შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [6]


30-01-2016, 18:28
ავტორი Nude
ნანახია 2 438

ნაწილი 6.
გაუბედავად ასწია ხელი თამარიმ და ზარის ღილაკს მიაჭირა გამხდარი თითი. დანიელს გახედა ,,მიშველეს’’ მზერით და მხარზე მიეყრდნო. ვინაიდან და რადგანაც, მამაკაცს ხელში ჩაძინებული ბავშვი ეჭირა, ვერანაირად მოეფერა და დაამშვიდა საყვარელი ქალი.

– დამშვიდდი–მეთქი, მერამდენეჯერ გეუბნები უკვე, თუ ატყობ? მამაშენთან უკვე ვისაუბრე ტელეფონით რამდენიმე დღის წინ და რა არის აქ სანერვიულო, ვერ ვხვდები. – მკაცრი ხმით უჩურჩულა, ბავშვი რომ არ გაეღვიძებინა.

– როდის ელაპარაკე? – გაკვირვებულმა ჰკითხა.

– რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მთავარია რომ ვისაუბრეთ და ერთმანეთს კარგად გავუგეთ. – ეშმაკურად უჩურჩულა. – შენ თავს ვფიცავარ, კიდევ ინერვიულებ ამაზე და სერიოზულად ვიჩხუბებთ! – მტკიცედ ჩაილაპარაკა.

– კაი, მოვრჩა. – გაუღიმა და დედას ჩაეხუტა, რომელმაც კარგი გაუღო. – მომენატრე, დეე.

– მეც ძალიან მომენატრე, ჩემო პრინცესავ! – ჩაიხუტა შვილი ძლიერად და ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად აკოცა.

– მამუსი სად არის?! – ღიმილით დაიძახა ხმამაღლა. – მათეს შევიყვანთ მე და დანიელი და გამოვალთ. – სწრაფად თქვა და დანიელს ანიშნა წამომყევიო.

პატარა, ლამაზ ოთახში შეყვანა დანიელი და მათეს ლოგინზე დააწვენინა. კედლები მთლიანად ცისფრად იყო შეხებილი. პატარა ლოგინი ოთახის შუაში. ლოგინის ერთ მხარეს პატარა შავი ტუმბო, მეორე მხარეს ტანსაცმელების დასაწყობი. ოთახი სავსე იყო სათამაშოებით და მრავალი სხვა გასართობით.

– ჩემ გემრიელ გოგოს, რომ არ ვაკოცო ახლა, გავგიჟდები! – დაიჩურჩულა ზედ მის ტუჩებზე და ისე ნაზად აკოცა, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა თამარს.

პირველი შემთხვევა იყო, ასეთი სინაზის გამომჟღავნება დანიელისგან, იმიტომ რომ აქამდე სულ გიჟივით იცოდა დატაკება ისე, რომ გააზრების საშუალებას არ აძლევდა. ესიამოვნა, მაგრამ თავისი ველური ბევრად ურჩევნია, ნაზ დანიელს.

– უჰ, როგორი ნაზი ხარ! – ირონიულად გაიღიმა თამარამ და სწორედ მანდ დაუშვა შეცდომა.

ისეთი სიველურით დააცხრა გოგონას მამაკაცი ტუჩებზე, ლამის მოაგლიჯა ბაგეები. ბოლოს კბილები მსუბუქად მოსდო და ახლა თვითონ გაუღიმა ირონიულად. თამარამ აქეთ–იქით სიცილით გადააქნია თავი. პირველი გაატარა ოთახიდან გოგონა, შემდეგ კი თვითონაც მიჰყვა.

– მამუკა მაჭავარიანი! – ხელი გაუწოდა დანილს მაღალმა კაცმა.

– დანიელ ბერაძე! – სასიმამროს ხელს, თავისი შეაგება და ქალბატონი მაკას მიერ მითითებულ სავარძელზე დასხდნენ ოთხივე.

თამარი გვერდით მიუჯდა დანილეს. საერთოდ აღარ ნერვიულობდა, სიმართკე რომ გითრათ, იმიტომ რომ დარწმუნდა, არანაირად არ იყვნენ მისი მშობლები წინააღმდეგნი. არა, აქამდეც იცოდა ეს, მაგრამ საკუთარი თვალით დანახულმა უფრო განამტკიცა ეს აზრი. ყურებდა დედის და მამის ღიმილიან სახეს, რომელიც დანიელს ეკუთვნოდა და ორმაგად ბედნიერდებოდა, რადგან მისი მშობლების აზრი მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

– ბავშვებო, თვალები ისე გიბრწყინავთ, ყველაფერს ამბობთ ამით და მოდით, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ ქორწილისთვის მზადება. დანიელზე საკმაოდ ინფორმაცია მაქვს და ვიცი, როგორი კაციც არის. ისიც ვიცი, ხელის გულზე, რომ გატარებს მთელი ცხოვრება. არ ვაპირებთ ორ მეტრიანი ტექსტებით გამოსვლას იმის შესახებ, თუ როგორ მოუფრთხილდე ჩვენს გოგონას, რადგან ვიცით, შენ, ეს არ გჭირდება, დანიელ. – ღიმილით უთხრა მამუკამ მამაკაცს და მხარზე ხელი დაჰკრა. – მაკო, მიდი ღვინო გამოიტანე და დანარჩენი იცი, რაც. – სიცილით მიჰკრა ცოლს ოდნავ თეძოზე ხელი.

– ახვლავე! – ღიმილით წამოდგა ფეხზე. თამარიც უკან მიჰყვა. – არ დავღვრი ცრემლებს, პირობას გაძლევ! – სიცილით მისცა პირობა შვილს და მაცივრიდან დოქში ჩასხმულ–ჩაციებული ღვინო გამოიღო.

– არადა, ველოდებოდი. – ენა გამოუყო მაკას.

– ასეც იქნება, უბრალოდ ქორწილის წინა ღამეს მოგიმწყვდევ და ლექციასაც წაგიკითხავ. აბა, როგორ?! – ეშმაკურად აათამაშა ლამაზი წარბები.

– ნუთუ?

– დიახ. აი, ესენი გაიტანე. – ხელში მიაჩეჩა საჭმელები და მისაღებისკენ უბიძგა.

როგორც იქნა, გაშალეს სუფრა და ყველა ერთად მიუსხდნენ. კაცები სადღეგრელოს–სადღეგრძელოზე ამბობდნენ, გოგონები კი იცინოდნენ თავისთვის. ბოლოს, ალბათ მერვე–მეათე ჭიქაზე გაჩერდა დანიელი.

– თქვენის ნებართვის წავალ მე, გვიანია უკვე, თქვენც დასვენება გჭირდებათ. – ბატონ მამუკას ხელი ჩამოართვა, ქალბატონ მაკას ხელზე ეამბორა ისეთი მოწიწებით, როგორც შუა საუკუნეებში სჩვეოდათ და შემოსასვლელში გავიდა.

– მე გავაცილებ და ამოვალ. – ღიმილით უთხრა მშობლებს, თხელი მოსაცმელი მოიცვა და დანიელს ამოუდგა მხარში.

მანქანამდე არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. ავტომობილს მიეყუდა დანიელი, ხელები საყვარლად გაშალა, ჩამეხუტეო. თამარიც მის მკლავებში მოექცა და თავი მკერდზე დაადო.

– თურმე არაფერი ყოფილა სანერვიულო, ხო? – სიცილით ჰკითხა და ნიკაპი თავზე დაადო.

– თურმე. – საყვარლად გაეკრიჭა და თავი ასწია.

– ახლა ისე მინდა შენთან ყოფნა, უყოყმანოდ წაგიყვანდი ჩემთან, მაგრამ ქორწილამდე უნდა მოვითმინო. – ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ.

– ოჰ, ერთი თვე მოგიწევს ლოდინი, ხომ იცი?

– რამდენი? – გაკვირვებულმა ჰკითხა. – ერთი თვე? – თამარამ თავი დაუქნია. – შანსი არაა. – მტკიცედ თქვა და უდრეკი მზერით შეხედა მოცინარ საცოლეს. – რა გაცინებს, გოგო? ხო მოვკვდი ერთი თვის განმავლობაში!

– შენ, თუ ქალი გინდა, ბევრნი არიან. – გაბუტულმა უთხრა და ლოყა კაცის მკერდს მიაკრო.

– მაგას სერიოზულად მეუბნები? – გაკვირვებულმა ჰკითხა და ხმა რომ არ ამოიღო თამარამ, განაგრძო, – მე, შენთან ყოფნა მაგიტომ არ მჭირდება და საერთოდ, რა ლაპარაკია? – გაბრაზებულმა შეხედა, ოდნავ ნაწყენმაც და ხელები გაუშვა. – სახლში ადი!

– დანიელ, მე...

– სახლში ადი! – წყნარად უთხრა და მანქანის კარი გამოაღო.

ვერ მოითმინა თამარიმ და მაინც აკოცა. ნაზად აკოცა ტუჩებზე, ნიკაპზე მიადო შუბლი და ისე წავიდა, აღარც შემოუხედავს. მიხვდა რომ აწყენინა, მაგრამ ხომ არ უნდოდა, არა? თვალ ცრემლიანი ავიდა სახლში. არაფერი უთქვამს მშობელბისთვის. შხაპი მიიღო და ლოგინში შეწვა. ვერ მოისვენა ვერაფრით. გიჟდებოდა იმის გამო, რომ აწყენინა. სინამდვილეში, არ უნდოდა ასე გამოსვლოდა. ხვალ, ხომ ვნახავ და შემოვირიგებ რამენაირადო, გადაწყვიტა და იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ეძინებოდა, მაინც დახუჭა თვალები.

* * *
დილით, მათეს მოფერებამ და კოცნამ გამოაღვიძა. ბავშვი მუცელზე ეჯდა და უსაზღვრო სითბოთი აკვირდებოდა. სიცილით გადასვა თავისი მუცლიდან და გვერდზე დაიწვინა. ბევრი კოცნა და ეფერა.

– არ მინდა, რომ წახვიდე და დანიელთან იცხოვრო. – ამოიბუტბუდა მათემ და მკერდზე დაადო თავი.

– შენღა აკლდი იმათ და შენც დაიწყე ეჭვიანობა უკვე! – სიცილით წამოჯდა დიდ, ფუმფულა ლოგინზე.

– კიდევ ვინ ეჭვიანობს?

– უყურეთ რა! კი არ მითხრა, არ ვეჭვიანობო. – სიცილით აუჩეჩა ძმას ისედაც აბურძგნული თმა და ტანზე სწრაფად ჩაიცვა.

– ეგ, რატომ უნდა მეთქვა? სულაც არ მინდა, დანიელის ცოლი რომ გახდე! – ხელები გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა და როცა თამარის ვერანაირი რეაქცია ვერ დაინახა, უარესად გაბრაზებული ჩამოხტა ლოგინიდან და ოთახი დატოვა.

– ვაი, ვაიი! – სიცილით დააკანტურა თავი თამარიმ, სააბაზანოში მოიწესრიგა თავი და ოთახიდან მხიარულად გავიდა.

რა ემხიარულებაო იკითხავთ, მაგრამ აუცილებლად შემოირიგებს საქმროს. იცის, რომ დიდხანს არ გაუბრაზდება და არ აწვალებს.

– დილა მშვიდობის! – მიესალმა ოჯახის წევრებს. დედ–მამას ლოყაზე აკოცა და სასაუზმოდ შემოუსხდნენ ყველა მაგიდას.

ბავშვებმა დაურეკეს, დღეს ჩამოვდივართ, თქვენს გარეშე რა გვინდა აქო და ამის გამო მთელი დღე ბედნიერი იყო. საღამოს კაფეში შეხვედრა გადაწყვიტეს. ექვსი საათისკენ მოაკითხა დანიელმა. მანქანაში ჩაჯდა და რომ არ გამოხედა კაცმა, ინერვიულა თავიდან, მაგრამ ავტომობილიდან რომ გადმოვიდნენ, არც აცია, არც აცხელა, გიჟივით დაეტაკა ტუჩებზე.

– იცოდე, კიდევ ერთხელ რომ გამიბრაზდე, ვეღარ გამოვძვრები და მთელი დღე, ან ღამე ვიტირებ. გინდა ეგ შენ? – კოპებ შეკრულმა კითხა და გაბუტულმა ჰკითხა.

– ნწწ... – ღიმილით გადააქნია თავი და შუბლზე აკოცა, – მაგრამ შენც იცოდე, კიდევ ერთხელ რომ მითხრა მსგავსი სისულელე, ასე მარტივად ვეღარ შემომირიგებ! – საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია და ხელი წელზე მოჰხვია. – აღარაფერი მითხრა. შევიდეთ, გველოდებიან.

– გვრიტებიც მოსულაან. – წამოხტა ფეხზე მასხარა ნიკა და გადაეხვია ორივეს.

– არ გაცადეთ დასვენება... – უხერხულად ამოთქვა თამარიმ და სკამზე მოკალათდა.

– ოჰ, კარგი ერთი. ჩვენ რომ არ გვდომოდა, ვინ ჩამოგვიყვანდა იქედან. – მხრები აიჩეჩა ზურამ. – რა გადაწყვიტედ თქვენ გუშინ?

– რა უნდა გადაგვეწყვიტა? დასხდნენ ეს და მამაჩემი, დალიეს და დაიშალნენ. ვის ეცალა ქორწილისთვის. – სიცილი ვერ შეიკავა თამარიმ.

– ეგრეც იქნებოდა, არ იცი, რომ?! – გამოექომაგა თორნიკე ძმაკაცს.

– ვიცი, ვიცი. ანანო წაიყვანეთ ხო ბათუმში? – მოწყენილმა შეხედა ასევე დაღვრემილ გიგიშას. – კარგი არაუშავს. სანამ ცოლად არ მოიყვან, არ გეშველებათ თქვენ არაფერი და მოგიწევს თბილისი–ბათუმის რეისით წოწიალი. – დასცინა და თავი დანიელის ყელში ჩამალა, თითქოს რამეს უშველიდა.

– ჰო, სხვათაშორის გავაანალიზე და სერიოზულად დავფიქრდი მაგაზე. მართლა, სად შემიძია მე, ყოველ კვირას სიარული. სამსახური არ მაძლევს საშუალებას, თორემ მე კი არ მეზარება. – მხრები აიჩეჩა.

– ხოდა, ჩვენ შენთან ვართ! – მხარი გაკრა ნიკოლოზმა.

* * *
ქორწილი სამ კვირაში დაგეგმეს. არადა, იმდენი რამ იყო გასაკეთებელი, მაგრამ დანიელის გადარევას, კიდევ ეს ერჩივნათ. რასაც ჰქვია ტყავიდან ძვრებოდნენ, რომ როგორმე კარგიც გამოსულიყო ყველაფერი და სწარაფად დასრულებულიყო.

დანიელმა რომ გააცნო თავისი ძმა და მშობლები, ისეთი ბედნიერი იყო, მეტიც რომ არ შეიძლება, რადგან სასწაულად კარგი დედამთილ–მამამთილი გამოდგნენ, ნანუკა და კახა. მაზლი, საბა – ადამიანი პოზიტივი. ვერასდროს წარმოიდგენდა და იფიქრებდა რომ ნიკოლოზზე დიდი ცანცარა ადამიანი იარსებებდა, მაგრამ თურმე ცდებოდა. ცანცარა არიან ორივე, მაგრამ ზომიერად, რა თქნა უნდა.

კაბა, რესტორანი, ჯვრისწერა, ხელის მოწერა, ყველაფერი მოგვარებული იყო. დაპირებისამებრ, ქორწილის წინა ღამეს, მაკა შევიდა შვილის საძინებელში. ბევრი ილაპარაკეს დედა–შვილმა. გაიხსენა მაკამ თამარის ბავშვობის ამბები. ბევრი იმხიარულეს, იცინეს და იტირეს კიდეც. ბოლოს დედამისმა ძალით დააძინა, ხვალ რომ უძინარი იყო და ეს კეკემ შეამჩნიოს, შეიძლება მომკლასო. აღარ გაძალიანებულა და სწრაფად გადაეშვა მორფეოსთან.

რატომღაც საეერთოდ არ ნერვიულობს, არაფერზე თან, მათ შორის, არც პირველ ღამეზე და არც ქორწილზე. რატომ უნდა ინერვიულოს? არაფერი არ არის აქ ისეთი. ჰო, ხვალ მიყვება დანიელს ცოლად და ეს ყველაფერს ამბობს!

^^^
კულმინაციას მივადგებით მგონი მალე და იმედია კომენტარებს არ დაიშურებთ...



№1 სტუმარი ემი

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაცას მალავ...
თითქოს რაღაც უცნაური გველოდება წინ...რა ვიცი, რა ვიცი winked

 


№2  offline მოდერი sopiko

ხო, ემის ვეთანხმები, რაღაცა ავს ვგრძნობ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება... რა საყვარლები არიან ერთად თამარა და დანიელი love წარმომიდგენია მათი ოჯახური ცხოვრება როგორი იქნება. კარგი ხარ, ძალიან, ძალიან კარგი...

 


№3  offline მოდერი Nude

უღრმესი მადლობა! ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი! ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. რაღაცას ვმალავ feel
--------------------
bailey

 


№4 სტუმარი irma jojua

Upss dzalian magari iyo . Male Dade Ra dzalian mainteresebs.

 


№5  offline წევრი anuka^_^

დანიელ ბერაძე )) ჩემი ყოფილი შეყვარებულის სახელი და გვარი -_- <3 ძალიან კარგი თავიი იყოო^_^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№6 სტუმარი natia

Msgavsi sisule jer ar aamikitxavs! Sisulele!@@!

 


№7  offline მოდერი Nude

natia
Msgavsi sisule jer ar aamikitxavs! Sisulele!@@!

მადლობა, გაიხარე feel love
--------------------
bailey

 


№8  offline მოდერი Eleniko13

უჰ, პეფექთ!
უყვარხარ...
ჰმ, არავის, არავის.
ელენიკოს, განა რამე?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline მოდერი Nude

Eleniko13
უჰ, პეფექთ!
უყვარხარ...
ჰმ, არავის, არავის.
ელენიკოს, განა რამე?

მეც ;დ ♥
--------------------
bailey

 


№10 სტუმარი Black

Chemo gamur mapatie gamomrcenia es tavi da gvian momiwia wakitxva magram getyvi ro magari gogo xar<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent