შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (3)


28-01-2016, 22:36
ავტორი N7
ნანახია 2 826

III.
ყველაფრის არევიდან ერთ კვირაში დედა ჩამოუვიდა ლინას გერმანიიდან. ამ ფაქტმა მცირედად გაუნათა სახე, მაგრამ არა ძველებურად. ლილუსთან მუდამ იღიმოდა, ცდილობდა არ დაენახებინა სევდიანი სახე, მაგრამ ეს ღიმილი ყალბი იყო. დაჩი ისევ მათთან ერთად ცხოვრობდა, ოღონდ მისაღებში ეძინა, სიდედრი კიდევ ცალკე ოთახში ბედნიერებას ეზიარებოდა. მეტის ღირსი იყო, – ლინას განცხადებით.
ყოველ საღამოს უტოვებდა დედას ბავშვს და ახლოს მდინარესთან დასეირნობდა. მდინარესთან, რომელიც მუდმივად მღვრიე იყო და თითქოს კალაპოტიდან ვარდნას იწყებდა, როცა გრძნობდა ქალის სევდიან თვალებს, მასზე მიშტერებულს.
იმ საღამოსაც დასეირნობდა. გაზაფხულის სუსხიანი დღის მეტად სუსხიანი დასასრული იყო. ღრუბლების თხელი ფენის გამორღვევას მზის შვილები ცდილობდნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ მისუსტებულნი მეფობას უთმობდნენ მთვარეს. ცის უკიდურესი ნაწილი წითლად შეღებილიყო, თითქოს ღრუბლებზე დაჭრილ გოლიათს გაევლოსო. ამის შემხედვარე ისევ ის წყეული დღე გაახსენდა, ვერაფრით რომ დაეხმარა პაციენტს და მაგიდაზევე შემოაკვდა. სისხლი, რომელიც ყველგან იყო, თითებში ფენად ჩამჯდარიყო და არაფრის დიდებით არ ცილდებოდა. სისხლი, რომლისფრადაც ახლა ცა შეღებილიყო... ღმერთო, როგორი ძნელია იგრძნო მარტოობა სავსე სამყაროში; განერიდო სხეულს, რომელიც ამაოდ იბრძვის; ეზიარო ალტერნატივას. ვინ აუვა ამ სასჯელს?
სიგარეტს მოუკიდა. სუსხმა ჟრუანტელად დაუარა სხეულში და პალტო სხეულზე შემოიჭდო. მაინც რომ ვერ გათბა, სავსე ქუჩა გადაკვეთა და კაფეში შევიდა. თბილი ჰაერი თითქოს სულსაც მოელამუნა. სიგარეტის ნამწვი გარეთვე დატოვა, თუმცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იპყრობდა... შემოსულიყო სიგარეტით, განა რამე დაშავდებოდა? შუშაბანდთან ერთი ცარიელი ადგილი იყო, დაჯდა. ოფიციანტს ყავა შეუკვეთა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.
ფიქრებში გადაეშვა. ჯერაც მოჩანდა შორიდან მოლივლივე ღრუბლებით შეკავებული სისხლი; აპარატი, რომელიც აღარ წრიალებს; დამხმარეების მრავლადაჟღერებული ხმები, კაცის გარდაცვალების შესახებ; მისი ლამაზი ნაკვთები, რომლებსაც გრამადაც კი აღარ შერჩენოდათ სიცოცხლის ნასახი... საოპერაციო, რომელშიც სიკვდილი გამეფდა თითქოს.
– ჯანდაბა, – ამოიჩურჩულა და თავი გაიქნია.
ოფიციანტი თავზე დასჩერებოდა, ‘კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ?’ – სახით.
– მეტი არაფერი, – უარის ნიშნად თავი გაიქნია და ყავა თავისკენ მიაცურა.
სიგარეტი ჩაიწვა და საფერფლეში ჩააგდო ნამწვი.
შორიდან ჩეთ ბეიქერის “Every time we say goodbye” ტიროდა ფორტეპიანოს ნოტებსა და საყვირის ყვირილთან ერთად. მასაც მოუნდა ეტირა, ძალიან, ძალიან დიდ ხმაზე. ეტირა, გაეგო ვიღაცას, მოახლოვებოდა, ჩაეხუტებინა და ეკითხა: რა მოხდა? მერე კი ესაუბრა დაუსრულებლად თავის ტკივილებზე, რათა ვინმეს მაინც სცოდნოდა თუ ერთ დილით ვერ გაიღვიძებდა, დარდმა გაიყოლა.
ვიღაც მის წინ მოკალათდა, უკითხავად. ცოტა ხანს მწველ მზერას დააცოცებდა ქალის სახეზე უცნობი, რომელსაც ფიქრების იქით არაფრისთვის ეცალა. მერე სიგარეტს მოუკიდა. სურნელი ეცა კვამლის და გამოერკვა. გაკვირვებით გახედა მამაკაცს, რომელიც ჯერაც მის სახეს იკვლევდა.
– ვაპირებდი მეკითხა, როგორ ხარ–მეთქი, მაგრამ ისედაც არ გეტყობა კარგად ყოფნის ნიშანწყალი, – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, სიგარეტიანი ხელი თავთან მიიტანა და მაჯა საფეთქელზე მიიჭირა. ძალიან, ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა ლინასთვის უცნობს და თან ასეთი შორეული.
– უკაცრავად, ვერ გიცანით, – თვალები ოდნავ მოჭუტა და ისე მიაჩერდა მამაკაცს.
– არც მიკვირს. ცუდად ხართ?
– არა. თქვენ მე მიცნობთ?
– სრულებით.
– მაშინ, მე რატომ არ გიცნობთ?
მამაკაცმა გაიცინა და თავი გაიქნია.
– სიცოცხლე გიყვართ? – ჰკითხა უმალ.
– არ ვიცი, – გულახდილად უპასუხა და ყავა მოსვა.
– თქვენს პაციენტებს უყვართ? – ირონიულად იღიმოდა თან ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
– მგონია, სიცოცხლე ყველას უყვარს, – ახლაც გულახდილად უპასუხა, თუმც რატომ იჩენდა ასეთ უშუალობას, ჯერაც ვერ ხვდებოდა.
– მართალი ხარ, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა. – სიცოცხლე ყველას უყვარს, სანამ არ გამოგლეჯენ ხელიდან. თავი–ბოლო, რამდენი დატოვეთ მაგიდაზე?
ქალი დაიძაბა.
– რა გნებავთ? – ხმაში ოდნავშესამჩნევი თრთოლა შეეპარა და სხეულიც გაეყინა. სხვა ვერ იგრძნობდა, თუმც იცოდა, უცხო მამაკაცი გრძნობდა.
– მიპასუხეთ, – გამკაცრდა.
ისევ უსიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა ლინას არსება.
– სამი, – მოუჭრა მოკლედ.
– წარმოგიდგენიათ ამ სამი ადამიანის ოჯახების მდგომარეობა? – კვლავ გაიცინა, მეტად მტკივნეულად.
– თავს არ ვიმართლებ, დაე, იყოს ყველაფერი ჩემს მხრებზე! – აკანკალებული ხელით ჭიქა ბლუდზე დადო და უმეტყველო სახით მიაჩერდა მამაკაცს, რომელიც ჯიუტად არ აშორებდა თავის თვალებს მისსას.
– შენი მხრები შეძლებენ მათ გაცოცხლებას? – ირონიულად იღიმოდა მამაკაცი.
მის ყოველ სიტყვაზე ტანში სცრიდა ლინას.
– შემიძლია რამით დაგეხმაროთ? – გაბრაზდა.
– შეგეძლოთ, ახლა უკვე აღარ, – მხრები აიჩეჩა და ოფიციანტს ახედა. უარის ნიშნად უმეტყველო სახე გაიქნია და გამხდარი გოგონაც სწრაფად გასცილდათ.
– შემეძლო? – ახლა მას გაეცინა. – რომლის დახმარება შემეძლო: მეოთხე სტადიის სიმსივნიანის, ტვინში სისხლჩაქცეულის და შედედებულის თუ დაცლილსისხლიანის? – შეეკითხა, მაგრამ პასუხს არ დალოდებია. – როცა არ შეგიძლია, არ შეგიძლია და მორჩა.
– შეიძლება ვერ უშველო მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონეს, ანდა სისხლჩაქცეულს, რომელსაც აღარ დარჩენია არაფერი, მაგრამ შეგეძლო გადაგესხა სისხლი მისთვის... – თვალები აემღვრა და ანერვიულდა.
ლინამ ხმამაღლა ამოიხვნეშა და ახლაღა მიხვდა, რომ ეს მამაკაცი შემთხვევით არ იყო მოყოლილი, მითუმეტეს, როცა შებრაწულს სცნობდა, შეუძლებელი იყო ეფიქრა დამთხვევა არისო.
– ვინ ხართ იმ მამაკაცის? – ანაზდად ჰკითხა და მიაჩერდა.
– იმ მამაკაცს დემეტრე ერქვა და მე მისი ძმა ვარ, – ისე ჩაილაპარაკა, თითქოს ყელში ზიზღი მოაწვა და აი, სულ მალე, ამოხეთქავსო.
– ძალიან ვწუხვარ მის გამო, მართლა, – ანერვიულებულმა ძლივს ამოღერღა.
– წუხხართ? – ირონიულმა ღიმილმა სახე გაუპო. – არ გაქვთ ამის უფლება! – წამოიძახა.
– თქვენ გაქვთ იმის უფლება უცნობ ადამიანს სდიოთ და მის ფსიქიკაზე ზეწოლა მოახდინოთ? – გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– აა, ესეიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა, არა? – იცინოდა.
– სწორედ.
– როგორ ფიქრობ, სიკვდილი რა ფერია?
– მწვანე, – თავისივე ნათქვამზე გაიცინა. – გატყუებ. – მხრები აიჩეჩა. – სიკვდილი სისხლისფერია.
– მე კი ვფიქრობ, სიკვდილი ის ფერია, რომლისაც გვეშინია.
– შენთვის რა ფერია? – ინტერესით ჰკითხა.
– ცისფერი, – თითქოს უდარდელად ჩაილაპარაკა, მაგრამ შუშაბანდისკენ გაცოცებული მისი თვალები უდარდელობას სრულებით არ მოწმობდნენ.
– სასაცილოა, – ღიმილმა გაუპო სახე. – შენ ცისფერი თვალები გაქვს... ძალიან ღრმა.
– დემესაც ცისფერი ჰქონდა...
– მაპატიე, გულწრფელად ვწუხვარ, – ამოიხრიალა. ყელში ბურთი ჰქონდა მომდგარი და საუბრის ნებას არ აძლევდა. თვალებში ჩამდგარი წყალი კი გადმოსვლას ლამობდა.
– არ გაქვთ წუხილის უფლება–მეთქი! – ლამის დაიღრიალა.
აკანკალდა. ისეც მთელი სხეული უთრთოდა, მაგრამ აქამდე ცოტა მაინც მალავდა თრთოლას, ახლა კი კანკალებდა.
– თქვენ არ იცით! – წამოიძახა აღელვებულმა. – არ იცით, როგორი ძნელია ჩემთვის ეს ყველაფერი!
ახარხარდა მამაკაცი.
– თქვენ არავინ დაგიკარგავთ, აი, მე კი ადამიანი დავკარგე, რომელიც ჩემი ხელით გავზარდე!
– არ იცით, ვერც კი ხვდებით, როგორი ძნელია ექიმისთვის ეს ყველაფერი... მკვლელობის ტოლფასია! მას მერე ჩემში ყველაფერი ჩაკვდა, – ამოიოხრა და ჩამოგორებული ცრემლი მომუშტული ხელით მოიწმინდა. – მაგრამ, ღმერთო, რატომ ვხსნი ამდენს? შეგიძლიათ მიჩივლოთ, მე ჩემი საქმე შევასრულე, ჩემი მაქსიმუმი დავდე... – ჩაილაპარაკა, მაგრამ თითქოს ახლაღა შეეპარა ეჭვი თავის ნათქვამში.
წამოდგა.
– მეც ექიმი ვარ, – დაეწია უცნობის სიტყვა.
– შეგეძლოთ თავად გეშველათ მისთვის! – ირონია შეპარული ტკივილიანი ღიმილით გადმოხედა. – თქვენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეთ თუ ასეა...
– იმდენად სისულელეა ადამიანს რამე მოსთხოვო, როცა ყველაფერს გლეჯ ხელიდან! – მასაც ქალის მსგავსად გაეღიმა.
– თქვენი საუბარი მაიძულებს სევდა გავაქრო...
გაიღიმა, სხვა ღიმილით. წამოდგა, თავი დაუკრა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა. დინჯი ჩანდა, თუმცა ლინამ იცოდა, როგორ უჭირდა თავისთვის ძალის დატანება, ნაბიჯი არ აერია დარდს; თვითონაც ხომ ასე იყო...
***
უბრალოდ, გმადლობთ, რომ/თუ კითხულობთ!



№1 სტუმარი A

Sainteresoa. Sevdiani mara saintdreso..... Yochag martla kargia.

 


№2  offline წევრი N7

A
Sainteresoa. Sevdiani mara saintdreso..... Yochag martla kargia.

მიხარია, რომ მოგწონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი darina

Ragacnairad sevdit amevso guli, shen rom dzalian kargi xar es chemze kargad ici.

 


№4  offline წევრი N7

darina
Ragacnairad sevdit amevso guli, shen rom dzalian kargi xar es chemze kargad ici.

უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესოო! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent