შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაცვლილი ბედნიერება (13)


1-02-2016, 00:08
ავტორი mariam-mariam
ნანახია 6 317

კიდე დიდხანს ვიყავი ბექაზე ჩახუტებული და ისევ ცრემლებად ვიღვრებოდი.. ისიც ჯიუტად არაფერს ამბობდა და საშუალებას მაძლევდა დავწყნარებულიყავი.. სინამდვილეში კი წარმოდეგენაც არ მინდა მის გონებაში რა ხდებოდა..
ალბათ კვდებოდა ინტერესით ისე აინტერესებდა რატო ვტიროდი? ან რატო ვთხოვდი კოცნას, რატო ჩავეხუტე ჩემი ნებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ბოლოს უკვე როცა მივხვდი, რომ ცრემლებიც აღარ მომდიოდა თავი ავწიე მისი კისრიდან და თვალებში ჩავხედე...
უთქმელად მაკოცა შუბლზე და მანქანის კარები გამიღო... მალევე დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა დაქოქოა...
-მარიამ, შეგიძლია ამიხსნა რატომ ტიროდი?
ინტერესიანი თვალებით გადმომხედა და ისევ გზას გახედა...
-გთხოვ დღეს არა...
უსულოდ ამოვილაპარაკე და თავი საზურგეს მივადე..
-მესმის, მაგრამ შენი ქმარი ვარ მოგწონს ეს თუ არა.. მინდა ვიცოდე რატომ ტირის ჩემი ცოლი...
ხმა სასტიკად კატეგორიული გაუხდა და მეც აღარ დავაყოვნე... ყველაფერი მოვუყევი და სირცხვილით თვალებში ვერ ვუყურებდი...
ისევ ვიგრძენი მლაშე სითხე სახეზე.. მუჭით მოვიწმინდე ცრემლები და ბექას გავხედე...
წაშლილი სახით იჯდა.. მანქანა გაცერებული ყავდა და სადღაც შორს უსასრულობაში იყურებდა...
-ბექა გეხვეწები ხმა ამოიღე და მითხარი, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ ან მსგავსი, რამ.. ნუ ზიხარ ესე ჩუმად გთხოვ...
ხმას უკვე ვეღარ ვიმორჩილებდი.. ტირილს გარდა იმ წუთში ჩემი ხმა ყველაფერს გავდა... ისიც უსულოდ მოტრიალდა ჩემკენ და დნავ გამიღიმა... მხოლოდ მე ვიცი მის ღიმილში რამხელა ტკივილი იყო დამალული..... სახეზე ხელი ჩამომისვა და ცხვირზე მაკოცა...
-დაწყნარდი პატარა, შენ არაფერ შუაში ხარ.. არ ვარ შენზე გაბრაზებული... რომ გცოდნონდა რის გაკეთებასაც აპირებდა ნამდვილად არ გაყვებოდი დარწმუნებული ვარ.. ლექტორია და გეგონა საქმეზე დაგელაპარაკებოდა.. ამიტომ თავს ტყუილა ნუ იდანაშაულებ.. გაბრაზებულიც არ ვარ.. და ნუ ტირი გთხოვ ხო იცი არა ვერ ვიტან შენ თალებზე ცრემლს....
ცრემლები ცერა თითით მომაშორა და შულზე ცხელი ტუჩები მომადო... მანქანა დაქოქა და თხუთმეტ წუთში სახლში ვიყავით.. მაშინვე ოთახში ავედი და ლოგინზე უსულოდ დავეცი... მალევე გავიგე ფეხის ხმა, რასაც კარების გაღება მოყვა.... სსაყვარელმა სურნელმა ცხვირი ამიწვა, ნელ-ნელა უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი მის სურნელს.. ორ წამში კი თბილი ხელები შემეხო სახეზე...
უმისამართოდ დაატარებდა ბექა გველესიანი ჩემ სახეზე ხელებს და რაღაცეებს ბუტბუტებდა...
-გველესიანო გაჩრდი თორემ ჩამეძინება...
ძლივს შეკვებული ღიმილით ვუთხარი და თვალები გავახილე...
-აუ ეს მაიმუნი ნახე ეე.. ვისწავლეთ უკვე მაიმუნობა...
გაოცებულმა გადმომხედა და ჩემ გვერდზე მოთავსდა..
-ჩვენ სულ ვიცოდით მაიმუნობა ამას თამაშის ქულებიც ამტკიცებდა...
ნიშნის მოგებით ვუთხარი და ბალიში უკეთესად გავისწორე..
-ქალბატონო მარიამ მეტრეველო გველესიანო.. თუ შეიძება გამახსენე ბოლოს რამდენით რამდენი იყო?
ეჭვისთვალით გადმომხედა და ტელეფონი გვერდზე გადადო..
-ამმმ თუ არ მეშლება ბატონო ბექუნა 6:5 იყო...
გაკრეჭილმა ვუპასუხე და მისკენ გადავტრიალდი..
-ოხ მარიამ მარიამ, მგონი გეძინებოდა შენ....
ნიშნის მოგებით მითრა და ლოგინიდან ადგომა დააპირა...
-გეხვეწები სანამ დავიძნებ აქ იყავი რა..
ხმაში ისეთი მუდარა გავურიე მეთვითონ გამიკვირდა.. ისიც რათქმაუდა დამთანხმდა და გერდზე მომიწვა.... ხელი წელზე მომხვია, თავი გულზე დავადე და ხელი მუცელზე მოვხვიე...
-მარ...
-ჰოუ...
ნიკაპით მის გულ-მკერდს დავეყრდენი და თვალებში ჩავხედე...
რაღაცა საოცრად გამიღიმა და ისევ ცხვირის წვერზე მაკოცა...
-არაფერი ჩემო სიცოცხლე დაიძინე,,,,
თავი ძველ პოზიციაში დამაბრუნებინა და თმაზე ტამაში დაიწყო....
-ბექა... გაჩერდი.. თორემ გავითიშები...
სვენებ სვენებით ვუთხარი და ხელი უფრო ძლიერად მოვხვიე... მანაც ჩვეული ღიმილით დამაჯილდოვა ისევ განაგრძო თმაში თამაში...
.......
მარიამს მალევე ჩაეძინა და ქვემოთ ჩავედი... მთელი სასტავი მისაღებში იყვნენ და რარაცაზე იცინოდნენ...
-ვააა ბექუნაც მოვიდააა, მარიამი სადააა?
სიცილით მკითხა აკომ და ანამარიას მიეხუტა...
-ძინასვ... - მოკლედ მოვუჭერი და სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად.. - ნანა სადაა?
თვალში მშობლები, რომ დამაკლდნენ ანამარიას ვკითხე..
-სამსახურში არიან რაღაც საქმეზე, რა იყო?
-აუ მიდი მშია და გაამზადე რა რამე..
ბუზღუნიდ წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.. როგორც კი კარგად შესული დავიგულე ბიჭებს მივუბრუნდი
-პრობლემა გვაქვს.. გვაქვს რა აქვს..
უცებ გადავასწორე და ხუთ წყვილ მოშტერებულ თვალს გავხედე
-რა ხდება?
დაძაბული წამოიწია წინ ზუკა და სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო...
-მოკლედ უნდა მაოვკლა ის ნაბი*ვარი რა მარიამის ესე გაბრაზზებისთვის...
გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და უარესად დაბნეულ ბიჭებს გადავხედე...
-რა ხდება შე*ემა ამოღერღე...
მეტი ვერც ნიკამ ვეღარ მოითმინა და განერვიულებლი წმოიწია წინ...
-ჩემ გადამტერებას ჯობდა მთელი დედამიწა გადაემტერებნა...
-რას გვენამიოკები შე*ემა თქვი რა მოხდა...
მწყობრიდან გამოსულმა დაიყვირა მიშომ და აგიდას ხელი დაკრა... მოკლედ ავუხსენი ყველაფერი და მათ რეაქციას დავაკვირდი..
-მაგ ჩემისას მარიამი თოჯინა ხო არ გონია როცა უნდა აკოცებს და როცა უნდ არა....
პირველი კომენტარი აკომ გააკეტა და ოთახში წინდა უკან სიარული დაიწყო...
-მარიამ არის თოჯინა, მაგრამ მხოლოდ ჩემი... უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ ატირებული რო გამოვიდა რა დამემართა, აი ვაფშე ყველაფერი ვიფიქრე მაგის გარდა...
მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ გავჭედა ჩემთან რო იტირა... თითქმის ოთხი თვეა ერთად ვცხოვრობთ და არასდროს უტირა, რითიც მის სიძლიერეს მანახებდა და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი მასში, მაგრამ როცა იტირა, მივხვდი, რომ ისიც ისეთი დაუცველია, როგორიც ნებისმიერი ქალი.. მასაც ჭირდება ჩემი დაცვა , რომც არ აღიაროს....
-შეყვარებული ხარ უნამუსო ვიყო....
მთელი სერიოზულობით თქვა აკომ და ყველას ყურადღებაც მიიქცია...
-არც გაატ*აკო შე*ემა... კი ვერ მივხვდი აქამდე კიდე კაი მითხარი...
-კაი მორჩით ეხლა ჩხუბს და აეგდეთ წავიდეთ იმ ნაბი*ვართან და მერე დანარჩენი რა როგორ მოხდებ იქ ვნახოთ...
ხმა ამოიღი ჩუმად მჯდომმა მიშომ და კარისკენ წავიდა..
-ანამარია ჩვენ მივდივართ და მიდი რა მარიამთან ადი და რომ გაიღვიძებს და თუ მიკითხა უთხარი მალე მოვათქო კაი?
-აუ ბექა კაი რა, ტყუილა გამამზადებიე სააჭმელი?
ბუზღუნით დადო მაგიდაზე ტაფის თავსახური და ხელები გაიწმინდა..
-ტყუილა რატო მარიამი რო გაიღვიძებს შეჭამს...
შუბლზე ვაკოცე და სახლიდან გაედით.. თხუთმეთ წუთში უნივერსიტეტთან იყავით უკვე და ანდრიაზე რაღაცეებს ვარკვევდით.. სამსახურში არ იყო, ამიტომ სახლიში დავადექით.. კარები წელს ზემოთ შიშველმა გამიღო და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა...
ბოლომდე „ათვალიერებული“ არც ვყავდი, იატაკზე რომ აღმოჩნდა... მთელი ძალით ვურტყამდი და წინაპრების მოსაკით სიტყვებსაც არ ვიშურებდი... ბიჭებმა კიდე კაი დროულად შემოგვისწერეს თორემ აუცილებლად მოკლული მეყოლებოდა უკვე...
-ბოლოჯერ გაფრთილებ.. კიდევ ერთხელ დააკაებ თითს მარიამს და ეს მდგომარეობა სანატრელი გაგიხდება...
-როცა მინდა, როდესაც მინდა და როგორც მომინდება ისე შევეხები მარიამს...
ირონიულად ჩაილააპარაკა და პირში დაგროვებული სისხლი გადმოაფურთხა...
-რა თქვი?
კარებში გასული მოვტრიალდი და კისერში ვწვდი....
-რაც გაიგე..
ისევ იგივე ტონით, რამაც ურესად გამაღიზიანა და კდიევ ერთხელ მომცა ცემის მიზეზი... ხელები უკვე გადაყვლეფილი მქონდა, მაგრამ ისევ არვჩერდებოდი.. ბოლლოს როგორც იქნა ბიჭებმმა ამიღეს და მანქნააში ცამსვევს.., გვერდზე მხოლოდ მიშო მეჯდა და სახლში მივყავდი...
-გააჩერე.. უნდა მივბრუნდე და მოვკლა.. მიშო გააჩერე...
-დაწყნარდი, ბექა... - მწყობრიდან გამოსულმა დამიყვირა და სევ გზას გახედა... - ზუკა და აკო არიან იქ და ისინი მიხედავენ ეხლა მარიამთან უნდა იყო შენ....

....
რომ გავიღვიძე ჩემ გვერდზე ანამარია იწვა და ტელეფონში ძრომიალბდა...
-მულს გაუმარჯოს...
ღიმილით მივესალმე და ლოგინზე წამოვჯექი..
-რძალს გაუმარჯოს, გშია ხო? იცი რა საჭმელი გავაკეტე, ბექამ მშია და რომ დავამთავრე ეგრევე გავარდა... - დანანებით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია - აუ წამო რა ვჭამოთ ძალიან მშია...
კისერი რამისაა გამოღო ისე გაიწელა და ლოგინიდან ჩამოხტა... მის ბავშვურობაზე გამეღიმა და ოთახიდან გავედი...
-კი მაგრამ სად წავიდა არ უთქვამს?
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა ის ვკითხე და სუფრის გამოწყობაში დავეხმარე..
-არ ვიცი ბიჭებს ელაპარაკებოდა და ყველანი უცებ გავარდნენ..
მხრები აიჩეჩა და უდარდელად დაიწყო ჭამა.. მაშინვე ტელეფონი ავიღე და ბექას ნომერი ავკრიფე..
-ხო მარიამ..
პასუხმა არ დააყოვნა და მალევე მიპასუხა..
-სად ხარ?
მიკიბ მოკიბვების გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავედი და ანერვიუებულმა თითები მაგიდაზე რიტმულად ავათამაშე..
-ხუთ წუთში სახლში ვარ...
აღარაფერი მითქვამს ტელეფონი გავუთიშე და ჭამა დავიწყე.. ზუსტად ხუთ წუთში სამზარეულოში მიშო შემოვარდა
-აუუ ანამარია მშია მიდი მაჭამე რა...
-ბექა სადაა?
უკან რომ არ შემოყვა მაშინვე ვიკითხე და სკამიან ავდექი...
-ამ ზემოთ ავარდა ეგრევე..
ვითომც არაფერიო ისე მითხრა და ჭამა დაიწყო... მაშივე ზემოთ ავედი და ოთახში შევედი.. ბექა ლოგინზე იჯდა და ჭრილობების დამუშავებას ცდილობდა... ადგილზე გავშეშდდი მაგრამ მალევე მოედი გონს, სპირტიანი ბამბა გამოვართვი და ნატკენზე დავადე... მაშინვე ვიგრძენი ტკივილისგან როგორ დაეჭიმა ხელი და ნელა ავხედე...
-ამიტომ არ მინდოდა მეთქვა...
ჩუმად ამოვილაპარაკე და ჩემი საქმე გავაგრძელე...
-მაინც მოგიწევდა მარიამ და ჯბდა ეხლავე გეთქვა ვიდრე მერე...
გაიღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ხელი გამომგლიჯა..
-მაცადე დავამთავრო... - მისი ხელი ისევ ჩემსაში მოვიქციე და გაწმენდა დავიწყე.. - რამე რომ მოგსვლოდა სად მიდიოდი?
მაინც ვერ მოვისვენე და რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა ის ვკითხე...
-კარგი რა მარიამ, რა უნდა მომსვლოდა... - ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა... - ხო ხედავ საღ-სალამათი ვარ. არაფერი მაწუხებს და არაფერი მტკივა..
-ხო გეტყობა..
ხელები ცხვირ წინ ავუფრიალე და გავუღიმე...
-ვაიმე ვინც არ გიცნობს მარიამ მეტრეველო-გველესიანო...
-აუ რას მეძახი ამ გველესიასნ არ ვარ შენ გვარზე გადმოსული ვაა...
სიცილით ვუთხარი და წამოდგომა ვცაე...
-საით მიიპარებით ქალბატონო?
შეპარული ღიმილით მკითხა და ზემოდან მომექცა.. ჯერ შუბლზე მაკოცა, მერე ცხვირზე და ბოლოს მიაღწია დანიშნულების ადგილამდეც და მუცელში ზოოპარკმაც გაიღვიძა...
ღიმილით მომშორდა და დაბურცულ ტუჩებზე თითი გადამისვა..
-ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ...
კიდევ ერთხელ მაკოცა და ჩემგან გადაბობღდა თავის ადგილას...
საათს რომ დავხედე ათი სრულდებოდა...
-აუ რა დრო მოსულა...
დავიწუწუნე და ტელეფონსი ძრომიალი განვაგრძე...
-გეძინება?
ღიმილით მკითხა და ტელეფონი გვერდზე გადამადებინა... მხოლოდ თავის დაქნევით შემოვიფარგლე და მეც გავიღიმე...
-მერე დაიძინე...
-სირცხვილია, მიშო ქვემოთაა და დედაშენი და მამაშენიც მოვა სადაცააა რაც აქ ვცხოვრობთ ნორმალურად არ მინახია ხალხი...
დანანებით ჩავილაპარაკე და ლოგინიდან ავდექი..
-საით?
-ქვემოთ..
-აუ კაი რა მიდი აბაზანაში გამოიცვალე და მეც მეძინება...
ისეთი სახით მითხრა უბრალოდ უარის თქმა საცოდაობა იქნებოდა.. იქვე მიგდებულ პენურას ხელი დავავლე და აბაზანააში შევიკეტე... ხუთ წუთში ჩაცმული გამოვედი და ლოგინზე წამოვგორდი.. ბექა უკვე მოხერხებულად იწვა და ლეპტოპში ფილმს ეძებდა... ბოლოს ჯიმ ქერის მონაწილეობით „ეის ვენტურა“ ჩავრთეთ და როგორც ყოველთვის სიცილით ვიხეოდით...
-ისე ბექა ჩვენ სახლზე რა ისმის..
სხვათაშორის ვიკითხე და დახურული ლეპტოპი გვერდზე გადავდე..
-დიდად არაფერი დამწვარა.. ორ თვეში ყველაფერი დალაგდება და გადავალთ..
ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა..
-ხო ორ თვეში დალაგდება.. - მოწყენილმა ჩავილაპარაკე და გვერდი ვიცვალე... - ძილინებისა ბექა, ძალიან მეძინება..
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ცრემლებაც გზა გაიკვლიეს სახეზე.. ორ თვეში ყველაფერი დალაგდება...
არა, პირიქით ორ თვეში ყველაფერი აირევა.. ორ თვეში მე მშობლებტან დავბრუნდები...
ორ თვეში ბექას გავშორდები..
ორ თვეში ჩემი სიცოცხლე დამთავრდება..
ორ თვეში ჩემი ფულზე გაცვლილი ბედნიერება დამთავრდება.....



როდის ჩამეძინა არ მახსოვს, რომ გავიღვიძე თერთმეტი საათი სრულდებოდა, რაც მას ნიშნავს რომ გამოცდაზე ისევ მაგვიანდებოდა.. მალე მოვწესრიგდი, ჯინსის შარვალი და უბრალო ზედა გადავიცვი ფეხზე კედები ამოვიცვი და ქვემოთ ჩავედი..
-აუ ბექააა მაგვიანდება გეხვეწები მიმიყვაანე რა გამოცდაზე...
პირთან მიტანლი ლუკმა უკან გამოვაწევიე და მე შევწამე...
-კაი ხო გადი გარეთ და გამოვალ...
ჩანთა მოვიკიდე და სამზარეულოდან გავედი..
-დილამშვიდობის ნანა დეიდა, გია ბიძია, პრივეტ ანმარაია.. გამოცდაზე მაგვიანდება რო მოვალ უკეთესად მოგესალმებით...
სამივეს ლოყები ჩავუკოცნე და გარეთ გარეთ გასულ ბექას დავეწიე...
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა შვილო, წარმატებები მარიამ..
გარეთ გასულს მომაძახა ნანა დეიდამ და კერებში მდგომმა ორივეს პირჯვარი გადაგვწერა...
მანქანაში მოუსვენრად ვიჯექი და ააქეთ იქით ვაცეცებდი თვალებს...
-ნუ ნერვიულობ დღეს არ იქნება.. გუშინ ისე იყო ყველა ვარიანტში ტრავმატოლოგიურში იწვება... - დამაიმედელად მითრა ბექამ და მანქნა აგააცრა.. - მიდი გადადი და წარმატებები..
მოწყვეტით მაკოცა და მანქანის კარი გამიღო..
მთელი უნივერსიტეტი ანდრეას ამბავზე ლაპარაკობდა... ათასი ჭორი მოვისმინე და ხალხის ფანტაზიაზე მეცინებოდა..
ზოგმა მანქანამ დაარტყაო, ზოგმა კიბიდან გადმოვარდაო, ზოგმა რა და ზოგა რა...
სიმართლე მხოლოდ იმ ხუთმა და ჩემმა გოგოებმა იცოდნენ...
ნახევარ სათში სულ ფრენა ფრენით გამოვედი გარეთ და გოგოებთა ერთად მივედი ბექასთან...
-აბა?
კითხვის ნისნის თვალებით გადმოგვხედა და პასუხს მოლოდინსი გაიყუსა...
-სახლში ბექა გასვიანო, ბარგი ჩავალაგოთ და ჰაიდა ბათუმში...
აღტაცებულმა ვუთხარი და კსერზე ჩამოვეკიდე.... ორივე ტუჩი დიდი მონდომებით დავუკოცენე და მანქანაში ჩავჯექი...
ნახევარ საათში სუყველა ჩემთან იყო და გამოცდების წარმატებით ჩაარებას ავღნიშნავდით.. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დედა და მამაც იქ იყვნენ... მე და ბექას ჩახუტებულებს რომ გვხედავდნენ თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდად და რაღა ექნათ არ იცოდნენ..
როგორც კი დედაჩემმა მარტო დამიგულა მაშინვე კითხები მომაყარა...
-თქვენ მართლა შეგიყვარდათ ერთმნეთი? აი ხომ ხედავ დედა არა ზოგი ჭირი მარგებელიაო...
ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად, როცა გვერდზე გავიწე და მანაც ხელები უსულოდ ჩამუშვა...
-არავის საქმე არაა ჩემი და ჩემი ქმრის პირად ცხოვრება მითუმეტეს შენი და გთოვ სუფრასთან დაბრუნდი არ მინდა ნანამ რამე იეჭვოს...
-ანუ არაფერი იცის?
-არა შენგან განსხვავებით გული აქვს და ამ მაგალით ანამარიაზე წარმოიდგენდა და არავითარ შემთხვევაში არ მოგცემდათ ამის უფლებას ეხლა კი წადი გთხოვს...
დედაჩემიც დაპროგრამებულივით მიტრიალდა და მაგიდასთან დაბრუნდა...
ზუსტად ორ წუთში კი ოთახში ბექა შემოვიდა..
-მარიამ, არ ღირს ესე ლაპარაკი დედასთან...
რბილად მითხრა და ახოს დამიდგა..
-უბრალოდ ჩამეხუტე და არაფერი მითხრა..
ხელებ გაშლილი წამოვიდა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში...
-მაბედნიერებ მარიამ..
შუბლზე ცხელი ტუჩები მომაკრო და და უფრო ძირად მომხვია ხელები.....



სიცხიანზე რაც დავწერე ესაა :დ იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი darina

momewona im idiots dzvlebi rom daumtvria, damtanjes ra ertmanets rodis unda gamoutyden.martla kargi tavi iyo.

 


№2  offline მოდერი tsn

ნუ დატანჯე, აუხსნან ერთმანეთს სიყვარული რაა...

 


№3  offline წევრი Ziko

Mm kargia. Male dade ra:*:*

 


№4  offline წევრი Crystal

Magaria dzalian ubralod rac male ganvitardeba cota movlenebi mit uketesia, mtlianobashi momwons personajebic da istoriac <3

 


№5  offline წევრი Xati Zaalishvili

Kargii iyooo dzaalinnn...miyvarss ess istoriaa ♥♥♡♡

 


№6 სტუმარი teo...

Kargi gogo xar.gamojamtelebas gisurveb.mixaria yoveldxe ro deb.dzalian momwons ...

 


Dzalian kargia Minda to arasdros damtavrdes
--------------------
romantikosi mwerali

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmm kargia dzaliann male dade axali tavi velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent