შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური პროვინციელი მასწავლებელი (4 თავი)


31-01-2016, 19:31
ავტორი ანი ანუკა
ნანახია 5 422

მთელი ვნებითა და გრძნობით უკოცნიდა ბაგეებს ელენიკოს. მასაც თვალები მიელულა და შეძლებისდაგვარად ყვებოდა ამბორში. ქალბატონი დათოს მუხლებზე იყო მოკალათებული და სიამოვნებისაგან კრუსუნებდა. დათო კი პარალელურად ხელებს მის მოშიშვლებულ ფეხებზე დაატარებდა და შიგადაშიგ კისერშიც კოცნიდა.
-დათო.. გამიშვი.. -როგორც იქნა მოეგო გონს ქალბატონი და ხელები აღმართა მათ შორის. -ესე არ შეიძლება!
-უბრალოდ გაჩუმდი პატარა და ისიამოვნე! -უმალ დაადუმა კოცნით მაგრამ სანიკიძის ქალმა ბოლომდე მაინც არ დაყარა ფარხმალი.
-მართალი ხარ პატარა ვარ ამისთვის და გამიშვი! სირცხვილია დაგვინახავენ.. ამმ დათ.. -კიდევ ერთხელ ამოიკვნესა როდესაც მამაკაცის მხირვალე ბაგეები იგრძნო მკერდზე.
-მე კიდე ვიცი რომ პატარებს ტკბილეულობა უყვართ და მაცადე ბოლომდე დაგატკბო ზოლუშკა. -ჩურჩულებდა და თან ბაგეებს დაატარებდა ქალის სხეულზე.
-აუტანელო ხარ! ნუ სარგებლობ ჩემი გამოუცდელობით.. რატო მაგიჟებ?! -მამაკაცმა უკეთ მოათავსა თავის სხეულზე, ქალის ფეხები წელზე შემოიწყო და კაბა წელამდე ჩამოუცურა.
-რატო ართულებ ელე.. უბრალოდ მოგეფერები პატარა, არაფერს გავნებ გპირდები.. უბრალოდ ცხოვრებაში ერთხელცმაონც დაივიწყე პრინციპები და დატკბი!
-რას მი..კეთებ.. -ძვლივს ამოილაპარაკა როცა მამაკაცის თითიები კაბის ქვეშ შესრიალდნენ და მის საჯდომზე განლაგდნენ. მინდორზე გადააწვინა ელე და ეხლა თავად მოექცა ზევიდან. მამაკაცის სურნელით დამთვრალი ქალი გათამამდა. მისი პერანგის ღილებს დაწვდა და აკანკალებული თითებით შეუხსნა. მთელი გრძნობით ეფერებოდნენ ერთმანეთს და ტუჩებით სწავლობდნენ ერთმანეთის სხეულებს. წელზევით ორივე შიშველი იყო. ერთმანეთს სხეულებით ეკვროდნენ და მათ შორის არსებულ ქიმიას ვერანაირი ძალით ვერ უკუაგდებდნენ. დათომ ქალის სუსტი მაჯები თავის ხელში მოიქცია და თავს ზევით გაუმაგრა.
-დღეისათვის საკმარისია ქალბატონო! სანამ თავს ვერევი მიდი გაცუნცულდი. -ბაგეებთან დასჩურჩულა და საჯდომზე ხელი მისცხო.
-თავხედო! მეტად აღარ მომეკარო ისედაც ზედმეტი მოგივიდა!
-ეხლა თუარ გაქრები გპირდები ზედმეტი უეჭველი მოგვივა! -თავლებანთებულ ქალს კაბის ზორტი შეუსწორა და იქვე ეამბორა.
-ხეპრე! -მამაკაცს ხელი გამოგლიჯა და უკანალის ქნევით გაემართა ბავშვებისაკენ.


***


დილით ადრე გაიღვიძა. დღეს ხომ ორშაბათია, სკოლაში ადრე უნდა მივიდეს. მოენატრა თავისი ბავშვები, რომლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მალე მოწესრიგდა და 20 წუთში უკვე მზად იყო. იასამნისფერი სარაფანი ჩაიცვა, თმები კოსად აიწია, ფეხები ბალეტკებში გაუყარა, ჩანთას ხელი დაავლო და სკოლისაკენ ჰერი ჰერი..

მოდი სანამ ელენიკო გაკვეთილებს ატარებს ვნახოთ ნინიკოსთან რა ამბავია.. ქალბატონიც ადრიანად ადგა, კეფე დღეს მას უნდა გაეხსნა. დილიდან სამსახურში იყო, ძალიან დაიღალა, მაგრამ თანამშრომელმა თხოვა მის სმენაშიც დარჩენილიყო თუ შეძლებდა დედა გაუხდა თურმე ცუდად, ნინიკოსაც შეეცოდა და გაუშვა უფროსი მაინც არ იყო აქეთ. ამ დღეს ძირითადად სამზარეულოში ეხმარებოდა, მაგრამ საღამოს ხალხი მომრავლდა და იძულებული გახდა ისევ დარბაზში დაბრუნებულიყო და ხმაური აეტანა. იქ შესულს კი საუცხოო სურათი გადაეშალა თვალწინ.

ერთ-ერთ მაგიდასთან თავად ლევან ნაცვლიშვილი იჯდა ვიღაც გადაპრანჭულ ქერასთან ერთად. სისხლმა თავში აასხა, ხელები მომუშტა და დამშვიდებას შეეცადა. არადა წამით ისიც გაივლო, რომ არც ლეო იყო მისდამი გულგრილი. -”დამაცადე ლევან მეარვიყო ნინი ლომიძე შენ თუარგაზღვევინო!” ღრმად ამოისუნთქა, თავი მაღლა აწია და წყვილისკენ გაემართა.
-რას ინებებთ? -რაც შეეძლო მშვიდად კითხა და თვალებში მიაჩერდა მამაკაცს.
-ნინა? არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდი. -გაიკვირვა მამაკაცმა და გაუღიმა.
-ბევრი რამე არ იცი ლეო! იქნებ შეკვეთა მომცეთ, კლიენტები მელოდებიან. -ძვლივს ამოილაპარაკა და თითები ბლოკნოტს მოუჭირა, როდესაც ქერამ თავისი ბაგეები ლეოს კისერს მიაწება, ზუსტად იქ სადაც გუშინ თავად დაუტოვა კოცნა.
-ეკა! -ქალი უმალ ჩამოიცილა ნაცვლიშვილმა -სირცხვილია ნუ გავიწყდება სად ხარ.
-კაი რაა ლეე.. -სიტყვები გაწელა და გაბერილი ტუჩები კიდევ უფრო გამობზიკა წინ საზიზღრად.
-ორი ყავა მოგვიტანე.
-კაი რაა საყვარელო აქ რაგვინდა.. -ამრეზით აათვალიერა ქალმა დაწესებულება -უკეთესი ადგილი ვიცი განტვირთვისთვის.. -ხელი ფეხზე დაადო და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-ეკა!
-უკაცრავად, ეხლავე მოვიტან შეკვეთას. -ძვლივს წარმოთქვა და იქაურობას გაეცალა, რომ მათ თვალწინ ცრემლებად არ დაღვრილიყო.

ისე დაასრულა მუშაობა დარბაზში აღარ გასულა. შეკვეთაც სხვას მიატანინა. საკუთარ თავს კი ლეოზე ფიქრიც აუკრძალა და ოცნება იმაზე, რომ მამაკაცი ოდესმე სერიოზულად შეხედავდა...


***


ჩვენმა მასწავლებელმა კი გაკვეთილების შემდეგ სკოლაში ამჯობინა ცოტახნით დარჩენა, ბარემ რვეულებს გავასწორებო. თან სიმშვიდე იყო და ხელსაც არავინ შეუშლიდა. და აი სად შეცდა! დათომ თინა ბებოსგან გაიგო თუარა ელეს ადგილმდებარეობის შესახელ უმალ იქით გასწია.

ქალბატონი კარადასთან იდგა და რაღაცას გამალებით ეძებდა. მამაკაცმა კარები გადაკეტა ფრთხილად და იქვე მერხს აეყუდა. ელენე ისე იყო საქმით გართული ვერაფერი შეამჩნია, უკან შემიბრუნდა და მაგიდისკენ დაიძრა, თან რაღაცას კითხულობდა გულმოდგინედ. ნახევარი მანძილი უკვე გავლილი ქონდა საყვარელი სუნამის სურნელი, რომ ეცა და ზევით აიხედა.
-ვაიი.. -მოულოდნელობისაგან წამოიკივლა და გულზე ხელი მიიდო -შემაშინე.
-მაპატიე ზოლუშკა ისე იყავი გართული..
-კარგი არაუშავს.. და აქ რას აკეთებ დათო?! გუშინ რაგითხარი?
-პატარა სკოლაში ოდესმე გიცდია? -თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა და მისკენ დაიძრა.
-რაა? ვერ გავიგე.. -დაბნეულმა კითხა და უკან დაიხია. მამაკაცმა იოლად დაიჭირა და სხეულზე აიკრა.
-რა და ოდესმე სკოლაში სექსი თუ გქონია თქო? -ყურში ჩაჩურჩულა და ბიბილოზე კბილები მოსდო.
-მომშორდი! -ხელი კრა და სილა გააწნა. -რამდენს ბედავ!
-დამშვიდდი ელენე. -ქალს ხელები გაუკავა და დაფას ააკრა.-ერთი კომპლექსიანი გოგო ხარ, რომელიც ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდა!
-შენი საქმე არ არის მე როგორი ვარ.. გამიშვი მეტკინა -ამოისლუკუნა და ტუჩები დაბრიცა.
-ოხ ელენე.. რატო გადაგყავარ ჭკუიდან. -ნელა შეუშვა ხელები და ქალის სახე მოიქცია თავის ტორებში. -კარგი მაპატიე.. ზედმეტი მომივიდა..
-არაუშავს -ამოისლუკუნა და თვალები დახუჭა.
-დანაშაული უნდა გამოვისყიდო სასწრაფოდ.. -ცხვირი გაუხახუნა ლოყაზე.
-როგორ? -გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა და მამაკაცის თვალებში ჩაიკარგა.
-როგორ და.. -თავისი ბაგეები ქალისას ნელა მიაწება და მანამ კოცნიდა მთელი სინაით სანამ უჰაერობამ არ შეაწუხათ.
-რომ იცოდე რა საყვარელი ხარ ელე.. არ წავიდეთ??
-ჩანთას ავიღებ და გავიდეთ.

ცოტახნში სკოლიდან გამავალ ბილიკს მიუყვებოდნენ და ინფორმაციებს ცვლიდნენ ერთმანეთზე. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა დათო. საკმაოდ განათლებულიც ყოფილა. კმაყოფილმა დაემშვიდობა სახლთან მისულმა მამაკაცს და ლოყაზე ეამბორა.
-ნწ ეგრე არ გვაწყობს პატარა! -თავისკენ მიიზიდა და ისევ იგემა ქალის ბაგეები. -ეხლა შეგიძლია წახვიდე.. დროებით ზოლუშკა! -შუბლზე აკოცა და იქაურობას გაცილდა. ელენე კი შუა ეზოში გაღიმებული დატოვა.




---------------------------------------

მაპატიეთ ჩემო კარგებო ესე დაგვიანებისთვის.. ვიცი არაფერი მამართლებს მაგრამ გამიგეთ ძაან ცუდად ვიყავი.. კომპიუტერთან საერთოდ ვერ ვჯდებოდი თვალები მეწვოდა გამოსხივებაზე.. არც მუზა მოდიოდა ისეთი გათიშული ვიყავი.. ვიციბესეც არაა დიდი თავიი მაგრამ მაპატიეთ ჩემო ტკბილებო და მადლობა რო მოთმინებით მელოდებით.. ველოდები შეფასებებს! ძალიან მიყვარხართ ❤️



№1 სტუმარი Lanuka lanu

Au dideba shen gamochenas.araushavs mtavaria uket gaxdeee.da martlac rom dzn velodi am istorias.meti ase agar daigviano raa.da male dade shemdegi tavi rogorc moaxerxeb raaa.

 


Vaime ar mjeroda rom Dade tavi dzaan gamixarda Kaia ROM axla kargad xar
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგია!მომწონს სიგიჟემდე.ისე ამ თავში ნინი და ლევანი უფრო მომეწონა ^ რაღაც საყვარლები არიან.გამოჯანმრთელებას გისურვებ საყვარელო <3

 


№4  offline წევრი elegant

დიდება შენ გამოჩEნას. გავიგებ სად ცხოვრობ მოვალ და მოგკლავ. რა არი ეს რო დაგვივიწყე. ცოტა დიდი ვერ დაწერე გოგო?! არ ხარ ღირსი მარა მაინც რო მიყვარხარ? <3

 


№5  offline წევრი zak

მმმ,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,რამდენჯერაც შემოვედი იმდენჯერ გადავავლე სიახლეებს თვალი და ვერ გიპოვე,ახლა რომ დავინახე ბედნიერებისაგან კინაღამ ვიტირე საყვარელო...ბოდიში არაა საჭირო,მსუყე თავი იყო,სასწაული ხარ,მაგრამ ნინიკოს ნუ მიჩაგრავ რაა,ნეტავ გამაგლეჯინა ლეო angry რაც შეგეხება შენ,ვთქვი და გავიმეორებ სასწაული ხარ,იცოდე თუ დააგვიანებ,თავს მოვიკლავ request წარმატებები love

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ამას რას ხედავს შემი თვალები wink wink მეღირსა როგორც იქნა wink პატარა რო იყო ჩავყლაპავ wink რომ არ მეყო იმასაც ჩავყლაპავ და რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე მარტო ამას გეტყვი wink კიდე რომ გამახარე და მაგარი გოგო რომ ხარ ამას wink wink wink კომენტარი დიდი მინდა დავწერო მაგრამ ვერ ვწერ და რა გავაკეთო?

 


№7  offline მოდერი bibo

Dges gixsenebdi metqi xoa coxali xo suntqavstqo :d ai vgijdebi shenze me saswauli xar biskviwiusinius :* AI Udzalianesad kargze kargi xaro chitooo.suuu ati tve ro daigvianobchito aq var gelodebi me sheno :*meshokolad merafaelob memarwyveb mealucheb mevashleb mevashliatameb metorteb mesiyvarulebi me shenooooo

 


№8 სტუმარი teo...

Shen arici rogor gamaxare sheni gamohenit.sulmoutqmelad gelodebi axar daagviano gtxov.dzalian kargia.velodebi shemdeg tavs....

 


№9  offline წევრი Maria ♡

როდის დადებ ?

 


№10 სტუმარი kati

კარგი რა, უკვე ძალიან დააგვიანე,ასეთ ინტრიგაში ნუ გვტოვებ ხოლმე. გელოდებით:-(

 


№11  offline წევრი Annlabel

აუუ აუუ აუ, ასე სწრაფად მეპოვოს ვინმე და თან დამეკარგოს იშვიათია, გავგიჟდი გადავირიე და დავრჩი ხახამშრალი:( არ აპირებ გაგრძელებას ? ძაან მიმდა ბევრი ისტორია გქონდეს და ვკითხულობდე

 


№12  offline წევრი Nucadachikuna

ამ ისტორია მეც სულმოუთქმელად ველოდებიი...გააგრძელე რაააააა

 


№13  offline წევრი tatuli)

გაგრძელებას აღარ აპირებ?? :((

 


№14 სტუმარი etiko

es istoria aris aocreba vgijdebii au gaagrdzele ra dzalian momwons ramdeni istoria maqvs wakitxuli magram es saocrebaa aucileblad gaagrdzele naxe ramdens unda am istoriis gagrdzeleba elene da dato sqocari wyvili iqneba aseve niniko da leo nu miatoveb shua gzaze gaagrdzele ra

 


№15 სტუმარი Guest Lia

Ratom gaqvs mitovebuli es ""gemrieli""wasakitxi istoria.
Dagvianebit magram gaagrzele gtxov.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent