შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მესამე)


30-01-2016, 10:29
ავტორი Pepper
ნანახია 3 044

ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი ალექსანდრეს ამ უცნაური ქცევით, ვერც კი ვხვდებოდი ამით რის მიღწევას ცდილობდა, მისი ეს ქცევა საშინლად არ მომწონდა. უნდა ვაღიარო რომ მისი კოცნა მომეწონა თუმცა მისი და ჩემი ეს ურთიერთობა ზედმეტად უცნაურია, ამიერიდან ვეცდები რომ თავი მისგან შორს დავიჭირო, მარიამის ხათრით მაინც. ჯერ კიდევ შოკირებულმა გამოვიღე ღუმელიდან ჩემი მთელი მონდომებით გამომცხვარი კექსი და მაგიდაზე დავდე გასაცივებლად. მხოლოდ მის შემდეგ ავედი ზემოთ მარიამთან რომელიც ლოგინზე წამოწოლილიყო სოციალურ ქსელებში დაძვრებოდა. მეც გვერდით მივუწექი და მოვეხვიე.
- რაო პატარავ მოგენატრა ჩემი სითბო - მეხუმრა დაქალი -
- მაგრად მომეხვიე რა - სლუკუნით ვუთხარი და უფრო მივეკარი, მარიამმა გაოცებულმა შემომხედა და მკლავები ძლიერ მომხვია -
- რა გატირებს გოგო რამე მოხდა? შენებს ხო არაფერი დაემართათ ? რამე ხომ არ გტკივა? - მომაყარა კითხვები დაქალმა, არასდროს არაფერი დამიმალავს მარიამისგან ამიტომ გადვაწყვიტე ესეც მეთქვა მიუხედავად ყველაფრისა -
- ალექსანდრემ მაკოცა - ისევ სლუკუნით ვუთხარი და დამნაშავე თვალებით შევხედე -
- მოიცა ვინ ? ალექსანდრემ ? ჩემმა ალექსანდრემ ? რა ქნა ? - თვალები დაქაჩა მარიამმა და გაოცებულმა ლამის გადმოყარა თვალები ბუდიდან -
- ხო შენმა ალექსანდრემ - უფრო მეტად ასლუკუნებულმა ვუთხარი- - გაგიჟდა ეგ ? - წამოენთო პატარა ყიფიანი - ახლავე დაველაპარაკები - ლოგინიდან წამოდგა მეც უცებ წამოვფრინდი და მკლავში ხელი ჩავავლე -
- გთხოვ არ გინდა რაა, თვითონ ავარიდებ თავს გთხოვ - ცრემლებმა უფრო იმტეს ჩემს თავლებზე,მარიამიც დანებების ნიშნად ლოგინზე ჩამოჯდა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა -
- მოსწონხარ ვითომ მაგ უჟმურს ? - სიცილით თქვა მარიამმა - ახლა მე გადმომცვივდა თვალები -
- კარგი რა მარიამ , როგორ მოვწონვარ, ორი დღეა რაც მიცნობს სულ. სისულელეა. - გაოცებულმა ვუთხარი , მისი კოცნა გამახსენდა რაზეც ოდნავ გამეღიმა,მარიამს რათქმაუდა ეს არ გამორჩენია-
- სამაგიეროდ შენ მოგწონს ხომ ? - უცნაური ღიმილით მითხრა და მომეხვია -
- რა აქვს ჩემი დასაწუნი , მშვენიერი გარეგნობა აქვს თუმცა უჟმური და თავხედია. ველურიც, არც კი იცის გოგოს როგორ უნდა მოექცეს - გაცეცხლებული ვლაპარაკობდი მარიამს კი ეს ძალია ახალისებდა-
- გაები მარიამ - სიცილით მითხრა, ამის პასუხად მწარედ დავარტყი მკლავში - არც შენ უკლებ ველურობას და მოუხდებით ერთმანეთს - შეწუხებული სახით მითხრა და უცებ გამეცალა. საღამოს რვა საათამდე ოთახში ვიყავით და ათასგვარ სისულელეზე ვლაპარაკობდით შიგდაშიგ ალექსანდრეზე მეხუმრებოდა რაზეც საკადრის პასუხს იღებდა. მოგვიაებით ყველანი მისაღებში ჩემს სანაქებო კექს და ნტურალურ წვენს მივირთმევდით -
- უგემრიელესია - პირგამოტენილმა შემაქო ალეკომ, სხვებიც დაეთანხმდნენ თავის დაკვრით - ხშირად გაგვიკეთე ხოლმე -
- შენ ოღონდ რამე ჭამო და - სიცილით უთხრა გიორგიმ -
- დაჭამენ ერთმანეთს ახლა - დააბრიალა თვალები მარიამმა.
გვიან ცხრისთვის ოთახში ავბრუნდით მე და მარიამი მოსამზადებლად. მუქი ლურჯი ჯინსი ამოვიცვი, მოკლე მკლავიანი ტოპი გადავიცვი და როგორც ყოველთვის ჩემი საყვარელი კედები ჭავიცვი. მარიამმა გაიყინებიო და თვითონ ჟაკეტი მოიცვა ბრეტელებიან მაიკაზე. 10-ის ნახევარზე უკვე ყველა მისაღებში ვიყავით. გარეთ გავედით და ახლომახლოს მხიარული საუბარი მოგვესმა ჩვენც იქეთ წავედით. ათამდე ახლაგაზრდა შეკრებილიყო და მხიარულობდნენ. ალექსანდრე და მარიამი ყველას სათითაოდ მიესალმნენ, ბიჭებმაც გადაკოცეს რამოდენიმე ნაცნობი მეც გამაცნეს ბავშვები და იქვე ჩამოვჯექით. საერთო ლაპარაკში ჩავერთეთ მხიარულად გავატარეთ საღამო ახალგაზრდებთან. ცოტახანში ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შემაწუხა მარიამს გასაღები გამოვართვი და ფეხზე ავდექი -
- სად მიდიხარ ქალბატონო - ღიმილით მკითხა გიორგიმ -
- სახლში გავალ და მოვალ უცებ. შემცივდა - ვუთხარი ტყუილი. აბა ხომ ვერ ვეტყოდი საპირფარეშო მესაჭიროებათქო თანაც სიცივით ნაღდად მციოდა. ნელი ნაბიჯებით წავედი ახლოს მდებარე სახლში, ჩემს საქმეს მივხედე კარს ვკეტავდი ბოხი ხმა რომ მომესმა -
- ვიღაცას ციოდა მემგონი და ჩაცმულის არაფერი გეტყობა - სახე უკან მივატრიალე და ირონიულად მომღიმარ ალექსანდრეს შევხედე -
- აღარ მცივა - მტკიცე ნაბიჯებით წავედი ისევ იმ ადგილისკენ სადაც ბავშვები მეგულებოდნენ, თუმცა ხელზე რაღაც მაგარი ვიგრძენი რაც ალექსანდრეს მკლავი იყო რომელიც არსად მიშვებდა, ანთებული თვალებით შევხედე -
- რას აკეთებ, ხელი გამიშვი - გაცეცხლებულმა ვუთხარი და ჩემს ხელს მეორე ხელით დავეჯაჯგურე -
- ადი გამოიცვალე - კბილებში გამოცრა -
- უკაცრავად ? - თვალები დავქაჩე- მამიკო არ მჭირდება 17 წლის ვარ და მივხვდები როგორმე რა მჭირდება - კლვავ ანთებულმა ვუთხარი როცა მეორე ხელიც მომკიდა მოულოდნელად მის წინ ავესვეტე-
- რომ გეუბნები ჩაიცვი ასეც უნდა გააკეთო პატარა ქალბატონო, თანაც ისედაცარაფერი გაცვია და უკვე ძალიან ცივა. თანაც სულაც არ მინდა ძვლებში დავამტვრიო იქ მჯდომი რამდენიმე ბიჭი რომელიც თვალმოუცილებლად გიყურებს მაგ გადმოყრილ ბურთებზე - ურცხვად მიაშტერდა ჩემს მკერდს, თვალები კიდევ უფრო დავქაჩე -
- შენ... შენ - ენა დამება თანაც გავწითლდი -
- გიხდება სიწითლე - სახე მომიახლოვა და ტუჩემზე მისი ტუჩები გამიხახუნა, რაზეც მის მკლავებში ავფართხალდი -
- გამივი ხელი , თავი ვინ გგონია ველურო, არანორმალური ხარ, ნუ მეხები ზედმეტად. ამის შემდეგ ჩემთან მოკარებული არ დაგინახო - ვაგრძელებდი ყვირილით და მისი მკლავებიდან თავის დახსნას ვცდილობდი - ან რის მიღწევას ცდილობ, მარიამის ბიძაშვილი რომ არ იყო აქამდე მოგკლავდი - ყვირილით ვუთხარი თუმცა მალევე გადმოვყარე ცრემლები, აშკარად ძალიან ემოციური გავხდი, არასდროს მიტირია ბიჭის წინაშე, ახლა კი. ალექსანდრრეს ჩემს ცრემლიან თვალებზე სახე შეეცვალა. სახე დასერიოზულებული მომშორდა მხოლოდ ადი და რამე თბილი ჩაიცვიო მითხრა მეც გმოდებილებული ავუყევი კიბეებს, კარადიდან თბილი ჯაკეტი გამოვიღე და ჩავიცვი. კიდევ ვიხსენები წამის წინათ მომხდარ ამბავს და არა მარტო ამას ყველა იმ უცნაურ მომენტს რაც ალექსანდრეს დამსახურება იყო. არასდროს ვიყავი სუსტი და მტირალა გოგო მთელი 17 წლის მანძილზე ახლა კი რა ჯანდაბა დამემართა , ცრემლები შევიმშრალე და საკუთარი თავი დავარწმუნე რომ ალექსანდრე ჩემთან თამაშობდა და მეც ასე ვაპირებდი მოვქცეოდი.სერიოზული სახით ჩავირბინე კიბეები და გვერდი ავუარე მისაღებში მდგომ ალექსანდრეს. მთელი საღამო უცნაურად მათვალიერებდა. ბავშვებთან პირველ საათამდე დავყავით დრო. ბავშვებთან მოვიბოდიშე მეძინებათქო და ლოგინში დავწექი. რათქმაუდა ეს მიზეზი იყო ალექსანდრეს უცნაური მზერა რომ აღარ დამანახა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ ალექსანდრეს ჭკუას ვასწავლიდი.
დილით ვიცოდი რომ ალექსანდრეც მალე ადგბოდა მეც გადავწყვიტე მის ნერვებზე მეთამაშა, როგორც ყოველთვის სავარჯიშოდ ავდექი 7საათზე მოკლე ტოპი და შორტი ჩავიცვი ჩავიცვი და მისაღებში გავედი სადაც მართლაც დამხვდა ალექსანდრე, თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და შევნიშნე როგორ აენთო თვალები ჩემს ჩაცმულობაზე, მეც არხეინად გავაქნიე უკანალი და მთელი ერთი საათი ვირბინე, თვალწინ კიდევ მედგა ალექსანდრეს თვალებ ანთებული თვალები გულში მეცინებოდა მის თვალებზე. მეც მიხაროდა რომ გამოვიწვიე, სახლში დაბრუნებულმა ჩვევას არ ვუღალატე და წყლის დასალევად გავეშურე სამზარეულოში, წინადღის სცენა გამეორდა იმისგან განსვავებით რომ ახლა პირდაპირ უკან მობრუნებულს მხეცივით მეცა ალექსანდრე ტუჩებზე, მეც ავყევი თმებში ხელი შევუცურე, რაზეც თვალები ჭყიტა არ მოელოდა და უფრო გათამამდა ხელები საჯდომთან რომ ჩააცურა მაშინ მოვკიდე ჩემს ცივ წყალს ხელი თავზე გადავავლე და სანამ ის გონს მოვიდოდა სიცილით გავეცალე სამზარეულოს, თუმცა ყველა ის ადგილი მეწვოდა სადაც მისი ხელები მეხებოდნენ, ტუჩებიც გამწითლებოდა და რაღაც სასიამოვნოოს ვგრძობდი მუცლის არეში.
****
დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობს იმედია მოგეწონებათ ეს თავიც , დიდი არ არის მაგრამ შევეცდები დღესვე დავდო შემმდეგი თავი



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყოო :-)

 


№2 სტუმარი Nino

Haha magrad gauchalicha

 


№3  offline მოდერი bibo

Momwons vgijdebi shenze chito shenze saocraba xar saswauli tkbilii kamfetiiii shoki mokii ...es aleqsandre naxe ra veluruli da mamakacuria momwons me magi

 


№4  offline წევრი Nate

ძალიან კარგია უბრალოდ ასე უცებ არ მოახდინო განვითარება, რაღაც ბანალური ხდება. ასე უცებ შეუყვარდა?! ან ეთამაშებაა?! ცოტა გესლონ ჯერ ერთმანეთი wink მომწონხარ love ველი შემდეგს, იმედია მალე დადებ love

 


№5  offline წევრი Pepper

Nate
ძალიან კარგია უბრალოდ ასე უცებ არ მოახდინო განვითარება, რაღაც ბანალური ხდება. ასე უცებ შეუყვარდა?! ან ეთამაშებაა?! ცოტა გესლონ ჯერ ერთმანეთი wink მომწონხარ love ველი შემდეგს, იმედია მალე დადებ love

gavitvaliswineb shens rchevas aucileblad <3 ara arcerts ar uyvart ertmaneti ^_^

bibo
Momwons vgijdebi shenze chito shenze saocraba xar saswauli tkbilii kamfetiiii shoki mokii ...es aleqsandre naxe ra veluruli da mamakacuria momwons me magi

didi madloba am sityvebistvis <3

 


№6 სტუმარი A

Me vkitxulob da martla dzalian momwons magaria

 


№7  offline წევრი Mashomashiko

მომწონს ოღონდ სიტუაცია უფრო გაამძაფრე :D და ახალი თავიც მალე დადე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent