შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (სრულად)


30-01-2016, 15:53
ავტორი zak
ნანახია 11 384

უკვე ორი კვირაა რაც ამ ჯოჯოხეთში დაიწყო მუშაობა,და უკვე ჰგონია,რომ დედამიწის ზურგზე ჯოჯოხეთი აღმოაჩინა.ბავშვობიდან სძულს ძალადობა და მოძალადე ადამიანი,ახლა კი გაჭირვებამ აიძულა,რომ თავად გამხდარიყო ყოველივე ამის ყოველდღიური მაყურებელი.ბრძოლა წესების გარეშე,ეს ის სამყაროა სადაც არ არსებობს შეცოდება,დანდობა,გვერდში დგომა...აქ ყველა მხოლოდ სახელისათვის იბრძვის,რათქმაუნდა ერთ-ერთი მიზეზი გასამრჯელოა,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ხალხი ერთმანეთს სახელის გამო ხოცავს...
დღესაც ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში.კუთვნილი ფორმა მოირგო და წინა ღამით დაბინძურებული ოთახის მოწესრიგებას შეუდგა.იატაკი სავსე იყო სიგარეტის ნამწვებითა და სხვა ნაგვით.საბრძოლო არენა სისხლით დაფარულიყო,თან გულისამრევად ყარდა.ყველაფერი მოაწესრიგა,ლაგების პროცესში თავისთვის ღიღინებდა რათა მოზღვავებული ემოციები დაეოკებინა.კარგად იცის რომ რაც ამ შენობაში ხდება,მის საზღვრებს არ უნდა გასცდეს,მ თემასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც მოისმინა,და საკმაოდ შეშინდა კიდეც.მაგრამ როგორია შენ თვალ წინ ადამიანი მოკლან და შენ იმის შესაძლებლობა არ გქონდეს,რომ მისი მკვლელის სამაგალითოდ დასჯაში წვლილი შეიტანო,მხოლოდ იმიტომ,რომ შესაძლოა ამ საქციელის გამო თავად გამოესალმო სიცოცხლეს...მანამ სანამ ხალხი მოვა შეუძლია დაისვენოს,მერე კი მათი მომსახურება მოუწევს,იმის ყურებაც თუ როგორ უერთიანებენ ერთმანეთს ძვალსა და რბილს ახალგაზრდები,იმის ატანა,რომ ყოველი მეორე არამზადა მის უკ**ალს ან თვალს,ანდაც ხელს გამოაყოლებს,და ეს ყოველივე იმისათვის,რომ ბინის ქირა გადაიხადოს და შიმშილით არ მოკვდეს...
ფიქრი გაუგრძელდა,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა სხვა გოგონები რომ მოვიდნენ,მათ საუბარსაც მოჰკრა ყური ,მაგრამ დიდად არ დაინტერესდა,ამიტომ საღამოსათვის მზადება დაიწყო.არ არიან სალო და ნათია ცუდი გოგოები.ისინიც კესოსავით ღარიბი ოჯახის შვილები არიან,მაგრამ ბევრა უფრო გასულები,ვიდრე კესო...
-იცი?! დღეს თურმე გაბოც მოვა.(სალომე)
-არ მჯერა,ნუთუ მოსკოვიდან დაბრუნდა?(ნათია)
-გუშინ დაბრუნებულა და გაუგია რომ აქ პირველი მებრძოლი ლექსო ყოფილა.ასე უთქვამს ახლა აუცილებლად გავუერთიანებ თავ ყბასო.(სალომე)
-და შენ საიდან იცი? (ნათია)
-ჩემი მაგობარი,მაგის ძმაკაცთან მეგორობს,ხომ ხვდები,და გაუგია გუშინ როგორ ლაპარაკობდნენ.(სალომე)
-ესიგი დღეს უფო მონდომებულად უნდა მოვემზადო საღამოსათვის,იქნებ დავკერო.(ნათია)
-მე მაინც მგონია რომ მარტო არ მოვა...(სალომე)

თავადაც იცის,რომ სხვისი საუბრის მოსმენა ცუდი საქციელია,მაგრამ შემთხვევით მოუვიდა.თან ისიც არ იცის ვინ არის გაბო.ლექსოს ყოველ ღამე ხედავს,და უკვე დარწმუნებულია იმაში,რომ მიუხედავად მომაჯადოვებლად მამაკაცური გარეგნობისა,იმ მხეცს გული არ გააჩნია,და მხოლოდ ვნებებითა და კუნთებით აზროვნებს.უკვე ერთი კვირაა რაც მისი მანქანა დაჰყვება უკან,თანაც მისი გამოხედვა აშინებს,ისე იყურება თითქოს მის სხეულში რაიმე მხეცია ჩასახლებული და მის შესაჭმელად გამოსვლას ლამობს.ყველანაირად ეცადა მისი საქციელი დაეიგნირირებინა,მაგრამ ამან ალექსანდრე კიდევ უფრო გაახელა,მისი თავიდამ მოშორება ვერა და ვერ შესძლო,ეს უკვე ძალიან უშლის ნერვებს.გაუხარდა,უნდა აღიაროს რომ გუხარდა როცა შეიტყო,რომ ვიღაც მისთვის ჭკუის სწავლებას აპირებდა.მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი საქციელი მასში ზიზღს იწვევს,თვლის,რომ ამ ხეპრეს,თავში ერთი ორი წამოთავაზება არ აწყენს,იქნებ ეს საშინელი თავმოყვარეობა ცოტათი მაინც შეელახოს...
მოემზადა და მთავარი დარბაზისაკენ გაემართა,იქ შესულს ხალხის დიდი ნაწილი მოსული დახვდა,მებრძოლთა უმეტესობაც საბრძოლო არენაზე შეკრებილიყო და რაღაცაზე თათბირობდა.დღეს რაღაც იმაზე ცუდათაა ვიდრე სხვა სამუშაო დღეებში არის.უხასიათოდ,ყალბი ღიმილით მიაქვს სასმელი იქ მსხდომთათვის,და ცდილობს მოკლე ქვედა ბოლო შეძლებისდაგვარად დაბლა დაჰქაჩოს,სიარულისას კიდევ უფრო მაღლა რომ იწევს.
-ის არის! კი,ნამდვილად ის არის.შეხედა რა სიმპატიურია.ვაიმე ნახე როგრ იღიმის...(სალომე)
-ხო მართალი ხარ,ახლა მესმის მეგობრის,მშურს კიდეც მისი.შეხედე აქეთ მოდის...(ნათია)
-მემგონი რაღაც უნდა,უყურე ხელს წევს.(სალომე)
-მე მოვემსახურები...(ნათია)
-ხომ იცი,გაბო მხოლოდ ვისკის სვამს.(სალომე)
-ვიცი,აქ რომ დადიოდა სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა აქ.(ნათია)
როგორც ყოველთვის ახლაც საშინელი სიტვაციაა.სიგარეტიის,სასმლის და იაფასიანი სუნამოს სუნი ერთმანეთში ირევა და საცაა გონებას დაკარგავს.სახე ძირს აქვს დახრილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როდის მოახერხებს სახლში წავლას,მაგრამ იცის რომ დრო სწორედ ახლა გავა ძალიან ნელა და დამღლელად.სასმლის ასაღებს მიდიოდა როდესაც ვიღაცის ფეხს წამოედო და კინაღამ ძირს გაწვა,მაგრამ დროულად მოახერხა თავის შეკავება და გამწარებულმა ახედა მასზე მაღალ,არა ძალიან მაღალ მამაკაცს.გრძელი,წითური თმები გვერდზე გადაიყარა და მამაკაც გაბრაზებული თვალებით ქვემოდან ამოჰხედა.ამით ანიშნა,რომ მისი საქციელით მამაკაცისაგან განსხვავებით,კმაყოფილი სულაც არ იყო.
-რა გნებავთ?...მაინც ვერ გადააბიჯა ზრდილობას და კულტურულად დაუსვა კითხვა უცნობს. აქ მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უცნობია,მაგრამ ამას მართლა პირველად ხედავს.თან ასეთი ტუჩების პატრონს კარგა ხანს ვერ დაივიწყებდა.
-მხოლოდ სასმელი და ერთი ვნებიანი ღამე თქვენთან...არა ეს უკვე ზედმეტია,ასეთი უზნეო როგორ არის.აქ ასეთს მხოლოდ ალექსანდრეს იცნობდა,იცნობდა ზედმეტან მტკიცე ნათქვამია,მხოლოდ ალექსანდრეს შეხვედრია,მაგრამ ასე პირდაპირ მასთან დაწოლა ჯერ არავის შემოუთავაზებია.ახლა მხოლოდ მოთმინება სჭირდება,მერე მშვიადა წავა სახლში და ამაზანაში განცხრომას მიეცემა.
-რომელი სასმელი გნებავთ?...ძვლივს შენარჩუნებული მოთმინებით იკითხა და გადაწყვიტა საერთოდ დაევიწყებინა ამ უზნეო მამაკაცის სიტყვები.
-სამი ჭიქა და ვისკის მთლიანი ბოთლი მოგვიტანე,აი იმ მაგიდასთან,ლამაზო,ორი წვენიც გამოაყოლე...ტუჩის კუთხე ჩატეხა,და თან თითით მაგიდისაკენ გაახედა სადაც ორი ახალგაზრდა ბიჭი და რამდენიმე გოგონა იჯდა.
-ახლავე...ნაძალადევად გაუღიმა მოსაუბრეს,შეკვეთა ჩაიწერა და სინით ხელში,ახლა უფრო ფრთხილი ნაბიჯით გასწია სასმლის ასაღებად.იქ მისულს განაწყენებული ნათია შემოეგება.სანამ რამეს ეტყოდა თავის ყველა საქციელს გადახედა,მაგრამ ვერც ერთი ისეთი საქციელი ვერ გაიხსენა,რომელიც მას გაანაწყენებდა.ამიტომ უბრალოდ დაელოდა,როდის გადმოვიდოდა შეტევაზე.
-კესო არ მითხრა,რომ შენც გაბოს შებმას გეგმავ,თორემ ყველაფერს დავივიწყებ რაც კი ჩვენ გვაახლოვებს და თვალებს ჩემი ხელით დაგჩიჩქნი,იცოდე არ გაპატიებ(ნათია)...ჯერ იმან გააოცა,რომ შემთხვევით შეიტყო მისი ნა ნათიას დაახლოვების ამბავი.მერე იმან გააოცა,რომ გოგონა მას სრულიად გაუგებარ თემაზე და უცნობ მამაკაცზე ესაუბრებოდა,ბოლოს კი იმაზე ფიქრს შეუდგა ვინ იყო გაბო,და საიდან მოიტანა ნათიამ მისი და ამ ზემოთხსენებულის შესახებ ასეთი აფსურდი.აშკარად დიდხანს ხარშავდა ამ ყველაფერს.როცა გონს მოეგო სინზ შეკვეთა დადებული იყო,ნათია კი კლიენტებს ემსახურებოდა.
-მალე ბრძოლა დაიწყება...თქვა თავისთვის და საკუთარ თავს დაწყნარება დაუწყო.დღეს რაღაც უცნაური დღეა.
-ინებეთ თქვენი შეკვეთა,კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?...მოჩვენებითი ინტერესით იკითხა და სინი მკერდზე აიფარა.
-გმადლობ ლამაზო,დღეისათვის მეტი არაფერი.და ხო,დღევანდელ გამარჯვებას შენ გიძღვნი...ისევ ირონიულად ჩაიცინა კაცმა,და გოგონას ახლა თავად ამოჰხედა ქვემოდან.იცის რომ კლიენტებთან საუბარი ეკრძალება მაგრამ ახლა რამე უნდა უთხრას,თორემ გასკდება.
-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული იმაში,რომ ალექსანდრეს დაამარცხებთ?ორივემ ვიცით,რომ ის დაუმარცხებელია...შეძლებისდაგვარად გესლიანად უთხრა მამაკცს და მის გამომეტყველებას დააკვირდა.რომელზეც თავმომწონე ირონიული ღიმილი ჩამოერეცხა და მის სახეზე ახლა გაბრაზება გამოიხატა,უფრო გაცოფება.
-ჩემი კესარია მართალია,ჩემი დამარცხება ჯერ ვერავინ მოახერხა...არ იცის საიდან გაჩნდა მის გვერდით ასე უცებ ალექსანდრე და როდის შეუცურა თავისი ბინძური ხელები წელზე.იგრძნო თუ არა მისი ხელები თავის სხეულზე,მთელი ძალით დაეჯაჯგურა მას და მოიშორა.
-მე თქვენი არ ვარ ბატონო ალექსანდრე.დღეს ყველა ადამიანი თავისუფალია.თუ ამის შეხსენება გჭირდებათ შეგიძლიათ ახალ ამბებს უფრო ხშირად უყუროთ...მორჩა საერთოდ წავა ამ სამსახურიდან.აღარც ამ მთვრალი ხალხის ყურება უნდა და აღარც ლექსოს უზნეობის ატანა მოუწევს.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.ალექსანდრე,ვიცოდი რომ კარგი გემოვნება გქონდა,მაგრამ ამჯერად შეცდი.ალბათ საწოლშია მაგარი.მხარში დგომაც სცოდნია,მაგრამ დიდად შორსმჭვრეტელი ვერ არის...ალექსანდრეს სახეზე გაოცება რომ გამოიხატა,მაშინ გაიაზრა მანაც,რომ ახლახანს ის იმ გაბოს ესაუბრებოდა,მოსკოვიდან რომ დაბრუნდა,იმისათვის რომ ლექსო თავის ადგილზე მოსვას.ღმერთო ჩემო რა პატარაა ეს კლუბი...მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუღრმავდა მამაკაცის სიტყვებს,და მიხვდა რომ ფაქტიურად კ..პად შერაცხეს.
-უკაცრავად,რაღაც გეშლებათ.მე და ალექსანდრე?! არაა,ეს სასაცილოა.უკაცრავად მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ,კლიენტებს უნდა მოვემსახურო...სწრაფად გაეცალა მათ მაგიდას,რომლის წინაც ორი მამაკაცი ერთმანეთს ზიზღით სავსე მზერას არ აშორებდა და დაწმუნებულია გონებაში ორივე მათგან ერთმანეთი უკვე დახოცილი ჰყავთ. მიდიოდა და თან საკუთარ თავს ლანძღავდა.როგორ ვერ მიხვდა ვის უტრიალებდა ენას,რა არ ასვენებს ნეტავ.ერთ დღესაც შარში გაეხვევა და მერე ვეღარავინ უშველის.ახლა უნდა დამშვიდდეს და თვალი მოედნისაკენ არ გაექცეს.
ბრძოლა დაიწყო,ხალხმაც ხმაური ატეხა.ფსონები უკვე დადებულია...
რინგისაგან ზურგშექცვით იდგა და ყველანაირად ცდილობდა ტკივილნარევი ღრიალისათვის ყურადღება არ მიექცია.ზიზღს გრძნობდა ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვინც ამ ბიჭების სიცოცხლეზე ფსონს დებს.ამ ხალხის წამოძახილები,რომლებიც ხშირ შემთხვევაში უწმაწურია,მხოლოდ იმის გამო არის გაჟღერებული,რომ ერთ-ერთმა მებრძოლმა მათი იმედები ვერ გაამართლა,მაგრამ არავის აწუხებს ის ფაქტი,რომ დამარცხებული ბიჭი,რომელიც ოც წელზე მეტის ვერ იქნება,შესაძლოა ახლა სიკვდილს ებრძოდეს.
გახედვა მხოლოდ ნაცნობი სახელების გაგებისას მოახერხა,ისიც გაუცნობიერებლად.რინგზე ალექსანდრე და გაბრიელი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და გამხეცებული მზერით უყურებდნენ ერთმანეთს.არ იცის რატომ მაგრამ ახლადგაცნობილის გამო ძალიან ღელავს,იქნებ იმიტომ რომ მასზე გაბრაზებულია,იმ მიზეზით,რომ ქუჩის ქალად შერაცხა,და არარსებული რომანი გაუბა ლექსოსთან.აღელვებული შეჰყურებდა მამაკაცის დაჭიმულ კისერს და მომუჭულ ხელებს.რატომღაც მოუნდა რომ მის გვერდში დამდგარიყო და დაემშვიდებინა.უნდოდა რომ ისიც სხვებივით მხეცად არ წარმოედგინა.მაგრამ უკვე გვიან იყო.შეძახილი გაისმა და ორივე მათგანი გახელებული ეძგერა ერთმანეთს.პირველი დარტყმა გაბომ იგემა და ამაზე მსუბუქი წამოძახილი ვერ შეიკავა კესომ.მეორე და მესამე მუშტიც მამაკაცის სახეს მოხვდა,მაგრამ ბოლოს მოახერხა და ალექსანდრე ძირს დააგდო,თავად ზემოდან მოექცა და სახეში ისეთი ძალით დაარტყა მუშტი,ლექსოს მაგივრად მე მეტკინა.ბრძოლა კიდევ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა და კესოც გაუაზრებლად მიუახლოვდა არენას.თან შეშინებული თვალს არ აშორებდა გაბრიელის სისხლით მოსვრილ სახეს.იმ წუთს მისი ჭრილობები თავადაც სტკიოდა,მისი გამარჯვება უხაროდა,ნაწილობრივ სძულდა იმის გამო,რომ ასეთი ცხოველური რამ გააკეთა,მაგრამ მეორე მხრივ დარწმუნებული იყო,რომ ალექსანდრე ასეთ მოპყრობას იმსახურებდა და არ ამტყუნებდა მას.გაუაზრებლად წამოიყვირა და რამოდენიმეჯერ ტაშისკვრით შეხტა.მერე სწრაფად მოთოკა მოზღვავებული ემოციები და მამაკაცს ფარულად შეხედა.სწორედ მაშინ,როდესაც გაბოც მას უყურებდა და რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვონოთ,დიახ მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა,და ამ დროს ორივე თუ არა კესო მაინც მიხვდა რომ ამ მამაკაცის მიმართ გულგრილი უკვე არ იყო,მაგრამ ეს მხოლოდ გულის ერთ მალულ,ბნელ წერთილში.გაბრიელმა გოგონას ჯერ ალექსანდრეზე მიანიშნა,მერე კი თითქოს მზერით უთხრა შენ გეძღვნებაო.შემდეგ ისევ ცალყბად ჩაიცინა და არენიდან ჩამოვიდა...
მთელი საღამო აღარ მოუკრავს მისთვის თვალი,ასე უფრო წყნარად აკეთებდა საქმეს.ეს დღე შედარებით მალე დასრულდა.ისე გაუხარდა საათს რომ შეხედა და დილის ოთხი საათი ამოიკითხა,რომ კინაღამ ცეკვა დაიწყო.ახლა მხოლოდ მებრძოლთა გასახდელს დაალაგებს და სახლში წავა.
გასახდელში შესულს ალექსანდრე ისევ იქ დახვდა.მუხლებში თავჩარგული იჯდა,და სავარაუდოთ ფიქრებით ძალიან შორს იყო.ფრთხილად შევიდა და ოდნავ ჩაახველა,რათა მისი ყურადღება მიექცია.სწრაფად ამოჰხედა ქვემოდან და ინეტერესიანი მზერა მიაგება.მერე ირონიულად ჩაეღიმა.
-რამ შეგაწუხა!
-მე გასახდელი უნდა დავალაგო,ბატონო ალექსანდრე....თავი დახარა და ისე მიმართა მამაკაცს.რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გოგონას ისევ ამოჰხედა და დარწმუნებით მიმართა.
-პირველივე ნახვისას მოგეწონა არა?!...არ უარყო მიუხედავად იმისა,რომ ძირს ვეგდე დავინახე მისი გამარჯვება,როგორ გაგიხარდა.მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ორი კვირაა ჩემს ყველა გამარჯვებას შენ გიძღვნი,შენ ოდნავადაც კი არ მაქცევ ყურადღებას.მე მართლა მომწონხარ,ყოველგვარი ტყუილის გარეშე.შენ სხვა გოგონებს არ ჰგავხარ,მათთსავით გარს არ მეხვევი,არ ხარ აღტაცებული იმით,რომ ეს ჩემი ერთადერთი დამარცხება იყო,იმ ბრძოლებს შორის რაც კი ჩამიტარები...ბოლოს ხმის ტონს საგრძნობლად აუწია...მითხარი რა დაინახე მასში ისეთი,რაც მე არ მაქვს,რითი მჯობს,მე გულით მიყვარხარ კესო,ძალიან მიყვარხარ,ის ...ის ვინ არის,არავინ...უკვე ღრიალებდა და კესოც შეშინებული კარებს მიჰყრდნობოდა.ახლა ნამდვილად წავა სამსახურიდან და სულ არ ადარდებს თუ გინდა შიმშილით მომკვდარა,ხიდის ქვეშ.თან ვერ ვერაფერს ვერ ეუბნება.არადა კესოს აზრით,გაბრიელი ერთი ჩხუბისთავი,თავმოყვარე ბიჭია,რომელმაც არც დამარცხება იცის რა არის და არც პატივისცემა.მაგრამ ასე მხოლოდ კესოს გონება ფიქრობს.
სწრაფად გამოეცალა ლექსოს და მენეჯერთან შევიდა.ცოტა ხანში უკვე თავისუფალი ადამიანი იყო,ხვალ საღამომდე შეძლებდა ძილს და აღარც ამ ცხოველების ყურება მოუწევდა.აღარც ნათიას მკვლელ მზერას შეეჩეხებოდა.აღარც ლექსო შეაწყედა თავს და აღარც გაბრიელი მოუშლიდა ნერვებს.მოკლედ იმდენი „აღარც“-ი დაუგროვდა,რომ დაფიქრდა აქამდე რატომ არ წამოვიდა სამსახურიდან.სანამ სახლში მივიდა ფიქრიც მოახერხა.ფიქრობდა ალექსანდრეს სიტყვებზე და თავი უკანასკნელი ქუჩის ქალი მიაჩნდა.რატომღაც ტირილი მოუნდა.გული სტკიოდა,იმიტომ სტკიოდა,რომ სხვას ატკინა თავისი საქციელით,,სიმართლე რომ ითქვას არ სჟერა ალექსანდრეს სიტყვების“გულით მიყვარხარ“,მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ არა?!...ეს მაგალითი თავის დასამშვიდებლად მოიყვანა,თორემ ისე ორივე ჩვენგანმა ვიცით,რომ ადამიანს სწორედ გონებით უყვარდება,ვიცით რომ სიტყვები,გული მტკივა,გულით მიყვარხარ,გულით მიხარია,უბრალო აბსურდია.გულს ადამიანის სხეულში მხოლოდ ტუმბოს როლი აკისრია და ადამიანის გრძნობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.ჩვენ ახალგაზრდები კი მას ათასი სულელური კუთხით ვიყენებთ.სიყვარულს სწორედ გულის ფონზე ვუხსნით ერთმანეთს.თუ გული გვტკივა მასში ისარს ვუყრით და არც ცხელი ცრემლები გვავიწყდება.მიუხედავად იმისა,რომ ყველამ ვიცით,რომ ეს სიმართლეა,ჩვენ საკუთარ თავს ილუზიას ვუქმნით ამ ორგანოს შესახებ.გონება კი სწორედ ის არის,რაც ადმიანს აიძულებს შეუყვარდეს,შესძულდეს და ასე შემდეგ.ორივე ჩვენგანს ხშირად გაგვიგონია ფრაზა,გონება ცდება,გულია მართალი.აფსურდია.სწორედ ამიტომ არ სჯერა ალექსანდრეს სიტყვების.აბაზანაში მყოფი ლექსოს სიტყვების უარსაყოფად ბიოლოგიურ ცნობებს იყენებდა,ამით უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა,ისე კარგად გამოსდის.აბაზანიდან ამოვიდა და საძინებელში შევიდა.პატარა ბინა აქვს სულ ორი ოთახისაგან შედგება.საძინებელში შესულმა სიცივე იგრძნო აივნის კარი ღია დარჩენია.თბილი ხალათი კარგად შემოიჭდო სხეულზე და აივანზე გავიდა.უბრალოდ ამ ღამით ცაზე ბევრი ვარსკვლავი იყო.ბავშვობიდან უყვარს ვარსკვლავიანი ცის ყურება და მათთვის ფიქრების განდობა.მაგრამ ეს ღამე გამონაკლისი შემთხვევაა.ჩა ისეთი ლამაზია,პირდაპირ დამუნჯდა.თავისი ჭკუით ცაზე „დიდი დათვის“თანავარსკვლავედი მოხაზა,და საკუთარ სისულელეზე ჩაეღიმა.მობილურზე მოსულმა წერილმა კოსმოსიდან უკან,დედამიწაზე დააბრუნა.უცხო ნომერი იყო,წერილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა „გაცივდები“.ჯერ გაოცდა,მერე შეშინდა,ბოლოს თვალების ცეცება დაიწყო და მისი ბინის წინ სიბნელეში სილუეტს მოკრა თვალი.ხელები ჯიბეში ჩაეწყო და მაღლა იყურებოდა.კვლავ შეეჩეხნენ ერთმანეთის მწველ მზერას,მაგრამ ამჯერად აღარც ერთს გამოუჩენი იმის ინიციატივა რომ გვერდით გაეხედათ.კესანე აღარ უყურებდა ვარსკვლავებს,მაგრამ მაინც დამუნჯებული იყო,თვალი გაეშეშებინა სიბნელეში მდგარი სხეულისათვის,ომელიც თითქოს აჯადოვებდა.არავინ და არაფერი სხვა.ირგვლივ სიბნელე,ლამპიონებიც კი არ ანათებს არემარეს,მხოლოდ მთვარე,რომელიც არასოდეს ყოფილა თბილისში ასეთი დიდი და ნათელი,მოციმციმე ვარსკვლავები,რომლებსაც ახალი საჭორაო თემა გამოსჩენიათ,და ორი ადამიანი,რომლებიც მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთს ვერ ხედავენ და ერთმანეთისაგან შორს არიან,უბრალოდ გრძნობენ ერთურთს.რამდენიმე საათის წინ დაუოკებელი,ველური ადამიანი,ახლა სრულიად უძრავად იდგა და სხეულის არც ერთ კუნთს არ ატოკებდა,გონება გასთიშვოდა ორივეს,ახლა მხოლოდ გული მუშაობდა,მხოლოდ ის აგრძელებდა ორივე მათგანის სხეულში ფეთქვას,ტუმბავდა სისხლს,და არ ადარდებდა ირგვლივ არავისი და არაფრის აზრი.გული იშვიათად გვმტყუნობს,აი რითი სჯობს იგი გონებას...
დილით საკუთარ საწოლში გამოეღვიძა,იმავე ხალათში.ჯერ გაიფიქრა იქნებ დამესიზმრაო,მაგრამ მერე საწოლთან დადებული ფურცლის ნაგლეჯი დაინახა.სწრაფად გადაშალა ოთხად გაკეცილი ქაღალდი და ღიმილით ამოიკითხა გაკრული ხელით ნაწერი წინადადება-„აივანზე ძილი სახიფათოა,ლამაზო,მე ყოველთვის ვერ დაგეხმარები“.დილა კარგი განწყობით დაიწყო,სწრაფად წამოდგა საწოლიდან,თან სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.ჯერ მოწესრიგდა,შემდეგ კი ცხელი კაკაო დაწერა და გაზეთი გადაშალა.ახალი სამსახური უნდა იპოვოს,თორემ სახლიდან გააგდებენ.რამოდენიმე განცხადება შემოხაზა,მაგრამ ახლა ვერ დარეკავს მობილურზე ბალანსი გამოელია.ახლა ეზარება ქვემოთ ჩასვლა საღამოს ჩავა,მობილურზეც ჩარიცხავს და საჭმელსაც იყიდის,წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილით მოკვდება.დღეს კარგ ხასიათზეა,აღარ ახსოვს არც ალექსანდრე და არც ის საზიზღარი ადგილი.ახლა მუსიკებს ჩართავს და თავისთვის მშვიდად იცეკვებს.კარგა ხანია აღარ უცეკვია,ადრე გრაფიკი ზედმეტად გადატვირთული ჰქონდა.დილით ადრე ამდგარი სამსახურში მიდიოდა,რათა საღამომდე კლუბის მოწერიგება მოესწრო.სახლში დილით ბრუნდებოდა და მხოლოდ სამი,ოთხი საათით ახერხებდა ძილს და მერე ისევ სამსახურში მიდიოდა.სკოლა რომ დაამთავრა მაშინ გაიაზრა,რომ უნივერსიტეტში ვერ გააგრძელებდა სწავლას,შესაძლოა გრანტიც აეღო,ამაში ეტაპი მხოლოდ თავად ეპარებოდა,სხვა ყველა უფასოზე მოცვედრას უწინასწარმეტყველებდა,მაგრამ მაინც შეიკავა თავი.ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი იქნებოდა,და კიდევ ერთ დაბიჯს გადადგავდა აუხდენელი ოცნებისაკენ,რომელსაც ექიმობა ჰქვია.აბეზარი აზრები მოიშორა და ცეკვას შეუდგა.თითქმის მთლიანად დაავიწყდა,თუ რამდენად სასიამოვნოა ცეკვის პროცესი.სიმღერის ჰანგებში მთლიანად ჩაიძირა და მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობდა.ახლა ცაში აფრენილ ჩიტს გავდა,ტყვეობის შემდეგ ფრთების გაშლა რომ მოახერხა და ზემოთ ცისაკენ გაფრინდა...იმაზე ადრე მოაღამდა ვიდრე ელოდა.ამიტომ სწრაფად გამოეწყო და მაღაზიაში ჩავიდა.ისე შივა,ერთ კამეჩს შეჭამდა.მაგრამ ახლა სალათით მოუწევს დაკმაყოფილება.კაკაოც იყიდა და მობილურზეც ჩარიცხა.სახლისაკენ მიდიოდა სადარბაზოსთან ახლოს გაბრიელს რომ მოჰკრა თვალი.ჩაეღიმა მისი დანახვისას,ამიტომ მამაკაცს რომ არ დაენახა დაბლა დახარა თავი.ვერ ხვდება რას უშვება ეს კაცი,თვრამეტი წლის მანძილზე პირველად არის ასეთ სიტვაციაში.ყოველთვის იცინოდა იმ გოგონებზე ბიჭის დანახვაზე სახეს ღიმილი რომ უპობთ.ახლა თავად არის ასეთ სიტვაციაში.სადარბაზოს რომ მიუახლოვდა მამაკაცი ღიმილით გადაუდგა წინ,ამან ცოტა დააბნია.ჯერ კიდევ ეშინია მისი,ვერ ივიწყებს მის დაბერილ კისერს და ალმოდებულ თვალებს.მითუმეტეს რომ იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთნება ვინც ყველაზე მეტად სძულს და აშინებს.მაგრამ ის ხომ ერთხელ ნახა ბრძოლისას.სხვა დროს არასოდეს შეხვედრია მას იმ ჯოჯოხეთში.საკუთატ თავს არწმუნებდა იმაში,რომ გაბო სხვანაირი იყო და ამას ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიდა,ნუთუ მოსწონა?...არა სისულელეა,მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი,მაშინაც ისე უზნეოდ მოიქცა.თან პირდაპირ ს**სი შესთავაზა.იქნებ ახლაც იგივე მიზანი ამოძრავებს?...ფიქრებიდან მამაკაცის ცივმა ბაიტონმა გამოიყვანეს,მის კითხვაში იგრძნობოდა მოლოდინი,იმედი და ამავდროულად დიდი ვნება.სწორედ ამ უკანასკნელმა დააფრთხო გოგონა.
-ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ...უფრო მოთხოვნა იყო ეს ვიდრე კითხვა...
-კითხვაის ნიშანს ვერ ვხედავ.... გააბრაზა მსუბუქად ნათქვამია,უფრო გააცოფა მამაკაცის თავმოყვარეობამ.აქამდე თუ მასთან ერთად ერთი საღამოს გატარებაზე უარს არ იყოდა,ახლა სწორედ მის ჯინაზე ეტყვის უარს.აბა თუ ბიჭია ძალით წაიყვანოს.გაუჭირდება თუ რა.იმხელა მუტრუკი დაამარცხა და ხომ წარმოუდგენია კესოს რა უზამს.
-კითხვა არც ყოფილა...ნაგლურად მიუგო გოგონას და ორმაგად უფრო ნაგლურად გაუღიმა...ამ საღამოს გამოგივლი,მზად-კითხვის ნიშანს ვერ ვხედავ...ყოველგვარი დაბნეულობის გარეშე მიმართა კაცს და ლამაზ დამხვდი...გოგონას პასუხს აღარც დალოდებია,სწრაფი ნაბიჯით დატოვა კორპუსი.არა მაინც რატომ არის დარწმუნებული საკუთარ თავში ასე ძალიან.ალბათ იმიტომ,რომ ეს სულელი გოგო,მისი დანახვის თანავე დნება.მაგრამ მორჩა,მისი ზემოქმედების ქვეშ აღარ მოექცევა.ახლა სახლში ავა და სამსახურის თაობაზე დარეკავს.მერე აბაზანს მიიღებს და ტკბილად დაიძინებს.არსად წასვლას არ აპირებს,მითუმეტეს ახლა,როცა მამაკაცი ასე თავხედურად მოიქცა.რა ჰგონია,კესოც სხვების მსგავსად მარტივად ხელში მოსაგდები გოგო კი არ არის.ასე უნდა გაბრიელს,ვინმემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ასწავლოს ჭკუა.
მართლაც ისე მოიქცა როგორც დაგეგმა,რამოდენიმე გასაუბრებაზე წასვლაც გადაწყვიტა.მიუხედავად იმისა რომ დღე დატვირთული არ ყოფილა,განტვირთვა მაინც ძალიან ესაჭიროება.აბაზანა მოიმზადა და მასში ჩაწოლის თანავე განცხრომას მიეცა.აბაზანაში ნებივრობა ერთადერთი რამ არის,რაზეც უარს ვერასოდეს ვერ ამბობს.ფუფუნებას არასდროს ყოფილა ნაჩვევი,ეეთადერთი რასაც სოფელში ყოფნისას ნატრობდა კეთილმოწყობილი აბაზანა იყო.ალბათ სასაცილოა მაგრამ მართლა ძალიან უყვარს წყალი.ახლაც ასე მოხდა.აბაზანაში ჩაწვა თუ არა მთლიანად გამოეთიშა სამყაროს.წამით განვლილ ცხოვრებას გადახედა.ერთადერთი და ნათელი მოგონება ბებიამისია...ექვსი წლის იყო როცა დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.მამა არც არასოდეს უნახავს,მაგრამ ამ ფაქტს დიდად არ განიცდიდა.არც დედის მონატრებას მოუკლავს,ალბათ იმის გამო,რომ საოცარი ბებია ჰყვდა.ბებიასთან ერთად იზრდებოდა.დილიდან საღამომდე მთელს დროს მასთან ატარებდა,ვინაიდან და რადგანაც ბებიამისი სკოლაში მუშაობს,მასთან განშორება არ უწევდა.ბებიის ხათრით სწავლობდა,იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ქალის წინაშე ეკისრა და მისი ამაგის დაფასებას ყველანაირად ცდილობდა.ბოლოს ბებიის სანდომიანი სახე დაუდგა თვალწინ.მერე ტკბილად ჩაეძინა.ხმაურმა გააღვიძა,ვიღაც სააბაზანოს კარებს მთელი ძალით ურტყავდა,სავარაუდოთ,ფეხებს და ხმამაღლა გაჰყვიროდა.თავიდან შეეშინდა,მერე ხმა ამოიცნო და ოდნავ დამშვიდდა,ამ უცნაურ შეგრძნებას ყურადღება არ მიაქცია.შეშფოთებულმა გამოაღო სააბაზანოს კარი და პირსაწმენდი უკეთ შემოიჭირა ტანზე.კარს მიღმა გაბრაზებული გაბრიელის სახე რომ დალანდა,ცოტა შეცბა. იმან გააკვირვა მის სახლში რომ დაინახა,არადა სახლის კარები ჩაკეტა,კარგად ახსოვს.
-შენ საერთოდ შეიშალე?!როგორ ფიქრობ,ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა შეიძლება?!იცი რამდენი ხანია ამ დაწყევლილ კარს ვუბრახუნებ ხელებს?...ისიც კი ვიფიქრე თავს რამე ხომ არ აუტეხამეთქი.შენ კი...თურმე ძალიან წყნარად გძინავს აბაზანაში...უცებ ვერ გაიაზრა კესანემ,კონკრეტულად რა მიზეზით ეჩხუბებოდა კაცი.ან რა უფლება ჰქონდა ასე რომ უვარდებოდა სახლში და აქეთ ეჩხუბებოდა.იმ წამს ისე გააცოფა კაცის საქციელმა რომ კონტრ შეტევის არ განხორციელების შემთხვევაში გასკდებოდა.
-რა უფლებით მივარდები სახლში და მითუმეტეს რა უფლებით მიკრძალავთ ჩემს საკუთარ სახლში აბაზანით სარგებლობას.მე მინდა აბაზანაში დავიძინებ,მინდა საწოლში...გოგონას ხმაში პროტესტის ტონმა გაიჟღერა,რამაც მამაკაცს ღიმილი მოჰგვარა.კაცის სახეზე ღიმილი რომ შენიშნა ამან ხომ მთლად გააცოფა.მას აქ ნერვები შეერყა,გააფთრებულია იმის გამო,რომ მის სახლში ვიღაც ჩხუბისთავი,გაუზრდელი და კატასტროფულად თავმოყვარე მამაკაცი შეიჭრა.ესეც არ იკმარა და მის სრულიად მისაღებ რეაქციას დასცინა.ამის შემდეგ მიდი და ის ლამაზი თვალები არ ამოსჩიჩქნო.
-იცი ახლა რა საყვარელი ხარ?გაბრაზება ძალიან გიხდება...გაბრიელმაეს სიტყვები ძალიან ჩუმად ამოთქვა.თითქოს აქამდე თავად არ აზანზარებდა ბინის კედლებს.შემდეგ გაოცებული გოგონასაკენ,რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ამ უცნაური ადამიანის თავს,ფრთხილად დაიხარა და საფეთქელთან აკოცა.იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის ქცევა კესანესათვის,რომ სხეულში დავლილმა ელექტრო ენერგიამ კინაღამ იატაკზე მოადენინა ზღართანი.სამაგიეროდ ხალათის ბოლოებზე შეშვა ხელი,ხალათის დეკოლტე საკმაოდ გაღრმავდა,საიდანაც მიმზიდველად იყურებოდა მისი მკერდი.ალბათ გრიელიც მიხვდა რომ მსგავს ცდუნებას ვერ გაუძლებდა,ამიტომ სწრაფი ტემპით მოშორდა გოგონას და სახლიდან გავიდა.სააბაზანოს კართან კი კვლავ ნირვანაში მყოფი კესანე დატოვა,რომელიც ახლაც გრძნობდა მამაკაცის მძიმე სუნთქვას და მსხვილ,თბილ ტუჩებს საკუთარ საფეთქელთან.არა ეს კაცი საოცრად აბნებს.თავი გააქნია,მერე ჩაეღიმა და ასე გაღიმებული გავიდა საძინებელში მოსამზადებლად.მერე საწოლში შეგორდა და ისე ტკბილად დაიძინა არასოდეს რომ არ სძინებია...
დილით ენერგიულად წამოდგა.სააბაზანოში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად და უცებ თვალწინ გუშინდელი სცენა დაუდგა.ისედაც მომღიმარი სახე კიდევ უფრო გაუნათდა და გასაუბრებისათვის მზადება დაიწყო.მერე კაკაო მიირთვა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.არ შეიძლება ძველ სამსახურზე გადაყოლა,მაგრამ ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ,როდესაც უმაღლესი განათლება არ გაქვს მიღებული,თან არც გამოცდილება გაგაჩნია.მიუხედავად იმისა,რომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.უმაღლესზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა.ახლა კი შავ სამუშაოზეც თანახმაა,ოღონდ საკუთარი თავის რჩენა მოახერხოს.გასაუბრება ერთ პატარა კაფეში დაუნიშნეს,რამოდენიმე წუთით ადრე მივიდა,მაინც ყოველი შემთხვევისათვის.გარემო მყუდრო და წყნარი აღმოჩნდა.ერთ პატარა ოთახში მხოლოდ სამი-ოთხი მაგიდა თუ იდგა,კაფის მარჯვენა მხარე კი მთლიანად წიგნების უზარმაზარ თაროს ეთმობოდა.თავადაც უამრავი წიგნი აქვს,ბავშვობიდან გიჟდება კითხვაზე.მაგრამ მისი სახლის ბიბლიოთეკა წიგნების ნაკლებობას განიცდიდა.ამ ფაქტს ყოველთვის ძალია განიცდის და დღემდე სჯერა რომ ოდესმე მისი საკუთარი ბიბლიოთეკა ექნება.სადაც დროს საათობით გაატარებს.ფიქრებიდან სანდომიანი ქალბატონის ხმამ გამოიყვანა,მის მოპირდაპირე მხარეს გრაციოზულად რომ დაეშვა და თბილად გაუღიმა.
-გამარჯობა,საყვარელო,შენ ალბათ კესანე,არა?!...ინტერესით იკითხა ქალმა და გოგონას დააკვირდა.
-დიახ,თქვენ კი ალბათ ქალბატონი მარინე ბრძანდებით...ღიმილით მიაგება კესანემაც პასუხი და ქალის მოდევნო კითხვას დაელოდა..
საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა,კესანეს სამსახურში ვერ მიიღებდნენ,რადგან გოგონას არ გააჩნდა საქმის გამოცდილება.რაც არის არის.ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.დღეს თუ არ გაუმართლა,ხვალ გაუმართლებს,ხვალაც თუ არ გაუმართლა მერე თვითონაც არ იცის რა იქნება.ზოგადად კესოც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებსაც სუსტი ნებისყოფა გააჩნიათ.ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლია.სახლში ოდნავ იმედგაცრუებული დაბრუნდა,იქ მისულს კი სიურპრიზი დახვდა.მის სავარძელზე მისივე ბავშვობის ალბომით ბატონი გაბრიელი მოკალათებულიყო და ფოტოებს ღიმილით ათვალიერებდა.
-ბავშვობაშიც ასეთი საყვარელი ყოფილხარ...ამჯერად სავარლად გაუღიმა გოგონას და ნელი ნაბიჯით გამოემართა მისკენ.
-რას აკეთებთ ჩემს სახლში,ჩემს დაუკითხავად...არაფრად ჩააგდო მამაკცის სიახლოვე და ყველანაირად შეეცადა ზიზღნარევი ტონი ჰქონოდა.მაგრამ არ იცის რამდენად გამოუვიდა,როდესაც მამაკაცის ტუჩემს ხედავს,გონება ეთიშება,საღი აზრი ეკარგება და ერთადერთი რაც უნდა მათი მოფერებაა.ეს ჯერ კიდევ მაშინ გააცნობიერა პირველად რომ დაინახა მამაკაცის ტუჩები და მას შემდეგ ცდილობს,როგორმე თავიდან ამოიგდოს.მაგრამ როგორია,ყოველდღე ასე საყვარლად გიტრიალებდნენ მსხვილ,ღვინისფერ ტუჩებს და შენ მიდი,გონებიდან წაშალე.მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ეს უზნეო მამაკაცი მაინც რთულად დასავიწყებელი გაუხდა.
-რადგან წინა დღეს ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა,გადავწყვიტე იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ ერთად გასეირნება.
-არასწორად გიფიქრიათ...სწრაფად შებრუნდა სამზარეულოსაკენ და თან ნავაჭრით სავსე პარკებიც თან გაიყოლა.პარკები მაგიდაზე დაალაგა,შემდეგ კი პროდუქტები მაცივარში შელაგება დაიწყო.წესით ახლა ერთ ამბავს უნდა მართავდეს და ამ ვაჟბატონს სახლიდან აბრძანებდეს,თვითონაც არ იცის როგორ იკავებს თავს,რომ არ გაუხტეს და ერთი მაგრად არ გამოლანძღოს.მაგრამ რატომღაც მისი არ ეშინია.როდესაც გაბრიელის ღიმილს უყურებს,თუნდაც ირონიულს,ისეთი ნდობის განცდა ეუფლება სხვის მიმართ რომ არასოდეს უგრძვნია.ახლაც ისე გრძნობს მის გვერდით თავს თითქოს ვერავინ ვერაფერს დაუშავებს.კარაქი მაცივარში მოათავსა და შემობრუნებული მძიმედ შეეჯახა გაბრიელის სხეულს.ოდნავ შეჰკივლა და ცხვირის ზელვით ახედა მამაკაცს,რომელიც მის ამ ბავშვურ საქციელს კვლავ ირონიული ღიმილით უყურებდა.
-ვერ ვხვდები რა გაცინებთ...გაბრაზებულმა მიუგო მამაკაცს და მისი პასუხს დაელოდა.თან ადგილიდანაც არ დაძრულა.ძალიან სიამოვნებს თბილ სხეულს რომ არის მმიყრდნობილი და სახეზე გაბოს სუნთქვა ეფრქვევა.რატომ უნდა დაკარგოს ეს სასიამოვნო მომენტი?!
-შენს საქციელზე მეცინება. კვდები ისე გინდა ჩემს სიახლოვეს ყოფნა,მაგრამ სიჯიუტეს ვერ გადადიხარ.
-თქვენთან სიახლოვე რომ მდომოდა,თქვენი აზრით რა შემიშლიდა ამაში ხელს?არც არაფერი,ხომ მეთანხმებით.უბრალოდ არ მსურს რომ რაიმე საერთო გვქონდეს.
-ნება შენია, მაგრამ იცოდე,ამ საღამოს აუცილებლად გაატარებ ჩემთან ერთად.თან ფრიად საინტერესო ფინალი მაქვს გეგმებში.
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ,მხოლოდ იმიტომ,რომ ეს თქვენ გსურთ.
-პირველი,გთხოვ თქვენობით საუბარი შეწყვიტე.მეორე,შენ თუ წამოსვლა არ გინდა მე კიდევ ორი გამოსავალი მაქვს.ან ძალით წაგიყვან,ან ახლავე საღამოს ფინალურ ნაწილზე გადავალ,პირადად მე მეორე ვარიანტი მირჩევნია...კესანემ მამაკაცის სიტყვების გააზრება ვერც კი მოახრეხა,გაბრიელის ტუჩები ძლიერად რომ შეეხნენ მის ტუჩებს.ქვედა ტუჩი ჯერ ტუჩებით,შემდეგ კი კბილებით დალაშქრა.ბოლოს,როცა მიხვდა რომ კესანე მალე გონებას დაკარგავდა ფრთხილად მოსწყდა გოგონას ბაგეებს და ჩაიცინა.კესო მაშინ გამოფხიზლდა მამაკაცს ვიღაცამ რომ დაურეკა და ისიც გასასვლელისაკენ დაიძრა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა შემდეგ ისევ გამობრუნდა უკან,კიდევ ერთხელ მოსტაცა გოგონას ბაგეებს კოცნა და მისი ბინიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.სახლში კი მაცივარზე აწურული,ჯერ კიდევ გათიშლი კესო დატოვა.ესეც შენი პირველი კოცნა...
ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო და სულელური ღიმილით გაემართა სააბაზანოსკენ.თან ხელს ფრთხილად ისვამდა ტუჩებზე,რომლებსაც ჯერ ისევ შერჩენოდა გაბრიელის ტუჩების არომატი.ახლა აუცილებლად უნდა მიიღოს აბაზანა,რომ ოდნავ მაინც მოეგოს გონს.თორემ ასე გაღიმებულს გაუსკდება ეს აჩქარებული გული.აბაზანაში კარგა ხნის ნებივრობის შემდეგ.ინება და სამზარეულოს მიაშურა.კაკაო გაიკეთა და წინა დღით მომზადებული სალათი დააგემოვნა.დღეს ფსიქოლოგიურად დაიტვირთა,თან როგორ.ახლა საწოლში შეგორდება და დაიძინებს.ასეც მოიქცა,საწოლში შეწვა მაგრამ დაძინების რა მოგახსენოთ.რამდენჯერაც თვალები დახუჭა,იმდენჯერ იმ მაიმუნი კაცის თვალები უდგება საკუთარი თვალების წინ.არა კესო ამ კაცზე ფიქრს უნდა მოეშვას,თორემ სერიოზულ შიზოფრენიას აიკიდებს.მთელი ღაე თვალი ვერ მოხუჭა,არადა ხვალ გასაუბრებაზე მიდის.როგორმე თავი უნდა აიძულოს რომ გაბრიელზე არ იფიქროს.გაუჭირდება მაგრამ შეძლებს.ამ ფიქრებში როგორც იქნა ჩაეძინა.დილით რომ გაიღვიძა დადებითად იყო დამუხტული.ამჯერად ცოტა დიდხანს მოუნდა მზადებას.კოსმეტიკის უქონლობის გამო თვალი ჩაშავებულ მიდამოებს დიდხანს უმკლავდებოდა.შემდეგ კაკაო მიირთვა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.გასაუბრება კერძო სახლში იმართებოდა.როდესაც ქალბატონი ნატალიას სახლში შევიდა,თვალები გაუფართოვდა,ირგვლივ ბოჰემური ცხოვრების სურნელი იგრძნობოდა,სახლი დიდებულად იყო მოწყობილი,ირგვლივ მხოლოდ დიმყუდროვე იგრძნობოდა.მოახლემ,რომელიც მას სახლში შემოუძღვა,კესანე ქალბატონის ოთახამდე მიაცილა.საუბრისას დაადგინა რომ ქალბატონი აშკარად ქედმაღლურად დაჰყურებდა დაბალი ფენის წარმომადგენლებს,ეს მისი საუბრის ტონიდანაც შეინიშნებოდა.სამაგიეროდ სამსახურში მოეწყო და ახლა იმაზე აღარ ინერვიულებს რომ ქუჩაში აღმოჩნდება.ესეც დიდი შვებაა მისთვის.სახლში სულ ფრენა ფრენით მივიდა,სახლის კარი შეაღო და იქვე კარის ძირში დადებულ ყუთს მოჰკრა თვალი,რომელსაც ზემოდან პატარა ბარათი ედო.მოუთმენლად დაიხარა ბარათის ასაღებად მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მალე ისიც ყუთის გვერდით მუხლმორთხმული იყდა.ამჯერად ფრთხილად წაიწია ბარათისაკენ და ორად გაკეცილი ფურცელი გადაშალა.ოდნავ დასევდიანებულმა წაიკითხა წერილი რომლის ადრესანტიც გაბრიელი გახლდათ „ლამაზო,ცოტა ხნით წასვლა მიწევს.მაგრამ დიდხანს არ მოგანატრებ თავს,მალე დაგიბრუნდები და მაგ ტუჩებსაც ისევ მივისაკუთრებ.მინდა ჩვენი შეხვედრისას ჩემი ნაჩუქარი კაბა გეცვას.გკოცნი,ლამაზო,შეხვედრამდე“.წერილის შინაარსიდან გამომდინარე მიხვდა,რომ ყუთში კაბა უნდა ყოფილიყო.უნდა აღიაროს ძალიან დაწყდა გული მამაკაცთან განშორების გამო.მაგრამ თავს იმით იმშვიდებს რომ გაბრიელი მისთვის არაფერ არ ნიშნავს,მაგრამ ნელ-ნელა ამაში თავადაც ეპარება ეჭვი...სამი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც გაბრიელი უკანასკნელად ნახა,ახალ სამსახურსაც შეეგუა და ქალბატონ ნატალიასთანაც გამონახა საერთო ენა.ერთი ორჯერ სალოსაც შეხვდა და საბოლოოდ დაადგინა იმის მიზეზ თუ რატომ ემუქრებოდნენ მოკვლით.სალომე მართლაც კარგი გოგოა,უბრალოდ იმ ფაქტთან შეგუება უჭირს რომ სიღარიბეში ცხოვრობს.სხვა მხრივ ახალი და აინტერესო არაფერი.სამჯერ თუ ოთხჯერ დედამისმაც დაურეკა საბერძნეთიდან,მაგრამ რაიმე გასაკუთრებული არ უთქვამთ ერთმანეთისაგან,თითქოსდა მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა კიდევ უფრო ცივდება.ამ ქალს დედამისად ვერ აღიქვამს მაგრამ ყველაზე მეტად იმას განიცდის რომ ამ ფაქტზე გული სულაც არ შესტკივა.საღამო ხანი იყო,შემოდგომის გრილი საღამო იდგა.კესანე ზედმეტად მცივანაა მსგავსი ამინდებისთვის.ამიტომ,თბილი ნაქსოვი კაშნე,ცხვირამდე აეტანა და გაყინულ ხლებს ჯიბეში მთელი ძალით მუშტავდა.ხანდახან რეალობა და ზმანი ერთმანეთში ერევა.ეს იმდენად ხშირად ხდება,რომ ხშირად დაუჯერებელი ამბის გადახდომისას სპონტანურად იქცევა,ამის მიზეზი ის არის,რომ თავი სიზმარში ჰგონია,სიზმარების სამყარო კი ის ერთადერთი ადგილია სადაც მთელს თავის ფანტაზიას ამზეურებს.ახლაც თავი სიზმარში ეგონა,როდესაც მობილურზე შეტყობინება მოუვიდა,გამომგზავნში კი გაბრიელი აღმოაჩინა. “ამ ღამით, 8 საათზე,შენი კორპუსისი წინ დაგელოდები“.მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება რომ აუცილებლად წავიდოდა შეხვედრაზე და ამ წამებით დატკბებოდა.თითოეულ წუთს შეიგრძნობდა და ამას არასოდეს ინანებდა .მიუხედავად იმისა რომ წერილი არ შეიცავდა არც ერთ საალერსო სიტყვას.მამაკაცის მიერ გამოგზავნილი თითოეული ასობგერა უზარმაზარ სიხარულს ანიჭებდა.სახე ღიმილით გაებადრა და სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო.კესო იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთნება,რომელიც მომზადებას საკმაოდ დიდხანს უთმობს.ახლა ხომ საერთოდ დაიბნევა და ალბათ მთელს დროს კაბის ჩაცმას მოანდომებს.მოენატრა,თან ძალიან მოენატრა გაბრიელი,ისეთი აღელვებულია საცაა გული გაუსკდება...შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიცვა,ზურმუხტისფერი,ოდნავ დეკოლტირებული კაბა,რომელიც გოგონას ლამაზ მუხლებს ოდნავ ასცილებოდა, კაბის უკანა მხარეს არსებული ოდნავ მაღალი ჭრილი მის ფეხებს საოცრად ლამაზად გამოჰკვეთდა.კაბის ნაწილი გიპიურით იყო დაფარული.ეს კაბა კესანეს გამოყვანილ,ლამაზ ფორმებს პირდაპირ აკვდებოდა.ისეთი შთამბეჭდილება იქმნებოდა თითქოს კაბა სწორედ მის ტანზე შეეკერათ.მსუბუქი მაკიაჟი და ოდნავ მაღალი შავი ფეხსაცმელი საოცრად ეხამებოდა კაბას.გრძელი წითური თმები მაღლა აიწია და ცხენის კუდათ შეიკრა.სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო.თუმცა არა ვიზუალით,მის მზერაში რაღაც სხვა,უფრო ნათელი სხივი მოჩანდა,სწორედ ეს სხივი შეამჩნია მანაც და სწორედ ამან გააბედნიერა იგი.მზადებას რომ მორჩა 8-ს,5 წუთი აკლდა.ისიც სწრაფად დასწვდა პალტოს და კიბეებზე ფრთილად დაეშვა.სადარბაზოსთან მდგარი გაბრიელის შენიშვნა რთული არ ყოფილა,ამჯერად თავისუფალის მაგივრად კლასიკურ სტილში გამოწყობილიყო და ეს უკანასკნელი იმდენად უხდებოდა კესანემ უზარმაზარი ნერწყვი გადაყლაპა.ვინაიდან და რადგანაც კესო სიზმარშია მას და მის გრძნობებს სრული თავისუფლება აქვს გამოცხადებული,ამიტომაც გოგონა სწრაფად დაიძრა მამაკაცის მიმართულებით,და მონატრებულ სხეულს ძლიერად ჩაეხუტა.კაცმაც შემოავლო გოგონას გამოყვანილ წელს ხელი და უფრო მჭიდროს მიიკრა სხეულზე.შემდეგ ოდნავ შორს გასწია იგი,და ბოლოს მის ბაგეებსაც დასწვდა.მონატრებული ტუჩების შეხება რომ იგრძნო კესანემ,ისიც მთელი გრძნობით აჰყვა მათ მოძრაობას.ბოლოს ჰაერი აღარ ეყო,ალბათ ამას გაბრიელიც მიხვდა,რადგან გოგონას ბაგეებს რთულად მაგრამ მაინც მოსწყდა.შემდეგ კესოს მინაბულ თვალებს დახედა და ჩაიცინა.
-ახლა ხშირად წავალ ხოლმე...განაცხადა ბოლოს და როდესაც გოგონას განაწყენებულ მზერას წააწყდა სასწრაფოს გამოუღო ავტომობილის წინა კარი...
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა.მამაკაცმა ერთ მყუდრო რესტორანში წაიყვანა,ირგვლივ ჯაზის მომაჯადოვებელი ჰანგები მიმოფანტულიყო და ერთი პერიოდი ისიც კი დაავიწყდა რომ გაბრიელი მის გვერდით იყო,მაგრამ რა ქნას,უყვარს მუსიკა,უყვარს კი არა გიჟდება,მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ახლაც ისეთი მადლობელია გაბრიელის ასეთ ზღაპრულ ადგილას რომ წამოიყვანა,შეუძლია სიხარულისაგან მთელი ძალით დაუკოცნოს ლოყები,ტუჩები,თვალები,კისერი...მოკლედ ძალიან უხარია...ცოტა რამ შეიტყო კიდეც მამაკაცზე და გაახარა იმ ფაქტმა რომ იმდენად უზნეო არ აღმოჩნდა,რამდენადაც პირველი შთამბეჭდილებით იმსჯელა.სხვა თემებზეც შეძლებია საუბარი,თანაც ძალიან საინტერესოდ...სახლში რომ დაბრუნდა ძალიან ეძინებოდა,გადარჩა მანქანაშივე რომ არ დაეძინა.როგორც კი მამაკაცმა მისი ბინის წინ გააჩერა ავტომობილი,მაშინვე გამოაღო მანქანის კარი და გადასვლა დააპირა,მაგრამ გაბრიელის ხელმა შეაჩერა,გაკვირვებული გოგონა თავისაკენ ძლიერად შემოაბრუნა და კიდევ ერთხელ ძლიერად აკოცა.იმ წუთას კესოსათვის რომ გეკითხათ გიპასუხებდათ რომ მისი ცხოვრებს მანძილზე ეს ყველაზე ბედნიერი დღის,ყველაზე ბედნიერი დასასრული იყო.აღარც დაღლილობა ახსოვდა და აღარც სხვა რამე,მთლიანად გაბრიელს ჰყავდა მოცული.როგორღაც მოახერხა და მამაკაცის ტუჩებს მოსწყდა,შემდეგ ოდნავ გუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ღიმილით გადმოსძახა ავტომობილიდან მამაკაცმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.კესანემ კი დაღლილმა მიაშურა ჯერ თავის ბინას შემდეგ კი საძინებელს.გაბრიელის სიტყვები გამართლდა,მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცს ხედავდა სიზმებში და ძილის დროსაც კი ფართოდ იღიმოდა.დილით კიდევ უფრო დადებითად დამუხტული ადგა საწოლიდან,კაკაო მიირთვა და სამსახურისაკენ გასწია.კარგი განწყობა მთლიანად ჩაშხამდა როცა ქალბატონი ნატალიას შეუძლოდ ყოფნის შესახებ შეიტყო.ამ ქალს უკვე ძალიან შეეჩვია,რაღაცით ბებიას აგონებს.დავითმა,ქალბატონი ნატალიას დაცვის უფროსმა,უთხრა რომ ქალბატონმა მისი შვილის გამო ინერვიულა,რის გამოც წნევამ აუწია და საავადმყოფოში წაიყვანეს რათა მისთვის უკეთ მიექციათ ყურადღება.ამიტომ კესოს მხოლოდ სახლი ჰქონდა დასალაგებელი და შემდეგ სახლში წასვლას შეძლებდა.ერთ საათში უკვე სახლის გზას ადგა და გაყინული ხელების გათბობას ცდილობდა.მალე სახლში იყო და ცხელ კაკაოსთან ერთად ნამცხვარ მიირთმევდა.მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.გააკვირვა იმ ფაქტმა რომ წერილი დედისაგან იყო.კიდევ უფრო გააოცა იმ ფაქტმა რომ იგი წერილში,საქართველოში დაბრუნებას იუწყებოდა.ვერ იტყვის რომ გაუხარდა,მაგრამ არც სწყენია.დედის ჩამოსვლას ჩვეულ ამბად ნამდვილად ვერ ჩათვლის,რაც არ უნდა იყო 12 წელია არ უნახავს,მაგრამ ვერც ისეთ მნიშვნელობას მიანიჭებს რომ სიხარულისაგან ფრენა დაიწყოს.პასუხად მხოლოდ ის მიწერა რომ ელოდა და მობილური გვერდზე გადადო.ამ საღამოს გაბრიელს უნდა შეხვდეს,მამაკაცი დაჰპირდა რომ შაურმას აჭმევდა,მაშინ როცა აღმოაჩინეს რომ ორივეს ძალიან უყვარდა ის.სწრაფად მოემზადა და მამაკაცს დაელოდა,აი კარებზეც გაისმა ზარი და კესომაც ღიმილით გააღო კარი.კარი გაღებულიც არ ჰქონია მამაკაცი რომ შემოუვარდა და მონატრებულ ბაგეებზე დაეძგერა.ამას მართლა არ მოელოდა კესო და კინაღამ გონება დაკარგა,მაგრამ როდესაც ნაცნობი სურნელი შეგრძნო თავადაც მოეშვა და მამაკაცს კოცნაში აჰყვა.ისევ გაბრიელმა მოახერხა თავის შეკავება და გოგონას მოშრდა,შემდეგ კი შუბლზე აკოცა და როცა დარწმუნდა რომ გოგონა წასასვლელად მზად იყო კარისაკენ უბიძგა მას.დღეს ფეხით ივლიან,არანაირი ავტომობილი,ეს კესანეს მოთხოვნაა.
-როგორი გაგიკეთოთ?...ფართუკმოფარებულმა მამაკაცმა ზრდილობიანად მიმართა კესოს და ოდნავ შესამჩნევად ჩაუღიმა.
-ჩვეულებრივი...კესომაც ღიმილი მიაგება მამაკაცს და გაბრიელს ბიუბრუნდა,რომელიც აშკარად ეჭვისთვალით უმზერდა მზარეულს,რომელიც ხელების სწრაფი მოძრაობით კეჩუპს სალათის ფურცლებზე ასხავდა.
-გაბრიელ შენ როგორს შეჭამ?..ინტერესით შეხედა კაცს კესანემ და გასხივოსნებული მაზერა შეავლო შაურმას.
-მე ხახვის გარეშე გამიკეთე...მიმართა გაბომ მამაკაცს,რომელიც კვლავ დიდი მონდომებით უღიმოდა კესოს.ცოტა არ იყოს ამ ფაქტმა გააბრაზა,ვერ შეეგუა იმ ფაქტს რომ კესოს მის გარდა სხვა ვინმეც შეხედავდა,მის გამოყვანილ ფორმებს მიაჩერდებოდა.კიდევ კარგი ყველაფერს მალე მორჩნენ,თორემ გაბოს მუშტი გარანტირებული ჰქონდა საწყალ ლაშას,რომელიც დიდი სიხარულით გაეცნო მათ.გემრიელად ილუკმებოდა კესო და თანთვალებს ნაბავდა.მისი შემხედვარე გაბრიელი კი ღიმილს ვერ იკავებდა და ვერც თვალს აშორებდა გოგონას.კესოს კი ახლა მხოლოდ გემრიელი შაურმა ახსოვდა,და მისით მთლიანად განცხრომას მისცემოდა.მერე მიხვდა რომ ცოტა უზრდელურად იქცეოდა და გაბრიელს დარცხვენილი მზერით ამოჰხედა.მის ღიმილს რომ წააწყდა გაბრაზდა,ამიტომ დაუფიქრებლად დაუსვა კითხვა.
-რა დაინახე სასაცილო?!
-შენი შემხედვარე,ღიმილს ვერ ვიკავებ,ახლა ძალიან საყვარელი ხარ.
-შენ კი სულაც არ ხარ საყვარელი.ისე მაგ შაურმის ჭამას არ აპირებ?...მის კითხვაზე ერთი კიდევ ჩაიცინა კაცმა და შაურმა გაუწოდა.კესომაც დიდი სიხარულით გამოართვა იგი მამაკაცს და მალობის ნიშნად ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.შემდეგ კი გემრიელად ჩაკბიჩა გაბრიელის წილი შაურმა...
დიდხანს არ უსეირნიათ,ვინაიდან და რადგანაც კესო მცივანაა მალე შესცივდა და იძულებულები გახდნენ სახლისაკენ წასულიყვნენ. სახლიდან არც ისე შორს იყვნენ როცა გაბრიელი უეცრად შეჩერდა.
-ლამაზო,სიგარეტს ვიყიდი და მოვალ კარგი?,არსად წახვიდე,მალე დავბრუნდები...ეს უარყოფითი თვისება უკვე კარგა ხანია აღმოჩენილი აქვს კესოს და ძალიანაც უწყრება.ვერ იტანს სიგარეტის სუნს,გულს ურევს და თავს ატკიებს.გაბრიელმაც როდესაც ეს შეამჩნია პირობა დადო რომ თავის დანებებას შეეცდებოდა,ან მაშინ არ გაეკარებოდა,როდესაც კესო მის გვერდით იქნებოდა.კარგა ხანს ელოდა გაბოს მაგრამ არა და არ ის არა და არ ჩანდა .უკვე ეშინია.
-გიო,ნახე აქ რა განძი აღმოვაჩინე...ტანში გასცრა როდესაც უკნიდან ამაზრზენი ხმა შემოესმა.შებრუნება არ უნდოდა,იცოდა რომ ცუდი ამბავი დატრიალდებოდა.ბოლოს როგორც იქნა შებრუნდა უკან და მის წინ მდგარ ორ ახმახ სხეულს.
-მართლაც რომ ნამდვილი განძია...ახლა მეორემ ამოიღო ხმა და გოგონასაკენ დაიძრა.კესომაც ნელ-ნელა უკან სვლა დაიწყო რომ უეცრად ვიღაცას შეეჯახა.შეშინებული შებრუნდა უკან და გაბრიელს რომ მოჰკრა თვალი ამოისუნთქა და მთელი ძალით ჩაეხუტა მამაკაცს.
-მეგობარო რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?..ერთ-ერთმა ღვარძლიანად მიმართა გაბრიელს და მის გაცოფებულ სახეს დააკვირდა.
-მემგონი გაბრაზდააა...ახლა მეორემ ჩაიცინა ირონიულად და გაბრიელზე მიწებებულ გოგონას დააკვირდა...მეგობარო,იქნებ ერთი ღამით ჩვენც დაგვითმო ეს მშვენიერება?,დამიჯერე ვასიამოვნებთ...ისევ გესლიანად ამოთქვა კაცმა.ეს გაბრიელისათვის უკანასკნელი წვეთი იყო.შეშინებული კესო ფრთხილად მოიშორა მკერდიდან და მათკენ გაემართა.ჯერ ერთს მოჰკიდა მაისურში ხელი და მეორე მუშტი სახეში უთავაზა.შემდეგ კი ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა.კესო ამ ყველაფერს აკანკალებული უყურებდა.მერე ყრომ ვეღარ გაუძლო ხელები სახეზე აიფარა და დამშვიდება სცადა.ოდნავ გამოუვიდა მაგრამ გაბრიელის ყოველი დარტყმისას მამაკაცთა ამოშვებული ტკივილნარევი ბგერები უკვე ძალიან თრგუნავდა.ასეთ სისასტიკეს ვერ აიტანდა გაბრიელისაგან.ამიტომ სწრაფად მივიდა გაბრიელთან და მისი დაწყნარებას შეეცადა.როგორც იქნა მოახერხა და სიკვდილის პირას მისული კაცი ხელებიდან გამოსტაცა.მერე კი ძლიერად ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.თითქოს დაავიწყდა კიდეც ის დაუნდობელი მებრძოლი,რომელმაც ალექსანდრე ცემა,მაგრამ ახლა ყველაფერი გაახსენდა.მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი იმსახურებდა საკადრისი პასუხის გაცემას,ალექსანდრესაგან მსგავს საქციელს არ მოეწონა.მისი ასეთ ასპექტში წარმოდგენა უჭირსა და თან გულის სიღრმეში დიდ ტკივილს აყენებს,ძალიან დიდს.ცოტა რომ დამშვიდდა მამაკაცს ახედა რომელსაც ქვედა ტუჩი გასკდომოდა,წარბიდან კი სისხლი სდიოდა.ამაზე მთლად გადაირია.აღარ ახსოვდა არც ერთი მისი ნაცემი ადამიანი ისე ანერვიულა მისმა თუნდაც მცირე ჭრილობამაც კი.სწრაფად წაიყვანა სახლში.გაბრიელი მისაღებში დააჯინა და თვითონ სწრაფად გამოიტანა პირველადი დახმარების ყუთი.ფრთხილად დაიწყო მამაკაცის წარბის დამუშავება და როცა მისი დამანჭული სახე შეამჩნია მის წარბს ტუჩები მიუახლოვა და სულის ბერვა დაუწყო.ფრთხილად და აუჩქარებლად უბერავდა სულს,მერე ტუჩის დამუშავება დაიწყო.ამ ტუჩებმა ჯერ კიდევ მაშინ გააგიჟეს პირველად რომ დაინახა მამაკაცი,ახლა კი მის ღვინისფერ ტუჩებს თავისი თითებით ეხება და უცებ მათი მოფერების სურვილი იმდენად დაეუფლა რომ დაუფიქრებლად მიიწია გაბრიელისაკენ და ამჯერად თავად აკოცა მამაკაცს.მიიუხედავად ტუჩის ტკივილისა კოცნაში გაბრიელიც აჰყვა და გოგონას გრძელ და ფაფუკ თმებში თავისი თითები ახლართა.კესოს სხეული ხელის მარტივი მოძრაობით მოათავსა თავის კალთაში და ახლა უფრო თავდავიწყებით აკოცა გოგოს.მერე კბილები შეუნაცვლა მას და ახლა კბილებით დაიწყო მისი ბაგეების დაპყრობა.ხელი სიტერის ქვეშ შეუცურა და მარტივად გადააძრო.შემდეგ უფრო მოხერხებულად დაიჭირა გოგონას სხეული და საძინებლისაკენ გაიყვანა.შარვლის შესაკრავსაც დასწვდა და ისიც მარტივად მოაშორა გოგონას სხეულს.შემდეგ საკუთარ მაისურს დასწვდა და მარტივად მოიშორა სხეულიდან,თან კესოს მინაბულ თვალებს უყურებდა და მისი სხეულის ფორმების ცქერით ტკბებოდა.უფრო მოხერხებულად მოეწყო კესოს სხეულის ზემოდან და თვალებში ჩააჩერდა.არ ვიცი რა ამოიკითხა გოგონას თვალებში,შიში ან შეიძლება მერყეობა შეინიშნებოდა მასში,მაგრამ უბრალოდ საფეთქელზე აკოცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.შემდეგ ძლიერად მოეხვია მას და თავი მის კისერში კომფორტულად მოათავსა.ცოტა ხანში კი მძინარე კესოს თმებში ხლართავდა თითებს და მათი სურნელით ტკბებოდა.როდესაც დარწმუნდა რომ გოგონას ღრმად ეძინა ფრთხილად წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.ახლა აქ რომ დარჩენილიყო და გოგონას ნახევრად შიშველი სხეულისათვის ეყურებინა თავის შეკავებას ვერ შესძლებდა და შეიძლება ისეთი რამ ჩაედინა რასაც სააკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა.გოგონას შუბლზე ფრთხილად აკოცა,შემდეგ საბანი ამოუკეცა და სახლი უხმაუროდ დატოვა.მეგობარს გადაურეკა და შეხვედრა სთხოვა,რაღაც საქმეები დარჩა მოსაგვარებელი.
-ალო,ბექა,მე ვარ გაბრიელი...
-ხო,გაბო,რამ შეგაწუხა?..ინტერესი იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.
-მობილურით სასაუბრო თემა არ არის,ნიკას კლუბში შემხვდი,კარგი?
-რა პრობლემაა,ხუთ წუთში მანდ ვარ...
საუბარი დაასრულა და ბინის მოშორებით მდგარი ავტომობილისაკენ გასწია.მისთვის რომ გეკითხათ სწრაფად არ დადიოდა,მაგრამ ფაქტი სახეზეა,ნახევარი საათის სავალი გზა ათ წუთში გაიარა და მალე მეგობრის კლუბში იყო.როდესაც შენობაში შეაბიჯა მაშინვე იგრძნო ნაცნობი სურნელი და სიამოვნებისაგან ოდნავ ჩაეღიმა.სიგარეტი თავადაც ამოაძვრინა ჯიბიდან და როგორც კი ნიოტინის დანაკლისი შეუვსო ორგანიზმს,მაშინვე სასიამოვნოდ დაეხვა თავბრუ.ყველანაირად ცდილობს კესანეს გულისთვის შეიცვალოს,იცის რომ გოგონა საამისოდ ძალიან სუსტი და გამოუცდელია,ვერ დაუშვებს რომ მისი უზნეო საქციელის გამო კესანეს რამე დაემართოს,მაგრამ რა ქნას რომ ეს ყველაფერი სისხლში აქვს გაჯდარი.პატარაობიდან ასე იზრდება,ხულიგნად და მებრძოლად.ის პატარა გოგო კი ყვველაფრის შეცვლის სურნელს უჩენს.როცა მის გვერდით არის თავი ყველაზე დიდი არამზადა ჰგონია,რადგად კესოს ფაქტიურად განტევების ვაცად იყენებს.მის გვერდით ის პატარა და უცოდველი გოგონა ნამდვილი ანგელოზია და სწორედ ამის გამო არ შეუძლია კესოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.ცოტას საუბრობს,რადგან არ უნდა იგი შეაშინოს.მაგრამ მის ტუჩებს რომ ეხება ყველაფერი ავიწყდება,სინდისის გრძნობასთან ერთად და მხოლოდ ამ პატარა გოგოს საბოლოოდ დასაკუტრებაზე ფიქრობს...ფიქრები გაუგრძელდა.სწორედ ამ დროს შენიშნა იქვე,ბარის კუთხეში მჯდომი ბექა,რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს და აშკარად მოუთმენლად ელოდა გაბრიელს.
-გამარჯობა ბექა,როგორ ხარ?დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრილვართ...გულღიად მიესალმა მამაკაცს გაბრიელი და კადაკოცნა.
-სალამი გაბრიელ.მე კარგად ვარ,შენ რას შვები?რა არსი ახალი და საინტერესო,რამ შეგაწუხა?!
-ისეთი არაფერი,ერთი კონტრაბანდისტია,ხელს მიშლის საქონლის შემოტანაში,როგორც იცი საქონელი სასამართლოს ნებართვით შემომაქვს,მას კი ამან დიდი პრობლემა შეუქმნა,რამოდენიმე კვირის წინ შევხვდი კიდეც მას,ცოტა წავიკამათეთ,საქმე გართულდა,მაგარი შარიანი ვინმე ყოფილა,ვერაფრით ვერ მოვიშორე მინდა მის მოშორებაში დამეხმარო,მაგრამ ერთი პრობლემაა...ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგოა,არ მინდა მის შესახებ რამე გაიგონ...აბა,დამეხმარები?!
-როგორც შენი ნასაუბრებიდან მივხვდი,არც ისე რთული საქმეა,შენ უფრო გოგონაზე ღელავ,ხომ მართალი ვარ...ბექა გამომცდელად მიაჩერდა გაბრიელს და მის პასუხს დაელოდა.
-ხო,იცი...ის არ არის მსგავს რამეს ჩვეული,ზედემტად რთულია მისთვის მსგავს რამესთან შეგუება.
-კარგი,აზრზე ვარ,აუცილებლად დაგეხმარები გაბო,შენ სახელი მითხარი და მე ყველაფერს გავარკვევ,ხვალ მე შეგეხმიანები.
-ირაკლი დვალი,არ ვიცი გსმენია თუ არა.
-კი,კი ვიცი აუცილებლად გაგირკვევ.
-მადლობა,ძმახარ,კარგი ნახვამდის.
საქმე მოგვარებულია,ახლა უკვე კარგ ხასიათზეა და შეუძლია იმ სიურპრიზზე იზრუნოს რომელსაც უკვე კარგა ხანია გეგმავს.
დილით რომ გაიღვიძა და გაბო მის გვერდით არ დახვდა,კინაღამ ტირილი დაიწყო ისე ეწყინა,მაგრამ ცრემლები უკან გადაუძახა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან,საკუთარი თავი ნახევრად შიშველი რომ დაიგულა და გუშინდელი ამბებიც რომ გაიხსენა მთლად ჭარხლის ფერი დაედო,მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და საკუთარი თავის დამშვიდება დაიწყო.მერე რა თუ იმ ბიჭს აკოცა ვინც მოსწონს,მოსწონს კი არა მგონი უყვარს კიდეც,მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.სწრაფად მოემზადა და კაკაო ერთ ყლუპად დალია,შემდეეგ სამსახურისაკენ გაუდგა გზას.ალბათ ქალბატონი ნატალია უკვე სახლშია,იმედი თავს ისევ ცუდად არ გრძნობს.მართლა ძალიან შესტკივა მასზე გული,რაც არ უნდა იყოს ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ ქალმა საყვარელი ბებია გაახსენა.გული სწყდება იმაზე რომ ბებიის საფლავზე კარგა ხანია არ ყოფილა,არა ამ დღეებში აუცილებლად აიღებს ნატალიასაგან შვებულებას და სოფელში ჩავა.მორჩა უკვე გადაწყვეტილია,ეს თემა დახურულია.როდესაც ქალბატონი ნატალიას სახლში შევიდა ქალი უკვე მოსული დახვდა,სავარძელში მოკალათებულიყო და ახალ ამბებს უყურებდა.
-ქალბატონო ნატალია,როგორ გრძნობთ თავს?ხომ აღარაფერი გაწუხებთ?
-არა ჩემო კარგო,ყველაფერი რიგზეა.თან ახლა ჩემი ვაჟიც ჩემთან ერთადაა და აღრაფერზე ვდარდობ.
-მართლა ძალიან მიხარია თქვენი კარგად ყოფნა,ღმერთმა მუდამ ჯანმრთელად გატაროთ.
-გმადლობ,შვილო,ახლა შენ რომ იცი ისეთი გემრიელი სალათი მომიმზადე,არა მოიცა იმდენი გააკეთე რომ ჩემმა შვილმაც ისაუზმოს კარგი?
-კარგით ქალბატონო ნატალია.
სწრაფად გავიდა სამზარეულოში და სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები მოიმარაგა,შემდეგ მათ დაჭრას შეუდგა.უცებ ვიღაცის ხმა რომ შემოესმა.
-აი მესმის მოახლეც...ვიღაცამ ირონიულად ჩაილაპარაკა და საუბრის ბოლოს ჩაუსტვინა.მოულოდნელობისაგან დანა სალათის ფოთოლს აუცდა და ხელი გაიჭრა.უცნობიც მის გვერდით გაჩნდა და სანამ კესო რამეს იზამდა მამაკაცმა მისი ხელი წყლის ჭავლს შეაგება.როგორც კი წყალი მოხვდა ჭრილობაზე საოცრად აეწვა,ტკივილისაგან ერთი წამოიკივლა კიდეც.
-კარგი ახლა,ამ პატარა ნაკაწრისთვის ვეღარ გაგიძლია...ისევ ირონიულად მიმართა გოგონას უცნობმა და ამჯერად სახეზე დააკვირდა.კესომაც ამოჰხედა და მისდა გასაოცრად საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი დაინახა.რომელსაც მისი ხელი ახლაც თავისაში მოექცია და აშკარად არ აპირებდა გაშვებას.
-იქნებ...ხელი შემიშვათ?სალათი მაქვს გასაკეთებელი...მამაკაცმა სწრაფად უშვა გოგონას ხელი,კიდევ ერთხელ აათვალიერა და ღიმილით გავიდა სამზარეულოდან.მისი ღიმილი რომ დაინახა მაშინვე მიხვდა რომ ის ნატალიას შვილი იყო.დედა შვილ ორივეს მედიდური ღიმილი და დახვეწილი სახის ნაკვთები ჰქონდათ,მაგრამ კესომ მისი სახე რატომღაც ქალის სახეს მიამსგავსა,ლამაზი,ნუშისებრი თვალებით,გრძელი წამწამებით და გამობურცული ლოყებით.მთლიანობაში საოცრად ნაზი გარეგნობის პატრონი გახლდათ ნატალიას ვაჟი,რომლის სახელიც კი არ იცის.სალათი მოამზადა და სასადილო ოთახში გაიტანა,სუფრაც ორ კაცზე გაშალა.როდესაც საუზმობდნენ რამდენჯერმე დაუძახა ნატალიამ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ წვენი ან ყავა მიეტანა.ამ წუთებში აშკარად გრძნობდა მამაკაცის დაჟინებულ მზერას,რაც ძალიან არ სიამოვნებდა.საღამომდე სახლს აწესრიგებდა და ნატალიას ემსახურებოდა,არც ბატონი გასულა სახლიდან,მაგრამ ის მთელი დღის განმავლობაში თავის ოთახში იჯდა.წასვლის წინ ნატალიამ სთხოვა მისი შვილისათვის ვახშამი აეტანა და მხოლოდ მას შემდეგ წასულიყო.კესანეც ქალის სურვილს დაემორჩილა და რამოდენიმე წუთში მამაკაცის კარზე სინით ხელდამშვენებული აკაკუნებდა.
-შემოდით!...როგორც კი შესვლის ნებართვა მიიღო,მაშინვე შეაბიჯა ოთახში.
-ბატონო...უცებ დაფიქრდა,რომ მისი სახელიც კი არ იცოდა,თავი ცოტა უხეხულად იგრძნო მაგრამ არ შეიმჩნია და მამაკაც მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-ირაკლი,ირაკლი მქვია...გოგონას საქციელზე ოდნავ ჩაიცინა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-დიახ,ბატონო ირაკლი,დედათქვენმა მთხოვა თქვენთვის ვახშამი მომერთმია...სინი იქვე მდებარე ტუმბოზე დაუდო...გემრიელად მიირთვით...გაუღიმა და ოთახი დატოვა.
სახლის გზაზე იდგა როდესაც გაბრიელისაგან შეტყობინება მიიღო. „სამსახურთან დამელოდე,მალე მოვალ“.ისიც კაცის სიტყვას დაემორჩილა და მის მოლოდინში ადგილზე დაიწყო რწევა.დიდხან ლოდინი არ დასჭირვებია,გაბრიელიც მალე მოვიდა.მის მანქანაში მოკალათებული ელოდა თუ სად წაიყვანდა მამაკაცი,მაგრამ არ ღელავდა,მიუხედავად იმისა რომ რაც მამაკაცის მანქანაში ზის,ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისათვის,გაბრიელს ენდობა და იცის რომ მამაკაცი მისთვის საზიანოს არაფერს გააკეთებს.
გაბრიელის მანქანა ქალაქს საკმაოდ დიდ მანძილზე გასცდა,უკვე ღამდებოდა მაგრამ მამაკაცი მანქანას არ აჩერებდა.ცოტა ხანში კესო შიმშილის გრძნობამ შეწუხა.
-გაბრიელ ცოტა არ იყოს მომშივდა...მამაკაცისაკენ შებრუნდა კესო და მუდარის ტონით წარმოთქვა ეს სიტყვები.
-მანდ უკან პარკებია და იქიდან ამოიღე...ღიმილით მიანიშნა მამაკაცმა უკანა სკამებისაკენ.გოგონაც მოუთმენდალ გადაძვრა უკანა სავარძლებზე და კინაღამ ბოლო ხმაზე შეჰყვირა,პარკში შაურმა რომ აღმოაჩინა...
-უზარმაზარი მადლობა,მაგრამ მგზავრობისას ცუდად ვხდები,ალბათ წარმოგიდგენი ავტომობილში ჭამა რა შედეგით დასრულდება...ცოტა დარცხვენილმა უთხრა გაბრიელს ბოლო სიტყვები და მის პასუხს დაელოდა.მის სიტყვებზე მსუბუქად გაებადრა სახე კაცს და მანქანა განათებულ შენობასთან გააჩერა.
-ეგეც გავითვალისწინე და ისიც რომ ამ დროს უკვე ტკბილად გძინავს ხოლმე,ამიტომ დღეს კერძო სასტუმროში დავრჩეთ,ხვალ გავაგრზელებთ გზას...კესო გაიბადრა მამაკაცის სიტყვების გაგონებისას,იმ ფაქტმა ხომ საერთოდ გააგიჟა,მამაკაცს მისი საყვარელი საჭმელი რომ ჰქონდა წამოღებული.არა ეს კაცი აშკარად მისთვისაა შექმნილი.გაყინული და მოშიებული წინ წასულ გაბრიელს აეკიდა,ორივენი ერთად ძალიან სასაცილო სანახავები იყვნენ.მაღალი,მხრებგანიერი და შავგრემანი გაბრიელი,თან მიდიოდა და თან ყველაფერი მიჰქონდა.ტანმომცრო,გამხდარი კესანეს კი შაურმა ჩაებღუჯა გაყინულ ხელებში და თავისზე ორი თავით მაღალ მამაკაცს მიჰყვებოდა.კესო იქვე მისაღებში დაჯდა და ბუხარს მიუშვირა ხელები,გაბრიელი კი რამოდენიმე წუთით გავიდა და მალე ორი გასაღებით დაბრუნდა.კესო ძვლივს მოსწყდა თბილ ბუხარს და ოთახისკენ წავიდა მამაკაცთან ერთად.ოთახში შესულმა აქაც აგიზგიზებული ბუხარი რომ შეამჩნია,ბედნიერებისაგან ერთი შესძახა და სკამი ცეცხლთან მიაჩოჩა.
-კესო,მე სენს მოპირდაპირე ოთახში ვიქნები,თუ რამე დაგჭირდა დამიძახე,კარგი?
-კარგი,ძილინებისა...კესომ გაბრიელს კიდევ ერთხელ გაუღიმა და ისევ ბუხარს მიუბრუნდა.რამოდენიმე წამში მამაკაცი კესოსტან გაჩნდა და მოულოდნელად ეძგერა მის ბაგეებს.ფრთხილად აასრიალა თავისი გაყინული ხელები გოგონას გამოყვანილ წელზე და მისი ბაგეები ახლა კბილებით დალაშქრა.ცოტა ხანი კიდევ ტკბებოდნენ ერთმანეთის ფერებით,მერე გაბრიელმა გოგონას ხელი შეუშვა,საფეთქელზე სველი კოცნა დაუტოვა და გავიდა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...წასვლისას თავი შემოყო ოთახში და თვალებმინაბულ გოგონას ირონიულად გაუღიმა.შემდეგ კარები დაკეტა.შუა ღამე იქნებოდა კესო შიშმა რომ აიტანა,ახალ გარემოსტან შეგუება ყოველთვის უჭირდა,ეს იმიტომ რომ საკუთარი სახლის გარდა არც არასოდეს ყოფილა სხვაგან.ახლაც მოლანდებები დაეწყო.შხაპიც მიიღო მაგრამ არ უშველა.ცოტაც და პანიკა დაემართება...ცოტა ხანს საწოლში წრიალა მერე როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და გაბრიელის ოთახისკენ ფეხაკრაბით წავიდა...ამ დროს გაბრიელი მობილურზე საუბრობდა.
-ბექა რა ქენი,იპოვე?...ინტერესით დაუსვა კითხვა მეგობარს.
-კი გაბრიელ,ხომ ვამბობდი პრობლემა არ იქნება მეთქი.აღმოჩნდა რომ ამჟამად თბილისშია.
-ძმა ხარ,მიდი და თუ რამე ახალი გაიგო შემატყობინე.
-კარგი,აბა შენ იცი....ბექას გაუთიშა და ამ დროს კარებზე კაკუნი გაიგო,ჯერ გაუკვირდა ასეთ დროს ვინ უნდა იყოსო,მაგრამ კესო რომ დაინახა და მის შეშინებულ თვალებს წააწყდა,ყველაფერი ნათელი გახდა.
-გაბო...შეიძლება აქ დავიძინო?...შეპარვით დაეკითხა გოგონა გაბრიელს.
-რათქმაუნდა კესო,შემო,რამემ ხომ არ შეგაშინა?... დაუსვა კითხვა გოგონას და ინტერესით დააჩერდა.
-არა უბრალოდ,მე ახალ გარემოსტან შეგუება ცოტა მიჭირს და მარტო წოლის შემეშინდა.
-კარგი მაშინ როგორმე საწოლი უნდა გავინაწილოთ,იმიტომ რომ მე იატაკზე ძილს არ ვაპირებ...სერიოზულად მიუგო გოგონას და ტავისტვის მალულად ჩაიღიმა.
-არა,არა მე დავიძინებ სავარძელზე,შენი შეწუხება არ მინდა...სწრაფად გააქნია თავი გოგონამ .
-რა სულელი ხარ...ღიმილით შეხედა გოგონას,მერე მისი მსუბუქი სხეული უცებ აიტაცა და მასთან ერთად დაეცა საწოლზე.შემდეგ ძლიერად შემოჰხვია ხელები და მკერდზე აიხუტა კესანეს კაფანდარა სხეული.მთელი ღამით კესო გაბრიელის გულის ცემას უსმენდა და აბედნიერებდა ეს ფაქტი,სიამოვნებდა მასთან სიახლოვე და იმის გააზრება რომ მომდევნო დილას პირველი ვისაც დაინახავდა სწორედ გაბრიელი იქნებოდა,თუ რათქმაუნდა ადრინდელივით არ გაეპარებოდა.მალე ჩაეძინა.გაბრიელს კი კიდევ დიდხანს არ სძინებია,გოგონას სხეულის სურნელს ისუნთქავდა და დროგამოშვებით მის შუბლს კოცნიდა.კესოსთვის შემდეგი დღე ყველაზე სასიამოვნო იყო.თვალი რომ გაახილა და გაბრიელის გამობურცულ,ღვინისფერ ბაგეებს წააწყდა მიხვდა რომ საოცრად იყო შეყვარებული,ამ უზნეო,ხულიგანმა კაცმა იგი მთელი არსებით მოიცვა.მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მამაკაცის გრძნობები აშინებს,იქნებ მამაკაცს მის მიმართ ასეთი ძლიერი გრძნობები არ აქვს? ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს და სანამ გაბრიელს გაეღვიძება შხაპის მირება უნდა მოაწროს.სწრაფად ადგა საწოლიდან და მძინარე გაბრიელს დახედა.ისე საყვარლად ეძინა თავი ვერ შეიკავა და ფრთხილად აკოცა ღვინისფერ ბაგეებზე.შემდეგ უჩუმრად შევიდა სააბაზანოში.სწრაფად შემოიძარცვა ტანსაცმელი და წყლის ჭავლს შეეგება.რამოდენიმე წუთი ასე იდგა,ქალბატონ ნატალიასტან წავიდა ფიქრებით,არც კი გაუფრთხილებია ის.როგორც კი სააბაზანოდან გავა მაშინვე დაურეკავს და აუხსნის რომ დღეს სამსახურში ვერ გამოცხადდება.ფიქრებიდან ცივი ხელის შეხებამ გამოიყვანა,რომელიც გოგონას შიშველ სხეულს მარწუხებივით შემოეჭდო,შემდეგ კი თავისკენ შეაბრუნა,ისედაც აჩქარებული გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა,როდესაც გაბრიელის ვნებამორეულ მზერას გადააწყდა,შემდეგ კი ცხელი ბაგეები იგრძნო მის მოშიშვლებულ მკერდზე.
ცოტაც და გონებას დაკარგავდა,მაგრამ მამაკაცმა დროულად მოახერხა მისი დაჭერა,სააბაზანოს კედელს ძლიერად ააკრო.ამაზე ოდნავ ამოიგმინა კესომ და გაბრიელის თმებში ახლართა თითები.რამოდენიმე წამში მამაკაცმა კესანე საწოლზე ფრთხილად დააწვინა და თვითონაც ზემოდან მოექცა,ახლაც იგივე გაიმეორა გაბრიელმა,გოგონას თვალებში შეხედა და როდესაც გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა მისი ბაგეების დაგემოვნება განაგრძო...
უყურებდა გაბრიელი მძინარე გოგონას და ეღიმებოდა,მამაკაცის მკლავებში მოქცეული მშვიდად სუნთქავს,კაცის ხელს ძლიერად ჩაბღაუჭებია,თითქოს ვინმე მის წართმევას უპირებდეს,წეღან კი მისი სიახლოვე აშინებდა.სწორედ ამან აიძულა რომ ვნებები მოეთოკა.ვერასოდეს აპატიებდა თავს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მაშინ,როდესაც დარწმუნებულია იმაში,რომ კესო ამისთვის მზად არ არის.
უკვე მოსაღამოვდა,წყვილი კი ისევ საწოლში იწვა.შემდეგ კესანემ ამდენი წოლისაგან გვერდები მეტკინაო და მისაღებში ჩავიდა,ცოტა ხანში მას გაბოც უკან მიჰყვა.
-რას შეჭამ?...ინტერესით ჰკითხა გაბომ გოგონას.
-რასაც შენ,გაბო ერთ წამს გავალ ქალბატონ ნატალიას დავურეკავ და მოვალ...გვერდითა ოთახში გავიდა და უფროსის სახლის ნომერი აკრიფა,ზარი გავიდა,კესოც მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
-გისმენთ...მამაკაცის ხმა გაისმა მობილურში,თავიდან დაიბნა მაგრამ ბატონი ნოდარის არსებობა რომ გაახსენდა,მიხვდა ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ბატონო ირაკლი,თქვენ ხართ?
-დიახ,ვინ ბრძანდებით?
-მე თქვენი მოახლე ვარ,კესანე,გუშინ გავიცანით ერთმანეთი,
-დიახ მახსოვხართ,დიდი მოუხელთებელი ვიღაც ბრძანდებით...პატივს რომ არ სცემდეს ნატალიას ერთი კარგად გამოლანძღავდა ამ ხეპრე მამაკაცს,მაგრამ ახლა თავის შეკავება მოუწევს.
-კარგით,გთხოვთ,ქალბატონ ნატალიას უთხარით რომ გაურკვეველი ვადით მოსვლას ვერ შვძლებ.
-რა მოხდა,ხომ ყველაფერი რიგზეა?
-დიახ,გმადლობთ რომ ჩემზე ღელავთ.ახლა კი უკაცრავად,მაგრამ უნდა გაგითიშოთ...სწრაფად დაამთავრა საუბარლი კაცთან და გაბრიელთან გავიდა,რომელიც მიმტანს რაღაცას უხსნიდა.კესანე რომ დაინახა მის გვერდით ადგილზე ანიშნა და დაჯდომისას მხურვალედ აკოცა გოგოს...კერძებიც მოიტანეს და კესოს ისევ დაავიწყდა გაბრიელის არსებობა,რა ქნას უყვარს ჭამა.
-კესო,ხვალ გავაგრძელოთ გზა,კარგი?
-მოიცა კიდევ სადმე მივდივართ?...ინტერესით ჰკითხა გოგონამ გაბოს.
-ჯერ სად ხარ,ლამაზო...იდუმალი ღიმილით ჩაიცინა კაცმა და კიდევ ერთხელ დაეპატრონა კესანეს ბაგეებს...ისე ამაღამაც ჩემთან აპირებ დაძინებას?
-წინააღმდეგი ხარ?...ეშმაკურად ჩაეკითხა კესო კაცს და ხაჭაპურის ჭამა ორივე ხელით დაიწყო.მის ამ საქციელს გაბრიელის სიცილი და კესოს გაბრაზებული მზერა მოჰყვა.გემრიელად ივახშმეს და ოთახისკენ გაუყვნენ გზას.ამჯერად დასაძინებლად არ დაწოლილან ბუხრის წინ დაფენილ ხალიჩაზე მოკალათდნენ და ერთმანეთთან საუბარში გალიეს მთელი ღამე.იმდენად სასიამოვნო იყო კაცის მკერდზე მიყრდნობილი,მის სურნელს რომ ისუნთქავდა,დიდხან ვერ გაძლო და იქვე ჩაეძინა.ძილის წინ კი უკვე სასიამოვნო რუტინად ქცეული სიტყვები გაიგო,რომელმაც ღიმილი მოჰგვარა
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ფრთხილად აიყვანა გაბრიელმა კესო და საწოლში ჩააწვინა,მის გვერდით კომფორტულად მოეწყო და ვიდრე თვალებს დახუჭავდა გოგონას საფეთქელზე ტკბილად აკოცა.გაბრიელის სიტყვები გამართლდა,მართლაც გაბრიელი ესიზმრა,თან ისე ტკბილად!!!სიზმარშიც კი იღიმოდა.
დილით მამაკაცის შეხებამ გააღვიძა.რომელიც მის მხრებზე ხელს აშკარად დიდი სიამოვნებით დაასრიალებდა.
-კესოოო,ადექი წასვლის დროა...პასუხად მხოლოდ გოგონას ზმუილი მოისმა...იცოდე შემომეჭმევი და მერე საერთოდ აღარ გაჩვენებ სიურპრიზს...სიურპრიზის ხსენებაზე კესო დაინტრიგდა,სწრაფად წამოჯდა საწოლზე,ჯერ დაამთქნარა,შემდეგ კი თვალები ხელის მუშტებით მოისრისა.
-ჰა,ადექი ეხლა...გულმოსულმა მიმართა გაბრიელს,რომელიც ირონიული ღიმილით წამოწოლილიყო მხართეძოზე და გოგონას მოშიშვლებულ ზურგს ვნებამორეული თვალებით შეჰყურებდა...რას იცინი ადექი...კიდევ ერთხელ შემოსძახა კაცს და ანიშნა ოთახიდან გასულიყო.
-კარგი ჰო,გავდივარ...წასვლისას გოგონასკენ ფრთხილად დაიხარა და ბაგეებზე ისევ ძველებური გაშმაგებით დაეძგერა გოგოს...და ხო,შემდეგში ჩემი არ უნდა შეგრცხვეს,სრულყოფილი სხეული გაქვს.გაბრიელი რომ გავიდა სწრაფად წამოვარდა ფეხზე და ტანსაცმელი მოირგო.სწრაფად ისაუზმეს,ბევრიც იცინეს და მალე მანქანაში იჯდნენ და კესოსთვის გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ.გზაში ჩაეძინა,აშკარად ძალიან დიდი ხანი ეძინა რადგან როცა გაიღვიძა,უფრო სწორედ გაბრიელმა გააღვიძა მის საკუთარ სოფელში ამოყო თავი,მის ბავშვობასა და ზღაპრულ წლებში.საკუთარი ეზო რომ დაინახა და დაჟანგებული ჭიშკარი შეახო სხეულში ძველებურად დაუარა რაღაც ენერგიამ.ეზოში ისევ ისე დგას გულაბი მსხლის ხე,რომელზეც მთელი თავისი ბავშვობა აქვს გატარებული.ყველაფერი მის თვალწინ გარბის მოკლე-მოკლე კადრებად და ეს ყველაფერი გაბრიელის დამსახურებაა.ისეთი ძალით ჩაეხუტა მისთვის სასურველ პიროვნებას,რომ ამხელა მუტრუკს სათითაოდ ყველა ნეკნი გაუბზარა.თან ცრემლებით უსველებდა მაისურს.გაბრიელმაც ძლიერად შემოხვია გოგოს ხელები აკანკალებულ მხრებზე და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში...სახლის დათვალიერებით გული რომ იჯერა და ბებიის,მისი ლამაზი დალი ბებიას საფლავი რომ მოინახულა,მხოლოდ მაშინ წავიდა სახლისაკენ.ამ დროის მანძილზე გაბრიელი ჩუმად,ხმის ამოუღებლად მიჰყვებოდა გოგონას.
-აქ გავიყინებით თუ ბუხარი არ ავანთეთ...მიმართა გოგონას გაბრიელმა და ეზოდან შემოტანილი ხის ნაჭრები ბუხარში შეუძახა.სულ მალე ოთახში სასიამოვნო სიჩუმე და სიმყუდროვე იყო გამეფებული.
-გაბრიელ ნახე რა ვიპოვე...ცქმუტვით მიმართა გოგონამ გაბრიელს...ტეკილა,არც კი ვიცი აქ საიდან გაჩნდა,ალბათ ბაბუასია...ღიმილით დაუდო ალკოჰოლური სასმლით სავე ბოთლი კაცს წინ...ვიცი რომ გიყვარს.
-მართალი ხარ მიყვარს თან აშკარად ხარისხიანია,ბაბუაშენი ნამდვილად გემოვნებიანი კაცი ყოფილა...გაოცებულმა მიუგო კესოს მამაკაცმა და იქვე მაგიდაზე დადებულ ჭიქებს დასწვდა,კესოსაც ჩამოუსხა,მაგრამ გოგომ თავი გაიგიჟა მე ვერ დავლევო.ბოლოს შეთანხმდნენ რომ მხოლოდ ერთ ჭიქას დალევდნენ.ცოტა აამსუბუქა სასმელმა,თავს უფრო კარგად გრძნობდა და სულელივიტ იღიმოდა.
-შენ ჩემზე ყველაფერი იცი,მე კი არაფერი,მომიყევი შენზე რამე...ცოტა ნაწყენმა მიმართა გაბრიელს გოგომ და სასმლისაგან აცრემლებული ტვალებით შეანათა კაცს.
-მოსაყოლი არაფერი,ლამაზო,მამა და ბიძა მზრდიდნენ,დედა ადრე გარდამეცვლა.დედმამიშვილები არ მყავს,ვიზრდებოდი თბილისში,ამჟამად საკუთარი ბიზნესი მაქვს და კიდევ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მიზი გვერდით,რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიმთვრალე და რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა ადგება და ძალიან ვნებიანად მაკოცებს...ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოსთქვა გაბრიელმა და კესოს ხელები გაუშალა.გოგონაც სწრაფად დაიძრა კაცისაკენ და მის კალთაში კომფორტულად მოკალათდა,შემდეგ კი მამაკაცის ბაგეები მოძებნა და მთელი გრძნობით აკოცა.გაბრიელი კესოს თმებში ისევ და ისევ ხლართავდა ტავის თითებს.კესო კი გატრუნულიყო და ყველანაირად ცდილობდა არ ჩასძინებოდა,არ სურდა ეს სასიამოვნო მომენტი ოდესმე დასრულებულიყო,სურდა რომ წუთები გაყინულიყო და წყვილისთვის ამ წუთებით ტკბობა ეცლია.დილამდე მაინც ჩაეძინა კესოს.დილით რომ გაირვიძა გაბრიელი სახლში არ დახვდა,ეზოშიც მოძებნა მაგრამ ვერსად იპოვა,ბუხარი დანთებული იყო,ამიტომ შორს წასული არ იქნებოდა,ავტომობილიც იქვე ღობესთან ეყენა...ცოტა ხანს ელოდა მამაკაცს და მალე ისიც გამოჩნდა,ხელში პროდუქტებით სავსე პარკები ეკავა და სახლისაკენ მიდიოდა.ღიმილით შეეგება კესო მამაკაცს და ჭიშკარი გაუხსნა,რათა დატვირთულ მამაკაცს შემოსვლა არ გასჭირვებოდა.
-უჩემოდ,თანაც ასე ადრე რატომ წახვედი მაღაზიაში,გაგეღვიძებინე და მეც წამოვიდოდი...უკმაყოფილოდ უთხრა გოგონამ გაბრიელს და ტუჩები ოდნა გაბუსხა,გუშინდელის მერე ჯერ კიდევ ცოტა გაბრუებულია,ალბთ იმის ბრალია,რომ პირველად დალია.
-თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ გუშინ აშკარად პირველად დათვერი,დილით ძილი გჭირდებოდა.თან გავითვალისწინე რა შენი მადა,მივხვდი რომ თუ დილით რაიმე საჭმელს არ დაგახვედრებდი,მე შემჭამდი.ამ ფაქტმა მაიძულა დილით ავმდგარიყავი და მაღაზიაში წავსულიყავი...შეფარული ღიმილით მიუგო მამაკაცმა კესოს,და მისი ბაგეები ვნებიანად დააგემოვნა.საკვები სახლში შეიტანეს და ის ის იყო კესოს საუზმე უნდა მოემზადებინა,გაბრიელმა რომ გვერდით გაწია და თითი ჰაერში გაასავსავა.
-დღეს მე ვიქნები მზარეული,არც კი შემეწინააღმდეგო...გამაფრთხილებელი მზერით შეხედა გოგონას გაოცებულ თვალებში და შემდეგ ოთახიდან გასასვლელად მსუბუქად უბიძგა.გაოცებული გავიდა მისაღებისაკენ და ბუხარს მიეფიცხა.გაბრიელი და სამზარეულოში,რაღაც ახალია,ერთი სული აქვს მის მომზადებულ კერძებს როდის დააგემოვნებს.დიდხან ლოდინი არ დასჭირვებია,მალე გამოვიდა კაცი სამზარეულოდან ფრიად ნასიამოვნები სახით და როგორც ჯელტმენს შეჰფერის ისე შეუძღვა თავის ქალბატონს სამზარეულოში.კესოს გაოცება დაიმსახურა იმ ფაქტმაც რომ სამზარეულოს ლპობაშეპარულ,ხის მაგიდაზე ულამაზესი,უბრალო და მყუდრო სუფრა გაეშალა.მაგიდაზე სალათი და ერბოკვერცხი იდო.მათ გვერდით კი ერთი ფინჯანი ყავა და ცხელი კაკაო იდო.კიდევ ერთხელ აკოცა ტრფობის ობიექტს და სუფრას მიუჯდა.გემრიელად ისაუზმეს და იმ ფაქტისთვის ყურადღება არც ერთს არ მიუქცევია რომ სალათს ზედმეტი მაიონზე,ერბოკვერცხს კი საჭიროზე მეტი მარილი ჰქონდა.სამზარეულოს მოწესრიგების შემდეგ ორივემ ერთად გადაინაცვლა მისაღებში და ახლახანს აღმოჩენილი ჭადრაკით დაიწყეს თავის შეყოლიება.აშკარად არ მოელოდა გაბრიელი ასეთ წინააღმდეგობას თავიდან აშკარად უთმობდა,მაგრამ საბოლოოდ როგორც იქნა მიხვდა რომ კესოს ეს არ სჭირდებოდა.საღამოს თბილად ჩაწვნენ საწოლში და ერთმანეთზე მიკრულებს ტკბილად ჩაეძინათ.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ჩვეული სიტყვები ჩაესმა ძილის წინ კესოს და ბურანში წასულმა ჯერ სასიამოვნოდ გაიღიმა და შემდეგ მამაკაცის მკერდზე უფრო კომფორტულად მოათავსა თავი.
დილა ისევ საყვარელი მამაკაცის კოცნით დაიწყო.სიამოვნებით დაადნა გაბრიელს ტუჩებზე და შემდეგ ფეხზე წამოაგდო კაცი.
-გაბო,ადექი რაა,ცივა,დაანთე ბუხარი და მერე ავდგები მეც.
-აუ,კესო,მეზარება,ცოტა ხანიც ვიწვეთ და მერე მართლა ავდგები,აი გპირდები...საფეთქელტან აკოცა გოგოს და მაშინვე დაადუმა.ცოტა ხანი კიდევ ინებივრეს საწოლში და ბოლოს როგორც იქნა ააგდო გაბრიელი საწოლიდან.მხოლოდ მაშინ ადგა,როცა ოთხში სითბო დაგროვდა.სწრაფად წამოიმართა და გაბრიელის გვერდით კაკაოს ჭიქით ხელში მოკალათდა.
-გაბო,როდის მივდივართ აქედან?...შეეკითხა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კესო მამაკაცს,და თავი უკეთ მოათავსა მის მხარზე.
-აქ ყოფნა მოგბეზრდა,ლამაზო?...დანანებით შეეკითხა კაცი და ქალს დააჩერდა.
-არა რას ამბობ,უბრალოდ ვიკითხე...შეიცხადა კასომ და კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო თავი რამოდენიმეჯერ გააქნგამოიქნია.
-მოდი კიდევ ერთი კვირა დავრჩეთ და მერე წავიდეთ,კარგი?
-მე თანახმა ვარ...გახარებულმა შესძახა გოგომ და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა გაბრიელს.სახლში სიმყუდროვე გამეფებულიყო,მხოლოდ საათის წიკწიკი მოისმოდა.ოთახში სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია.ინტერესით გადახედეს ერთმანეთს კესომ და გაბომ.
-ვინ უდა იყოს?...იკითხა კესომ...პასუხად კი მხოლოდ გაბრიელის გაოცებული მზერა მიიღო.ორივენი წავიდნენ კარის გასაღებად.ხის საკეტი გადაატრიალეს და კარი გამოაღეს.ზღურბლს მიღმა გვერდითა სახლის ბინადარი თამარა ბებია დახვდთ,რომელიც ინტერესით შეჰყურებდა წყვილს და სავარაუდოთ იმის გარკვევას ცდილობდა თუ ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთის.
-მობრძანდით თამარა ბებო,რამ შეგაწუხათ?...ზრდილობიანათ მიუგო კესომ მოხუცს და სახლში შეუძღვა.
-გამარჯობა ბებო,გარეთ მანქანა შევნიშნე და ვიფიქრე ჩვენი ბოვში ხო არ ჩამოვიდათქვა,მერე ეზოში მოგკარი თვალი და შემოგიარე,ვიფიქრე მოვინახულებთქვა.
-კარგად მოქცეულხართ თამარა ბებო.სხვა ხომ ყველაფერი კარგად არის?
-კი შვილო.ახლა ის მითხარი შენ,ეს ყმაწვილი შენი რა არის ბებო?!...აჰა,აი თურმე რატომ მოვიდა მის მოსანახულებლად თამარა,რა თქმა უნდა დააინტერესა იმ ფაქტმა რომ კესო მარტო კი არა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა.
-მე მისი საქმრო ვარ ქალბატონო!...მტკიცედ წარმოსთქვა გაბრიელმა და თამარა ბებოს გაუღიმა...საქმროო,რამ ათქმევინა ამხელა ტყუილი,ხვალ მთელს სოფელს ეცოდინება ეს ამბავი.არა ხომ არის ღირსი ის ლამაზი ტუჩები მოაგლიჯო.
-მერე კესო,ბებია,ამას გვიმალავდი ჩვენ? თურმე დანიშნული ყოფილხარ.ნეტავ ამ დღეს მოსწრებოდა ჩემი საწყალი დალი,მერე რაღა მოჰკლავდა იმას...ყალბი დანანებით წარმოსთქვა ეს სიტყვები ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა...ძალიან გაუგრძელა საუბარი თამარამ ,ცოტაც და სავარძელში ჩამოეძინება.სიცილისაგან ჩაკეცილი გაბრიელი რომ დალანდა სამზარეულოში კინაღამ გაუვარდა და ადგილზევე მიახრჩო.მაშინ თვითონ ჩაბჟირდა თამარამ გაბრიელს რომ დაუწყო გამოკითხვა.გაბრიელიც მოჩვენებითი მხნეობით სცემდა პასუხებს ფრიად უინტერესო კითხვებს.კინაღამ ცეკვა დაიწყეს თამარამ წასვლის შესახებ რომ გამოაცხადა.
-ქე კი არ მინდა წასვლა,მარა საქონელი მყავს მოსავლელი ბებია,წავალ ახლა მე.
-უი,რატომ ასე მალე თამარა ბებო... „დანანებით“ მიუგო ქალს...კიდევ დარჩენილიყავით ცოტა ხანს.
-არა ბებია,მეჩქარება ახლა,აბა ნახვამდის...კარებამდე მიაცილა სტუმარი და ოთახში დაბრუნებული მძიმედ დაებერტყა სავარძელზე.
-ვაიმე,რამდენი ლაპარაკი იცის...ამოიბურტყუნა და მამაკაცს მიეკრო.
-აუ,კესო მშია,მიდი რა რამე გააკეთე,გთხოვ...შეეხვეწა გაბო გოგონას,და ორი თითი საყვარლად მიიტანა ყელთან.
-კარგი და როგორი გირჩევნია,რაიმე მსუყე თუ მსუბუქი?
-სულერთია,ოღონდ დამანაყროს და...სწრაფად შევიდა სამზარეულოში და გაზზე ტაფა შემოდგა.თაფამწვრისთვის საჭირო ინგრედიენტები დაამზადა და ერთმანეთის მიყოლებით დაყარა ტაფაზე.რამოდენიმე წუთში უგემრიელესი ტაფამწვარი უკვე მზად იყო.ყავაც გაუკეთა გაბოს,თავისთვის კაკაო გაიმზადა და გაბრიელს შესძახა.
-მმმ,გემრიელად გამოიყურება,თან რა არომატი აქვს...სასიამოვნო ტონით წარმოსთქვა კაცმა და პირველ რიგში ყავის ფინჯანს დასწვდა.ასე გემრიელად ჯერ არასოდეს უვახშმიათ.ზიარი ტაფიდან მიირთმევდნენ უგემრიელეს კერძს.თან შეხმატკბილებულად საუბრობდნენ.ვახშმობის შემდეგ ჭურჭელი დარეცხა კესომ და მამაკაცის კალთაში მოიკალათა.
-რატომ მოატყუე თამარა ბებო?...კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მაინც დაუსვა მისთვსი საინტერესო კითხვა.
-მაინც რა ვუთხარი ტყუილი?
-ის რომ...ის რომ შენ ჩემი საქმრო ხარ...ლოყები აეფაკლა და ისე გასცა მამაკაცს პასუხი.
-ნაწილობრივ არც ეს არ არის სიცრუე,რა მნიშვნელობა აქვს ახლა გაგიცნობენ ჩემი საცოლის სტატუსით,თუ რამოდენიმე დღის შემდეგ?...თავი ააწევინა კესოს და თვალებში მიაჩერდა...მე ჩვენს ურთიერთობას სერიოზულად ვუყურებ,ადრე თუ გვიან შენ ჩემი ცოლი გახდები...ყოველგვარი აღელვების გარეშე აუხსნა ვითარება კესოს და მისი თვალებიდან ახლა ტუჩებისკენ გადაინაცვლა.ამჯერად ფრთხილად დაიხარა გოგონას ბაგეებისაკენ და მათი დაგემოვნება დაიწყო.ტუჩებიდან ყელზე გადავიდა,ყელიდან კი მკერდს მისწვდა.ჰკოცნიდა მთელი ვნებით და გრძნობით.სვიტერის ქვეშ შეუცურა გრილი ხელები და გოგონას სხეულის შესწავლას შეუდგა.სწრაფად გადააძრო ზედატანი სხეულიდან და ახლა შარვალ დასწვდა.არც კესო არ უწევდა არანაირ წინააღმდეგობას,ყველანაირად ცდილობდა ინიციატივა გამოეჩინა.მამაკაცმა კი ამასობაში შარვალიც შემოძარცვა.ვნებებისაგან იმის გათვლა ვერ მოახერხეს რომ სავარძელზე იწვნენ,ამიტომ იატაკზე გადმოვარდნენ,მაგრამ ერთმანეთის ალერსი არ შეუწყვეტიათ,მალე ოთახში წყვილის სიამოვნებისაგან წამოძახილები ისმოდა.იმ წუთას ქვეყანაზე არსებობდა მხოლოდ სამი რამ,გაბრიელი,კესო და აგიზგიზებული ბუხარი,რომელიც ჩაბნელებულ ოთახს ოდნავოდენ სინათლეს და ამასთან რომანტიზმს ჰმატებდა.საბოლოოდ კი ორი,ერთმანეთის მოტრფიალე ადამიანი რომლებიც ახლახანს ერთ მთლიანობად იქცნენ.ამის მომსწრე კი მხოლოდ ეს ორი გამხდარიყო.
დილიტ სახსრების ტკივილმა გამოაღვიძა კესო,აშკარად მოუხერხებლად ეძინა,რადგან კისერი გაშეშებული აქვს.გაღვიძებისთანავე იგრძნო მამაკაცის სხეული,რომელიც ძლიერად ეკვროდა მისსას.ორივე ფეხი გოგონას წვივებში გაეხლართა და გოგონას მკერდზე მოკალათებული მშვიდად სუნთქავდა.სახე აელეწა წუხანდელი ღამე რომ გაახსენდა,ახლა როგორ უნდა შეხედოს გაბრიელს თვალებში,ხომ დაიწვა უხერხულობისაგან.იქნებ ისე მოახერხოს ადგომა,რომ მამაკაცი არ გააღვიძოს,მანამდე კი თავად მოწესრიგებას მოასწრებს.ისი ის იყო ადგომას აპირებდა,ძლიერმა ხელმა რომ შეაჩერა.
-სად მიიპარები?...იკითხა ძილისაგან დაბოხებული ხმით გაბრიელმა და გოგონას ზემოდან მოექცა.შემდეგ კი ვნებიანად დააჩერდა გოგონას მოშიშვლებულ მკერდს.მალევე მოძებნა მისი ბაგეები და მხურვალედ ეძგერა მათ.ასეთი სასიამოვნო დილა არასდროს გასთენებია ქათამაძეების ქალს.მალევე ადგნენ და საუზმის მზადებას შეუდგნენ.ერთად ტრიალებდნენ სამზარეულოში და ერთმანეთით ტკბებოდნენ.გემრიელად ისაუზმეს და გარეთ გადაწყვიტეს გასეირნება.თან კესოს დალი ბებიის საფლავზეც უნდოდა გასვლა.ბოლოს რომ მოინახულა ,იქარურობა საშინლად მოუვლელი დახვდა,ახლა აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს.გაბრიელიც უყოყმანოდ გაჰყვა.იქურობის მოწესრიგებას იმაზე მეტი დრო მოანდომეს ვიდრე ელოდნენ,თუმცა შედეგით კმაყოფილები იყვნენ.სახლში დაბრუნებისას გაბრიელმა შეამჩნია რომ კესო ცუდ ხასიათზე დადგა.ჭამის მადაც კი დაკარგა.მის გვერდით ჩუმად მოკალათდა და გოგონას სხეული ძლიერად ააკრო თავისას.
-რაზე ფიქრობ?
-ბებია გამახსენდა...დანანებით ამოთქვა გოგომ და უკეთესად მოაკალათა თავი მამაკაცის მკერდზე...იცი?!...სულ დამცინოდა იმის გამო რომ ბევრს ვჭამდი.ის ექვსის მერე არ ჭამდა,ასე ამბობდა სიბერემ ისედაც მომტეხა და ღიპი რომ დავიდო ხომ საერთოდ შევიშლებიო.სიცილით მოკვდებოდი რომ დაგენახა როგორ განიცდიდა სერიალში განვითარებულ მოვლენებს.მე კი ტელევიზორს არ მაკარებდა.ერთეხლ სერიალზე არ გადავურთე და მთელს სახლში გამორთო შუქი,არც შენ და არც მეო...სიცილით დააყოლა ეს სიტყვები მონოლოგს...სამიდან ორი შვილი ერთ დღეს დაასაფლავა,მესამე ახლაც ციხეშია.მაგრამ წარბიც კი არ შეურხევია.მისნაირი ქალი არასოდეს მინახავს,როცა დედაჩემი ჩემი მიღწევით არ ინტერესდებოდა,ბებია ჩემს ერთ ცხრიანსაც კი განიცდიდა.მისი წყალობით დავამთავრე სკოლა ფრიადზე.შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ბები-ბაბუასთან?...ინტერესით დაეკითხა ბოლოს ბიჭს.
-დედის მშობლებს არც კი ვიცნობ.დედაჩემი სვანეთიდან იყო წარმოშობით,ოჯახთან ურთიერთიბა მაშინ გაწყვიტა მამაჩემთან ერთად რომ გამოიპარა,მამაჩემს ხულიგნის სახელი ჰქონდა გაგდებული,ამიტომ ოჯახი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.ისიც არ ვიცი საიდან ზუსტად რომელი სოფლიდან იყო წარმოშობით.მამა ამჟამად მოსკოვშია,ბიძაჩემიც.მამის დედას ვიცნობდი,მაგრამ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ბაბუა მანამდე ღვიძლის ციროზმა შეიწირა,ისე მაგარ ღვინოს აკეთებდა.მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი ის მაინც მახსოვს,პატარა ბავშვივით იყო,ტკბილეული უყვარდა,კამფეტებს მიმალავდა ხოლმე,მე მაინც ვპოულობდი და ყოველ დღე თითო-თითოს ვპარავდი,მეგონა ვერაფერს ხვდებოდა...ოდნავ შესამჩნევდა ჩაიცინა...დიდათ კომუნიკაბელური არ ვყოფილვარ,ამიტომ ბებიასთან რომ ჩავდიოდი დიდ დროს სახლში,ტელევიზორის ყურებაში ვატარებდი.ბაბუაც ჩემს გვერდით მოიკალათებდა ხოლმე და მოხარშულ სიმინდს ერთმანეთის მიყოლებით მპარავდა...ჩაიცინა გაბომ და სასიამოვნოდ მომღიმარ კესოს საფეთქელზე აკოცა.
-სიმნდზე გამახსენდა,ძალიან მშია...სასაცილოდ წარმოსთქვა გოგომ და მამაკაცს გაუღიმა.
-ჩემი ღორმუცელა...მხიარულად ჩაიცინა გაბომ და სამზარეულოსკენ მიმავალ გოგოს უკან აედევნა.
სამზარეულოში შესულებმა გადაწყვიტეს ნამცხვარი მოემზადებინათ.კესომ ცომის დამზადება დაიწყო გაბრიელს კი დავალება მისცა რომ კრემი დაემზადებინა.ყველაფერი მოუმარაგა და მიქსერი მიაჩეჩა ხელში.გაბრიელმა ამრეზით შეხედა მასალას და ყველაფერი თასში მოათავსა.ჯერ კარგად დააკვირდა მიქსერს შემდეგ კი ისიც თასში მოათავსა და ჩართვის ღილაკს დააჭირა ხელი.აშკარად შეცდა რადგან მისმა ამ ქმედებამ წყვილის მარგარინით მოსვრა მოჰყვა.კესომ ჯერ ვერ გაიაზრა რა მოხდა და რატომ დაიფარა მისი სახე თეთრი,ცხიმიანი სუბსტანციით.შემდეგ კი,როცა ყველაფერი გაიაზრა,მთელი ხმით ახარხარდა.გაბრიელიც აჰყვა მას და მალე წყვილი ერთ ხმაში ხარხარებდა.
-შენგან მზარეული არ გამოვა...თქვა ბოლოს და ხელსახოცით,ნაზად მოსწმინდა სახიდან მარგარინი...საერთოდ გადაავიწყდათ ნამცხვარი და დასვრილი სამზარეულო,როცა გაბრიელი მის ტუჩებს დასწვდა.მსუბუქად ასწია გოგონას სხეული და საძინებელში ისე გაიყვანა მისი კოცნა არ შეუწყვეტია...კიდევ რამოდენიმე დღე დარჩნენ სოფელში,მაგრამ წამოსვლა უკვე აუცილებელი იყო.გაბრიელის მობილურზე ზარები დღითიდღე მრავლდებოდა და მამაკაცსაც სულ უფრო და უფრო უფუჭდებოდა ხასიათი.აღელვებას ვერ გოგონას მოფერება უხშობდა და ვერც სასმელი.ამიტომ კესომ ამჯობინა მალე წამოსულიყვნენ.წასვამდე ბებიის საფლავს კიდევ ერთხელ ესტუმრა და დაემშვიდობა,თან პირობა მისცა რომ კიდევ დაბრუნდებოდა.უხმოდ იმგზავრეს,სასადილოთაც კი არ გაჩერებულან.უკვე ბინდდებოდა სახლში რომ მიიყვანა გაბრიელმა,წასვლამდე ვნებიანად აკოცა და სიტყვის უთქმელად გამოემშიდობა გოგოს.სახლში ასულმა პირველ რიგში აბაზანა მიიღო და კაკაო დალია.უცებ კარზე ზარი რომ გაისმა.იფიქრა გაბრიელია,ალბათ რამის თქმა დაავიწყდაო,მაგრამ კარები რომ გამოაღო ზღურბლზე ნამდვილი სიურპრიზი დახვდა.
-არ ჩამეხუტები?...ზღურბლზე დედამისი იდგა და ფართოდ უღიმოდა კესოს.
-დედა...შემო რატომ დგახარ კარებში,მე...არ გელოდი...დაბნეულმა მიმართა კესომ და თეას ჩაეხუტა.მართლა არ ელოდა დედამისს.მითუმეტეს დღეს,ეგონა რომ რამოდენიმე დღის წინაც ისევე მოიტყუა,როგორც იმის წინ და იმის წინის წინ.ქალმა ფრთხილად შეაბიჯა ბინაში და მხოლოდ მას შემდეგ დაჯდა სავარძელზე რაც ქალიშვილისაგან ნებართვა მიიღო.
-არ გელოდი...მიმართა კესომ ქალს...რამეს ხომ არ დალევ?ჩაი,ყავა...
-არა გმადლობ...მოკრძალებულად გაიღიმა თეამ.
-მე...ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვთქვა...მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ ისევ თეამ წამოიწყო საუბარი...ვიცი რომ შენთან მიმართებაში არაფერი მამართლებს,მაგრამ მართლა მინდა რომ მაპატიო.ახალგაზრდა ვიყავი,არ შემეძლო სოფელში გავჩერებულიყავი...
-და იქ მე დამტოვე არა?.მე ის გულუბრყვილო კესო არ ვარ,რომელიც შენ მოხუცი ბებიის ანაბარა დატოვე.არც იმის პატიება შემიძლია რომ ამ ხნის განმავლობაში ეგოისტურად მხოლოდ შენს თავზე ზრუნავდი.ნუთუ არასოდეს გიფიქრია რომ ბებიასთან ცხოვრების მანძილზე რაიმე მჭირდებოდა.იქნებ მშიოდა.ან ტანსაცმელი არ მქონდა.თვეში განხორციელებული მხოლოდ ერთი ზარი იგივეა რაც შორეული ნათესავის მოკითხვა...ბოლო წვეთი იყო კესოსთვის,ისე მოვიდა ეს ქალბატონი მასთან სახლში თითქოს 12 წლით კი არა ამდენივე წუთით მეზობელთან ყოფილიყო გასული.ახლა მიხვდა,სულ ტყუილად განიცდიდა იმ ფაქტს,რომ დედასთან გაფუჭებულ ურთიერთობას განიცდიდა.
-შვილო,მე მართლა ვნანობ.აქაც სწორედ იმიტომ მოვედი...მინდა რომ პატიება გთხოვო...
-და რამ გადაგაწყვეტინა მაინც და მაინც ახლა საკუთარი შეცდომების მონანიება?! მამაკაცები შემოგაკლდა და შვილზე დაიწყე ფიქრი?!...ირონიულად მიმართა ქალს,რომელიც მისი საკუთარი დედაა,მშობელი დედა.
-ნუ ამბობ ასე.გავაცნობიერე რომ შეცდომა დავუშვი,მართლა ვნანობ ჩემს საქციელს.გთხოვ მაპატიე შვილო.
-ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.ხვალ მოდი და ყველაფერი გავარკვიოთ...სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და თეონას აცნობა...ახლა ძალიან დაღლილი ვარ და ფიქრი არ შემიძლია,მანამდე ყველაფერს გადავხარშავ...ქალმა თავი მორჩილად დაუქნია და გასასვლელისკენ წავიდა.კარები მიხურა და ღრმად ამოხვნეშა.საწოლში ჩაგორდა და თვალები დახუჭა.ვერ იჯერებს რომ თეონა მართლა ჩამოვიდა.მაგრამ მასზე ძალიან არის გაბრაზებული.მაშინ უნდა ეფიქრა თავის საქციელზე ექვსი წლის ქალიშვილს რომ მოხუც ბებიას უტოვებდა.ის ფაქტი რომ ახალგაზრდა იყო სულაც არ ამართლებს.მაგრამ მთელი თორმეტი წელი,მთელი თორმეტი წელი არ უნახავს.სულაც არ არის ცოტა დრო.ბობლოს და ბოლოს ის ხომ დედამისია.ხვდებოდა რომ ნელნელა აზრი ეცვლებოდა თეას საქციელთან დაკავშირებით.ხვალ დაელაპარაკება და ეტყვის რომ აპატია,მიუხედავად იმისა რომ შეცდომების მისახვედრად ცოტა დიდი ხანი დასჭირდა,ხომ მიხვდა არა?...ახლა აპატიებს და მერე დატკბება იმით რომ ამდენი ხნის უნახავი დედიკო გვერდით ჰყავს.მობილურის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.ესემესი გახსნა და ბოლომდე გაიბადრა როდესაც ის წაიკითხა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...რა ქნას ამ სიტყვების გარეშე უკვე ვეღარ იძინებს.მაგრამ მაინც პირადათ გაბრიელის მიერ წარმოთქმული უფრო მოსწონს.დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა იფიქრა თეონა მოვიდაო მაგრამ კარის ზღურბლზე გაბრიელის სილუეტს გადააწყდა,რომელმაც კარის გაღებაც კი არ აცადა გოგონას,მის ბაგეებს მონატრებული დაეძგერა და მიხურულ რკინის კარს ააყუდა.ჟრუანტწლმა დაუარა სხეულში როცა მამაკაცმა მისი პენუარის ქვეშ ქელები შეაცურა.გაბრიელი ტუჩებიდან კისერს გადასწვდა და კისრიდან მკერდზე გადავიდა.მსუბუქად აიტაცა ხელში და ოთახისკენ წაიყვანა...გაბრიელის მკერდზე ედო თავი კარებზე კაკუნი ხელმეორედ რომ განმეორდა.
-ვინმეს ელოდები?...ინტერესით შემომხედა გაბრიელმა.
-დედაჩემს...ამოიოხრა კესომ და საწოლიდან წამოდგა.შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიცვა და კარებთან მიირბინა.
-შემო...ღიმილით მიესალმა დედას და სახლში შემოუძღვა.გაბრიელი უკვე ამდგარიყო და ღიმილით ელოდა დედა შვილს მისაღებში.
-გამარჯობათ ქალბატონო თეა,თქვენი შვილისაგან ბევრი მსმენია თქვენზე...ღიმილით შეეგება მამაკაცი თეას და თბილად თამოართვა ხელი.
-გამარჯობათ,თქვენ...გაკვირვებული ტონით უპასუხა მამაკაცს სალამზე,მაგრამ ჯერ კიდევ ეტყობოდა დაბნეულობა.
-უკაცრავად არც კი გაგეცანით,თქვენი შვილის გადამკიდე საერთოდ გამოვჩლუნგდი.მე გაბრიელი ვარ,თქვენი ქალიშვილის საქმრო...ღიმილით მიუგო გაბრიელმა გაოცებულ ქალს.
-კესანეს საქმრო?!...ინტერესით გადახედა ქალმა ქალიშვილს და შემდეგ გაბრიელს.
-კარგი,მე დაგტოვებთ,შეხვედრამდე ქალბატონო თეა...ღიმით დაემშვიდობა ქალს და კესოს ანიშნა გამაცილეო.
-კარგი ლამაზო,მე დაგტოვებთ ,თქვენ ისაუბრეთ ხელს არ შეგიშლით.იმედია არ აპირებ რომ სახლიდან გააგდო...ბოლოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-არა არც ვაპირებ...გაიღიმა გოგონამ...ვეცდები ურთიერთობა მოვაგვაროთ.მქონდეს იმედი რომ ამ საღამოს გნახავ?...უხასიათოდ ჰკითხა ბოლოს კაცს.
-ამ საღამოს არ შემიძლია,ლამაზო.სამაგიეროდ ხვალ მთელ დღეს შემთან გავატარებ...ვნებიანად უთხრა ქალს და მის ბაგეებს დასწვდა.
-ხვალ არ შემიძლია,უკვე ერთი კვირაა სამსახურს ვაცდენ.ქალბატონი ნატალია ნამდვილად დამითხოვს სამსახურიდან...უთხრა განცხრომაში მყოფმა და როგორც იქნა მოსწყდა მამაკაცის ბაგეებს.
-საერთოდ რომ დაანებო მაგ სამსახურს თავი,არა?
-გაბრიელ!წადი ახლა,როცა მეცლება შეგეხმიანები...კიდევ ერთხელ ღიმილით აკოცა კაცს და კარები მიუხურა.
-არ ვიცოდი დანიშნული თუ იყავი...ოთახში შესულს პირდაპირ მიმართა თეამ.
-ხო ყველაფერი უცებ მოხდა...ამოისუნთქა და ქალს შეხედა...მე დავფიქრდი შენს სიტყვებზე და ვფიქრობ რომ...ვფიქრობ რომ მინდა უკეტესი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს.საკმარისია ის დრო რაც დედის გარეშე ვიცხოვრე.ფაქტიურად უნდა გომადლოდე კიდეც ამას,შენი დამსახურებაა დამოუკიდებლად ცხოვრება რომ ვისწავლე.ძალიან მომენატრე...ამოთქვა ბოლოს და მთელი ძალით ჩაეხუტა აცრემლებულ ქალს.თურმე რა კარგი ყოფილა მონატრებულ სხეულს რომ ეკვრი.დედა შვილი ერთ ხმაში ასლუკუნდნენ და ხელები ძლიერად შემოხვიეს ერთმანეთს.
-დღეს დარჩი კარგი აქ...შესთავაზა კესომ თეას მას შემდეგ რაც ოდნავ დამშვიდდენ და დადებითი პასუხის მოსმენის თანავე ფართოდ გაიღიმა....რამეს ხომ არ დალევ?
-წყალი.წყალს დავლევ,მერე კი იმ ჯენლტმენზე მომიყევი...ეშმაკურად გაიცინა ქალმა და აწითლებულ კესოს გადახედა.საღამომდე სუბრობდნენ.თეა მხოლოდ 37 წლის აღმოჩნდა.თუმცა ამდენსაც ვერ მისცემდით.ისე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თითქოს კარგა ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ.საღამოს ორივე დაღლილი იყო ამიტომ დასაძინებლად მოემზადნენ.კესომ არ იცის მამაკაცს მე-6 გრძნობა აქვს თუა არა,მაგრამ სასწაულებრივად ახერხებს და სწორედ მაშინ გზავნის შეტყობინებას როცა კესო წვება.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ღიმილით წაიკითხა გაბრიელის ესემესი და დედამისზე მიკრულს ტკბილად ჩაეძინა.ქალს რაღაც იდუმალი,სასიამოვნო სურნელი ასდიოდა დიდხანს ეცადა კესო მაგრამ მისი ამოცნობა ვერ შეძლო.მერე კი ღრმად შეიჭრა სიზმრების სამყაროში...
ამ დროს გაბრიელი ბექასთან ერთად იყო ძმაკაცის კლუბში და გაცხარებით ბჭობდა საქმეზე.
-ბექუშ,ვერ ხვდები,ის კაცი რომ ვნახო აუცილებლად გაიგებს კესანეს შესახებ.მე კი ვერ დავუშვებ რომ მას რაიმე საფრთხე შევუქმნა.მირჩევნია გავკოტრდე.
-გაბო რატომ არ გესმის.მან რომ მოინდომოს მაინც გაიგებს კესოს შესახებ.ირაკლიმ იცის ვინ ხარ,სად ცხოვრობ,ვინ არიან მამაშენი და ბიძაშენი,რას საქმიანობ,ადრე თუ გვიან კესოზეც კაიგებს,თუ რა თქმა უნდა უკვე არ იცის...დააყოლა ბოლოს ჩუმად ბექამ და ვისკის ჭიქა მიიყუდა.
-არ ვიცი,არ ვიცი...კარგი შევხვდები.მაგრამ ამ დროს შენ კესოს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნო.ჩუმად გაყვები მანქანით ისე რომ არ შეგამჩნიოს.
-როდის შეხვდები?
-ხვალავე,ახლავე დაურეკე მას და უთხარი რომ მასთან საქმე მაქვს.ხვალ ქალაქგარეთ,კობრას კლუბის ნანგრევებთან მოვიდეს.
-გაბრიელ დაფიქრდი,იქ მარტო წახვალ?
-შენ კესოს მიხედე,დანარჩენს მე მივხედავ...სწაფად დატოვა კლუბი გაბრიელმა და ხვალინდელი დღისთვის მზადება დაიწყო.ხვალ მძიმე დღეა.
დილა ისე კარგად დაიწყო მონატრებულ დედასთან ერთად,რომ გადაწყვიტა არც დღეს წასულიყო სამსახურში,ნატალიასთან მაინც არ დაუზუსტებია,კონკრეტულად როდის მივიდოდა.გაბრიელსაც ურეკავდა მაგრამ ვერანაირად დაუკავშირდა.იფიქრა საქმეები ექნებაო და მასთან რეკვას შეეშვა.ერთად ისაუზმეს დედა შვილმა და ფილმის ყურებას აპირებდნენ როცა კესოს მობილურზე ზარი გაისმა.
-გისმენთ ქალბატონო ნატალია...ანერვიულებულმა გასცა პასუხი ქალს და მის პასუხს დაელოდა.
-შვილო,კესო,იქნებ დღეს მაინც მოხვიდე? ძალიან ცუდად ვარ და ჩემი შვილიც მარტო ვერ გაუმკლავდება ამას...ქალმა ცოტა აღელვებულმა მიუგო გოგოს.მის ტონში მართლაც იგრძნობოდა რაღაც უცნაური ტონი.
-დიახ ქალბატონი ნატალია,ახლავე მოვალ,ათ წუთში თქვენთან გავჩნდები...აღელვებულმა უპასუხა.დედას ბოდიში მოუხადა,იმისათვის რომ სახლში მარტო უნდა დაეტოვებინა,თავად კი სწრაფად გაემართა ნატალიას სახლისაკენ.ძლიერად შეაღო კარი და მეორე სართულისაკენ მიმავალი კიბეები აირბინა.ნატალიას ოთახის კარი შეაღო და გაოცებულმა დააღო პირი.ოთახის შუაგულში,სკამზე ნატალია იჭდა და თოკებით იყო მასზე დაბმული.პირი წეპოვანი ლენტით აეკრათ საწყალი ქალისათვის და სახეც აშკარად დასიებული ჰქონდა.გოგონას დანახვისას თავი რამოდენიმეჯერ გადააქნია და კიდევ უფრო უმატა ტირილს.ჯერ გაოგნებული უყურებდა სანახაობას შემდეგ კი სწრაფად მივარდა ქალს და პირი გაუხსნა.
-არ უნდა მოსულიყავი,შვილო.რამეს დაგიშავებს ის მხეცი...წარმოსთქვა ქალმა მას შემდეგ,რაც პირი გაუნთავისუფლეს.ნატალიამ დაამთავრა თუ არა სიტყვები,კესოს უკან კარის მიხურვის ხმა გაისმა.
-აჰა,სექსუალური მოახლეც მოსულა?!...ირონიულად გაიჟღერა მამაკაცის სიტყვებმა.როგორც კი კესომ ეს ხმა გაიგონა,მაშინვე გასცარა ტანში.ნელა შებრუნდა უკან და მის წინ მდგარ,ამაზრზენად მომღიმარ ირაკლის შეხედა.
-როგორ შეგიძლიათ ასე მოექცეთ,საკუთარ დედას?,მას ხომ წნევა აწუხებს,ხელში რომ ჩაგაკვდეთ?...გამწარებულმა მიუგო კაცს.ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მისთვის საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრებოდა.ნატალია უკვე ბებიად მიაჩნდა.ამიტომ მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა კესოს ღელვას იწვევდა.
-ის დედაჩემი არ არის.ისიც ისევეა დამნაშავე შენს აქ ყოფნაში,როგორც მე...მიუგო კაცმა აუღელვებლად და ზიზღით გადახედა ქალს.
-მაპატიე,შვილო,მაიძულა.მოკვლით დამემუქრა...წამოიყვირა ნატალიამ და ხმამაღლა წამოიტირა.
-ნუ ზლუქუნებ,ჯერ მის მოკვლას არ ვაპირებ,ბევრ რამეში შევძლებ მის გამოყენებას.ნახე რა ფორმები აქვს...ირაკლიმ გოგონას სხეულს ჯერ ააყოლა შემდეგ კი ჩამოაყოლა მზერა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა.ძლიერად მოჰკიდა ხელი გოგოს და სახლიდან გაათრია.როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯეს იარაღის ხმა გაისმა,რასაც კესოს მსუბუქი წამოკივლება დაერთო თან.ირაკლიმ სახლთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილში ძლიერად შეაგდო გოგო და თავადაც მის გვერდით დაიკავა ადგილი.წინ მჯდარ მამაკაცს ნიშანი მისცა და მანქანაც მალე მოსწყდა ადგილს.
ამ დროს გაბრიელი მანქანით მიდიოდა დანიშნულების ადგილას,როდესაც მობილურზე ბექამ დაურეკა.
ხო ბექა,ყველაფერი რიგზეა?...იკითხა გაბრიელმა და მეგობრის პასუხს დაელოდა.
-უკან დაბრუნდი ახლავე,მათ უბრალოდ შენი გატყუება უნდოდათ,კესოც მათ ჰყავთ.ვეცადე მაგრამ ვერ შევაჩერე ახლა უკან მივყვები.როგორც კი გაჩერდებიან მისამართს მოგწერ.მაგრამ მანამდე თავადაც დაურეკე და გაარკვიე რატომ მოიქცა ასე!...მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა.მაინც საფრთხე შეუქმნა.ყველანაირად ეცადა მაგრამ ვერ მოახერხა მისი დაცვა.დარწმუნებული კესოს რომ რამე დუშავონ,თვალსაც არ დაახამხამებს,ისე გამოსჭრის კისერს ყველა.სწრაფად აკრიფა ირაკლის ნომერი და პასუხს დაელოდა.
-როგორც ჩანს ყველაფერი მოგახსენეს?!...მობილურში კაცის ირონიული ხმა გაისმა.
-მას რომ რამე დაუშავო,ყველაფერს ვფიცავარ,ჩემი ხელით მოგკლავ...გამოსცრა კბილებს შორის გაბრიელმა...სად ხართ მითხარი,ახლავე უნდა შეგხვდე.
-მანამ სანამ ჩვენთან მოხვალ,შენი კომპანიის აქციები წამოიღე.თუ იჩქარებ შეიძლება მოასწრო და სამივე ერთად კარგად გავერთობით.ისე მინდა გითხრა რომ მაგარი ფეხები აქვს...დააყოლა ბოლოს გესლიანად.
-ხელი არ ახლო,გაიგე?!.ხელი არ ახლო,თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებ თან ისე რომ ცოდვების მონანიებასაც კი არ გაცლი...სიტყვები დაამთავრა და აღმოაჩინა რომ ირაკლიმ მობილური გაუთიშა.ძლიერად დასცხო მუშტები ავტომობილის საჭეს და ამოიოხრა.ზუსტად იცის რომ მისთვის კესოზე ძვიფასი არავინ და არაფერი არაა.მანქანა სახლტან გააჩერა და კაბინეტში შევიდა.მაგიდის უჭრაში ჩამონტაჟებული სეიფის პაროლი შეყვანა და სასურველ საბუთებს ხელით დასწვდა.შემდეგ მობილური მოიმარჯვა და ირაკლისთან გადარეკა.
-საბუთები მე მაქვს,მითხარი სად უნდა მოვიდე.
-როგორი სწრაფი ყოფილხარ,გაბრიელ,ჩემთან მოდი,დარწმუნებული ვარ მისამართი იცი.კესოსთან საუბარი ხომ არ გინდა?,ნამდვილი ველურია,აღმაგზნებს...
-დამალაპარაკე...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა და გაისუსა.ესმოდა რომ კაცი სადღაც მიდიოდა.მალე მობილურში მისთვის საურველი ხმა მოიმა.
-გაბრიელ...გაბრიელ აქ ხარ?...გოგონას ტირილისაგან დაბოხებული ხმა რომ გაიგონა,მოუნდა თავი მოეკლა,ვერ ეგუება იმ აზრს რომ კესო ასეთ მდგომარეობაში მის გამო ჩავარდა.
-აქ ვარ კესო.შენ,შენ ხომ კარგად ხარ,ხომ არაფერი დაგიშავეს?...შეეკითხა ხმაწართმეული და გული ორმაგად აუჩქარდა პასუხის მოლოდინში.
-მე კარგად ვარ ჩემზე ნუ იღელვებ.მთავარია შენ ხარ კარგად.ხელსაც ვერ მახლებენ,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი საქმრო ყველას თავ-ყბას გაუერთიანებს...ღიმილით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები გოგონამ რათა გაბრიელი დაემშვიდებინა.
-ჩემი ლამაზი.მალე მოვალ,არ იღელვო...იგრძნო რომ გოგონას ჩაეღიმა,თვითონაც გაებადრა სახე იმის წარმოდგენაზე რომ მალე გოგონას ნახავდა.მერე რა რომ ყველაფერს კარგავს.ისევე დაიწყებს ცხოვრებას თავიდან როგორც ადრე,მაგრამ ახლა მის გვრედით კესო იდგება და დარწმუნებულია ორმაგად უფრო კარგად წაუვა საქმეები.
-კარგი,გკოცნი...ჩაილაპარაკა გოგონამ.
-რა ამაღელვებელია...ჩაილაპარაკა ირაკლიმ მოილურში და გაბრიელს მიმართა...თუ გინდა შენს ლამაზს ხელი არ ვახლოთ მალე მოდი და საბუთები მოიტანე...ისევ ირაკლიმ გაღიშა მობილური და გაცხოველებულ გაბრიელს პასუხის გაცემის საშვალებაც არ მისცა.სწრაფად დაქოქა ავტომობილი და ირაკლის სახლისაკენ სწრაფად წაიყვანა მანქანა.გზაში ბექას დაურეკა.
-ბექა,ირაკლი მის სახლში ახლა მეც იქ მივდივარ,იქ შემხვდი კარგი?
-კარგი,ხუთ წუთში იქ ვარ.იარაღი წამოგიღო?...ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-კი,წამოიღე ნამდვილად დამჭირდება...მალე ირაკლის სახლის წინ იდგნენ და ერთმანეთს ესუბრებოდნენ.კარებს მიუახლოვდნენ და ზარი დარეკეს.შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ჯერ კარები გაუღო შემდეგ კი სახლში შეუძღვა მათ.
-გაბრიელ,ბექა,როგორ გამახარეთ თქვენი სტუმრობით...ირონიით გააჟღერა მამაკაცმა სიტყვები.
-სად არის კესანე...ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახალა კაცს გაბრიელმა და მისკენ წაიწია,მაგრამ ბექამ ძლიერად მოკიდა ხელი და ანიშნა რომ შეჩერებულიყო.
-კესო?,ალბათ ჩემი რომელიმე ხელქვეითი ერთობა მისით...ისევ ირონიამ გაიჟღერა კაცის სიტყვებში.ახლა მართლა აიჭრა გაბრიელი.ბექას ხელი გამოგლიჯა და ირაკლის სახეში უტავაზა მუშტი,ძირს დაგდებულ მამაკაცს ზემოდან ოექცა და კიდევ ერთხელ მოსდო ყბასი.
-სად არის კესანე,ამის დედას შე**ცი...დაიღრილა მოთმინება დაკარგულმა და ირგვლივ მიმოიხედა,რამოდენიმე სეიარაღებულ მამაკაცს გაბრიელი მიზანში ჰყავდა ამოღებული და ცივი მზერით იყურებოდნენ.ფრთხილად შეუშვა ხელი ირაკლის პერანგის საყელოს და ფეხზე წამოიმართა.
-ფერი ფერსა,მადლი ღმერთასო რაა,თქვენზეა ნათქვამი,ასეთი ველურები და მხეცები მე არ მინახავს...წარმოსთქვა გაბრაზებული ტონით ირაკლიმ,თან ხელსახოცით ცხვირიდან წამოსული სისხლის მოწმენდა დაიწყო...შემოიყვანეთ გოგონა...გასცა ბრძანება და მალე კესოც გამოჩნდა,აქეთ-იქით ორი ზორბა მამაკაცი ამოსდგომოდა.ისევ ეს ბანალურობა.ისევ გადააწყდნენ ერთმანეთის მზერას და ისევ გადაიკარგა კესო მამაკაცის უძირო თვალებში.როგორც კი გაბრიელს მოჰკრა თვალი,მაშინვე ღიმილმა გაუპო ბაგე და შეეცადა მამაკაცებისაგან თავი დაეხსნა.მაგრამ ვერაფერს გახდა და შორიდან,მზერით დაუწყო ალერსი ტრფობის ობიექტს.
-აჰა შენი ველური,ჯანმრთელი და საღსალამათი,საბუთები სად არის?
-აქ,მაგრამ ჯერ კესო გამოუშვით...მტკიცედ თქვა გაბრიელმა და ბექას საქაღალდე გამოართვა.
-ხელიდან-ხელში...ასევე მტკიცედ უპასუხა ირაკლიმაც და გოგონას ახლა თავად მოჰკიდა ხელი.აშკარად ძლიერად მოუვიდა,რადგან კესოს სახე ოდნავ შეეჭმუხნა.
-კარგი,აიღე...გაუწოდა საქაღალდე ირაკლის.კაცმა გოგონას ხელი სეუშვა და კესოც ძლიერად შემოეხვია გაბრიელს და მამაკაცს კისერში მონატრებულმა აკოცა.გაბრიელმა სწრაფად მოძებნა გოგონას ბაგეები და მათი დაგემოვნება დაიეყო.
-მემგონი აქ სამაგისოდ შესაფერისი ადგილი არ არის...ჩუმად გადაუჩურჩულა ბექამ წყვილს და ოდნავ შესამჩნევად ჩაიცინა გოგონას აწითლებულ ლოყებს რომ ჰკიდა თვალი.სახლიდან გავიდნენ თუ არა კესო მაშინვე მიუბრუნდა გაბრიელს.
-გაბრიელ ჩემს გამო ამხელა მსხვერპლზე არ უნდა წასულიყავი.შენი ბიზნესი გაბო,მას ხომ მთელი შენი ცხოვრებაა რაც ხელმძღვანელობ.
-ნუ სულელობ კესო.პირველი ეს ბიზნესი მართლა ჩემს სახელზე რომ ყოფილიყო გაფორმებული შენს სიცოცხლეზე ძვირფასი არც იქნებოდა.და მეორე-მიუხედავად იმისა რომ ბიზნეს მე ვუდგავარ სათავეში,კომპანიის აქციების სრულ პაკეტს მამაჩემი ფლობს.ასე რომ მე არ მაქვს უფლება მისი ხელმოწერის გარესე მის კუთვნილ აქციებს სევეხო.მე მინდობილობა მაქვს მხოლოდ კომპანიაზე მაგრამ არა მის აქციებზე....გაოგნებული უსმენდა კესო გაბრიელის სიტყვებს და უხაროდა რომ მის გამო კაცი ასეთ მსხვერპლზე არ წავიდა.სემდეგ ძლიერად შემოხვია ხელები გაბრიელს და ავტომობილისკენ გაემართნენ,როცა უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო ზურგში.მერე მხოლოდ გაბრიელის და ბექას სეშინებული და გაცოფებული მზერები ახსოვს.ბოლოს ირაკლის სიტყვები მისწვდა მის ყურთასმენას „გეგონა შეგარჩენდი ჩემს მოტყუებას?!“...
ორი კვირა გავიდა...ორი მტანჯველი კვირა.საავადმყოფოს შენობაში აღამებს და ათენებ გაბრიელი,მაგრამ ექიმებისაგან ვერანაირ იმფორმაცია ვერ იღებს.მის გვერდით არიან ბექაც და თეა დეიდაც .რამოდენიმე ექიმს ცემითაც კი დაემუქრა გაბრიელი, მაგრამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო,რომ გოგონა ჯერ ისევ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,გარკვეული მიზეზების გამო,მაგრამ მიზეზებს ჯერ არ ასახელებდნენ.ორი კვირის თავზე გოგონას ოთახთან ექიმებმა იმატეს.სწრაფად მიმოდიოდნენ და სახეზე ხან გაოცება,ხანაც ღიმილი აჰკვროდათ.
-ბოლოს და ბოლოს მეტყვით თუ არა რა ხდება?...გაურკვევლობაში მყოფ გაბრიელს ძალიან აბრაზებდა თავისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.ბოლოს ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ექიმს მიმართა.
-ბატონო გაბრიელ,აქამდე გვიჭირდა დიაგნოზის დასმა,მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია.თქვენო საცოლეც და პატარაც კარგად არიან.ორივე მათგანი ბეწვზე გადარჩა.ტყვია ხერხემალ ოდნავ აცდა.სწორედ იმიტომ ვაყოვნებდით პასუხს რომ ნაყოფი ჯერ ძალიან პატარა იყო,ახლა კი დარწმუნებულები ვართ რომ ის ფეხმძიმედაა.გილოცავთ!...ღიმილით მიმართა გაბრიელს ექიმმა.მაგრამ მამაკაცს მისი უკანასკნელი სიტყვები არც გაუგონია.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ კესოს მალე ბავშვი ეყოლებოდა,მისი და კესოს ბავშვი.ეს ერთადერთი აზრი უტრიალებდა თავში და მომღიმარი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ბექას,რომელიც მთელი ძალით ანჯღრევდა მეგობარს და ახსნა განმარტებას სთხოვდა.
-ბექა მამა გავხდები,ბექა,აზრზე ხარ?...ღიმილით მიუგო გაბომ კაცს,რომელსაც ღელვა სახიდან ჩამოერეცხა და მისი ადგილი ღიმილმა დაიკავა.
-გილოცავ მეგობარო!,აუ რა მაგარია...ამ ამბით აღტაცებული იყო ბექაც და გაბრიელს ძლიერად ურტყავდა ზურგზე ხელს.
-ჩემი შვილი ბექა,ჩემი...ჯერ ისევ ვერ დაეჯერებინა გაბრიელს რომ მალე მამა გახდებოდა.ახლა კიდევ უფრო უნდა გოგონას ნახვა და მისთვის ასეთი საჩუქრისათვის მადლობის გადახდა.თეაც სასიამოვნოდ გაოცებული გახლდათ,ერთდროულად შეიძინა შვილი და შვილიშვილი,განა შეიძლება დედამ კიდევ რამე ინტროს?...
კიდევ რამოდენიმე დღე მოუწიათ ლოდინი.მერე კესო პალატაში გადაიყვანეს და გაბრიელიც ღიმილით ესტუმრა კესოს და როგორც კი გოგონა თავის სიახლოვე დაიგულა მონატრებული ბაგეები დაუკოცნა.
-კესო,ხომ კარგად ხარ?რამე ხომ არ გტკივა?...შეეკითხა შეწუხებული,როცა გოგონას დამანჭული სახე შენიშნა.
-არა,კარგად ვარ.უბრალოდ თავი მტკივა...ხმადაბლა წარმოსთქვა კესომ და გაბრიელის ხელს თავისი ხელი დაადო.
-კესო რაღაც უნდა გითხრა...აღიტირებულმა მიუგო გაბომ და ღიმილით ჩააჩერდა თვალებში.
-გისმენ...ცოტა გაოცებულმა მიუგო კესომ და მამაკაცის პასუხს დაელოდა.
-კესო მე და შენ მალე შვილი გვეყოლება...სიხარულით მიუგო მამაკაცმა გოგოს და მის სახეს დააკვირდა.
-და რა იცი რომ ეს ბავშვი შენია...აუღელვებლად მიუგო კესომ და ახლა თავად დააკვირდა გაბრიელის სახეს,რომელსაც ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა და სახეზე გაოცება გამოეხატა...კარგი ხო,ვხუმრობ,მე მეგონა რაიმე ახალს მეტყოდი...სიცილი ვეღარ შეიკავა ქათამაძემ,როდესაც გაბრიელის სახე დაიჭირა.არა მაინც როგორ იფიქრა რომ ექიმი კესოს არაფერს ეტყოდა.
-ამის გამო დაისჯები,ლამაზო...შეპარული ღიმილით წარმოსთქვა ეს სიტყვები მამაკაცმა და კესოს ბაგეებს დასწვდა.როგორ უყვარს გოგონას ეს ტუჩები.გაბრიელზე ხომ აღარაფერს ამბობს.
-კარგით რაა?! სულ მაგას როგორ უნდა აკეთებდეთ?...უკმაყოფილოდ წამოიძახა ბექამ.რომელიც ახლახანს შემოვიდა ოთახში,რამოდენიმე ბუშტით და შოკოლადებით...პრივეტ რძალო...მხიარულად მიესალმა კესოს ბექა.წინაზე კი ნახა კაცი მაგრამ არც მისი სახელი იცის გოგომ და არც ის ვინ არის.
-კესო გაიცანი,ეს ჩემი მეგობარია,ბექა...ღიმილით წარუდგინა ბიჭი კესოს გაბრიელმა.თითქოს და გოგონას აზრები წაიკითხაო.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...ზრდილობიანად მიმართა ბიჭს კესომ და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
-მოდი შევეშვათ ამ ფორმალობას.ხო მართლა თეა ახლახანს წავიდა და დაიბარა მალე დავბრუნდებიო.
-დედა აქ იყო?
-მარტო დედაშენი კი არა სალომე და ალექსანდრეც მოვიდნენ შენი ამბების გასაგებად,ლამაზო...სხარტათ გასცა პასუხი გაბომ გოგოს და ახლა შუბლზე აკოცა მას.
-გაბო,სახლში როდის წავალ?...იკითხა ბოლოს კესომ...აქ საშინელ წვნიანს ამზადებენ,აი იცი როგორი სუნი აქვს? სამზარეულოს ჭუჭყიან ნაჭერს რომ ადის.და გემო?! ნუ იკითხავ,დამპალი ბოსტნეულის გემო აქვს,პირდაპირ გულს მირევს.
-რამოდენიმე დღეში გამოგწერენ,ჩვენც მაშინვე ჩემთან წავალთ...მშვიდად გასცა პასუხი,თან მის თმებში თითების თამაში არ შეუწყვეტია.არ დაუწყია ყვირილი.პირიქით მოსწონს,თან ძალიან მოსწონს ის ფაქტი,რომ საყვარელი მამაკაცის გვერდით იცხოვრებს,დილას მისით დაიწყებს,მასთან ერთად დაიძინებს და გაიღვიძებს,ოღონდ დარწმუნებულია რომ კაცს სამზარეულოში ხელსაც არ გაანძრევინებ,თუ რათქმაუნდა სურს რომ ცოცხალი და საღსალამათი იყოს.საღამოს თეაც მოვიდა.დედა შვილმა ამჯერადაც საკმაოდ ბევრი ისაუბრა,მაგრამ ბოლოს კესო ძალიან დაიღალა და ქალიც სახლში გაუშვა.თავად კი ტკბილად დაიძინებდა,რომ არა გაბრიელი,რომელიც მის ოთახში გოგონას ჩაძინებამდე შემოვიდა,შუბლზე აკოცა მას და ჩვეული სითბოთი წარმოსთქვა კესოს საყვარელი სიტყვები.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ამის შემდეგ კესოს ტკბილად ჩაეძინა.როგორც გაბომ ივარაუდა,კესო მალე გამოწერეს და წყვილიც დიდი მონდომებით შეუდგა კესოს ბარგის ჩალაგებას.გაბრიელმა მანამ იწუწუნა სანამ კესო არ დაითანხმა რომ ცოტა ხანი დაესვენა თავად კი მის კარადას მიადგა და ტანსაცმლის ლამაზად ჩაკეცვა დაიწყო.ამ ფაქტზე დიდხანს დასცინოდა კესო,მაშინაც როცა სოფელში იყვნენ და ბანქოთი თამაშობდნენ,გაბრიელი ისე ფრთხილად ალაგებდა თითოეულ მათგანს,რომ მისი დარიგებული ხელი რიტმულობის ნამდვილ ნიმუშად შერაცხა კესომ.ამის შემდეგ კაცის შემორიგებუამრავი კოცნით მოუხდა.როგორც იქნა მორჩნენ ბარგის ლაგებას.სწრაფად ჩაარბენინა გაბომ ჩემოდნები ავტომობილამდე და კესოს დაელოდა,რომელიც ფრთხილად ჩამოდიოდა კიბეებზე...
-გაბოო,მოდი დათო რეკავს...შესძახა კაცთან ცხოვრების ხუთი თვის თავზე,გაბერილმა კესომ გაბოს.მამამთილთან მალე დაამყარა თბილი ურთიერთობა.ახლა იცის ვის გავს გაბრიელი.
-მოვდივარ,ლამაზო...სწრაფად ჩამოირბინა კიბეებზე კაცმა.თან მობილურზე აშკარად ესემესს წერდა.სწრაფად დააჭირა დაბლოკვის ღილაკს და გოგონას მობილური ხელიდან გამოართვა.
-ხო დათო...კი,კი...ყველაფერი მოვაგვარე...კარგი...კარგი ჩაგიკოცნი რძალს...ბოლოს სიტყვები ღიმილით წარმოსთქვა გაბომ და,როგორც კი მობილური გათიშა , ოდნავ მოპუტკუნებულ კესოს ლოყაზე თბილად აკოცა.
-ესეიგი მამაშენს რომ არ ეთქვა ისე არ უნდა გეკოცნა?...გაბუსხა ტუჩები კესომ და ხელში შერჩენილი ნამცხვრის ბოლო ლუკმაც გემრიელად შეჭამა.
-არა...სრულიად უემოციოდ უპასუხა გაბრიელმა ქალს და ახლა ჰალსტუხის შეკვრა დაიწყო.მამაკაცის სიტყვები გაიგონა თუ არა ტუჩები ხელმეორედ მოლაფშა და ცრემლიანი თვალების დასამალად ზურგი აქცია მამაკაცს.სამზარეულოში გასვლა დააპირა როდესაც მამაკაცმა ძლიერად მოხვია ხელები მუცელზე.
-შენ რა მართლა დაიჯერე? რა სულელი მყავხარ,რა თქმა უნდა გაკოცებდი,კი არ გაკოცებდი მაგ ლოყებს და ტუჩებს მთლიანად მოგაჭამ...ღიმით შემოაბრუნა გოგონა თავისკენ და მსუბუქად აკოცა მის ბაგეებს.
-ცუდი კაცი ხარ შენ.ბოროტი...თქვა ხმაწართმეულმა კესომ და ახლა თავად აკოცა კაცის ღვინისფერ ტუჩებს...
***************
რაც არის არის,ბევრი ისტორია არ მაქვს დადებული,მაგრამ ეს სულ სულ პირველი იყო...თუ თვალი გადაავლეთ მითხარით როგორია?!"როცა სიყვარული აკრძალულია"-ს აუცილებლად გავაგრძელებ,მომდევნო თავის წერას უკვე ვიწყებ,წინასწარ გმადლობთ.
სიყვარულით ზაკ!



№1  offline წევრი Nate

ეს ადრეც გედო ხო ?! ვიცი ეს, მომწონს love

 


№2  offline წევრი zak

Nate
ეს ადრეც გედო ხო ?! ვიცი ეს, მომწონს love

კი ოღონდ ამ ჯერად სრულად დავდე.გმადლობ რომ წაიკითხე love

 


№3 სტუმარი darina

Es momwons yvelaxe metad sheni istoriebidan.

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა კარგი იყო

 


№5  offline წევრი zak

darina
Es momwons yvelaxe metad sheni istoriebidan.

მართლა?!მე ყველაზე მეტად არ მომწონს,ალბათ პირველი რომ არის მიტო...გმადლობ რომ წაიკითხე საყვარელო love

 


№6 სტუმარი darina

zak
darina
Es momwons yvelaxe metad sheni istoriebidan.

მართლა?!მე ყველაზე მეტად არ მომწონს,ალბათ პირველი რომ არის მიტო...გმადლობ რომ წაიკითხე საყვარელო love

Martla dzalian momwons ki arada miyvars ukve me-4 wavikitxe mgoni.

 


№7  offline წევრი zak

darina
zak
darina
Es momwons yvelaxe metad sheni istoriebidan.

მართლა?!მე ყველაზე მეტად არ მომწონს,ალბათ პირველი რომ არის მიტო...გმადლობ რომ წაიკითხე საყვარელო love

Martla dzalian momwons ki arada miyvars ukve me-4 wavikitxe mgoni.

არც კი იც როგორ გამახარე მაგ სიტყვებით,უღრმსი მადლობა საყვარელო love

 


№8 სტუმარი nini

Auu rogor momewona

 


№9  offline წევრი zak

nini
Auu rogor momewona

დიდი მადლობა რომ წაიკითხე love

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან საყვარლობა იყოო ❤️

 


№11  offline წევრი zak

uchveulo
ძააან საყვარლობა იყოო ❤️

მიხარია რომ მოგეწონა საყვარელო,გმადლობ რომ წაიკითხე love

 


მოდი ჯერ "როცა სიყვარული აკრძალულია"-ზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, მიხარია არომ გაგრძელებას აპირებ, ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში, რაც შეეხება ამ ისტორიას, აღბრთოვანებული ვარ, პირველი და ასეთი? ბრავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent