შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადვოკატი მე! 8


27-01-2016, 19:13
ავტორი teddy))
ნანახია 3 121

სამსახურიდან გვიან გამოედი და იმაზე ვფიქრობდი, დათა არველაძე მე, როგორ მასულელებდა?! არა, არა, ეს არ მოხდება! მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე, მაგრამ ამაოდ! არ დაიძრა ჩემი მაქანა. მაინც და მაინც ახლა?! როდესაც გვიანობამდე ვარ სამსახურში და სახლში წასვლასაც არ ვფიქრობ, მაშინ რატომ ფუჭდება?! მანქანიდან გადმოვედი და აქეთ-იქით დავიწყე ყურება. დათა არველაძის მანქანას ვხედავ. აქ რა უნდა?!
-აქ რა გინდა?-ვკითხე უკმაყოფილომ.
-აუ, ისევ მობილური დამრჩა.-თქვა და ჩემსკენ წამოვიდა.
-შენ სულ მობილური, როგორ უნდა გრჩებოდეს?!-მანქანაში ჩავჯექი, იქნებ დაიძრას თქო, მაგრამ რათ გინდა!
-მანქანა გაგიფუჭდა?-იკითხა მან.
-ხო!-ვთქვი და საათს დავხედე.
-ხოდა, ახლა მე წაგიყვან, ადრე, ხომ შენ წამიყვანე!-გაიხსენა ამბავი.
-ძლივს კარგად მოიქეცი! -შევაქე და მანქანის კარი გამოვაღე და წინ დავჯექი. ხანდახან ცოტაოდენი თავხედობა, ხომ მეც უნდა გამოვიჩინო?! დათაც ჩაჯდა და მანქანა დაძრა.
-ცოტა ფრთხილად!-ვუთხარი, როდესაც სიჩქარეს უმატა. ძალიან მეშინია სიჩქარის. ან ამას, როგორ ჩავუჯექი?! ადრეც შემინიშნავს, მანქანას, როგორ გიჟივვით მართავს.
-ძალიან გთხოვ, ცოტა ფრთხილად!-რამის პანიკაში ჩავარდნილიყავი, მაგრამ თავს ვინარჩუნებდი.
-რა იყო, თვით მაკატერინეს რამის ეშინია?!-მსახიობურად შეიცხადა მან.
-ყველა ადამიანს რაღაცის ეშინია!-ავღნიშნე მე.
-მეგონა, გამონაკლისი იყავი!-ირონიულად მომიგო, დათამ.
-გააჩერე მაქანა!-ვუბრძანე მე.-გაჩერე თქო!-რომ არ დაემორჩილა, ჩემს სურვილს, კიდევ ერთხელ გავუმეორე.
გააჩერა და მანქანიდან გადმოვედი. დათაც, მომყვებოდა, მაგრამ უკან არ მიმიხედია.
-სად მიდიხარ?-იკითხა მან.
-რა შენი საქმეა?!-ვუთხარი მე.
-აქ ტაქსები არ ჩამოივლიან და არც სხვა ტრანსპორტი, გვიანია უკვე!-თქვა მან.
რაო?! აქ ტაქსები არ ჩამოივლიანო?! არადა, მე მაგათი იმედი მქონდა!
-მერე, შენ რა განაღვლებს?-ვიკითხე მე. დათას პასუხი არ გაუცია. მივდიოდი და მისკენ არც ვიხედებოდი. შორიდან მომავალი შუქი, ლამაზად ანათებდა და თბილისის ღამის ხმაური სწვდებოდა ჩვენს ყურთასმენას.
ციოდა და მაკანკალებდა. მანტო, ქამრით უფრო მჭიდროდ შევიკარი და ახლარა გამახსენდა ტაქსის გამოძახება. მობილური ჩანთიდან ამოვიღე, მაგრამ არ ჩაირთო. დათა არველაძე, ისევ უკან მომყვებოდა და უსტვენდა.
-დიდხანს უნდა ვიაროთ ასე?-იკითხა მან.
-რა იყო დაიღალე?-კითხვა, ირონიით დავუსვი.
-როგორც, გატყობ შენ გცივა!-აღნიშნა მან. კი არ მცივა ვიყინები!
-შენ თუ გცივა, თქვი მე თავი დამანებე!-ვუთხარი მე. თუმცა უნდა ვაღიარო, რატომღაც მსიამოვნებდა, მისი ყურადღება.
მხრებზე თბილი მატერიის შეხება ვიგრძენი. დათამ ქურთუკი გაიხადა და ზურგზე მომაფარა. მეც წინააღმდეგობა არ გავუწიე.
-დათა, ოჯახის სიყვარული გიგრძვნია?-უეცრტად შევტრიალდი და ვკითხე მას. პირველად დავიწყე ამ თემაზე საუბარი, თანაც ჩემს კლიენტთან. მაგრამ, მე ამს ჩემს კლიენტს ვეღარ ვუწოდებდი. ის უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე კლიენტი. დაიბნა, არ ელოდა, ჩმგან ასეთ შეკითხვას.
-ოჯახს ჩვენ არ ვირჩევთ, მაკატერინე.-მითხრა, რომელიც მსმენია და ასეცაა ჩვენ არ ვირჩევთ, ჩვენს ნათესავებს.
-იცი, არასდროს მიგრძვნია, ჩემი ოჯახის სიყვარული. არადროს უთქვამთ, ჩემთვის თბილი სიტყვები, არასდროს!-ცრემლები წამომივიდა. დათა მომიახლოვდა მიმიხუტა და თმებზე ათამაშებდა თითებს.
---------------------------------------------------------
ვიცი, პატარა თავებს ვდებ, მაგრამ ვცდილობ დიდი თავები დავდო. მგონია, რომ კარგი თავი გამომივიდა და ამ თავით კმაყოფილი ვარ. რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, არვიცი! მართალია ტქვნ უნდა შემაფასოდ, მაგრამ მაინც რაღაცას იწვევს ეს თავი ჩემში! გმადლობთ ყველას!



№1  offline მოდერი bibo

Vaime vgijdebi me amatze chem bichze xo vapren ra chemi bichia ra es bichi mesiyvaruleba ra ux .shen kide kargze kargi xar tkbilo tbilo

 


№2  offline წევრი kaxelii

ძლიან კარგია მაგრამ თავები გაზარდე რააა გთხოვ

 


№3  offline მოდერი sopiko

მშვენიერია! ნაწერი გაგიუმჯობესებია, მაგრამ "ძლივს" არა, "ძვლივს". დასასრულს გული მომეწურა... ოჯახის სითბო და სიყვარული ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია. არა უშავს, ჩემი დათუჩა აუნაზღაურებს სიყვარულსაც და მოფერებასაც ♥

 


№4  offline წევრი teddy))

bibo
Vaime vgijdebi me amatze chem bichze xo vapren ra chemi bichia ra es bichi mesiyvaruleba ra ux .shen kide kargze kargi xar tkbilo tbilo

nino k.d.
ძლიან კარგია მაგრამ თავები გაზარდე რააა გთხოვ

sopiko
მშვენიერია! ნაწერი გაგიუმჯობესებია, მაგრამ "ძლივს" არა, "ძვლივს". დასასრულს გული მომეწურა... ოჯახის სითბო და სიყვარული ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია. არა უშავს, ჩემი დათუჩა აუნაზღაურებს სიყვარულსაც და მოფერებასაც ♥

გმადლოთ, გმადლობთ! ძალიან მახარებთ! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent