსენი თოკი!
-არც მე მეცინება. _მითხრა და უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მისაღებისკენ.
-გულედანო,ახლავე გაჩერდი თორემ გავბარზდები,იცოდე! _ვიყვირე განწირულმა და კინაღამ წავიქეცი.
-შენით წამოხვალ თუ ფორთხვით მიგიყვანო მისაღებამდე?
-ასე რანაირად წამოვიდე? სულ სველი ვარ! სხვათა შორის შენი წყალობით.
-გამოიცვალე მერე,რა გიშლის ხელს? _გაკვირვებულმა მკითხა.
-თუ დააკვირდები,შენზე ვარ მიბმული,გაბრიელ! _გავმწარდი და ტონს ავუწიე.
-მერე? _ჩემს ნევრბზე თამაშს არ წყვეტდა,მე კი მოთმინების ფიალა მევსებოდა.
-მეღადავები?
-ამდენს რომ წიკვინებ,მაგიტომაც დაგივარდა გუშინ წნევა. წამოდი ახლა ოთახში გავიდეთ.
ჩემი გაწუწული და გაუბედურებული მაისურისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ძლივს გავბობღდი მისაღებში. გაბრიელი იმხელა ნაბიჯებს ადგამდა,ჰაერში უფრო ვეკიდე,ვიდრე მიწაზე.
-რა გჭირთ? _იკითხა გაოგნებულმა ლევანმა,როცა ჩემი გაწუწული მაისური და გაბრიელის სველი თმა დაინახა.
-ვიწუწავეთ. _უთხრა გულედანმა და დივანზე ჩამოჯდა.
კინაღამ წავიქეცი. ისევ მისმა მკლავებმა მიხსნა,თორემ ალბათ თავით დავასკდებოდი იატაკს.
-როცა დაჯდომას გადაწყვეტ ხოლმე,გამაფრთხილე თუ შეიძლება. _დავიღრინა და მისი ხელებისგან გავითავისუფლე თავი. -მაგდა,ამხსენი ეს თოკები,მაისური უნდა გამოვიცვალო.
მაგდამ უკმაყოფილო მზერით გამათავისუფლა თოკებისგან. ბუტბუტით ავიარე საფეხურები და ოთახში შევვარდი. გულში ისე ვლანძღავდი გულედანს,მეტი რომ არ შეიძლებოდა. სველი მაისური და ბიუსჰალტერი გამოვიცვალე,თხელი კაპიუშონიანი მაისური გადავიცვი და მალევე დავბრუნდი უკან. მაგდა და სანდრო დასაძინებლად წასულიყვნენ. ელენე ტასიათან იყო ოთახში. მისაღებში მხოლოდ ბიჭები ისხდნენ.
-მეც ავალ ბიჭებო,დავიღალე. _ვუთხარი მორიდებით და ოთახსიკენ ვიბრუნე პირი.
-რამ დაგღალა ერთი,ისეც საღამომდე იწექი. _არ მომეშვა გიგა.
-საღამომდე ვიწექი,მაგრამ ოთხ მუტრუკს ვუძლებდი დილიდან,ჰოდა ლოგიკურია დავიღალე!
-წავიდეს დაიძინოს,ემოციებითაც დატვირთული დღე იყო მისთვის. _გულედანმა ურცხვად მომანათა იაგუნდისფერი თვალები და ირონიულმა ღიმილმა გადაჰკრა ტუჩებზე.
ვიგრძენი როგორ მომაწვა ბრაზი სახეში,როგორ ამიწთლდა ლოყები და ალბათ ერთი სიტყვაც,რომ ეთქვა გულედანს ჩემთვის,ავფეთქდებოდი და ეს ყველაფერი კარგად ნამდვილად არ დამთავრდებოდა. მშვიდად ავედი ოთახში და მაშინვე საწოლს მივაშურე. ტელეფონზე შეტყობინება მივიღე.
„დღეს დაგაკვირდი და საოცრად ლამაზი ხარ.
P.S მხოლოდ მაშინ,როცა არ ლაპარაკობ. იშვიათად ილაპარაკე ხოლმე,ნინე. ;) “
წარმოდგენა არ მაქვა რატომ გამეღიმა,მაგრამ ფაქტია რომ გამეღიმა.
^ ^ ^
დილით ბავშვის ტირილმა გამაღვიძა. ხმაური მალევე შეწყდა,მაგრამ ძილი ვეღარ შევიბრუნე და გადავწყვიტე ავმდგარიყავი. საათს რომ დავხედე,გამეცინა. ძილს მონატრებული,ლამის საავადმყოფოში მცხოვრები 25 წლის გოგო,რვა საათზე ვდგებოდი. ტანსაცმელი რომ ჩავიცვი,გარეთ გავიჭყიტე და ჰამაკში მჯდომიარე ელენეს რომ მოვკარი თვალი,მაშინვე მივაშურე ეზოს.
ტასია ეტლში იჯდა,ელენე წინ და უკან აქანავებდა. საშინლად დაღლილი და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა,ცრემლების კვალსაც მოვკარი თვალი.
-შეიძლება? _ვკითხე მორიდებულად.
თავი დამიქნია და გამიღიმა.
-ცუდად გეძინა?
-ცოტათი დავიღალე. _მითხრა ნაღვლიანად. _ძნელი გასაზრდელია ტასო. სულ ჭირვეულობს,მისი მოვლა ხანდახან ძალიან მიჭირს. უმიზეზოდ ტირილს ხოლმე.
-პერიოდი აქვს ალბათ ასეთი,ელენე,შენ არ ინერვიულო ხო?
-თავიდანვე ასეთი იყო. _ჩაიცინა ირონიულად. _ორსულობის დროს გადატანილი სტრესის ბრალია ალბათ. როცა ამხელა პასუხისმგებლობას ეჭიდები,უნდა იცოდე რომ გვერდით სანდო ადამიანი გყავს. გაბრიელი რომ მყავს ეს უდიდესი ბედნიერებაა,მაგრამ საყვარელი ადამიანი სულ სხვაა,ხომ გესმის? _გადმომხედა და პირველი ცრემლი ამაყად მოიწმინდა.
-მესმის. _გავუღიმე და ჩავიხუტე. _ელენე,არ არის აუცილებელი ამაზე მალაპარაკო,უბრალოდ...
-არა,მინდა დავიცალო,ყველაფრისგან დავიცალო და რაღაც შვება მაინც ვიგრძნო. ალბათ გიკვირს რატომ ვზრდით ბავშვს მარტო მე და გაბრიელი,სად არის მისი მამა და ა.შ
19 წლის ვიყავი დათო რომ გავიცანი. მაშინ სულ სხვანაირი იყო და მალევე შემაყვარა თავი. ისე მიყვარდა,ისე მიყვარდა რომ გაბრიელსაც არ მოვუსმინე. თავიდანვე მითხრა,გამაფრთხილა რაღაც არ ვენდობი და ფრთხილად იყავიო,მაგრამ ყურიც არ ვათხოვე. ოცის რომ გავხდი,დავქორწინდით. პატარა,სადა ქორწილი გვქონდა... _ელენემ მუშტიც მოიშორა ცრემლები,მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და განაგრძო. _ყველაფერი კარგად მიდიოდა. თითქმის ნახევარი წელიწადი ტკბილად ვცხოვრობდით. მეგონა ჩემი ბედნიერება ვიპოვე-მეთქი,მაგრამ იმედგაცრუება ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა,რომ აი აქ, _ხელი მფეთქავ ორგანოზე დაიდო , _აი აქ,რაღაც ჩამწყდა და დღემდე ვერ მოვსულვარ გონს. როცა სვამდა,სულ სხვა ადამიანი ხდებოდა. უმიზეზოდ ჩხუბობდა,ყველაფერს ამტვრევდა,ლეწავდა,ჩემკენაც გამოიწია,გამარტყა კიდეც,მაგრამ სიყვარულის ხათრით გადავყლაპე. გაბრიელისთვის არაფერი მითქვმს. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე გავიგე,რომ ორსულად ვიყავი. ჩემმა მდგომარეობამ თითქოს შეცვალა კიდეც ჩემი ქმარი,მაგრამ ,ხომ გაგიგია კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო... ერთხელ უაზროდ მთვრალი დაბრუნდა შინ. 3 თვის ორსული ვიყავი და ისეთი ტოქსიკოზი მქონდა,წყალსაც ვერ ვსვამდი. ვთხოვე საძინებელში ნუ დაწვები,სანამ გამოფხიზლდები ტახტზე დაიძინე-მეთქი.... _მძმედ ამოისუნთქა,მე კი ძარღვებში სისხლი გამეყინა. _გაგიჟდა,არ ვიცი რა დაემართა,მაგრამ დედას გეფიცები ეგეთი არ მინახავს. ყვიროდა,ღრიალებდა,რაც ხელში მოხვდა,აბსოლუტურად ყველაფერი დალეწა. მერე მე მომდგა და ისეთი სილა გამარტყა,ყბა კინაღამ მომეღრიცა. ტკივილისგან ჩავიკეცე,სანამ დარჩენილ ნივთებს ამტვრევდა,მესიჯის გაგზავნა მოვასწარი გაბრიელთან. გული ვერც აქ იჯერა და გაგიჟებული მომვარდა. რამდენჯერმე ჩამარტყა წიხლი მუცელში. გაბრიელმა შემოგვისწრო... სისხლდენა დამეწყო და კივილი დავიწყე,თორემ მოკლავდა ალბათ. საკაცით რომ გამიყვანეს,უკანასკნელად მაშინ ვნახე. სახე სულ სისხლიანი და დაჩეხილი ჰქონდა. სასწაულად გადარჩა ტასია სიკვდილს,გაბრიელს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ხელები. მაშინც კინაღამ მოვკვდი. ნაყოფი შემინარჩუნეს,მაგრამ ისე გამოვიფიტე,სიკვილს ჩავხედე თვალებში. როგორც კი ცოტა გონს მოვედი,გაბრიელმა უკრაინაში წაგვიყვანა. იქ გადავსახლდით,ჩემმა ძმამ ბიზნესი წამოიწყო და მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგა. უცხო ქვეყანასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა,როგორც კი ტასია დაიბადა,მაშინვე აქეთ წამოვედი. გაბრიელი წინააღმდეგი იყო,მაგრამ ვერაფერს გახდა. თვითონ იქ დარჩა,ბიზნესის ამ მდგომარეობაში მიტოვება არ ივარგებს,ცოტა მოვძლიერდები და მერე მაქეთ გადმოვალო. ბიჭები მპატრონობდნენ. გიგა,სანდრო და ლევანი რომ არა,გავგიჟდებოდი ალბათ. გაბრიელის გამოგზავნილი ფულით ცეკვის სტუდია გავხსენი, ბალერინა ვარ და ბავშვებიც მეცადინეობა დავიწყე. ნელ-ნელა გამოვკეთდი,მაგრამ ხანდახან მაინც მომაწვება ხოლმე სევდა. მაპატიე,ჩემი პრობლემები თავს მოგახვიე... _მითხრა ათრთოლებული ხმით და ცრემლი კიდევ ერთხელ მოიწმინდა. მერე ტასიას დახედა. ტკბილად ეძინა პატარას.
მე მთელი სხეულით ვცახცახებდი. იმის გაგებამ,რომ ამ პატარა გოგომ ამდენი რამ გადაიტანა,მთლიანად შემძრა. ძლივს მოვიკრიბე ძალა და ელენეს ჩავეხუტე.
-მთავარია რომ ახლა ყველაფერი დალაგდა ელენე. მოწყენის და დარდის უფლება არ გაქვს,იმიტომ რომ ტასია გყავს. კიდევ უამრავი მეგობარი და რაც მთავარია -გაბრიელი,რომელსაც ძალიან უყვარხარ. ესეც რომ არ იყოს,ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ქალი ხარ,აუცილებლად იპოვი ისეთ ადამიანს,რომელიც შენზე იზრუნებს,შენს გვერდით იდგება ყოველთვის და ნერვიულობის უფლებას წუთითაც არ მოგცემს.
გაეღიმა. ისეთი ღიმილი გადაეფინა უმწიკვლო სახეზე,თვითონ გაბრიელმა რომ იცის ხოლმე. ახლა შევნიშნე და-ძმას შორის საოცარი მსგავსება. ნაკვთები თითქმის ერთნაირი ჰქონდა,ტუჩის ფორმა,ცხვირი,თვალის ჭრილიც კი . ფერი,რა თქმა უნდა,განსხვავებული.
-დიდი მადლობა,ნინე!
-მადლობა კი არა წამოდი ახლა,ცოტა გავმხიარულდეთ! _გავუცინე და ტასიას ეტლს მოვკიდე ხელი.
-რას აპირებ? _მკითხა გაცინებულმა ელენემ.
-ბიჭები გავაღვიძოთ! _გაბრიელზე შურისძიების აზრმა გონებამ მომიწამლა.
ტასია ოთახში შევიყვანეთ, კარი გამოვკეტეთ ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა და ეზოში გავედით ბოთლების წყლით ასავსებად. კასრიდან ყველა ბოთლში ჩავასხი წყალი და ელენესთან ერთად ბიჭების ოთახში შევიპარე.
-შენ გაბრიელს მიხედე,შენზე ძალიან არ გაბრაზდება,მე კი იმ ორს მოვუვლი. _ჩამჩურჩულა ელენემ და ფრთხილად მიეპარა ლევანისა და გიგას საწოლს.
გაბრიელს თავზე დავადექი. წელს ზემოთ არაფერი ეცვა,საბანს ზემოდან აწვა და ისე უდარდელად ეძინა,წამით ჩანაფიქრის განხორციელება გადავიფიქრე,მაგრამ მერე ჩემი კოკა-კოლიანი მაისური და სერცხვენილი სახე გამახსენდა და ბოთლიდან ცოტ-ცოტა წყალი დავაპკურე მძინარე გულედანს.
შეიშმუშნა,სახეზე ხელი მოისვა და ისევ მშვიდად გააგრძელა ძილი. გამეცინა,ელენეს გავხედე,რომელმაც თვალი ჩამიკრა ბიჭებს ცივი წყალი მთლიანად თავზე დააცალა.
მეც არ ჩამოვრჩი,პირდაპირ სახესა და ყელზე დავახი ყინულივით წყალი და განზე გადგომა მოვასწარი. გაბრიელი დამფრთხალი წამოხდა.
-ააააააა.... აუ რა ცივია....... _წამოიძახა დაფეთებულმა და საწოლს გადმოაფრინდა.
ამ დღეში იყვნენ ბიჭებიც,ელენე კი გულიანად კისკისებდა.
გულედანმა გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
-რა ქენი?
-აბა კარგი იყო კოკა-კოლიანი მაისურით რომ მატარე? _ვუთხარი კმაყოფილმა და ხელები გულზე დავიკრიფე.
წამით მზერა გაუშმაგდა,ანთებული თვალები ურცხად შემომანათა და ელვის სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ.
-რას აკეთებ? _აღმომხდა შეშინებულს.
-მე შენ გაჩვენებ რასაც ვაკეთებ!
-გაბრიელ,დაანებე თავი! _ჩაერია ელენეც.
-შენ მერე მოგივლი,დამაცადე! _თითის ქნევით და ღიმილით დაემუქრა ელენესაც და ქაღალდივით ამიტაცა ხელში.
-რას აკეთებ,გაგიჟდი? _მხოლოდ კივილიღა მოვასწარი,ისე აღმოვჩნდი მის ზურგზე გადაკიდებული კარტოფილის ტომარასავით. _შენ ხომ არ გადაირიე,დამსვი ახლავე!
ყურიც არ შეიბერტყა. დიდი ნაბიჯებით მიდიოდა ეზოსკენ.
-გაბრიელ,დამსვი რომ გეუბნები! _კივილს არ ვწყვეტდი.
-გაჩუმდი,თორემ ტასიას გააღვიძებ და ელენე მოგკლავს. _მითხრა მკაცრად და ეზოში გააბოტა.
-დამსვი,გეხვეწები! _ვთხოვე უკანასკნელად.
გულედანმა პირდაპირ წყლით სავსე კასრში ჩამაყუდა. ცივმა წყალმა კიდურები მომენტალურად მომიყინა და ისე შემცივდა,ცახცახი დამეწო. დილით ისე ცივა ხოლმე,მოსაცმელის გარეშე ვერ გამოხვალ სვანეთში,ამან კიდევ ყინულივით ცივი წყლით სავსე კასრში ჩამსვა.
-შე... შე... _ენა დამება და კბილები ერთმანეთს დავაჭირე,რომ ბრაზი როგორმე მომეთოკა.
კმაყოფილი გამომეტყველებით მადევნებდა თვალს და ერთი სული ჰქონდა გადაეხარხარა.
ეტყობა ჩემს ყვირილზე სანდროს და მაგდასაც გაეღვიძათ და დაფეთებულები გამოცვივდნენ გარეთ. მათ ელენე და ბიჭებიც გამოყვნენ. ლევანმა და გიგამ სიცილი ვერ შეიკავეს და მთელი ხმით ახარხარდნენ,ელენე კი შეწუხებული გამოვარდა კასრისკენ.
-გაბრიელ,ამოიყვანე ახლავე,გაცივდება! _მიმართა მკაცრად.
-იყოს ცოტა ხანი,იქნებ დაამშვიდოს ცოტა. _უთხრა ღიმილით.
-სანდრო, ამომიყვანე აქედან! _ვიკივლე განწირულად და სველ მაისურზე ხელები დავიფარე.
სანდრომ გაცინებულ გაბრიელს ხელი მიარტყა და ძლივს ამომათრია კასრიდან.
-რა გააკეთე ასეთი აქ რომ ჩაგაყუდა? _მკითხა სამხარაძემ.
-ისეთი არაფერი სანდრო,წყალი დავასხით მძინარეებს. _ჩემს მაგივრად ელენემ უპასუხა.
-ამის ადგილას რომ ვყოფილიყავი,კასრში კი არა,მდინარეში ჩაგიძახებდით ორივეს. _სერიოზული გამომეტყველებით თქვა სანდრომ და მაგდასთან ერთად შიგნით შევიდა.
-გამოიცვალე,თორემ გაცივდები. _მითხრა ელენემ.
გამწარებულმა გავხედე გაბრიელს და ელენეს შიგნით შევყევი. სულ ჯუჯღინით შევედი ოთახში,აღმოჩნდა რომ ყველა მაისური გასარეცხი იყო. ისეც ცოტა ტანსაცმელი წამოვიღე,გუშინ კიდევ უკანასკნელი სუფთა ჩასაცმელი დამილაქავა კოკა-კოლით ბატონმა გულედანმა. დაბლა ლანძღვით ჩავედი და მაგდას ვკითხე.
-სუფთა მაისური ხომ არ გაქვს?
-დღეს ჩავიცვი უკანასკნელი,რა იყო აღარ გაქვს?
-გასარეცხია ყველა. _ვუთხარი გაბრაზებულმა. _ელენეს ვკითხავ.
ელენემ მითხრა ჩემი ყველა მაისური გუშინ ტასიას ტანსაცმელთან ერთად გავრეცხე და მეტი აღარაფერი მაქვსო. ოთახში გაბრიელი შემოვიდა.
-რა იყო,ისე მოგეწონა კასრში ჯდომა ტანსამცელს აღარ იცვლი? _მკითხა ირონიული სახით.
-არა,უბრალოდ ტანსაცმელი აღარ მაქვს. _კბილებში გამოვცერი.
-გოგობს სთხოვე მერე..
-მაგდენი მეც მოვიფიქრე,მაგრამ სამწუხაროდ არცერთს აღარ აქვთ სუფთა მაისურები. -ვუთხარი გამწარებულმა და კიბეებს ავუყევი.
-მოდი,ჩემსას მოგცემ, _მითხრა ღიმილით, _ცოტა დიდი გექნება,მაგრამ არაუშავს,სამაგიეროდ კომფორტულია.
რამდენიმე წამში იმ ლურჯი მაისურით ხელშ დაბრუნდა,პირველ დღეს რომ ეცვა სვანეთში. გული შემეკუმშა. ახლა მისი მაისური უნდა მცმოდა და ყოველ წამს იმაზე უნდა მეფიქრა,რომ მის რაღაც ნივთს ვეხებოდი. გაუბედავად გამოვართვი და ოთახშ ავედი გამოსაცვლელად.
მიუხედავად იმისა რომ გარეცხილი იყო,ყელთან მისი სუნამოს სუნი მაინც შერჩენოდა. ისეთი სურნელი ჰქონდა,კინაღამ იქვე ჩავიკეცე. მისი მაისური დიდი მქონდა და მოკლე შორტს თითქმის ფარავდა. გაბრიელის სურნელი კიდევ ერთხელ შევისუნთქე და მშვიდად დავეშვი კიბეებზე.
-საუზმე მზად არის ბავშებო,მოდით. _დაიძახა ელენემ.
ბიჭები სულ კისრის ტეხით გაიქცნენ სამზარეულოში,ოთახიდან გამოსულ გაბრიელს შევეჯახე.
-სიარულიც არ იცი ხო ყველაფერთან ერთად? _მკითხა და გაიცინა.
-გაბრიელ,ისედაც ისე ვარ გაბრაზებული შენზე, რომ ლამისაა მოგახრჩო,ჰოდა ...
-მომახრჩო? _შემაწყვეტინა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. შემეშინდა და უკან დავიხიე. ჩემს რეაქციაზე გულიანად გაეცინა. _მეც სიამოვნებით მოგახრჩობდი,ოღონდ კოცნით...
ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და ღიმილით დაიძრა სამზარეულოსკენ,თუმცა თითქოს რაღაც დაავიწყდაო,შემოტრიალდა და მითხრა:
-გიხდება ჩემი მაისური.. _თვალი ჩამიკრა და უდარდელად მიუჯდა მაგიდას. მე კი გახევებული ვიდექი მოსაცდელში და მისი სიტყვების გაანალიზებას ვცდილობდი.

^ ^ ^
მოსაღამოვდა. მე და ელენმ ტასია დავაძინეთ და მოსაცდელში ვისხედით დაქანცულები. ელენე მისი და გაბრიელის ბავშვობაზე მიამბობდა.
სანდრო და მაგდა შუადღეს სადღაც აორთქლდნენ და მის მერე აღარ გვინახავს,მერე მაგდამ დამირეკა,მითხრა რამდენიმე დღით ბათუმში გადავწყვიტეთ წასვლა,ტასიას აძინებდი და აღარ შეგაწუხე,აქედან პირდაპირ თბილისში ჩავალთ და არ ინერვიულოო. ლევანსაც მოუწია წასვლა,სამსახურიდან დაურეკეს მნიშვნელოვანი საქმეაო. მისაღებში გიგა და გაბრიელი შემოვიდნენ.
-ნინე,ვკვდები და ყავა გამიკეთე რა,გთხოვ. -მითხრა გიგამ და ისეთი თვალებით შემომხედა,უარი ვერ ვუთხარი.
სამზარელოში გავედი და რამდენიმე წუთში გაბრიელი რომ დამადგა თავს,თვალები გადავატრიალე.
-ნერვები უნდა მომიშალო? _ვუთხარი მობეზრებულად.
-არა,უნდა გიყურო. _მითხრა სერიოზული სახით.
-გაბრიელ,რა გინდა?
-გითხარი რამე მინდა თქო?
-უჟმური ხარ! _სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ჩემი პირველი შთაბეჭდილება მის მიმართ გაბრიელს გავუზიარე.
-მე ვარ,გოგო უჟმური?_მკითხა სიცილით. _გაცნობის პირველივე დღეს ტაფა ისე ჩამარტყი თავში,კინაღამ საიქიოში გამისტუმრე,ცხენზე ჯდომის დროს ისე შემაშინე,კინაღამ გადმოვვარდი და ხერხემალში გადავტყდი,მძინარეს თავზე წყალი დამასხი,ყოველდღე ნერვებს მიშლი და კიდევ მე ვარ უჟმური?
-მაინც ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან.. _ვუთხარი გაბუსულმა .
-არაფერი ნინე,რა უნდა მინდოდეს. _მითხრა ღიმილით.
ზუსტად იმ მომენტში მისილი თვალები მუქი იაგუნდისფერი იყო. ის ფერი,მე რომ საშინლად მიყვარს. დედაჩემის ნაჩუქარ ყელსაბამზე დავიხედე და გამეღიმა.
-რა იყო? _მკითხა გაკვირვებულმა.
-ულამაზესი თვალები გაქვს.. _თვითონაც არ ვიცი რა წამოვროშე.
შეცბა,მერე გაიღიმა,ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
-ჰოო? _ღიმილით მკითხა.
-ჰო.
-მაშინ მითხარი რა ფერის თვალები მაქვს.
-იაგუნდისფერი. _ვუთხარი ამაყად და ყელსაბამზე დავიხედე. სწორედ იმ მომენტში შევნიშნე რომ ჩემი ყელსაბამი და გაბრიელის თვალები ერთი ფერის იყო.
გაუკვირდა,ალბათ არ ელოდა ასეთ უცნაურ ფერს თუ დავუსახელებდუ.
-იაგუნდისფერი?
-ხო,ზუსტად იაგუნდისფერი თვალები გაქვს.
-ზოგი მეუბნება ცისფერთვალება ხარო,ზოგი -მწანე თვალები გაქვსო, ნაცრისფერიც კი უთქვამთ,მაგრამ იაგუნდისფერი არასდროს... _მითხრა ამღვრეული ხმით.
-დავიფიცებ რომ ზუსტად მაგ ფერის თვალები გაქვს. .. _ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი და ვცადე უკან დამეხია. გაბრიელის სიახლოვეს სუნთქვა მეკვროდა.
მაჯაში მომკიდა ხელი,მის სხეულს ამაკრა და ტუჩებზე დამეწაფა.
ქურდი იაგუნდისფერი თვალებით . . . .
ქურდმა არამარტო ჩემი პირველი კოცნა,არამედ ჩემი გულიც მოიპარა. :))
___________________________
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,მაგრამ რა ვქნა ბავშვებო,ცოტათი რთული რეჟიმი მაქვს.
ესეც მეექვსე თავი. ცოტა ემოციური გამომივიდა და იმედია მოგეწონებათ.
შეცდომებისთვის მაპატიეთ რაა,არ გადამიხედავს.



№1  offline წევრი natia-natia

ძაან კარგი იყოო

 


№2 სტუმარი A

Dzalian magari iyo dzalian momewona. Gagrdzeleba male dade ra gtxov mteli gulit. Mudam moutmenlad velodebi am istorias da gemudarebi iqneb moaxerxo da ase agar daagviano ra..... Cotati mainc shemicode ra.....

 


ყველაფერი მომწონს, ყველაფერი!

 


№4  offline მოდერი bibo

Kargze kargi ari tkbilo vgijdebi shokolado me shenze didze didizde didze didize didi tavi dade ra chito.au ra biskviwia es gabrieli ra

 


№5  offline წევრი Gone With Dreams

ტომა
ტკბილი და გემრიელი თავი იყო ღირდა ლოდინად:)

ყველაზე მეტად ის მახარებს ასე რომ ელოდები მოთხრობის დადებას და დიდი მადლობა შენ ამისთვის !

A
Dzalian magari iyo dzalian momewona. Gagrdzeleba male dade ra gtxov mteli gulit. Mudam moutmenlad velodebi am istorias da gemudarebi iqneb moaxerxo da ase agar daagviano ra..... Cotati mainc shemicode ra.....

ყველანაირად ვეცდები ჩემო კარგო,ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ.
--------------------
...

 


№6  offline წევრი Pepper

rogor momwons es istoria <3 usayvarlesebi arian ninec da gabrielic <3 dzalian dzalian momwons orive <3 shen kide zalian kargad wer <3 imedia axal tavs male dadeb <3

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

Pepper
rogor momwons es istoria <3 usayvarlesebi arian ninec da gabrielic <3 dzalian dzalian momwons orive <3 shen kide zalian kargad wer <3 imedia axal tavs male dadeb <3

დიდი მადლობა,ვეცდები დღეს დავდო :*
--------------------
...

 


№8  offline წევრი ანო

შენ ხარ თვით სრულყოფილება!!

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

ანო
შენ ხარ თვით სრულყოფილება!!

ვაიმეეე,ძალიან დიდი მადლობააა ^____^ როგორ მახარებთ, არ იცით :*****
--------------------
...

 


№10 სტუმარი nino

ძალიან მაგარი იყო საღო :* :* .. ყველა ნაწილი წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3 <3 .. იმედია ეს ბოლო ნაწილი არ იქნება <3 :\ .. კიდევ ველი ამის სხვა ნაწილებს <3 <3

Gone With Dreams
ანო
შენ ხარ თვით სრულყოფილება!!

ვაიმეეე,ძალიან დიდი მადლობააა ^____^ როგორ მახარებთ, არ იცით :*****

მართალია შენ ხარ თვით სრულყოფილება :* :* :*

 


№11  offline წევრი natia_888

დამბურძგლა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent