შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული უფრო გემრიელია 3


30-01-2016, 12:18
ავტორი mariami879
ნანახია 2 306

სახე მოექუფრა ასშკარად არ ესიამოვნა სახელის ხსენება. ღმერთო ოღონდ არ მითხრას რომ ვუყვარვარ ვერ გადავიტან ღმერთო ოღონდ ეგ რა.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-არამიშავს მომენატრეე სალი
-ნიკოლოზ ახლა არ მცალია, ვერ გელაპარაკები ნახვამდის
-მოიცა რა გჭირს
-არ მცალია ახლა მოგწერ როც მოვიცლი
ტელეფონი გავთიშე და ალექსანდრეს შევხედე. კისერზე ძარღვები ამობერვოდა და ნერვიულად იგრეხდა თითებს
-კარგად ხარ?
-სალი ერთ კითხვას დაგისვამ და გულწრფელი პასუხი გამეცი
-ალექსანდრე რა ხდება
-ვინმე არის შენს ცხოვრებაში?
-მეკითხები ვინმე მიყვარს თუ არა?
-ხო ეგ მაინტერესებს
-არა, არავინ
-აბა ეგ ვინ იყო?
-ეს, შენი ძმა იყო
-ნიკუშა ტო?
ხმა აღარ ამომიღია კვლავ გაისმა ზარის ხმა
-ნიკუშააა??
-კი
-მე ვუპასუხებ
-ალექსანდრე რა გჭირს იქნებ მითხა
ტელეფონი გამომტაცა ხელიდან და უპასუხა
-ნიკუშ როგორ ხარ?
-ალე შენ ხარ?? ბიჭო სალისთან ერთად ხარ? გაიცანი?
მიაყარა კითხვები ნიკოლოზმა, ალექსანდრეს მზერა სულ უფრო და უფრო მრისხანე ხდებოდა
-კი ტო გავიცაი შენ საიდანღა იცნობ?
-მე სალი ჩემი სიხარულია ძმაო :დდ მიმხედე იცოდე აწი მშვიდად ვინქები არავინ მიწყენინოს თორე ხო იცი თუ გადამეკეტა და ჩამოვედი ისედაც აკრეფილი მაქ მაგათზე
-ბაზარი არაა ძმაო აბა მიდი ჰე დროებით
ტელეფონი გათიშა და მე მომაშტერდა. ცოტა ხანს ასე ჩუმად მიყურებდა და როგორ იქნა დუმილი დაარღვია
-როდის უნდა გეთქვა?
-რა უნდა მეთქვა ალექსანდრე?
-რომ შენ და ჩემი ძმა, თქვენ ერთად იყავით
-ჩვენ?? მე და ნიკოლოზი ერთად?? არა ალექსანდრე ჩემსა და ნიკოლოზს შორის არაფერია
-სალი გაჩუმდი და ნუ ტყუიხარ
-ტყუილი რაში მჩირდება, უბრალოდ ნიკოლოზს მოვწონვარ და მეტი არაფერი, მან კარგად იცის რომ ჩვენს შორის არაფერი იქნება.
-სალი მე უნდა წავიდე?
-ალექსანდრე რაღაცის თქმას აპირებდი
-დაივიწყე დამიყვირა , შიშისგან შვეხტი და ერთ ადგილას მივიყინე
-შენ ხო არ გაგიჟდი რას მიყვირიხარ? ან რანაირად იქცევი?
კიდე იქით ვიყავი დიდ გულზე თუმცა სრულიად ვხვდებოდი და გაანალიზებული მქონდა ჩემი შეცდომა. უნდა მეთქვა არ უნდა დამემალა. მაგრამ ანდა რა იყო დასამალი ან სათქმელი. რა ხდება ჩემს თავს.
ალექსანდრემ შემომხედა ბოდიოშო მითხრა და წავიდა. ოღონდ ახლა ერთხელ მაინც შემოეხედა? ნუთუ შემიყვარდა? არა რა სისულელა ის ხო,არა მე ის არ უნდა შემიყვარდეს დავიტანჯები და განაჩენი თვითონ გამოვუტანე საკუთარ თავს. ის ისევ ე უნდა გამქრალიყო როგორც შემოვიდა. მისი ჩემთან ახლოს ყოფნა არავისთვის იქნებდა კარგი, პირიქით ყველას დავიტანჯებოდით.
შემდეგი ორი დღე ალექსანდრე არსად ჩანდა. თამო სრულიად შოკირებული იყო ამ ამბებით და ცდილობდა როგორმე ავერიდებინეთ ერთმანეთისთვის. როგორც გავიგეთ თურმე დილიდან საღამომდე სვამდა და დროს “ღრეობაში” ატარებდა. მართა მიკვირდა რა მოუვიდა ასე მალე რა შეიცვალათქო ვერც კი დავუშვებდი რომ შეიძებოდა შევყვარებოდი ამ 9 დღეში.არა რა სისულელა რით ვიშტერებ საკუთარ თავს. რატომ ვფიქრობ საერთოდ მასზე რატომ ვნერვულობ რაც უნდა ის უქნია?
ასე განვლო კიდევ რამდნიმე დღემ. თბილისში წასასვლელად ვემზადებოდით ნელ-ნელა. ბარგი ჩავალაგეთ და აზრად მოგვივიდა სოფლისთვის კრუგი დაგვერტყა და დავმშვიდობებოდით მეგობრებს. ლამაზად გამოვეწყვეთ და სოფლის შარას გავუყევით. სოფლის კრუგთან რომ მივედით შორიდან ალექსანდრეს მოვკარი თვალი ხელი ვიღაც გოგოზე გადაეხვია და ლოყაზე კოცნიდა.
-თამო შეხედე
-რა???? ელენე??
-რა იყო შექალო რა ნახე გამისკდა გული. ვინნაა ?
-გოგო ალექსანდრეს შეყავრებული იყო მაგარი გოგოა მოდელია, მაგრამ ძალიან ბოღმა და გველია. დღემდე უყვარს
-ამასაც როგორც ჩანს
-არა სალი ალეში დარწმუნებული ვარ, ამ გოგომ ისეთები გაუკეთა რო საერთოდ რა უნდა მაგასთან ერთად
-ხო რავიცი ფაქტი სახეზეა თორე მე რა ჩემთვის სულ ერთია
-გოგო გაიღიმე, თორე განახებ რა არის შენთვის სულ ერთი
ხელი მკრა თამომ. მართლაც სულ ერთი არ იყო. გული ჩამეწვა, სული მომეხუთა, ფეხები ამიკანკლდა სხვა გოგოსთან რომ დავინახე. მაგრამ წარბიც არ შემტოკებია. თითოეული მათკენ გადაგმული ნაბიჯი ჩემს გულზე სიარულის ტოლფასი იყო.
-პრივეტ ბავშვებო
-ვაა თამო როგორ ხარ? მიესალმა ელენე და გადაკოცნა.
ალექსანდრემ მაშინვე მე შემომხედა. ამათვალიერ ჩამათვალიერა, გამარჯობაო მითხრა და ისევ ელენეს დაუბრუნდა.
-ბავშვებო ფრიად სამწუხარო რამ უნდა გითხრათ, გულდაწყევიტით თქვა თამომ
-რა ხდება?
-რა და ხვალ მე და სალი თბილისსს მივდივართ ასე რომ დასამშვიდობებლად ამოგიარეთ
ალექსანდრე წამით გაჩერდა



№1  offline წევრი Mariami_MariamOo

Au armyofnis dzalian pataraa, shegidzlia cota mxatvruladac dawero dzalian mshralia, Mxolod imito vkitxulob rom namdvili ambavi aqvs safudzvladda ra moxdeba mainteresebs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent