შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება(ნაწილი1)


28-01-2016, 15:53
ავტორი nutsa214
ნანახია 1 780

-აუუ მე რო არ წამოვიდე არა?-დავიწუწუნე მე.
-რაა სად არ უნდა წამოხვიდე სანდროც იქ იქნება!-ლამის ტელეფონიდან გადმოძვრა ნინიკო.
-აუუ აღარ მიყვარს ეგ სანდრო რაა-პირველად ვთქვი ეს ფრაზა.
-ვა ვა პროგრესია-ჩაიცინა ქეთამ. რათქმაუნდა ნინიკოსთან ერთად იყო და მობილური ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული.
-კაი მაშინ ლუკა იქნება-კეკლუცურად თქვა ნინიკომ.
-აუუუ რას ტენი მაგ ლუკას არ მომწონსო ჰო თქვა-შეეკამათა ქეთა
-სამაგიეროდ იმას მოსწონს.
-ჰო კაი კაი მიდი ანკა ესლა ჩაიცვი მეც მაგრა მეზარებოდა წამოსვლა მაგრამ ნინიკოს ამბავი ჰო იცი თუ დაიჩემა რას გადაათქმევინებ.
-ოო კაი ჰოო ჩავიცმევ მალე მოდით.- მობეზრებით ვუთხარი და მობილური გავთიშე.
რადგანაც სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის თავს აღვნიშნავდით და იქ მხოლოდ ჩემი კლასელები და პარალელურ კლასელები იქნებოდნენ ძაან გამოპრანჭვა არც მიფიქრია.
-შენ ცუდად ხო არ ხაარ?- წამოიყვირა ნინიკომ როგორც კი კარი გავუღე და მაღალწელიან ჯინსებში და თხელ ნაცრისფერ ნაქსოვში გამოწყობილი დავხვდი.
-აუ ეხლა არ დაიწყოო რა-ხელი ავიქნიე მე.
- ჰო რა გინდა მშვენივრად აცვია, ოღონდ ბოლოები ცოტა აიკეცე იმიტომ რომ ოდნავ განივრად გაქვს, სვიტერი ჩაიტანიე და მაღალქუსლიანები ჩაიცვი-მინიშნებები მომცა ქეთამ.
-ჰო მეც მაგას ვაპირებ-თვალები გადავატრიალე.
-ეგრე კიდევ არაუშავს-ჩაიბუტბუტა მთლიან ტანზე მომდგარ მუხლამდე კაბაში გამოწყობილმა ნინიკომ.
რესტორანში რომ შევედით პირდელმა ნინი ასათიანმა დაგვინახა ჩვენი პარალელური კლასელი და ყოველთვის ჩვენი მეგობარი იყო.
-გოგოებო როგორ ხააართ?-გადაგვკოცნა სამივე. ახლომახლოს ბევრ სასურველ და არასასურველ ადამიანს მოვკარი თვალი.
-აუ უნდა დავლიო-ჩაიბუტბუტა ნინიკომ
-რაა არა სახლში შენ უნდა მიგვიყვანო.-თვალები დაუბრიალა ქეთამ
-არა მე უნდა დავლიო-მტკიცედ განაცხადა ნინიკომ-შენ არ დალიო და შენ წაგვიყვანე.
-მე უკვე დავლიე-უკმაყოფილოდ თქვა ქეთამ
-მეც-ამოვილუღლუღე.-არაუშავს ტაქსით წავალთ.
-ანკა შენ ბევრი აღარ დალიო ხო იცი რა ცუდი სიმთვრალე გაქვს- სიცილით მითხრა ნინიკომ
-აუ... ეს ვის რას ეუბნება-ხელი აიქნია ქეთამ- ორ ჭიქას დალევს და ეგრევე გაითიშება.
-ჰო ქეთუშ ერთი შენ გვყავხარ მაგარი-გაგვეცინა მე და ნინიკოს.
რომ ვთქვა კარგად გავერთეთქო მოგატყუებთ არც ისე მაგარი სიტოაცია იყო და ცოტა არ იყოს მოვიწყინე კიდევ კარგი დავლიე მაინც თორემ ალბათ ჩამეძინებოდა. არადა ჩვენი კლასი სკოლაში ყველაზე გიჟI კლასი ვიყავით ახლა კი ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს 60 წლის ხალხის შეკრებაზე ვიყო.
-აუ გოგოებო წავიდეთ არ გინდათ?-გვერძე ამოგვიდგა ნინი.
-კი მინდა მარა სად?-ამოიწუწუნა ნინიკომ
-ჩემმა ძმამ დამირეკა კლუბში მიდის თავისი ორი ძმაკაცით და მეც მითხრა წამოდიო და ვინმეც წამოიყოლეო-თვალი გადაავლო ნინიმ გარშემომყოფებს-სხვებს ნამდვილად ვერ წავიყვან-ჩაეცინა.
-შენი ძმა?-ცინიკურად ვიკითხე
-ოოოოო-გოგოებს სიცილი აუვარდათ
-ოღონდ იკა არა და სხვა ვინც გინდა.-თვალები გავაფართოვე მე
-ხუმრობს კაცო-თქვა ქეთან და ხელმკლავი გამომდო. მეორე მხრიდან ნინიკომ ჩამავლო ხელი და თითქმის ძალით გამიყვანეს გარეთ.გარეთ რომ გამოვედი და ზამთრის სუსხი მეცა რატომღაც უმაგრეს ხასიათზე დავდექი თან უკვე კარგად ნასვამი ვიყავი და ლამის ცეკვა დავიწყე.
ნინი კა ქეთა რაღაცეებს ჭორაობდნენდა სიცილით კვდებოდნენ.
-რაგაცინებთ ეეე-ჩამოვეკიდე ქეთას.
-შენ და იკა გაგიხსენეთ.
-ირაკლიიი?ეგ ხეპრეეე-დაკრეჭილმა სიტყვები გავწელე გოგოებს სიცილი აუვარდათ.
-აუ გოგოებო-გაჩერდა და დოინჯი შემოირტყა ნინიკომ.-მგონი უკვე მთვრალები ვართ.-თქვა და სიცილი აუტყდა მერე ჩვენც ავყევით. აშკარად მტვრალები ვიყავით. მე ძლივს მივიფეფხვებოდი მაღლებზე რომ ჩვენს წინ მანქანა გაჩერდა. ჩემს მხარეს ირაკლი იჟდა წინ. ფანჯარა ჩამოუწია
-ვა ანკა-ირონიული ღიმილი მომაპყრო. მე თვალები მოვჭუტე და ბოროტულად დავუწყე ყურება. ისიც თვალებში მომაშტერდა და მალევე სიცილი აგვიტყდა.
-მესამე სად გყავთ?-იკითხა ნინიმ.
-მოვა ეგეც დასხედით.
გოგოები უკან ჩავსხედით და მანქანა რომ დაიძრა ნინიკოს დაეწყო... დაეწყო გულისრევის შეგრძნება რაც უკანა სავარძელზე ჯდომისას ემართება ხოლმე სამჯერ გაგვაჩერებინა თავისი კივილით ცუდადვარო. რათქმაუნდა გული არ არევია ეს არასდროს მოსდის უბრალოდ შეგრძნება აქვს.
ირაკლი ნინის ძმა ჩვენზე ორიწლით დიდია. მედა მას სულ დაჭმა გვქონდა ერთმანეთში, სულ ვკამათობდით და შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით ოღონც ერთმანეთის მიმართ არც ისე ბოროტულად ვიყავით განწყობილები. ის სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭი იყო ხოლმე და ჩემთან კამათის უფლებას საკუთარი თავის გარდა არავიის არ აძლევდა
-შემეშვი რა.-ხელი ვკარი ერთხელ
-რა იყო სანდროსთან მიქრიხარ?-ცინიკურად მითხრა და ცხალი წარბი ამიწია. მე ხმა არ გავეცი ეგრევე ზურგი ვაქციე.
-მოიცა სანდროს სახლი იქით არის- წინ გადამიდგა
-შემეშვები?!
-აუ რა კრეტინია- ირონიული სახით ამოილაპარაკა.
-ჩემზე ამბობ?-თვალები გავაფართოვე
-არა სანდროზე. ჰო იცი რო კიდიხარ?-მკითხა და სიგარეტს მოუკიდა.გავბრაზდი.
-და შენ რა? გაიქეცი შენი მარშო გიხმობს- თვალებით მივანიშნე მარიამიზე რომელიც თვალებით მჭამდა.
-რა იყო ჰომ არ ეჭვიანობ?-ნიკაპზე ნაზად მომადო მუშტი და თვალი ჩამიკრა.
-შენზე? ღმერთმა დამიფაროს.
-არა აშკარად ეჭვიანობ- არ მეშვებოდა ირაკლი/
-აუუ რა წარმოდგენები გაქვს შენ თავზე მეცინება-ჩამეცინა მე.
-ჰო აბა- ქვედა ტუჩი კბილებში მოაქცია და გაიღიმა.
"თავმომწონე იდიოტი" შევარქვი მაშინ და დღემდე ასე ვეძახი.
კლბში გვერძე მომიჯდა.
-აბა რას შვრება ჩვენი არქიტექტორი-ირონიით აღსავსე მზერა მომაპყრო. მე ნახევარწამიანი ცინიკური ღიმილით დავაჯილდოვე და ავდექი.
-ცეკვა მინდა.
-ვაუ.-გაკვირვებით წარმოთქვა ირაკლიმ.
-შენ არც მიგულისხმიხარ- ცალი წარბი ავწიე და გიორგისკენ გავიხედე ირაკლის ძმაკაცისკენ რომელიც ძაან სიმპატიური იყო ოღონდ მთლად ირაკლივით ვერა. ისიც ადგა ირაკლის გაღიმებულმა შეხედა და ცეკვა დავიწყეთ. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი ცეკვაში ისე გავერტე რომ გიორგი სულ გადამავიწყდა.
-კლასელები იყავით?-გამომაფხიზლა გიორგის ხმამ
-აა...ვინ?
-შენ და იკა.
-აა არა ჩემზე ორი წლით დიდია მაგის დის პარალელურ კლასელი ვარ .
თავი უფრო მაგრა ვიგრძენი დალევა მომინდა გოგოებს მივუჯექი რომლებიც სვავდნენ.მერე ბიჭებიც მოვიდნენ მესამიანად უკვე მაგარი მთვრალი ვიყავი... მერე მახსოვს როგორ ვიცინოდით და როგორ მეფიცებოდა ირაკლი სიყვარულს ... მერე გათიშული ნინა მანქანაში ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა და ჩვენი სიმღერა... მერე ბოდიალი ქუჩაში... დაა მერე აღარაფერი.

დილით გაბრუებულს გამეღვიძა თვალებს ვერც ვახელ. ხელი მარჯვენა მხარეს გადავყავი სადაც წესით ჩემი უჯრიანი მაგიდა დგას და ტელეფონი როგორც ყოველთვის მანდ დევს. ხელი გადავწიე მაგრამ მაგიდის ნაცვლად საბანი დამხვდა. ალბათ საწოლის მეორე მხარეს ვწევარ. თვალები ძლივს ძლივობით გავახილე და ოთახს თვალი მოვავლე. ჩემი ოთახი არაა... არც ნინიკოსი.... არც ქეთასი... უკვე ავღელვდი. გვერძე გავიხედე და ბალიშში ნახევრად სახე ჩარგული ირაკლი რომ დავინახე გიჟივით წამოვვარდი. თავბრუ დამეხვა და კედელს მივეყრდენი.
რა ჯანდაბაა? ტანზე დავიხედე ზემოდან ბიუსჰალტერის ამარა ვიყავი მაგრამ საბედნიეროდ ქვემოდან ჯინსი მეცვა და ოდნავ დავმშვიდდი. ფანჯრიდან კაშკაშა შუქი შიგ თვალებში მანათებდა და თვალებს მიბრმავებდა. მისკენ წავედი ფარდის გასაწევათ და ისევ ჯანდაბა! რა მაგარი თოვლია არამგონია თბილისში ვიყოთ. გული შემეკუმშა. ოთახე მოვათვარიალე ძირს დაგდებულ სვიტერს ხელი დავავლე მაგრამ ირაკლისი იყო და უკანვე მოვისროლე. ირაკლი კიდევ მუცელზე იწვა წელს ზემოთ შიშველი და მკვდარივით ეძინა. წელსქვემოთ სამანი ეფარა. არ მინდოდა ამის გაკეთება მაგრამ მაინც გადავხადე. უცებვე დავაფარე. ისიც ჯინსში იყო და კიდევ უფრო დავმშვიდდი. ტელეფონს დავუწყე ძებნა ვერსად ვიპოვე. მაგიდაზე ერთი ორი ქაღალდი ეწყო, სიქივემ ამიტანა და იძულებული გავხდი ირაკლის სვიტერი ჩამეცვა. ქაღალდები მოვათვარიელე პირველი რაღაც წერილი იყო ქეთას ნაწერს ჰრავდა მაგრამ გაკრული ხელით იყო დაწერილი გუშინ დაწერდა სიმტვრალეში.
"ჩემოოოო ჩემოოოო რავი საყვარლებო რაა.:) გისურვებთ ბედნიერებას და ბევრ ლეკვებს. ლეკვებს კი არა შვილებს:)))"
რაა? რა იდიოტობებს წერს? თან ქეთა? რაუბედურებაა.
მეორეც წერილი იყო ნინისგან ოღონდ არაფერი არ ეწერა მთელ ფურცელზე დიდი იქსი იყო დასმული და ბოლოში ეწერა მულისგან სიყვარულითო. რა იდიოტები არიან თავის ჭკუაში ირაკლიზე დამაქორწინეს- ჩამეცინა. მესამე ქაღალდი ორად იყო გადაკეცილი ღიმილიტ გავშალე ვიფიქრე ესეც ერთ ერთის გამოგზავნილი იდიოტური წერილი იქნებათქო და ღიმილი სახეზე შემაშრა. რაა?
არა! არა! არა!ეს ვერ იქნება ქორწინების მოწმობა! გვარებს დავხედე და... ირაკლი ასათიანი და ანასტასია აბაშიძე. არა! ხელისმომკიდეები კიდევ ქეთევან ნაკაშიძე და გიორგი დევდარიანი.
რაა? არა! არა! ღმერთო ეს ვერ იქნება ნამდვილი. შუბლზე ხელი ვიტკიცე და ნერვულობისგან ოთახში წინ და უკან სიარული დავიწყე.
ვინ... ვინ მოგვცემდა ქორწინების მოწმობას მთვრალებს იმ შუაღამეზე. ღმერთო! ალბათ რომელიმე ბანძ ოცდაოთხსაათიან ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი ეგეთი თუ არსებობს თბილისში. არმჯერა! ქეთა? ქეთამ როგორ დაუშვა ეს ან მაგდენი როგორ დალია? თუმცა ქეთას რას ვკიცხავ მეთვითომ უარესი რაღაც გავაკეთე. გათხოვილი ვარ ადამიანზე რომელსაც ჩემ ქმრად ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს! რათქმაუნდა გავეყრები და მერე განათხოვარი ვიქნები. რისთვის რაღაც სულელური ღამისთვის. ღმერთო ცხოვრებაში სასმელს აღარ გავეკარები.ან ირაკლი რამ დაათრო ასე ძალიან რომ ცოლად მომიყვანა. ნერვიულობისგან ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. ვერ ვხვდებოდი რაღას ვაკეთებდი თან ტელეფონს ვეძებდი გამწარებული.ვერსად ვერ ვნახე და ირაკლის მივვარდი.
-ირაკლი!-ვანჯღრევდი მაგრამ ვერ იღვიძებდა. ჯანდაბა ხო არ მოკვდა. სახეში მწარედ გავარტყი და ცოტა გამოფხიზლდა.
-ირაკლი!
-ჰმმმმმმ......-დუდღუნი დაიწყო და ისევ მწარე სილა მოხვდა სახეში.
-ააა რა ჯანდაბაა?-თავი წამოყო და თვალები ძლივს ძლივობით გაახილა.
-ა.აა.. ანკკა?-მე რომ დამინახა ენა დაება.-რახდება?
-რა ხდება და აი ეს!- ხელში ქორწინების მოწმობა მივაჩეჩე. ქაღალდს ჩააშტერდა თვალები მოჭუტა თითქოს კარგად ვერ ხედავსო, მერე ცოტა შორს გაწია მერე ისევ ახლოს და სახე შეეცვალა. მე ოთახში წინ და უკან დავდიოდი.
-რა ჯანდაბაა?- გაკვირვებულმა წამოიძახა. მიუხედავად იმისა რომ ახალი ამდგარი ვიყავი უკვე ამდენი აზრებისხლართვისგან ძალა გამომეცალა და საწოლზე ჩამოვჯექი.
- რასაც ხედავ- ვუთხარი მშვიდად.
-მოიცა გუდაურში რატომ ვართ?
-რაა? საად?
-სად და გუდაურში ჩემს სახლში.
-ნტ... აუუუ რა გვინდა გუდაურში.
-მოიცა. გუშინ....-დაიწყო ირაკლიმ და ვეღარ დააბოლოვა
-გუშინ რა მოხვდა არ მახსოვს.და ჩემს ტელეფონს ვერ ვპოულობ ქეთას მაინც დავურეკო.
-აჰა ჩემი-ირაკლიმ ჯინსის ჯიბიდან მობილური ამოიღო და მე გამომიწოდა.
ჯერ ნინიკოს დავურეკე არ იღებდა, მერე ქეთას
-ალო-მიპასუხა ზარითგაღვიძებულმა ქეთამ.
-ქეთა სად ხარ?
-სად უნდა ვიყო სახლში.-ჩაიფრუტუნა ქეთამ
-დარწმუნებული ხაარ?- რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოვარდა როგორც ჩანს შეამოწმა მართლა სახლში იყო თუ არა.
-კიი...
-და რატო ხარ შენ სახლში და მე გუდაურში ირაკლისთან ერთად და რატომ ვართ მე და ირაკლი ოფიციალურად ცოლქმარი?-ლამის ყურმილში ჩავყვირე ქეტას.
-ნტ... აუუ რას ბოდავ? დამაძინე რა.
-ქეთა არ გერადავები!
-იუმორი ნოლი-ჩაიბუტბუტა.
-ქეთა!-ვერც მივხვდი როგორ მომიახლოვდა უკნიდან ირაკლი.
-მე დამალაპარაკე.-მობილური გამომართვა.
-რაა... ვინიყო?-მომესმა მობილურიდან ქეთას ხმა.
-ქეთა.-ახლა ირაკლიმ დაიწყო ლაპარაკი.
-რაა? რახდება მართლა ერთად ხაართ?-აღელვდა ქეთა
-ჰოო ერთადვართ
-მე მომეცი-ირაკლის ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი.
-ჰო გითხარი ერთად ვართ.
-ეგ კაი მაგრამ რა ოფიციალური ცოლქმარი?
-რა და ჩვენი ქორწინების მოწმობა გვაქვს!
-არა...რაააა?-იკივლა ქეთამ
-გუშინდელიდან არაფერი არ გახსოვს?
-ნტ... აუუუ...-წუწუნი დაიწყო ქეთამ- მარტო ნინიკო.
-რა ნინიკო?
-რავი დავცინოდით მგონი... გათიშულს ეძინა მანქანაში.
-აუუ ეხლა რა უნდა ვქნააა?-საწოლზე ჩამოვჯექი მე და ლამის ტირილი ამივარდა.
-კა...-ქეთას რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ წინადადება შევაწყვეტინე.
-მიდი შენ ნინიკოს გადაურეკე, იმედია კარგად არის და ქართლის დედის ფიალაში არ წევს ან სულაც სომხეთში არ არის.-ჩავილაპარაკე და მობილური გავთიშე.
ირაკლის გავხედე წელსზემოთ შიშველი აივანზე გასულლიყო და ეწეოდა. ვიფიქრე ზაან არცივათქო მეც გავალ და ცოტას გამოვფხიზლდებიმეთქი. კარი რომ გამოვაღე ლამის ადგილზე მივიყინე, ის კი ასე იდგა...
-გაგიჟდი შემოდი! გაცივდები- ვუთხარი და კარები მივხურე. აქეთ არც გამოუხედავს ისევ თავისას აგრძელებდა. მერე მინაზე ხმამაღლა დავუკაკუნე და შემოსვლა ვაიძულე. მანაც სიგარეტი მოისროლა და შემოვიდა.
-რაღას დგახარ წავედით-ტირილისგან თავს ძლივს ვიკავებდი ისე ვინერვიულე.
-კარგად ხარ?
-როგორც ყოველთვის იდიოტურ კითხვას სვამ! კი გადასარევად ვარ!- ხელები ავწიე მე.
-ჩავალთ და მოვაგვარებთ.-ცივად მითხრა და ისევ ქორწინების მოწმობას დააშტერდა.
-ჰოო? შენ შეიძლება სულ ფეხებზე გკიდია მაგრამ ჩემთვის ასე სულერთი არარის? როგორია ჩავიდე თბილისში ხელი მოვაწერო გაყრის საბუთებს და ვსო უკვე განათხოვარივარ! და რა იყო ჩემი პირველი ქორწინება? არაფერი! მხოლოდ ერთი დღე! და ვინ იყო პირველი ქმარი? შენ! ადამიანი რომელსაც ჩემს ქმრად ვერასდროს ვერასდროს წარმოვიდგენდი! რამაგარია! ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირე და რაც არ უნდა ვქნა შენ ყოველთვის ჩემი ყოფილი ქმარი იქნები!-ვიყვირე მე.
ირაკლის ხმა არ ამოუღია ცოტახანი მიყურა როგორ ვცემდი ოთახში ბოლთას და მერე გაეღიმა... ჰო გაეღიმა! მე აქ ტვინს ვიხევ აზრების ხლართვით ეს კიდევ იცინის!საშინლად გავბრაზდი და ოთახიდან გამოვვარდი. პირველსართულზე ჩასასვლელ კიბეზე ჩემი სვიტერი ეგდო. ავიღე ირაკლის სვიტრი გავიხადე ჩემის ჩასაცმელად, და ამდროს ირაკლი გამოვიდა. ხმა არ ამომიღია უკვე ისე ვიყავი ყველაფრისგან გაბრაზებული და ამბრაზისგან დაღლილი რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა. უსიტყვოდ ამიარა გვერდი და კიბეებზე დაეშვა. ზემოდან ისევ შიშველი იყო. მე ჩემი სვიტერი ჩავიცვი და კიბეები ჩავირბინე.
-აჰა შენი სვიტრი ჩაიცვი.-გადავუგდე თავისი სვიტრი, მანაც ჩაიცვა.მაცივარი გამოაღი.
-ვაა თაფლობისთვისთვისაც ამოგვიტანია მარაგი.-ირონიული სახით გამომხედა.
-შეწყვიტე.
-რა?-მდივანზე ჩამოჯდა ირაკლი.
-სახუმარო თემა არ არის მგონი.-ვთქვი და მისმა მობილურმა რეკვა დაიწყო.
-ნინიკოა, შენ უპასუხე- გამომიწოდა მე.
-ალო
-ანკა მობილური სად გააქვს რომ გირეკავ არ გესმიის?-აღელვებით მითხრა ნინიკომ.
-წარმოდგენა არ მაქვს.
-რა?
-რა და დავკარგე რა ვაა. შენ ხომ კარგად ხარ?
-კი საბედნიეროდ ჩემს სახლში ვიყავი.
-კაია-მეც მდივანზე ჩამოვჯექი.
-ანუ გუდაურში ხაართ?
-კი
-ჰო ნინიკომ მომიყვა ყველაფერი... გოგო წამოსვლას როდის აპირებთ?
-რა კითხვაა დღესვე რათქმაუნდა.
-ისაა... ააა...-დაიწყო ნინიკომ ლუღლუღი.
-რაგინდა თქვი დროზე.
-დილით რომ გირეკავდი ტელევიზორი მქონდა ჩართული დაა...
-დაა...-ვეღალ ვითმენდი უკვე
-და თქვეს რომ ამ ღამე მაგრა უთოვია გუდაურში და გზებია გადაკეტილი... გაწმენდითი სამუშაოები იწყება და მინიმუმ ოთხი ხუთი დღე მაინც ვერ წამოხვალთ...-რაც შეეძლო სწრაფად ჩაარაკრაკა ნინიკომ. მე გავშეშდი. ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი. გული შემეკუმშა და ყბა ჩამომვარდა.
-რახდება?-იკითხა ირაკლიმ. ხმა არ გამიცია მობილური მივაწოდე და მერე ალბად ნინიკომ მასაც იგივე უთხრა მე აღარ გამიგია გაშეშებული ვიჯექი და ბრაზი მახრჩობდა.
ოთხი დღე! და ისიც მინიმუმ! უნდა გამეტარებინა ირაკლისთან რომლის ატანაც არ მქონდა ერთ სახლში! არა წარმოუდგენელია!



№1 სტუმარი Xatia

Xa, xa, xa. Ra gemrielad gamecina amat sigijeze..... Male dade ra gagrdzelwba magrad maintereswbs.

 


№2 სტუმარი Mariami

kargiia :) male dadeshemdegi tavira :) :*

 


№3  offline წევრი nutsa214

აუცილებლაად♥ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო♥ალბათ ხვალ დავდებ♥

 


Vau ai gavshri iseti magaria gtxov ra male Dade ra
--------------------
romantikosi mwerali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent