შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “6“


29-01-2016, 18:34
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 691

* * *
თბილისის გზა ძალიან გაიწელა,შეღონებული მიწვა საზურგეზე და თვალები მილულა,დაღლილობისგან უკვე ყველაფერი ატკიებოდა,დიდხანს ჯდომისგან ფეხები დაუბრუჟდა და უკმაყოფილოდ წამოიწია წინ,შუბლი წინა სავარძლის თავს მიაბჯინა და თვალი ერთ წერტილზე გააშტერა.ფიქრებმა,უეცრად მამაკაცის სახე წარმოქმნეს და მარიტა მკაფიოდ ხედავდა.მისი ბაგე ღიმილს გაეპო,თითქოს ბედნირი იყო,მაგრამ თვალებში სევდის მეტი არაფერი ჩანდა,ლანდმა ბაგე შეკრა და ქალს უკმაყოფილო სახით შეხედა.მარიტამ შიშით დახუჭა თვალები,მაგრამ მამაკაცმა იქაც მიაგნო და ქალი აფორიაქდა.გაახელდა თვალებს დახუჭავდა,გაახელდა დახუჭავდა,მაგრამ იგი არ ქრებოდა.ყვირილი უნდოდა,მაგრამ სოფოსი და ვაჩესი მოერიდა,მხოლოდ ჩურჩულით თქვა:“მომშორდი“ და პირზე ხელები აიფარა,სახე გაქრა,მაგრამ მის სმენას ხმა მისწვდა.“შემიყვარე და შეგეშვები“ მარიტას თვალები გაუფართოვდა და ტანზე ეკლებმა დააყარა,ნერვიულობისგან კბილები ერთმანეთს მიაბჯინა და ხელის გულების სრესას მოჰყვა.“შემეშვი“ ისევ ჩურჩულებდა იგი და დამშვიდებას ცდილობდა.
დაღლილობისგან სოფოს მისძინებოდა,ვაჩე კი დაძაბული იჯდა საჭესთან,მოსაუბრე რომ არ ჰყავდა ლამის მასაც ჩამოძინებოდა.
-აღარ მივედით?-აღმოხდა მარიტას,-აღარ შემიძლია,-გამოსცრა კბილებში და ვაჩეს შეხედა.
-ცოტახანიც,-მიუგო საჭეზე გადაფოფრილმა და სიჩქარეს უმატა.სოფოს ნელ-ნელა გამოფხიზლდა და გარემო მოათვალიერა
-ისევ მანქანაში ვართ?-შეწუხებულმა თქვა და მთქნარებას მოჰყვა
-არა,-დაძაბულობა მოეხსნა ვაჩეს და ახარხარდა,-შენ გეჩვენება,ჩვენ ახლა ვზივართ და ყავას,ცხელ შოკოლადს და მთვრალ ალუბალს მივირთმევთ
-აუ,მინდა,-დაიწუწუნა მან,-მოდი,სადმე კაფეში შევიაროთ,-სთხოვა ვაჩეს და ეშმაკურად გამობზიკა ტუჩები
-როგორც გინდათ,-უარი ვერ უთხრა ვაჩემ
-მე სახლში დამტოვეთ და თქვენ წადით,გთხოვთ,-უთხრა მარიტამ
-არავითარ შემთხვევაში,-იუარა სოფომ,-ძალიან მაბრაზებ უკვე
-რამდენი ხანია ჩემს სახლში არ ვყოფილვარ,მომენატრა,-წუწუნით თქვა მარიტამ
-კარგი რა,რატომ გიყვარს ყველაფრის გაფუჭება
-რას ვაფუჭებ,თქვენ წადით კაფეში,მე სახლში დავრჩები და დავისვენებ ძალიან დავიღალე
-კარგი,-სოფომ შეატყო რომ შეკამაებას აზრი არ ჰქონდა
* * *
მარიტა მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფად შევარდა სადარბაზოში,კიბეები აირბინა და სანამ კარამდე მივიდა გასაღები მოიმარჯვა,ერთი სული ჰქონდა,როდის შეაღწევდა შიგნით,საჩქაროდ მოარგო საკეტს,თითქოს ვინმე მოზდევდა, და სახლის კარი ფართოდ შეაღო.
-რა კარგი ხარ ჩემო სახლო,-აღტაცებით თქვა მან და კარი მიხურა,სახლი მოათვალიერა და დაღლილობის მოსახნელად აბაზანაში შევარდა.წყლის შეხების შემდეგ სხეულმა გამოცოცხლება დაიწყო.მარიტა აუჩქარებლად ისვამდა ტანის გელს და მხრებს იმასაჟებდა,დაღლილობას განსაკუთებით კისერში გრძნობდა,თითები ერთი-მეორეს მიყოლებით დაისვა და ნეტარებით გაინაბა,კისრის მასაჟები გააკეთა და დაღლის გავლა რომ იგრძნო წყლის ჭავლით ქაფიანი სხეული ჩამოიბანა.ღრმად შეისრუტა ჰაერი და ონკანი დაკეტა,სველ ტანზე პირსახოცი შემოიხვია და აბაზანიდან გამოვიდა.“აი მესმის ნეტარება“ ჩაილაპარაკა და ფეხების ჭყაპაჭყუპით შევიდა ჰოლში,სველი თმა წინ გადმოიყარა და გაშრობას შეუდგა,როცა კარის ხმა გაიგო და გაოცებული შეჩერდა.ერთხანს შეყოვნდა,გადაიფიქრა გაღება,მაგრამ გაახსენდა რომ კარი არ ჩაუკეტავს და სწრაფად მივარდა რომ ჩაეკეტა,მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა კარი შეაღო და პირსახოცშემოხვეული მარიტა ზედ აესვენა.ქალი პანიკაში ჩავარდა და ყვირილი მორთო.
-დამშვიდდი,-ხელებს უკავებდა მამაკაცი რომ არ ჩაერტყა
-საიდან გაიგე ჩემი მისამართი,ან აქ რა ჯანდაბა გინდა,-მამაკაცს ხელი გაუსხლტა და ერთი-ორი ძლიერი მუშტი მაინც მოხვდა მკერდში,-რატომ არ მეშვები?-აგრძელებდა ყვირილს მარიტა.
-რა გაგიჟებს,-გაღიზიანდა კოსტაც და კუთხეში მიიმწყვდია,-რა ისტერიკებში ხარ,-ძლიერად დაუკავა ხელები და თვალებში ჩააცქერდა,-ჯობია,თავი მოიწესრიგო,-მიუგო მისი დანახვით ვნებამორეულმა და ჩაათვალიერ-აათვალიერა,გულაჩქარებულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა რომ ვნება დაეოკებინა.
-გამიშვი,-გამოსცრა მარიტამ და კოსტამაც ხელი აღარ შეუშალა
-სწრაფად ჩაიცვი,სალაპარაკო მაქვს,-თვალი ჩაუკრა და ტუჩზე მწარედ იკბინა,-ბავშვი კი ხარ,მაგრამ ზედმეტად ქალური ფორმები გაქვს,-ისეთი ხმით თქვა,თავადაც ვერ იცნო და დაჟინებით მიაცქერდა მიმავალ მარიტას,მის სხეულს რომ უყურებდა სუნთქვაც კი ავიწყდებოდა.“რა მოგიხერხო“ ჩურჩულებდა იგი,“ როგორ გადაგაფიქრებინო მეჯვარეობა“.
გაღიზიანებულ მარტიას კი სიმწრის ოფლი ასხავდა,ერთიანად კანკალებდა და ძლივს იცვამდა.-ხოარ დაგეხმარო?-რომ დააგვიანა ჰკითხა კოსტამ
-არა იყოს,-გაბრაზებული ხმით გასცა პასუცი მარიტამ და ძლივს დაასრულა ჩაცმა,სველი თმა მაღლა აიწია და შეიკრა,მიყრილ-მოყრილები მიაწყო და ოთახიდან გავიდა.
-გეღირსა?-მის დანახვაზე ტაშის კვრას მოჰყვა კოსტა,-წამოდი,დავსხდეთ,-წინ გაიჭრა,მარიტა კი უკან მიჰყვა და დივანზე ჩამოსხდნენ.
-რა საქმე გაქვს?
-მეჯვარეობაზე უარი თქვი!
-რატომ?-გაიკვირვა მარიტამ
-იმიტომ!
-რატომ-მეთქი
-მასეა საჭირო,-გამკაცრდა კოსტა
-ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ მე,-არ ჩამორჩა მარიტაც
-მე ვხედავ და ისე იქნება, როგორც მე გეტყვი,-კბილებდაბჯენით თქვა მან და წამოდგა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სიარულს მოჰყვა
-შენი სიტყვა სრულებით არ მაინტერესებს,-წამოვარდა მარიტაც,-როცა გთავაზობენ უარის თქმა არ შეიძლება.
-სექსი რომ შემოგთავაზონ უარს არც იმაზე იტყვი?-ამის თქმა და კოსტას ლოყის წვა ერთი იყო.მარიტას ცრემლები წამოსცვივდა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.კოსტამ როგორც კი გააცნობიერა რა თქვა ჭკუიდან ლამის გადავიდა,უნდოდა პატიება ეთხოვა,მაგრამ პირიდან არ ამოსდიოდა.ენას ვერ იმორჩილებდა,უბრალოდ რომ ეთქვა სიტყვა “მაპატიე“.
-ჩემი ბრალია,-სლუკუნით თქვა მარიტამ და სახეზე აიფარა ხელები,-ამდენის უფლება არ უნდა მომეცა,საერთოდ რატომ გისმენ,ვინ ხარ.
-მარიტა,-ენის ბორძიკით მიუგო კოსტამ,-არ მაინტერესებს გეტკინა თუ არა,-მტკივნეული ხმა დაფარა კოსტამ,-არ იქნები მეჯვარე და მორჩა.
-იმის მერე რაც შენ მკითხე,ბედავ და მაგას ისევ ითხოვ?
-შენი ტკივილი სრულებით არ მაინტერესებს,მინდა და გააკეთებ თუ არადა და ყველას ვეტყვი რომ ჩემი ხარ,-მარიტა გაშრა,ენა ჩაუვარდა,გული ისე აძგერდა,თითქოს 100წლის მიძინებული ყოფილიყო და ახლა აღუდგა არსებობა,ძარღვებში სისხლი აუდუღდა და ისე გაწითლდა ჭარხალს დაემსგავსა.-რაო,მოგეწონა რომ გითხარი ჩემი ხარ-მეთქი?-ხელი ჩაავლო კოსტამ და ააყენა,მარიტა ვეღარაფერს ამბობდა,შეკამათების თავიც აღარ ჰქონდა,კოსტას არ უნდოდა მის დაუკითხავად შეხებოდა ტუჩებზე,მაგრამ მოთმინება დაკარგულმა კაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ძლიერად აკოცა.მისი ზედმეტად ცხელი ტუჩები რომ იგრძნო მარიტამ,ხელის გულები მიაბჯინა და მოცილება სცადა,მაგრამ კოსტამ ორივე ხელი ძლიერად შემოხვია წელზე და უფრო მძლავრად მიიკრო ტანზე,მარიტას სუნთქვაც კი აღარ შეეძლო,მხოლოდ ტიროდა და კანკალებდა,კოსტას შეხება თან ძალიან სიამოვნებდა,თან ტკიოდა.
სურვილებმა იმდენად წაიღეს კოსტა,ხელები უნებურად შეუცურდა მაისურის ქვეშ მარიტას და თითქოს პიანინოზე უკრავდა ისე აათამაშა მის წელზე თითები.
-გაჩერდი,-ათრთოლებული ხმით სთხოვა თავადაც ვნებამორეულმა მარიტამ,-გთხოვ,-ხელები საყელოში ჩაავლო და მოქაჩა,-შემეშვი.
-მაპატიე,მაგრამ ვერა,-ალერსიანი ხმით მიუგო კოსტამ და სწრაფად გახადა მაისური,შემდეგ ისევ შემოაჭდო ხელები წელზე და ყელში ნაზად აკოცა,მერე ნიკაპს აუყვა და ისევ ტუჩებზე დასწვდა.

-ჩვენ მეჯვარეები ვართ,-ჩურჩულით ამბობდა მარიტა,-არ შეიძლება
-თუ ეს მოხდება,უარს იტყვი,-საწოლზე დააწვინა კოსტამ და გვერდით მიუწვა,-უარს ვეღარც შენ ამბობ ხომ ხედავ,-ისეთი ხმა ჰქონდა,თითქოს ენაზეც კი ცეცხლი ეკიდა.
-არ ვიცი რა მჭირს,მინდა ავდგე და გავიქცე,მაგრამ არ შემიძლია
-იმიტომ რომ გინდივარ,-ზემოდან მოექცა კოსტა და თავი მკერდზე მიაბჯინა
-არ მინდა შენთან ყოფნა,-სასოწარკვეთილმა თქვა მარიტამ
-რომ არ გინდოდეს ახლა აქ არ მეყოლებოდი,-ნაზად აკოცა მან
-ჩვენი სიყვარული ხომ არ შეიძლება,რატომ ართულებ ყველაფერს?
-რას ვართულებ,თქვი რომ არ გინდა მისი მეჯვარეობა,რადგან ჩემთან სხვანაირი კავშირი გაქვს.
-არანაირი კავშირი არ მაქვს შენთან,ემოციებს ავყევი,სანამ არსებობ აქედან წადი
-უკვე საწოლში ვართ და ახლა მიშორებ?-ახარხარდა კოსტა,-სამწუხაროდ არ გამოგივა.-ცხვირის ნესტოები მიაბჯინა და კანის სუნი მთლიანად შეისუნთქა.



№1  offline წევრი cancara

მომწნოს კაი ასე გაგრძელე რა ჯიუტია მარიტა რა

 


№2  offline წევრი zoi

რა არის ეს? ძაან პაწუკაა რაა,,,ვერ ვასწრებ გახარებას რომ მიმთავრდება...ეჰ რა ვუთხარი მოუცლელობას...კარგი ხარ<3

 


№3 სტუმარი nini

აუუ გოგო დადეე რა მალეე ძააან მომწონსს love

 


№4  offline მოდერი bibo

Vaime es ra iyooo cudad varrr saocreba saswauli gasaginebeli iyooo vgijddebi pawawina sheze chemi gogooochemi cicqna gogoooo^_^ meshokolad merafaeloeb mealucheb me marwyveb mevashliatamebi meshenoo :*

 


№5 სტუმარი irma jojua

Vaii raiyo ess . Amichqarda pulsi meccc :D maledade Ra Da cota didi tavi :D ❤

Vaii raiyo ess . Amichqarda pulsi meccc :D maledade Ra Da cota didi tavi :D ❤

 


№6 სტუმარი A

Au ra patara iyo ra azartshi shesulic ar viyavi damtavda ase ar sheileba gazarge cota. Ise dzalian magatia dzalian momwons da ase gaagrdzwle ogond upro didi tavebi.

 


№7 სტუმარი alisaa

gtxov ra male dadeeee:*dzalian magaria:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent