შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [1–2]


23-01-2016, 22:06
ავტორი Nude
ნანახია 3 232

ნაწილი 1.
– ხვალ? – დაეკითხა თამარი უკვე მეორეჯერ დაქალს.
– ჰო.
– ხომ იცი, არ გამომიშვებს დედა, თორემ წამოსვლა მართლა ძალიან მინდა – ლამის იყო ცრემლები წამოსვლოდა თამარს.
– კარგი რა... არ იტირო, იცოდე! ბიჭებმა, რომ სთხოვონ? – ახალი იდეა წამოაყენა და საკუთარი თავის აღფრთოვანებაც დაეტყო კეკეს, ხმაში.
– აზრი არ აქვს, – ტუჩები საოცრად უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა, – კარგით, რაც არის – არის. წადით თქვენ. იმედია შემდეგ წელს მაინც გამომიშვებს დედა.
– კარგი. – ჩვეულებრივად უპასუხა კეკემ და ყურმილი გათიშა.
რაღაც, ძალიან აბსურდულად მოეჩვენა ის ფაქტი, რომ გოგონამ ერთი ამბავი არ დააყარა, რას ჰქვია აზრი არ აქვსო და მსგავსი ფრაზები. ისეთი ზერელე ტონი იგრძნობოდა მის სიტყვაში და ხმაში, რომ ცოტა გული დასწყდა გოგონას, მაგრამ მალევე უკუაგდო ეს წყენა. რას ჰქვია, აბა, თავს ხომ არ მოიკლავდა ჩემ გამო, იცის რომ დედა მაინც არ გამიშვებს და სწორედ მაგის ბრალია მისი ასეთი ნაჩქარევი თანხმობაო.
ლოგინზე ხვნეშით გადაწვა და თავს ქვემოთ ხელები
ამოიწყო.
არა, ახლა რაღა უნდა აკეთოს მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში სრულიად მარტომ? მისი ყველა მეგობარი, რომელიც მხოლოდ სამ ადამიანს შეადგენს მიდიან ბათუმში, იქიდან კი რა რაჭაში. რა უნდა ჰქნას მთელი ამ დროის განმავლობაში? სულ რომ არაფერი, ბავშვები მოენატრებიან სასწაულად, რომელთა გარეშეც ერთი დღეც არ შეუძლია ყოფნა.
ერთი ღრმად ამოიოხრა და ოთახში შემოვარნილ პატარა ძმას ღიმილით შეხედა.
– რაო, მათე, რა გვინდაო? – ღიმილით ჰკითხა და აბურძგნულ თმებზე მოეფერა თავის პატარას.
– კარგი რა. ნუ მექცევი პატარა ბავშვივით. 5 წლის ვხდები მალე! – მკაცრად თქვა და თამარის მიერ დასწორებული მისი თმა, წამსვე ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნა, როგორზეც მანამდე იყო.
– ოჰ! ამას უყურეთ ერთი! – სიცილი ვერ შეიკავა თამარიმ და ხმამაღლა დაიკისკისა.
– აუ, რა უნდა გთხოვო, იცი? – უცბად მოლბა მათე, თავი საყვარლად დახარა და მორცხვად ახედა ქვემოდან დას.
– აბა? – გიჟდება თავისი ძმის ამ თვისებაზე და არასდროს შეუძლია ამ დროს არ გაიღიმოს.
– დედამ შოკოლადები დამიმალა, ბევრს ჭამ და არ შეიძლებაო. უთხარი რამე რა, გთხოვ. სულ ერთი ცალი მინდა, მეტი ხომ არა?! – სევდიანი თვალებით შეხედა დაიკოს და უცბად მოეხვია.
– უჰ, რა ქრესა ხარ. მპირდები რომ, როცა ერთ ცალს მოგცემ, მეტს აღარ მომთხოვ?
– გპირდები! – თვალებ გაბრწყინებულმა ელვისებური სისწრაფით დაუქნია თავი და მასზე წინ ის გაიქცა სამზარეულოში.
– მოკლედ რა! რატომ მიეცი ახლა ის შოკოლადი? მე კი არ მენანება! – აწიკვინდა თამარის დედა, როცა გოგონას ფაქტზე წაასწრო.
– კარგი რა, მაკა! – ღიმილით მივიდა მასთან და ლოყაზე აკოცა. – ბავშვია. ის ერთი ცალი, არაფერს არ ავნევს, სამაგიეროდ ესიამოვნა და გააბედნიერა.
– ისე იქცევით მთელი თქვენი ჯიში, თითქოს მე თქვენთვის ცუდი მინდა, ან რაიმე მენანება! – საყვრალად ჩაიბურტყუნა მაკამ და ტუჩები გამობზიკა.
– რა ბავშვი მყავხარ, დეე! – სიცილით ჩაეხუტა თავის უსაყვარელ დედას და აფორაჟებული ლოყები გებრიელად დაუკოცნა. – აუ, რაღაცას გთხოვ რა...
მაინც გადაწყვიტა ეთქვა. ხომ გაგიგიათ, ,,ცდა, ბედის მონახევრეაო'', ჰოდა, ცდას არაფერი ედგა წინ.
– გისმენ, – ისედაც ხვდებოდა, რაღაცის თქმა რომ სურდა თამარს.
– დეე, ბავშვები ბათუმში მიდან, მერე რაჭაში, გემუდარები წავალ რა, მეც...

– კარგი, ოღონდ ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარები მეც. – სიცილით თქვა და თმები აუჩეჩა.
თავიდან ეგონა მომეჩვენაო, მაგრამ მერე დარწმუნდა რომ მისმა ყურთასმენამ, არც ამჯერად უღალატა.
– მოიცადე, რა თქვი? – გაოგნებულმა წამოიყვირა და გაფართოებული თვალებით შეხედა დედამისს, რომელიც, ოდნავ შესამჩნევად და ძალიან ნაზად იღიმოდა.
– ჰო, რატომ გაიკვირვე? შენ უკვე გაიზარდე, არ ხარ პატარა ბავში. ნუ, არც ძალიან დიდი, მაგრამ... ბოლო–ბოლო, 2 თვეში 18 წლის ხდები. ვიცოდით, მე და მამაშენმა რომ ასეთ დასვენებას ისურვებდი და ხელს არ შეგიშლით, თანაც ჩვენ მაია გვეპატიჟება წყნეთში 4–5 დღით და იქ ავალთ.
– მათე? – მოწყენილმა დასძინა.
ყველასთვის ცნობილზე ცნობილი ფაქტია, რომ მათე მაკას დაქალის, მაიას წყნეთის სახლს ვერ იტანს. მართალია, არ ტირის ხოლმე იქ, როცა უწევთ წასვლა, მაგრამ მთელი ძალით აპროტესტებს. ასეც რომ არ იყოს, კარგით, 4–5 დღეს გადააგორებს კაცი როგორმე, მაგრამ მერე რა უნდა ჰქნას ამ პაპანაქება სიცხეში? თანაც, არც თამარი ეყოლება, რომელზეც აბოდებს და არც არავინ. რა გასაკვირია, რომ 4 წლის ბავშვი მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ ადგილას ვერ გაჩერდება.
– მათე... ნუ, რას ვიზამთ. მამა, სულ სამსახურში იქნება მთელი ზაფხული და ჩვენც შესაბამისად ვერსად ვერ წავალთ. შემდეგ წელს წავალთ სადმე, შენ არ ინერვიულო. – ნიკაპზე ორი თითით მოეფერა და თბილი თვალებით გადახედა, ჯერ ერთ შვილს, ხოლო მერე – მეორეს.
– არ მოგბეზრდა მაინც, ყოველ წელს რომ ერთი და იმავეს იძახი? ,,შემდეგ წელს წავალთ სადმე.'' – გაიმეორა დედამისის ყოველ წლიური, შეუცვლელი ფრაზა და გულიანად გაიცინა.
– განა მე არ მინდა?! რა ვქნათ, სხვა გზა არაა.
– როგორ არაა... – ეშმაკურად აუქაჩა წარბი და მისი პასუხის მოლოდინში თვალებ დახუჭული გაისუსა.

– არა, შანსი არაა. მამაშენის გარეშე, არსად წამსვლელი არ ვარ. – მაშინვე მიუხვდა შვილს ჩანაფიქრს.
– უიმე... – უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩები. – რა არის, ყველგან ერთად სიარული? გამობმულები ხართ ერთმანეთზე.
– გეყოლება შენც ქმარი, ან უბრალოდ იქნები შეყვარებული და ნახავ მერე, როგორია მისგან შორს ყოფნა, თანაც ამდენი ხნით.

– ჰო, რა ვიცი. შენი საქმის, შენ უკეთ გეცოდინება. – მხრები აიჩეჩა, თვალი ჩაუკრა და თავის საძინებელ ოთახში შევიდა.
გადაწყვიტა ბავშვებისთვის ეს ახალი და ძალიან მაგარი ამბავი ჯერ არ ეთქვა. შხაპის მიღება ერჩივნა ჯერ.
აბაზანაში შეიტანა ყველა ის ატრიბუტი, რაც დასჭირდებოდა.

* * *
საღამოს მოვიდა ბატონი მამუკა, თამარის მამა და როდესაც შვილის გაცისკროვნებული მზერა დაიჭირა, მიხვდა რომ ღირდა მათი ეს გადაწყვეტილება.
– ოქროები ხართ! – შეახტა მამამისს კარებშივე.
– შენ კიდევ პატარა, ლამაზი აფერისტი! – პატარა ცხვირზე თითი დაკრა.
– ოო, კარგი რა! – ბუზღუნით ჩაიფრუტუნა და კარისკენ წავიდა, რომელზეც გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც.
– ოლე, ოლე, ოლე, ოლეეე! – ყროყინით შემოვარდა ლუკა და მას მოჰყვა დანარჩენი ორიც.
– ეს ვერაა! – ამოიფრუტუნა კეკემ და თავში ძლიერად უთავაზა ლუკას. – მაგრამ ეს სულ ჩუმად როგორ არის? – თითი გიგიშასკენ გაიშვირა. – გიგიშასნაირ სერიოზულ ბიჭს, კიდევ ეს მასხარა მირჩევნია! – საჩვენებელი თითი ლუკასკენ გაიშვირა.
– სერიოზულია და რა ჰქნას?! – სიცილით გაჰკრა მხარი ლუკამ გიგიშას, მაგრამ იმან ისეთი თვალებით შეხედა, მტერს ეს მზერა.
– კარგი ახლა, არ გვინდა დღეს მაინც ,,როჟების'' კერვა. – უსაყვედურა თამარიმ და მისაღებში შეუძღვა მათ.
– ოჰ, ესენი ვინ მოსულან! – ომახიანად წარმოთქვა სიტყვები ბატონმა მამუკამ და ფეხზე წამოდგა.
– გამარჯობათ მამუკა ბიძია.
– თქვენ ტყუილად არ მოხვიდოდით და გისმენთ. – უთხრა ბატონმა მამუკამ სიცილით ბიჭებს, როცა ერთმანეთის მოკითხვა დაასრულეს და მკარზე ხელი დაჰკრა გიგიშას.
– უნდა გთხოვოთ რომ ჩვენთან ერთად გამოუშვათ თამარიც და მათეც. ორივეს თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები პირადად მე, პირობას გაძლევთ. – სერიოზულად ჩაილაპარაკა გიგიშამ და თვალებში შეხედა მამუკას.
– მათე არ ვიცი, მაგრამ თამარი ისედაც მოდიოდა. – ღიმილით თქვა მაკამ და ბავშვებს გაუღიმა.
– აუ, რა მაგარია! – აბრჭყვიალებული თვალებით შესცინა დაქალს და მთელი ძალით ჩაეხუტა კეკე.

– და მათე, რატომ არა? – ჰკითხა სევდიანად დედამის ბავშვმა და თვალები აუფახუნა.
– შენი და არის ცოდო, თორემ რომ მოგხედავს ვიცი.
– კაი, რაა – ამოიბლუყურა და გიგიშას ჩაუხტა კალთაში
– მე, რატომ ვარ ცოდო? – ჰკითხა თამარიმ დედამისს და სიცილით შეხედა გაბრაზებულ ძმას.
– დასასვენებლად მიდიხართ, ეს მაიმუნი ბავშვი კიდევ არ მოგასვენებთ თქვენს გემოზე.
– მაგაზე ნუ იღელვებთ. – გამოაცხადა ლუკამ და თავზე ხელი სასაცილოდ გადაუსვა ბავშვს.
– მაშ, კარგი! – ომახიანად თქვეს ცოლ–ქმარმა.
– იეეეეს! – ბოლო ხმაზე დაიყვირა მათემ და გიგიშას შეახტა ზურგზე.
ბიჭმაც სიცილით შემოისვა და სამზარეულოსკენ წაიყვანა, საითაც ქალბატონი მაკა გაუძღვათ.
– შოკოლადის ტორტი გამოვაცხვე, ვიცოდი რომ ამოხვიდოდით და დაგახვედრეთ. – სიცილით აუხსნა და ბევრი ,,მტალაშა–მტლუშის'' შემდეგ დატოვა ბავშვები მარტო.
– წარმომიდგენია, რა მაგარი იქნება! – აღფრთოვანებისგან ხმა წაერთვა კეკეს.
– აჰამ. – დაეთანხმა თამარიც.
– ეს გაფრთხილება თამარს არ ეხება, მაგრამ კეკე, იცოდე, შენებურები არ გაუშვა იქ, – გააფრთხილა ლუკამ დაქალი და მისი სიტყვების გამო ნაწყენს შუბლზე აკოცა, აჰა, ბოდიშიც მოხდილია.

* * *
– ყველაფერი ჩაალაგე, კეკე? – ჰკითხა გამთენიისას დაქალს თამარიმ და სამზარეულომდე მანძილი ფეხის წვერებზე გაიარა.
– მგონი.
– რას ნიშნავს მგონი? 10 წუთში ჩემთან მოვლენ ბიჭები, მერე შენთან გამოვალთ და იცოდე, არ დაიწყო შენებურები მართლა, 3 საათი რომ გვალოდინებ ხოლმე. – გააფრთხილა მეგობარი და ყურმილი გათიშა.
თავისი ძმა გუშინ ღამე გადაიწვინა თავისთან, მერე ხმაური რომ არ გამოეწვია მათ წასვლას.
დამშვიდობება საშინლად ეზიზღება, ამიტომაც არ ამდგარან მისი მშობლები მასსთავით ადრე, თორემ ახლა, როგორ ფიქრობთ, არ იქნებოდნენ მათთან?
– აი, ესენი ჩაიცვი მათე, – ანიშნა ლოგინზე დალაგებული ტანსაცმელზე, ახლა ხანს გაღვიძებულ ბავშვს.
თავი რეტიანივით დაუქნია და სწრაფად ჩაიცვა დაიკოს მიერ შერჩეული სამოსი.
ბიჭებმა ჩაატანინეს ბარგი, კეკეს გაუარეს და ჰაიდა ბათუმში!

ნაწილი 2.
ბედნიერები შევიდნენ ლუკას სახლში.
– დავისვენოთ და გავიდეთ ბულვარში. – თქვა თამარიმ და მათე ხელში აიყვანა.
– მეძინება. – ამოისრუტუნა ბავშვმა და დაიკოს მიეხუტა.
– მომიყვანე მათე, მე დავაწვენ. – მიეხმარა გიგიშა და ოთახში სწრაფადვე შეიყვანა მათე, რომელსაც უკვე თვალები მიენაბა და უფრო კარგად მოეხვია ყელზე პაწაწინა მკლავები.
ლოგინზე ფრთხილად დააწვინა მამაკაცმა, თამარის შუბლზე აკოცა და საძინებელი ოთახიდან დინჯი მიხვრა–მოხვრით გავიდა.
თამარიმ, ბარგი ამოალაგა, ტანისამოსის კარადაში ლამაზად შეალაგა. ძალიან გადაღლილი მიუწვა მათეს გვერდით, გემრიელად დაუკოცნა სიცხისაგან აღაჟღაჟებული ლოყები და მთელი ძალით მოჰხვია ხელები.

* * *
– მათე, მათე! – ყვირილით დარბოდა თამარი, თან დასდევდა მხოლოდ საცვლებით მორბენალ ბავშვს.
– მათე, დამელოდე, თორემ დაგტოვებ სახლში და არ წაგიყვან სასეირნოთ! – დაემუქრა თითის ქნევით.
ღრმად ამოისუნთქა, წელში მოიხარა, ხელები მუხლებზე დაიდო და გაცეცხლებული თვალებით შეხედა ბავშვს, რომელიც გიგიშას მოექცია თავის დიდ ტორებში.
– რა საქციელია ეს? – ოდნავ რბილად უსაყვედურა მამაკაცმა, ვიდრე თავისმა დამ.
– მართლაც ხომ ღირსი ხარ, რომ არ წაგიყვანოთ სასეირნოთ?
ბავშვმა თავი დახარა, იგრძნო დანაშაული და საცოდავი თვალებით შეხედა დას. თამარიც მოეშვა, მაგრამ მაინც მიხვდა რომ ეს მზერა იმიტომ აღიბეჭდა ბავშვის სახეზე, რომ სადაც წავიდოდნენ ისიც წაეყვანა, მაგრამ მთავარია დანაშაულის გრძნობა, რომელმაც აშკარად შეაწუხა მათე. არა, როგორ დატოვებდნენ მარტოს სახლში, თუმცა მაინც საჭირო იყო, ამ სიტყვებით მისი დაშინება.
– მაპატიეთ. – ამოიჩურჩულა ბავშვმა და თამარის შეხედა. – მიყვარხარ, დაიკო.
გიგიშას ხელებიდან დაუსხლტა, თამარისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოჰხვია ყელზე მისი პატარა მკლავები. გოგონამაც ბედნიერმა აიკრა ბავშვი გულ–მკერდზე და ერთი–ორჯერ დააბზრიალა. შემდეგ კი კისკისით დასვა ძირს.
– წადი და ჩაიცვი. – პატარას უკანალზე მიჰკრა ხელი თამარიმ და მათი საძინებელი ოთახისაკენ უბიძგა.

* * *
– შევიდეთ რა ზღვაში. – უკვე მერამდენეჯერ სთხოვა მათემ ბავშვებს, სათვალავი აერიათ.
– ახლა არა, თანაც საცურაო კოსტუმები არ გვაქვს, მარტო კიდევ არც იფიქრო. – დინჯად აუხსნა შექმნილი ვითარება და ხელი ჩაჰკიდა გიგიშამ.
– მე და გიგიშა მივდივართ კლუბში და იცოდეთ, სახლიდან არ დაგინახოთ ფეხგამოდგმულები. – მკაცრად თქვა ლუკამ, მაგრამ როცა კეკეს დაბღვერილი მზერა დაიჭირა, სიცილით მოჰხვია მკლავებზე ხელი.
– თქვენ გაერთობით და ჩვენ რა ვქნათ? – ბუზღუნით მიეკრა კეკე ლუკას, მაგრამ ისეთმა გაბრაზებულმა დააკვესა თვალები, იმ წამსვე გაჩუმება არჩია.
– იცოდე, დაუჯერე თამარს, თორემ ჩვენ რომ ვიცით, იქ არ წაგიყვანთ მე და ლუკა. – შეთქმულივით გადაუჩურჩულა მათეს მამაკაცმა და პატარა ცხვირზე დაჰკრა გრძელი თითი.

* * *
– ერთი პირობით არ გავალთ სახლიდან. – ეშმაკურად ჩაიხითხითა კეკემ და მხარზე უჩქმიტა თამარს, თან თვალებით ანიშნა, შენი ხმა არ გავიგონოო. სამზარეულოს დახლზე დააწყო ხელები და გამაღიზიანებლად აათამაშა გრძელ ფრჩხილებიანი თითები.
– კაი? – წარბები ირონიულად აწკიპა ზევით ლუკამ.
– ყველა ის შოკოლადი და სასუსნავები გვიყიდე, რაც ორივეს ერთად და ცალ–ცალკე გვიყვარს.
– ახლა? – გაკვირვებულმა შეხედა ჯერ კეკეს, შემდეგ კი თამარს, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, მათეს ხდიდა ტანისამოსს და დასაწოლად ამზადებდა.
– კარგი, ჯანდაბას. – ამოიფრუტუნა ლუკამ.
რამდენიმე წუთში, დაახლოებით 6–7 ცალი პოლიეთილენის პარკი ეწყო სამზარეულოს მაგიდაზე.
დაახლოებით ღამის სამ საათამდე ისხდნენ, უდარდელად ჭორაობდნენ და თან გემრიელად აგემოვნებდნენ ნაირ–ნაირ ტკბილეულს, თუ სხვას. კარგად დანაყრებულები დაწვნენ თავიანთ ლოგინებში.
გამაყრუებელმა ბრახუნმა კარებზე გამოაღვიძა თამარი. თავიდან ეგონა, რომ დაესიზმრა, მაგრამ ყოველ გასულ წამს უფრო და უფრო გაძლიერდა ის საშინელი ხმა. დამფრთხალმა, სასწრაფოდ მოიცვა თხელი, მოკლე ხალათი სხეულზე და კარები გააღო. სიმართლე გითხრათ, შიშზე საერთოდ არ უფიქრია იმ მომენტში და არც იმაზე, რომ შეიძლებოდა კარების მეორე მხარეს საშინელი რამ ან ვინმე დახვედროდა.
– გიგი? რა ხდება, რა გჭირთ? – ახლა კი მართლა შეეშინდა, რადგან ორივე მამაკაცის ხელები სისხლით იყო მოსვრილი. – ვაიმე, – წამოიკივლა. – რა დაგემართათ? – ხელებ აკანკალებულმა ჩაჰკიდა ხელებზე ხელი და იგრძნო, როგორ დაედინა აწითლებულ ლოყებზე ცრემლები.
– დამშვიდდი, ჩემო ლამაზო. ჩვენ არაფერი არ გვჭირს. – შუბლზე რამდენჯერმე აკოცა გიგიმ და სახლში შემოვიდა.
მხოლოდ ახლა–ღა შეამჩნია მათ უკან მდგარი ორი ბიჭი. ერთ–ერთ მათგანს, მეორე ბიჭზე ხელი ჰქონდა გადახვეული, აშკარად არ იყო გონზე ნორმალურად. ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და მაშინვე დაინახა თამარიმ რომ სადაც მისი თითები ჰქონდა მიდებული ბიჭს, იმ ადგილიდან გაუჩერებლად მოთქრიალებდა ბლანდი, წითელი სითხე.
– დაჭრილია? – დაიყვირა თამარიმ და ბიჭს მივარდა. – ღმერთო ჩემო, გარდაიცვლება, ვერ გაუძლებს, თუ ახლავე არ მივიღებთ რაიმე ზომებს. – შეშინებულმა, ხმა აკანკალებულმა ამოთქვა და მისაღებში შეუძღვა მათ.
– მშვენივრად ვხვდები, რაღაც ისეთი მოხდა, რომ ვერანაირად ვერ გადავიყვანთ საავადმყოფოში, სხვაგვარად აქ არ ამოიყვანდით, მაგრამ თუ რამე არ ვიღონეთ, აუცილებლად სავალალო შედეგამდე მივალთ. – ტკვილით წარმოსთქვა თითოეული ბგერა. – აქ დააწვინეთ. – მიმართა ბიჭს, რომელსაც დაჭრილი ეჭირა და დივანზე მიუთითა.
წამსვე გაიძრო ნაჭრის ხალათი, რამდენჯერმე დაუდევრად გადაკეცა და ჭრილობაზე დაადო.
– ვის შეიძლება დავურეკოთ აქაური რომ იყოს, თანაც არავისთან არაფერი არ თქვას?! – თავისთვის დაუჩურჩულა.
აქეთ–იქით დაიწყო სიარული, თან ერთი ხელი თეძოზე ჰქონდა შემოდებული, ერთით კი საფეთქელს იზელდა.
– მოვიფიქრე! – წამოიყვირა თვალები აუბრჭყვიალდა. – ანანოს დავურეკავ.
ბიჭთან დაიმუხლა, ოფლით დაცვარულ შუბლზე თლილი, საოცრად ნაზი თითები გადაუსვა და ძალიან მიუახლოვდა. ტუჩები ყურთან მიუტანა, ისე რომ ლამის ეხებოდა.
– გთხოვ, უბრალოდ არ მისცე შენ თავს უფლება გონება დაკარგო, გემუდარები რა. – უჩურჩულა და ოდვან შეახო ტუჩები შუბლზე. – მალე მოვა ანანო და ფეხზე დაყენებს, ეჭვი არ შეგეპაროს.

* * *
– ყველაფერი კარგადაა, ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა, გადავრჩით. – ღიმილით გამოვიდა თამარის საძინებელი ოთახიდან ანანო, სადაც მამაკაცი იწვა.
– ძალიან დიდი მადლობა, ანანო. – ღიმილით მოეხვია თამარი და მალევე გააცილა. – სძინავს? – უკვე დამშვიდებულმა იკითხა გოგონამ და ამდენი ნერვიულობისაგან დაღლილი მიესვენა სავარძელზე.
– ჰო, დამაძინებელი დაალევინა ანანომ. – უპასუხა იმ ბიჭმა, რომელმაც მოიყვანა დაშავებული.
– აჰამ. – თავისთვის დაიჩურჩულა, სავარძელზე ოდნავ გადაწვა და თავი თვალებ დახუჭულმა მიადო.

* * *
საღამოს, როცა უკვე საგრძნობლად დასვენებული იყო და გაცილებით მხნედ გრძნობდა თავს, ვიდრე წინა ღამის ნათევი, ენერგიულად შეუდგა წვნიანის გაკეთებას, რაც მიზანშეწონილი იყო მამაკაცისთვის და პრინციპში, რაც ანანომ უთხრა.
– აბა, რას შვრები? – ღიმილით შემოვიდა კეკე სამზარეულოში, თან გათლილი სტაფილო ააცალა მაგიდიდან.
– ხელები! – მტევნებზე დაარტყა ოდნავ ხელი და სიცილით მიჰკრა თეძოზე თეძო. – იმ ბიჭისთვისაა, იქ რომ წევს. – თავისი საძინებელი ოთახისაკენ გაიშვირა დასვრილი თითი.
– დანიელისთვის?
– ოჰ, სახელიც გაგიგია უკვე. – სიცილით აწკიპა წარბები თამარიმ.
– ეე, ,,ტი შტოო?!'' მაგას დანიელი ჰქვია და მეორეს თორნიკე. მმმ, როგორი სიმპათიურია... – თვალები სიამოვნებისაგან მიენაბა თავის–და უნებურად.
– ვაიმე, რა სასაცილო ხარ. ხან გუგა მოგწონს, ხან გიორგი, ხან საბა და ხან – ცოტნე. – სიცილით გააქნია თავი. – შენი გამოსწორება არ იქნება. – დადო დასკვნა.
– აი ნახავ, ,,დავკერავ'' თორნიკეს და როგორ დავჭკვიანდები.
– მაგის იმედად იყავი შენ. – წააქეზა და სამზარეულოდან გააგდო, მათეს გამოუცვალე ტანისამოსი, ეზოში რომ გყავდა მთელი დღე, იმ სამოსით არ დამიტოვოო.
საჭმელი რომ მოამზადა, დედას დაურეკა, დაამშვიდა, მოუყვა რაღაც–რაღაცეები, მაგრამ ვერ გაბედა ეთქვა დანიელზე რაიმე, იცოდა როგორი პანიკიორი დედა ჰყავდა, ამიტომ ამდენ წიოკს, ერჩივნა ჩუმად ყოფილიყო.
ლანგარზე დააწყო ყველაფერი და ძალზედ ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა ოთახისაკენ. კარი გაუბედავად გააღო და შიგნით შევიდა.
თვალები დაეხუჭა ბიჭს. გაცრეცილი, თეთრი სახე მაშინვე შენიშნა. გული მოეწურა, როცა წარმოიდგინა, თუ რამდენი ტანჯვა გამოიარა. ამის გამო თავი ძალიან ცუდად იგრძნო.
მოულოდნელად გაახილა თვალი ბიჭმა. შეკრთა.
– მე... საჭმელი მოგიტანე. – თავ დახრილი მიუახლოვდა ბიჭს და გამობრუნებას აპირებდა რომ გააჩერა.
– დარჩი. – ბოდავდა დანიელი.

– რატომ? – გაკვირვებულმა ჰკითხა. – უმჯობესი იქნება, თუ დაისვენებ.
– დარჩი. – დაპროგრამებულივით გაიმეორა.
– ვრჩები. – ცოტა მკვახედ უპასუხა.
ძალიან გააღიზიანა მისმა ამ ქმედებად და იმიტომ. რომ დარჩეს რას გააკეთებს?!
– შენი ტუჩების შეხება მახსოვს, აი აქ, – ორი თითი შუბლთან მიიტანა და მოითათუნა, – აქაც, – თითები საფეთქელთან ჩამოასრიალა.
არაფერი უპასუხა. ან კი, რა იყო სათქმელი და საპასუხებელი? აშკარად იცოდა დანიელმა, როგორ აღიზიამებდა გოგონას მისი ამ ქმედებით, მაგრამ არა–და არ ჩერდებოდა, – და აქაც. – თითები დამსკდარ ტუჩებზე გადაიტარა.
– არასწორად გახსოვს. – დასძინა ნიშნის მოგებით.
– რომელი მახსოვს არასწორად, ეს, ეს, თუ ეს? – ღიმილით გადაიტარა ხელი, ჯერ შუბლზე, შემდეგ საფეთქელზე, ბოლოს კი ტუჩებზე.
– პირველ ორს არ ვვუარყოფ, მაგრამ ბოლოზე ორჭოფობა ღირს. ვგონებ, არასწორად გახსოვს ის დეტალი. – თამაშში აჰყვა თამარიც.
– გინდა დაგიმტკიცო, რომ რ ვცდები? – გოგონას ტუჩებზე გადაიტანა მზერა, შემდეგ კი თვალებში შეხედა, თან ეშმაკურად ჩაიღიმა.
– ჰო? ახლა და აქვე?
– დიახ.
– არა, გმადლობთ. – კარისკენ აიღო გეზი, სანამ გავიდოდა კი უთხრა: – რა გულუხვი ხარ, დანიელ!

^^^
ჰო, ,,პაწა'' ვიცუღლუტე და სახელი შევუცვალე მთავარ გმირს, ბაათ, იმედი მაქვს მაინც მოგეწონებათ იმ შემთხვევაში, თუ გაიხსენეთ ეს ისტორია. :დ



№1  offline წევრი მარიამ18

მახსოვს ეს ისტორიაა ^_^ ძალიან გამიხარდა ისევ რომ დადე request ველი შემდეგ თავს ^_^ love

 


№2  offline მოდერი tsn

გამახსენდაა.. მაგრამ აღარ მიატოვო შუა გზაზე რა..

 


№3 სტუმარი nino k.d..

kargi istoria chans. aucileblad gaagrZele da male. love

 


№4  offline მოდერი Nude

მადლობები, მადლობები, კუსკუსებო ♥
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი Xato

Rogor momewona tavidan ro wavikitxe,mere agar dade magram axla rom vnaxe gamexarda.imedia gaagrdzeleb

 


№6 სტუმარი irma jojua

Uhh dzalian magari iyo .male gaagrdzele warmatebebi ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აამას ველოდებოდი მეე და ერრთი სული მაქვს,სათაურს როდის გამართლებს.როგორც ყოველთვის ახლაც,რომ თბილი და ტკბილი ისტორია იქნება,ამაში ეჭვი არ მეპარება

 


№8  offline მოდერი Nude

ჩემო ტკბილებოო love
--------------------
bailey

 


№9 სტუმარი A

Male gaagrdzele ra saintereso chans dzalian....

 


№10  offline წევრი anuka^_^

კარგია^^^ თან საინტერესოო
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№11 სტუმარი Black

Chemიi gamuraa..<3agar maxsovs ratomgac magram magaria da gelodebi me3 tavit

 


№12  offline მოდერი Nude

რა კარგები ხართ... მადლობა დიდი!
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent