შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “7“


30-01-2016, 21:24
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 783

მისი სხეულის სურნელით გაბრუებულმა თავი დაადო და თვალები დახუჭა,სურვილი აღარ ჰქონდა ეკამათა,მხოლოდ მასთან სიახლოვით ტკბობა სურდა,არ ფიქრობდა იმაზე თუ რამდენად სწორად აკეთებდა,მაგრამ ერთი რამ ნამდვილად იცოდა,მას მარიტა თავდავიწყებით უყვარდა და ვერ დაუშვებდა ნათესაურ კავშირს.როგორც არ უნდა გაძალიანებოდა მარიტა,გულის სიღრმეში კოსტა ყოველთვის ხვდებოდა რომ ქალს საპირისპირო სურდა,უბრალოდ მამაკაცთან სიახლოვის გამოცდილების არ მქონისგან სხვას არც ელოდა.
მარიტას სიტყვა არ დასცდენია,იწვა და მძიმედ სუნთქავდა,კოსტას თავი მკერდს უმძიმებდა,მაგრამ მისი მოცილება არც უცდია,თავადაც უკვირდა, რატომ არ შეეძლო ცუდად მოქცევა,ჩხუბი,მისი სახლიდან გაგდება,ქალი სრულ გაურკვევლობაში იყო.

საბოლოოდ კი რა ხდება კოსტა მის შიშველ სხეულზე,თავადაც შიშველი წევს და ღრმად სუნთქავს,მარიტას კანის წვას მკვეთრად გრძნობს და ისიც იწვის.დრო ისე ნელა გადის,თითქოს წამებს წუთები შეუყვარდა,საათს კი დრო და გაჩერდა.ისევ საღამოა,ისევ სხეულზე ეკვრის,ისევ მის სუნს გრძნობს ნესტოებზე,ისევ ფიქრებშია,სათქმელი ბევრია,მაგრამ მთქმელი არცერთი.
უნდა უთხრას რომ დანახვის დღიდან უყვარს და ამიტომ არ სურს მისი მეჯვარეობა,მაგრამ თითქოს მარწუხები გასაქანს არ აძლევს,ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ ტრიალებს.
-ყველაფერი მოგვარებულია,-სიჩუმე დაარღვია კოსტამ,-ვეღარ შეძლებ,-თავი ძლივს წამოწია მისი მკერდიდან და მიაცქერდა,-შენ ჩემი იქნები ,-სახისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა.
-შენთან სიახლოვე ხელს არ შემიშლის,რადგან ჩემთვის ღირებული არ ხარ,-ლუღლუღით თქვა მარიტამ
-შენ რა შეიშალე,ერთად ვიწექით და მაინც დავნათესავდებით?- ბრაზმორეულმა ჰკითხა და გვერძე გადაწვა,-ჭკუიდან გინდა გადავიდე?-ხმა ეცვალა და სიბრაზისგან შუბლის ძარღვი დაებერა,გული აუჩქარდა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა.
-ვიცი სიგიჟეა რასაც ვამბობ,მაგრამ არ მიყვარხარ და როგორ უნდა ვიყო შენთან,-თითქოს შეწუხდაო,ისეთი ხმით თქვა ქალმა და საწოლიდან წამოიწია,ბალიში საწოლის თავს მიადო და ზურგით მიეყრდნო.
-აღარ ვიცი უკვე რა მოგიხერხო,ხანდახან მგონია რომ გამიზნულად აკეთებ,რათა გამაღიზიანო
-მე კი პირიქით ვფიქრობ
-რას ფიქრობ ადამიანო,რას, შენთვის სულ ერთია მომავალ ნათესავთან რომ იწექი?
-ხმა! -დაუყვირა მარიტამ და წამოვარდა,-სულ ერთი არაა,მაგრამ რომც უარი ვთქვა მეჯვარეობაზე შენთან არ ვიქნები
-მაგასაც ვნახავთ,-წამოდგა კოსტაც და ჩაცმა დაიწყო,-შენ უარი თქვი და დანარჩენი მე მომანდე,-კოცნის იმიტაცია გააკეთა და შარვლის ამარა გავიდა ოთახიდან.მარიტა დაბნეული ჩამოჯდა საწოლზე და ფიქრებს მიეცა,მას ჯერ კიდევ ვერ გაერკვია უყვარდა თუ არა კოსტა,არადა მასთან მყოფს სხეული კარნახობდა ყველაფერს,სხეულს სურდა სამუდამოდ მიკედლებოდა მამაკაცს,მისი სითბო და სურნელი თავად შეეთვისა და მხოლოდ საკუთრად გაეხადა.ასეც მოხდა მარიტას სხეულმა კოსტას სხეული დაიმონა,მასთან ყოველწამს შეხების სურვილი გაუღვივა და სამზარეულოში,ქურასთან მდგომიც კი ქალის ხავერდოვან კანს და სურნელს გრძნობდა.
* * *
-უარს ვამბობ
-კი,მაგრამ რატომ?
-ნურაფერს მკითხავ,უბრალოდ იცოდეთ რომ მე შენი მეჯვარე ვერ ვიქნები სოფო
-გულს მტკენ,ვერ გავიგე რა გჭირთ შენ და კონსტანტინეს,რამე მოხდა თქვენს შორის?
-არაფერი,უბრალოდ ხომ გთხოვე ნურაფერს მკითხავ-მეთქი
-მაინტერესებს!
-რა ვქნა,მარიას სთხოვე,მას ყოველთვის უნდოდა შენი მეჯვარე ყოფილიყო
-ვიცი,მაგრამ შენც კარგად მოგეხსენება რომ ეგ ქალბატონი ძალიან ქედმაღალია და ჩვენი მეგობრობის ყოველთვის შურდა,ამიტომ ცდილობდა ჩვენს შორის ჩადგომას,მაგრამ ახლა თავად მთხოვ,ისეთი ადამიანი დავიყენო გვერდით,ვინც ყველაზე მეტად მძულს
-სხვა გამოსავალიც არის
-კი შენთვის გამოსავალი ყოველთვის არის,მაგრამ ჩემთვის?შენ არ გაიძახოდი,მე უნდა ვიყო მეჯვარეო?
-მე ვიყავი კი,თუმცა მაშინ ვერ წარმომედგინა ასე თუ შეიცვლებოდა ყველაფერი
-რატომ არ ამბობ ასეთი რა შეიცვალა?
-ამის თქმის სურვილიც კი არ მაქვს
-ეგაა სწორედ პრობლემა,აღარაფერს მიყვები,ხვალ ნიშნობა მაქვს და შენ მეუბნები რომ ჩემი მეჯვარე ვერ იქნები,ეს იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი,თუ მეტყვი რა მოხდა,გაპატიებ და ქორწილში დაგპატიჟებ თუ არადა დამივიწყე
-რა?-გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა მარიტას,-არ დამპატიჟებ?,-დენის დავლასავით იგრძნო სხეულში და წამოვარდა,-რას ჰქვია დაგივიწყო,გაგიჟდი?
-მე კიარა შენ გაგიჟდი,არ გინდა ახსნა რატომ ამბობ უარს
-როგორ აგიხსნა,-ენის ბორძიკით თქვა მარიტამ,-მე და კოსტა,-სუნთქვა შეეკვრა და დაძაბულობა მოემატა,-ჩვენ,-თვალს ვერ უსწორებდა სოფოს,-ერთად,-ნაწილ-ნაწილ ისვროდა სიტყვებს,სოფო კი შეღონებული შესცქეროდა და აცდიდა,როდის დაასრულებდა ცოდვით სავსე წინადადებას.
-შენ და კოსტა ერთად ხართ?-ვეღარ მოითმინა და აღტაცებულმა ჰკითხა,-ქორწილი ერთად გვექნება?-დაგეგმა უკვე ყველაფერი გონებაში.
-არა,-გააწყვეტინა მარიტამ,-უბრალოდ შეცდომა იყო,რის გამოც ორივემ უარი ვთქვით მეჯვარეობაზე,-დაასრულა მან და სიმწრით გაიღიმა.
-გული მიგრძნობს,შენი და კოსტას “შოცდომა“ უკვალოდ არ ჩაივლის და არ მიეცემა წარსულს,კიდევ მრავალი “შეცდომა“ იქნება,შენ არ აღიარებ უბრალოდ,-სიცილით თქვა სოფომ და განზე გადგა
-წესიერად ილაპარაკე,-დაუბღვირა მარიტამ,-არაფერი არ განმეორდება
-აი ნახავ თუ არა,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა,ხელები მუცელზე დაიწყო და აფრუტუნდა,-შენ და კოსტა,კოსტა და შენ,რა საყვარელია არა?
-ძალიან,-უკმაყოფილოდ გააქნია მარიტამ თავი,-წყალი მწყურია,-თქვა და სამზარეულოში გავიდა,სოფომ კი დრო იხელთა და ვაჩეს დაურეკა.იმდენი ეწუწუნა,დაიყოლია საღამოს წვეულების მოწყობაზე და ერთი მზაკვრული გეგმის განხორციელებაშიც სთხოვა დახმარება.
-ამ საღამოს რას აკეთებ?-ჰკითხა წარბების თამაშით სოფომ
-არაფერს,სახლში ვარ,რაიყო?-გაკვირვებით მიუგო მარიტამ
-ვაჩემ პატარა საღამოს ვაწყობ და მარიტას უთხარიო
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-მეც ახლა გავიგე,-მხრები აიწურა ქალმა
-დაგიჯერო?-თვალები მოჭუტა მარიტამ
-დამიჯერე,-ამღვრეული თვალებით შეხედა სოფომ
* * *
მკერდზე მოღებული,მუხლამდე კაბა ჩაიცვა,ხვეული თმა მაღლა აიწია და შეიკრა,რატომღაც მაკიაჟის გაკეთება ეხამუშებოდა,მაგრამ მსუბუქად მაინც გაიკეთა, ფეხსაცმელიც მოირგო და მისაღებში გავიდა.
-რა ლამაზი კაბაა,-თვალები გაუფართოვდა სოფოს,-ჰაეროვანი
-მხოლოდ კაბა?-ნაწყენმა ჰკითხა მარიტამ და კაბაზე დაისვა ხელი
-შენც არაჩვეულებრივი ხარ,შინდისფერი გიხდება,ქალურ ფორმებსაც კარგად კვეთს,-კარგად შეათვალიერა კმაყოფილებით სავსემ,-ჭკუიდან გადავა,-ჩაილაპარაკა მან
-ვინ?-დაიბნა მარიტა
-არავინ,მზად ხარ რომ წავიდეთ?
-კი,-კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში მარიტამ და კმაყოფილმა დატოვა სახლი.
მთელი გზა ჩურჩულებდნენ ვაჩე და სოფო,მარიტა კი გაბრაზებული იჯდა და ხმას არ სცემდა.
-შეთქმულებას მიწყობთ?-ჰკითხა მათ
-არა,რა შეთქმულება,ლამაზ,თბილ გარემოში დავსხდებით ჩვენ ოთხნი და ვივახშმებთ
-ვინ ჩვენ ოთხნი?-კოსტა წარმოიდგინა და წამოიყვირა,-ისიც იქნება?-მხარზე დაადო ხელი სოფოს
-არა,შემეშალა,-ენაზე იკბინა სოფომ,-ჩვენ სამი,-შეასწორა მან
-ეგ რაღა წვეულებაა,რომანტიკული ვახშამი მოგეწყოთ თქვენთვის
-არ გვინდა,ასე უკეთესია,მარტო ყოფნას ყოველთვის მოვასწრებთ,-ხელი ხელზე დაადო ვაჩეს სოფომ და თბილად გაუღიმა
-თქვენსას კაცი ვერ გაიგებს,ისე გამომაწყე,მეგონა წვეულებაზე მიგყავდი,ოხ სოფო,შენ თუ რამე ჩაიფიქრე უნდა მიგასიკვდილო
-ჯერ ნახე და მერე მიმასიკვდილე,-სიცილით თქვა სოფომ
* * *
რესტორანი საოცრად იყო მორთული,უამრავი სანათი და ბრჭყვიალებით სავსე.დარბაზის შუაგულში 4კაცზე გაწყობილი სუფრა და სურნელოვანი სანთლები ენთო,ჭიქებში შავი ღვინო ესხა და ამ ყველაფერს თან მოცარტიც ერთვოდა.
მარიტას აქამდე არასოდეს უნახავს ასე ლამაზად გაწყობილი სუფრა,ცოტას ნერვიულობდა კიდეც რომ წარმოიდგენდა კოსტაც მოვიდოდა,მისი ნახვა ყველაზე მეტად ახლა არ უნდოდა,რადგან თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა.
სამივე მიუსხდა მაგიდას და საუბარი გაგრძელდა,კერძებს პირს არცერთი აკარებდა.
-მოვიდეს,-ხელი მსუბუქად ჩაარტყა ხელზე სოფომ მარიტას,როდესაც შემწვარ ქათამს იღებდა
-ვინ?-შიმშილისგან შესუხებულმა ჰკითხა და ბლომად ნერწყვი გადაყლაპა,-მშია,-დაიწუწუნა და კერძებს თვალი მოავლო,-მეტი აღარ შემიძლია,-სოფო კი უბღვერდა
-დაიცადე-მეთქი,-უმეორებდა და დარაჯობდა რამე არ აეღო.მზერა მალევე გაეპარა კარისკენ,საიდანაც სოლიდურად გამოწყობილი კოსტა შემოვიდა,ხელში წითელი ვარდების თაიგული ეკავა და მაგიდისკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა.სოფომ მარიტა არ გაახედა და ნებაც დართო რამე შეეჭამა რომ კოსტა არ შეემჩნია და თავად წამოდგა ფეხზე,სწრაფად მიუახლოვდა კოსტას და ყურში უჩურჩულა.“შეცდომა“,კოსტას ბაგე გაეპო და სოფოს თვალი ჩაუკრა.“ბეჭედი“,ჯიბეში ჩაიყო ხელი და თვლიანი ბეჭედი ამოიღო.სოფომ ბეჭდის დანახვაზე ლამის იკივლა,მაგრამ თავი შეიკავა ძლივს.“ლამაზია“,უჩურჩულა ისევ და შეანახინა,შემდეგ ორივე ერთდროულად მიუახლოვდა მაგიდას.
მარიტა განცხრომაში იყო,გემრიელად შეექცეოდა რესტორნის კერძებს და ყურადღებას არ აქცევდა რა ხდებოდა მის გარშემო,ვერც კი იგრძნო,როგორ გამოწია სკამი კოსტამ და მის გვერდით ჩამოჯდა,ყველაფერი მაშინ გამოაშკარავადა,როცა იდაყვრი ღვინით სავსე ჭიქას გაჰკრა და იატაკზე დაანარცხა,საბედნიეროდ სამოსის დასვრას ორივე გადარჩა,მაგრამ იატაკისკე დახრილს კოსტა შერჩა.



№1  offline მოდერი X.G

ვაუუუ ძააან მაგარია

 


№2 სტუმარი darina

Rogor momwons me kosta, rogori tbili da sayvarelia, es gogo zogjer ise mishlis nerverd, gemrieli tavi iyo erti amosuntqvit shevaxramune, magari xar teo.

 


№3 სტუმარი A

ვაუ უმაგრესი იყო ძალიან მომეწონა.... მალე გააგრძელე რა უმაგრესია.....

 


№4  offline წევრი natia-natia

რაპატარაა მარა მომწონს

 


№5  offline მოდერი bibo

Vaomee vgijdebi me am adamianze saocreba saswauli xar vapren shenzee...ai ar myopmis sityvebii iseti xar tkbilo .ai kosta kide naxe shen ra velurulia vajkacia.mase unda am shter gogos :D :D :D :D meshokolad merafaeloeb memarwyveb mebananeb mealuchebi

 


№6 სტუმარი irma jojua

Vaime Ra gogo xar . Deda male gaagrdzele Da maritas uari aratqmevi an atqmevie vai ravicii :D

 


№7 სტუმარი nini

Auu ra magar momentzee gacherdaa male dade ra shemdegii dzaan maintersebs

 


№8 სტუმარი გნიტო

ძალიან ვულგარულად განავითარე მოვლენები!
უხამსად! საერთოდ არ მომეწონა ეს და წინა თავი! აღარ ვაპირებ ზღაპრის წაკითხვას! აე მოველოდე ამას შენგან !

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გნიტო
ძალიან ვულგარულად განავითარე მოვლენები!
უხამსად! საერთოდ არ მომეწონა ეს და წინა თავი! აღარ ვაპირებ ზღაპრის წაკითხვას! აე მოველოდე ამას შენგან !

არ გაკავებ,მაგრამ ეს თუ ვულგარული იყო. რავიცი რავიცი :-) :-) მადლობ რომ კითხულობდი.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10 სტუმარი გნიტო

აბა რა იყო? მინასავიფ იქცევა ეს გოგო. სუფთა იდიოტი! მეზიზღებიან ასეთები! დაქალი კი არა მტერი ყავს, ყველაფერს მის წინააღმდგ აკეთებს!

 


№11  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გნიტო
აბა რა იყო? მინასავიფ იქცევა ეს გოგო. სუფთა იდიოტი! მეზიზღებიან ასეთები! დაქალი კი არა მტერი ყავს, ყველაფერს მის წინააღმდგ აკეთებს!

შეცდომაში ის არ უგულისხმია სოფოს. მათი დანიშვნა უნდა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№12  offline წევრი zoi

რა კარგიიიაააააა "ბეჭედი" მომწოონსს

 


№13 სტუმარი გნიტო

ორი დღის გაცნობილ კაცთან? O.o

 


№14  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გნიტო
ორი დღის გაცნობილ კაცთან? O.o

ორი დღის გაცნობილი,? ო ო
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№15  offline წევრი cancara

აჰაჰა რამაგარია ძალიან მომეწონა მაგარია

 


№16 სტუმარი Uhuuu

Ar agrdzeleeeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent