შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (7)


27-01-2016, 17:42
ავტორი Masho_97
ნანახია 3 467

მანქანაში ვიჯექი,სახლში ისე მივედით დედას ხმა არ ამოუღია. სახლში შესვლისთანავე მამამ ოთახში შედი და დაიძინე,მე და დედაშენს სალაპარაკო გვაქვსო. ნიკას მივწერე რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩემზე არ ენერვიულა,სინამდვილეში კი ყველაზე მეტად ახლა მე ვნერვიულობდი ნიკაზე,რა გავლენას მოახდენდა დედას ნათქვამი მასზე,მეშინოდა რომ დავკარგავდი.. ნიკას შეტყობინებაზე არ უპასუხია,მალევე დამეძინა. დილით ძლივს ავდექი. ნიკას შეტყობინება დამხვდა, სასწრაფოფ უნდა გნახოო, გული ამიჩქარდა,შემეშინდა. სასწრაფოდ ჩავიცვი და ნიკასთან გავედი. კარი გააღო თუ არა სწრაფად ჩამეხუტა.შიგნით შევედით.
-ყავას ხომ დალევ?
- კი. არ მისაუზმია,გიჟივით გამოვვარდი.მითხარი რა ხდება.
- მისმინე..-თქვა და წინ დამიჯდა.-დიდხანს ვიფიქრე ამაზე.. მერე ვიფიქრე რომ ვერ დაგტოვებდი..ახლა კი
- დამტოვებდი?მტოვეებ????
- არა,ნია,მისმინე!
- გისმენ
- 1თვის წინ მამას ახლობელმა შემომთავაზა გერმანიაში წასვლა,მშენებლობებზე ჭირდებათ მუშა ხელი,ბევრს იხდიან, თან შევძლებ სამშენებლო კურსები გავიარო ბერლინის უნივრსიტეტში..
- რამდენი ხნით? - ვიკითხე და თვალებში შევხედე,თვალი ვერ გამისწორა.
- 1 წლით,ან ცოტა მეტიც..
- ცოტა მეტიც???..
- ნია, მისმინე, ხომ ხედავ დედაშენმა რა ამბები ატეხა... და არ ვამტყუნებ,მართალია..მე არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია შენთვის.. არაფერი არ მაქვს..
- გაჩუმდი,ნიკა! - ვუთხარი და გვერდით მივუცუცქდი.- მე შენ ასეთი მიყვარხარ და არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს,გესმის? მიყვარხარ და არ მინდა რომ წახვიდე.. როგორ უნდა გავძლო? მთელი ერთი წელი!
-ნია..გადაწყვეტილია..მივდივარ! და გთხოვ რომ გამიგო..
- მესმის.. -ვუთხარი და ჩავეხუტე..თვალები ამიცრემლიანდა.
- მადლობა.. -მითხრა და შუბლზე მაკოცა - ყავა დავლიოთ.
-როდის მიდიხარ?
- ერთ-ორ კვირაში.. საბუთების მოგვარებას დავიწყებ.. - თქვა და ყავა დაასხა. - მისმინე, აქ მარტოს არ გტოვებ,ხომ იცი.. ალექსი სულ გვერდით გეყოლება, დანარჩენებიც.. ლაშაც დიდ პატივს გცემს და ვიცი რომ დასავით გაგიფრთხილდება..
-ვიცი,ნიკა,არ მეშინია.. უბრალოდ.. წარმოდგენაც არ მინდა როგორ მომენატრები..
- შენ მე მკითხე..რომ ჩამოვალ უკვე შევძლებ ნორმალური სამსახური ვნახო და შენც გვერდით მყავდე..
მთელი დღე მასთან ერთად გავატარე.საღამოს ლაშა და ალექსიც ამოვიდნენ.
-ვსიიო,დღეიდან შენი ძიძა ვარ და ყველაფერს დამიჯერებ! -იბრიქებოდა ლაშა. მთელი კვირა დავყვებოდი ნიკას საბუთების საქმეზე.კვირის ბოლოს ყველამ ერთად დიდი გაცილება მოვუწყვეთ.
-არ მჯერა.. -ვლუღლუღებდი მის მკერდს მიყრდნობილი.
-მალე გავა ეს წელი..პატარა..მალე..და მერე ყველაფერი კარგად იქნება.. გესმის?! სულ მალე შენთან ვიქნები..
-თბილისი-ბერლინი..ჩასხდომა იწყებაო ძმაო - მხარზე ხელი დაარტყა ნიკას ალექსმა. მე კი ნიკას ვერ ვშორდებოდი.
- ნია, დამაგვიანდება..
- კარგი.. - ცრემლები ვეღარ შევიკავე.. ალექსმა ძლივს მომაშორა ნიკას და ჩამეხუტა.
-შე მტირალა.. -დამცინოდა ალექსი. ვერ ვიგებდი როგორ უნდა მეცხოვრა ნიკას გარეშე,მაგრამ ასე ჯობდა.. ნიკას მომავალი უნდა ჰქონოდა.სახლში დავბრუნდით.
-სად იყავი? -შემომეგება დედა.
-ნიკა გავაცილე..
-სად? მაინც არ ეშვები ხო მაგ ბიჭს?-ტონს აუწია დედამ.
-გერმანიაში.. კმაყოფილი ხარ? დიდი წვლილი მიგიძღვის მის წასვლაში.
-გერმანიაში რა უნდა?
-საგულაოდ წავიდა დედა,საგულაოდ! - ცრემლები წამომცვივდა,დედა ჩამეხუტა.
-მე უბრალოდ შენზე ვზრუნავ - თქვა დედამ და თავზე მაკოცა.
-დედა,არ მესმის შენი.. მიყვარს.. გესმის?და ეს ერთი წელი ჩემთვის იქნება საშინელება..კოშმარი..
-მაგ ბიჭმა უკვე დაამტკიცა რომ შენთვის ბრძოლას აპირებს.. ხოდა აცადე იბრძოლოს.
ხმა აღარ ამომიღია. ერთი წელი..მთელი ერთი წელი გავიდა ჩემი ბიჭის გარეშე. ყოველი საღამო მასთან სკაიპში ლაპარაკით იწყებოდა, ვუყვებოდი ამბებს..როგორ ჩხუბობდნენ მთელი ეს წელი ლაშა და ლიზი სისულელეებზე,როგორ მიფრთხილდებოდა ყველა,ალექსი და მაკო არსად არ დადიოდნენ უჩემოდ და უკვე მეროდებოდა კიდეც. ლუკა რამდენჯერმე შემხვდა,ქუჩაში შემთხვევით,მაგრამ მხოლოდ მომესალმა,არაფერი განსაკუთრებული,ალბათ მიხვდა რომ ამ უაზრო ჩხუბებს აზრი არ ჰქონდა. ჩემი ძმა მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა.. ნიკა თავისზე მიყვებოდა, მიყვებოდა როგორ აგიჟებდა სასწავლებელში ხალხს, გერმანული სწრაფად აითვისა, აქედან წასულმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა. ზუსტად 12 თვე გავიდა..
-აღარ შემიძლია უკვე.. ყველგან მელანდრბი.. აი ასე,ქუჩაში მოვდივარ და მეჩვენება რომ ყველგან შენ ხარ.. ყველაში შენს თავს ვხედავ.. ნუ მიყყრებ ასეთი სახით.. მალე ჩამოდი რა..
- ეს რამდენიმე კვირა გამოცდები მაქვს პატარა, გამოცდებს ჩავაბარებ,სერტიფიკატს ავიღებ და წამოვალ... მეც ვეღარ ვითმენ,ერთი სული მაქვს როდის ჩაგიხუტებ..
-ალექსი გელაპარაკა?
-კი ტო,მაკოს ხელი უნდა ვთხოვოო, შენ გელოდები მეჯვარე გვერდით უნდა მყავდეს მაგის უჟმურ მამასთან რომ ავალო..
-ძალიან მიხარია.. უსაყვარლესები არიან.
დიდხანს ვილაპარაკეთ.მეორე დღისით მაკო უნდა მენახა,კაბის საყიდლად გავყოლოდი. დათქმულ დროს გამომიარა, ბევრი ვიარეთ..
-ვაიმე,მაკო,ამასაც თუ არ იყიდი, ალექსს შენს თავს მოვაკვლევინებ!
-ამას რაღაცნაირი შესაკვრელი აქვს..
-მშვენიერი შესაკვრელი აქვს და ძალიან გიხდება...
-კარგი,ამას ვიყიდი,ნუ მიყურებ მკვლელის სახით..
ლიზიმ დარეკა.
- ხო ლიზ.. რა ხმა გაქვს.. ლიზი ნორმალურად ამიხსენი რა ხდება.. რაა?? -ფეხები მომეკეცა,ვეღარაფერს ვგრძნობდი,გონება დავკარგე.

(ბავშვებო ბოდიშით რომ პატარა თავია,ტელეფონით მეტის დაწერა ვერ მოვახერხე,გპირდებით ხვალ დიდ თავს დავდებ ❤ )



№1  offline წევრი Firefly

ჩემს ნიკუშას არაფერი დაემართოს თორემ გავგიჟდებიიიი!
გელოდები მოუთმენლად...
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი tvinischia

აუუუუ მალე დადეე რა და დიდი დიდი დიდი თავი სად გაწყვიტეეე რაა ეხლა ხვალამდე რა მოითმენს:დ ❤

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

რა დროს დაასრულე? რა წესია ეს გავგიჟდები ახლა wink ნიკოლოზი ზაღ სალამათი დაბრუნდეს თორემ ჭკუიდან გადავალ

 


№4 სტუმარი mariami

shemdegs rodis dadeb ?

 


№5  offline წევრი Masho_97

შემდეგ ნაწილს დავდებ ხვალ საღამოს. ვეცდები ძააააალიან დიდი თავი დავდო. ❤❤

 


№6  offline წევრი gvanciii kereselidze

Male dade ra... es kargi iyoo
--------------------
G.ke

 


№7  offline წევრი გიჟი გოგონა :)

ვაიმე.. წინა თავს ვკითხულობდი თან ვფიქრობდი როდის დადებს ეს გოგოცმეთქი... რომ ჩავიკითხე შევამოწმე და შენც დამხვდი.. ძალიან გამახარე wink love გელოდები ახალი თავით ახალი მოვლენებით winked ნიკას არაფერი დაუშავო რა wassat no recourse fellow

 


№8  offline მოდერი bibo

Ai vgijdebi me shenze pawawkuntela:*nikaze vapren saswaulia bichi ki ara ragac idealia mamakacis siyvarulis gamo aketebs yvelapers vgijdebi me maszeee aseti kai da biskviwi roa cxovreba bichiii.didi siyvarulid gadmovagdebdi am motxrobidan da davigulebdi chemtvis didi simovnebit chem bichad vaqcevdiii ux magijdebs es bichi me :* xo shenze kide ra vtqva chemi cqnapa chemi sixaruli siyvaruli saocreba xar:* tkbilo shokolado vgijdebi shenze ebiskviwebi metortebi meshokoladebi mencxvrebi memarwyvebi merafaelobi mealuchwbi patarav .au ragac mal male gagyavs dor da ar minda es me mgonia male morchebi da ar minda me egre minda kargaxani vkitxulobde minda meore nawi Wakitxva ar mbezrdeba es istoria da ra vqna ragac saswauli xar shen da uceb ar damtavro raaa minda vikitxokarga xani uxxx chemi gogo xar shen :* da es bolo ra intriga iyo chem biskviw ar mouvides araperi tore migachaqucheb cxovreba :* <3 didze didze didize didze didize didi tavi dade ra.ai ise miyvars es istoria dgeshi erti 5jer vaswreb tavidan wakitxvas ise shemayvare ro ravi raaaa ai vgijdebi es ro morches ra momiva albat asatianshi kargi xedit ert otaxs vipovi da ega ra :D vgijdebiii shenze

 


№9  offline წევრი Masho_97

Vaime ra tbilebi xart da rogor matbobt ❤❤ bevrjer vifikre tavi damenebebina da ase,ubralod shemewkvita wera,magram tqveni komentarebis shemdeg amas ver gavbedab.. Visac gainterresebt vin var da rogori var,damamatet facebookze.. Mariam Makasarashvili ❤

 


№10  offline მოდერი bibo

Xo ici ro miatovo da bolomde ar miyve ver gadamirchebi chemi xwlit migachaqucheb saqalbatonev :* ai eg undaetqva fbze dagimato axlos myavdetqo.ro gitxra fizikuroba mainteresbstqo ara magito midoda damatebatqo ara chemtvis kargi xar tbili sauketeso da ase vgijdebi shenzee chemi cicqna gogooo :*

 


№11  offline წევრი kaxelii

ვაიმე მე თქვენ გულის შეტევას დამმართებთ დილას თუკამ დამგრუზა შუადღისით მარიამმა მერე ტელეფონმა და ეხლა შენ ვაიმე დედააა. მალე დადე რააა სად გაწყვიტე უუუუფ ეხლა რა მოითმენს ხვალამდე

 


№12 სტუმარი EmiIy

Mikvarxar!❤mixaria rom chemi azri gaitvaliswine nu albat waikitxe komentari da nika saswavleblad gaushvi❤vgijdebi am wkvilze ubralod mafanatebs da mikvars nika mxolod imitom rom ar danebda, da uketesia momavals iqmmis.

 


№13  offline წევრი theo

ძალიან მაგარიი ხაარ

 


№14  offline წევრი мариамо

ძალიან მაგარიიაა ^^ ნიკა ასეთი საერთოდ არ მეგონა, ჩვეულებრივი ავარდნილი იდიოტი მეგონა მაგრამ შევცდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent