შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი მეთოთხმეტე თავი


28-01-2016, 18:05
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 572

სახლში ღამის 4 საათზე მივედი. გასაღები და ფეხსაცმელი შემოსასვლელში მოვისროლე და ჩემს ოთახში ავედი კაბა ერთი ხელის მოსმით გადავიძრე და საცვლებისამარა შევწექი საწოლში. არაფრის თავი არ მქონდა ისე ცუდად ვიყავი.ბალიშზე თავი გავახახუნე ცრემლები რომ შემშრობოდა და დავიძინე.დიდიხანი არც მძინებია დილას 6 საათზე გამომეღვიძა ბალიშზე მთელი ძალით ვიყავი ჩაკონილი და საწოლზე გულით ვიყავი დამხობილი.
-ო ღმერთო.უკნიდან დანიელის ოხვრა შემომესმა და თავში უცნაურად დამკრა, მაშინვე დამახსენდა რომ საცვლების ამარა ვიწექი, არა დიდი არაფერი უბრალოდ მხრები და ზურგი მქონდა მოშიშვლებული თუმცა ეს ჩემთვის მაინც კატასტროფა იყო.
-აქ რა გინდა?.საბანი მთელს ტანზე შემოვიხვიე და მხოლოდ თავი ამივყავი.
-შენი ნახვა მინდოდა.(დანიელი)
-ხო მნახე ახლა კი დანარჩენებს შეუერთდი და გადი ჩემი ოთახიდან.(მე)
-დანარჩენებს? სახლში მარტო მე და შენ ვართ მე უბრალოდ შენს სანახავად გამოვიპარე.(დანიელი)
-შენ რა მთვრალი ხარ?.ახლაღა მივხვდი ასე არეულად როტომ საუბრობდა.
-არა.ბარბაცით წამოვიდა ჩემსკენ და საწოლზე გადაწვა.
-რასაკეთებ? ადექი და გადი ჩემი ოთახიდან.საბნიდან ხელი ამოვწიე და ოდნავ შევანჯღრიე.
-მოიცა რა მეძინება.არხეინად ჩაილაპარაკა და კონფორტულად მოთავსდა.
-კარგი მაშინ მე გავალ და შენ იძინე რამდენიხანიც გინდა, თუ გინდა მთელი ცხოვრება არ გამოიღვიძო უფრო კარგად ვიქნები.ბუზღუნით გავეხვიე საბანში და კარისკენ წავედი.
-რა?.(დანიელი)
-არაფერი, ჯანდაბა ტელეფონი.ტელეფონის ასაღებად მივბრუნდი როცა ჩემს წინ ასვეტილი დანიელი დავინახე.
-რასაკეთებ?.გაკვირვებულმა თვალები ვჭყიტე.
-ვინ? მე?.წამებში დამავლო ხელი და მის მკლავებში მომათავსა.
-ხო ხელს თუ გამიშვებ კარგი იქნება.(მე)
-რაიყო რა კომბოსტოსავით შეფუთულხარ.ერთიანად ამათვალიერა და სიცილი დაიწყო.
-გამიშვი უნდა წავიდე.(მე)
-ეს რა კარგი სურნელი გაქვს.ღვინისფერი ტუჩები ბრთხილად გადაასრიალა ჩემს მხარზე და ყელზე ცხვირი გამიხახუნა. იმ დროს არ ვიცი რა დამემართა მისი ეს ქმედება ისეთი სასიამოვნო და გასაგიჟებელი აღმოჩნდა თვალები მიმენაბა.ყველანაირად ვგრძნობდი მის შეხებას და ღვთაებრივ სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
-მორჩი უნდა წავიდე.გამოვფხიზლდი თუ არა თავის დაღწევა ვცადე თუმცა ამაოდ.
-კარგი რა ჩამეხუტე მაინც.(დანიელი)
-რა ჩაგეხუტო კაცო გამიშვი.ძალით დამადებინა თავის მკერდზე თავი და ცხვირი თმაზე გამიხახუნა.-აჰა ჩაგეხუტე ახლა გამიშვი.(მე)
-მოიცა კიდე ცოტახანს.ისე სასაცილოდ ბურტყუნებდა წყენა სულ დამავიწყდა და ჩამეღიმა.
-დანიელ უნდა წავიდეე.ჩუმად ჩავიწუწუნე და მოვცილდი. -აი რომ გამოფხიზლდები ნეტავ მაშინ რას იტყვი დემონო.ბუტბუტით ვთქვი და კარის სახელური გადავატრიალე.-დაიძინე!.მკაცრად ვუთხარი და კარი მივხურე. პირდაპირი რეისით წავედი დემეს ოთახისკენ მისი მაისური გადავიცვი და მისსავე საწოლში შევწექი.
-შავი თვალებიი პლეხანოვზე მოსეირნე ლამაზმანებიი.ბატონმა მალე შემოაღო ოთახოს კარები და ჩემს დანახვაზე ღნავილი შეწყვიტა.-აქ რა გინდა?.(დემე)
-ჩემი ოთახი ოკუპირებულია და შენთან შევიფარე თავი.(მე)
-დანიელი ხო? ნწნწ მაგას რასვუზავვ ყურებს დავაჭრი ისე გიხდება ჩემი მაისური.უცებ გაიძრო მაისური და გვერდით მოისროლა.
-ხო ვიცი.. დამაძინე ეხლა.თავი ბალიშზე დავდე და მოვიკუნტე.
-მიიწი მეც მეძინება.დემემ ხელით გვერდზე მიმაჩოჩა და უკნიდამ მომიწვა.ჩემს დეიდაშვილზე ჩახუტებულს მალე ჩამეძინა.
-მმმმმ....დიდი ხნის შემდეგ ვიღაცის ზმუილმა გამაღვიძა.
-მმ და ზმუკი ვინც ხარ ჩაიგდე ენა.(მე)
-მმმმ...ისევ იგივე ხმა გაისმა და გავბრაზდი გვერდითა ოთახიდან მოდიოდა ანუ დანიელი იყო.
-დემე გააჩუმე რა დანიელი.დემესკენ გადავტრიალდი და თვალები ზლოზინით გავახილე.-ააა შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ არ გამაგიჟო.დანიელი დამხვდა დემეს მაგივრად ამიტომ წამოვიყვირე და ავფართხალდი.
-დემე ზმუის ცნობისთვის.(დანიელი)
-მე გკითხე აქ რა ჯანდაბას აკეთებ მეთქი.(მე)
-რა ლამაზი ხარ.(დანიელი)
-გაგიჟდი? მე რა გკითხე და შენ რას ამბობ.ლოგინზე წამოვჯექი და თავში ბალიში ჩავარტყი.
-ნუ მეძაბები გოგო.ძველიბიჭივით ჩალაპარაკა და მერე სიცილი დაიწო.
-გადი ჩემი ოთახიდან.(მე)
-ეს შენი ოთახი არაა.(დანიელი)
-მაშინ დემეს ოთახიდან.(მე)
-არც დემეს ოთახია.(დანიელი)
-მოიცა შენს ოთახში რას ვაკეთებ?.გაოცებულმა მოვავლე ოთახს თვალი.
-მოგიტაცე ლამაზოო.(დანიელი)
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე.ხელები ჰაერში ავაფრიალე და საწოლიდან ავდექი.
-მე.ერთიხელის მოსმით დამახეთქა საწოლზე და ჩემს მაღლა მოექცა.-გუშინ რომ გამეპარე რა გეგონა ამას შეგარჩენდი? სამაგიეროს გადახდის დროც მოვიდა.სწრაფად ჩაილაპარაკა ლოყაზე ხელი მტაცა და ჩემს ტუჩებს გიჟივით დაეწაფა.
-ჰეი ქართველნო მამულიშვილნო რას ჩადით.დემეს ომახიანმა ხმამ გააწყვეტინა დანიელს სამაგიეროს გადახდის წუთები.
-ო არა.ხელები თავზე შემოვირტყი.
-ეხლა უნდა ვიგებდე ამას თქვე ვირიშვილებო?.ჩემდა გასაოცრად არ გაბრაზებულა.-სეფა გაშალეთ გოგო გავათხოვე.ხელი წინ გაიშვირა და ოთახში შემოვიდა.-აბა თამადა, თამადა სადაა ალავრედ შენთანავარ ჩემო ზურაბ.ახლა ოთახში ზუკა შემოვიდა და დემეს ხელი გადახვია.
-მოდი ამ ჭიქით ჩვენ მეფე პატარძლის.....თან სიცილით იგუდებოდენ და თან თამადის იმიტირებას აწარმოებდა.
-რა სეფა რა თამადა სულ გააფრიენთ?.ბიჭებისგან აღმართული კედელი გავარღვიე და ჩემს ოთახში შვედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარეთ გავვარდი.-ბარემ თაფლობისთვეც დაგეგმეთ.კარისკენ ჩხუბით წავედი.-ხო თაფლობის თვეც არ გამოგრჩეთ.კარი ძლიერად მივაჯახუნე და კაფეში წავედი.
-რაო? სეფაო?.გოგონები კაფეში ვიყავით შეკრებილები და ყავას მივირთმევდით თან მომხვდარ ამბებს ვინხილავდით.
-ხოო გოგო გამითხოვდაო და ეგეთ უაზრობებს ყვიროდნენ.(მე)
-და ჩემმა დებილმა ძმამ რა თქვა?.(მარი)
-ამ ჭიქით მეფე დედოფალს გაუმარჯოსო მხარი აუბა მეორე გამოშტერებულს.(მე)
-ვისია ვისია ქალი ლამაზი ჰეეეე.კაფეში ბიჭების არმია შემოვიდა და ჩვენსკენ გამოემართა.
-ეგ ლამაზი ქალი იქნება აქედან რომ გიფრიალებთ.თითისქნევით მივუბრუნდი ბიჭებს და დანიელს ალმაცერად შევლე თვალი.
-ეხლა სერიოზულად, თქვენს შესახებ ყველაფერი გავიგეთ.ზუკამ საუბარი დაიწყო თუმცა გავაწყვეტინე.
-რა ჩვენს შესახებ გაიგეთ დანიელ უთხარი რამეე.(მე)
-რა უნდა ვუთხრა?(დანიელი)
-ოო გამატარეთ რაა. კაფედან იმწუთასვე გავიქეცი და სახლში წავედი.

-დაბადებისდღეს გილოცავთ ელის.დილას ხმამაღალმა შეძახილებმა გამომაღვიძეს. ყველანი ჩემს ოთახში იყვნენ შემოსულებიდიდი ვარდისფერი პლაკატებით ხელში სადაც საიუბილეო რიცხვი და მისალოცი სიტყვები ეწერა.ზოგს თავზე ქუდები ეფარა ზოგი კი ფერად ფურცლებს ჩემს ირგვლივ ფანტავდა. დემეტრე განუწყვეტლივ ახმაურებდა საყვირს და ამის დანახვისას მადიანად გამეცინა. კი მაგრამ დანიელი სად იყო? არსად ჩანდა. თვალებით მას ვეძებდი თუმცა ვერსად ვერ ვხედავდი. ამ ფაქტმა ძალიან დამამწუხრა რადგან მინდოდა მომლოცველებთან ერთად სასურველი მამაკაცის სილუეტი ამომეცნო თუმცა რა გაეწყობა ალბათ ჩემზე გაბრაზებულია ასე რომ ვექცევი.
-გილოცავ წრიპუ.(დემე)
-აუ ჩემი დაბადებისდღე. წუწუნით ჩავილაპარაკე და სახე მოვმანჭე.. საერთოდ დაბადებისდღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია თუმცა ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე რომ არასოდეს გადავიხდიდი მაგრამ ვინ გაცადა.-მადლობა მოლოცვისთვის მაგრამ მეძინება.(მე)
-გოგო შენ რა სულ გააფრინე?.(გიო)
-აბა ადგილებზე სასტავ.ლევენის წამოძახილი და ჰერში აფრიალება ერთი იყო.
-ჯანდაბა დაბადებისდღეზეც რომ არ გაცდიან გამოძინებას.(მე)
თურმე უჩემოდ გადაწყვიტეს წვეულების გამართვა მეც არ შევეწინააღმდეგე და სტუმრების სიას გავეცანი. ხალხის ნახევარს არც კი ვიცნობდი მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა. გოგონებმა მოსვლისთანავე ოთახში ამიყვანეს და ბარბის თოჯინას დამამსგავსეს.ძალიან მოკლე ლურჯი კაბა ჩამაცვეს და მაკიაჟიც ბევრი გამიკეთეს.უნდა ვაღიარო ცუდ ფორმაში არ ვიყავი მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეზედმეტებოდა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი თუმცა ამ ბედნიერებას დიდი დოზით დანიელი აკლდა.არც კი დაურეკავს სახლშიც არ მყავდა დანახული მისი არ ყოფნა ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო. ის მაკლდა ჩემი ეშმაკი მაკლდა. თანახმა ვიყავი საერთოდ არ მოელოცა არც კი შემოეხედა უბრალოდ სახლში მოსულიყო და თუნდაც დასაწოლად წასულიყო. ხელები სულ ერთიანად მიკანკალებდა გონება სულ მის სახეს ხატავდა თვალწინ. თითქოს უჰაერობას ვგრძნობდი. სასაცილოა არა ადამიანი ჰაერთან როგორ უნდა გააიგივო მაგრამ სხვანაირად მის არ ყოფნას ვერ ავღწერდი. მის გარეშე სუნთქვა მიჭირდა. სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვათვალიერებდი თან კი დანიელის არ ყოფნას ვგლოვობდი. კარზე კაკუნი გაისმა და დემემაც თავი შემოყო.
-მზად ხარ?.სარკესთან მდგარს მომიახლოვდა და თმა ყურზე გადამიწია.
-მგონი კი.ღრმად ჩავისუნთქე და კაბის დაბლა ჩამოქაჩვა დავიწყე.
-გაანებე მაგ კაბას თავი არაა მოკლე.ხუმრობით დამტუქსა და ხელი მომხვია.-ულამაზესი ხარ.დემემ კოსტუმის ჯიბიდან პატარა შავი ყუთი ამოიღო და გახსნა.-იცი ეს კულონი დედაშენის იყო, უნდოდა მაშინ მოეცა როცა სრულწლოვანი გახდებოდი ამიტომ დეიდაშენს მისცა ეშინოდა ვეღარ მოვითმენ და უფრო ადრე ვაჩუქებო, ახლა კი დეიდაშენმა მე გამომატანა შენთვის რომ სამახსოვროდ მომეცა.დემეტრემ ყელსაბამი ყელზე მომარგო და ლოყაზე ნაზად მაკოცა. გული ამიჩუყდა, თვალზე ცრემლები მომადგა ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო. ახლაღა ვგრძნობდი რომ დედაჩემი ჩემს გვერდით იდგა და გაღიმებული მაკვირდებოდა.
-მადლობა.ფსლუკუნით ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე.
-დედაშენი შენით იამაყებდა ასეთი ანგელოზი რომ ხარ.მანაც შუბლზე მაკოცა და ცრემლები მომწმინდა.-კარგი ახლა ნუღარ ტირი თორემ მარი მოგკლავს თვალები რატომ დაითხაპნეო.(დემე)
-კარგი.ცრემლები სავფეტკით მოვიწმინდე და წასვლა დავაპირე.-დემეე.(მე)
-ხო.(დემე)
-ის ეშმაკის მოციქული სადაა?.(მე)
-ვინ? აა ხოო რავი გუშინდელის მერე არ მინახავს რამე ხდება?.(დემე)
-არა არაფერი ისე ვიკითხე.თავი გავაქნიე და დაბლა ჩავედი.
იმ საღამოს ბევრი მილოცვა მივიღე ნაცნობებისგანაც და უცნობებისგანაც. სახლი სულ სავსე იყო სტუმრებით ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილნი დანიელის გამოკლებით.
-გოგო დანიელი ხომ არ გინახავს?.(მე)
-არა რაიყო?.(ნინი)
-არაფერი.ხვნეშით წარმოვთქვი და მდივანზე ჩამოვჯექი.
-ელის ერთი წუთით წამოდი რაა.(ზუკა)
-კარგი.(მე)
-აქ დადექი.ზუკამ ეზოში გამიყვანა სადაც სულ სიბნელე იყო თვითონ კი წავიდა.
-ეე სად მიდიხარ?.(მე)
-მანდ იყავი.(ზუკა)
-აუ გავიყინეეე.რამოდენიმე წამში შუქები აინთო. ხეები სულ განათებული იყო საახალწლო ნათურებით.ირგვლივ ბუშტებით იყო ყველაფერი მორთული.საოცარი სანახაობა იყო. გული ამიჩქარდა რიდესაც საყვარელი მამაკაცი დავინახე. მომღიმარი სახით მოაბიჯებდა ჩემსკენ მე კი გაყინული მის წინ ვიდექი და სულ ერტიანად ვკანკალებდი. რაც რამოდენიმე საათის წინ მინდოდა ის ახდა. ეშმაკი ვნახე,ჩემი ეშმაკი ვნახე თან ის იღიმის და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოიწევს.
-დაბადებისდღეს გილოცავ პატარავ.ჯიბიდან მწვანე თვლებში გაწყობილი სამაჯური ამოიღო და ხელზე მომარგო.
-მადლობა მაგრამ ახლა სრულწლოვანი ვარ და პატარას აღარ უნდა მეძახდე.მომღიმარი სახით ავხედე უფსკრულივით შავ თვალებს რომელიც ახლა სიყვარულს ასხივებდა.
-რამდენი წლისაც არ უნდა იყო ჩემთვის ყოველთვის პატარა დარჩები პატარავ.სახეზე ცერა თითი გადამიისვა და ლოყაზე მაკოცა.-შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ?.(დანიელი)
-კი ვიცი.(მე)
-და შენ? მგონი მოვიდა პასუხი მითხრა.(დანიელი)
-რა მე?.(მე)
-არ გიყვარვარ?.(დანიელი)
-ხო.. მაგაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი.(მე)
-რამე ხდება?.(დანიელი)
-იცი დანიელ.სახე ისე მოვმანჭე რომ დანიელმა შეშნებული თვალებით დამხედა.-მეც მიყვარხარ.ღრმად ამოვისუნთქე და საწყლად ავხედე.
-რა?? მართლა?? იცი ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.გახარებულმა მითხრა და ხელში ამიყვანა, ჰაერში დიდხანს მაფრიალებდა თან კი ბოლო ხმაზე იცინოდა.
-მეც მეც.გახარებული მეც ვყვიროდი და ვიცინოდი რადგან იმ მომენტში მართლაც რომ ყველაზე ბედრიელი ვიყავი.
-ჩემი ბედნიერება ხარ. როგორც იქნა ძირს დამსვა წელზე ხელები ძლიერად შემომხვია და ტუჩებზე მაკოცა ოღონდ ნაზად.
-გვეღირსაა.უცებ ვიღაცის გამწარებული ხმა შემომესმა, ვინმეს რომ გაეგონა ეგონებოდა ატყავებენო.
-დედა აგაშენათ ღმერთმა.სიცილით მოვვარდა ერეკლე ჩვენსკენ.
-ბიჯო ბიჯო ბიჯოო კინაღამ არ დავიწვი და დავიდაგე ამათი ცოდვით?.დემეტრეც ქოთქოთით შეუერთდა ერეკლეს.
-იხარე ეროო.ლევანი გახარებილი ხსნიდა შამპანიურს და რაღაცეებს ბოდავდა ალბათ დალია და ამის გამო.-გასკდი ბოღმით შურით და ჭირით მტერო.(ლევანი)
-დედა ამოჟღლიტა ხალხი.(გიო)
-ვაიმედედაჩემო რამაგარიაა.გოგონები ხტუნავით მოვიდნენ ჩემთან და ძლიერად გადამეხვივნენ.
-ვაიმე გოგოებიი. ზუკამაც გოგონებს გააჯავრა და ზუსტად მათნაირად დაიწყო ოვაციების გამოხატვა.
-დედა მომასულიერეთ.(მე)
-ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარე ბიჭო.(გიო)
-რაზეა ბაზარი.(დანიელი)
-აპ აპ აპ აპ მაგი მერე ძამია.(დემე)
-მოდი ბიჭო შენ აქ.ზუკამ დანიელს ხელი მოხვია და კაცურად ბაზარი დაიწყო.-ესეიგი ელისი არის ჩემი და და ხო ხვდები რაზეც უნდა გეჩალიჩო იცოდე არ აწყენინო თორე ხო იცი მკვდარი ხარ ახლა კი მიდი დაიტანჯა გოგო.(ზუკა)
-ხომ იცი არა ელისაბედი როგორ მიყვარს მაგის თქმაა არცაა საჭირო ძმაო.დანიელმა ხელი ძლიერად მომხვია და მის ტანზე ამაკრო.

განა რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიეერება? გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანები რომლებიც გიყვარს და უყვარხარ. თავი ასე კარგად უკვე დიდი ხანია არ მიგვრძნია.მაბედნიერებდა დანიელი და მისი სიახლოვე. ახლა მასაც ვაბედნიერებ. ახლაღა მივხვდი რაც არის ბედნიერება. ჩემი ბედნიერება ახლა ეს ხალხია რომელიც ჩემს გვერდით არიან და ყოველთვის სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნებიან.



ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ჩემო საყვარლებო.. მომიტევეთ შეცდომები.. ველოდები თქვენს შეფასებას.. მიყვარხართ ძალიან ძალიან ჩემო ტკბილებო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent